მხეცები ვყოფილვართ და არა ანგელოზები

 Émile Segev

ბიბლიოთეკა-საზარელ   მხეც ადამიანზე

 

ადამიანი არის ყველაზე საშიში მხეცი, By Elias Levy, Staff Reporter –


კვებეკის მონრეალის უნივერსიტეტის მენეჯმენტის დეპარტამენტის პროფესორმა ემილ სეგევმა //Emile Segev// დაწერა დიდად საინტერესო წიგნი «ადამიანი : პლანეტის ყველაზე საშიში მხეცი,მიზეზები და საშველი » ,რომელიც ფრანგულადაც გამოიცა ამასწინ//L’Homme : l’animal le plus dangereux de la planéte causes et remèdes//.

ინფორმაციის ტექნოლოგიათა ეს დოქტორი გვეუბნება რომ ადამიანი არაა მარტო მაჰატმა განდი,ტერენტი გრანელი,ფიროსმანი ;ავთო ვარაზი  თუ ანა კალანდაძე.

ის გვეუბნება რომ ადამიანი არის საზარელი გააფთრებული მხეცი  რომელსაც შეუძლია არნახულ და გაუგონარ საშინელებათა ჩადენა.

დღესაც, კოსმიური ხომალდ-თანამგზავრების და ინტერნეტის ხანაში, ის აგრძელებს თავის მსგავსი ადამიანების გაუგონრად ჟუჟვას და ტანჯვა-წამებას.

რა არის ამ ბოროტება-გაბოროტების მიზეზი ? რელიგია? განათლება ? საზოგადოება ? მისი ქვეყნის პოლიტიკური სისტემა? მისი მარადიული გაუმაძღრობა და სიხარბე, ფულის შოვნის და ხეირის გაუთავებელი სურვილი?

ძალადობისკენ და მხეცობისკენ მისწრაფება მისი სულის და ფსიქიკის თანდაყოლილი თვისებაა?

მაგრამ დრო და დრო  ადამიანი უზომოდ გულუხვიცაა და უეჭველად არის შესაქმის შედევრი.

როგორ უნდა აიხსნას ეს დუალობა?

ადამიანი ყველგან ერთნაირად აგრესიულია თუ  აგრესიულობა სხვადასხვაა სხვადასხვა ხალხში?

აი ამ ურთულეს კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობს პატივცემული პროფესორი.

 

საჭირო ნაშრომია იმიტომ რომ ადამიანი დღესაც აწყობს მთელ დედამიწაზე საზარელ სასაკლაოებს და აუცილებელია მისი მნგრეველი ინსტინქტების  მოტივაციათა გაგება.

ავტორმა პრობლემა იკვლია 100-ოდე ქვეყანაში.

მან მოიგონა ხალხთა აგრესიული თუ მშვიდობიანი მდგომარეობის საზომი-საკუთარი სასიცოცხლო სივრცის დაცვის მაჩვენებელი // IDEV,Indice de Défense de son Espace Vital//.

 

ავტორი თავს არ იმტვრევს სოციოპოლიტიკური, ფილოსოფიური.თეოლოგიური თუ მეტაფიზიკური საკითხებით.

 ის უბრალოდ ამბობს რომ ადამიანი არის ძუძუმწოვარათა ოჯახის წევრი მხეცი.

3600-წლის დოკუმენტირებული ისტორია გვეუბნება რომ მშვიდობა იყო მხოლოდ ძლივს 200 წელი,გვეუბნება ბატონი ემილ სეგევი.

მისი აზრით სიძულვილი კვებავს ადამიანთა ბოღმა-ბოროტებას და სიგიჟეს უხსოვარი დროიდან.

ადამიანთა ყოველი  ჯგუფი გააფთრებით იცავს თავის განსაზღვრულ,სასიცოცხლო სივრცეს და და ადგენს თავის ადგილს და « რანგს » ადამიანთა სხვა ჯგუფებს შორის.

ასე უკეთ გვესმის  თუ როგორ ხდება ადამიანთა ჯგუფების ზრდა,კლება თუ გაქრობა.

ხალხთა გზნების ერთმანეთთან შესადარებლად საჭიროა ამ გზნებათა გაზომვა,

ამიტომ მოიგონა ავტორმა IDEV

საა საზომი 0-დან 100-მდე.

თერმომეტრის მსგავსად უნდა იყოს IDEV-ომეტრიც.

100-ანი გზნება რომლითაც ჯგუფი იცავს თავის სასიცოცხლო სივრცეს,უმაღლესია.

ასეთი ჯგუფის აგრესიულობა მივა პროვოკაციამდე და ძალადობამდე.

მას  ხშირად დასჭირდება თავისი გზნების მოთოკვა.

მაღალი IDEV-ის მქონე ჯგუფების დაშინება-დამორჩილება ძნელია, ისინი მოძალადეები შეიძლება იყვნენ მაშინაც როცა ქვეყანაში შეადგენენ უმცირესობას.

 

ასეთ ჯგუფებს აქვთ ძალიან გამძაფრებული ინსტინქტები. უნდა გაფრთხილდეს ის ვინც ასე თუ ისე შეეხება მათ სასიცოცხლო სივრცეს.

დაბალი მაჩვენებელი კი.გვეუბნება რომ სუბიექტი პასიურია ყოველგვარი პროვოკაციის პირისპირ და რეაქციის მისი უნარი უბიძგებს მას საშიში ადგილიდან გაქცევისკენ.

ამ კანონების გამოყენებით გავიგებთ  მაჰმადიანთა, ქრისტიანთა, იუდეველთა,ინდუისტთა,ბუდისტთა და სხვათა რაოდენობას და მნიშვნელობას…

 

L’Homme: l’animal le plus dangereux de la planète. Causes et remèdes.

http://www.cjnews.com/en-francais/lhomme-est-lanimal-le-plus-dangereux

https://fr.wikipedia.org/wiki/Espace_vital

მაშ,ისევ გამოჩნდა ადოლფ ჰიტლერის ერთ-ერთი საკვანძო თემა სასიციცხლო სივრცე

// Lebensraum//

Mein Kampf Lebensraum

საა  ინდივიდის,ჯგუფის,ხალხის არსებობა-გადარჩენისთვის აუცილებელი სივრცე. ისაა ფიზიკური ან ფსიქოლოგიური,

ის განისაზღვრება ნორმებით ან ფსიქოლოგიური ცნებებით.

როცა ცხოველი თუ ადამიანი ხედავს რომ მისი სასიცოცხლო სივრცე მცირდება გარკვეულ ოდენობაზე მეტად ჩნდება გადარჩენის,არსებობის პრობლემები ან ფსიქოლოგიური კონფლიქტი.

ცოცხალ არსებათა ურთიერთობები და რეაქციები იცვლება მაშინ როცა ერთ-ერთი მათგანი შედის მეორის სასიცოცხლო სივრცეში. ეს შეიძლება დაკონკრეტდეს აგრესიულობის თუ უარყოფის გამოვლენით….

ჰიტლერის რეაქცია ძალიან ძვირად დაუჯდა ყველას, უკეთეს მომავალს გისურვებთ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s