გავიცნოთ ნეობუდიზმიც

Description de cette image, également commentée ci-après

თანამედროვე ფრანგი პოპულარული ათეისტი ნეობუდისტი ფილოსოფოსი ანდრე კომტ-სპონვილი

http://philitt.fr/2015/04/03/la-decadence-autopsie-dun-fantome-europeen/

ჩვენ ვცხოვრობთ ნიცშეს მიერ ნაწინასწარმტყველებ ნიჰილისტურ ანუ უმაღლეს ღირებულებათა და იდეათა უარმყოფელ და მნგრეველ  სამყაროში.

ნიცშეს  პერსონაჟი და არა ნამდვილი ზარატუსტრა ამბობდა რომ მან ყველა ცოცხალში ნახა მისწრაფება ძალაუფლებისკენ, ძლიერებისკენ, მონასაც კი უნდა ბატონობა….

 

დეკადანსი,გადაგვარება,საშველის ძიება

ყველაფერი გააქტიურდა მარატ-რობესპიერის ბარბაროსი ვანდალების მიერ ლამაზი საფრანგეთის აოხრებით.

1796 წლიდან ჟოზეფ დე მესტრი ამბობდა რომ საფრანგეთის რევოლუცია არის ღვთაებრივი სასჯელი//იხ მისი «მოსაზრებები საფრანგეთის შესახებ», Joseph de Maistre, sesConsidérations sur la France//იმდროინდელი პესიმისტების აზრით ფრანგი ხალხი  არის დეკადანსის,დაცემის განმცდელი ხალხი რომელსაც ძირს უთხრის განმანათლებელთა ირელიგიურობა-არარელიგიურობა და ვულგარული მასის ბატონობა.

«რელიგია,მონარქია, აი ორი რამ რომლებისკენაც უნდა წაყვანოს კეთილგონიერებამ ჩვენი ქვეყანა », ამბობდა არც მეტი და არც ნაკლები  ონორე დე ბალზაკი თავისი «ადამიანური კომედიის » წინათქმაში.

მე-19 საუკუნე შეძრა სციენტიზმმა, ინდუსტრიულმა რევოლუციამ. ადამიანებზე მიყენებულმა დარვინიზმმა, ბუნებრივი გადარჩევის თეორიამ  აფიქრებინა ზოგს რომ ადამიანური  საზოგადოებები არაა ადაპტირებული რაც მათ დაღუპავს.

არტურ დე გობინომ  ნაშრომში «ნარკვევი ადამიანის რასათა უთანასწორობის შესახებ»//Arthur de Gobineau, Traité  sur l’inégalité des races humaines// ილაპარაკა არიული რასის უპირატესობაზე და დაასვნა რომ ფრანგები კარგავენ სიცოცხლისუნარიანობას,რამაც გააჩინა მისი რასის მოსპობის შიში.

«მამაკაცებში ზოგადი  სუსტი,ღარიბ-ბეჩავი იერი, სიგამხდრე,სიმახინჯე;

ქალებში  საშვილოსნოს ავადმყოფობათა გავრცელება, აი რატომ ჩნდება ნაკლები ბავშვი », ამბობდა ეს მწერალი,რომელსაც პატივს სცემდა ადოლფ ჰიტლერი. უკვე ლაპარაკობდნენ გადაგვარებაზე და არა დეკადანსზე.

სოციალისტი ემილ ზოლაც კი ალაპარაკდა ბიოლოგიურ დეკადანსზე.

პირველმა მსოფლიო ომმა თავისი მილიონობით დაღუპულით და ხეიბარით  აჩვენა რომ სციენტიზმის მიერ ნაქებ-ნადიდები ტექნიკური პროგრესი შეიძლება გამოყენო  მთელი ხალხების ამოსაწყვეტად.

ამან გააორმაგა მოაზროვნე ევროპელთა ნაღველი და დარდი.

ჩვენ, ცივილიზაციებმა, ეხლა კი ვიცით რომ მოკვდავნი ვართო,იყვირა1919 წელს დიდმა პოლ ვალერიმ// Paul Valéry// და იკითხა შესძლებს თუ არა ევროპა თავის უპირატესობათა შენარჩუნებას.

10 წლის შემდეგ ზიგმუნდ  ფროიდი დაეჭვდა იმაში შეძლებს თუ არა ცივილიზაცია ადამიანის მხეცური აგრესიული თვითმნგრეველი გაუცნობიერებელი მისწრაფებების მოთოკვა-შეკავებას.

გვამებით,ხეიბრებით,ნანგრევებით სავსე ევროპა შეძრა ბოლშევიკური რევოლუციის გავრცელებამ.

გავრცელდა უცხოელის,კომუნისტის, პოლიტიკოსის,ებრაელის სიძულვილიც. ყველა ესენი შესძულდა უამრავ არც თუ სულელ ადამიანს.

ამ ხანას გადმოსცემს ოსვალდ შპენგლერის// Oswald Spengler//  1918 და 1922  წლებში გამოცემული ნაშრომი «დასავლეთის დაკნინება », რომელმაც შთააგონა ჰიტლერი.

მეორე მსოფლიო ომის წინ 1929 წლის კრიზისის გამოკიდევ უფრო გაღარიბებულ ძალადობით დაძაბულ ევროპაში იყო  ჯავრი, ევროპის და მთელი მსოფლიოს დეკადანსის შიში, იპოვეს განტევების ვაციც-ებრაელი.

მე 12 ჰიტლერი მირჩევნია ერთ ყოვლისშემძლე  ბლიუმს, იკივლა სელინმა// Céline//.

ჰიროსიმას  მერე აბსურდი

მეორე მსოფლიო ომის დროს იყო საკონცენტრაციო და სიკვდილის ბანაკები. 1945 წლის აგვისტოში ატომური ბომბები თხლიშეს ლამაზ იაპონიას.

კაცობრიობა დაფიქრდა იმაზე დარჩა თუ არა რამე მორალური ღირებულებებისგან, სულ ხომ არ გაგიჟდა და გამხეც-გაპირუტყვდა კაცობრიობა.

1968 წელს ფაშისტო-ფაშისტოს ძახილით საფრანგეთის მხსნელ ქრისტიან შარლ დე გოლს გამოეკიდნენ აწყვეტილ ჰედონისტ  ცინიკოს ნიჰილისტთა ბრბოები რომელთაც პარიზის სორბონას უნივერსიტეტზე გამოკიდეს მარქსის,ლენინის და მაოს ფოტოები.

ობერჩეკისტი ანდროპოვის მიერ ნალოლიავები მიხაილ  გორბაჩოვის მსოფლიო დემოკრატიის სუპერსტარად გადაქცევის შემდეგ ხომ რაღა არ ანგრიეს ლამაზი ლოზუნგების ღნავილით.

ეხლა ევროპის კათედრალებს არბევს და პარიზის მადლენის ეკლესიის საკურთხეველზე შარდავს ვიღაც ტიტველი გომბიო.

არის მორალური, სულიერი,ფინანსური, ეკონომიკური კრიზისი, ტერორიზმი, ევროპის ირგვლივ ომებია, მთელი ქვეყნები ინგრევა,იქცევა,ქრება, მაფიები ქალებს და ბავშვებს.მთელ ხალხებს ყიდიან როგორც ნახირს…

აი ამ პირობებში გაოგნებული  ევროპელები და ამერიკელები საშველს ხედავენ აღმოსავლეთში, კერძოდ ბუდიზმშიც…

 

 

  Cerf William,    უღმერთო რელიგიის ტრიუმფი,30/07/1998

ათეიზმის და სულიერების,სხეულის და სულის შერიგებით მან დაიპყრო ათასობით ფრანგთა გული, მაგრამ იყო ზოგი გაუგებრობაც.

მე-3 ათასწლეულში შესვლა არ იქნება დაფდაფ-ზურნა-დუდუკით,მაგრამ ინება ლიტანიების,მელოპეების და ლოცვათა ხმები რომლებიც ვერ მოსპო მეოცე საუკუ ნემ.

ესაა რევანში,დიახ, სულიერის რევანში მატერიალურზე, ჭვრეტის რევანში მოხმარებაზე.

ღვთაებრივი მოულოდნელობა რომელიც გვპირდება საშინელ აურზაურ-კაკოფონიას რომელშიც ყველაზე  უარესი იქნება საუკეთესოს გვერდით.

ბევრი უკვე დაიბნა. ზოგმა თავი შეაფარა წარსულს, ზოგი დაეძებს თავის გზას და სჯერა რომ დედამიწა უკვე არის მხოლოდ პლანეტარული სოფელი და მეტი არაფერი.

გულგრილობა,ფანატიზმი,სინკრეტიზმი… ყოველმა ადამიანმა უნდა გაიკაფოს გზა ამ ახალი ბაბილონის კულუარებში.

ახალი საუკუნე  იუწყება Homo religiosus-ის,რელიგიური ადამიანის დაბრუნების შესახებ,მაგრამ ის ამზადებს სერიოზულ კულტურულ და ფილოსოფიურ გადასინჯვებს რომლებიც სერიოზულ ფასად დაუჯდება იუდეო-ქრისტიანობას.

იმიტომ რომ რელიგიური გამოღვიძება სულაც არაა იეჰოვას გამარჯვება.

ეხლა თითქოს იმარჯვებს ჰორიზონტალური, ყოველი ადამიანის ამ სამყაროსთან დამაკავშირებელი  ურთიერთობა და არა ტრანსცენდენტურობასთან ვერტიკალური კავშირი, უზენაესისადმი მორჩილება.

ამის საუკეთესო მაგალითია ბუდიზმის სულ უფრო და უფრო მზარდი წარმატება.

უხსოვარი დროიდან მოსული აზიიდან შემოტანილი ეს რელიგია არ კმაყოფილდება კინოსა და სცენის სულიერებას მოკლებულ ვარსკვლავთა მოხიბვლით. ის ამიერიდან იგებს ათასობით ფრანგის გულს. მის ადეპტთა ოფიციალური რაოდენობაა 600 000.

 

ეს ხდება  ჟანა დარკის და ვოლტერის ქვეყანაში.

ბუდისტები ამბობენ რომ მათი რელიგია სულაც არ ეწინააღმდეგება რაციონალიზმს თუ ქრისტიანობას,მაგრამ განა მართლაც მასეა ?

დომინანტური აზრი ეთანხმება ბუდისტების აზრს.

დიდმა ფრანგულმა გაზეთმა Le Figaro-მ დაადგინა რომ ბუდიზმი არის 2 მილიონი ფრანგის საყვარელი რელიგია.

ლაპარაკია უფრო  მოხიბლვაზე  და არა უშუალოდ გაბუდისტებაზე,მაგრამ ბუდიზმით მოხიბლულთა რაოდენობა იზრება და იზრდება

არიან « გულით ბუდისტი კათოლიკეები »,  «გულით ბუდისტი » პროტესტანტები, «გულით ბუდისტი » იუდევლები.

ბევრი ბევრი 10 000 კაცი მისდევდეს ყოველდღიურად ბუდისტურ პრაქტიკებს, 100 00 ნამყოფია ბუდისტური მედიტაციის თუ განდგომის ცენტრებში.

მათ ემატებიან ზენით,იოგათი,განმუხტვა-მოსვენებით,დიეტეტიკით, სტაჟებთ,ფორმაციით, მედიტაციის ყველა ფორმით, რბილი მედიცინით,შიაცუთი და ა.შ.მოკლედ ბუდისტური კულტურის ელემენტებით გატაცებულები.

ასე მივალთ ბუდიზმის მეტ-ნაკლებად  ბეჯითად მიმდევარ 150 000 ფრანგამდე  და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადასტურებულ 600  000  ბუდისტამდე.

მათ უნდა დავუმატოთ საფრანგეთში ბედნიერად დამკვიდრებული დიდი აზიური, ყველაზე მეტად ვიეტნამური, თემი.

ეს ბირთვი, განსაკუთრებით პირადი რწმენის და მაგალითის ხარისხით, გავლენას ახდენს დანარჩენ საზოგადოებაზე.

ეს მოსწონთ განათლებულ-დიპლომირებულებს.

დიდი პლანეტარული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები დიდი სიმპატიით აჩვენებენ ტიბეტური ბუდიზმის ლიდერ დალაი ლამას.

დალაი ლამა სულ არ გავს ღვთისმსახურის ძვირფასი სამოსის მატარებელ  იუდაიზმის,ქრისტიანობის,ისლამის სასულიერო იერარქებს.

    თბილი, მშვიდი,ცხოვრებით ბედნიერი დალაი ლამა განასახიერებს მოზეიმე  სიმშვიდეს რომელიც ზოგჯერ თითქოს აღარა აქვთ ქრისტიანობის,იუდაიზმის,მაჰმადიანობის ლიდერებს.

ესაა საუკეთესო რეკლამა.

დაბნეული დალაი ლამა არაპირდაპირ სარგებლობს მონოთეიზმის დაუძლურებით. არადა სიმპატიის მისი მთავარი რეზერვუარი.

ბუდიზმის პოპულარობას განაპირობებს დასავლური აზრის სისტემის დასუსტება.

ფრანულმა ჟურნალმა Cahiers du Sud ნაცისტურ გერმანიასთან დამარცხების შემდეგ,1940 წლიდან გამოაქვეყნა დიდად საინტერესო ნომერი «Message actuel de l’Inde»// «ინდოეთის თანამედროვე მოწოდება »//. ესაა დიდებული ანალიზი.

რამდენჯერაც დასავლური აზრი აღმოჩნდა წინააღმდეგობათა წინაშე და დაფიქრდა იმაზე თუ საით მივყავართ მეცნიერებას ის მიუბრუნდა მითოლოგიების და სულიერ დისციპლინათა დედას.

ეს წერილი მაშინ შეუმჩნეველი დარჩა,მაგრამ ეხლა ის იძენს წინასწარმეტყველების მნიშვნელობას.

ბუდას სამშობლოს უნდა გავეცნოთ თუ გვინდა გავიგოთ თუ რატომ ხდებიან ბუდისტებად ისეთი განათლებული ფრანგები როგორიც არის,მაგალითად, აკადემიკოსი ჟან-ფრანსუა რეველის შვილი Matthieu Ricard//მატიე რიკარი//.

ბუდისტებად ხდებიან ამას გარდა სტრესით გატანჯული კადრი, დეპრესიით გატანჯული მათემატიკის მასწავლებელი, გაყრილი მდივანი და ა.შ.

ძვ.წ. 560 წლის ვედურ,ბრაჰმანულ და კასტურ ინდოეთში გაჩენილმა ბუდამ მოახდინა უსისხლო  სულიერი რევოლუცია….

დაუჯერებელმა ინდურმა სულიერმა ნაყოფიერებამ ბუდამდე ბევრად ადრე გააჩინა ძალიან ძლიერი ხალხური რწმენა  სახელად სამსარა.

რენკარნაციის დოქტრინაზე დამყარებული სამსარა არის ნამდვილი მეტაფიზიკური ჯოჯოხეთი.

ყოველი არსება ურიცხვჯერ ჩნდება ამქვეყნად. სული უთვალავჯერ იცვლის სხეულებს ისე რომ არ ახსოვს წინა ცხოვრებები.

ეს მეტაფიზიკური ჯოჯოხეთი-სამსარა  არის  ადამიანის კარმას ანუ თვითონ მისი საქციელის შედეგი.

ჩვენი დღევანდელი ცხოვრება,მაშ,არის წინა ცხოვრებებში ჩვენი ქცევის შედეგი.

თუ კი ცუდად ვცხოვრობ ე.ი. ცუდად ვიქცეოდი წინა ცხოვრებაში.

თუ კი ეხლა კარგად მოვიქცევი კარგად ვიცხოვრებ მომავალ ცხოვრებაში.

ჩემი კარმა ანუ ჩემი დღევანდელი ქცევა წყვეტს,მაშ,გავიტანჯები თუ არა მომავალში და სამსარას მახრჩობელა ციკლიდან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალებაა კარგი კარმას მოპოვება.

ბუდას თქმით კარმა განსაზღვრავს ადამიანის სოციალურ მდგომარეობას….

მეფის სასახლეში ფუფუნებაში გაზრდილი ბუდა შეზარა  მოხუცის,ავადმყოფის,გვამის და მათხოვარი ბერის ნახვამ.

მან გადაწყვიტა რომ ბრაჰმანიზმი,კულტი, ღმერთებისადმი მსხვერლის შეწირვა,კასტები ვერ შველის ადამიანს.

ბრაჰმანებთან 7 წლის ასკეტური ცხოვრების შემდეგ 35 წლის პრინც გაუტამას ლეღვის ხის  ძირში ჰქონდა გამოცხადება//ბოდჰი// და მან სახელად მიიღო ბუდა//გამოღვიძებული//.

მან დაიწყო გამოცხადებულით მიღებული ცოდნის ქადაგება.

 

თავის პირველ საჯარო ქადაგებაში ბენარესში მან გადმოსცა ბუდიზმის საფუძვლები-«ოთხი კეთილშობილი ჭეშმარიტება» ,

აი პირველი და უმთავრესი :

 

ამქვეყნად გაჩენა ტანჯვაა,სიბერე ტანჯვაა,ავადმყოფობა ტანჯვაა,სიკვდილი ტანჯვაა, იყო იმასთან რაც არ გიყვარს ტანჯვაა, არ იყო იმასთან რაც გიყვარს ტანჯვაა, არქონა იმისა რაც გინდა ტანჯვაა,არსებობა იმისა რაც გეზიზღება და გეჯავრება ტანჯვაა…

სევდა-მწუხარება,წადილი,სიხარბე,ეჭვი და შური,ზიზღი და სიძულვილი ტანჯვაა.

ტანჯვის მიზეზებია გრძნობიერ,ხორციელ,მატერიალურ სიამოვნება-სიამტკბილობათა,ცვალებადი,წარმავალი,ხრწნადი და მოკვდავი სამყაროს  აკვიატებულ-აჩემებული უზომო სიყვარული და უმეცრება.

მთავარია ტანჯვისა და ტკივილის მოშორება,ბუდა ასწავლის ამის გზას.

ბუდა არ ყოფილა დაინტერესებული მეტაფიზიკით, ის არ ლაპარაკობდა სამყაროს შემოქმედ ღმერთზე,მისთვის მთავარი იყო მუდამ ცვალებადი,წარმავალი,ხრწნადი და მოკვდავი მტანჯველი სამყაროსგან ხსნა.

ადამიანი დღეს საკუთარ თავს აიგივებს თავის საბანკო ანგარიშთანაც, სახლთანაც,ავტომობილთანაც,პრესტიჟთანაც,სოციალურ როლთანაც და არა მარტო ოჯახთან და მეგობრეთან ანუ ადამიანებთან.

ბუდისტების აზრით ესაა ნევროზების და ადამიანის ტანჯვის მთავარი მიზეზი.

აუცილებელია მატერიალური სამყაროს თავის ადგილზე დაყენება.

გაუთავებლად მომხვეჭელ აგრესიულ-მატერიალისტურ-ჰედონისტურ და ადამიანის ყიდვა-გაყიდვის  ობიექტად მქცეველი მტანჯველი დღვანდელობა როდესაც ულამაზესი ევროპული კათედრალების დარბევა ტიტველი გომბიოების მიერ ცხადდება თავისუფალი  აზრის გამოხატვად ბუდიზმისკენ უბიძგებს მოაზროვნე ევროპელებს და ამერიკელებს.

ბუდისტების აზრით არა აქვს მნიშვნელობა იმას თუ როგორ გაჩნდა ეს მტანჯველი სამყარო და როგორ დაამთავრებს ის თუ სხვა მეტაფიზიკურ საკითხებს.

ბუდა აჩვენებს ინდივიდუალური ხსნის გზას.

 

ყველა სულიერი  არსება იტანჯება და უნდა ვუთანაგრძნოთ და გვერდში უნდა დავუდგეთ ყველას, უნდა ერთმანეთთან შევარიგოთ ათეიზმი და სულიერება, მთავარია ბოროტების ფესვების დანახვა,სწორი,წესიერი,პატიოსანი აზროვნება,მეტყველება და ქცევა,ძალადობის მინიმუმამდე დაყვანა,აგრესიის მოგერიებით შემოფარგვლა, ამის ძალადობის გარეშე გაკეთების გზების ძიება,სიმშვიდე-ნირვანა.

მოკრძალებულ ბუდიზმს უნდა ათეიზმის და სულიერების შერიგება.

სიმშვიდესთან და ფარდობით თუ აბსოლუტურ სიცარიელე-ნირვანასთან მისასვლელად ბუდიზმმა იმთავითვე წარმოიდგინა სხეულის და სულის წონასწორობა რომლის მიღწევის ერთ-ერთ უმთავრეს ხერხად ჩათვალა მედიტაცია.

ბუდას მოწაფეეებმა განავითარეს იოგა და დაადგინეს კვების ძალიან მკაცრი წესები.

საფრანგეთი მსოფლიო რეკორდსმენია გამაყუჩებელ-დამამშვიდებელთა მიღების თვალსაზრისით. ცხოვრების ეს ჰიგიენა აქ ძალიან მიმზიდველია.

ბუდიზმი აქცენტს სვამს შინაგანი სიცარიელის ცნებაზე და ეს კარგ მომავალს უხსნის მას ურბანულ ცივილიზაციებში.

ბუდიზმის პოპულარობას აძლიერებს ფსიქოანალიზის დაბერება-დასუსტებაც.

ბუდიზმი დღეს იზიდავს  დასავლელ ფილოსოფოსებსაც.

ასე მაგალითად დღეს დიდად პოპულარულ ფრანგ ათეისტ  ფილოსოფოს ანდრე კომტ-სპონვილს // André Comte-Sponville// ხიბლავს  ბუდას «მხიარული პესიმიზმი».

« არაფრის იმედის არქონა, არაფრის ლოდინი, ასეთია ბედნიერებისკენ მიმავალი გზა» , აი ასე ფიქრობს ეს ფილოსოფოსი.

ის არ გაბუდისტებულა მთლიანად, მაგრამ თავს ნეობუდისტად აცხადებს.

ბუდასთვის ადამიანი წმინდა მედიტაციის ანუ ხსნის,სიმშვიდის,მტანჯველი მატერიალური სამყაროსგან მოყვეტა-ნირვანას წინა მდგომარეობას აღწევს სიკეთის, ყველა ცოცხალი არსების,მათ შორის პირუტყვების მიმართ თანაგრძნობით.

ეს ეთიკა უერთდებათანამედროვე ფრანგი ათეისტი ფილოსოფოსი ანდრე კომტ-სპონვილის ეთიკას.

ეს ავსებს დასავლური აზრის სიცარიელე-ლაკუნებს.

მე პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებელთა,მეტიც,წმინდა ნინოს ქრისტიანობა მირჩევნია,მაგრამ ესეც ჯობია ტანკით თბილისის მნგრეველთა და ამით კმაყოფილთა უსაქციელობას.

://www.lexpress.fr/informations/le-triomphe-de-la-religion-sans-dieu_629791.html

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s