ხელოვნების რელიგია 1

 

ARS LONGA VITA BREVIS EST !!!

ჟან-მარი შეფერი// Jean-Marie Schaeffer//, ხელოვნების რელიგია, თანამედროვეობის ფილოსოფიური პარადიგმა

რეზუმეები

დაახლოებით 2 საუკუნეა რაც ხელოვნებათა ჩვენი კონცეფცია დამყარებულია ხელოვნების ნაწარმოების საკრალიზაციაზე.

ხელოვნება არის ონტოლოგიური გამოცხადების ძალა, ექსტატიური  ცოდნა რომელიც გვიხსნის და გადაგვარჩენს  არანამდვილი,ყალბი, დამთრგუნველი არსებობისგან.რომელიც  არის ჩვენი ყოველდღიური ხვედრი და წილი.

 

რომანტიკოსებმა ხელოვნების ეს სპეკულატური თეორია განვითარეს კანტის  კრიტიციზმით პროვოცირებული რაციონალისტური ონტოლოგიის კრიზისი ს საპასუხოდ.

რომანტიკოსების  ამ თეორიის თანახმად  ხელოვნების და ფილოსოფიის არსი ერთია.

რომანტიკოსების ეს თეორია აიტაცეს და განავითოარეს  იდეალისტური ტრადიციის დიდმა  ფილოსოფოსებმა ჰეგელიდან ჰაიდეგერამდე.

 

ხელოვნებისთვის კომპენსაციის  ფუნქციის მიმნიჭებელი ეს კონცეფცია თანდათანობით გავრცელდა ხელოვნების სამყაროში და მან ცენტრალური როლი შეასრულა მხატვრული მოდერნიზმის  ლოღიკაში.

მხატვრული ლეგიტიმაციის დღევანდელი  სირთულეები შეიძლება მოწმობდეს კონცეფციის ისტორიულ დაუძლურებაზე.

 

  • 1Paul Valéry, Propos sur la poésie, inŒuvres, I, Gallimard, 1957, p. 1381.

  1937 წლის 19 ნოემბერს  სახელგანთქმულმა პოლ ვალერიმ  წაიკითხა მოხსენება სახელად «პოეზიის აუცილებლობა ».

მან გაიხსენა მე-19 საუკუნის დასასრული :

 

«   მე ვცხოვრობდი ისეთ ახალგაზრდათა წრეში  ვისთვისაც  ხელოვნება და პოეზია იყო არსებითი საკვები რის გარეშეც არსებობა შეუძლებელი იყო.

 

მეტიც, ხელოვნება და პოეზია იყო ზებუნებრივი საკვები.

 

იმხანად გვქონდა განცდა იმისა რომ ცოტაც და გაჩნდებოდა ახალი რელიგია რომელიც ფორმას მისცემდა  მაშინ გაბატონებულ თითქმის მისტიკურ განცდას რომელიც ჩაგვაგონა  ხელოვნების ემოციათა უნივერსალური,საყოველთაო ღირებულების და მნიშვნელობის ძალიან ძლიერმა განცდამ.

 

როდესაც ვიხსენებთ მდროინდელ ახალგაზრდობას… ვხედავთ რომ იყო თითქმის რელიგიური ხელოვნება-შემოქმედების ყველა პირობა.

 

იმ დროს იყო ერთგვარი იმედგაცრუება ფილოსოფიური თეორიებით, უგულვებელყოფდნენ მეცნიერების დაპირებებს რომლებიც ძალიან ცუდად იყო განმარტებული ჩვენს წინამორბედთა და უფროსების, რეალისტი და ნატურალისტი მწერლების მიერ.

ფილოლოგიური და ფილოსოფიური კრიტიკა  ურვდა  რელიგიებს.

//მერე მოკლეს ჟორესი, რასპუტინი, ნიკოლოზი… ზვიად გამსახურდია, დაანგრიეს დრეზდენი და თბილისი და ეხლა ფიმენის ტიტველი გომბიოების ბანდა ლამაზი ლოზუნგების ღნავილით არბევს ევროპულ კათედრალებს

აი ესაააა პროგრესი….//.

 

 

 

 

პოლ ვალერის მიერ რეტროსპე ქტულად აღწერილი მხატვრული  ეგზალტაცია  არ შემოიფარგლებოდა სიმბოლისტური საფრანგეთით.

 

ასე მაგალითად 1880 წელს  Matthew  Arnold-მა The Study of Poetryში დაწერა:

 

   « კაცობრიობა ყოველ დღე სულ უფრო და უფრო დაინახავს რომ ჩვენ უნდა მივმართოთ  პოეზიას რათა მან აგვიხსნას ცხოვრება და ჩვენ მასში ვნახოთ ნუგეში და მხარდაჭერა.

 

პოეზიის გარეშე ჩვენი მეცნიერება არასრული იქნება და და უმრავლესობა იმისა რაც ეხლა რელიგიის და ფლოსოფიის სფეროს კუთვნილება გვგონია შეიცვლება პოეზიით…ვინაიდან არ ცდებოდა Wordsworth როდესაც ამბობდა რომ პოეზია არის ყოველგვარი  ცოდნის სუნთქვა და მაღლესი სული.

ჩვენი რელიგია…ჩვენი ფილოსოფია… რა არის ეს თუ არა რეალური ცოდნის ჩრდილი,ზმანება და ილუზია ? »

 

  • 3Voir Joseph Beuys et Volker Harlan : Qu’est-ce que l’art ?, L’Arche, 1992, notamment p. 20. Beuys (…)

ვალერი აღწერს მე-19 საუკუნის დასასრულის ვითარებსას, მაგრამ მიუთითებს კანტზე, მე-18 საუკუნის ბოლოზე. იგივე ხანაზე მიუთითებს არნოლდი როდესაც ახსენებს ვორდსვორტს რათა მეტი წონა მისცეს პოეზიის თავისკონცეფციას.

არაა შემთხვევითი რომ მე-19 საუკუნის სიმბოლიზმი ისევ ათამაშებს  რომანტიკული რევოლუციის//უფრო ზუსტადდ კი იენას თეორიული რომანტიზმის// ერთი საუკუნის წინ გათამაშებულ დრამას :

იგივე პროტაგონისტები// რელიგია,ფილოსოფია,მეცნიერებები,ხელოვნება-ან მისი იდეალური პარადიგმა-პოეზია//, იგივე მოქმედება // ფილოსოფიური, უფრო ფართოდ სულიერი  საფუძვლების კრიზისი//, იგივე დასკვნა// ხელოვნება თუ პოეზია როგორც კომპენსაცია//.

უნდა ითქვას რომ ეს კრიზისი ისევ განმეორდა.

მის არანაკლებ მძაფრი გამოხატულებაა მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის მხატვრული ავანგარდები.

 მდგომარეობა ალბათ არ შეცვლილა არც მეოცე საუკუნის ბოლოს.

 

ასე მაგალითად, Joseph Beuys-მა//ჟოზეფ ბოისი//,დღევანდელი ხელოვნების ერთ-ერთმა დიდმა წინაპარმა, აიტაცა რომანტიკული ტრადიციიდან ამოზრდილი ანტროპოსოფიის თეორიები რათა ეთქვა რომ ხელოვნებას აქვს რელიგიური ფუნქცია…და რომ ისაა პირველი ქმნილება, დნარჩენი მერე,,,

  • 4Esthétique, Ed. Flammarion, 1979, t. I, p. 20.
  • 5 Heidegger, L’origine de l’œuvre d’art, in Chemins qui ne mènent nulle part, Gallimard, 1962, p.(…)

 

ს არაა ხელოვანთა ტრაბახი და გადამეტებულ- გაზვიადებული წარმოდგენა საკუთარ თავზე.

ასე ფიქრობენ ფილოსოფოსებიც.

ჰეგელის აზრით ხელოვნება ავლენს თვთაებრივს, ადამიანის უმაღლეს ინტერესებს,სულის, ყველაზე  ფუნდამენტურ ჭეშმარტებებს

სხვა  სიტყვებით იგივეს ამბობს მარტინ ჰაიდეგერი. ბევრი იზიარებს მართ აზრს…

 

სე ფიქრობენ ჰეგელი,ჰიოლდერლინი,ნოვალისი, ახალგზრდა შელინგი,შოპენჰაუერი, ახალგაზრდა ნიცშე.

თავიდან ეს იყო ფილოსოფიური სტრატეგია, მაგრამ მერე ის გაბატონდა ხელოვნების სამყაროში.

თავიდან გერმანული ტრადიცია, ის გავრცელდა მთელ ევროპაში.

 

ამ ტრადიციის არსი შეიძლება გამოითქვას სრულიად მარტივი ფორმულით :

ხელოვნება არის ექსტატური,ე.ი. ტრანსცენდენტური,უმეცარ პროფანებისთათვის და პროფანული საქმიანობისთვის მიუწვდომელი ჭეშმარიტებების ცოდნა.

ეს გულისხმობს ადამიანის საქმიანობის სხვა სახეობისგან განსხვავებული ხელოვნების ბუნების საკრალურობას.

ეს გულისხმობს არსის და არსებობის გარკვეულ თეორიასაც ;

თუ კი ხეოვნება არის ექსტატური ცოდნა,ე.ი. არსებობს ორნაირი რეალობა.

ხილულ,მატერიალურ რეალობას ადამიანი წვდება გრძნობებით და განმსჯელიგონებით, ფარულ რეალობას კი ხელოვნებით და,შეიძლება, ფილოსოფიით.

ხელოვნებაზე მეტყველმა უნდა მოხდინოს ხელოვნების ექსტატური ფუნქციის ფილოსოფიური ლეგიტიმაცია.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s