ძველი ფრანგული მორალი

 

Fichier:Moliere.jpg

ძველი ფრანგული მორალიდან-ნამდვილი კეთილშობილება

არა,არა, დაბადება და წარმოშობა არაფერია იქ სადაც არაა სათნოება და ღირსება.

ჩვენ ვიზიარებთ ჩვენს წინაპართა დიდებას მხოლოდ იმდენად რამდენადაც ვცდილობთ ვიყოთ მათი  მსგავსები.

ჩვენს წინაპართა დიდება გვხვდება ჩვენც და გვავალდებულებს ვიყოთ ისეთივე ღირსეულები და ვიაროთ მათ მიერ გაკვალულ გზაზე.

ჩვენ არ უნდა დავეცეთ,არ უნდა დავკნინდეთ და არ უნდა გადავგვარდეთ თუ კი გვინდა რომ ვიყოთ მათი ნამდვილი შთამომავლები, თუ კი გვინდა რომ ჩავითვალოთ მათ ნამდვილ შთამომავლებად.

ზნედაცემულებს და გადაგვარებულებს გამხელთ და უარგყოფთ თქვენივე წინაპრების სისხლი და  მათი გმირობები არ გაძლევთ არანაირ უპირატესობას.

პირიქით, თქვენი წინაპრების ღირსება ხაზს უსვამს თქვენს ზნედაცემულობა გადაგვარებას.

გაგეთ რომ ცუდად,უზნეოდ მცხოვრები წარჩინებულ-კეთილშობილიც ბუნებაში თავისუფლად მოთარეშე ურჩხულია.

უპირველესი და უმაღლესი წოდებაა ზნეობა,ღირსება, სათნოება.

საქმეა, პატიოსნად და ღირსეულად გატარებული ცხოვრებაა მთავარი და არა გვარი რომელსაც

აწერთ რაღაც ქაღალდს //მოლიერი, დონ ჟუანი თუ ქვების ნადიმი//.

 

Le livre de morale des écoles primaires et des cours d'adultes : Partie du maître : plans, résumés, lectures, récitations, devoirs de rédaction par Boyer
მოვალეობის აღსრულებაა მთავარი და არა დროისტარება,სიამოვნება და გართობა.უბრალოდ ცხოვრება არაა საკმარისი. საჭიროა კარგად ცხოვრება ანუ პატიოსან ადამიანად ყოფნა და სიკეთის კეთება.

ესეთი იყო ძველი ფრანგული მორალი, .მან მოიყვანა დღემდე საფრანგეთი

1968 წლის მაისში და მის შემდეგ საფრანგეთის საზოგდოებრივ აზრზე უდიდესი გავლენა მოახდინეს განებივრებულმა,ჰედონისტმა,ნიჰილისტმა და ცინიკოსმა ახალგაზრდებმა და არც ისე ახალგაზრდებმა. ამას ისეთი შედეგი მოჰყვა რომ საჭიროდ ჩაითვალა ამ შესანიშნავი წიგნის ხელახლა გამოცემა. გამომცემლობა რომ მქონდეს მეც გამოვცემდი ამ ნაშრომს მთლიანად ან ნაწილობრივ. ეხლა კი ასე მაინც ინებეთ//გიორგი მარჯანიშვილი//.

საფრანგეთის რევოლუციის და მისი თანმხლები ვანდალიზმების,ტერორის თუ ვანდეის ომის ნაირ საშინელებათა შემდეგ საფრანგეთმა 90 წელში გამოსცადა 7 პოლიტიკური რეჟიმი. 3 კონსტიტუციური მონარქია,ორი ეფემერული რესპუბლიკა და 2 იმპერია.
მესამე რესპუბლიკა იყო 1870-1940 წლებში დამყარებული რესპუბლიკური რეჟიმი რომელმაც პირველმა მოახერხა ამდენ ხანს გაძლება.ეროვნული კრება 1870-1879 წლებში ყოყმანობდა უარეყო თუ არა საბოლოოდ მეფობა და შეეთავაზებინა თუ არა მე-3 რეპუბლიკური კონსტიტუცია.

ამ მესამე რესპუბლიკის სწავლა განათლების ერთ-ერთი ბურჯი იყო მორალი.
ბავშვებს უნდა ესწავლათ წერა-კითხვა,ანგარიში და სამაგალითო,სანიმუშო მოქალაქეებად გახდომა.
ჩაფიქრებული იყო რესპუბლიკის აგება სათნოებისა და ნიჭის ფენომენების ირგვლივ.
დაწყებითი სკოლის ინსპექტორი და სახელმწიფო განათლების ოფიცერი ლუი ბოიე// Louis Boyer// 62 გაკვეთილით უხსნის ბავშვებს თუ რა მოვალეობები აქვთ ბავშვებს სკოლაში,ოჯახში, მასწავლებლის,სამშობლოს,მეტიც, ცხოველების მიმართ.
Le Livre de Morale des ecoles primaires//cours moyen,cours superieur et des cours d’adultes par Louis Boyer,Inspecteur de l’Instruction primaire, Officier de l’Instruction publique,1895-2011
მესამე რესპუბლიკის დროს გამოცემული ეს სახელმძღვანელო ხელახლა გამოიცა პარიზში 2011 წელს.
უწესობა,უზრდელობა,ამორალიზმი,ნიჰილიზმი,
ჰედონიზმი და ცინიზმი იმდენად გავრცელდა რომ აუცილებლობად იქცა ამის გახსენება.
სახელმძღვანელოს ქვია «მორალის წიგნი დაწყებითი სკოლებისთვის,კურსები სრულწლოვანებისთვის. »
გთავაზობთ მის ფრაგმენტებს.

მორალის ზოგადი პრინციპები
მორალი გვასწავლის კარგად ქცევას სამყაროში.
ის გვასწავლის თუ როგორია ჩვენი მოვალეობები და როგორ უნდა შევასრულოთ ეს მოვალეობები რომ გადავიქცეთ პატიოსან და ყველას მიერ პატივცემულ ადამიანებად.
მაგრამ მორალის ცოდნა არაა საკმარისი,აუცილებელია მორალური ცხოვრება,მორალის წესების დაცვა.
უბრალოდ ცხოვრება არაა საკმარისი. საჭიროა კარგად ცხოვრება ანუ პატიოსან ადამიანად ყოფნა და სიკეთის კეთება.
უნდა ვიცოდეთ ჩვენი მოვალეობები და უნდა ვასრულებდეთ მათ. ამას გვასწავლის მორალი.
მორალი არის უპირველესი და უმთავრესი ცოდნა.
არაა საკმარისი სწავლა,უნდა ვეცადოთ რომ უკეთესები გავხდეთ.
მორალის გაკვეთილი ქუჩაში.
ძველი დროის ერთ-ერთ ყველაზე ბრძენი ადამიანი სოკრატე თავის მოწაფეებს ეუბნებოდა რომ მას შეეძლო მათთვის ერთადერთი მაგრამ უმთავრესი და ყველაზე აუცილებელი მეცნიერების სწავლა.
როგორ უნდა გავხდეთ კარგი და პატიოსანი ადამიანები,როგორია ჩვენი მოვალეობები,აი ესაა უმთავრესი და უველაზე აუცილებელი მეცნიერება-მორალი.
ერთელ მისი სამშობლო ათენის ქუჩებში სეირნობისას ,სოკრატემ დაინახა სიმპატიური ახალგაზრდა კაცი და ჰკითხა მას თუ სად შეიძლებოდა პურის და ხრცის ყიდვა. ამ ახალგაზრდამ,რომელსაც ერქვა ქსენოფონი, უპასუხა რომ ყველაფერი ამის ყიდვა შეიძლებოდა აგორას ბაზარზე. მაშინ სოკრატემ კითხა თუ სად შეიძლებოდა ტანისამოსის და ფეხსაცმლის ყიდვა. ქსენოფონმა მიასწავლა მას საჭირო ვაჭრები.
მაგრამ სოკრატე არ მოეშვა მას და კითხა თუ სად შეიძლება ისწავლოს მან თუ როგორ შეიძლება კარგ და კეთილ ადამიანად გახდომა.
ქსენოფონი ამჯერად მთლიანად გაწითლდა. მაშინ სოკრატემ კითხა თუ რათ უნდა ყველაფერი თუ კი არ იცის უმთავრესი რამ, თავისი ცოდნის სასიკეთოდ გამოყენება.
დაბნეულ ქსენოფონს სოკრატემ შესთავაზა გაყოლა და ქსენოფონიც გაყვა და გახდა სოკრატეს მოწაფე.
სოკრატეს გაკვეთილების სწავლის შემდეგ კი ქსენოფონი გახდა ღირსეული ადამიანებით მდიდარი საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ადამიანი და მოქალაქე.
სწავლა-განათლება
ახალშობილი ადამიანი არც კარგია და არც ცუდი.
მას შეუძლია ან კარგ ადამიანად ან ცუდ ადამიანად გახდომა.

დაბადებისთანავე მას აქვს ინსტინქტები. ზოგი ინსტინქტი ხელს უწყობს საზოგადოების არსებობას. ზოგი ინსტინქტი კი ხელს უშლის,ართულებს საზოგადოების არსებობას.
ახალშობილ ადამიანში არის ყველა სათნოებათა და ყველა მანკიერებათა, ყველანაირი ღირსების და ყველანაირი უღირსობის ჩანასახები.

ახალშობილ ადამიანს აქვს გონება და ნება და ის ადრიდანვე ხვდება თუ თავისი რომელი ინსტინქტი უნდა შებოჭოს და რომელი ჩანასახი უნდა განავითაროს.
სწავლა-განათლება არის თავის არსში ცუდ ინსტინქტებთან და ცუდ მიდრეკილებებთან მებრძოლი ბავშვისთვის გაწეული გონივრული და ნაყოფიერი დახმარება. ის უზრუნველყოფს სასიკეთო მისწრაფებათა მიერ მავნე მისწრაფებების დამარცხებას.

შემძვრელია იმის დანახვა თუ სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი.
დიდად სასიხარულოა იმის დანახვა თუ სადამდე შეიძლება ამაღლდეს ადამიანი.
გასაგებია თუ რატომ აკვირდება დაფიქრებული მამა თავისი ახალშობილი შვილის ჯერ გაურკვეველ ნაკვთებს.
ეს პატარა არსება შეიძლება იქცეს ოჯახის,გვარისა და ქვეყნის სიამაყედ და ღირსებად.
ეს პატარა არსება შეიძლება იქცეს ოჯახის,გვარისა და ქვეყნის სირცხვილად და თავსლაფდასხმად.
პატიოსანი ადამიანი
სამართლიანი ადამიანი,პატიოსანი ადამიანი ისაა ვინც არ ითხოვს მარტო თავისი უფლებების განხორციელებას, პატიოსანი ადამიანი ისაა ვინც თავის მოვალეობებსაც ასრულებს და თავის უფლებებს აფასებს თავისი მოვალეობების შუქზე.
სამართლიანმა,პატიოსანმა ადამიანმა იცის რომ უსასრულო ხვედრის მქონე ადამიანი დროებითაა ამ შეზღუდულ დედამიწაზე,რომ მას არ შეუძლია თავისი საერთო სამშობლოს გაზრდა და ამიტომ მცირეოდენი კმაყოფილების სანახავად ცდილობს იყოს დიდსულოვანი და გულუხვი.
მდიდარია თუ ღარიბი,გასცემს თუ იღებს,ის იმზადებს საფლავს სადაც ვერავინ დასდებს ბრალს რომ მისი ამქვეყნად ყოფნა იყო უბედურება. ასეთი ადამიანის გულს არასოდეს განუზრახავს უსამართლობა, მისი ხელი არასოდეს ყოფილა უსამართლო.
პატიოსანი, სამართლიანი ადამიანი ისაა ვინც პატივს სცემს სხვა ადამიანთა სიცოცხლეს,ღირსებას, ქონებას,ვინც პატივს სცემს მათ ზნეობრივ სრულყოფას.
პატიოსანი ადამიანი იცავს თავის სიტყვას,მეგობრების ერთგულია,მას აქვს მტკიცე შეხედულებები,ის უძლებს ცვალებადი დროით გამოცდას….
პატიოსან ადამიანთან შეხვედრისას მუხლი არ უნდა მოიყაროთ მის წინაშე იმიტომ რომ ის ჯერ არაა გმირი,მაგრამ ის კეთილშობილი ადამიანია.
სამწუხაროდ პატიოსანი ადამიანი იშვიათია, ყოველ შემთხვევაში მთელი სისავსით.
მაშ,თუ დაინახავთ პატიოსან ადამიანს პატივისცემით მიესალმეთ მას.
და იყავით თქვენ თვითონ პატიოსანი ადამიანი.

ადამიანის ღირსება
გონიერი,სიკეთის ბოროტებისგან გარჩევის უნარის მქონე, სიკეთესა და ბოროტებას შორის სიკეთის არჩევის უნარის მქონე ადამიანი უფრო მაღლა დგას პირუტყვებზე.
ეს თვისებები აქცევს ადამიანს მორალურ პიროვნებად და ესაა მისი ღირსება.
დიდი ფრანგი მოაზროვნე ბლეზ პასკალის თქმით ადამიანი არის ბუნებით უსუსტესი მაგრამ მოაზროვნე ლერწამი.
სწორედ აზროვნება გადააქცევს ადამიანს მორალურ, ე.ი. სიკეთის ბოროტებისგან გარჩევის უნარის მქონე პიროვნებად. სწორედ ის გადააქცევს ადამიანს თავისუფალ და თავისი პასუხისმგებლობის მცოდნე არსებად.
ჩვენ უნდა გვინდოდეს ადამიანის ღირსების განმსაზღვრელი ამ თვისებების შენარჩუნება.

სვინდისი
სვინდისი არის ინსტინქტი რომელიც გვიჩვენებს განსხვავებას სიკეთეს და ბოროტებას შორის და მსაჯული რომელიც იწონებს როდესაც რამე სიკეთეს გავაკეთებთ და გვგმობს როდესაც ჩავიდენთ ბოროტებას,ცუდად მოვიქცევით.
სვინდისის მიერ დაგმობა იქცევა სინანულად,სვინდისის ქენჯნად რომელიც მოსვენებას არ აძლევს დამნაშავეს.
მაშ, მუდამ დავუჯეროთ სვინდისის ხმას.
«სუფთა სვინდისი კარგი ბალიშია»//პლუტარქე//.

« სვინდისო! სვინდისო! ღვთაებრივო,უკვდავო ინსტინქტო,ზეციურო ხმავ, უმეცარი და შეზღუდული მაგრამ გონიერი და თავისუფალი არსების მეგზურო სიკეთის და ბოროტების შეუმცდარო მსაჯულო,შენ ამსგავსებ ადამიანს ღმერთს,შენ ქმნი ადამიანის ბუნების გამორჩეულ,საუკეთესოთვისებას და მისი ქცევას აძლევ მორალურ საფუძველს.
შენს გარეშე მე ვერ ვგრძნობ ჩემში ვერაფერს რაც მაყენებს პირუტყვებზე უფრო მაღლა. შენს გარეშე უპრინციპო გონებას მივყევარ შეცდომიდან შეცდომისკენ »//ჟან-ჟაკ რუსო//.

თავისუფლება და პასუხისმგებლობა
ადამიანი თავისუფალია,მას შეუძლია სიკეთეს და ბოროტებას შორის არჩევანის გაკეთება და ამიტომ მან პასუხი უნდა აგოს თავის საქციელზე.
მეტად პასუხისმგებელია ის ვისაც უკეთესად ესმის თავისი ქცევის შედეგები და მოქმედებს მეტად გააზრებულად და მიზანსწრაფვით.
თუ კი ადამიანმა თავისი პირადი მაგალითით ან რჩევით სხვები დააყენა ბოროტების გზაზე ის პასუხისმგებელია ამ სხვათა საქციელზეც.

ადამიანი გონიერია და თავისუფალი.
მას შეუძლია არჩევანის გაკეთება სიკეთეს და ბოროტებას შორის. ვერავინ დააძალებს მას უნდოდეს ის რაც მას არ უნდა.
მაგრამ ადამიანი პაუხისმგებელია სწორედ იმიტომ რომ ის არის თავისუფალი და მას შეუძლია სურვილისამებრ კარგად ან ცუდად ქცევა.
«ვეფხვი დაგლეჯს მსხვერპლს და იძინებს, ადამიანი მოკლავს და ფხიზლობს »//შატობრიანი//.
პასუხისმგებლობას აქვს სხვადასხვა ხარისხი.
უსწავლელი და გამოუცდელი პატარა ბავშვი ნაკლებადაა პასუხისმგებელი.
მეტად პასუხისმგებელია ნასწავლი და შექნებულად წინასწარ განზრახვით მოქმედი ადამიანი.
უფრო ნასწავლი და მეტად გამოცდილი მეტადაა პასუხისმგებელი თავის საქციელზე.
ადამიანი არაა პასუხისმგებელი იმაზე რაშიც მისი ნება არაფერ შუაშია,იმაზე რაც არაა დამოკიდებული მასზე,რისი მონაწილეც შეიძლება იყოს გაუაზრებლად და უნებურად.
ადამიანი არაა პასუხისმგებელი იმაზე რაც გააკეთა ძილის,ციებ-ცხელების,სიგიჟის დროს.
პასუხისმგებელი არაა ადამიანი ვისაც უბედურმა შემთხვევამ,ავადმყოფობამ დროებით ან დიდი ხნით წაართვა გონიერება,აზროვნების უნარი.
პასუხისმგებლობა არის მხოლოდ იქ სადაც არის მორალური თავისუფლება.
მორალური თავისუფლება არის მხოლოდ იქ სადაც არის სვინდისი და გონება.

მორალური კანონი ანუ მოვალეობა
მორალური კანონი ანუ მოვალეობა არის გონების და სვინდისის კარნახით ქცევის და ცხოვრების ვალდებულება.
მოვალეობა ცხადად და ნათლად ამბობს თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი,რომ უნდა აკეთო კარგი,სიკეთე და უნდა ერიდო ბორტებას,ბროტების ჩადენას.
ყველა ადამიანმა უნდა აკეთოს სიკეთე. ყველა ადამიანი უნდა ერიდებოდეს ბოროტებას და ბოროტების ჩადენას. ესაა მორალური კანონი,მას ასევე უწოდებენ მოვალეობას.
ყველა დაწერილი კანონი ეფუძნება ამ შინაგან კანონს რომელსაც სვინდისი ასწავლის ყველა ადამიანს.
მოვალეობა უნდა იდგეს ინტერესზე და სიამოვნებაზე უფრო წინ და უფრო მაღლა.
მოვალეობა გვიბრძანებს რომ სიკეთე უნდა ვაკეთოთ თვითონ სიკეთის გულისთვის და არა ანგარებით,რაღაცის მოხვეჭისთვის.
პატიოსანი ადამიანი არის ვინც რამეს აკეთებს მხოლოდ იმიტომ რომ ხედავს რომ ეს გასაკეთებელია და მხოლოდ იმიტომ რომ ესაა სამართლიანი ქმედება.
აკეთე რაც უნდა გააკეთო და მოხდეს რაც მოხდება,აი პატიოსანი ადამიანის დევიზი.
2.
სათნოება,კარგი ჩვევები
მოვალეობის შესრულება თითქმის მუდამ მითხოვს მსხვერპლის გაღებას.
მაგრამ თუ კი ამას ანუ მსხვერპლის გაღებას მივეჩვევით ეს ხელს შეუწყობს მორალურ სრულყოფას და სათნოების განვითარებას.
მაშ დავიწყოთ გულმოდგინედ მოქმედება. უნდა ვისწავლოთ ჩვენი ცუდი მიდრეკილებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მოვალეობის შესრულება.
ჩვენ ასე მოვახერხებთ იმის გაკეთებას რისი გაკეთებაც თავიდან ძალიან ძნელი ან შეუძლებელი გვეგონა.

სათნოება არის მოვალეობის ჩვეულებრივი აღსრულება. ის მუდამ არის ხანგრძლივი და შეუპოვარი ძალისხმევის ნაყოფი.
სათნოები რომ გავხდეთ უნდა მივეჩვიოთ ჩვენი ნაკლების მუდამ შესწავლას და გასწორებას,ჩვენს ცუდ მიდრეკილებებთან ბრძოლას, ცდუნებებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ჩვენი მოვალეობის ყველანაირ გარემოებაში შესრულებას.
სამართლიანად ამბობენ რომ სათნოება პირველ რიგში არის ჩვენი ყოველდღიური მოვალეობების შესრულება და მხოლოდ შემდეგ არაჩვეულებრივი რამის გაკეთება.

ახალგაზრდა მეგობრებო,თქვენ შეიძლება მკითხოთ თუ ვინ ხართ და რისი გაკეთება შეგიძლიათ საცოდავ პატარა ბავშვებს,სკოლის მოკრძალებულ მოწაფეებსმაშინ როცა თქვენი ჰორიზონტი შეზღუდულია და ძალები სუსტი,თუ რაში შეიძლება იყოთ თქვენ სასარგებლო.
მე გეტყვით რომ თქვენ უნდა გააკეთოთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამე,უნდა გახდეთ ადამიანები,მეტიც,ადამიანის სახელის ღირსი ადამიანები,ქვეყნისთვის და თქვენი საკუთარი თავისთვის სასარგებლო ადამიანები.
არ დატოვოთ უყურადღებოდ პატარა რამეები,პატარა სათნოებები. მათზე დაყრდნობით ადამიანი მიდის დიდ რამეებამდე და დიდ სათნოებებამდე.
ჩვენ ყოველდღე არ გვაქვს დიდ გმირობათა მოხდენის და დიდი მსხვერპლის გაღების საშუალება.
ყველას არ ძალუძს თავგანწირვა და ხანძრიდან ოჯახის გადარჩენა ან მტრის თავდაცვის ხაზის გარღვევა.
ასეთი ხანძრები და ომები საბედნიეროდ იშვიათია.
მაგრამ ძალიან ხშირია სხვა, პატარა,ნაკლებად საშიში მოვალეობები რომელთა აღსრულებაც ასევე ძნელია.
ყოველ დღე შეგიძლიათ იყო კარგი შვილი, დამჯერი ბავშვი,მშრომელი და ცოდნას მოწყურებული, დისციპლინირებული მოწაფე.
ეს გრძნობები დროთა მანძილზე ქმნიან დიდ სათნოებებს, ესაა გმირობის დასაწყისი.
თქვენი ყოველდღიური გმირობა იქნება გარეგნულად უმნიშვნელო,მაგრამ საშინელი,დიდი ზიანის მომტანი მტრის, სიზარმაცის მორევა და დამარცხება.
ეშმაკი და მაცდური სიზარმაცე გეუბნებათ რომ დილით კარგი იქნება მეტი ხნით ძილი. არა, გაუწიეთ წინააღმდეგობა მის ცუდ რჩევას და ვაჟკაცურად წამოხტით ლოგინიდან.
ცოტა ხნის შემდეგ სკოლაში სიზარმაცე ყურში ჩაგჩურჩულებთ რომ გაკვეთილი ძალიან გრძელი იყო და შესვენება ძალიან მოკლე და რომ კარგია არაფრის კეთება. წინააღმდეგობა გაუწიეთ ამ ცდუნებასაც,ისწავლეთ იმიტომ რომ სწავლა არის ეხლა თქვენი შრომა,თქვენი მოვალეობა.
მალე იქნებით მიწათმოქმედები,მუშები, მაგრამ მაცდური სიზარმაცე არც მაშინ მოგასვენებთ. ის გეტყვით რომ სამუშაო კვირა ძალიან გრძელი იყო, რომ ახლოა კაფე სადაცაა კარტი და ბილიარდი, რომ ფულის გულისთვის გადაქანცვას ჯობია ამ ფულის დახარჯვა.
წინააღმდეგობა გაუწიეთ ამ ცდუნებას ჩემო ბავშვებო,თამამად გაუწიეთ წინააღმდეგობა.
თქვენ იქნებით კარგი და გულმოდგინე მშრომელები,თქვენ იქნებით კარგი მოქალაქეები.
ჩვეულებათა მნიშვნელობა

ადამიანი არაა მანკიერი იმიტომ რომ მას აქვს რაღაც სისუსტე.
ადამიანი არაა სათნო და გმირი იმიტომ რომ მან რაღაც კარგი საქმე გააკეთა.
ბრძენია ის ვისაც აქვს სიკეთის კეთების ჩვეულება.
აღვირახსნილი ლიბერტინია ის ვისაც აქვს მხოლოდ თავისი ხუშტურებისთვის ანგარიშის გაწევის, ჭირვეულად ქცევის და უსაქციელობის ჩვეულება.
და ძალიან ძნელია ჩვეულებათა აღმოფხვრა.
სწორედ ეს გააგებინა გულრფელმა კარისკაცმა პეტრე დიდს მი
ამ კანონმდებელ მონარქ პეტრე დიდს უნდოდა მოსკოველთა ბარბაროსული ჩვეულებების შეცვლა.
პეტრე თვლიდა რომ ამ მიზნის მისაღწევად საჭირო იყო კანონიც და მაგალითიც.
მან რუს დიდებულთა გარკვეულ რაოდენობას უბრძანა ევროპაში წასვლა და იქაურობის კარგად დათვალიერება.
ის იმედოვნებდა რომ ეს დიდებულები მოგზაურობიდან დაბრუნდებოდნენ საკმაოდ განათლებულები და ხელს შეუწყობდნენ მისი რეფორმის განხორციელებას.
მან ევროპაში გასაგზავნად შეარჩია ჭკუადამჯდარი და სრულწლოვანი ხალხი.
ყველა კარისკაცი ხოტბას ასხავდა პეტრე დიდის პროექტს,მის სიბრძნეს და გენიას.
ერთადერთი სენატორი იყო ჩუმად.
როდესაც ლაპარაკობენ პირფერები და პირმოთნეები დუმილი სიმამაცეა.
პეტრე დიდმა კითხა მას იწონებს თუ არა ის მის გეგმას.
არაო,უთხრა სენატორმა, ეს გეგმა უშედეგო იქნება,დიდებულებს მეტისმეტად დიდი წვერი აქვთ ნიკაპზე. ისინი დაბრუნდებიან ისეთივეები როგორებიც წავიდნენო.
თავისი იდეით გატაცებულმა და დიდებულთა პირმოთნეობით გახარებულმა პეტრე დიდმა მასხრად აიგდო სენატორი და მისი კრიტიკული დამოკიდებულება. მან თქვა რომ კრიტიკას არ ყოფნის დამაჯერებელი არგუმენტები.
მაშინ სენატორმა აიღო ქაღალდი,გაკეცა და ნაკეცზე მაგრად გაატარა ფრჩხილი რის შემდეგაც უთხრა პეტრე დიდს რომ ისაა ყოვლისშემძლე მონარქი და სცადოს ამ ნაკეცის წაშლა.
პეტრე დადუმდა. მან გააუქმა თავისი ბრძანება და გადაწყვიტა ჯერ ახალგაზრდობის აღზრდა და შემდეგ ამ ზრდილი ახალგაზრდობის გაშვება საზღვარგარეთ.

მორალის სასჯელები

კარგად ქცევას,სიკეთის ქმნას მოყვება მორალური კმაყოფილება.
ცუდად ქცევას,ბოროტების ჩადენას მოყვება სინანული და სვინდისის ქენჯნა,მოვალეობის შეუსრულებლობის გამო.
ამას გარდა გულუხვი,დიდსულოვანი და ქველმოქმედი იმსახურებს სხვათა პატივისცემას,მაშინ როდესაც თავისი მოვალეობის არ შემსრულებელი და ავაზაკი-ზიზღს.
პირველი მსხვერპლი როგორც წესი არის ის ვინც არღვვს მორალურ კანონს.
კეთილგონიერებას და კეთილზნეობას მივყავართ კეთილდღეობამდე და უწესობა,უზნეობა,უკანონობა აკოტრებს და სპობს ადამიანს.
სიკეთის მოქმედი,ქველმოქმედი ადამიანისთვის საუკეთესო ანზღაურებაა საზოგადოების მიერ მისი დაფასება და აღსრულებული მოვალეობის შეგნება….

შვილმა მოკლა მამა.
ამას არ ჩადიან ვეფხვები და დათვები,მაგრამ ადამიანი ჩადის ამას.
მკვლელი წავიდა ტყეში იმ იმედით რომ დაემალებოდა სვინდისის ქენჯნას და კანონს.
ერთხელ გამვლელმა დაინახა რომ ამ ტყიურმა ქვის დარტყმებით დაანგრია უბედური ბეღურების ბუდე და ჰკითხა თუ რატომ ქნა ეს.
ტყიურმა უპასუხა რომ მატყუარა ბეღურები მას აბრალებენ თავისი საკუთარი მამის მოკვლას.
გამვლელმა მას შეხედა და გატყიურებული მკვლელი აღელდა, გაფითრდა, მას შუბლზე დაეწერა მისი დანაშაული.
მოსამართლესთან მიყვანილმა,მან აღიარა და გამოისყიდა.
ო,სათნოებათა უკანასკნელო იმედო, რა ამაოდ ცდილობდა ის გაქცეოდა სვინდისის ქენჯნას.

ოჯახი
ჩვენი ოჯახი არის ჩვენი ყველა ნათესავის თავშეყრა.
მაგრამ იმისთვის რომ ოჯახმა რეალურად იარსებოს ოჯახის წევრებს უნდა უყვარდეთ ერთმანეთი.
კარგია ოჯახი რომლის წევრებსაც უყვართ ერთმანეთი,რომლის წევრებიც იზიარებენ ერთმანეთის სიხარულს და დარდს, რომელსაც აქვს ერთი გული.
ოჯახური ცხოვრება უდიდესი სიმდიდრეა, შევიბრალოთ უბედური ობლები.
დღევანდელი ოჯახი არის ადგილი სადაც ადამიანი თავს გრძნობს ყველაზე კარგად,სადაც მისთვის ყველაზე კარგია ცხოვრება.
ოჯახი არის ბავშვის მცველი და მფარველი,მისი მეგზური,მისთვის აუცილებელი დახმარება.
ოჯახის გარეშე ბავშვი ვერ იცხოვრებს. ბავშვს,მაშ,უნდა უყვარდეს თავისი ოჯახი, ბავშვი უნდა ცდილობდეს თავისი ოჯახის შენარჩუნებას, ბავშვმა თავისი კარგი ქცევით უნდა დაიცვას თავისი საკუთარი და ოჯახის სახელი და ღირსება.
მოვალეობები მშობლების მიმართ 1. სიყვარული

ჩვენ მთელი არსებით უნდა ფვიყვარდეს ჩვენი მშობლები და უნდა ვაჩვენოთ რომ ვართ დამჯერები და თავაზიანები მათ მიმართ. ჩვენ უნდა ამოვიცნოთ მათი სურვილები, უნდა ვეცადოთ რომ მათ მოეწონოთ ჩვენი ქცევა, ჩვენი ქცევით მშობლები მაყოფილები უნდა იყვნენ.
ჩვენ ყველაფრით დავალებული ვართ მშობლებისგან. ისინი ჩვენთვის ცხოვრობენ. ჩვენი მშობლების შრომის და ძალისხმევის წყალობით ვიქნებით ის რაც ვიქნებით. ჩვენ დავალებული ვართ ჩვენი მშობლებისგან.
მშობლების სიყვარული,მაშ,არის ჩვენი უპირველესი და უწმინდესი მოვალეობა. ჩვენ უნდა ვიყოთ მათი ერთგულები და მათთვის თავდადებულები თუკი გარემოებები მოითხოვს ამას.
მოვალეობები მშობლების მიმართ-პატივისცემა

ბავშვმა პატივი უნდა მიაგოს მამას და დედას. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ ასაკს,,მათ გამოცდილებას.მათ ღირსებას და როლს რომლის შესრულებაც მათ დაავალა ბუნებამ.
მშობლების პატივისცემელი ბავშვი არასოდეს კამათობს მშობლების მიერ მისთვის მიცემული დავალებების გამო. ის თავშეკავებულად ელაპარაკება მშობლებს და მოგვიანებით პატივს სცემს მათ ჭაღარას.
მშობლების ძალაუფლება ადრე მეტისმეტი იყო. ეხლა მას აზომიერებს ნაზი სიყვარული.
მაგრამ ოჯახში გაბატონებულმა სინაზემ არ უნდა დაგვავიწყოს თუ რითი ვართ დავალებული მშობლებისგან.
არც ჩვენმა სოციალურმა მდგომარეობამ და არც განათლებამ არ უნდა დაგვავიწყოს რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მშობლებს.
მარტო სულელს და უმადურს სცხვენია თავისი მშობლების დაბალი მდგომარეობის თუ ნაკლები განათლების გამო.

პატივისცემის მაგალითი რომაელებში

რომაელებში რესპუბლიკის პირველი მოხელეები იყვნენ კონსულები. და როდესაც ისინი დაამარცხებდნენ მტრის ჯარს მათთვის უდიდესი პატივის მიგებას ერქვა ტრიუმფი.
ისინი ქალაქში შედიოდნენ ეტლით რომელშიც შებმული იყო 4 თეთრი ცხენი და ადიოდნენ კაპიტოლიუმზე.
ერთ-ერთმა ასე ტრიუმფატორმა სარდალმა ხალხში შენიშნა თავისი მამა რომელიც იყო ერთი რიგითი უცნობი მოქალაქე.
სარდალი მაშინვე ჩამოვიდა ეტლიდან,მივიდა მამასთან და მიესალმა მას უდიდესი პატივისცემით.
ასე სცემდნენ რომაელები პატივს თავის მშობლებს.

მოვალეობები მშობლების მიმართ-დაჯერება
ცხოვრების სწორად გასატარებლად ჩვენ გვჭირდება ჩვენი მშბლების გამოცდილება.
დავუჯეროთ მათ,მაშ,არა მხოლოდ იმიტომ რომ მათ ჩვენ ვუყვარვართ და ჩვენი ურჩობა მათ წყინთ,არამედ იმიტომ რომ მათი რჩევების შესრულება კარგია ჩვენთვის,ჩვენს ინტერესშია.
ხვათა შორის ამქვეყნად და ყველა პირობებში მუდამ უნდა ვიყოთ დამჯერნი. მშობლების დამჯერი შვილი სწავლობს ცხოვრებაში დაჯერებას.
სანამ მოგვინდება მბრძანებლებად ყოფნა ვისწავლოთ დაჯერება.

მშობლებს ვუუყვარვართ,მათ აქვთ გამოცდილება და ამიტომუნდა დავუჯეროთ მათ.
ბავშვი დამჯერი უნდა იყოს როგორც პატარა ისე დიდ რამეებში.
მას საკუთარი თავის გაძღოლა შეუძლია მას შემდეგ რაც ის იქნება სრულწლოვანი,ნასწავლ-განათლებული.
მაგრამ კარგი შვილი მუდამ უგდებს ყურს მშობლების რჩევას,მაშინაც კი როდესაც ის აღარ ექვემდებარება მათ ავტორიტეტს.
მოვალეობები მშობლების მიმართ-მადლიერება
ჩვენ ჩვენი მშობლების უსაზღვროდ მადლიერები უნდა ვიყოთ იმიტომ რომ მათ ამდენი სიკეთე გააკეთეს ჩვენთვის.
ჩვენ დავალებული ვართ მათგან და ამ ვალს გავისტუმრებთ თუ კი კარგად მოვექცევით, მშობლებს,დავეხმარებით მათ შრომაში,თუ კი ვუმკურნალებთ მათ როდესაც ისინი ავად გახდებიან, თუ კი ვიზრუნებთ მოხუცებულ მშობლებზე,თუ კი მოვუვლით მათ.
ნამდვილი დამნაშავეა ის ვინც უყურადღებოდ სტოვებს გაჭირვებაში ჩავარდნილ მშობლებს.
ჩვენი მოვალეობაა დავეხმაროთ მშობლებს როდესაც მათ უჭირთ,
ამას გვავალებს ჩვენი სვინდისი და ამას ადგენს კანონები.

ყოველთვის ვიფიქროთ ლამენეს //Lamennais// ამ სიტყვებზე :
« მშობლების მკვლელებს შორის მოიხსენიება ის ვინც უყურადღებოდ სტოვებს მშობლებს და გულგრილად უყურებს მათ ტანჯვას და გაჭირვებას.»

მოვალეობები ბაბუა-ბებიის და მოხუცების მიმართ

ჩვენ დიდი პატივი უნდა მივაგოთ ჩვენს ბაბუა-ბებიას და საზოგადოდ მოხუცებს.
ჩვენ უნდა გვიყვარდეს ისინი,ჩვენ კეთილგანწყობით უნდა ვუსმენდეთ მათ.
ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მათზე რათა ისინი ბედნიერები იყვნენ თავისი ცხოვრების ბოლო წლებში.
დავუთმოთ მათ სახლში საუკეთესო ადგილი.
წინაპრის ყოფნა სახლში დიდი პატივია.

ჩვენ ვხედავთ თუ როგორ ვუყუვარვართ ბებიას და ბაბუას. ჩვენ უნდა გვიყვარდეს ისინი მთელი გულით,ჩვენ უნდა გავალამაზოთ მათი ბოლო წლები.

პატივი მივაგოთ ასევე მოხუცებს საზოგადოდ. ისინი გვანან ჩვენს წინაპრებს. არ ავიგდოთ მასხრად მათი სისუსტეები,მოვუსმინოთ მათ პატივისცემით. ვიყოთ თავაზიანები და შევუმსუბუქოთ მათ სიბერე.

და-ძმის მოვალეობები
ძმა არის ბუნების მიერ ნაჩუქარი მეგობარი.
მაშ,და-ძმა უნდა დავაფასოთ როგორც საუკეთესო მეგობრები.
მშობლები იტანჯებიან როცა მათ შვილებს არ უყვართ ერთმანეთი.
უმცროსებმა უნდა უსმინონ და დაუჯერონ უფროსებს.
უფროსებმა უნდა დაიცვან და ანუგეშონ უმცროსები.

რევოლუციის შემდეგ გაუქმებული იქნა უფროსი შვილის უპირატესობები. ეხლა ოჯახში ყველა შვილი თანასწორია.
უფროს ვაჟს აღარა აქვს უპირატესობები, მას აკისრია მეტი მოვალეობები.
უფროსმა შვილებმა უნდა დაიცვან მათი უფრო ახალგაზრდა და-ძმა. უფროსებმა უმცროსებს უნდა მისცენ კარგი მაგალითი.
მშობლების არყოფნაში უფროსმა და-ძმამ უნდა შეცვალონ მშობლები უმცროსი და-ძმისთვის.
ახალგაზრდა ძმებმა კი უნდა დაუჯერონ უფროს ძმებს რათა გაუადვილონ მათ მათი საქმე.
და-ძმა ყოველთვის უნდა იყოს ერთად, არავითარმა ინტერესმა არ უნდა ჩამოაგდოს მათ შორის განხეთქილება.
მოვალეობები მსახურთა მიმართ
მსახურებს უნდა შვხედოთ ისე როგორც ვუყურებთ ოჯახის წევრებს. მათ,მაშ,უნდა მოვეპყრათ თავაზიანად,კეთილგანწყობით. ჩვენ ყველაფერთან ერთად უნდა ვიყოთ მათი მფარველები და მეგობრები.

მსახურები დღეს არ არიან მონები და ყმები,ისინი არიან ჩვენნაირი ადამიანები რომლებმაც გარემოებებმა დააკისრეს მუშაობა სხვისთვის.
ბატონებმა პატივი უნდა სცენ თავის მსახურებს.
მსახურები კი გულმოდგინედ და პატიოსნად უნდა ემსახურებოდნენ თავის ბატონებს.
3. ბავშვი სკოლაში

სკოლა და მისი მიზანი,მისი დანიშნულება
სკოლა არის ადგილი სადაც უნდა გადაგვაქციონ განათლებულ და პატიოსან ადამიანებად.
ჩვენ დავდივართ სკოლაში ცოდნის და დარიგებების მისაღებად,ორივე ძალიან ძვირფასი რამეა.
სწავლა გვაძლევს ცოდნას და გვიადვილებს პროფესიული ამოცანების შესრულებას.
სწავლა-განათლების შემდეგ მშრომელ მოწაფეს შეუძლია სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობების დაკავება,თუნდაც ღარიბი იყოს.

მოსწავლის მოვალეობები საკუთარი თავის მიმართ

ჩვენი მშობლები იღებენ მსხვერპლს რათა ჩვენ შევძლოთ სკოლაში სიარული.
მაშ,ჩვენი მოვალეობაა სკოლაში რეგულარულად და ბეჯითად სიარული,მასწავლებლის ყურადღებით მოსმენა და მის მიერ მოცემული დავალებების შესრულება.
ვისწავლოთ და ვიშრომოთ იმისთვის რომ საპატიო ადგილი დავიკავოთ ქვეყანაში.
კარგი მოწაფე კარგი ადამიანია.
მასწავლებელი ცვლის ჩვენს მშობლებს რომლებსაც არა აქვთ დრო და საშუალებები იმისათვის რომ გვასწავლონ.
ამიტომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მასწავლებელს,უნდა ვიყოთ მისი მადლიერი.
მასწავლებელი იმსახურებს ჩვენს სიყვარულს,პატივისცემას,მადლიერებას.ჩვენ უნდა ვუჯერებდეთ მას, ყურს უნდა ვუგდებდეთ მის რჩევებს და უნდა ვასრულებდეთ მის მიერ მოცემულ დავალებებს.
არ დაგვავიწყდეს თუ რას ამბობდა თავის მოხუც მასწავლებელზე სახელგანთქმული კარნო :
«აი კაცი რომლისგანაც ყველაზე მეტად ვარ დავალებული მშობლების შემდეგ, ისაა ჩემი მეორე მამა, მან მასწავლა საფრანგეთის შესწავლა და სიყვარული. »

სკოლის მოწაფეების მოვალეობები ერთმანეთის მიმართ
ერთი და იგივე სკოლის მოწაფეებმა ერთმანეთი უნდა ჩავთვალოთ ძმებად. ჩვენ კეთილგანწყობილები უნდა ვიყოთ ყველა ამხანაგის მიმართ,უნდა ვეხმარებოდეთ მათ ნებადართულის ფარგლებში და უნდა დავიცვათ უფრო სუსტები და უფრო უბედურები.
ამხანაგობა არის მეგობრობის დასაწყისი.
მაგრამ მაინც ფრთხილად ვიყოთ მეგობრების შერჩევაში და არ დავივიწყოთ ძველი ანდაზა :
«მითხარი ვინაა შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ.»
სკოლა არის დიდი ოჯახი და პატარა საზოგადოება.
მოწაფეებმა უნდა ისწავლონ სოციალური ცხოვრება.
მათ არაფერი უნდა დაუშავონ არავის,ისინი უნდა იყვნენ ზრდილობიანები და თავაზიანები,უნდა ეხმარებოდნენ ერთმანეთს. მათ უნდა უყვარდეთ ერთმანეთი.
კარგი ამხანაგი არაა მაჩხუბარა და მაბეზღარა,მას არ შურს თავისი თანაკლასელების წარმატებებისა.
ის მოგვიანებით გახდება გულწრფელი მეგობარი,პატიოსანი ადამიანი და კარგი მოქალაქე.
მოვალეობის აღსრულებაა მთავარი და არა დროისტარება,სიამოვნება და გართობა. ესეთი იყო ფრანგული მორალი 1968 წლამდე.

კარგად ზრდილი ბავშვი
ზრდილობა-თავაზიანობა
ბავშვი პირველ რიგში უნდა იყოს ზრდილობიანი და მას უნდა ჰქონდეს კარგი მანერები. ადამიანი კეთილგანწყობილია კარგად ზრდილი ბავშვის მიმართ და უზრდელი და ქამი არ უყვარს არავის.
მე,მაშ,ზრდილობიანი ვიქნები ყველასთან,ჩემს უფროსებთან,ჩემს თანასწორებთან,ჩემზე უფრო დაბლა მდგომებთან.
მე ზრდილობიანი ვიქნები სიტყვებით, საქციელით, ცხოვრების მთელი მანერით.
ჩვენ ზრდილობიანები უნდა ვიყოთ ყველასთან. კარგი მანერები არის ზრდილობის და განათლების პირველი ნიშანი,მაგრამ ჩვენი გრძნობები უნდა პასუხობდეს გარეგნობას ვინაიდან ნამდვილი ზრდილობა მოდის გულიდან.
ზრდილობა მუდამ არის კეთილგანწყობის,სიკეთის და თავმდაბლობის ნიშანი.

ზრდილობა სოფელში
კარგი იყო სოფელში. ყველა იცნობდა ერთმანეთს.შეხვედრისას ყველა ესალმებოდა ერთმანეთს და ყველა მიმართავდა ერთმანეთს სახელით//ანუ ყველამ იცოდა ყველას სახელი,ყველა იცნობდა ერთმანეთს,გ.მ.//.
მეტიც შეხვედრისას ჩერდებოდნენ და ესაუბრებოდნენ ხოლმე ერთმანეთს.
მე კარგად ვგრძნობ თავს როდესაც ქალაქიდან ვბრუნდები სოფელში.
მე ვგრძნობ რომ ვარ სახლში. დიდები და პატარები მესალმებიან და კარგადა ვარ.

მაგრამ ქალაქებთან მეტისმეტად ახლოს მდებარე სოფლებში ვითარება იცვლება.
ბიჭები,მამლები,როგორც მათ უძახიან ჩემს ქვეყანაში,კვირა დღეს ატარებენ ქალაქში,სადაც არ სწავლობენ არაფერ კარგს და თითქმის ყოველთვის ტოვებენ იქ თავის ზრდილობას.
ისინი ხედავენ რომ ქალაქელები დიდად არ ესალმებიან ერთმანეთს. ეს ბიჭები სოფელში დაბრუნებისას თამაშობენ ქალაქელებს და ისინიც აღარ ესალმებიან თანასოფლელებს.
ეს ბიჭები ცოტა რომ დაფიქრდნენ მიხვდებიან რომ ქალაქებად წოდებულ ჭიანჭველათა ბუდეებში იმდენი ცხოვრობს რომ ყველა ყველას რომ ესალმებოდეს და ქუდს იხდიდეს ყველა შემხვედრის დანახვისას სხვა რამისთვის დრო აღარ დარჩებოდათ და ქუდებიც შემოაცვდებოდათ.
ამიტომ ქალაქში ერთმანეთს ესალმებიან მხოლოდ ნაცნობები.
სოფელში კი ყველა ყველას იცნობს და შემხვედრისთვის სალმის მიუცემლობა ქალაქელების მიბაძვა კი არა უზრდელობაა.
ამიტომ უნდა ითქვას რომ დაუფიქრებლად მიბაძვა მაიმუნობაა.

სოფელში არიან სხვა უზრდელი ბიჭებიც. მაგრამ ისინი უზრდელები არიან შეგნებულად და არა დაუფიქრებლად,რაც უფრო უარესია.
თუ კი ვინმე ქალაქელი ან ბატონი ჩამოვა სოფელში საქმეზე ან დასასვენებლად მაშინ ეს ბიჭები თავხედურად ჩაუვლიან ხოლმე ისე რომქუდს არ მოიხდიან,მისალმების გარეშე.
ამით ეს ჯეელები ფიქრობენ ჩამოსულისთვის იმის ჩვენებას რომ ისინი თანასწორები არიან. ესაა იმის ჩვენება რომ მათ არაფერი მართებთ,სალამიც კი.

ესაა სიამაყე იმისა ვინც იცის მარტო თავისი უფლებები და არ იცის თავისი მოვალეობები.
ზრდილობა და თავაზიანობა კი მოვალეობაა და ამ მოვალეობის შესრულება სულაც არ ამდაბლებს ადამიანს,პირიქით,ამაღლებს.
ისეც მომხდარა რომ მივსალმებივარ და საპასუხოდ არ მომსალმებიან და არ მოვმკვდარვარ.
თავი დამიმშვიდებია იმით რომ სამოქალაქო და პოლიტიკური თანასწორობა კიდევ მიტოვებს ერთგვარ უპირატესობას,ზრდილობას.

შეგირდი ბავშვი,მოვალეობები პატრონის მიმართ

სკოლაში სწავლის დამთავრების შემდეგ ვისწავლიდი ხელობას რომელიც მომცემდა ღირსეულად არსებობის საშუალებას.
სწავლის დროს ვიქნებოდი დამჯერი,ვიმუშავებდი პატიოსნად.
თავისუფალ დროს გამოვიყენებდი სასარგებლო გართობისთვის,თავს ავარიდებდი ცუდ საზოგადოებას და შევინარჩუნებდი სკოლაში შეძენილ კარგ ჩვევებს.

სკოლის დამთავრების შემდეგ ჩვენ ვიწყებთ სერიოზულ ცხოვრებას.დასაწყისია პროფესიის არჩევა.
პროფესია უნდა შევარჩიოთ ჩვენი მიდრეკილებებისა და ჩვენი მშობლების მდგომარეობის შესაბამისად.
მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს პროფესია უნდა ვიმუშაოთ გულმოდგინედ და პატიოსნად.
თავიდან კი უნდა ვიყოთ დამჯერი და მშრომელი,ყველანაირად ღირსეული შეგირდი.
შემდეგ ჩვენ თვითონ უნდა გავხდეთ პატრონები და უნდა შევქმნათ ღირსეული ვითარება.
ყველანაირი ხელობა კეთილშობილია მაშინ როდესაც მას კარგად და პატიოსნად მისდევ და ბედნიერია ის ვინც კმაყოფილდება ამით.

ბოლო რჩევები სკოლის დამამთავრებელ ბავშვებს

ბავშვებო,თქვენ იწყებთ ცხოვრებას და ის ათას გზას უხსნის ადამიანის საქმიანობას. ყოველი თქვენგანი აირჩევს რომელიმე გზას.
ზოგის კარიერა იქნება ბრწყინვალე,ზოგის კი ბნელი და ფარული. ამას მნიშვნელოვანწილად გადაწყვეტს თქვენი მშობლების მდგომარეობა და ქონება.
იმათ ვისაც შეხვდება ნაკლები წილი არ უნდა იჩივლონ. ის რაც სულაც არაა დამოკიდებული ჩვენზე ვერ იქნება ჩვენთვის ნამდვილი სიკეთე.
და სამშობლო ცხოვრობს მისი ყველა შვილის დახმარებითა და შრომით.
საზოგადოების მექანიკაში სულაც არაა უსარგებლო
ჭანჭიკი.

სახელმწიფოს მმართველი მინისტრი საკუთარი ხელით შრომით ქვეყნის გამამდიდრებელი ხელოსნისგან განსხვავდება მხოლოდ ფუნქციით. ერთის ფუნქცია უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მეორის ფუნქცია.
მაგრამ ამ ფუნქციების კარგად შესრულების შემთხვევაში მორალური ღირსება ერთნაირია.
ბავშვებო,ყოველი თქვენგანი უნდა დაკმაყოფილდეს წილით რომელიც მას შეხვდა. ყოველ თქვენგანს თავის ადგილზე ექნება შესასრულებელი მოვალეობა, გასაკეთებელი სიკეთე.
ეს იქნება თქვენი ამოცანა რომელიც უნდა შეასრულოთ მამაცურად და ენერგიულად,პატიოსნად და ერთგულად. ამით თქვენ თქვენს მდგომარეობაში გააკეთებთ იმას რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა.
ნუ შეგშურდებათ იმათი ვინც გჯობიან ნიჭით ან იღებენ ქონებას წყაროდან რომელიც არა გაქვთ. ნუ გაბოროტდებით მათზე.
და თუ მთელი მონდომებით გაისარჯეთ მაგრამ ვერ მიაღწიეთ მიზანს არ გაბოროტდეთ საკუთარ თავზე.
ძალისხმევაა მთავარი და არა წარმატება.
მოვალეობის შესრულება,მოვალეობის აღსრულება,აი,ბავშვებო,ცხოვრების ნამდვილი მიზანი და ნამდვილი სიკეთე.
მოვალეობის აღსრულება შეუძლია ყველას,ღარიბსაც და მდიდარსაც,უსწავლელსაც და სწავლულსაც, მწყემსსაც და მეფესაც…
იცხოვრეთ ამ რწმენით და არ დაუშვებთ შეცდომებს.

სოფლელ ქალიშვილებს

სოფლელი ქალიშვილი სულაც არ ოცნებობს ქალაქში ცხოვრებაზე. ის არ მიატოვებს ფერმას. ის არ მიდის იქ სადაც ადამიანები იხუთებიან და იგუდებიან. ის რჩება იქ სადაც სუნთქავენ. ის არ ტყუვდება მოჩვენებითობებით და თვალთმაქცობებით.
ღმერთმა სოფლელ ქალიშვილს მისცა წმინდა სიხარულები,ტკბილი იმედები და მოკრძალებული საჭიროებები.
სოფლელმა ქალიშვილმა ისინი არ უნდა გაცვალოს ყალბ სიხარულებში, გიჟურ იმედებში და უზომო მოთხოვნილებებში.
ქალაქი არის ერთგვარი გოგირდი სადაც ცხელი ჰაერი ცვლის მზეს,სადაც არსებობა მეტისმეტად სწრაფია და ადამიანს უჭირს ადამიანობის შენარჩუნება,სადაც სურნელება სუსტდება და საუკეთესო ხილი ხდება უგემური.
იქ ჭკნებიან, იქაა ციებ-ცხელება და არა ჯანმრთელობა.
ქალიშვილი,მაშ, უნდა იყოს სახლში,მიწაზე, ღია ცის ქვეშ.
მძიმე სამუშაო არაა სოფლის ქალიშვილისთვის. მან უნდა დაალაგოს ფერმა,მოუაროს ბოსტანს. მისი არე იქაა და არა სხვაგან…///სამწუხაროდ ომისშემდგომმმა ურბანიზაციამ ცოტა რამე თუ დატოვა ფრანგული სოფლისგან,გ.მ.//.
წიგნის ავტორი ბავშვებს შემდეგ ასწავლის რომ შრომა და სწავლა ჯობია შხამიანი სასმელით გამოტვინებას და უაზრო დროისტარებას,რომ ბედნიერია ის ვინც ხმაურისგან და ფუსფუსისგან მოშორებული საკუთარი ხელით ამუშავებს მემკვიდრეობით მიღებულ მამულს,ველ-მინდორს…..

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s