ეზოტერული ამერიკა

 ბიბლიოთეკა

Learn more about the book, One Simple Idea: How Positive Thinking Reshaped Modern Life

 

 

Mitch Horowitz author of One Simple Idea

Mitch Horowitz as he worked on his video promoting ‘One Simple Idea.’ Photo by Shannon Taggart, used by permission. – See more at: http://www.readthespirit.com/explore/mitch-horowitz-interview-one-simple-idea-positive-thinking/#sthash.HRxkYE32.dpuf

ფრანგული Paris Match, 2014 წლის 28 იანვარი,ეზოტერული ამერიკა, რონალდ რეიგანის ფარულ-ოკულტური მოძღვარი, ხელმძღვანელობდა თუ არა რონალდ რეიგანს ფარული ხელი ? Jocelyn Ramasseul

,მაგრამ რას მალავდა რონალდ რეიგანის ურყევი ოპტიმიზმი ?  ამერიკის ურყევი რწმენა? ბუნებრივი ტენდენცია მუდამ ნახევრად სავსე ჭიქის დანახვისკენ?  ურყევი რწმენა იმისა რომ მხოლოდ მისი ულტრა-ლიბერალური პოლიტიკა თუ დააყენებდა ფეხზე ერს?

რა თქმა უნდა ყველაფერი ეს,მაგრამ კიდევ  რაღაც სხვაც.

რონალდ რეიგანი ყურს უგდებდა უცნაური პერსონაჟის, ოკულტისტი Manly P. Hall-ის რჩევებს.

ამ მენტორის გავლენა გაამჟღავნა აშშ-ში ეხლახანს გამოსულმა Mitch Horowitz-ის წიგნმა « One Simple Idea: How Positive Thinking Reshaped Modern Life »// «მარტივი იდეა, როგორ შეცვალა თანამედროვე ცხოვრება პოზიტიურმა აზრმა»//.ნ

ამერიკული ეზოტერიზმის სპეციალისტი Mitch Horowitz-ის წიგნი გადმოსცემს პოზიტიური აზრის ისტორიას და მის გავლენას ამერიკულ საზოგადოებაზე.

ამ აზრმა,პიროვნული განვითარების ამ მეთოდმა უდიდესი სახელი გაითქვა 1952 წლის შემდეგ.

ამ წელს გამოვიდა  ამ მეთოდის დამფუძნებელი პასტორი Norman Vincent Pealeს წიგნი «პოზიტიური აზრის ძალა ».

მაგრამ Mitch Horowitz-ი მიდის ამ ყოჩაღი  პასტორის საკმაოდ გულუბრყვილო აზრების ბევრად იქით.

ავტორი აჩვენებს 1981-1989 წლებში პრეზიდენტი რონალდ რეიგანის ღრმა რწმენას :

« უძახეთ ამას მისტიციზმი თუ გნებავთ, მაგრამ მე მუდამ ვთვლიდი რომ ჩვენი დიდი ქვეყნისთვის არსებობს ღვთაებრივი გეგმა », რეიგანმა მრავალჯერ გაიმეორა ეს კრედო.

Manly P. Hall-მა კი 1928 წელს გამოაქვეყნა ბესტსელერი « The Secret Teachings of All Ages »// ყველა ხანის საიდუმლო მოძღვრებები//,  პითაგორევლებიდან ამერიკელი ინდიელების რწმენებამდე ეგვიპტის და ალქიმიკოსების გავლით  ყველა დიდი ეზოტერული ფილოსოფიის კომპილაცია.

ეზოტერიზმის ამ ერთგვარმა ჯამმა მოხიბლა მრავალი სახელგანთქმული ადამიანი, მათ შორის გენერალი  Pershing, Elvis Presley და Dan Brown.

სწორედ ამ ნაშრომში ნახა რონალდ რეიგანმა მასალა დასაფიქრებლად,გვეუბნება Mitch Horowitz-ის დამაჯერებელი წიგნი.

   «მსოფლიო დემოკრატია იყო დიდ კლასიკოს ფილოსოფოსთა საიდუმლო ოცნება. »

ოკულტისტმა 1944 წელს გამოაქვეყნა The Secret Destiny of America »// ამერიკის საიდუმლო ხვედრი//, საკმაოდ მოკლე თხზულება სადაც ამერიკის საიდუმლო ხვედრი მოკლედ დაჯამებულია ამ წინათქმაში:
« 
მსოფლიო დემოკრატია იყო დიდ კლასიკოს ფილოსოფოსთა საიდუმლო ოცნება.კრისტოფერ კოლუმბამდე ათასობით წლით ადრე მათ უკვე იცოდნენ ჩვენი კონტინენტის არსებობის შესახებ და მათ ეს კონტინენტი აარჩიეს აქ ფილოსოფიური იმპერიის ასაგებად.

ძველთა ბრწყინვალე გეგმამ მოაღწია დღემდე და ის იარსებებს დიდი მიზნის მიღწევამდე.

ამერიკელმა ხალხმა  უნდა იცოდეს თავისი საკუთარი ხვედრი-განგება. »

Manly P. Hall აცხადებს რომ საიდუმლო საზოგადოებებმა და უცნობმა მოძღვრებმა შეინარჩუნეს და გააგრძელეს ათასობით წლის წინ ძველი ფილოსოფოსების მიერ შემუშავებული გეგმა და აშშ-ს მამა-დამფუძნებლები იყვნენ ამ გეგმის უბრალო შემსრულებლები.

ამის საჩვენებლად მას მოჰყავს შემდეგი ამბავი :

1776 წლის 14 ივლისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერამდე რამოდენიმე საათით ადრე ფილადელფიის Independence Hall-ის დახურული კარი გაიარა უცნაურმა კაცმა რათა გაემხნევებინა ბრიტანული კოლონიის ამერიკელ ერად გარდამქმნელი ტექსტის მოყანყალე შეშინებული ხელმომწერები.

ვინ იცის საიდან მოსულმა უცნობმა მოუწოდა მამა-დამფუძნებლებს მათი შიშების დაძლევისკენ და გაახსენა მათ რომ «ღმერთსუნდა ამერიკის თავისუფლება ».

როდესაც დიდმა კაცებმა მოინდომეს ამ უცნობი ორატორისთვის მადლობის თქმა ეს უცნობი ორატორი გაქრა ისევე მოულოდნელად როგორც გამოჩნდა.

1957-1981 წლებში რონალდ რეიგანმა გაიმეორა ეს ისტორია.

ამერიკელი ერის მისტიკური ხედვა რეიგანს ჰქონდა პოლიტიკაში მისვლამდეც.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან ცოტა ხნის შემდეგ მსახიობი რეიგანი გახდა პაციფისტური ორგანიზაცია l’United World Federalists-ის წევრი. პლანეტარული ფედერალიზმის მომხრე ამ ორგანიზაციას უნდოდა მსოფლიო მთავრობის შექმნა რაც მისი აზრით ბოლოს მოუღებდა ომებს.

უცნაური არჩევანია რეიგანისთვის ვინც მოიგონა ფორმულა :   

« სახელმწიფო არაა ჩვენი პრობლემის გადაწყვეტა, თვითონ სახელმწიფოა პრობლემა ».

მაგრამ რონალდ რეიგანი ამერიკის ხვედრს იაზრებდა ცივილიზაციის და არა სახელმწიფოს ცნებებით.  ახალგაზრდა რეიგანის საოცნებო მსოფლიო მთავრობა შეიძლება იყოს მხოლოდ დასავლური ცივილიზაციის და მისი აკვანი ათენის ღირებულებათა მფლობელი და მცველი ამერიკის დამფუძნებელი პრინციპების განვრცობა.

ამ ხედვას ბეცრად უფრო რთული ფორმით ვხედავთ  ნეო-კონსერვატიზმის დიდ მოაზროვნე Leo Strauss-თან , ამ ლეო სტრაუსის შეხედულებების სრულყოფილი პოლიტიკური გამოხატულება იყო რონალდ რეიგანი.

1937 წელს აშშ-ში გადასახლებული,ეზოტერიზმისკენ მიდრეკილი  გერმანელი ებრაელი ლეო სტრაუსი იყო მაკიაველის და პლატონის კომენტატორი.

აი რას ამბობს სოციოლოგი და ისტორიკოსი, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, ცნება კონტრ-კულტურის ავტორი Theodore Roszak :

 

     « მისი სტუდენტების თქმით ლეო სტრაუსს სჯეროდა რომ კლასიკურ ტექსტებს,რომელთა შესწავლასაც მან მიუძღვნა თავისი ცხოვრება, აქვთ ფარული აზრი.

ზოგ შემთხვევაში მან როგორც ჩანს გამოავლინა რთული დაშიფრულ-კოდირებული ნუმერიკული ტექსტები., ნუმეროლოგია რომლის გაშიფრვა შეუძლია მხოლოდ ზენიჭიერ უმცირესობას.

ტექსტებში ჩართული ეს დაშიფრული ტექსტები ითვლებოდა მეტისმეტად საშიშ ცნობებად და არ შეიძლებოდა მათი გამხელა არაინიციირებული უმეცრებისთვის.

ბნელ ბრბოს,მაშ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა სცოდნოდა ის რაც ნამდვილად თქვა პლატონმა.» 

ნაცისტებისგან გაქცულმა ლეო სტრაუსმა,მაშ, გაშიფრა მარტოდმარტო უმაღლესი ინტელექტუალური ელიტისთვისთვის განკუთვნილი ანტიკური სიბრძნე და ის პირდაპირ გადასცა თანამედროვე ამერიკის ინტელექტუალურ-პოლიტიკურ ელიტას.

ასე ფიქრობენ ჩიკაგოს უნივერსიტეტის მშვენება-პროფესორი, პატივცემული ფილოსოფოსი, ოკულტიზმით გატაცებული პოპულარული ავტორი რომელსაც აფასებდა რონალდ რეიგანი.

იყო კიდევ მე-9 საუკუნის კონცეფცია  ცოდნის და ძალაუფლების აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადასვლა-გადაცემის შესახებ- translatio studii translatio imperii.

როგორც მზე გადაადგილდება აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ისევე გადაადგილდება ცოდნა.

ჯერ ბიბლიური ედემი იყო ცოდნის ცენტრი. მერე ეს ცენტრი გადავიდა იერუსალიმში,ბაბილონში,ათენში,რომში, ამსტერდამში, ლონდონში, პარიზში ასევე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადადიოდა ძალა-ძლიერების,იმპერიუმის ცენტრი.

ეხლა ამერიკის პატრიოტები ამბობენ რომ დღეს აშშ არის ცოდნის,ძალა-ძლიერება-იმპერიუმის ცენტრი.

ამ თვალსაზრისით საინტერესო სამყაროს გვიხსნის ფრანგი სოციოლოგი სტეფანი გრუსე-შარიერ

// Stéphanie Grousset-Charrière// ; თავის ნაშრომში «ჰარვარდის ფარული სახე,სტუდენტური საიდუმლო საზოგადოებების ატმოსფეროში »

 

 

http://www.parismatch.com/Chroniques/David-Ramasseul/Le-maitre-occulte-de-Ronald-Reagan-Manly-P-Hall-Leo-Strauss-545970

 (Try to) Read this article in English with Google Translate

http://blog.educpros.fr/fac-story/2012/04/06/la-face-cachee-de-harvard-dans-le-secret-des-societes-etudiantes/

სტეფანი გრუსე-შარიერ // Stéphanie Grousset-Charrière// ; «ჰარვარდის ფარული სახე,სტუდენტური საიდუმლო საზოგადოებების ატმოსფეროში »

სტეფანი გრუსე-შარიერის დისერტაცია ეძღვნება ჰარვრდის სტუდენტურ საიდუმლო საზოგადოებებს.

 

 

სოციოლოგიის ამ დოქტორანტმა შესძლო შეღწევა კლუბებში რომელთა წევრები მხოლოდ მამაკაცები არიან.

ისინი ეყრდნობიან სამ ბურჯს : საიდუმლოს დაცვას, ელიტისადმი კუთვნილების აღიარებას და ხელისუფლების სწავლას.

ჯენტლმენების კოდექსი

finals clubs-ების სტუდენტები თავის თავს თვლიან სამყაროს გარდამქმნელ ჯენტლმენებად, პრივილეგირებულ კულტურულ ადამიანებად,მოკლედ,  ელიტად. კლუბის ტყავის სავარძლებში მსხდომნი ისინი  ეწევიან სიგარას და გემრიელ რამე-რუმეს მიირთმევენ,

როგორც ნამდვილი ჯენტლმენები,ისინი ხაზგასმით თავაზიანად ექცევიან გოგოებს და ქალებს.

ეს ჯენტლმენები ერთმანეთს სცნობენ ელეგანტური გარემოებებისადმი  ადაპტირებული სამოსით…

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტებს შეუძლიათ 8 ფინალ კლუბიდან ერთ-ერთში შესვლა. ყოველ წელს იღებენ 15-30 ახალ წევრს, მაგრამ ხალგაზრდა თვითონ ვერ წარადგენს თავის კანდიდატურას.

ბედნიერ უმცირესობას,მხოლოდ ირჩევენ  300 ბიჭი სტუდენტიდან.

ბედნიერ კანდიდატს იწვევენ ანონიმურად და უხმაუროდ. შემდეგ მან უნდა გაიაროს რაღაც გამოცდის მსგავსი. ის ვერ გაიგებს თუვინ მიიწვია,ვინ უარყო მისი კანდიდატურა ან ვინ მიიწვია ის მეორედ…ეს.ხანგრძლივი პროცესი მთავრდება წევრთა კენჭისყრით.

 

final clubში მიღების რიტუალები ენათესავება ახლის მასხრად აგდებას.საბოლოოდ წინასწარ შერჩეულ სტუდენტთა მხოლოდ 10 პროცენტი გახდება კლუბის წევრი.

მათ გააფრთხილებენ ღამით, გააღვიძებენ ყვირილით და სიმღერებით. ისინი უნდა დათანხხმდნენ მეორე დღეს.  მდიდრები, ცნობილი ოჯახის შვილები,კარგი რეპუტაციის მქონეები შეიძლება გახდნენ მრავალი კლუბის წევრი.

final club-თა წევრების უმრავლესობას შეადგენენ შეძლებული თეთრკანიანები, დიდხანს არ იღებდნენ არც ებრაელებს და არც კათოლიკებს. ღარიბებიდან იღებენ მხოლოდ განსაკუთრებული სპორტული მონაცემების მქონეებს.

 

 

L finals club-ები არის კამპუსებზე არსებულ მათ საკუთარ სახლებში. მათ აქვთ თავისი ბიუჯეტი,ყავთ თავისი პერსონალი.

კლუბის წევრები იქ მართავენ შეხვედრებს, წვეულებებს,იწვევენ გოგოებსაც…

უფასოდ  არის ბევრი სასმელი//საჭმელის გარეშე//, ნარკოტიკიც, დრო-და დრო სექსუალური თავაშვებულობის საფრთხეც. იმართება სადილებიც. ეს ხდება ქვეყანაში სადაც სმა ეკრძალებათ იმათ ვისაც ჯერ არ შესრულებია  21 წელი.სახლის ზოგი ნაწილი დახურულია არაწევრებისთვის,მაგრამ ესაა სალონები და ბიბლიოთეკები.

ამ საიდუმლო საზოგადოებათა წევრი სიკვდილამდეა წევრი.

ესაა სოციალიზაციის ერთგვარი სკოლა, ახალგაზრდებს აქვთ გრძნობა რომ იპოვეს ოჯახი.

ისინი ეჩვევიან ელიტის წევრებად ქცევას, ეცნობიან და ითვისებენ ხელისუფლების  მექანიზმებს,იძენენ საიდუმლოს დაცვის, დროულად გაჩუმების. ჩვევებს,.

ამ სტუდენტებს შორის არიან მომავალი მეცენატები.

ესაა ძალიან კონსერვატული კლუბები. დრო და საზოგადოების ევოლუცია თითქოს გაჩერდა მათ კართან.

სავარძლებში სხედან, სიგარებს ეწევიან,ნუგბარ რამეებს მიირთმევენ და საუბრობენ ჯენტლმენი მეგობრები  რომლებიც იკრიბებიან სამყაროს გარდასაქმნელად.

 

ზოგ წევრს და მიწვეულ გოგოებს უძნელდებათ ატმოსფეროსთან შეგუება.

 

2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯონ  კერი და ჯორჯ ბუში  ეკუთვნოდნენ Yaleს ერთი და იგივე კლუბს, სახელგანთქმულ « Skulls and bones » ს.

 

უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ეშინია უწესრიგებობებისა და ის დიდად არ უჭერს მხარს ამ კლუბებს,მაგრამ არც ერევა მათ ცხოვრებაში.

 

* La face cachée de Harvard, la socialisation de l’élite dans les sociétés secrètes étudiantes, Observatoire national de la vie étudiante, La documentation française, février 2012.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s