ნამდვილი ლორდი ბერტრან რასელი

ესაა ნამდვილი ბრიტანეთი,ძლივს ფეთქავს ტეტჩერის მერე…
ეს ანტიკომუნისტი მეფე არტურის რაინდებს მსგავსად ვერ იტანდა ძლიიერების,თყნდაც ამერიკელების მიერ სუსტების ჩაგვრას
ფილოსოფოსი,მათემატიკოსი,ლოღიკოსი,სოციოლოგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ბერტრან რასელი. Bertrand Arthur William Russell,

ლორდი ბერტრან რასელი (1872-1970)

 გავლენიანი ინგლისელი არისტოკრატიის ოჯახიდან გამოსული სახელგანთქმული ინგლისელი ფილოსოფოსი,მათემატიკოსი,ლოღიკოსი,სოციოლოგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ბერტრან რასელი. 

ს ანტიკომუნისტი მეფე არტურის რაინდებს    მსგავსად ვერ იტანდა ძლიიერების,თყნდაც ამერიკელების მიერ სუსტების ჩაგვრას

 

რასელის ავტობიოგრაფია იწყება სიტყვებით: «მთელი ცხოვრება მინდოდა სიყვარული,ცოდნა და მთელი ცხოვრება მეცოდებოდა ტანჯული კაცობრიობა».

ამ ტრიადამ ბრიტანელი არისტოკრატი გადააქცია მისი დროის ერთ-ერთ არაჩვეულებრივ ფიგურად. მან 94 წელი იცხოვრა,ოთხჯერ დაოჯახდა ორჯერ იჯდა ციხეში.

ეს ლორდი ამხელდა როგორც ბოლშევიზმის ისე ამერიკის შეერთებული შტატების მხეცობებს. მან იგრძნო სექსუალური რევოლუციის მოახლოება,იბრძოლა ბირთვული განიარაღებისთვის. მან დაწერა ათობით მონოგრაფია ცოდნის სხვადასხვა სფეროში. მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში.

ჰქონდა ნაკლიც. თავისი პაციფისტური შეხედულებებიდან გამომდინარე მიესალმა 1938 წლის მიუნხენის შეთანხმებას ჰიტლერთან. მაგრამ ნაწილობრივ გადასინჯა თავისი შეხედულებები მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ.

ის თვლიდა რომ ყველანაირი ომი ბოროტებაა,მაგრამ დაუშვა რომ ზოგი ომი უმცირესი ბოროტება შეიძლება იყოს. მან დაინახა რომ ჰიტლერის მიერ ევროპის დაპყრობა უფრო დიდი ბოროტებაა ვიდრე ჰიტლერთან ომი.

1914-მა წელმა შესძრა ლორდიც. «დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და მე ვფიქრობდი მხოლოდ ადამიანის ტანჯვაზე და სიგიჟეზე»,-დაწერა მან მოგვიანებით.

რასელს ანცვიფრებდა პოლიტიკოსთა ახლომხედველობა და უპასუხისმგებლობა,ხალხური მასების ფანატიზმი, «ომებისთვის ბოლოს მომღებ ომზე» მოლაპარაკე  ინტელექტუალთა უგულობა. მან გადაწყვიტა მოქმედება.

სამხედრო ისტერიით წალეკილ ინგლისში რასელმა დაიკავა აქტიური პაციფისტური პოზიცია. ის შეუერთდა მოძრაობას «წინააღმდეგობის გაწევა ჯარში გაწვევისთვის»,გამოდიოდა მიტინგებზე,აქვეყნებდა ომის საწინააღმდეგო პამფლეტებს.

პაციფისტი ლორდის ძირგამომთხრელმა მოღვაწეობამ მიიპყრო ხელისუფლების ყურადღება. 1916 წელს რასელს დაადეს დიდი ჯარიმა, შემდეგ მას წაართვეს ტრინიტი კოლეჯში მასწავლებლობის უფლება და 1918 წელს ნახევარი წლით დაამწყვდიეს ბრიკსტონის ციხეში.

რასელის «ანტიპატრიოტიზმმა» დააკარგვინა მას მისი წრის მრავალი მეგობარი,მაგრამ ომის წინააღმდეგ მისმა აქტიურმა პოზიციამ ის აქცია მემარცხენეთა გმირად.

თუმცა ომის შემდეფ ფილოსოფოსი გაიტაცა სოციალიზმმა,რომელსაც ის უკავშირებდა ადამიანების ურთიერთობათა და საზოგადოების ჰარმონიზაციის იმედებს.

1920 წელს რასელი ინგლისელი ლეიბორისტების დელეგაციის შემადგენლობაში ეწვია საბჭოთა რუსეთს. ის შეხვდა ლენინს და ტროცკის,მაქსიმ გორკის და ალექსანდრ ბლოკს,იმოგზაურა ვოლგაზე.

მაშინ მემარცხენეები ხოტბას ასხავდნენ ბოლშევიკებს,მაგრამ ბერტრან რასელმა თავის წიგნში «ბოლშევიზმის თეორია და პრაქტიკა» (1920) დაარღვია ეს ტრადიცია.

«მე ვერ გავჩუმდები რუსეთში ნამყოფი მრავალი დასავლელი სოციალისტის მსგავსად»,ამბობდა ის.

ბერტრან რასელი ამტკიცებდა რომ ბოლშევიკური იდეოლოგია არის თავისებური რელიგია დოგმებითა და წმინდა წერილებით;ლენინი და მისი გარემოცვა კი ენათესევებიან რელიგიურ ფანატიკოსებს და მტრულად არიან განწყობილები თავისუფლების მიმართ.

დღეს ბოლშევიზმის ასეთი შეფასება ბანალობად შეიძლება გამოჩნდეს. მაგრამ მაშინ რასელის დემარშმა გააცოფა «პროგესული» წრეები რომლებიც გულმოდგინედ შეუდგნენ ლორდი რასელის თათხვას.

ბერტრან რასელი იქცა პარიად მემარჯვენეებისთვისაც და მემარცხენეებისთვისაც.

მაგრამ კაცობრიობის ბედზე პასუხისმგებლობის გრძნობა მას არ დაუკარგავს.

1920-1930-ან წლებში რასელი ბევრს წერს პოლიტიკურ თემებზე. ლენინისა და სტალინის გარდა ის ვერ იტანს მუსოლინის და ჰიტლერს.

მის ერთ-ერთ პუბლიკაციას ასევე ერქვა:»სცილა და ქარიბდა,ანუ კომუნიზმი და ფაშიზმი».

ეს ლიბერალი მოზაროვნე კარგად ხედავდა დასავლური დემოკრატიის ნაკლებს,მაგრამ თვლიდა რომ ის ჯობდა ტოტალიტარიზმს.

«დემოკრატიის დროს დურაკებს აქვთ ხმის მიცემის უფლება, დიქტატურის დროს კი მათ აქვთ მართვის უფლება»,ამ გამოთქმამ სახელი გაუთქვა რასელს.
მეცნიერი წუხდა იმაზე რომ საუკუნეების მანძილზე თავისუფლების ბურჯი მეცნიერება ხდებოდა ავტორიტარული რეჟიმების მოკავშირე და ომის მოყვარულ დიქტატორებს აძლევდა ნგრევისა და მასების კონტროლის მანამდე არნახულ საშუალებებს.

ჯერ კიდევ 1920-ანი წლების დასაწყისში,ბევრად ადრე ატომური ყუმბარის გაჩენამდე,რასელი ერთ-ერთ თავის წიგნში იხსენებდა ბერძნულ მითს იკაროსზე:

თავისი მამა დედალოსისგან ფრთების მიმღები იკაროსი დაღუპა საკუთარმა უტვინობამ.

ბერტრან რასელს ეშინოდა რომ თანამედროვე მეცნიერი-დედალოსების მიერ ნასწავლ ადამიანურ ცივილიზაციას შეიძლება ეწიოს იგივე ბედი.

ცივი ომის დასაწყისში პაციფისტი ბერტრან რასელი შეურიგდა ამერიკულ ატომურ ბომბას როგორც დასავლეთის სტალინისგან დამცველ ერთადერთ საშუალებას.

მაგრამ სტალინის სიკვდილის და წყალბადის ყუმბარის გაჩენის შემდეგ გახდა ბირთვული იარაღის მტერი და ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ დაწყებულიყო ბირთვული განიარაღება.

1958 წელს მოუთოკავმა ბერტრან რასელმა შექმნა მოძრაობა ბირთვული განიარაღებისთვის. შემდეგ ინგლისში წამოიწყო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანია. უკვე პირველმა აქციამ-მჯდომარე დემონსტრაციამ თავდაცვის სამინისტროსთან ( 1961 წლის თებერვალი)-მოაგროვა ოც ათასზე მეტი მონაწილე. რასელი და მისი მეუღლე ედიტი აუცილებლად იყვნენ მოვლენათა შუაგულში.

1961 წლის 6 აგვისტოს ჰაიდ პარკში მოეწყო მიტინგი ხიროსიმას მსხვერპლთა გასახსენებლად. ჰაიდ პარკში ტრადიციულად აკრძალული იყო მიკროფონების გამოყენება. ბერტრან რასელმა პირველმა დაარღვია ეს აკრძალვა.  ეცნენ პოლიციელები და წაართვეს მას მიკროფონი,ერთ თვეში კი 89 წლის ლორდი რასელი მეორედ მის ცხოვრებაში ჩააყუდეს ბრიკსტონის ციხეში. მართალია ისიც რომ საზოგადოებამ ისეთი სკანდალი მოაწყო რომ რასელი ერთ კვირაში გაუშვეს.

ციხეში ყოფნამ ვერ დააშოშმინა რასელი. 1962 წლის შფოთიან შემოდგომაზე მან წალეკა წერილებით კენედი და ხრუშჩოვი,მოუწოდებდა მათ მშვიდობიანი დიალოგისკენ.

1964 წელს მან შექმნა ბერტრან რასელის მშვიდობის ფონდი,რომელსაც ეხმარებოდა საკუთარი არქივების გაყიდვით.

ლორდმა რასელმა თავისი მოწინააღმდეგები განსაკუთრებით გაამხეცა 1960-ანი წლების მეორე ნახევარში.

იდეურმა ანტიკომუნისტმა ლორდმა მიუხედავად ამისა გადაჭრით დაგმო ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედება ვიეტნამში:

«მსოფლიოს უმდიდრესი და უძლიერესი სახელმწიფო ეომება ღატაკი გლეხების ერს რომელიც 25 წელზე მეტი იბრძვის თავისი დამოუკიდებლობისთვის».

1966 წელს ბერტრან რასელი ჟან-პოლ სარტრთან ერთად დაარსა ვიეტნამში ამერიკის სამხედრო დანაშაულთა გამომძიებელი ტრიბუნალი.
ტრიბუნალი აგროვებდა ცნობებს სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის,ნაპალმის და დეფოლიანტების გამოყენების,ტყვეებთან არაადამიანური მოპყრობის შესახებ….

ბერტრან რასელის ტრიბუნალის იყო საზოგადოებრივი, საზოგადოებრივი აზრის ტრიბუნალი. მის გადაწყვეტილებებს არ ჰქონდა იურიდიული ძალა, მაგრამ ჰქონდა დიდი მორალური ძალა.

მისი საქმე გააგრძელა 1979 წელს შექმნილმა ხალხთა მუდმივმა ტრიბუნალმა. მან ჩაატარა სესიები არგენტინაში,ავღანეთში და ა.შ.

1984 წლის აპრილში პარიზში შედგა ამ ტრიბუნალის მორიგი სესია. ის ეძღვნებოდა სომეხთა გენოციდის საკითხს.

ამ სესიის დროს მოსამართლეთა შორის იყო ნობელის პრემიის სამი ლაურეატი,მათ შორის ამნესტი ინერნეიშნლის დამფუძნებელი სინ მაკ ბრაიდ (შეან Mაც Bრიდე),ნობელის პრემიის ლაურეატი.

ამ «სომხური» სესიის ჟიური წევრთა სია:

მაჯიდ ბენშიკ (ალჟირი), საერთაშორისო სამართლის პროფესორი ალჟერის უნივერსიტეტში;

ჟორჟ კაზალის (საფრანგეთი),თეოლოგი, თეოლოგიის პროტესტანტული ინსტიტუტის საპატიო პროფესორი, პარიზი;

ჰარალდ ედელსტამი (შვედეთი),ყოფილი ელჩი ჩილიში და ალჟირში;

რიჩარდ ფალკი (აშშ), საერთაშორისო სამართლის პროფესორი პრინსტონის უნივერსიტეტში,აშშ;

კენ ფრაი (ავსტრალია), პარლამენტის წევრი;

ანდრეა ჯიარდინა (იტალია),საერთაშორისო სამართლის პროფესორი რომის უნივერსიტეტში;

სინ მაკ ბრაიდ (ირლანდია),იურისტი,მშვიდობის საერთაშორისო ბიუროს თავმჯდომარე,ნობელის და ლენინის მშვიდობის პრემიების ლაურეატი,სამართლიანობის ამერიკული მედალის მფლობელი;

ლეო მატარასო(საფრანგეთი),პარიზის სასამართლოს ადვოკატი;

ზდოლფო პერეზ ესქიველ (არგენტინა),ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი,
«ლათინურ ამერიკაში მშვიდობის და სამართალის სამსახურის» გენერალური კოორდინატორი;

ჯეიმს პეტრას (აშშ), სოციოლოგიის პროფესორი,სახელმხიფო უნივერსიტეტი ნიუ იორკი,აშშ;

ფრანსუა რიგო (ბელგია),ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის სამართალის ფაკულტეტის პროფესორი;

აჯიტ როი (ინდოეთი),ეკონომისტი და ჟურნალისტი:

ჯორჯ ვალდ (აშშ,ბიოლოგიის საპატიო პროფესორი,ჰარვარდის უნივერსიტეტი,ნბელის პრემიის ლაურეატი ბილოგიაში.

სომეხთა გენოციდისადმი სესიის მიძღვნა ხალხთა მუდმივ ტრიბუნალს სთხოვეს შემდეგმა ორგანიზაციებმა:

დაჯგუფება უმცირესობათა უფლებებისთვის (პარიზი,საფრანგეთი).

Cultural Survival,კემბრიჯი,მასს.,აშშ).

Gesellschaft  für Bedrohte Völker,გიოტინგენი,გერმანიის ფედერატული რესპუბლიკა.

პასუხი გასაცემია შემდეგ კითხვებზე:

იყო თუ არა სომეხი ხალხი ჟლეტების,დეპორტაციების,და ა.შ. მსხვერპლი პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში?

არის თუ არა ეს გენოციდი გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილების და დასჯის შესახებ საერთაშორისო კონვენციის (1948) აზრით?

როგორია ამის შედეგები როგორც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ისე მოდავე მხარეებისთვის?

ტრიბუნალმა დაადგინა თურქეთის ხელისუფლების მიერ სომეხთა წინააღმდეგ მოწყობილი გენოციდის რეალობა.ამის და მეტის წაკითხვა შეგიძლიათ ფრანგულ წიგნში “Tribunal Permanent des Peuples.Le crime de silence,le génocide des Arméniens,Flammarion,Paris,1984).

1968 წელს ლორდმა რასელმა საბჭოთა პრემიერ კოსიგინს გაუგზავნა განრისხებული წერილი აგვისტოში ჩეხოსლოვაკიაში შეჭრის წინააღმდეგ პროტესტით.

მსოფლიოს ბედი რასელს აღელვებდა ბოლომდე. სამი დღით ადრე სიკვდილამდე მან უკარნახა წერილი საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციას ქაიროში.

დაუცხრომელი ლორდი ბერტრან რასელი გრიპისგან გარდაიცვალა 1970 წლის  2 თებერვალს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s