1968,ვაი!!!l

 

312.jpg

© Michel Baron

Rue de Vaugirard

 

Mai 68 - Photos

 

Liberté,  Egalité, Fraternité-თავისუფლება, თანასწორობა ძმობა. ეს იყო ძველი დევიზი.

 

დღევანდელი დევიზია Liberté,  Egalité,jouir sans entraves   ანუ თავისუფლება, თანასწორობა, სიამოვნება-სიმტკბილობა დაბრკოლებათა და შეზღვუდების გარეშე,

ჯერ სიამოვნება და ძმობა მერე შეიძლება გამახსენდეს კიდეც,ვნახოთ.

 

აი ასეთი გარდატეხა მოიტანა  1968 წლის მაისმა.

 

 

 

დღევანდელობის სათავეებთან

ბ1968 წლის მაისის ფილოსოფიური წყაროები

 

ს იყო გარდამტეხი ხანა,-გაბატონდა დღევანდელობა რომლი სთვისაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი არის დიდი შემოსავლის მომტანი ტურისტული ობიე ქტი და კიევში გაწვრთნილი ფიმენის ბანდის თარეშის ასპარეზი. მაშინ  საფრანგეთის მხსნელ ქრისტიან შარლ დე გოლს,რომელიც იყო ტრადიციული საფრანგეთის დიდი შვილი და განსახიერება, ფაშისტო-ფაშისტოს  ბღავილით -სდევნიდნენ დღეს პატივცემული ევროპარლმენტარი დანიელ კონბანდიტი// Daniel Cohn-Bendit// და მისი ბანდები.

 

 ეს რევოლუცია ეფუძნებოდა რა თქმა უნდა ნიცშეს,მარქსის და ფროიდის მემკვიდრე ფრანგულ  ფილოსოფიურ მიმდინარეობას.

 

ანუ გაგრძელდა ლენინის საყვარელი ფრანგი რევოლუციონერების მიერ დაწყებული დექრისტიანიზაცია.

 


ფრანგი ფილოსოფოსები ფუკო,დელეზი, დერრიდა,ბურდიე// Foucault, Deleuze, Derrida, Bourdieu// და ალტჰუსერი // Althusser// ამბობდნენ რომ ტრადიციული საზოგადოება,სახელმწიფო და მათი ნორმები თუ  მიღებული  წეს-ჩვეულებები და ეროვნული ტრადიციები ჩაგრავენ ინდივიდს, უარყოფენ განსხვავებებს ინდივიდებს შორის.

 

მათი მიზანი იყო ტრადიციული ფრანგული საზოგადოების და მისი ნორმების დეკონსტრუქცია-ნგრევა.

 

ნორმების ამ სიძულვილის გავლენა დღესაც ეტყობა მასობრივი ინფორმაციის ზოგ საშუალებასა და ზოგ პოლიტიკოსს.

1960-ანი წლების ეს ჰედონისტურ-ლიბერტარული ფილოსოფია დიდებულად გაანალიზეს და გააკრიტიკეს თანამედროვე ფრანგმა ფილოსოფოსებმა ლიუკ ფერიმ //Luc Ferry//  და ალენ რენომ// //Alain Renaut// მათ 1988 წელს დაწერეს  ნაშრომი «აზრი-68 »// La pensée 69//.

 

მათ აჩვენეს რომ ამ აზრის საფუძველშია დასავლურ ღირებულებათა,უნივერსალურის და გონების, ჭეშმარიტების იდეის რადიკალური უარყოფა, ფილოსოფიის სიკვდილი და სოციალურ მეცნიერებათა კულტი.

 

ლიუკ ფერიმ  და ალენ რენომ გამოყვეს 1968 წლის აზრის დამახასიათებელი ნიშნები :

 

  1. ფილოსოფიის დასასრული. ფილოსოფია ეკუთვნის წვრილბურჟუაზიულ უტოპისტურ და ჰუმანისტურ წარსულს//ბეჩავები პითაგორა და პლტონი კანტთან და ჰეგელთან ერთად/// და მან ადგილი უნდა დაუთმოს სოციალურ მეცნიერებებს.

 

 

  1. გენეალოგიის პრაქტიკა არის სიტყვის,ნორმების თუ ხელისუფლებათა გაგება გარკვეული სოციალლური,ფსიქოლოგიური თუ პოლიტიკური წარმომავლობიდან გამომდინარე.~
  2. ჭეშმარიტების გაქრობა და მოსპობა : ყველა კატეგორია ისტორიულია, პირობითი-ფარდობითია და ყველა კატეგორია ეკუთვნის გარკვეულ დროს,გარკვეულ ხანას,გარკვეულ ინდივიდს.

 

  1. ულ აღარ იმოწმებენ უნივერსალურს, აცხადებენ რომ უნივერსალური არის .შენიღბული პარტიკულარიზმი და ევროპული ეთნოცენტრიზმი.

 

 

ლიუკ ფერის და ალენ რენოს აზრით 1968 წლის აზრი გახსნა მიშელ ფუკოს ნაშრომმა «სიგიჟის ისტორია »// Michel doucault, L’histoire de la folie//.

 

იქ ფუკომ გამოაცხადა რომ სიგიჟე გააჩინა თანამედროვეობამ,თანამედროვე ხანამ.

 

მან გამოაცხადა რომ გიჟი გააჩინა რაციონალურმა ნორმამ.

 

ადამიანი განსაზღვრეს როგორც რაციონალური არსება და აი ამ რაციონალურმა არსებამ შექმნა გიჟიო.

ყველა და ყველაფერი რაც არ შეესაბამება ამ წინასწარ დადგენილ ნორმას გამოცხადეს გიჟად და სიგიჟედო.

 

ამ წინასწარ დადგენილ ნორმას აცდენილი ხალხი კი გიჟებად გამოაცხადეს და საგიჟეთებში დაამწყვდიესო.

 

1968 წლის მაისის შემდეგ ეს ნაშრომი გავრცელდა ქუჩებში ღრიალით მოთარეშე ახალგაზრდებში.

 

მათ კი დროშად აღმართეს ეს თხზულება და ისე შეუტიეს ფსიქიატრიას, საერთოდ ცოდნას და ხელისუფლებას.

 

იგივე ფუკომ განაცხადა რომ ჰომოსექსუალი არის მე-19 საუკუნის სამედიცინო-პოლიციური ჰიგიენიზმის გამოგონება,

 

მანამდე კი ერთი და იგივე სქესის ხალხი კი ეფერებოდა და ეხუტებოდა ერთმანეთს მაგრამ ჰომოსექსუალური მეობა არ ყოფილაო.

]

ფუკო ამტკიცებდა რომ სქესი ადამიანური ინტელექტუალური კონსტრუქციაა, პოლიტიკის სფეროს კუთვნილი განწყობაა და არა თანდაყოლილი ბუნებრივი მონაცემი. 

 

სწორედ ეს აჩვეენა ფუკოს ამერიკელმა ჰომოსექსუალმა მოწაფე David Halperin-მა თხზულებაში «წმინდა ფუკო »// Saint Foucault// რომელიც იქცა Act up-ის «ბიბლიად ».

 

ფუკოს მტკიცებით სექსუალობა არის ინსტრუმენტი და პოლიტიკურ და დისკურსიულ სტრატეგიათა ხერიის= შედეგი და ამით მან სექსი ინდივიდუალური ფანტაზმის სფეროდან გადაიყვნა სოციალური ძალაუფლების და ცოდნის სფეროში.

 

ძალაუფლება-ცოდნის სტრატეგიების გახსნამ ხელი შეუწყო ჰომოსექხუალის განთვისუფლებას.

 

ეს უკანასკნელი აღარაა მეცნიერული სტყვის ობიექტი, ის განაგებს თავის ბედს. აქტიური სუბიექტია.

 

ჟან-პიერ ლე გოფის// Jean-Pierre Le Goff//  თანახმად « 1968 წლის მაისის შემდგომ წლებში პაროქსიზმამდე მივიდა დაუმორჩილებლობის ყველა ფორმის განდდიდება,

 

   წაიშალა საზღვრები «ნორმალურსა » და « პათოლოგიურს » შორის, სიგიჟე გადაიქცა საზოგადოების მიერ ჩაგრული ჭეშმარიტების სიმბოლოდ.

 ა

გიჟი და ვასოციალური  გამოცხადდა  ალალმართლობის და ჯანყის ფიგურად და ამით შესაძლებელი გახდა გიჟური ქცევის და უწესობა-უწესრიგობათა ლეგიტიმაცია. »

 

არ უნდა გვიკვირდეს რომ  ოჯახის სახელმწიფო მდივანმა ნადინ მორანომ განაცხადა რომ ემხრობა  ჰომოსექხუალების მიერ ბავშვების აყვანას,ჰომოსექხუალი მშობლებისგან შემდგარი ოჯახების აღიარებას…

 

 

1968 წლის მაისის შემდეგ მოსწავლე აღარ უგდებს ყურს მასწავლებელს სკოლაში სადაც ფრანგ ბავშვებს აღარ ასწავლიან ფრანგულ კულტურას.

ზოგად განათლებას თვლიან ბურჟუაზიულ ცრურწმენად.

 

მასწავლებელი აღარ ასწავლის. მასწავლებელს და მოსწავლეს შორის იმართება ინტერკულტურული დიალოგი.

  მთავარია ტოლერანტობა და არა გამრავლების ტაბულა გრამატიკა=რიტორიკა-ისტორია-გეოგრაფია-ლიტერატურა-ენები-ფილოსოფია….

 

და სკოლებიც და ქუჩებიც გაივსო მოძალადე ხულიგანი ბავშვებით,

 

ბავშვებს თავში უტენიან რელატივიზმს, ყველაფერი ერთი და იგივეა, ყველას აქვს თავისი ჭეშმარიტება, აკრძალულია აკრძალვა და განსჯა.

ესაა 1968 წლიდან მიღებული ლოზუნგები …

 

 

 [1] Jean-Pierre Le Goff, Mais 68, l’héritage impossible, p. 337

[2] M. Foucault, La volonté de savoir, 1976

[3] D. Halperin, Saint Foucault, 1995

 

[4] Jean-Pierre Le Goff, Mais 68, l’héritage impossible, p. 337

http://nicomaque.blogspot.fr/2008/05/les-origines-philosophiques-de-mai-68.html

 

მეცნიერულ-ისტორიულ-დიალექტიკური ჰედონიზმის რაობაზე

 

სიყვარულის დამარხვა

 

ცხოვრება მკვდარი დროის გარეშე, ტკბობა-სიამოვნება-სიამტბილობა შეუზღუდავად და დაბრკოლებების გარეშე// Vivre sans temps morts et jouir sans entraves//.

=

2968 წლის მაისის ესოდენ ადვილი და მაცდური ლოზუნგი=დევიზი თანდათანობით ხორციელდება 40 წელია:

 

გვქონდა კონტრაცეფცია,აბორტი,თავისუფალი სიყვარული, გაყრის გაადვილება, გაუფორმებელ-დაუქორწინებელლი თანაცხოვრება-კონკუბინაჟის გავრცელება, ჰომოსექსუალობის აღიარება, და ა.შ.

ამდენ ბოდიში განთავისუფლებას ჰქონდა და აქვს ბევრი ცუდი შედეგი.

 

ყველაფერ ამას მოყვა  მორალური,სოციალური,ემოციური,გრძნობიერ-სენტიმენტალური, სექსუალური,სიყვარულის სიღატაკე.

 

სექსუალური განთავისუფლების დიდმა ტყუილმა მიგვიყვანა სექსუალურ განსხვისება-გაუცხოებამდე.

 

ქალის განთავისუფლების ილუზიამ  მიგვიყვანა ქალის ბარბაროსულად ყიდვა-გაყიდვის ობიექტად გადაქცევამდე

//ბულგარეთის ქალაქების ქუჩებში უკვე ძროხებივით ყიდიან ქალებს, ბრიტანეთის საროსკიპოები ყიდულობენ პატარა  ლიტველ გოგონებს.ყოფილ  ჩეხოსლოვაკიას მოედნენ მთელი ევროპის პედოფილები,და ა.შ.//.

 

ფემინიზმიდან მივედით ქალის პორნოგრაფიულ გამოფენამდე,

 

ყველა ოხერი ტკბება დაუბრკოლებლად და შეუზღუდავად პირუტყვი საქონელივით გაყიდული და ნაყიდი  ადამიანებით.

ეროსთან ხლოა თანატოსიც და არის თვითმკვლელობები,თვითმკვლელები, ევტანაზია, სიკვდილის კულტურა.

ლოთები,ნარკომანები,პირუტყვივით გაყიდული და ნაყიდი ადამიანები,პედოფილები,ზოოფილები, რაღაც ახალი ნარკოტიკი აშშ-ში ნარკომანებს კანიბალებად//ნამდვილ,რეალურ კანიბალებად// აქცევს, ისიამოვნეთ დაუბრკოლებლად ძვირფასებო.

  ლამაზი ლოზუნგების ღნავილით ტანკით ანგრევენ თბილისსაც და ამას დემოკრატიის ზეიმად ასაღებენ,მოკლედ აბსოლუტური სიამტკბილობა და ემანსიპაცია-ლიბერაციაა.

 

ეხლა ამბობენ რომ ღმერთიც არაა,ბუნებაც არაფერია, ადამიანი არ იბადება მამაკაცად ან ქალად და პატარა ბავშვმა უკვე ბავშვთა ბაღში უნდა აირჩიოს მისთვის სასურველი სქესი ფემინიზმის დიდი დედა სიმონ დე ბოვუარის თაყვანისმცემელთა მზრუნველი ხელმძღვანელობით….

 

უნდა იყო ძლიერი რომ ერთი დარტყმით დააგდო მამონტიც, სრულყოფილი რომ ვერავინ გაჯობოს და გაიმარჯვო პრზიდენტის, დეპუტატის, მინისტრის, დიდი ფირმის პატრონი გენერალური დირექტორის თანამდებობისთვის გამართულ დაუნდობელ ჯიკაობა-ტლინკაობაში.

იჯიკავეთ,იტლინკავეთ,გაიმარჯვეთ და ისიამოვნეთ დაუბრკოლებლად,შეუზღუდავად,გაუთავებლად,სულ ერთია სად, სულ ერთია როდის, სულ ერთია რითი, თუნდაც დრონებით უდანაშაულო დედაბრებზე და გოგონებზე ნადირობით.

ესაა მეცნიერულ-ისტორიულ-დიალექტიკური ჰედონიზმი, იდეოლოგია რომელმაც შეცვალა მარქსიზმ-ლენინიზმ-სტალინიზმი.

     უფალო შეგვიწყალე

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s