მსოფლიო ქაოსი,გადარჩენისტები

 

ბიბლიოთეკა,მსოფლიო ქაოსი,გადარჩენისტები

 

გორბაჩოვისთვის ნობელის პრემიის მიცემის შემდეგ აღარაა დიდიდი იდეების.მაღალი იდეალების და იდეოლოგიების დრო. უნდა ვილოცოთ და ვიზრუნოთ საკუთარი თავის და ახლობლების გადარჩენაზე. აი ეს დაასკვნა მრავალმა ევროპელმა და ამერიკელმა.    ამათ აღარა აქვთ ტრადიციული პოლიტიკის იმედი.

კალი იუგაა,ნიჰილიზმის ანუ  უმაღლეს ღირებულებათა დაკარგვის,დემოკრატიული  ლოზუნგების ღნავილით მთელი ისტორიული ქვეყნების საბჭოთა თუ ანტისაბჭოთა ტანკებით მოსპობის ხანა, ხოდა სრულებით ნორმალური ამერიკელები და ევროპელები ცდილობენ ასეთ კატასტროფულად ველურ სამყაროში არსებობის სწავლას-. სურვივალიზმგადარჩენიზმი.

  “ადამიანთა სიგიჟეს, მათ სიხარბეს,მათ სწრაფვას ძალაუფლებისკენ ყოველ წუთში შეუძლიათ კატასტროფის გამოწვევა»

ალან  ბაუერი, ქსავიე რაუფე //Alain BauerXavier Raufer//,  ახალი მსოფლიო ქაოსი, გავიაზროთ უსაფრთხოება ქაოტურ მსოფლიოში, 30.09. 2007

არის მსოფლიო ქაოსი არა იმიტომ რომ იქნება მეტი აჯანყება.მეტი შეტაკება,მეტი ტერორისტული აქტი, მეტი მიკრო-კონფლიქტი, მეტი ჯანყი ვიდრე იყო ადრე.//ცივი ომის დროს,მაგალითად//, არც იმიტომ რომ უნდ ა იყოს ბევრად მეტი ყაჩაღი,აჯანყებული თუ დისიდენტი  ვიდრე იყო ოდესმე.

მსოფლიო ქაოსი არის იმიტომ რომ არაა ცხადი,თვალსაჩინო განსხვავება ომსა და მშვიდობას შორის,მეტიც, არაა შეთანხმება იმაზე თუ რა არის თვითონ ომი.

ბერლინის კედლის დამხობასა და 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულ აქტებს შორის მსოფლიო სწრაფად და მკვეთრად  შეიცვალა.

 

    საზღვრები ამოძრავდა ან გაქრა, კრიმინალმა და ტერორიზმმა განიცადა ევოლუცია.

როგორ უნდა გავიაზროთ დღეს ახალი ან მოულოდნელად უფრო მძიმე და რთული საფრთხეები ? როგორ უნდა გავაანალიზოთ ისინი? როგორ უნდა ვიწინასწარმეტყველოთ ისინი?

რისთვის უნდა მოემზადოს ევროპა დღეს  მომავალ საფრთხეებს სათანადოდ რომ დახვდეს?

როგორ ათქმევინეს ტყუილი  რიო-დე-ჟანეიროში დაპატიმრებულ Primer Comando da Capital

(PCC)-ის მეთაურს როდესაც მან ერთი ნაშრომის ბოლოს გამოქვეყნებულ ინტერვიუში თქვა  როგორც დანტემ :

« დაკარგეთ ყოველგვარი იმედი, ჩვენ ყველანი ვართ ჯოჯოხეთში ! »

 

 

 

ნაწყვეტი შესავლდან :

ბერლინის კედლის დამხობასა და 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულ აქტებს შორის მსოფლიო სწრაფად დამკვეთრად  შეიცვალა.  ყველამ იცის ეს,მაგრამ დიდი ინსტიტუტები იქცევიან ისე ვითომც არაფერი მომხდარა. სიადვილე ? უცნობის შიში ?  ინერცია ?

კონფლიქტებს, გადარწმუნება-შეკავებას, პოლიციურ და სამხედრო ორგანიზაციას უყურებენ ისე თითქოს არაფერი მომხდარა.

მაგრამ მსოფლიო არ არის ისეთი როგორიც მოგვინდებოდა რომ იყოს.

მის გაგება შეუძლებელია მოძველებული წარმოდგენების საფუძველზე.

მსოფლიო შეიცვალა, კრიმინალი და ტერორიზმი შეიცვალა, საზღვრები ამოძრავდა ან გაქრა.

დავინტერესდეთ,მაშ,იმით რაც ნამდვილად ხდება მსოფლიოში დღეს მტრობის და კონფლიქტების არენაზე.

დავაკვირდეთ რეალური სამყაროს რეალურ საფრთხეებს მოვშორდეთ ილუზიებს, ცრურწმენებს,მანიპულაციებს, ვცადოთ და  შეძლებისდაგვარად ნათელი და უბრალო პასუხი გავცეთ ამ ფუნდამენტურ კითხვებს :

რომელია ნამდვილად საშიში ორგანიზაციები, რომელი ორგანიზაციეები გვემუქრებიან დღეს,საიდან არიან ისინი,რას,რატომ და სად აკეთებენ ისინი ?

აქედან გამომდინარე დავაკვირდეთ თუ როგორ შეიცვლება მომავალ წლებში და წარმოვიდგინოთ თუ რა  საფრთხეების მოსაგერიებლად უნდა ემზადოს ევროპა დღეს.

დღემდე არსებული კონცეფციები მოძველდა.

მსოფლიოს ბიპოლარული წყობის მოშლის შემდეგ ტერორიზმმაც და ორგანიზებულმა კრიმინალმაც განიცადეს მონდიალიზაცია-გლობალიზაცია და ისინი მსოფლიო ფენომენებად გადაიქცნენ.

უარესი, დღევანდელი მსოფლიო ქაოსი აჩენს ჰიბრიდულ, თანაარსულად ტერორისტულ და კრიმინალურ ერთეულებს.

არიან განგსტეროტერორისტები,არის ჰიბრიდული, კრიმინალური თუ ტერორისტული საფრთხეები…

ბიპოლარული სისტემის გაუქმების შემდეგ ნამდვილი საფრთხე მოდის ტერორისტებით, ფანატიკოსებით, «ბანდიტი პატრიოტებით »,დეზერტირი სამხედროებით, დისიდენტი გენერალი მეთაურებით, საველე მეთაურებით, უბრალო ბანდიტებით, გასხივოსნებულებით სავსე ჰიბრიდული ერთეულებიდან.

უცნობი, მოუხელთებელი, ცვლილების უნარის მქონე, საერთაშორისო და ჰუმანიტარული კანონების არმცნობი, კრიმინალურ ეკონომიკასთან სიმბიოზში, ნარკოტიკები-საომარი იარაღი-შავი ფულის სამკუთხედში მცხოვრები ჯგუფებისგან…

ჩვენ უნდა ამოვიცნოთ ეს ჯგუფები.

 

 

ავტორი  კრიმინოლოგი ალან ბუერი არის სახელმწიფოთა და დიდი ფირმების მრჩეველი-კონსულტანტი  კრიზისების და უსაფრთხოების საკითხებში, ასწავლის საფრანგეთის და სხვა უნივერსიტეტებში  და სპეციალიზებულ სკოლებში. განიხილავს გლობალური უსაფრთხოების საკითხებს. არის ამ თემაზე მრავალი ნაშრომის ავტორი.

 

მკვლევარი ქსავიე რაუფე იკვლევს თანამედროვე კრიმინალურ საფრთხეებს, პარიზის კრიმინოლოგიის ინსტიტუტი, პარიზის  უნივერსიტეტი Panthéon Assas.

 

=

http://lesobservateurs.ch/2016/01/26/chaos-la-police-suedoise-avoue-ne-plus-pouvoir-garantir-lordre-a-stockholm/

Accueil – Brèves – Chaos : La police suédoise avoue ne plus pouvoir garantir l’ordre à Stockholm

Chaos : La police suédoise avoue ne plus pouvoir garantir l’ordre à Stockholm

/nouveau-chaos-mondial-Alain-Bauer/dp/2849010707

  • 01.2016, შვედეთის პოლიცია აღიარებს რომ ვეღარ დაიცავს წესრიგს სტოკჰოლმში
  • ევროპულ დონეზე დაძაბულობაა, დანია ატარებს თავშესაფრის უფლების რეფორმას, ბრიუსელი 2 წლით აგრძელებს კონტროლს შენგენის სივრცის შიგნით.
  • აი ამ კონტექსტში შვედურმა პოლიციამ განაცხადა რომ ის ვეღარ აკონტროლებს სტოკჰოლმის სადგურს და მის მიდამოებს. ამას გვეუბნება ჩეხური საიტი cz.

ვითარება ცოტ-ცოტა რთულდება მთელ ევროპაში. მანიფესტანტების,მიგრანტების და ნერვებდაჯიჯგნილი პოლიციის კალეში მუშტიკრივის ვიდეომ  შემოიარა ნეტი…

აი ამ ნერვებდაჯიჯგნილ ხანაში  აღიარა შვედეთის პოლიციამ რომ ის ვეღარ აკონტროლებს შვედეთის დედაქალაქის მთავარ სადგურს და მის მიდამოს მიტომ რომ მაროკოელი ბავშვების ბანდები ქურდავენ გამვლელებს, გასაქანს არ აძლევენ ქალებს და უტევენ უსაფრთხოების აგენტებს.

200 მაროკოელი უსახლკარო ბავშვი თარეშობს შვედეთის დედაქალაქში და იკლებს მას.

ისინი ფეხებს შორის  უფათურებენ ხელებს ქალებს და როცა წინააღმდეგობას შეხვდებიან სილას შემოკრავენ ხოლმე მათ.

ამ მოძალადე  ბაცაცა ბავშვების გადამკიდე შვედი პოლიციელი ამბობს რომ ის აღარ გაუშვებს თავის შვილს სასეირნოდ სტოკჰოლმის სადგურში.

  • შვედური პოლიცია იჭერს მუდამ ერთი და იგივე პირებს,მაგრამ რამოდენიმე საათში ათავისუფლებს ამ ახალგაზრდა მაროკოელ კრიმინალებს. პოლიცია ვერ ადგენს ვერც მათ ვინაობას და ვერც მათ ასაკს.
  • 2012 წლიდან 505-მა მცირეწლოვანმა მაროკოელმა ითხოვა თავშესაფარი სტოკჰოლმში,მაგრამ მათი მესამედი გაიქცა თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრებიდან.

Joseph Navratil & Alimuddin Usmani

http://www.lexpress.fr/actualite/societe/survivalisme-nous-sommes-prets-a-faire-face_1197819.html

 

სურვივალიზმ-გადარჩენიზმი//Survivalism//: “ ჩვენ ყველაფრისთვს მზად ვართ

 Laurent Chabrun, 18/12/2012

 

გორბაჩოვისთვის ნობელის პრემიის მიცემის შემდეგ აღარაა დიდიდი იდეების.მაღალი იდეალების და იდეოლოგიების დრო. უნდა ვილოცოთ და ვიზრუნოთ საკუთარი თავის და ახლობლების გადარჩენაზე. აი ეს დაასკვნა მრავალმა ევროპელმა და ამერიკელმა.

 

ამათ აღარა აქვთ ტრადიციული პოლიტიკის იმედი.

 

 

სანდრინს და ემანუელს არა აქვთ მაიას კალენდარით ნაწინასწარმეტყველები სამყაროს დასასრულის შიშები,

ისინი ფიქრობენ რომ მალე ბოლო მოეღება მატერიალისტური ჰედონიზმისგან და სიხარბისგან გადარეულ და შეშლილ ცივილიზაციას.

ისინი ემზადებიან აი ამ ცივილიზაციის კრახის და დასასრულის გადასადატანად.

მერიკის შეერთებულ შტატებში ბევრია ასეთი ხალხი. მათ უძახიან preppersს.

მათი აზრით ველურ მოხმარებაზე დაფუძნებული დღევანდელი ცივილიზაცია მალე დაემხობა.

მათი დიდი უმრავლესობა სულაც არაა მისტიკოსი.

ისინი დარწმუნებული არიან იმაში რომ უმუშევრობა,გაფიცვები,მალე კი აჯანყებები და ომები რომლებსაც ემატება ეკონომიკური-ფინანსიური და ეკოლოგიური კრიზისები და კატასტროფები  მალე მოსპობენ მთელ ეკონომიკებს და ქვეყნებს..

სურვივალისტ-გადარჩენისტები წინ იყურებიან და ემზადებიან გარდაუვალი კატასტროფის დროს და შემდეგ საკუთარი თავის და ახლობლების გადასარჩენად.

კალი იუგაა,ნიჰილიზმის ანუ  უმაღლეს ღირებულებათა დაკარგვის,დემოკრატიული  ლოზუნგების ღნავილით მთელი ისტორიული ქვეყნების საბჭოთა თუ ანტისაბჭოთა ტანკებით მოსპობის ხანა, ხოდა სრულებით ნორმალური ამერიკელები და ევროპელები ცდილობენ ასეთ კატასტროფულად ველურ სამყაროში არსებობის სწავლას-. სურვივალიზმგადარჩენიზმი.

ადამიანთა სიგიჟეს, მათ სიხარბეს,მათ სწრაფვას ძალაუფლებისკენ ყოველ წუთში შეუძლიათ კატასტროფის გამოწვევა»

 

 

სულ უფრო და უფრო მეტი ამერიკელი ელის ნაცნობი სამყაროს,ველურად მომხმარებელი მატერიალისტურ-ჰედონისტური ცივილიზაციის დასასრულს თუ სოციალურ,პოლიტიკურ,ეკონომიკურ, ეკოლოგიურ თუ ჰუმანიტარულ კატასტროფებს, დღეს 4 მილიონი ამერიკელი უნდა ემზადებოდეს ამ კატასტროფაში გასაძლებად.

 

1950-ანი წლებიდან,ორი მსოფლიო ომის შემდეგი  და ცივი ომის ხანიდან არსებობენ სურვივალისტები, რომელთაც ქართულად ალბათ  შეიძლება დაერქვას გადარჩენისტები, ისინი  ელიან   დღევანდელი ცივილიზაციის, ჩვენთვის ნაცნობი სამყაროს დასასრულს და დამხობას// TEOTWAWKI : « The End Of The World As We Know It »//.

 

ისინი ელიან გლობალიზებული ეკონომიკის, ნავთობის, ელექტრობის, ინფორმატიკის, ქალაქური ინფრასტრუქტურის,და .. გაქრობას.

 

ეს ადამიანები ფიზიკურად, სულიერად და ეკონომიკურად ემზადებიან იმ ხანისთვის როდესაც ველური ბრძოლა არსებობისთვის არარაობად აქცევს უსაფრთხოების, სიმშვიდის და ნდობის ცნებებსაც.

ჩანს უბედურებების, ეკონომიკური და ენერგეტიკული ავტონომიის კრიზისთა მოახლოების ნიშნები.

ამიტომ სურვივალისტგადარჩენისტმა  უწინარეს ყოვლისა უნდა გააღვიძოს თვითონ მასში მთვლემარე პირველყოფილი არსება.

ეკოარქიტექტორმ დონ სტეფენსმა// éco-architecte Don Stephens// ამ მოვლენას დაარქვა « survival retreat »// ქალაქიდან წასვლა და საკუთარი მეობის ველურ პირობებში განხორციელება რათა ადამიანმა ისევ აღმოაჩინოს ამერიკული დასავლეთის პიონერის ცხოვრება//.

 

1960-ან წლებში გავრცელებულ  ამ სუბკულტურას სძაგს დღევანდელი ცხოვრების წესი.

ის თვლის რომ ინდუსტრიალური ცივილიზაცია განწირულია ახლო მომავალში დასაღუპად.

 

სამყაროს დასასრული : ვინ არიან სურვივალისტები?

 

ისინი ყიდულობენ ურთულეს,მათ შორის სახელმწიფოთა ნგრევის პირობებში გადარჩენისთვის აუცილებელ რაღაცეებს.

 

მათი მიზანია  მზადყოფნა თავდასხმისთვის თუ კატასტროფისთვის,მაგალითად სამყაროს დასასრულისთვის.

19/12/2012 , Solène Bertrand

 

თავდაცვა თავდასხმებისგან და კატასტროფებისგან ბუნკერისთვის თავის შეფარებით.

 

სამყაროს დასასრულის,კლიმატური თუ სხვა კატასტროფების თანამედროვე შიშმა აშშში გააჩინა სურვივალისტების ახალი მოძრაობა.

 

სურვივალისტების მიზანია ორგანიზება ავტონომიური,დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, იმისთვის რომ  ჰქონდეთ ბუნებრივი თუ ქიმიური კატასტროფების შემთხვევაში გადარჩენის უნარი.

ისინი ყიდულობენ და იმარაგებენ საკვებს და სხვა აუცილებელ რაღაცეებს.

 

 

ზოგი სურვივალისტი მიდის იქამდე რომ აგებს დაბეტონებულ თავშესაფარს სადაც შეიძლება მოწყდეს სამყაროს თავდასხმის თუ კატასტროფის შემთხვევაში.

 

ეს ტენდენცია არის საფრანგეთშიც,მაგრამ მას ცუდად უყურებენ და ამიტომ მის მიმდევრებს ურჩევნიათ ჩუმად და უხმაუროდ ცხოვრება.

 

აი რას ამბობს ნორმანდიელი სურვივალისტგადარჩენისტი, სამხედრო,რომელმაც არჩია ანონიმად დარჩენა

:

« … მე არ ვარ ექსტრემისტი, სურვივალიზმი არაა სამყროს დასასრულის რწმენა.

 

დარწმუნებული ვარ იმაში რომ ხუთათ წელში ეკონომიკა დაემხობა და ეს ბიძგს მისცემს ძალადობის აქტებს,ჯანყებს, მკვლელობებს,ადამიანების მოკვეთას ერთმანეთისგან.

დაიკარგება ელექტრობის და წყლის მსგავსი რესურსები ეს არაა მედიუმური ხილვა, ესაა დანახვა იმისა რაც უკვე ეხლა ხდება. საჭიროა ამ უბედურებების გადასატანად ფიზიკური,მატერიალური და მორალური მზადება. »

 

სულ უფრო და უფრო მეტს ესმის თუ რა გველის. ისინი იაზრებენ კლიმატური და ბუნებრივი თუ სოციალური გარემოს გაუარესების ფენომენებს.

 

ზემო ნორმანდიაში ცოტა სურვივალისტია ან შეიძლება ისინი იმალებიან. ქვემო ნორმანდიაში უნდა იყოს ბევრი სურვივალისტი.

მომავალ წლებში არ იქნება კარგი ქალაქში ცხოვრება.

ამიტომ ზოგი სიფრთხილის გამო იკეტება თავის თავში,მიდის სოფელში

 

მერიკის შეერთებულ შტატებიდან გამოსული ეს ტენდენცია გავრცელდა ევროპის მრავალ ქვეყანაში.

შვეიცარელმა სურვივალისტ-გადარჩენისტებმა იყიდეს ფერმები და გაადააქციეს  ისინი გამაგრებულ ბანაკებად.

როდესაც იქნება შიმშილი ისინი იარაღით დაიცავენ თავის ქონებას ყაჩაღებისგან….

ევროპაში უკვე ასობით ათასი სურვივალ ისტ-გადარჩენისტიუნდა იყოს ზოგის თქმით.ისინი ელიან არმაგედონს.

არის ინტერნეტის საგანგებო და პოპულარული საიტებიც….

ა ბ გ დ ე ვ ზ თ იკლ  მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ ხ  შ ც ჩ  ჯ  ჰ

წ  ჭ

 

სურვივალ ისტ-გადარჩენისტები ცდილობენ ეკონომიკურად დამოუკიდებელი ცხოვრების აწყობას, უარს ამბობენ კრედიტზე,მათ აღარ უნდათ ბანკებზე დამოკიდებული ცხოვრება.

ისინი ელიან დღევანდელი საზოგადოების კონვულსიურ დამხობას და ემზადებიან ამისთვის.

ყიდულობენ სოფელში სახლს რომელსაც აქვს წყლით და ელექტრობით ავტონომიური მომარაგება,გათბობის ავტონომიური  სისტემა და არ ამხელენ მის მისამართს. იქაა საკვების მარაგი,წიგნები, ფირფიტები ანუ ინტელექტუალური საკვების მარაგიც….

მათ მონახეს გაქცევის გზები თუ კი ცუდი რამე დაემართება ახლომდებარე ბირთვულ ელსადგურს…

ისინი ყოველ დღე ზომავენ რადიოაქტიურობის დონეს…..ყურადღებით არიან,რამე  საშინელება ხომ არ ემართება გამოშტერებულ საზოგადოებას…

 

 

 

https://www.lalibrairie.com/nos-rayons/livres-en-francais/sciences-humaines-sociales/politique-et-administration-publique/relations-internationales/le-nouveau-chaos-mon

http://www.amazon.fr/nouveau-chaos-mondial-Alain-Bauer/dp/2849010707

Le nouveau chaos mondial Broché – 13 janvier 2008

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s