ბიბლიოთეკა, « ნარცისიზმის კულტურა»

 

Christopher Lasch.jpg

Christopher Lasch

 

კარავაჯოს ნარცისია ეს,1595

http://www.espacestemps.net/articles/de-ndividualisme-a-obsession-narcissique/#

ინდივიდუალიზმიდან ნარცისულ სიგიჟემდე

ბიბლიოთეკა, « ნარცისიზმის კულტურა»

კრისტოფერ ლაში// Christopher Lasch//, ნარცისიზმის კულტურა,ამერიკული ცხოვრება იმედების დაკნინების ხანაში, 2006/// La culture du narcissisme, La vie américaine à un âge de déclin des espérances, 2006//.

პარიზელი ფილოსოფოსი და პროფესორი  Christian Ruby  ყვება მეოცე საუკუნის მნნიშვნელოვანი ამერიკელი ისტორიკოსი,სოციოლოგი,სოციალურიკრიტიკოსი და ინტელექტუალი  კრისტოფერ ლაშის // 1932-1994//  წიგნზე რომელიც ეხლახანს გამოიცა ფრანგულადაც.

ამ ნაშრომით გამომცემელი გვთავაზობს  Complexe de Narcisse  ანუ  ნარცისის კომპლექსის ახალ გამოცემას. ის უკვე გამოიცა 1981 წელს და მივიწყებული იქნა.

 

მე,მე,მე-ს ძახილი ანუ ინდივიდუალიზმი მგონი გადადის ავადმყოფობა ნარცისიზმში რომელიც უფრო საკუთარი თავის სიძულვილია ვიდრე სიყვარული.

იქმნება კერძო, პირადი სფეროს კულტი რომელიც  გამომდინარეობს საზოგადოებრივი,საჯარო სფეროს დაშლა-დეზინტეგრაციიდან.

 

ნარცისიზმი  იშლება და იფურჩქნება  არეულ,უწესო,თავაშვებულ,მოძალადე საზოგადოებაში სადაც მომავლის პროგნოზი შეუძლებელია და ლამის სულერთია რის ფასად უნდა სცადო თავის გადარჩენა.

საშუალო კლასი ცხოვრობს სულ უფრო და უფრო საშიშ და არაპროგნოზირებად  პირობებში რომლებიც მას უბიძგებს გადარჩენის სტრატეგიათა შემუშავებისკენ სამყაროში რომელიც აერთგვაროვნებს არსებობის პირობებს პროლეტარულ ფორმებში.

ამდენად  არც ინდივიდუალიზმი და არც  ნარცისიზმი არაა ნაკლი თუ შეცდომა-დანაშაული. ესაა  თავდაცვის სტრატეგია.

ჩვენის აზრით ესაა ამიერიდან ყველაზე მთავარი იმისგან  რის ჩვენებასაც ცდილობს კრისტოფერ ლაში //1932-1994//, თავის დროზე Rochester-ის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი.

შეუმჩნეველი მკაცრი კონტროლის სისტემა

კრისტოფერ ლაში არ აკრიტიკებს და არ აგინებს თავის თანამედროვეებს…

ინტიმურობის კულტი არაა ახალგაზრდა თაობების შეცდომა თუ დანაშაული,

მათ ეშინიათ რომ შეუძლებელი იქნება ნამდვილი პირადი ცხოვრების,ნამდვილი ინტიმურობის აღმოჩენა

თანამოქალაქეების პირად ურთიერთობებს შეუძლიათ ხელის შეწყობა ნამდვილი ინტიმურობისთვის და სწორედ ამიტომ ტირანია საჯარო სარეკლამო თუ ემოციური ინტიმურობისა რომელსაც ამკვიდრებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები არ შეესაბამება არაფერს.

არადა ეს პროცესი შენიღბულია. ინტიმურობის პრაქტიკები დაექვემდებარა მკაცრი მაგრამ შეუმჩნეველი კონტროლის სისტემას.

ამერიკული საზოგადოების ხელმძღვანელები პესიმისტები არიან.მათთვის ყველა ეს მიდგომა და სოციალური ძალადობები ჰამომდინარეობს უნდობლობიდან საზოგადოების მიმართ, უბრალო,დროებითი უქეიფობიდან.

ეს პესიმიზმი ახდენს გავლენას საზოგადოებრივ აზრზე.

მოსახლეობა კი უნდობლად უყურებს ხელისუფლებას, მას ხშირად ეზიზღება ხელისუფალნი.

მაგრამ ეს არაა მარტო ამერიკის პრობლემა.

რაც არ უნდა ითქვას პოლიტიკოსთა შეზიზღება მოქალაქეთა მიერ  და,ზოგჯერ,თანამშრომლობის სხვადასხვა დაფანტული ფორმის გამოგონება გავს იმას რომ ადამიანები ცდილობენ თავისი უფლებების დაცვას ბიუროკრატიისგან.

ის რასაც ხელმძღვანელი და პოლიტიკური ელიტები უწოდებენ გულგრილობას პოლიტიკის მიმართ შეიძლება ნიშნავდეს იმას რომ მოქალაქებს სულ უფრო და უფრო ნაკლებად უნდათ მონაწილეობა პოლიტიკურ სისტემაში რომელიც მათ ეპყრობა  როგორც წინასწარ დადგმული სპექტაკლების მომხმარებელს.

მაგრამ იქნებ  ნარცისიზმი  შეიძლება იყოს საყოველთაო პოლიტიკური ჯანყის დასაწყისი ?

ყოველ  შემთხვევაში  ის ეხლა  ეფუძნება ობიექტურ პირობებსაც :

საზოგადოება აღარ იძვრის, სოციალური დაწინაურება უკიდურესად გართულდა, რაიმის  შეცვლის შანსი არაა,აზრიანი ისტორიული მომავალი არ ჩანს….

ნარცისიზმიის აღწერა: ცხოვრება აწმყოში //1970-ანი წლები//.

იქნებ განვიცდით კულტურულ რევოლუციას? თითქოს არავის უნდა არც საზოგადოების  შეცვლა და არც მისი გაგება.

გამოსვლათა უმრავლესობა გვიჩვენებს რომ  პოლიტიკის აზრიც კი გაქრა.

თანამედროვე  საზოგადოების აღწერა შეიძლება დავიყვანოთ რამოდენიმე ძალიან მარტივ ნიშანზე :

დამყარდა არა მარტო რადიკალური პესიმიზმი,ინდივიდი  ჩაიკეტა მე-ს  და პიროვნული განვითარების კულტურაში.

ყველგან ლაპარაკობენ რომ ჩრდილო ამერიკელები ჩაიკეტნენ წმინდა პირად საზრუნავში.

არავინ აღარ  ცდილობს თავისი ცხოვრების გაუმჯობესებას.

ყველას  ურჩევნია თავისი ემოციების სავსებით განცდა.

დღეს ადამიანი დიეტეტიკაზე  ანუ  ჯანმრთელად და სწორად ჭამა-სმაზე  უფრო ზრუნავს ვიდრე კოლექტიური, ურთიერთობათა მეტად მომთხოვნი  პრობლემების გადაწყვეტაზე.

ბევრი მიმართავს აღმოსავლურ სიბრძნეს.

თანამედროვე ადამიანები თითქოს ცხოვრობენ  წამიერ-წარმავალ აწმყოში და ასეთი  აწმყო გადაიქცა ამერიკული  საზოგადოების დომინანტურ,მთავარ ვნებად და ჟინად.

ეს ფენომენები რელიგიურადაც შეიძლება აიხსნას, მაგრამ ლაში უარყოფს ამ პერსპექტივას და ამბობს რომ  როცა საზოგადოებას მომავალი არა აქვს ნორმალური ადამიანი წამიერ-წარმავალი  წამიერი  აწმყოთი ცხოვრობს.

ნაშრომის მთავარი დებულება ისაა რომ ნარცისიზმი არის თავის გადარჩენის მენტალობა !

სინამდვილეში  დღევანდელი  ატმოსფერო თერაპიულია და არა რელიგიური.

თანამედროვე უბედური ადამიანი კონტროლის და გულგრილობის საზოგადოების გულში  დაეძებს « ჯანმრთელობას, ფიზიკურ  უსაფრთხოებას, პირადი კეთილდღეობის წარმავალ  წამიერ ილუზიას და არა ხსნას ».

ნარცისიზმი,მაშ,  უნდა იყოს ნორმალური რეაქცია სოციალურ პირობებზე.

ავტორს უნდა ცხოვრების მომაკვდავი წესის აღწერა.

ნარცისიზმს მეტისმეტად ხშირად აიგივებენ გაუთავებელ შეჯიბრში ჩაბმულ ინდივიდუალიზმთან

ამ ძველმა და მოძველებულმა კულტურამ უკიდურესობამდე მიიყვანა ყველას ყველასთან ომის ლოღიკა.

მაშ, დეზინტეგრატორი ინდივიდუალიზმი სავსებით უნდა განვასხვავოთ ნარცისიზმისგან.

 

ნარცისი არაა ინდივიდუალისტი.

საკუთარი თავის დასაფასებლად ნარცისს სჭირდება სხვები.

ნარცისს სჭირდება სხვისი მზერა და მოწონება,სხვაში არეკლვა.

ნარცისი თავს გრძნობს დაუცველად,რაც მას აკავშირებს სხვებთან.

ნარცისისთვის სამყარო არის სარკე.

ინდივიდუალისტისთვის კი სამყარო იყო ცარიელი და ველური ადგილი რომლის ფორმის მიცემა მას შეეძლო თავისი ნების შესაბამისად.

ნარცისის მოკავშირე არის მკურნალი-თერაპევტი და არა მღვდელი ინდუსტრიის კაპიტანის წარმატების მოდელი.

თერაპია დამკვიდრდა როგორც გააფთრებული ინდივიდუალიზმის და რელიგიის მემკვიდრე.

ნარცისმა მთლიანად გაითავისა სოციალური წესები და კანონები,მაგრამ ის გრძნობს რომ ის მოსპო სოციალურმა და პოლიტიკურმა მოწყენილობამ.

ამიტომ ნარცისები დაეძებენ მათ გამომაცოცხლებელ ძლიერ ემოციებს.

ჩვენს საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო ძნელია ნამდვილი,მტკიცე და ხანგრძლივი მეგობრობის განცდა.

პოლიტიკაშიც ვერაა კარგად საქმე.

მთავრობები ამიერიდან დგავენ სპექტაკლებს და მართავენ წარმოდგენებს.

პოლიტიკოსების იდეალია მათი  შნო-უნარის სარფიანად,ძვირად გაყიდვა და არა  ქვეყნის და ხალხის კეთილდღეობა.

მართვის ხელოვნების არსი დღეს არის კრიზისების მოხერხებულად გამოყენება.

ლაში ნიქსონის და კენედის პოლიტიკის ანალიზით აჩვენებს რომ ეს სპექტაკლის პოლიტიკა არის უხილავი ხალხის მოხიბლვა….

Christopher Lasch, La culture du narcissisme, La vie américaine à un âge de déclin des espérances, Paris, Flammarion, [1979] 2006 (trad. Michel L. Landa).

Christian Ruby, “De l’individualisme à l’obsession narcissique.”, EspacesTemps.net, Livres, 03.06.2007
http://www.espacestemps.n

 

http://humoresques.blog.tdg.ch/archive/2015/02/13/a-soleure-un-psychiatre-prone-le-sexe-les-drogues-et-l-inces-264584.html

 

დღევანდელობით  შთაგონებული რამ

სოლერში ერთი ფსიქიატრი ქადაგებს რომ სრულყოფილი ბედნიერება არის სექსი,ნარკოტიკი და ინცესტი.

არის აყვავებული ალუბლის ორიათასკაციანი თემი რომლის სათავე შიც ნებივრობს 66 წლის  ფსიქიატრი სამუელ ვიდმერი  თავის ორ ცოლთან და თავის 11 შვილთან ერთად.

გაზეთმა TagesAnzeiger-მა გურუს მიუძღვნა დოკუმენტირებული  წერილი რომლის თანახმადაც  ფსიქიატრის ტანტრისტული თერაპიები დიდად პოპულარულია , ათასკაციან სოფელში Lüssingen-Nennigkofen 200-მა ადეპტმა იყიდა ან დაიქირავა  სახლები. მრავალი ადეპტი გერმანიიდანაა.

არადა მრავალი  სოფლელლი მის სამედიცინო კაბინეტს თვლის სოდომის და გომორას დამატებად.

სხვა მეთოდებთან ერთად გურუ თავის კაბინეტში იძლევა ტანტრას კურსებს.

ადეპტებს,ყველაზე ხშირად ტიტვლებს, აძლევენ ექსტაზის,ლსდ-ს//ნდტ და კეტამინი// ნაირ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებ-ნარკოტიკებს, რის შემდეგაც ადეპტები მოგზაურობენ. მკურნალობის ეს მეთოდი მოიწონა ჯანდაცვის ფედერალურმა ოფისმა.

ექიმი-ფსიქიატრის სულიერი კონცეფციის ნაწილი ამას გარდა რა  თქმა უნდა არის მაქსიმალურად თავისუფალი სიყვარული.

ეს ფსიქიატრი იყო ქრისტიანი,მაგრამ მან ვერ აიტანა ამ არქაული ფენომენის შემბოჭველი მკაცრი დოგმატიზმი და გახდა ფროიდის,კრიშნამურტის და მსგავსთა მიმდევარი.

მისი დღევანდელი თემის განვითარებას მან საფუძვლად დაუდო ეზოტერიზმის,სულიერი და სექსუალური იდეების სინთეზის ძიებები.

თავის    წიგნებში ის თავს წარმოგვიდგენ სამყაროსთვის უმაღლესი ჭეშმარიტების მძებნელად.

   მისი დევიზია «სწორ გზაზეა ის ვინც კურნავს ! »

რენეგატებმა გერმანულ გაზეთს უთხრეს რომ გურუს პიროვნების კულტმა მიიღო  მესიანური ფორმები.

 

 «  მე ვარ მარადიული ებრაელი», წერს ფსიქიატრი თავის ერთ წიგნში და ასე მიანიშნებს 1940 წლის ერთ ანტისემიტურ ფილმზე.

ის ამბობს რომ იზიარებს ზანგის,ინდიელის, დევნილ-მარგინალიზებულის ბედს.

«გენიოსს აღიარებენ მხოლოდ სიკვდილის შემდეგ », ჩივის ის.

Je

«  თავის წიგნში  «Gemeinschaft und Gemeinschaftsbildung » ფსიქიატრი წერს:

 « მოვიდა საბოლოო  showdownსთვის დაპირისპირების დრო. ბოლო წასვლა არმაგედონისთვის ჩვენს კართანაა.»

» Besuch beim Sex-Guru

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s