ტფილისელის ხსოვნას

დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე

გორბაჩოვ-შევარდნაძის დემოკრატიამ თითქმის გადააშენა ადამიანის  ეს  სახეობა

 
საუკუნეთა მანძილზე ჩამოყალიბდა სულერთია როგორი წარმოშობის ჭეშმარიტი ტფილისელის ქცევის ეთიკური კოდექსი.

ტფილისელი აუცილებლად უნდა ყოფილიყო დიდსულოვანი, გულუხვი, გახსნილი, მხიარული, ძლიერი.

ტფილისელის სიხარული იყო მხოლოდ ის სიხარული რომელსაც გაიზიარებდა მისი მეზობელი და დარდი, ნაღველი… აბა ვინ დარდობდა და ნაღვლობდა ტფილისში მარტო?

ტფილისელს ასევე გამოარჩევდა იშვიათი არტისტიზმი და ქალაქური პატრიოტიზმის სფეციფიური გრძნობა.

ის ქალაქს თვლიდა საკუთარი თავის ნაწილად და თავის თავს თვლიდა ქალაქის ნაწილად.

სტუმართმოყვარეობის, გულისხმიერების და გულითადობის წესები არ ყოფილა გაფორმებული რაიმე წესის სახით, მაგრამ დაუწერელი კანონების შესსრულება ითვლებოდა და ეხლაც ითვლება ღირსების საქმედ….

ამის ამოკითხვა შეგიძლიათ დიმიტრი ბაქრაძის დაწიგნში «ტფილისი ისტორიული და ეთნოგრაფიული თვალსაზრისით» რომელიც 1870 წელს სანკტ-პეტერბურგში გამოსცა ა. ბენკეს ტიპოგრაფიამ

დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე (1826—1890) — (დ. 26 ოქტომბერი/7 ნოემბერი, 1826, სოფ. ხაშმი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ― გ. 10 თებერვალი/22 თებერვალი, 1890, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და ეთნოგრაფი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1879). 1970 წლიდან მისი პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში[1].

დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ მოსკოვის სასულიერო აკადემია (1950). 1851 წელს საქართველოში დაბრუნდა. 1852-1857 წლებში ბაქრაძე მუშაობდა გორის სამაზრო სკოლაში. ამავე პერიოდში აქვეყნებდა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ წერილებს ქართულ და რუსულ პერიოდულ პრესაში. 1858-1861 წლებში მსახურობდა ქუთაისის გუბერნატორის კანცელარიაში. 1861 წლიდან გარდაცვალებამდე ცხოვრობდა თბილისში, თანამშრომლობდა კავკასიის არქეოგრაფიულ კომისიაში, თავმჯდომარეობდა საადგილმამულო კომისიებს, ეწეოდა ინტენსიურ მეცნიერულ მუშაობას. ბაქრაძის ინიცოატივით დაარსდა კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება (1873), რომლის ბაზაზე მისივე თავმჯდომარეობით შეიქმნა კავკასის ისტორიისა და არქეოლოგიის საზოგადოება (1881-1886).

დიმიტრი ბაქრაძემ სამეცნიერო მიზნით იმოგზაურა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რაიონებში (გურია, აჭარა, შავშეთი, არტანი, კლარჯეთი და სხვა). მოგზაურობის შედეგი იყო ნაშრომები „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“ (1878), „შენიშვნა ბათუმის ოლქის შესახებ“, „ყარსის ოლქის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი“ და სხვა. 1881 წელს მისი თაოსნობით თბილისში ჩატარდა რუსეთის არქეოლოგთა V ყრილობა, რომელმაც დიდად შეუწყო ხელი საქართველოს ისტორიის კვლევის გაფართოებას. 1879 წელს ბაქრაძემ დიმიტრი ყიფიანთან და ილია ჭავჭავაძესთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებაში. 1889 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა სიძველეთა თავმოყრისა და დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა რევოლუციამდელ საქართველოში – თბილისის საეკლესიო მუზეუმი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s