ეეჰ.ძმაო პელადა,კიდევაა იმედი

Portrait of Péladan, Alexandre Séon, 1891, musée des beaux-arts de Lyon.

Poster for the first Rose+Croix Salon, 1892, designed by Carlos Schwabe.

Frontispiece of Salon Catalogue, designed by Alexandre Séon.

Frontispiece of Salon Catalogue, designed by Alexandre Séon.

Guardian of Paradise, Franz von Stuck, 1889, Villa Stuck, Munich, Germany. 

 

Guardian of Paradise, Franz von Stuck, 1889, Villa Stuck, Munich, Germany

Carlos Schwabe, Spleen and Ideal, 1907

Oedipus and the Sphinx, Gustave Moreau, 1864, The Metropolitan Museum of Art, NewYork, USA.

Oedipus and the Sphinx, Gustave Moreau, 1864, The Metropolitan Museum of Art, NewYork, USA.

Thracian Girl Carrying the head of Orpheus, Gustave Moreau, 1875, Private Collection.

Orpheus in the Underworld, Jean Delville, 1896. Delville continued Péladan's Salons in Belgium with Péladan's blessing.

Orpheus in the Underworld, Jean Delville, 1896. Delville continued Péladan’s Salons in Belgium with Péladan’s blessing.

 

მეტისმეტად მატერიალისტურ, რევოლუციებით და ომებით აოხრებულ,ინდუსტრიული რევოლუციით და ხეირი-მატერიალური მოგების ძიებით, სოციალური ბრძოლებით გადარეულ, ქიმიური,ბირთვული და გეოფიზიკური ანუ მასობრივი მკვლეობის იარაღების მემქმნელი ტექნიკური პროგრესის მეშვეობით მიწიერი სამოთხის აგების მოიმედეთა ხელში ჩავარდნილ სამყაროში ნორმალური ნიჭიერი ადამიანების რეაქცია იყო მხატვრული მიმდინარეობა  სიმბოლიზმის  შექმნა.

სიმბოლისტები უარყოფდნენ  ოგიუსტ კომტის პოზიტივიზმსაც და კარლ მარქსის სოციალიზმსაც.

ხელოვნებაში სიმბოლისტები უარყოფდნენ აკადემიზმს, ნატურალიზმს რომელიც უპირატესობას ანიჭებდა ანეგდოტურ სოციალურ რეალიზმს, უგულვებელყოფდნენ სიუჟეტის და ალეგორიების უარმყოფელ იმპრესიონიზმს.

ისინი განიცდიდნენ შოპენჰაუერის პესიმიზმის გავლენას…

ინდივიდუალისტი სიმბოლისტები  ღელავდნენ მათი აზრით ღმერთის მიერ მიტოვებულ სამყაროში ჩარჩენილი კაცობრიობის ხვედრის გამო.

სიმბოლისტები უპირატესობას ანიჭებდნენ სუბიექტურს, აფასებდნენ ფანტაზიას,ზმანებას,ჰალუცინაციებს.

მათ  იზიდავდა იდუმალი, უცნაური, დანტასტიური,ჩრდილში მოქცეული ზონები, შესაბამისობები ხილულს და უხილავს შორის.

ზოგი სიმბოლისტი მიიზიდა ქრისტიანულმა განახლებამ, ზოგი კი სარ პელადანის როზენკრეიცერულმა ეზოტერიზმმა.

სიმბოლიზმის წინამორბედები უნდა ვეძებოთ ინგლისურ და გერმანულ რომანტიზმში,ნაზარეველთა და პრერაფაელიტთა ჯგუფებში.

1880 წელსა და მეოცე საუკუნის პირველ წლებს შორის სიმბოლიზმით დაინტერესდნენ მთელი ევროპა,რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები.

დიდი ფრანგი სიმბოლისტები იყვნენ პიერ პიუვის დე შავანი// Pierre Puvis de Chavannes//, გუსტავ მორო//Gustave Moreau//, ოდიონ რედო// Odilon Redon//.

 

http://www.cegepsherbrooke.qc.ca/~bourgech/precurseurs/html/precsymb.htm

 

http://www.projectawe.org/blog/2015/8/4/making-the-invisible-visible-pladans-vision-of-ensouled-art

1892 წლის გაზაფხულზე  პარიზის ჟანდარმერია დაბნეული უყურებდა  გალერეა  Durand Ruel-ში გამართული გამოფენის სანახავად მიმავალ ბრბოებს და ეტლებს.~იქ კი  უცნაური, წვერიანი, ველვეტის კაბებში გამოწყობილი კაცი ამბობდა რომ ისაა ბაბილონელი მოგვი-ჯადოსანი.

ეს იყო გამოფენის მომწყობი სარ პელადანი.

 

 

გამოფენის კატალოგი იწყებოდა შემდეგი სიტყვებით :

მხატვარო,ხელოვანო,შენ ხარ ქურუმი,ღვთისმსახური, ვისი ძალისხმევის ნაყოფიცაა შედევრი რომელზეც როგორც საკურთხეველზე დაეშვება ღვთაებრივი სხივი.

მხატვარო,ხელოვანო,შენ ხარ მეფე : ხელოვნება არის ნამდვილი იმპერია.

თუ კი შენი ხელი  გაავლებს სრულყოფილ ხაზს თვითონ ქერუბიმები ჩამოვლენ მასში თავისი ანარეკლის დასანახად….

ამათ შეუძლიათ ეკლესიის დახურვა, და მუზეუმი ?

თუ კი ეგენი  ჩვენს ღვთისმშობლის ტაძარს წაბილწავენ დარჩება ლუვრი….

კაცობრიობა, მოქალაქეები ყოველთვის მასებად ივლიან იქ  სადაც ქურუმები და ღვთისმსახურები არიან ბახი,ბეთჰოვენი, პალესტრინა: ათეისტი ვერ გააკეთებს დიდებულ ორღანოს !

ძმებო, ყველა ხელოვნებაში მესმის ძახილი:

მოგვეცით უფლება რომ შევქმნათ წმინდა მილიცია იდეალიზმის გადასარჩენად…

ჩვენ გვინდა  სილამაზის, მშვენიერების ტაძრის აგება….

ქურუმი,ღვთისმსახური,მეფე,მოგვი-ჯადოსანი ხელოვანი შემოქმედისთვის, ხელოვნებისთვის რომელიც არის საიდუმლო,მისტერია, ერთადერთი ნამდვილი იმპერია, დიადი სასწაული…

ამ ტექსტის ვიზიონერი ავტორი და ოკულტისტი ავტორი, რომელმაც მოაწყო როზენკრაიცერთა სალონი, იყო  ჟოზეფა პელადა// Joséphin Péladan, 1858-1918//.

მან 1893-1897 წლებში თავისი ორგანიზაცია  ტაძრის და გრაალის როზენკრაიცერული ორდენის ეგიდით მოაწყო კიდევ 5 სალონი.

ის ფენდა სიმბოლურ ხელოვნებას რომელსაც დასავლეთში და მთელ მსოფლიოში უნდა დაემკვიდრებინა სილამაზე-მშვენიერების,იდეალის, საიდუმლოს და არა ტროცკის და გორბაჩოვის თუ ატომური ბომბის სიყვარული.

პელადას სულიერი რევოლუციის მთავარი და უმაღლესი  იარაღი იყო სილამაზე და არა საბჭოთა გენერალი ბეპაევის ტანკი და დრონი.

ხელოვნება მისთვის  იყო  ძალა რომელსაც ბოლო უნდა მოეღო უსულგულო,აგრესიული,გამოტვინებული მატერიალისტურ-რაციონალისტური სამყაროსთვის….

ეეჰ, ძმაო პელადა, ესაა გრძელვადიანი ომი. დღეს ექსტრემისტული ორგანიზაცია ფიმენის ტიტველი გომბიოები  მაცთური ლოზუნგების  ღნავილით არბევენ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარსაც,ვატიკანსაც, ლუვრსაც.

ნაბიჯ-ნაბჯ,აუჩქარებლად და შეუპოვრად ვიაროთ მიზნისკენ…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s