ბიბლიოთეკა,დე-მორალიზაცია

Christian Godin par Claude Truong-Ngoc mai 2013.jpg

Christian Godin ,2013,მაისი

La dé-moralisation et la démoralisationბიბლიოთეკა,დე-მორალიზაცია და დემორალიზაცია

 

 ფილოსოფია  ევროპელი ჯეელებისთვის

კლერმონ=ფერანის // Clermont-Ferrand// უნივერსიტეტის პროფესორმა, ფილოსოფოსმა  ქრისტიან გოდამ //Christian Godin// ეხლახანს გამოაქვეყნა  ნაშრომი «დემორალიზაცია, მორალი და კრიზისი » //La Démoralisation. La morale et la crise//.

დემორალიზაცია ერთდროულად პროცესიცაა და შედეგიც. ის მიუთითებს ფსიქიურ დანაკარგზე და,ამდენად, სუბიექტის დასუსტებაზე.

დემორალიზაცია ადამიანს აკარგვინებს  დადებით გრძნობებს და მდგომარეობებს : იმედს,ნდობას, წარმატების მოლოდინს.

ის არის წარმავალ  განსაკუთრებული ვითარებებიდან გამომდინარე წარმავალ ღონემიხდილობა-სულმიხდილობასა და მთლიანად არსების  შემარყეველ სასოწარკვეთილებას შორის.

დემორალიზებული ადამიანი არაა იმდენად სასოწარკვეთილი რომ უნდოდეს თავის მოკვლა, მაგრამ რეალურმა სამყარომ მისთვის დაკარგა მნიშვნელობა და ღირებულება და ის უნდობლად უყურებს ამ სამყაროს.

ყველა უარყოფითი მდგომარეობის მსგავსად დემორალიზაცია თვითონ კვებავს საკუთარ თავს.

ადამიანი დემორალიზებულია იმიტომ რომ გარემომცველ სინამდვილეში ვერ ხედავს ვერაფერს საიმედოს და იმედის მომცემს. და გარემომცველ სინამდვილეში ვერ ხედავს ვერაფერს საიმედოს და იმედის მომცემს იმიტომ რომ ის დემორალიზებულია.

მაგრამ დემორალიზაციაში შეიძლება დავინახოთ დე-მორალიზაცია ანუ მორალიზაციის პროცესის შეწყვეტა, რაც არის მორალურ ღირებულებათა დამხობის და გაქრობის შედეგი და უფრო დაბალ დონეზე დაშვება.

ფროიდმა ქიმიიდან აიღო  ცნება სუბლიმაცია რითაც აღნიშნა  პროცესი რომლითაც ადამიანის გაუცნობიერებელი მხეცური ინსტინქტები და მისწრაფებები შეიძლება დაკმაყოფილდეს ირიბი და ძალადობაზე და მხეცობაზე მორალურად უფრო მაღალი საშუალებებით.

აგრესიულობა,მაგალითად,ვიღაცის დასახიჩრება-მოკვლის გარეშეც შეიძლება განმუხტოს სპორტულმა თამაშმა და ფიზიკურმა შრომამ.

ჰერბერტ მარკუზემ კი საწინააღმდეგო პროცესის აღსანიშნავად შემოიღო ცნება დესუბლიმაცია. ის ხედავდა რომ 1930-ანი წლებიდან დესუბლიმაციის პროცესი ხდებოდა ამერიკულ საზოგადოებაში.

დემორალიზაცია კი შეიძლება ეწოდოს პროცესს როდესაც მორალური ღირებულებები ქრებიან  და ადგილს უთმობენ სხვა,არამორალურ ღირებულებებს

სოციალური ფსიქოლოგიის გამოკვლევებმა აჩვენა რომ  მორალურ ღირებულებათა და მიდგომათა აღმნიშვნელი მრავალი ცნება  აღარაა გამოყენებული,მეტიც,უბრალოდ უგულვებელყოფილია.

ლიცეუმის  დღევანდელ მოწაფეებს შორის ნეტა ვინ იცის კეთილგანწყობა-კეთილმოსურნეობის, პატიოსნების, დიდსულოვნების ცნებები ?

ჩვენს მონდიალიზებულ ხანაში და საზოგადოებაში ბატონობს  ტექნომეცნიერებებიდან// technoscience// აღებული სარგებლობა-სარგებლიანობის, სისწრაფე-სიჩქარის, სიზუსტის,სრულყოფილება-ჯობნა-პირველობის და რენტაბელობის ღირებულებები.

და ეს ღირებულებები მითუფრო დესპოტურია რომ არავინ ან თითქმის არავინ ფიქრობს იმაზე თუ რამდენად საფუძვლიანი და დასაბუთებულია ეს ღირებულებები.

ყველა,მაგალითად, დარწმუნებულია იმაში რომ სასარგებლო  ჯობია უსარგებლოს, სწრაფი ჯობია ნელს,ზუსტი ჯობია ბუნდოვანს.

არადა ძველი საზოგადოებები, ჩვენი წინაპრები, პატივს მიაგებდნენ და აფასებდნენ იმას რაც გვეზიზღება ჩვენ დღეს.

ასე მაგალითად ნელა,აუჩქარებლად და დინჯად მეტყველება ჩვენი წინაპრებისთვის იყო სიბრძნის ნიშანი.

ჩვენ,თანამედროვეები კი,პირიქით,დარწმუნებული ვართ იმაში რომ დინჯად მეტყველს აკლია  რეაქტიულობა.

ტექნომეცნიერება ფრონტალურად უპირისპირდება მორალურ ღირებულებებს ან  ცვლის მათ არამორალური ღირებულებებით და,ამდენად,ის იმორალური და ამორალურია.

ავიღოთ,მაგალითად, სიჩქარე, ყველამ იცის რომ სულერთია რომელ სფეროში იყოს. კონკურენტულ სისტემაში სწრაფი აჯობებს ნელს.

არადა ტექნიკური საშუალებები// ავტომობილები,კომპიუტერები, და ა.შ.//ახალისებენ საკუთარ თავზე ზრუნვას,რასაც აკეთებენ სხვებზე ზრუნვის საზარალოდ.სხვებზე ზრუნვის გარეშე კი ვერ იქნება ვერანაირი მორალი.

ტექნომეცნიერება გამოცხადებულია უბრალოდ ამორალურ რამედ ანუ ისეთ რამედ რომელმაც საერთოდ არ იცის თუ რაა მორალი. მაგრამ ამის გარდა ტექნომეცნიერება იმორალურიცაა ანუ მას აქვს წარმოდგენა მორალზე,მაგრამ იქცევა მორალისთვის ანგარიშის გაუწევლად. მისი  იმორალურობა კი ინიღბება.

იგივე ითქმის კაპიტალიზმზე რომელიც იმალება ამორალობის უკან რათა ყველას დაავიწყოს თავისი იმორალურობა.

ტექნომეცნიერებას ამართლებენ იმით რომ  ისაა უბრალო საშუალება და მთავარია მიზანი რომლისთვისაც იყენებენ მას.

ძალიან სუსტი არგუმენტია იმიტომ რომ ტექნომეცნიერებას აქვს  როგორც ფიზიკური ისე ფსიქიური ძალა და მას ამიერიდან შეუძლია თავისი საკუთარი ღირებულებების დაძალება,თავზე მოხვევა და თავის ირგვლივ სიცარიელის შექმნა.

მაგრამ  ტექნომეცნიერება  ეხლა ჩანს ფატალობად, ისტორიის ჩვენგან დამოუკიდებლად და შეუქცევადად ხელმძღვანელ ძალად და  ამიტომ ის არის დემორალიზაციის //ცნების ფსიქიური მნიშვნელობით// ძალა.

არა და ჩვენი ნების ნაყოფი ტექნომეცნიერება ბატონდება ისე რმ ის ცვლის ჩვენს ნებას და იკავებს მის ადგილს.

ტრადიციულ საზოგადოებებს შეეძლოთ მათი აზრით საშიში სიახლე-ინოვაციების დაბლოკვა.

დღევანდელ საზოგადოებებს ეს აღარ ძალუძთ.

შესწავლილი იქნება ყველაფერი რისი მეცნიერულად შესწავლაც შეიძლება. გააკეთებენ ყველაფრის გადამბუგავ და მომსპობ ოხრობასაც  თუ კი მისი გაკეთება ტექნიკურად და ტექნოლოგიურად შესაძლებელია.

და აღმოაჩენენ და გააკეთებენ ყველაფერს რა კატასტროფულიც არ უნდა იყოს ეს აღმოჩენა და ნაკეთობა.

ტექნომეცნიერებამ მოსპო ყველა მორალური და რელიგიური ტაბუ//აკრძალვა// და შეზღუდვა.

მისი  გაძლერების საზღვარი აღარ ჩანს.

მფრინავი რობოტი დრონებით ნადირობენ ათიათასობით კილომეტრის მოშორებით თავის ბოსტანში პამიდორის მთოხნავ დედაბრებზე და ხოცავენ მათ.

ბირთვულმა და გენეტიკურმა ინდუსტრიებმა საბოლოოდ  დაასვეს დაღი ჩვენს სამყაროს. ჩვენ ვეეღარც კი წარმოგვიდგენია უკან დაბრუნება და მათ გარეშე არსებობა.

მწარე ირონია თუ ისტორიის ეშმაკობა :

ჩვენი წინაპრების ხვედრისგან განსხვავებით ჩვენი ხვედრი  არაა ჩვენი ნებისგან დამოუკიდებელი, ის ჩვენი ნების ნაყოფია.

უძლურების ეს გრძნობა, რომელსაც აძლიერებს კლიმატურ დათბობაზე მსოფლიო კონფერენციების ფატალური მარცხი, გამოიხატება დემორალიზაციის ცნებებში.

ჩვენ ვხედავთ თუ როგორ უკავშირდება  დემორალიზაცია ფსიქიური აზრით დემორალიზაციას მორალური მნიშვნელობით.

მორალურად რომ იმოქმედო მინიმალურად მაინც უნდა ენდობოდე რეალობას.

სიკეთის კარგით და ბოროტების ცუდით შემცვლელი ეთიკაა ერთადერთი მორალი რომელიც ისიც არა ყოველთვის იღებს ყველაფრის ფარდობითობის მამტკიცებელ ტექნომეცნიერებას // ცნობილია რომ ის რაც კარგია დღეს ხვალე შეიძლება ცუდი იყოს,და პირიქით//.

ეთიკას არ სჭირდება სამყაროს წესრიგი, ის კარგად გრძნობს თავს დაშლილ-არეულ სამყაროში.

ამიტომაა რომ  ტექნომეცნიერების მორჩილ ეთიკას აქვს მომავალი, მორალს კი,რომელსაც თავი მარადიული ეგონა, ძალიან უჭირს.

https://fr.wikipedia.org/wiki/Technoscience

ცოტა ხნის წინ შემოიღეს ცნება ტექნომეცნიერება რომელიც  აღნიშნავს კვლევა-ძიების,მეცნიერების და ტექნიკის ერთობლიობას  რომელიც მართავს კვლევის და განვითარების მთლიანობას.

მეცნიერულ-ტექნიკური, ინდუსტრიული და პოსტინდუსტრიული კომპლექსი სოციოლოგიური,ეკონომიკური და პოლიტიკური რეალობაა.

დემოკრატიის მშობელი  ძველი ბერძნები დიდად აფასებდნენ  ულამაზესი ღვთაებრივი ძღვენის,სამყაროს უანგაროდ ჭვრეტას, ამ სამყაროთი უანგარო ტკბობას.ამავე დროს ისინი ცოტა ნაკლებად მაგრამ მაინც აფასებდნენ უტილიტარულ ტექნე-ტექნიკა-ხელოსნობასაც.

დღეს. მატერიალისტური ჰედონიზმით გადარეული ადამიანი ყოყოჩობს. თავისი ილუზორულ-მოჩვენებითი ყოვლისშემძლეობით და ეჯიბრება ზევსს და ანანკე-ხვედრს,განგებას რომლის ეშინოდა ზევსსაც.

აი ეს ჰუბრისი ანუ უზომობა,ზომიერების და სამყაროში  საკუთარი ადგილის გრძნობის დაკარგვა-გათავხედება-ქედმაღლობა ისჯება დემორალიზაციით და კატასტროფებით…ე

La démoralisation ; la moralité et la crise

 

ანუ თანამედროვე ფრანგი ფილოსოფოსი ქრისტიან გოდას// Christian Godin// ეს ნარკვევი კრიზისად წოდებულ ფენომენს განიხილავს ფსიქოლოგიური და მორალური კუთხით.

მოარული აზრის თანახმად დემორალიზაცია არის რწმენის  და ენერგიის დაკარგვა,

მაგრამ ის ასევე შეიძლება დავინახოთ როგორც მორალური ღირებულებების და პრინციპების დაკარგვა.

მორალური ღირებულებების და პრინციპების დაკარგვა კი დაკავშირებულია რწმენის და იმედის დაკარგვასთან.

ისტორიულად დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ინდივიდუალიზმს მივყევართ დიდად სასტიკ სოციალურ მდგომარეობებათან.

ტრადიციული და მორალური  ღირებულებები ხელს უშლის არსით იმორალურ მონდიალიზებულ ტექნომეცნიერებას და ისიც სპობს მათ.

– See more at: http://vitrine.edenlivres.fr/publications/50153#sthash.XqrRlZ3h.dpuf

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s