ცვეტან ტოდოროვი ისევ

Tzvetan Todorov (Sipa)

1939 წელს სოფიაში დაბადებული და კომუნისტური ბულგარეთიდან გაქცეული ცვეტან ტოდოროვი// Tzvetan Todorov// არის ფრანგი ლიტერატურული კრიტიკოსი,სემიოლოგი, ფილოსოფოსი, იდეათა ისტორიკოსი.

1912   წელს ფრანგულმა გამომცემლობა რობერ ლაფონმა გამოსცა მისი ნაშრომი  დემოკრატიის ინტიმური,შინაგანი მტრები

//Les ennemis intimes de la démocratie//

 

თავისუფლება საზღვრებს გარეშე,უსაზღვრო  თავისუფლება ვერ იქნება ლეგიტიმური

 

ფრანგები გამოვიდნენ ქუჩაში რათა გამოეხატათ თავისი აღშფოთება მკვლელობების გამო და დამშვიდებულიყვნენ ძალადობის უარმყოფელ დიდ  საზოგადოებაში ყოფნით.

 

ფორმულა «მე ვარ შარლი »  ყველას აძლევდა მონაწილეობის საშუალებას ამ მონაწილეობის ბუნების დაუზუსტებლად.

ფორმულა მიმზიდველია,მაგრამ ცოტა უხერხული.

 

შარლი არის ტერაქტის მსხვერპლთა აღმნიშვნელი სახელი.

ჩვენ კი განვსხვავდებით ამ მსხვერპლებისგან  ჩვენ არ ჩაგვიგდია თავი საფრთხეში იდეალების გულისთვის ისე როგორც ეს გააკეთეს მოკლულმა  ჟურნალისტებმა, ასე რომ  მსხვერპლის სახელის მითვისება მეტისმეტია.

მანიფესტაციის ზოგ მონაწილეს  კი არ მოსწონდა ზოგი კარიკატურა, ჟურნალისტების ზოგი პოლიტიკური არჩევანი.

რაც შეეხება საჯაროდ გამოთქმის თავისუფლებას თუ მასორივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლებას, ის არაა განუსხვისებელი,შეუხებადი უფლება, უფლება  რომელზეც მოლაპარაკება შეუძლებელია.

დემოკრატიული სახელმწიფო არის ხალხური ნების გამოხატულება და ინდივიდუალურ თავისუფლებათა,ე.ი პრესის თავისუფლების მცველი და მფარველი,მაგრამ მან უნდა დაიცვას ზოგი სხვა ღირებულებაც,მაგ. მოქალაქეთა უსაფრთხოება,სამოქალაქო მშვიდობა მოქალაქეთა შორის,სამართალი, ყველას თანაბარი ღირსება.

ეს  ღირებულებები კი  ზღუდავენ ერთმანეთს.

სახელმწიფოს პოლიტიკა მუდამ არის კომპრომისი ამ ღირებულებებს შორის.

 

პრესის  თავისუფლებაც ხელისუფლებაა.

არა და დემოკრატიაში ვერც ერთი უსაზღვრო ხელისუფლება ვერ იქნება ლეგიტიმური.

 

არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მე-19 საუკუნის ბოლოს ანტისემიტი ედუარდ დრუმონის ჟურნალს ერქვა თავისუფალი სიტყვა// Édouard Drumont, La libre parole//.

თავისუფლება მისთვის  იყო ებრაელების გინების უფლება.

ჩვენშიც არიან ქსენოფობები  რომელთაც თავისუფლება გონიათ სხვების,მათ შორის თანამოქალაქე მაჰმადიანების გინების უფლება, //ზოგ იდიოტს კი გონია რომ თავისუფლება არის გატიტვლება და ევროპის ისტორიული ქრისტიანული მემკვიდრეობის რბევა-ნგრევა//.

ეს მოტივი ამოძრავებდათ მუჰამედის კარიკატურების თავდაპირველ ავტორებსაც, დანიაში მაჰმადიანთა აღშფოთების პროვოცირებით მათ უნდოდათ მსოფლიოსთვის ჩვენება იმისა თუ რა საშინელი ხალხია ეს მაჰმადიანები.

არის პრესის თავისუფლებით, ხელისუფლების ამ ფორმით დაჩაგრული ხალხიც.

დრუმონი უტევდა უკვე ჩაგრული ებრაელების უმცირესობას. მის მხარეზე იყო უმრავლესობა,

 

ედვარდ  სნოუდენი//Edward Snowden//, რომელმაც პრესის მეშვეობით ამხილა აშშ-ს თვალთვალი-მიყურადება-მეთვალყურეობის სააგენტოების უკანონო მოქმედება არის იზოლირებული ინდივიდი რომელმაც ბრალი დასდო თავისი ქვეყნის მთავრობას. ეს სხვა შემთხვევაა.

არა ვარ დარწმუნებული იმაში რომ მომხდარი ტრაღიკული ამბები უნდა გავაანალიზოთ როგორც ბრძოლა პრესის თავისუფლებისთვის.

Coulibaly,რომელიც მოქმედებდა ძმებ Kouach-ებთან კოორდინაციით, ამბობდა რომ მან მიიღო ინსტრუქციები ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან და საფრანგეთის მთავრობისგან მოითხოვდა ჯარების გაყვანას იმ სახელმწიფოებიდან რომელთა მოსახლეობის უმეტესობასაც მაჰმადიანები შეადგენენ.

მოჰამედ მერას //Mohamed Merah// არასოდეს უხსენებია გამოთქმა-გამოხატვის თავისუფლება.

შარლი ებდოს მკვლელები ამბობდნენ რომ მათ უნდათ შურისძიება წინასწარმეტყველი მუჰამედის გამო.

ამ უბედურებათა კონტექსტი არაა პრესის თავისუფლება. დასავლეთის ზოგი მთავრობა,მათ შორის საფრანგეთის მთავრობაც ისლამის გადაგვარებულ ფორმას ებრძვიან მაჰმადიანური სახელმწიფოების ტერიტორიაზე….

რელიგიური ექსტრემიზმი, თეოკრატია,ტოტალიტარული იდეოლოგია დემოკრატიისთვის გარეშე მტრებია. ისინი ღიად ებრძვიან დემოკრატიას.

დემოკრატიის შინაგანი ინტიმური მტრები კი გარეგნულად დემოკრატიულად მოქმედებენ,მაგრამ სინამდვილეში ისინი ღალატობენ დემოკრატიას.

ისინი არაფრად აგდებენ იმას რომ დემოკრატიის სხვადასხვა პრინციპებმა ერთმანეთი უნდა შეზღუდონ.

ნეოლიბერალიზმი ადგილს არ უტოვებს კოლექტიურ ნებას, ნეოკონსერვატიზმს კი უნდა ქვეყნების გაბედნიერება მათი რაკეტებით დაბომბვით და სხვათა  ტერიტორიის ოკუპაციით.

აი ეს შინაგანი ინტიმური მტრები ისევე ემუქრებიან დემოკრატიას როგორც გამოცხადებული ღია მტრები, ისინი არიან პასუხისმგებლები აშშ-ში წამების ლეგალიზაციაზე //აბუ ღრაიბი, გუანტანამო// და მოსახლეობის ელექტრონულ თვალთვალ-მიყურადებაზე

 

 

http://www.la-croix.com/Actualite/France/Charlie-Hebdo-une-liberte-sans-bornes-ne-saurait-etre-legitime-2015-01-14-1267126

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s