პოზიტიური აზრი

 

pratiquer la pensée positive

Sandrine Van Parys, პოზიტიური აზრი რათა დღეები უფრო ლამაზი იყოს,ამერიკულ-ევროპული მეთოდი

ყოველ დღე პოზიტიური აზრი

სამყარო არის ისეთი როგორიც არის ! შავად ვხედავთ მას, რუხად,ნაცრისფრად,თეთრად თუ ცისფრად  არაფერი იცვლება ბუნებაში.

როცა მზე ბრწყინავს ის ბრწყინავს, როცა უკუნი ღამეა არის უკუნი ღამე.

როცა კუნთმაგარი  კალაშნიკოვიანი ინტელექტუალები ლამაზი ლოზუნგების ღნავილით ანგრევენ ირგვლივ ყველაფერს ანგრევენ

როცა ისინი კაფე-რესტორნებში მართავენ პერმანენტულ ქეიფს და არა პერმანენტულ შიმშილობას,ისინი ღრეობენ.

სამყარო არის ისეთი როგორიც არის ! მისი ბნელი და ნათელი მხარეებით. მისი როგორც საშინელი ისე სასიამოვნო ასპექტებით.

რა დღეშიც არ უნდა ვიყოთ დარდი,ნაღველი,თავში ლოდების ცემა,ნაცრის დაყრა და მოთქმა-გოდება ვერაფერს ცვლის,ვერაფერს შველის,სულაც პირიქით.

ჩვენ დაგვეხმარება პოზიტიური აზრი.

რა თქმა უნდა, არც საკუთარი თავის მოტყუებაა გამოსავალი, ჩვენ ყველა შემთხვევაში უნდა დავუპირისპირდეთ იმას რაც ხდება.

მაგრამ არაფერი გვიშლის ხელს სამყაროს უფრო ხელშემწყობი,უფრო გულკეთილი კუთხით დანახვაში.


პოზიტიური აზრი ყველაზემეტად არის სხვანაირად ფიქრი

როცა დავინახავ მთას და გასავლელ გზას შეიძლება სასოწარკვეთილი გავშეშდე და დავეცე.

მაგრამ შეიძლება გავაგრძელო ნაბიჯ-ნაბიჯ  სიარული და ვიფიქრო რომ უკვე გაკეთებული აღარ იქნება გასაკეთებელი.

ალბათ ესაა პოზიტიური აზრი. პოზიტიური აზრი არაა დაჯერება იმისა რომ ყველაფერი კარგად მიდის.

ესაა ვითარების დანახვა იმ კუთხით რომელიც გაგვიჩენს გზის გაგრძელების სურვილს.

თუ კი ცხოვრება არის ისეთი როგორიც არის რატომ უნდა დავამძიმოთ ის კიდევ უფრო მეტად ბნელი ფიქრებით ვცადოთ ვითარების პოზიტიური კუთხით დანხვა.

ეს ძნელია, ხანდახან  ეს აღემატება ჩვენს ძალებს.

ამიტომ გვჭირდება დახმარება.

 

შთამაგონებელი ტექსტის უბრალოდ წაკითხვაც ხანდახან უეცრად აუმჯობესებს განწყობას,გვაფხიზლებს, გვამხნევებს და ჰოპ,დღეც უკეთესად მიდის.

ყოველ დღე იკითხეთ გამამხნევებელი, შთამაგონებელი ტექსტი და აზრი. დღეც უფრო სასიამოვნო,უფრო ნაყოფიერი იქნება, უკეთესად დაინახავთ გზას.

იკითხეთ გამამხნევებელი,შთამაგონებელი ტექსტები და აზრები და უკეთესად გრძნობთ თავს.

აი პოზიტიური აზრის მაგალითები

აწმყო არის გზა რომელსაც მივყავართ ჩვენს ნამდვილ მეობამდე.


– Régis Carlo

ნამდვილი გულუხვობა მომავლის მიმართ არის ყველაფრის გაღება ეხლა.


– Albert Camus

პლუტარქემ კი თქვა რომ მხეცურ ჟინიან-ჯინიან ინსტინქტურ არსებობას ჯობია გულუხვი დიდსულოვანი გონიერი ადამიანის ცხოვრება.

ჯავრს.ბრაზს და განრისხებას ამარცხებ მაშინ როდესაც ჩუმად ხარ// ძველეგვიპტური ანდაზა//.

 

__
Par Sandrine Van Parys
Rédactrice pour Ressources & Actualisation

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s