დასავლეთში საყვარელი ბუდიზმი

რანგული მედიტაციაა ეს// როდენი//

თანამედროვე სახელგანთქმული ევროპელი ბუდისტი მოძღვარი,20-ოდე ნაშრომის ავტორი ფაბრის მიდალი-Fabrice Midal

დასავლეთში საყვარელი აღმოსავლეთი-2

პოლიცია « ზენი » ?

რიო დე ჟანეირო 2016 წელს  უმასპინძლებს ოლიმპიურ თამაშებს და ამ დიდი ამბისთვის მოსამზადებლად 400 ელიტარული  პოლიციელი კინორეჟისორი  David Lynch-ის ფონდის  დახმარებით გაივლის ბუდისტური მედიტაციის კურსს.

სამხედრო პოლიციის გენშტაბის უფროსის თქმით სტრესით ნაკლებად გატანჯული პოლიციელი ნაკლებად ისვრის ოპერაციის დროს.

  უსაფრთხოება დიდი პრობლემაა  რიო დე ჟანეიროში, სადაც პოლიცია ეომება ნარკოტიკით მოვაჭრეებს და ბანდებიჟლეტენ ერთმანეთს.

და ასეა დამამშვიდებელი ძალების გაძლიერების მიუხედავად. იქ ცხოვრობს მილიონ-ნახევარი ადამიანი // ფრანგი ბუდისტების ჟურნალი ბუდისტური აზრი , Regard bouddhiste, 2016 წლის იანვარ-თებერვლის ნომერი.გვ.5//.

 არ აწყენდათ ასეთი მედიტაციის კურსები ტანკებით და ავტომატებით მატანტალა  ჯენტლმენ პროფესორ-ინტელექტუალებს, დრონებით დედაბრებზე,ბერიკაცებზე და ბავშვებზე მონადირეებს.

ამათთვის დღევანდელობა ავადმყოფობაა,ბუდა კი დიდი მკურნალი.

დღევანდელობა ავადმყოფობაა, ვიმკურნალოთ ბუდიზმით,ზენით.

 

  • ბუდიზმი დასავლეთში გავრცელდა 2 მსოფლიო დიდი უბედურება-ომის შემდეგ,1960-ან წლებში flower power-თან ერთად.
  • მაშინ ახალგაზრდობამ ზურგი შეაქცია მისი აზრით მეტისმეტად მატერიალისტურ და მეტისმეტად აგრესიულ სამყაროს.
  • დღეს დადგა სიმწიფის დრო,

დასავლეთი უკვე დიდი ხანია რაც იცნობს ბუდიზმს.

უკვე მარკო პოლოს ნაირმა მოგზაურებმა და გიიომ დე რუბრუკის ნაირმა საეკლესიო ელჩებმა მე-13 საუკუნიდან მოხაზეს საოცარი ტიბეტის მითი.

იეზუიტთა დიდმა მისიებმა მე-17 საუკუნეში დააზუსტეს ბუდიზმის სახე.

მაგრამ მიდგომას ეტყობოდა უარყოფით ცრურწმენათა კვალი.

მე-19 საუკუნეში და სანსკრიტის და პალის გაშიფრვის შემდეგ მისაწვდომი გახდა დანფუძნებელი ტექსტები.

 

   წყაროთა ამ უკეთესი ცოდნის მიუხედავად ბუდიზმი არასწორად განიმარტებოდა.

მას ზოგჯერ წარმოადგენდნენ  გერმანელი ფილოსოფოსი შოპენჰაუერის სულისკვეთების ნიჰილისტურ დოქტრინად.

ბუდისტური ტექსტების თარგმნა და მოგზაურობები გაგრძელდა, ეზოტერიკოსთა წრეებმა წინ წამოწიეს ტიბეტური ბუდიზმი.

 

1960-ან  წლებში გაბატონებულ მატერიალიზმთან დაპირიპირებული კონტრ-კულტურის გაჩენასთან ერთად მოხდა ნამდვილი ტეხილი.~

მერკანტილურ -მომხვეჭელურ მატერიალისტურ ჰედონიზმში მოფართხალე დასავლეთიდან აღმოსავლეთი ჩანდა ალტერნატივად.

მრავალი დასავლელი დაადგა კატმანდუსკენ მიმავალ გზას.

 

არნო დეჟარდანის // Arnaud Desjardins// ფილმები საზოგადოებას აცნობს დალაი-ლამას და ტიბეტურ ტრადიციას.

ამ წლების ბოლოს საფრანგეთში დამკვიდრდა ზენის იაპონელი მოძღვარი  ტეზან დეშიმარუ// Taisen Deshimaru// ვინც დააარსა მრავალი ცენტრი და  ასოციაცია Zen International.

რამოდენიმე წლის შემდეგ საფრანგეთში დამკვიდრდა ტიბეტელი მოძღვარი კალუ რიმპოჩე// Kalou Rimpotché//.

    ქრისტიანობის გინება მოდაშია და

ათასობით წარმატებით დექრისტიანიზებულმა ევროპელმა თავი შეაფარა ბუდა.

 

დღეს,მას შემდეგ რაც ფაშისტო-ფაშისტოს ძახილით გააგდეს ქრისტიანი  შარლ დე გოლი,ბუდიზმი ძალიან პოპულარულია საფრანგეთში,

არის ასობით ბუდისტური ცენტრი.

ყოველ კვირადღე დილით ტელეარხზე France 2 არის ბუდისტური ტელეგადაცემა.

1999 წელს BVAს ზონდაჟმა გაარკვია რომ 5 მილიონი ფრანგი თავს ახლოს თვლის ბუდიზმთან და არა 1968 წლის პარიზული მაისის ბელადი დანიელ კონ ბანდიტის ხულიგნურ არამზადულ  ლიბერალიზმ-ურალიბერტარობასთან და მადლობა ღმერთს.

ბევრი ბუდისტურ მონასტერშიც მიდიოდა….

კიევში გაწვრთნილი  ფიმენის ტიტველი გომბიოების ბანდა დაუღალავად არბევს ევროპის ულამაზეს კათედრალებს და ამისთანა რამეებით გამოლენჩებულ და სულიერების მაძიებელ ფრანგ ნელთბილ ბუდისტებს მოსწონთ დოგმის არმქონე ტოლერანტული არააგრესიული არამოძალადე ევროპული ბუდიზმი.

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=16&t=584

უზოგადესი ბუდიზმი


ა) ცხოვრება ტანჯვაა; ტანჯვა, ფაქტობრივ, თანსდევს დაბადებას, სიბერეს, ავადმყოფობას, სიკვდილს და ..

ყველა ცოცხალი იტანჯება და უნდა უთანაგრძნო ყველა, არ უნდა უბოროტო არავი.

) ტანჯვას წარმოშობს არა მხოლოდ სიცოცხლისა და მისეულ განცხრომათვა სიყვარული, არამედ, ასევე, სიკვდილის დაძლევის ვერ აღრულებადი სურვილიც;

) ტანჯვის გასანადგურებლად უნდა ჩაიხშოს სიცოცხლის სურვილი//უფრო ჩვევა და არა სურვილი, უნდა გიყვარდეს და გინდოდეს მარადიული და არა ცვალებადი,ხრწნადი, წარმავალი//;

) ტანჯვისაგან გათავისუფლების გზა ადამიანმა რვა მართებულობის დაცვით უნდა განვლოს („რვამაგი გზა“), ესენია: მართებული რწმენა; მართებული გადაწყვეტილება; მართებული სიტყვა; მართებული მოქმედება; მართებული ძალისხმევა; მართებული აზროვნება; მართებული კონცენტრაცია.

იდეათა მართებულობას უნდა ახლდეს ზუსტი ქცევა, რაც ათი მითითების შესრულებით მიიღწევა. მათგან პირველი ხუთი საერო ბუდისტებისთვისაცაა სავალდებულო:
1)
არ მოკლა;
2)
არ აიღო ის, რაც შენთვის არ უჩუქებიათ;
3)
არ იმრუშო;
4)
არ მოიტყუო;
5)
არ დალიო ალკოჰოლური სასმელი.
გასხივოსნებისკენ სვლის კულმინაციაა გონებრივი კონცენტრაცია (სამადჰი), რომელიც მისტიკური ჭვრეტის (დჰიანა) ოთხი საფეხურის მეშვეობით აღწევს აღუწერელი სიმშვიდის მდგომარეობას, რაც ტანჯვისა და სიხარულის გადალახვას წარმოადგენს.

 

——————————————————————

  • ბუდიტთა რმენი აერთო აფუძველი გამარტივებულად :
  • არებობა ფარდობითია და არა აბოლუტური;
  • არამუდმივობი რინცი: ყველა განირობებული,კონდიციონირებული ფენომენი გარდამავალია;
  • ევდა-მუხარები ანუ დუკჰა რინცი:
  • არი ეგზიტენციალური ევდა-მუხარება,რომელიც არი ჩვენი ჩვეულებრივი მენტალური როცეები ფარული ახე და ი ვლინდება ტანჯვი და უეიფობი,ცუდად ყოფნი ფორმით;
  • დარული,კვანძი გახნი რინციი ანუ ნირვანა:
  • ამ ევდა-მუხარები გახნა და თავიდან მოშორება შესაძლებელია.

დღევანდელი მატერიალისტ-ჰედონისტი ნიჰილისტი ელიტა დაიბნა.

მან ვერ გაიგო თუ რა არის ბუდიზმი- რელიგია ?  ფილოსოფია ? ფსიქოლოგია და ა.შ. თუ რა

ყველა ბუდისტური სკოლა ხანდახან ერთმანეთისგან დიდად განსხვავებული  მიდგომებით,განსაკუთრებით მედიტაციით, ცდილობენ ეგზისტენციალური პროცესების კვლევას.

როგორ  ვაგებთ ჩვენს მეობებს რათა ვებრძოლოთ იმას რაც მუდამ და უწყვეტად იშლება და ისპობა?

მაგრამ ბუდიზმი არ კმაყოფილდება საბოლოო ანგარიშით ტრაღიკულამდე მიმყვანი მსოფლმხედველობით.

ის გვთავაზობს არსის ფუნდამენტურ შეცვლას რომელშიც ჩაიწვება ყველა შინაგანი დაბნეულობა და არეულობა.

ამ ცვლილების ნიშანია სიხარული.

მაშ, სულაც არაა პესიმიზმი და ნიჰილიზმი,ესაა თერაპიული, სამკურნალო მიდგომა.

დღევანდელობა ავადმყოფობაა, ვიმკურნალოთ

ბუდიზმით,ზენით.

 

ბუდიზმი თერაპიული,სამკურნალო პროექტია.

დიდ ექიმად წოდებული ბუდა იზიდავს სულ უფრო და უფრო მეტ დასავლელს ვინაიდან დღევანდელობას აქვს ბნელი მხარე:

გაუთავებელი და დამქანცველ-დამაუძლურებელი შეჯიბრი და ჯიბრი,ავტონომიის და ნორმალურობის სურვილი,რაც აჩენს მარტოობას,ტანჯვას და სევდა-მწუხარებას ყველაზე ფსიქოლოგიური მნიშვნელობით.

ბუდიზმამდე მისულთა დიდი ნაწილი ეძებს  უქეიფობის, ცუდად ყოფნის საშველს.

  გრძნობენ რომ ბუდისტურ სიბრძნეს შეუძლია ჩვენთვის რაღაც რჩევის მოცემა და გამოსავლის ჩვენება.

ზოგი ბუდიზმში ხედავს  უკეთესად ყოფნის საშუალებას,ზოგჯერ კი სტრესთან ანუ გარემოს მუდმივ გამაღიზიანებელ ცვლილებებთან ადაპტაციის უბრალო საშუალებას….

მედიტაცია დღევანდელობით გაღიზიანებული დასავლელისთვის არის შინაგანი დამშვიდების საშუალება…

მაგრამ ბუდიზმი მედიტაციის გარდა არის ეთიკაც და მსოფლმხედველობაც.

დასავლეთში ბევრი დააინტერესა დალაი-ლამას გამოსვლებმა ეთიკის და კეთილგანწყობის.გულკეთილობის აუცილებლობის შესახებ. მის გამოსვლებს ყოველ წელს უსმენს სულ უფრო და უფრო მეტი დასავლელი.

გამოდის წიგნები ბუდიზმზე, არის ტელეგადაცემები ბუდიზმზე, დასავლეთი სულ უფრო და უფრო უკეთესად იცნობს ბუდიზმს და არა რადი ო თავისუფლების მიკროფონის გულაბი მსხალივით მღრღნელი ორატორების იდეებს.

ჩვენს თვალწინ გაჩნდა დასავლური ბუდიზმი რომელიც განსხვავდება  აღმოსავლური ბუდიზმისგან. დიდად საინტერესო რამეა.

 

http://www.centrebouddhisteparis.org/Bouddhisme/ethique.html

ფიმენის ტიტველი გომბიოების მიერ დარბეული,მაგრამ დაუმორჩილებელი პარიზის ბუდისტური ცენტრი ტირატნა.

ბუდისტური ეთიკა

ბუდისტებისთვის ეთიკა არის სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი საფუძველი.

 

 

ბუდას გზა სამმაგია-ესაა ეთიკის,მედიტაციის და სიბრძნის გზა.

ჩვენი ფიზიკურ მოქმედებას,,სიტყვას თუ სულიერ განწყობას,სულის მოქმედებას აქვს თავისი შედეგები.ისინი პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოქმედებენ თვითონ ჩვენზეც და სხვებზეც, ჩვენს გარემომცველ სამყაროზე.

ბუდისტური ეთიკა არის როგორც  განზრახვისა და სურვილის ისე მოქმედების ეთიკა.

არის მოხერხებულ-ოსტატური,მორალური,კეთილგანწყობილი,ჯანსაღი მოქმედებები.

მაგრამ ჩვენ არ უნდა ჩავიდინოთ უხერხული,უღირსი, ამორალურ-იმორალური,ავადმყოფური მოქმედებები,ავკაცობა.

ბუდისტური ეთიკა,მაშ, ეფუძნება ფსიქოლოგიურ და არა თეოლოგიურ, მეტაფიზიკურ,პირობით თუ სხვა კრიტერიუმებს.

ეს მაშინვე გვაქცევს პირადი,პერსონალური პასუხისმგებლობის სფეროში.

ბუდისტური ეთიკა არის პერსონალური პრაქტიკა გარეშე განსჯის გარეშე, მაგრამ ის არ უნდა გამოვიყენოთ სხვათა მოქმედებების განსასჯელად,სხვებისთვის საჭვრიტინოდ და სათვალთვალოდ.

ჩვენ უნდა დავადგინოთ თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი სული და სვინდისი როდესაც ვმოქმედებთ,ვლაპარაკობთ და ვაზროვნებთ.

საერო ბუდისტებისთვის მთავარია 5 პრინციპი.  ტრადიციის თანახმად ისინი ჩამოყალიბებულია ნეგატიურად:

არ უნდა წავიღო სიცოცხლე

გულკეთილი,კეთილგანწყობილი მოქმედებებით განვწმენდ ჩემს სხეულს.

არ უნდა ავიღო ის რაც არ მოუციათ ჩემთვის.

ჩემს  სხეულს.განვწმენდ შეუკავებელი გულუხვობით.

არ უნდა ვიყო სექსუალურად  თავაშვეული, უსაქციელო და უზნეო.

ჩემს  სხეულს.განვწმენდ  სიმშვიდით, უბრალოებით და თავშეკავებით.

არ უნდა ვთქვა ტყუილი.

ჩემს სიტყვას განვწმენდ სიმართლის თქმით.

 

 

არ უნდა მივიღო გამაბრუებლები, გონების დამბინდავები და მომშხამავები,მოკლედ არ უნდა ვიყო ლოთი და ნარკომანი…

მე ჩემს სულს განვწმენდ ნათელი და მბრწყინავი,სხივისმფრქვევი ყურადღებით.

ამას გარდა :

სიტყვა უნდა იყოს მართალი,კეთილგანწყობილი,ჰარმონიული.

უნდა ვიცოდეთ რომ სიხარბე-გაუმაძღრობა,ზიზღი და უმეცრება მკვლელი შხამებია….

უნდა გვახსოვდეს რომ  სასარგებლოა სიმშვიდე, თანაგრძნობა ყველა ცოცხალი არსების მიმართ, სიბრძნე…

http://www.psychologies.com/Culture/Spiritualites/Pratiques-spirituelles/Articles-et-Dossiers/Le-bouddhisme-est-il-une-therapie

თერაპიაა თუ არა ბუდიზმი ?

ბუდისტური ფილოსოფია ქადაგებს საკუთარი თავისკენ დაბრუნებას და  ჩვენი ემოციების უპირობო მიღებას.

მაგრამ ძალუძს თუ არა მას ჩვენი განკურნება ჩვენი ნევროზებისგან?  გამოკვლევა.

Olivia Benhamou Violaine Gelly

 

« ბუდიზმმა მე შემარიგა სიკვდილის და არარას იდეასთან.

მე უფრო ვცხოვრობ იმით რაც მოაქვს ყოველ წამს ხვალინდელ დღეზე შიშის გარეშე,

 დიდი სიბრძნის გაკვეთილია მიიღო სიბერე, სიკვდილი,ავადმყოფობა და იცხოვრო უბრალოდ აწმყო წამის სუნთქვით. »

   ამას ამბობს 51 წლის ქალბატონი ფლორანს დალაი-ლამას მოხსენებიდან გამოსვლისას.

და ასკვნის ლაპიდარულად: « ჩემთვის ამას იგივე შედეგი ჰქონდა რაც ფსიქოანალიზს. »

1997 წელს საფრანგეთში იყო 600 ათასი ბუდისტი და რამდენი მათგანი თვლის რომ ეს შორეული,არამოძალადე და არადოგმატური «რელიგია » შეიძლება იყოს დიდებული თერაპია ?

უნივერსალური,საყოველთაო ტანჯვა

ბუდიზმი და ფსიქოანალიზი,არაფერია ახალი.

1950-ანი წლებიდან დიდი ანგლო-საქსი ფსიქოლოგები და ფსიქოანალიტიკოსები,ამერიკელი ერიხ ფრომი// Erich Fromm// თუ ბრიტანელი Nina Coltart უახლოვდებოდნენ ამ აღმოსავლური ფილოსოფიის დიდ პრინციპებს.

 

ბუდას 4 კეთილშობილი ჭეშმარიტება გვეუბნება რომ ტანჯვა უნივერსალურია,საყოველთაოა,რომ ის მოდის ჩვენი ილუზიებიდან,რომ შეიძლება მისი მკურნალობა, არსებობს ამის გზა.

    ეს ხიბლავს ფსიქოლოგებს და ფსიქოანალიტიკოსებს რომელთაც უნდათ ადამიანის შინაგანი ტანჯვის შეწყვეტა.

ფრანგი ფილოსოფოსი და ბუდისტი ფაბრის მიდალის თქმით ბუდიზმის ღირსება ისაა რომ ის ჯერ აკვირდება ადამიანის ტანჯვას და სევდა-მწუხარებას და მხოლოდ შემდეგ სთავაზობს ხსნას.

ტანჯვის და სევდა-მწუხარების ღია და განკითხვის გარეშე მოსმენით ბუდიზმი გვთავაზობს ჩვენი არსებობის გარდაქმნას და დამაბრკოლებელი არეულობისგან განთავისუფლებას.

54 წლის მარი-ფრანსი დედის სიკვდილის შემდეგ გადატანილმა მძიმე დეპრესიამ მიიყვანა ბუდიზმთან.

ის ამბობს რომ ბუდისტურმა მედიტაციამ დაამშვიდა მისი ჯავრი-მღელვარება და დაუბრუნა მას უბრალოდ აქ და ეხლა სუნთქვის უნარი.

 

პასუხები საკუთარ თავში

ფსიქოანალიზის მსგავსად ბუდიზმიც გვეუბნება რომ ჩვენგვაქვს ყველა პასუხი, უბრალოდ ჩვენ უნდა ვიცოდეთ მათი ჩვენს თავში ძიება….

როგორიც არ უნდა იყოს ბუდისტური თეორიები და მეტაფიზიკა ბუდისტურ პრაქტიკას აქვს დადებითი სამკურნალო შედეგები. მედიტაცია იძლევა ემოციების მოთოკვის და მართვის საშუალებას,ამშვიდებს ურთიერთობებს სხვებთან…

მაგრამ თუ ხარ მეტისმეტად მორიდებული, ეგოისტი,საკუთარ თავში შეყვარებული ნარცისი და აგრესიული ანგარებიანი დაკომპლექსებული ტიპი ამას ექნება უარყოფითი შედეგი.

Olivia Benhamou

 

ვარსკვლავთა სიტყვები:

ვერონიკა ჟანო// VERONIQUE JANNOT//

არაა სტრესისთვის უკეთესი წამალი.

ესაა მუშაობა საკუთარ თავზე. მეტად და უკეთესად გესმის საკუთარი თავისა.

სწავლობ უარყოფითი ემოციების დასუსტებას და თავიდან მოშორებას.

იმდენად უკეთესად ხარ რომ ეს აშკარა ხდება,

ბუდიზმის ულამაზესი თეორიაა მედიტაცია.

მე არ მაქვს დიდი პრაქტიკა, მაგრამ როცა კი ვნახულობ ორ წუთს ვცდილობ მოსვენებას, ვუბრუნდები სიმშვიდეს.

მე აღარ მჭირდება ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი.

// ამის მთქმელია მსახიობი, ავტორი ნაშრომისა «გზის პოვნა »,

Trouver le chemin (Michel Lafon, 2006).

 

მიშელ იონაშ//MICHEL JONASZ//
« მე არ ვარ ბუდისტი,მაგრამ მივდევ მედიტაციას.

ჩემთვის ესაა როგორც შხაპის მიღება, მე შემიძლია ამის ყოველ დღე გაკეთება. ეს მე მბანს.

   რამოდენიმე წამიც საკმარისია. მე არ ვიღებ ლოტოსის პოზას.მტკენს ზურგს.მაგრამ ვჯდები კომფორტულად,გადაჯვარედინებული ფეხებით, ერთი ხელი მეორეზე.

ჩემს ხელობაში მე მჭირდება გარკვეული დისტანცია რომ არ მომსპოს სტრესმა.

ბუდიზმი არის სულიერი არჩევანი, ერთგვარად დაკავშირება იმასთან რაც ხარ სინამდვილეში, მერე შეიძლება განკურნებაც მოხდეს…» //ბოლო გამოსული ალბომი: Michel Jonasz (Warner Music, 2005//.

ლიან ფოლი//LIANE FOLY//
« მე ვარ კათოლიკე,მაგრამ ძალიან მიზიდავს ბუდიზმის ფილოსოფია. ბუდიზმი არის საკუთარი სულის ერთგვარი რეგულირება და წმენდა რათა სხეული ფუნქციონირებდეს.

ძლიერდება სიცოცხლის სურვილი,მაგრამ თუ რაღაც ნამდვილად ცუდად მაინც აუცილებელია ფსიქოლოგ-ფსიქიატრი ან  ფსიქოანალიტიკოსი…»
ბოლო გამოსული ალბომი : Une étoile dort (Warner Music, 2005).
საკითხავი, ნინა კოლტანტ, ეგოდან გამოღვიძებამდე//Nina Coltart, de l’ego à l’éveil//

 

 1997 წელს გარდაცვლილი ინგლისელი

ფსიქოანალიტიკოსი ნინა კოლტანტი ცდილობდა ბუდიზმის და ფსიქოანალიზის ერთმანეთთან დაახლოებას.

მისი აზრით ისინი ავსებენ ერთმანეთს.

მისი ნაშრომი ეხლახანს გამოვიდა ფრანგულადაც.

 

ნინა კოლტანტ, ბუდიზმი და «ფსიქოანალიზი » Bouddhisme et Psychanalyse de Nina Coltart (Payot, 2005).

 

 

 

 

  • http://www.lesechos.fr/10/02/2010/LesEchos/20612-084-ECH_un-bouddhisme-americain.htm
  • ამერიკული ბუდიზმი
  • ბუდიზმი უკვე დიდი ხანია რაც მოქმედებს ამერიკაში.
  • დღესაც გავლენიანი რადიკალი მოაზროვნეები ემერსონი// Emerson,1803-1882.. და ტორო// Thoreau,1817-1862// დაინტერესებული იყვნენ ბუდიზმით მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან.
  • უფრო ახლოს ჩვენთან ბიტ // beat//თაობამ კერუაკთან,გინსბერგთან თუ ალან უოტსთან// Kerouac, Ginsberg, Alan Watts// პოპულარულები გახადა  მანდალები.
  • ბუდიზმის გავლენა სულ უფრო და უფრო ძლიერად ეტყობა ამერიკულ ელიტებს.
  • დღეს ამერიკაში 5 მილიონი ბუდისტია,მაგრამ ბუდიზმით დაინტერესებული ამერიკელი მეტია.
  • ეს «ფარული ბუდიზმი»,როგორც ამბობდა ნიცშე, არაა დოქტრინის სრული მიღება.
  • ამერიკელებს იზიდავს ბუდიზმის მთავარი პუნქტები-თანაგრძნობა, დაკვირვებულობა,ღრმად დაფიქრება,ბუნების პატივისცემა.

 «მეორე ბუდიზმი » ?

უკვე ნიცშე ამბობდა რომ შესაძლებელია ერთგვარი ევროპული ჩინეთის გაჩენა. შესაძლებელია რბილი ბუდისტურ-ქრისტიანული რწმენისა და მისი თანმხლები ეპიკურეული ცხოვრების წესის გაჩენა.

შორეული აღმოსავლეთის იდეების ექსპანსია ხვდება შორეული დასავლეთის განვითარებას //თუ საკუთარი კულტურის მიმართ გაუცხოებას//.

ეს კულტურები და ცივილიზაციები არ ეომება ერთმანეთს.

ბუდიზმი შემოდის ლენინის საყვარელი ფრანგი რევოლუციონერების და კიევში გაწვრთნილი ფიმენის ტიტველი გომბიოების ნაირ ველურთა მიერ დარბეულ და  სულიერად დაუძლურებულ დასავლეთში. ის შველის დარბეულ ევროპელებს და ამერიკელებს.


En savoir plus sur http://www.lesechos.fr/10/02/2010/LesEchos/20612-084-ECH_un-bouddhisme-americain.htm#yz12T7fim7Ye9zPi.99

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s