პოლიტიკა საინტერესო ევროპელის აზრით

 

Pensées sur la politique

André Comte-Sponville

 

პოლიტიკა საინტერესო ევროპელის აზრით

1952 წელს პარიზში დაბადებული ფილოსოფოსი, ეთიკის ეროვნული საკონსულტაციო კომიტეტის წევრი ანდრე კომტ-სპონვილი// André Comte-Sponville//,

 

ადამიანი არის  გულზიარი,გულღია არსება.მას სრულფასოვნად არსებობა შეუძლია მხოლოდ მისნაირთა წრეში.

ამავე  დროს ის არის ეგოისტი ცხოველი.

მისი ასოციალური სოციალურობა შვრება იმას რომ ადამიანს არ შეუძლია არც სხვათა გარეშე არსებობა და არც  მათი გულისთვის საკუთარ წადილებზე უარის თქმა.

სწორედ ამიტომ გვჭირდება  პოლიტიკა

პოლიტიკა გვჭირდება იმიტომ რომ კონფლიქტების გადაწყვეტა მოვახერხოთ ძალადობის და ნგრევა-სისხლისღვრის გარეშე.

იმიტომ რომ ჩვენი ძალები ერთმანეთთან დაპირისპირების მაგივრად  ემატებოდნენ და აძლიერებდნენ ერთმანეთს.

პოლიტიკა გვჭირდება ომის, შიშის, ბარბაროსობის თავიდან ასაცილებლად.

სწორედ ამიტომ გვჭირდება   სახელმწიფო.

არა იმიტომ რომ ადამიანები არიან კარგები თუ სამართლიანები.

სწორედ ამიტომ რომ ისინი არ არიან კარგები თუ სამართლიანები.

არა იმიტომ რომ ისინი არიან სოლიდარულები,არამედ იმიტომ რომ მათ გაუჩნდეთ სოლიდარულ არსებებად გადაქცევის შანსი არა ბუნებით არამედ კულტურით,ისტორიით.

და სწორედ ესაა პოლიტიკა, ისტორია ქმნის, გაჩერების,განახლების პროცესში,ისტორია დღეს,და ესაა ჩვენი, ერთადერთი ისტორია.

და როგორ არ უნდა გაინტერესებდეს პოლიტიკა ? მაშინ არაფერი არ უნდა გაინტერესებდეს იმიტომ რომ  ყველაფერი პოლიტიკაზეა დამოკიდებული.

რა არის პოლიტიკა ? ესაა კონფლიქტების გადაწყვეტა ომების გარეშე, ალიანსები და ძალთა თანაფარდობები არა მხოლოდ ინდივიდებს შორის,როგორც ოჯახშია თუ რომელიმე ჯგუფში,არამედ მთელი საზოგადოების მასშტაბით.

პოლიტიკა,მაშ,არის ადამიანების საზოგადოების,ქვეყნის,პოლისის,სახელმწიფოს მასშტაბით ერთად ცხოვრების ხელოვნება.

ჩვენს მიერ აურჩეველ, სიმპატიურ თუ უსიმპატიო, მრავალი თვალსაზრისით მოწინააღმდეგეებთან თუ მოკავშირეებთან ერთად ცხოვრების,თანაარსებობის ხელოვნება.

 

ეს გულისხმობს მთავრობას,მთავრობათა ცვლილებას,დაპირისპირებებს,მაგრამ მოწესრიგენულ  დაპირისპირებებს.კომპრომისებს,მაგრამ დროებით კომპრომისებს, დაბოლოს შეთანხმებას უთანხმოებათა ფორმის შესახებ.

სხვაგვარად იქნება მხოლოდ ძალადობა.

პოლიტიკამ,რომ იარსებოს,მან ჯერ ხელი უნდა შეუშალოს ძალადობას.

პოლიტიკა იწყება იქ სადაც მთავრდება ომი.

უნდა ვიცოდეთ თუ ვინ ხელმძღვანელობს და ვინ ემორჩილება,ვინ ადგენს კანონს და ისაა ის ვისაც უწოდებენ სუვერენს .

სუვერენი  შეიძლება იყოს მეფე , შეიძლება იყოს დესპოტი//მონარქიაში//.ის შეიძლება იყოს ხალხი//დემოკრატიაში//.

სუვერენი  შეიძლება იყოს ინდივიდთა ესა თუ ის ჯგუფი,სოციალური კლასი, პარტია,ე.წ. თუ ნამდვილი ელიტა //არისტოკრატია//.

სუვერენი  შეიძლება იყოს და ხშირად არის კიდეც  ამ 3 ტიპის რეჟიმის განსაკუთრებული ნარევი.

მიშელ ფუკოს თქმით  «ხელისუფლება ყველგანაა »,უფრო  კი ხელისუფლება უამრავია, მაგრამ მათ თანაარსებობა შეუძლიათ მხოლოდ აღიარებული  ყველაზე ძლიერი ხელისუფლების არსებობის პირობებში.

ხელისუფლებათა სიმრავლე,სუვერენის თუ სახელმწიფოს ერთადერთობა,მთელი პოლიტიკა თამაშდება აქ.

 

ამიტომაა საჭირო პოლიტიკა.

მაგრამ განა დავემორჩილებით პირველ მოსულ მხეცს ?  რა თქმა უნდა არა !

ჩვენ ვიცით რომ საჭიროა 1 ან მრავალი ხელმძღვანელი,ჩვენ ვიცით რომ საჭიროა დაჯერება,მაგრამ არა სულერთია ვის მორჩილება და არა სულერთია რის ფასად მორჩილება.

ჩვენ გვინდა მორჩილება თავისუფლად, რომ  ქვეყნის ხელისუფლებამ არ გააუქმოს ჩვენი ხელისუფლება.

პირიქით, ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა მოგვცეს ჩვენი ხელისუფლების გარანტია, უნდა გააძლიეროს ის.

ამას მთელი სავსებით ვერ მივაღწევთ, ამას მთლიანად არ უარვყოფთ.

ამიტომ ვართ ჩართული პოლიტიკაში, იმიტომ რომ ვიყოთ  უფრო თავისუფლები,უფრო ბედნიერები, უფრო ძლიერები.

არა ერთმანეთისგან ცალ-ცალკე ან ერთმანეთის ჯინაზე და საწინააღმდეგოდ არამედ ერთად.

ან უფრო ზუსტად ერთროულად ერთადაც და საპირისპიროდაც იმიტომ რომ სხვანაირად არ დაგვჭირდებოდა პოლიტიკა.

პოლიტიკა გულისხმობს უთანხმოებას, კონფლიქტს, წინააღმდეგობას.

როდესაც ყველა თანახმაა იმაზე რომ ჯანმრთელობა ჯობია ავადმყოფობას და ბედნიერება ჯობია უბედურებას ეს არაა პოლიტიკა.

მაგრამ არც საკუთარ კუთხე-კუნჭულში ჩარჩენა და მარტო თავისი პაწაწა საქმეებით დაკავებაა პოლიტიკა.

პოლიტიკა გვაერთიანებს ჩვენი ერთმანეთთან დაპირისპირებით :.ჩვენ ერთმანეთს ვუპირისპირდებით  და ვდავობთ იმის თაობაზე თუ როგორ უნდა გავერთიანდეთ უკეთესად !

და ეს არ შეწყდება

ცდებიან ისინი ვინც ლაპარაკობენ პოლიტიკის დასასრულზე.

ეს იქნება კაცობრიობის,თავისუფლების,ისტორიის დასასრული.

მათი არსებობის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ დაშვებული და დაძლეულ-გადალახული კონფლიქტის პირობებში.

პოლიტიკა ზღვის მსგავსად მუდამ ხელახლა იწყება.

ისაა ბრძოლა და ერთადერთი შესაძლებელი მშვიდობა.

ვიმეორებ რომ პოლიტიკა არის ომის საწინააღმდეგო რამე და ესაა მისი დიდება.

პოლიტიკა არის ბუნების,ბუნებრივი მდგომარეობის საწინააღმდეგო რამე და ესაა მისი აუცილებლობა.

როგორ ვიცხოვროთ ერთად და რის საკეთებლად ?

აი 2 და საჩქაროდ გადასაწყვეტი პრობლემა. //იმიტომ რომ გვაქვს აზრის,ბანაკის,უმრავლესობის შეცვლის,დასვენების  უფლება//.

ყოველმა ადამიანმა უნდა იფიქროს,ყველამ უნდა ვისაუბროთ და ვიკამათოთ.

რა არის პოლიტიკა ?

ესაა ერთობლივი დაკონფლიქტური ცხოვრება,სახელმწიფოს ბატონობის პირობებში და სახელმწიფოს კონტროლისთვის.

პოლიტიკა არის ხელისუფლების აღების,შენარჩუნების და გამოყენების ხელოვნება.

ესაა აგრეთვე ხელისუფლების გაყოფა-გაზიარების ხელოვნება ვინაიდან სინამდვილეში არაა ხელისუფლების აღების სხვა საშუალება.

 

ცდება ის ვინც პოლიტიკაში ხედავს  მეორეხარისხოვან და საზიზღარ საქმიანობას.

სულაც პირიქითაა მართალი.

საერთო ცხოვრებით,საერთო ბედითა და ხვედრით,საერთო ბრძოლებით დაინტერესება არსებითი ამოცანაა ყოველი ადამიანისთვის.

და ვერავინ  აარიდებს თავს ამას.

განა დაუთმობ ადგილს რასისტს,ფაშისტს,თაღლით-გაიძვერა-მამაძაღლს ?

,მერე რა უფლების ძალით დაიჩივლებ მომხდარ უბედურებაზე ?

როგორ არ უნდა იყო ყველაზე უარესის თანამზრახველი ?

პოლიტიკისთვის თავის არიდება საკუთარი ხელისუფლების ნაწილის უარყოფაა, რაც ყოველთვის საშიშია, საკუთარ პასუხისმგებლობათა ნაწილის უარყოფაა, რაც ყოველთვის დასაგმობია.

აპოლიტიზმი შეცდომაცაა და დანაშაულიც..

ესაა საკუთარი ინტერესების და მოვალეობების წინააღმდეგ სვლა.

 

მაგრამ შეცდომაა პოლიტიკის მარტო მორალზე დაყვანაც, თითქოს საქმე გვქონდეს მარტო სიკეთესთან,სათნოებასთან და უანგარობასთან.

მორალი რომ ბატონობდეს აღარ დაგვჭირდებოდა პოლიცია,სასამართლოები,ჯარი,სახელმწიფო და პოლიტიკა.

მაგრამ სიღატაკის და მარგინალიზაციის დასაძლევად ვერ დაეყრდნობი მარტო მორალს.

მორალია ეგოიზმის საწინააღმდეგო რამე და არა პოლიტიკა.

პოლიტიკა არის ეგოიზმის კოლექტიური და კონფლიქტური გამოხატულება.

თუ კი ვართ ეგოისტები და ესაა ჩვენი ხვედრი,ბარემ ვიყოთ ეგოისტები ერთად და მაქსიმალურად ნაყოფიერად ინტერესთა თანხვედრის და სოლიდარობათა ორგანიზებით.

ჩემი,მეზობლის კარგად ყოფნა  ჩემი კარგად ყოფნაა. ესაა პოლიტიკური სოლიდარობა და არა მორალური უანგარო გულუხვობა.

გულუხვობა მორალური სათნოებაა,სოლიდარობა-პოლიტიკური.

სახელმწიფოს დიდი საქმეა ეგოიზმთა რეგულაცია და სოციალიზაცია.

ამიტომაა სახელმწიფო აუცილებელი.

პოლიტიკა არაა მორალის,მოვალეობის,კარგ გრძნობათა ბატონობა.

პოლიტიკა არის ძალების და აზრების,ინტერესთა თანაფარდობის და ინტერესთა კონფლიქტების ბატონობა.

პოლიტიკა არის გონიერი და სოციალიზებული ეგოიზმი.

თუ კი ეგოისტები ვართ ვიყოთ ერთად და გონივრულად და არა ლამაზი ლოზუნგების ღნავილით ტანკით თბილისის ნგრევით.

საერთო,საზოგადო ინტერესის და საერთო,საზოგადო კეთილდღეობის წყნარად.ორგანიზებულად და მოთმინებით ძიება ჯობია გორბაჩოვ-შევარდნაძის თუ  სხვათა მიერ შემოჩეჩებული ლამაზი ლოზუნგების ღნავილით  ქვეყნის გადაქცევას ნანგრევებად.

მორალის და პოლიტიკის მიზნები არ უპირისპირდება ერთმანეთს,მაგრამ მორალი  არაა საკმარისი ამ მიზნების მისაღწევად.

მორალი და პოლიტიკა ვერ გაიგივდება ერთმანეთთან.

მორალი თავისი არსით უანგაროა,პოლიტიკა-არა.

მორალი უნივერსალურია,საყოველთაოა, ან უნდა ასეთად ყოფნა,პოლიტიკა-განსაკუთრებულია.

მორალი მარტოსულია,ის მოეთხოვება პიროვნებას, პოლიტიკა კი კოლექტიურია.

მორალი ვერ იქნება პოლიტიკის მაგივრად და პოლიტიკა ვერ იქნება მორალის მაგივრად.

ამიტომ გვჭირდება მორალიც,პოლიტიკაც და განსხვავებაც მათ შორის.

რაც შეეხება პროფესიონალ პოლიტიკოსებს მეტისმეტი ილუზიების გარეშე  უნდა დავინახოთ როგორც საერთო კეთილდღეობისკენ მიმართული მათი ძალისხმევა  ისე მათი ღირსებები და სათნოებები.

სიფხიზლე არის ადამიანის უფლება, სიფხიზლე არის მოქალაქის მოვალეობა.

ეს იყო ანდრე კომტ-სპონვილი.

ეხლა სულ ცოტა ბარუხ დე  სპინოზაც

ბარუხ (ბენედიქტ) დე სპინოზა (ებრ. ברוך שפינוזה, ლათ. Benedictus de Spinoza) (დ. 24 ნოემბერი1632ამსტერდამი — გ. 21 თებერვალი1677ჰააგა) — ნიდერლანდელი ფილოსოფოსიპანთეისტირაციონალისტი.ბარუხ (ბენედიქტ) დე სპინოზა (ებრ. ברוך שפינוזה, ლათ. Benedictus de Spinoza) (დ. 24 ნოემბერი1632ამსტერდამი — გ. 21 თებერვალი1677ჰააგა) — ნიდერლანდელი ფილოსოფოსიპანთეისტირაციონალისტი.

ადამიანებისთვის ყველაზე სასარგებლოა მეგობრული ურთიერთობები,კავშირები რომლებიც აქცევენ მათ ერთ მთლიანობად და აძლიერებენ მათ მეგობრობას.

მაგრამ ამისთვის აუცილებელია სიფხიზლე და ოსტატობა-მოხერხება.

და ეს იმიტომ რომ იშვიათად ვინმე ცხოვრობს გონებით და გონივრულად .უმრავლესობა კი  უფრო შურიანი და შურისმაძიებელია ვიდრე  ლმობიერი და გულმოწყალე.

ადამიანები თავის თავს მართავენ ყველაზე ხშირად თავისი მიდრეკილებების შესაბამისად,მაგრამ სოციალური ცხოვრების შედეგები ბეცრად უფრო მომგებიანია ვიდრე უარყოფითი.

მაშ, უკეთესია თანასწორის მიერ მოყენებულ შეურაცხყოფათა ატანა და გულმოდგინედ,ბეჯითად მუშაობა თანხმობის და მეგობრობის დასამყარებლად.

თანხმობის წარმომშობი მიდის სამართალ-სამართლიანობამდე,თანასწორობამდე და პატიოსნებამდე.

ადამიანები ცუდად იტანენ როგორც უსამართლოს ისე იმას რაც ითვლება სამარცხვინოდ ანუ სახელმწიფოში პატივცემულ წეს-ჩვეულებათა აბუჩად აგდებას.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s