ბიბლიოთეკა, შუა საუკუნეები,იცნობდეთ

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ლორან ფაბიუსმა 1990 წელს ბრძანა :

« ეკლესიის დოქტორები საუკუნეების მანძილზე კამათობდნენ იმის თაობაზე აქვს თუ არა სული ქალს ». იცოდეთ რომ ასეთ სისულელეს არავითარ შემთხვევაში არ იტყოდა დიდი შარლ დე გოლი. პოლიტიკოსთა ცნობიერების ასეთი ევოლუცია ნამდვილი ტრაღედიაა.

დღევანდელი მოარული აზრის თანახმად ბნელ შუა საუკუნეებში უწმინდურ ურჩხულად გამოცხადებულ ქალს  კეტავდნენ კოშკებში თუ გალიებში და ცემდნენ,მუდამ ამცირებდნენ და არ აძლევდნენ არაფრის უფლებას და გასაქანს. ესაა ტყუილი და ბოროტი კარიკატურა.

მნიშვნელოვანი თანამედროვე პოლიტიკური პერსონაჟი კი,რომელიც,ამდენად, თითქოს განათლებული უნდა იყოს ამბობს რომ ქრისტიანები ქალს თვლიდნენ მხეც-პრუტყვზე უარეს რამედ !

ადამიანთა ასეთი გამოკრეტინების წინააღმდეგ აჯანყდა ცნობილი ფრანგი მედიევისტი ანუ შუა საუკუნეების კარგად მცოდნე მკვლევარი ფრანგი ქალბატონი, 30-ოდე წლის მანძილზე ეროვნული არქივების საპატიო მცველი  რეჟინ პერნუ// Régine Pernoud,1909-1998//.

მან სახელგანთქმულებ Jaques Heersთან და Jacques Le Goffთან ერთად ბევრი გააკეთა გაშავებულ-ნათრევი შუა საუკუნეების სახელის და ავტორიტეტის აღსადგენად.

რეჟინ პერნუმ ბევრი დაწერა შუა საუკუნეები სქალზე,მათ შორის წიგნი «ქალი კათედრალების ხანაში » // La femme au temps des Cathédrales//,რომელიც ქალს წარმოადგენს მთელი შუა საუკუნეების მანძილზე, ბლანშ დე კასტილის, ჟანა დარკის, ალიენორ აკვიტანელის ბიოგრაფიებს…

მაშ როგორი იყო  ქალის სტატუსი კათედრალების ხანაში ?

 


«
ფეოდალურ ხანაში დედოფალს გვირგვინს ადგავენ ისევე როგორც მეფეს,როგორც წესი რეიმსში ანუ დედოფლის ტახტზე ასვლას აძლევდნენ იგივე მნიშვნელობას რაც მეფის ტახტზე ასვლას», ამბობს მედიევისტი…

დედოფალს გვირგვინს ადგავდნენ ისევე როგორც მის მეუღლე მეფეს,

მაგრამ არც სხვა ქალებს აბავდნენ და ცემდნენ როგორც პირუტყვებს.

ქალები ისევე როგორც მამაკაცები მონაწილეობდნენ ქალაქური თუ სოფლური კრება-ასამბლეების  დროს გამართულ კენჭისყრებში, აძლევდნენ ხმას არჩევნების დროს.  ამას ადასტურებს შუა საუკუნეების მრავალი დოკუმენტი.

ნოტარიულ აქტებში ძალიან ხშირად ვხედავთ რომ გათხოვილი ქალი მოქმედებს დამოუკიდებლად. მას,მაგალითად, შეუძლია მაღაზიის გახსნა ან  სხვა საქმიანობის დაწყება მეუღლისგან ნებართვის აღების გარეშე.

შუა საუკუნეებში ქალები იყვნენ მასწავლებლები სკოლებში ანუ გონიერი და განათლებული ადამიანების აღმზრდელები, ექიმები,აფთიაქარები, მლესავი-კალატოზები, მღებარები, წიგნების გადამწერები, მინიატურისტები, მონაზვნები, მონასტრების წინამძღვრები, და ა.შ.

ასე რომ შუა საუკუნეების რეალობა დიდად განსხვავდება უვიცი პოლიტიკოს-ჟურნალისტების მიერ ვინ იცის რატომ გავრცელებული მოარული აზრებისგან.

ქალი არ ყოფილა დამწყვდეული გალიაში კუდიანების დასაწვავად გაჩაღებული კოცონებით გადაბუგულ ევროპაში.

12 წლის გოგო სრულწლოვანად ითვლებოდა, არისტოკრატი ქალი განაგებდა თავის  მამულს სულ მცირე შუა საუკუნეების დასასრულამდე.

რაც შეეხება ქალების სულს :

ქალებს ნათლავდნენ,მათგან იღებდნენ აღსარებას და მათ აზიარებდნენ  სწორედ იმიტომ რომ მათ თვლიდნენ სულიერ ადამიანებად დაარა პირუტყვ მხეცებად.

წმინდანებად შერაცხული პირველი მარტვილები იყვნენ  სწორედ ქალები და არა მამაკაცები :

წმინდა აგნესი,წმინდა აგათი,წმინდა სესილი, წმინდა  ბლანდინი,  წმინდა  ჟენევიევა და ამდენი სხვა…

მარტო ბნელი პოლიტიკოსი თუ იტყვის რომ თომა აქვინელის აზრით ღვთისმშობელი უსულო არსება იყო…

რეჟინ პერნუს თქმით  ქალთა უფლებები მცირდება   შუა საუკუნეების სულ ბოლოს რომაული სამართალით გატაცებასთან ერთად.

ქალთა როლი მთლიანად გაქრა მე-19 საუკუნეში,განსაკუთრებით საფრანგეთში.

ქალთა როლი მცირდებოდა რომაული სამართლის ჯერ იურისტთა გამოკვლევებში,შემდეგ ინსტიტუტებში და ბოლოს ზნე-ჩვეულებებში გავრცელების პარალელურად.

ქალთა როლის თანდათანობით გაქრობის მთავარი ეტაპები კარგად ჩანს საფრანგეთში.

ისტორია არაა უსაფუძვლო მეცნიერება. მასში არის უძრავი მონაცემები რომლებიც არაა ჩვენზე დამოკიდებული და  უნდა მივიღოთ,

შუა საუკუნეებში იყვნენ მოაზროვნე,მწერალი, განმანათლებელი, პოლიტიკოსი,მწერალთა და დიდ რაინდთა შთამაგონებელი ქალები.

 

კიევში გაწვრთნილი ფიმენის ექსტრემისტ გომბიოთა მიერ დარბეული დიდებული ევროპული კათედრალების მშენებელი შუა საუკუნეები დიდი ხანაა.

დაუშვებელია მისი კარიკატურის გაკეთება და ამით ხალხის გაბრიყვება.

http://www.amazon.fr/La-Femme-au-temps-cath%C3%A9drales/dp/2253030341

 

 

http://hommelibre.blog.tdg.ch/archive/2014/01/08/la-terreur-revolutionnaire-pire-que-l-inquisition-251649.html

 

ლენინის საყვარელი მარატის და რობესპიერის მიერ მოწყობილი ტერორი ინკვიზიციაზე ბევრად უფრო უარესი რამე იყო.

 

რევოლუციონერთა ჯგუფმა ჩაიგდო ხელში ძალაუფლება და ორიოდე  წლის მანძილზე გაჟლიტა რევოლუციის მტრად გამოცხადებული ათობით ათასი ადამიანი.

ჟლეტდნენ კათოლიკურ ეკლესიასთან და არისტოკრატიასთან დაკავშირებულ პირებს.

აი ესაა დღევანდელობის ერთ-ერთი წყარო-რევოლუციური ტერორი.

 რევოლუციის შთამაგონებელ იდეოლოგებს განმანათლებლებს კი უნდოდათ ინდივიდის პატივისმცემელი სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა,მაგრამ მათ მიერ ნაშობმა რევოლუციამ შვა ტერორი რომელიც ეფუძნებასამართალის ცნების სრულ გაუქმებას.

მიიღეს კანონი რომლის ძალითაც  სწორად თუ არასწორად კონტრრევოლუციონერებად მიჩნეული პირების გასამართლების ბრალდებულთა ბრალის დასამტკიცებლად არ იყო საჭირო მოწმე  და სასამართლო უნდა ყოფილიყო მოკლე.

 

ამ ტერორის სახელით ძვირფასმა რევოლუციონერემა გაჟუჟეს,დააპატიმრეს და გააუბედურეს ასობით ათასი დამიანი.

მათვე გადაბუგეს,ააოხრეს და მოსპეს საფრანგეთის  ლამაზი მხარე ვანდეა და გაჟუჟეს მისი ქრისტიანი მოსახლეობა.

მათვე დაიწყეს საფრანგეთის და ევროპის სისტემატური დექრისტიანიზაცია რომელიც გრძელდება დღემდე.

ინკვიზიცია არ ყოფილა ასეთი საზარელი რამე. მისი სისტემა ნამდვილად ხასიათდებოდა დიდი ფიზიკური და მორალური ძალადობით, მაგრამ ის იყო ნამდვილი სასამართლო მკაცრი პროცედურით.

ინკვიზიციამ მოახდინა იურიდიული,სამართლებრივი რევოლუცია, შემოიღო უდანაშაულობის პრეზუმპცია რომელიც დღესაც არის ევროპის ქვეყანათა უმრავლესობის მართლმსაჯულების ბურჯი.

ინკვიზიციის სისტემაში ბრალდებული ითვლებოდა სავარაუდოდ უდანაშაულო ადამიანად და ბრალდებას უნდა წარმოედგინა მის მიერ დანაშაულის ჩადენის მამხილებელი მტკიცებულებები. შეიძლებოდა არასწორად გამოტანილი განაჩენის გასაჩივრება.

სისტემის საფუძველი იყო ძიება // ლათინურად inquisitio//. ამ ძიებას უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები იმისა რომ ბრალდებული ნამვილად იყო დამნაშავე,მხოლოდ ასე შეიძლებოდა მისი დასჯა.

ეკლესია  ყველაზე ხშირად კმაყოფილდებოდა ბრალდებულის მონანიებით და ხელს უწყობდა მის შერიგებას  ქრისტიანთა თემთან. ეს შერიგება იყო ინკვიზიციის მთავარი მიზანი. სიკვდილით დასჯა გამონაკლისი იყო. იყო ნაკლებად მკაცრი სასჯელებიც.

ინკვიზიტორები ნამდვილად არ იყვენენ ანგელოზები, იყო წამებაც და იურიდიული შეცდომებიც, მაგრამ სამწუხაროდ ამაში არაფერია საკვირველი.

აწამებდნენ ჯეიმს ბეიკერის მიერ ჯენტლმენად გამოცხადებული შევარდნაძის დროსაც,შეცდომებს კი ვიღა ჩივის.

   საერთო ჯამში ინკვიზიცია იყო ბარბაროსობის ნაშთების ცივილიზაციის კალაპოტში მოქცევა.

რობესპიერ-მარატ-გორბაჩოვ-შევარდნაძის ამბები კი ბარბაროსობის დაბრუნებაა,ეეჰჰჰჰ….

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s