მიჩქმალულ-დაუვიწყარი პელადა

 

Portrait of Péladan, Alexandre Séon, 1891, musée des beaux-arts de Lyon.

Poster for the first Rose+Croix Salon, 1892, designed by Carlos Schwabe.

Frontispiece of Salon Catalogue, designed by Alexandre Séon.

Frontispiece of Salon Catalogue, designed by Alexandre Séon.

Guardian of Paradise, Franz von Stuck, 1889, Villa Stuck, Munich, Germany. 

Guardian of Paradise, Franz von Stuck, 1889, Villa Stuck, Munich, Germany

Carlos Schwabe, Spleen and Ideal, 1907

Oedipus and the Sphinx, Gustave Moreau, 1864, The Metropolitan Museum of Art, NewYork, USA.

Oedipus and the Sphinx, Gustave Moreau, 1864, The Metropolitan Museum of Art, NewYork, USA.

Thracian Girl Carrying the head of Orpheus, Gustave Moreau, 1875, Private Collection.

Orpheus in the Underworld, Jean Delville, 1896. Delville continued Péladan's Salons in Belgium with Péladan's blessing.

Orpheus in the Underworld, Jean Delville, 1896. Delville continued Péladan’s Salons in Belgium with Péladan’s blessing.

მეტისმეტად მატერიალისტურ, რევოლუციებით და ომებით აოხრებულ,ინდუსტრიული რევოლუციით და ხეირი-მატერიალური მოგების ძიებით, სოციალური ბრძოლებით გადარეულ, ქიმიური,ბირთვული და გეოფიზიკური ანუ მასობრივი მკვლეობის იარაღების მემქმნელი ტექნიკური პროგრესის მეშვეობით მიწიერი სამოთხის აგების მოიმედეთა ხელში ჩავარდნილ სამყაროში ნორმალური ნიჭიერი ადამიანების რეაქცია იყო მხატვრული მიმდინარეობა  სიმბოლიზმის  შექმნა.

სიმბოლისტები უარყოფდნენ  ოგიუსტ კომტის პოზიტივიზმსაც და კარლ მარქსის სოციალიზმსაც.

ხელოვნებაში სიმბოლისტები უარყოფდნენ აკადემიზმს, ნატურალიზმს რომელიც უპირატესობას ანიჭებდა ანეგდოტურ სოციალურ რეალიზმს, უგულვებელყოფდნენ სიუჟეტის და ალეგორიების უარმყოფელ იმპრესიონიზმს.

ისინი განიცდიდნენ შოპენჰაუერის პესიმიზმის გავლენას…

ინდივიდუალისტი სიმბოლისტები  ღელავდნენ მათი აზრით ღმერთის მიერ მიტოვებულ სამყაროში ჩარჩენილი კაცობრიობის ხვედრის გამო.

სიმბოლისტები უპირატესობას ანიჭებდნენ სუბიექტურს, აფასებდნენ ფანტაზიას,ზმანებას,ჰალუცინაციებს.

მათ  იზიდავდა იდუმალი, უცნაური, დანტასტიური,ჩრდილში მოქცეული ზონები, შესაბამისობები ხილულს და უხილავს შორის.

ზოგი სიმბოლისტი მიიზიდა ქრისტიანულმა განახლებამ, ზოგი კი სარ პელადანის როზენკრეიცერულმა ეზოტერიზმმა.

სიმბოლიზმის წინამორბედები უნდა ვეძებოთ ინგლისურ და გერმანულ რომანტიზმში,ნაზარეველთა და პრერაფაელიტთა ჯგუფებში.

1880 წელსა და მეოცე საუკუნის პირველ წლებს შორის სიმბოლიზმით დაინტერესდნენ მთელი ევროპა,რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები.

დიდი ფრანგი სიმბოლისტები იყვნენ პიერ პიუვის დე შავანი// Pierre Puvis de Chavannes//, გუსტავ მორო//Gustave Moreau//, ოდიონ რედო// Odilon Redon//.

 

http://www.cegepsherbrooke.qc.ca/~bourgech/precurseurs/html/precsymb.htm

 

http://www.projectawe.org/blog/2015/8/4/making-the-invisible-visible-pladans-vision-of-ensouled-art

1892 წლის გაზაფხულზე  პარიზის ჟანდარმერია დაბნეული უყურებდა  გალერეა  Durand Ruel-ში გამართული გამოფენის სანახავად მიმავალ ბრბოებს და ეტლებს.~იქ კი  უცნაური, წვერიანი, ველვეტის კაბებში გამოწყობილი კაცი ამბობდა რომ ისაა ბაბილონელი მოგვი-ჯადოსანი.

ეს იყო გამოფენის მომწყობი სარ პელადანი.

 

 

გამოფენის კატალოგი იწყებოდა შემდეგი სიტყვებით :

მხატვარო,ხელოვანო,შენ ხარ ქურუმი,ღვთისმსახური, ვისი ძალისხმევის ნაყოფიცაა შედევრი რომელზეც როგორც საკურთხეველზე დაეშვება ღვთაებრივი სხივი.

მხატვარო,ხელოვანო,შენ ხარ მეფე : ხელოვნება არის ნამდვილი იმპერია.

თუ კი შენი ხელი  გაავლებს სრულყოფილ ხაზს თვითონ ქერუბიმები ჩამოვლენ მასში თავისი ანარეკლის დასანახად….

ამათ შეუძლიათ ეკლესიის დახურვა, და მუზეუმი ?

თუ კი ეგენი  ჩვენს ღვთისმშობლის ტაძარს წაბილწავენ დარჩება ლუვრი….

კაცობრიობა, მოქალაქეები ყოველთვის მასებად ივლიან იქ  სადაც ქურუმები და ღვთისმსახურები არიან ბახი,ბეთჰოვენი, პალესტრინა: ათეისტი ვერ გააკეთებს დიდებულ ორღანოს !

ძმებო, ყველა ხელოვნებაში მესმის ძახილი:

მოგვეცით უფლება რომ შევქმნათ წმინდა მილიცია იდეალიზმის გადასარჩენად…

ჩვენ გვინდა  სილამაზის, მშვენიერების ტაძრის აგება….

ქურუმი,ღვთისმსახური,მეფე,მოგვი-ჯადოსანი ხელოვანი შემოქმედისთვის, ხელოვნებისთვის რომელიც არის საიდუმლო,მისტერია, ერთადერთი ნამდვილი იმპერია, დიადი სასწაული…

ამ ტექსტის ვიზიონერი ავტორი და ოკულტისტი ავტორი, რომელმაც მოაწყო როზენკრაიცერთა სალონი, იყო  ჟოზეფა პელადა// Joséphin Péladan, 1858-1918//.

მან 1893-1897 წლებში თავისი ორგანიზაცია  ტაძრის და გრაალის როზენკრაიცერული ორდენის ეგიდით მოაწყო კიდევ 5 სალონი.

ის ფენდა სიმბოლურ ხელოვნებას რომელსაც დასავლეთში და მთელ მსოფლიოში უნდა დაემკვიდრებინა სილამაზე-მშვენიერების,იდეალის, საიდუმლოს და არა ტროცკის და გორბაჩოვის თუ ატომური ბომბის სიყვარული.

პელადას სულიერი რევოლუციის მთავარი და უმაღლესი  იარაღი იყო სილამაზე და არა საბჭოთა გენერალი ბეპაევის ტანკი და დრონი.

ხელოვნება მისთვის  იყო  ძალა რომელსაც ბოლო უნდა მოეღო უსულგულო,აგრესიული,გამოტვინებული მატერიალისტურ-რაციონალისტური სამყაროსთვის….

ეეჰ, ძმაო პელადა, ესაა გრძელვადიანი ომი. დღეს ექსტრემისტული ორგანიზაცია ფიმენის ტიტველი გომბიოები  მაცთური ლოზუნგების  ღნავილით არბევენ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარსაც,ვატიკანსაც, ლუვრსაც.

ნაბიჯ-ნაბჯ,აუჩქარებლად და შეუპოვრად ვიაროთ მიზნისკენ…

 

 

 

 

 

 

catalogue-du-salon-de-la-Rose-Croix

Portrait de Joséphin Péladan, Ernest Hébert, 1882

Joséphin Péladan, Ernest Hébert, 1882.

Joséphin Péladan

 

salon-de-la-rose-croix-josephin-peladan

 

მატერიალიზმ-რევოლუციებით გადარეული ევროპელი პელადანი

ვოლტერის და ლენინის საყვარელი მარატ-რობესპიერის ვანდალიზმის შემდეგ გაბატონებული მატერიალიზმი და პოზიტივიზმი მე-19 საუკუნეში ყელმი ამოუვიდა ბევრ ევროპელსაც.

მე-19 საუკუნის ბოლოს დასავლეთში გაბატონებული მატერიალისტ-პოზიტივისტ-პროგრესისტები ქადაგებდნენ რომ მეცნიერება და ინდუსტრია გააბედნიერებენ კაცობრიობას.

მაგრამ  იყვნენ განათლებული ფილოსოფოსები,მისტიკოსები და მხატვრები რომლებიც  ხვდებოდნენ რომ ამ პროგრესს ექნება ცუდი და საზარელი შედეგები.

ეს ტენდეცია განსაკუთრებით გამოვლინდა სიმბოლისტ ხელოვანებში.

მათ გვერდით იყო ვინმე ჟოზეფა პელადა// Joséphin Péladan,1858-1918//, რომელიც ამბობდა რომ მატერიალური სიჩქარე ვერ დაააჩქარებს ადამიანის შინაგან ცხოვრებას, რომ აურზაურის მიუხედავად ადამიანს დარჩება იგივე გული და იგივე წუხილები.

მატერიალისტ-პოზიტივისტ-პროგრესისტების ბატონობის საპასუხოდ გააქტიურდნენ ოკულტისტებიც რომელთაც უნდოდათ წარსულის სიბრძნის აღდგენა,

ჟოზეფა პელადა იყო სიმბოლისტურ და ოკულტისტურ მოძრაობათა შეხვედრის ადგილას. როგორც მხატვარი ის იყო სიმბოლისტი, როგორც ოკულტისტი კი როზენკრაიცერი.

მატერიალისტურმა პროგრესიზმმა ატომური და გეოფიზიკური იარაღის არმქონე ორფეხა მხეცი დამიანი გადააქცია ამ იარაღის მქონე ორფეხა მხეცად რომელიც აჩაღებს მსოფლიო ომებს, პერესტროიკებს და ნანგრევებად აქცევს მთელ პლანეტას. აი ამიტომ უნდა გვახსოვდეს პელადაც და ეს ხალხიც.

 

 

გაჩნდა ეზოტერული ხასიათის მრავალი საზოგადოება.

უტვინო ვანდალური მატერიალიზმის და  პროგრესიზმის  წინააღმდეგ აჯანყებულ ევროპელთა შორის ყურადღებას იქცევს ფრანგი მწერალი და ოკულტისტი ჟოზეფა პელადა // Joséphin Peladan//, რომელიც მოღვაწეობდა მეროდაკ ჟოზეფა პელადა-ს ფსევდონიმით// Mérodack Joséphin Peladan, 1858-1918//

ოკულტური მეცნიერებებით გატაცებული ჟოზეფა პელადა იყო  ლიტერატურული სიმბოლისტური მოძრაობის მნიშვნელოვანი პერსონაჟი.

მისი პირველი რომანი « უმაღლესი ცოდვა-მანკიერება » // Le vice suprême,1884// არის ჯვაროსნული ლაშქრობა წამხდარი თანამედროვეობა-დღევანდელობის წინააღმდეგ.

ის გმობს თანამედროვე მატერიალისტურ  საქმოსნურ ანტირელიგიური სამყაროს სიმახინჯეს.

მან მიითვისა წოდება Sâr//ბაბილონელი მოგვი, ჯადოსანი//.

1889 წელს მან შექმნა  როზენკრაიცერთა კაბალისტური ორდენი// Ordre kabbalistique de la Rose-Croix//, რომლის წევრებს შორის იყვნენ პაპიუსი// Papus//, ერიკ სატი// Erik Satie// თუ კლოდ დებიუსი// Claude Debussy//.

მაგრამ 1890 წელს  ოპერატიული მაგიის უარმყოფელი პელადა ხმაურით გავიდა ამ საზოგადოებიდან.

მან დააარსა როზენკრაიცერთა  ტაძრის და გრაალის კათოლიკური და ესთეტიკური  დისიდენტური ორდენი.// l’Ordre de la Rose-Croix catholique et esthétique du Temple et du Graal//. მას უნდოდა კათოლიკობის განახლება მასში არსებულ ეზოტერიზმზე დაყრდნობით.

1892 წელს მან შექმნა როზენკრაიცერთა სალონი// salon de la Rose+Croix//რომელშიც მონაწილეობდნენ აგრესიულად მატერიალისტურ-პროგრესისტული ძალების ბატონობით გათანგული და სულიერების მაძებარი სიმბოლისტი მხატვრები.

პარიზის სახელგანთქმულ გალერეა Durand-Ruel-ში გამართულ პირველ როზენკრაიცერთა სალონში მონაწილეობა მიიღო 60-მა ფრანგმა და უცხოელმა მხატვარმა. ისმოდა «პარსიფალის» პრელუდიის ჰანგები.

გამოფენა ნახა ოცდაორმა ათასმა კაცმა.

ჟოზეფა პელადა თვლიდა რომ რიხარდ ვაგნერის მუსიკა განკურნავდა მატერიალიზმით ავადმყოფ საფრანგეთს.

მთლიანობაში იყო როზენკრაიცერთა 6 სალონი.

ბოლო მოეწყო 1897 წელს გალერეაში Georges-Petit. ამის შემდეგ ჟოზეფა პელადამ მიაძინა თთავისი ორდენი და თქვა რომ დებს იარაღს ვინაიდან ხელოვნება რომელსაც ის იცავდა და ქადაგებდა ეხლა მიღებულია ყველგან, მდინარეზე უკვე გადავედით და რაღა საჭიროა გახსენება წინამძღოლისა ვინც აჩვენა ფონი.

ჟოზეფა პელადას მიერ შექმნილი ორდენი უფრო მხატვართა,ხელოვანთა საძმოა ვიდრე ინიციაციური ორდენი.

თვითონ ჟოზეფა პელადა მას განსაზღვრავს როგორც  ინტელექტუალური გულუხვობა-გულმოწყალების საძმოს რომლის მიზანიცაა  სულიწმინდის თანახმად გულმოწყალე მოღვაწეობას, სულიწმინდის დიდების ზრდას და მისი ბატონობის მომზადებას.

მისი მიზანია იდეალის კულტის მთელი ბრწყინვალების აღდგენა, საფუძველი უნდა იყოს ტრადიცია, იარაღი-საშუალებაა სილამაზე-მშვენიერება.

ჟოზეფა პელადა თვლიდა რომ  ლათინური ცივილიზაცია დაეცა და გადაგვარდა და რომ დასავლეთის გადარჩენა გარდაუვალი უბედურებისგან ძალუძს ხელოვნების მაგიას.

ტაძრის და გრაალის როზენკრაიცერული ორდენის მთავარი საქმე იყო ხელოვანთა გამოფენების მოწყობა.

როზენკრაიცერთა სახელით ცნობილია ეზოტერული საზოგადოებები. Rosicrucisme-ი გაჩნდა 1614 წელს,კასელში, გერმანიაში. იყო მანიფესტი რომელიც სატირულად გადმოსცემდა გავრცელებული ლუთერანობის სულიერ,მორალურ და სოციალურ მდგომარეობას.

ყველა როზენკრაიცერული საზოგადოება მე-17 საუკუნიდან დღემდე ეფუძნება ეზოტერიზმს უფართოესი გაგებით.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან მეოცე საუკუნის პირველ ნახევრამდე გავრცელდა როზენკრაიცერთა ორგანიზაციები რომლებსაც ცოტა რამე აქვთ საერთო წინა საუკუნეების როზენკრაიცერებთან.

მე-19 საუკუნის ევროპა შეძრა ინდუსტრიალიზაციამ რომელმაც დიდად შეცვალა სოციალური ორგანიზაცია.

უტვინო-უნამუსოთა მეცნიერული პროგრესი კი სრულებით სამართლიანად განიცდებოდა როგორც საფრთხე.

გერმანიაში მოთარეშე ანარქიული ურბანიზაციისგან გარბოდნენ თემებში და აგებდნენ ქალაქ-ბაღებს რათა უფრო ჰარმონიულად ეცხოვრათ ბუნებასთან.

საფრანგეთში გამოირჩა ეზოტერიზმ ში ინიციირებულიჟოზეფა პელადა რომელმაც თავისი ცოდნა ჩააყენა ამაღლებული იდეალის სამსახურში.

მისი მიზანი იყო ტრადიციაზე დაფუძნებული იდეალის კულტის აღდგენა.

მისი საშუალება-იარაღი იყო სილამაზე-მშვენიერება.

მისი აზრით ხელოვნების ნაწარმოებებში გამოხატულ სილამაზე-მშვენიერებას ძალუძს ადამიანების მიყვანა ღმერთამდე.

1890 წელს მის მიერ დაარსებული ორდენი უფრო მხატვრების,მუსიკოსების,მოქანდაკეების და მწერლების გამაერთიანებელი საძმო იყო ვიდრე ინიციაციური საზოგადოება.

მისი  მიზანი იყო სალონების,გამოფენების და ხელოვნების საღამოთა გამართვა და არა რევოლუციების,მსოფლიო ომების და ყველაფრის ამაქოთებელი პერესტროიკების გაჩაღება.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s