მისტიკოსი ვან გოგი და…

La peinture chez Van Gogh, passage à l'art d'une passion mystique - Psychanalyse des œuvres de Van Gogh à travers sa correspondance

 

 

ვანსან ფლეკ //Vincent  Fleck//, მხატვრობა ვან გოგისთვის, გადასვლა მისტიკური ვნების ხელოვნებაზე, ვან გოგის ქმნილებათა ფსიქოანალიზი მისი წერილების მიხედვით//
La peinture chez Van Gogh, passage à l’art d’une passion mystique – Psychanalyse des œuvres de Van Gogh à travers sa correspondance

 

ხელოვნებას იაზრებენ ხოლმე როგორც მხატვრის არაცნობიერის გამოხატვას

ბევრისთვის  ხელოვნების ენის გაგება არის მხატვრის აზრის გაგების საშუალება.

მხატვრის აზრის ინტერპრეტაცია მისი მხატვრული შემოქმედების საფუძველზე.

 

არა და მე-19 საუკუნის მხატვარ ვან გოგთან მისი მხატვრობა არაა მისი არაცნობიერის თუ მისი პიროვნების სტრუქტურის გამოხატვა.

 

მისი მხატვრობა უფრო უნდა იყოს მისტიკური ვნების კატალიზატორი.

 

მხატვრობა ვან გოგთან მასტრუქტურირებელია და პასუხობს რელიგიურ ბორგვას რომელიც განასხვისებს მას.

 

ხატვა ვან გოგს აძლევს სუბიექტად და არა ობიექტად ყოფნის, ავადმყოფობასთან და მის მღრღნელ ბოროტებასთან ბრძოლის საშუალებას

 

ხელოვნება არის მესიანურ ბედთან დაპირისპირებული მხატვრის ყავარჯენი, მხატვრისა რომელიც თავის შემოქმედებას უძღვნის გაირვებულებს,რომელიც თავის მხატვრობას უყურებს როგორც მისიას გაირვებულების წინაშე.

ვან გოგის აზრით ხელოვნებას აქვს სოციალური ფუნქცია, მაგრამ ყველაზე მეტად მას აქვს ფსიქოლოგიური ფუნქცია,რაც ჩანს მეტწილად მისი ძმა თეოსთვის განკუთვნილ წერილებში.

ხელოვნება ვან გოგისთვის არის რელიგიური რიგის ვნება.

მხატვრობა არის შემოქმედებითი აქტიდან გადასვლა ამ მისტიკური ვნების ხელოვნებაზე.

 

LA PEINTURE CHEZ VAN GOGHა, PASSAGE À L’ART ატვაD’UNE PASSION MYSTIQ1931937 წლის 19 ნოემბერს  სახელგანთქმულმა პოლ ვალერიმ წაიკითხა მოხსენება სახელად «პოეზიის აუცილებლობა ».

მან გაიხსენა მე-19 საუკუნის დასასრული :

 

«   მე ვცხოვრობდი ისეთ ახალგაზრდათა წრეში  ვისთვისაც ხელოვნება და პოეზია იყო არსებითი საკვები რის გარეშეც არსებობა შეუძლებელი იყო.

 

მეტიც, ხელოვნება და პოეზია იყო ზებუნებრივი საკვები.

 

იმხანად გვქონდა განცდა იმისა რომ ცოტაც და გაჩნდებოდა ახალი რელიგია რომელიც ფორმას მისცემდა  მაშინ გაბატონებულ თითქმის მისტიკურ განცდას რომელიც ჩაგვაგონა  ხელოვნების ემოციათა უნივერსალური,საყოველთაო ღირებულების და მნიშვნელობის ძალიან ძლიერმა განცდამ.

 

როდესაც ვიხსენებთ მდროინდელ ახალგაზრდობას… ვხედავთ რომ იყო თითქმის რელიგიური ხელოვნება-შემოქმედების ყველა პირობა.

 

იმ დროს იყო ერთგვარი იმედგაცრუება ფილოსოფიური თეორიებით, უგულვებელყოფდნენ მეცნიერების დაპირებებს რომლებიც ძალიან ცუდად იყო განმარტებული ჩვენს წინამორბედთა და უფროსების, რეალისტი და ნატურალისტი მწერლების მიერ.

ფილოლოგიური და ფილოსოფიური კრიტიკა ურვდა რელიგიებს.

//მერე მოკლეს ჟორესი, რასპუტინი, ნიკოლოზი… ზვიად გამსახურდია, დაანგრიეს დრეზდენი და თბილისი და ეხლა ფიმენის ტიტველი გომბიოების ბანდა ლამაზი ლოზუნგების ღნავილით არბევს ევროპულ კათედრალებს

აი ესაააა პროგრესი….//.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s