არისტოტელე ფროიდის წინააღმდეგ

profile

 

 

ფილოსოფიის ფრანგი  პროფესორი სიმონ მანონ //Simone MANON//

 

არისტოტელე ფროიდის და ლიბერტარების წინააღმდეგ

ადამიანი პოლიტიკური ცხოველია და არა მხეცი//არისტოტელე//

სიტე-პოლისი ანუ  მოქალაქეთა მთლიად დამოუკიდებელი,სუვერენული, კულტებით განმტკიცებული და კანონებით მართული ერთობლიობა ერთ-ერთი ბუნებრივად არსებული რეალობაა.

ადამიანი არის პოლიტიკური ცხოველი

ბუნებრივად და არა გარემოებების გამო პოლიტიკური საზოგადოების გარეთ მყოფი ადამიანი ან გადაგვარებული,დაცემული არსებაა ან კაცობრიობაზე,ადამიანობაზე უფრო მაღლა მდგომი ვინმე.

ის გავს იმას ვისაც ჰომეროსი უძახის უოჯახო,უკანონო,უსახლკარო არსებას ვინაიდან ეს ბუნებრივად აპატრიდი ამავე დროს არის უთანხმოების მუგუზალი//თუ ჩირაღდანი-brandon// და ის შეიძლება შევადაროთ თამაში ტრიქტრაკის იზოლირებულ ფიგურას.

მაგრამ ადამიანი როგორც პოლიტიკური ცხოველი უფრო მაღალი საფეხურის არსებაა ჯოგურად მცხოვრებ ფუტკართან და მხეცებთან შედარებით.ეს ცხადია.

ბუნება არაფერს აკეთებს ტყუილად და ამაოდ.

ყველა ცხოველიდან მარტო ადამიანს აქვს სიტყვა,მეტყველების უნარი.

ხმა გამოხატავს მარტო სიხარულს და ტკივილს და მხეცებიც გამოხატავენ სიამოვნებას და ტანჯვას და სხვებსაც მიანიშნებენ ამაზე.

მეტყველი ადამიანი კი ლაპარაკობს და მომავალი თაობების გასაგონად წერს  სასარგებლოზე და უსარგებლოზე, სამართლიანზე და უსამართლოზე.

ადამიანმა იცის თუ რა არის სიკეთე და ბოროტება და ეს განასხვავებს მას მხეცისგან //მათ შორის ტანკით

თბილისის  მნგრეველი და მკვლელი პროფესორებისგან და კინემატოგრაფისტებისგან//.

 

ადამიანი ლაპარაკობს მორალურ ცნებებზე და ეს აჩენს და ქვეყანას, სახელმწიფოს.

არისტოტელე,ძვ.. .-384-322,პოლიტიკა.I, 2. // თარგმანი ფრანგული თარგმანიდან//.

არისტოტელე ამბობს რომ სოციალური არსებობა ბუნებრივია ადამიანისთვის.

ეს კი ნიშნავს იმას რომ პოლიტიკური საზოგადოება,სახელმწიფო,არაა ბუნების საწინააღმდეგო რამ.

არისტოტელე აქ უპირისპირდება იმათ ვინც აცხადებენ რომ ადამიანი ბუნებით არაა სოციალური,რომ ის ჯანყდება სამოქალაქო მდგომარეობის წინააღმდეგ და რომ ეს მდგომარეობა ამახინჯებს ადამიანის ბუნებას.

 

ამას ამტკიცებს,მაგალითად ფროიდი,რომლის თანახმადაც საზოგადოებრივი,მოქალაქეობრივი ცხოვრება იმდენ მსხვერპლს მოითხოვს ადამიანისგან რომ ადამიანს უხდება მისი პირუტყვულ-მეცური მისწრაფებების მოთოკვა და მათი განწმენდა, ამაღლება,ჩაყენება საზოგადოების  სამსახურში,რის გამოც ადამიანი გადაიქცევა ნერვიულ,უკმაყოფილო,ლამის შეშლილი არსებად.

მოკლედ, ფროდისთვის,ფროდისტებისთვის და ქრისტიანი შარლ დე გოლის მტერი ევროპარლამენტარი დანიელ კონ ბანდიტის თანამოაზრეებისთვის თავისუფლებაა ადამიანის პირუტყვულ-მხეცური მისწრაფებების,ჟინის თავისუფლება და მეტი არაფერი.

აი ამათ გამარჯვებამ  გამოიწვია ევროპის დღვანდელი ფინანსური,ეკონომიკური,დემოგრაფიული,სულიერი და მიგრანტების დღევანდელი კრიზისები,ელემენტარული წესიერების დავიწყება.

მათ საწინააღმდეგოდ არისტოტელე ამბობს რომ პოლიტიკური საზოგადოება და მისი ფორმა სახელმწიფო ბუნებრივი და სასარგებლო ინსტიტუტებია და არა მავნე რამ.

რუსოს აზრით საზოგადოებაა, ადამიანთა თანამეგობრობააა,მათ შორის პოლიტიკური საზოგადოება სახელმწიფო ადამიანის მტრული ან უცხო გარემოსგან თავდაცვის,გადარჩენის საშუალება.

აი ამიტომ უნდა მოთოკოს ადამიანმა თავისი პირუტყვულ-მხეცური ჟინი და ინსტინქტები და დაიცვას ელემენტარული წესიერება.

 

არისტიტელეს თქმით კი ადამიანს თვითონ მისი ბუნება უბიძგებს ორგანიზებულ პოლიტიკურ საზოგადოება-სახელმწიფოში ცხოვრებისკენ სეთ საზოგადოებაში ცხოვრებისას ხდება სრულყოფილი ადამიანის ბუნება.

სეთ საზოგადოებაში ცხოვრებისას აკეთებს ადამიანი იმას რისთვისაცაა შექმნილი, იქ განასრულებს ის თავის ბუნებას.

არავის არ უნდა მთელი მსოფლიოს ხელში ჩაგდება იმისთვის რომ დარჩეს მარტოდმარტო და ისიამოვნოს.

ადამიანი არის ბუნებით და ბუნებრივად პოლიტიკური არსება// ნიკომაქეს ეთიკა//.

 არისტოტელეს აზრით ადამიანი თავისთავად არაა სრულყოფილი, სოციალურზე ადრე და მის გარეთ არსებული ვინმე.

საზოგადოებაში ცხოვრება აძლიერებს ადამიანს.

ინდივიდთა ბუნებრივი ნაკლების დაძლევა შეიძლება ადამიანების ერთმანეთთან თანამშრომლობა-ასოციაციით, ეს ანთავისუფლებს ადამიანს საჭიროებებისგან,ხდის მას თვითმკმარს.

მეტიც, ცხოვრების აუცილებლობისგან გაჩენილი როგორც საზოგადოდ საზოგადოება ისე პოლიტიკური საზოგადოება არსებობს იმისთვის რომ ადამიანი ბედნიერი იყოს, ასეთია არისტოტელეს აზრი.

«მეგობრობას შეჰყავს ადამიანი სოციალურ ცხოვრებაში. სახელმწიფოს მიზანია ადამიანის ბედნიერება.ყველა ინსტიტუტის მიზანია ბედნიერება.

პოლიტიკური საზოგადოება-სახელმწიფო არის ოჯახების და დასახლებების გაერთიანება სრულყოფილად ბედნიერი და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

მაგრამ ცხოვრება ჩვენი აზრით არის ღირსეული და ბედნიერი ადამიანების ცხოვრება,

მაშ,უნდა გავიგოთ რომ პოლიტიკური საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მიზანია ღირსეულად ქცევა და მოქმედება და არა უბრალოდ ერთად ცხოვრება. . ».//პოლიტიკა, III,(,14//

 

ადამიანმა მარტოც შეიძლება განიცადოს  თვითმკმარობა და ღმერთების ბედნიერება,ესაა ძველთა აზრით მჭვრეტელური ცხოვრება,მაგრამ არისტოტელე აზუსტებს რომ ასეთი მწვერვალის მიღწევა იშვიათია და ამ დონეზე ადამიანი ვერ ჩერდება,ვერ რჩება.

1968 წლის მაისში ფაშისტო-ფაშისტო-ს ღრიალით დასდევდნენ საფრანგეთის მხსნელ ქრისტიან შარლ დე გოლს და ამის შემდე გამარჯვა ისეთმა ლიბერტარიზმმა რომ კიევში გაწვრთნილი ფიმენის ბანდის ტიტველი გომბიოები ფაქტიურად დაუბრკოლებლად და დაუსჯელად არბევენ ევროპის უმნიშვნელოვანეს კათედრალებს.

აი ასეთ მოზეიმე ინდივიდუალიზმს და უსაქციელობას უპირისპირება ანტი-ინდივიდუალისტი არისტოტელე და მისი ანტროპოლოგია,გაუმარჯოს.

ინდივიდი არის დაუსრულებელი არსება რომელიც არაა რეალური სოციალური ტოტალობის გარეთ. ამ ტოტალობაში აღწევს ადამიანის ბუნება თავის მიზნებს.

ოჯახის,კანონის გარეშე დარჩენილი უსახლკარო ადამიანი გავს ტრიქტრაკის თამაშის იზოლირებულ ფიგურას.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s