პოლ ვალერის გაუმარჯოს !!!

 

 

ჩვენი ახალგაზრდობა  იყო სილამაზის,ლამაზის,მშვენიერის მიმართ თითქმის რელიგიური ხანა.”

გაგიმარჯოს პოლ ვალერი,არ დატანტალებდი ტანკით და ავტომატით,არ არბევდი და არ ანგრევდი პარიზს !!!

 

პოლ ვალერი (ფრანგ. Ambroise-Paul-Toussaint-Jules Valéry; 30 ოქტომბერი1871სეტისაფრანგეთი 20 ივლისი1945პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი პოეტიესეისტი და ფილოსოფოსი.

პოლ ვალერი, 1931 :

PAUL VALERY

ჩვენი ახალგაზრდობა  იყო სილამაზის,ლამაზის,მშვენიერის მიმართ თითქმის რელიგიური ხანა.

ახალგაზრდობა ხელოვნებაში ხედავდა ერთადერთ გამოსავალს,ერთადერთ შესაძლებელ კულტურას, ყველაზე მაღალ,უმაღლეს გრძნობებს.

ხელოვანის აქტი,მხატვრული ქმნილებებით გადაცემული ემოცია ჩანდა სიყვარულის, შრომის, წადილის ერთადერთ უკამათო გამოვლინებად, გამოსყიდვის ერთადერთ საშუალებად…

პოლ ვალერი, 1916 :

სილამაზის,მშვენიერების კულტით აღზრდილი თაობა, ეს არაა ირონია, აღვნიშნავ ფაქტს-რასაც ვხედავ, მომენტს რომლის მონაწილეც ვიყავი.

აღსანიშნავია თუ რა გავლენას ახდენდა 1870-1880 წლებში დაბადებულ გარკვეული წრის ახალგაზრდებზე მშვენიერის ბუნდოვანი და ძლერი იდეა.

იყო მომენტი როდესაც ის რასაც ვუწოდებთ ლამაზს,ხელოვნებას,და ა.შ. კინაღამ გადაიქცა ათას სექტად დაშლილ კულტად, მაგრამ არ ყოფილა ამ კულტის დამამკვიდრებელი კაცი. მას შეერია სპორტი, ჟურნალიზმი.სიკეთე გადაგვარდა.

ბოლოს იყო ჰუმანიტარიზმი, ანარქია.

ამისგან დარჩა რთული გემოვნება, სრულყოფილების,ზეადამიანის, კლასიკურის.დეკადენტურის,პროგრესის,მისტიკის, ფილოსოფიურ-მეცნიერულის ნარევი, და კიდევ ჩვენი საერთო საფუძველი.

ომმა მოუღო ყველაფერს ბოლო

 (Paul Valéry, 1916
Cahiers Littérature,
Pléiade Cahiers II,

 

მშვენიერების განცდა;

როდესაც ვიკრიბებოდით, როდესაც ვუსმენდით ბეთჰოვენის სიმფონიათა მთელ სერიას,ვაგნერის დრამათა მომაჯადოებელ ფრაგმენტებს იქმნებოდა არაჩვეულებრივი ატმოსფერო.

ჩვენ გამოვდიოდით ხელოვნების ფანატიკოსებად, ახალმოქცეულებად-პროზელიტებად; ვინაიდან იქ არ ყოფილა არანაირი ხრიკი,არანაირი ეჭვი, არანაირი ზღუდე ჩვენსა და სინათლეს შორის.

ჩვენს მიერ განცდილი გვაძლევდა ყველანაირი დაფანტულობისთვის,ცხოვრების ყველანაირი სულელობისთვის და ბოროტებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ძალას…

ჩვენ ერთმანეთს ვხვდებოდით გასხივოსნებული სულით და რწმენით სავსე გონიერებით ვინაიდან გაგონილს აღვიქვამდით პირად,პერსონალურ გამოცხადებად, არსით ჩვენ ჭეშმარიტებად.

ხელოვნების დაპირებები და იდუმალებები ჩვენთვის იყო ღირებული,სერიოზული რამ.

//მერე იყო იყო კოლექტური ნარცისიზმების, ისტერიული,გაგიჟებული არამზადების პირველი მსოფლიო ომი რამაც კინაღამ დაღუპვამდე მიიყვანა მთელი კაცობრიობა. ამაზე იხ, ერიხ ფრომის « ადამიანის გული ». არც ტანკით დანგრეულ თბილისში მერაბ მამარდაშვილის კერპის დადგმა შველის რამეს. კიდევ და კიდევ გაგიმარჯოს პოლ ვალერი//.

 (Paul Valéry, Variété, Théorie poétique et esthétique, Nécessité de la poésie,
Conférence à l’Université des Annales, le 19 novembre 1937,

http://films7.com/art/arts/paul-valery-religion-art-culte-beau

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s