გარდაქმნა და არა პერესტროიკა

 

La haine de la nature

 

Christian Godin par Claude Truong-Ngoc mai 2013.jpg

ბიბლიოთეკა, გარდაქმნა გვინდა და არა პერესტროიკა

2013 წლის 3 იანვარი, თანამედროვე ფრანგი ფილოსოფოსი რისტიან გოდა ბუნების სიძულვილზე,2012 წელს გამოვიდა მისი წიგნი «ბუნების სიძულვილი »

 

« La haine de la nature », Champ Vallon, 2012, collection « L’esprit libre ».

2012 წელს გამოვიდა მისი წიგნი «ბუნების სიძულვილი »

ჩვენი ცივილიზაცია ჩამწყვდეულია ბუნების სიძულვილში. ქალაქების მშენებლობიდან ადამიანის სხეულის ხელოვნურად აგებამდე ტექნიკის სამყარო ნამდვილი მომსპობი ძალაა.

http://www.amazon.fr/LHomme-artificiel-Golems-robots-cyborgs/dp/2207249735

Michel de Pracontal -მა  2002  წელს ფრანგულად გამოსცა წიგნი  « ხელოვნური ადამიანი : გოლემები,რობოტები, კლონები, კიბორგები »// ‘L’Homme artificiel : Golems, robots, clones, cyborgs//, რეზიუმე

« გონიერი » კომპიუტერები,  ვირტუალური რეალობა, ტრანსგენური პირუტყვი, კლონები,

ჩვენი ყოველდღიურობა სულ უფრო და უფრო ემსგავსება მეცნიერული ფანტასტიკის სამყაროს.

ხვალე ქუჩებში გადავეყრებით პოპულარული კინოსერიალების ანდროიდებს და ლითონის ნაკეთობებს.

ტექნიკურ-ტექნოლოგიური  სიახლე-ინოვაციების უპრეცენდენტო დაგროვებამ  წაშალა საზღვარი ბუნებრივსა და ხელოვნურს, ცოცხალსა და უსულოს,ადამიანსა და მანქანას შორის.

მალე ალბათ იქნებიან მოაზროვნე რობოტები, ჩვენ კი გადავიქცევით ან გადაგვაქცევენ ცოცხალი სხეულის და ბიონიკა-ელექტრონიკა-ნანოტექნოლოგიის ნაერთ კიბორგებად.

დასავლურ კულტურას აკვიატებია ხელოვნური უკვდავი ზეადამიან-პოსტადამიანის შექმნა-მოთითხვნის იდეა.

ელექტრონიკის,ინფორმატიკის,ფიზიკის,ქიმია-ბიოლოგია-გენეტიკის საკვირველი ნაერთი კოქტეილით უკვე ერევიან ადამიანის და სხვა ცოცხალ არსებათა ორგანიზმების ფუნქციონირებაში.

გაჩნდა საზოგადოების მანქანის მოდელის თანახმად აგების საფრთხე,

ადამიანის განთავისუფლება მოინდომეს ცოცხალი ბუნებრივი ადამიანის გაუქმებით და ხელოვნური ზეადამიან-პოსტადამიანის შექმნით.

ესაა დღევანდელი ახალთახალი უტოპია…

 

http://www.kurt-forever.com/pdf/kurtforever_reproduire_homme.pdf

 

]

Deerie Sariols Persson,23,10,2010

ხელოვნური ადამიანი,სქესის ბოლო, ახალი კაცობრიობის დასაწყისი.

ეს არაა ახალი ამბავი. თანამედროვე ადამიანი თავისი წინაპრების მსგავსად ეძებს უკვდავებას.

ადრე ეძებდნენ რელიგიით,მაგიით, ზებუნებრივ ძალებთან კავშირით.

დღეს ეძებენ მეცნიერებით და ტექნიკით.

რენე დეკარტი (René Descartes); (31 მარტი1596, ლაე (ტურენი) ― 11 თებერვალი1650სტოკჰოლმი), ასევე ცნობილი როგორცკარტესიუსი — ფრანგი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და მეცნიერი. სოყოველთაოდ აღიარებული, როგორც თანამედროვე ფილოსფიის ფუძემდებელი დათანამედროვე მათემატიკის მამა“. დეკარტმა შექმნა ანალიზური გეომეტრიის საფუძვლები, შემოიღო ცვლადი სიდიდის ცნება, დაამუშავაკოორდინატთა მეთოდი და აგრეთვე, დაამყარა კავშირი ალგებრასა და გეომეტრიას შორის.

 

დეკარტემ მისცა ბიძგი მუტაციას რომელმაც მოგვიყვანა დღევანდელობამდე. დიდმა დეკარტემ განცხადა რომ  სხეული არის მანქანა რომელიც ფუნქციონირებს სულის დახმარების გარეშე.

არისტოტელესგან და შუა საუკუნეების სქოლასტიკისგან განსხვავებით ის ამბობდა რომ სული არაა სიცოცხლის პრინციპი, რომ სული არის მხოლოდ სხეულისგან განსხვავებული მოაზროვნე სუბსტანცია და მეტი არაფერი, რომ  სხეულს უნდა შევხედოთ თავისთავად, რომ სხეულის მოძრაობათა პრინციპი არის მხოლოდ თვითონ სხეულში.

დეკარტეს მექანისტურმა კონცეფციამ გზა გაუხსნა მეცნიერებს რომლებმაც ადამიანის სხეულს შეხედეს როგორც კვლევის და მანიპულაციების უბრალო ობიექტს. დაიწყო ქირურგიული ჩარევები, გადანერგვები რელიგიისთვის ანგარიშის გაუწევლად.

დეკარტემ და მისმა მიმდევრებმა ცხოველები გამოაცხადეს უსულო უბრალო ინსტრუმენტებად რომლებიც შეიძლება გამოიყენო სულერთია როგორ და რომლებსაც შეიძლება  მოეპყრა სულ ერთია როგორ საშინლად.

ეხლა ამბობენ რომ ადამიანის ობიექტ სხეულ მანქანას შეიძლება დაუმატო პროტეზები, გადანერგო მასში მისთვის თავდაპირველად უცხო რამ, შეაკეთო დაზიანებული სხეული მანქანა და საერთოდ შეცვალო ის მექანიკური თუ ვირტუალური სხეულით.

მეცნიერებამ და ტექნიკა-ტექნოლოგიამ თანდათანობით დაიპყრო ჩვენი ცხოვრება მისი გაადვილების მიზნით.

გოლემებზე,ჰომუნკულუ სებზე და ფრანკენშტეინებზე ოცნებიდან გადავიდნენ რეალურ და პრაქტიკულ საქმეზე.

მედიცინის პროგრესთან ერთად დაიწყეს pacemaker-ების თუ ხელოვნური ძვლების იმპლანტაცია, თვალების გადანერგვა,და ა.შ,  ბევრი ტექნიკა ეხმარება ადამიანებს ცხოვრებაში.

ესაა ნაბიჯი ადამიანი-მანქანისკენ, კიბორგისკენ,კიბერნეტიკული ადამიანისკენ, ესაა იდეალური ჰიპოთეზა, ღმერთსა და მონსტრს შორის.

Cybernetic და organism-ისგან შემდგარი სიტყვა კიბორგი 1960 წელს მოიგონეს Manfred E. Clynes და Nathan S. Kline-მ. ეს ცნება გულისხმობს ადამიანის და მანქანის ნარევს,ჰიბრიდს//არსებითად პროტეზები//, რომელიც შეძლებდა სხვა პლანეტებზე ცხოვრებას.

ესაა ადამიანის საზღვრების მიუღებლობა და მიახლოება ზეარსება ზეადამიანთან იმიტომ რომ კიბორგები გაუმჯობესებული ადამიანები არიან.

 

მაგრამ ამ  ტენდენციის გაძლიერება ადამიანს აცლის ადამიანობას და ამან შეიძლება გარდაქმნას ადამიანის არსი.

კიბორგი უტოპიაა სხვა ხელოვნურ ქმნილებათა მსგავსად, მაგრამ მათ საწინააღმდეგოდ კიბორგი აღარ ეძებს თავის  წინაპრებს, ის განთავისუფლებულია შთამომავლობის ბუნებრივად გაჩენისგან, რაც მართავს საზოგადოებას და თავს აცხადებს ზეადამიანად.

ადამიანების თაობათა ბუნებრივი ცვლილების უხერხულობებისგან განთავისუფლებული ზეადამიანების შექმნის სხვა საშუალებებია მუტაცია და კლონაჟიკლონირება.

მუტანტი არის არსება რომელმაც განიცადა უეცარი ცვლილება თავის დნმ-ში//ADN//. ისაა მონსტრი.

როდესაც ადამიანი გენეტიკური მანიპულაციებით იწვევს მუტაციებს ცხოველებსა და მცენარეებში მათი უკეთესად მოხმარების მიზნით ის ქმნის მონსტრუოზულ მოურჩხულო ჰიბრიდებს რომელთაც აქვთ ობიექტის სტატუსი.

კლონირება არის ერთი ობიექტის,ერთი არსების გამოყოფა და მისი გამრავლება ზუსტად ერთნაირ  არსებებად. ყოველი მომდევნო არსება-შთამომავალი უნდა იყოს თავდაპირველი,პირველწყარო არსების ზუსტი ასლი და ორეული.

გამრავლების ასეთი ფორმა არსებობს,უფრო გავრცელებულიც კია ბუნებაში, ერთუჯრედიან ორგანიზმებში,ზოგ მცენარეში თუ ცხოველში. ერთ ჰიდრას,მაგალითად, გაჭრით ორად და იქნება ზუსტად ერთნაირი ორი ჰიდრა.

გამრავლების ეს სისტემა ბევრად უფრო მარტივია ვიდრე უმაღლეს ცხოველთა გამრავლების სისტემა. არაა აუცილებელი ორი სქესი და ორი არსება, ერთიც საკმარისია.

კლონირებაზე ფიქრობენ აქედან სრულიად გარკვეული სარგებელის მისაღებად.

 

ყოვლისშემძლეობის განცდით შეშლილი  და გადარეული დღევანდელი მეცნიერები გააკეთებენ ცოცხალი ადამიანის ორეულ დუბლიკატ კლონს, მერე კლონს ამოაჭრიან ჯანმრთელ გულს და ამ ჯანმრთელ გულს ავადმყოფი გულის მაგივრად ჩაუდგავენ ამ კლონის ორიგინალ ადამიანს.

 

მოკლედ უბედური კლონი იქნება ვიღაც მილიარდერის სათადარიგო ორგანოების საწყობი. გაუფუჭდება მილიარდერს თირკმელი,ამოაჭრიან ჯანმრთელ თირკმელს მის კლონს და შეაკეთებენ-დააპაჩინკებენ მილიარდერს.

ამ გაგებით კლონი გავს კიბორგს, მისი თავდაპირველი მიზანი თერაპიულია,სამკურნალოა.

კლონი არის ბუნებრივი ადამიანის სრულყოფილი ორეული-დუბლიკატი და იძლევა ბუანებრივი ადამიანის უკვდავების საშუალებას.

კლონირება გარკვეული შეზღუდვებით უკვე შესაძლებელია.

ლიტერატურა და კინო კი გაივსო კლონი გმირებით….

კლონების ადამიანობის საკითხი იგივეა რაც არის პირუტყვის თუ რაც მე-16 საუკუნის ამერიკაში იყო იქაური ინდიელების საკითხი.

ხდება ადამიანის ტოტალურად გასაგნება,ობიექტად გადაქცევა// réification totale//.

ასე იყო ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში .

ადამიანის სხეული დაგლეჯილ-დაფლეთილია და ეკონომიკური მიზნებით გამოყენებულია სისხლის უკანასკნელ წვეთამდე.

სექსის დასასრული, ახალი კაცობრიობის დასაწყისი.

ორუელის// Orwell// 1984-ში სექსუალობა იყო მხოლოდ როგორც გამრავლების მოვალეობა,მაშინ როდესაც სექსუალური ენერგია მართული და მანიპულირებული იყო პარტიის იდეოლოგიის მიერ.

ოლდოს ჰაქსლის.//. Aldous Huxley//  «საუკეთესო სამყაროში » კი სექსი  მარტო გართობა-დროისტარებაა.

ორივე შემთხვევაში შედეგი ერთია :  იკარგება სიყვარულის ნამდვილი აზრი და მოდის კიდევ უფრო ეგოცენტრისტული სამყარო,

ოლდოს ჰაქსლის. მიერ აღწერილ მომავალში გაუთავებელი უწყვეტი სიამოვნებაა, ინდივიდუალური სხეული ეკუთვნის ყველას.

ურთიერთობები ხდება მექანიკური,ნარცისული და მასტურბაციული.

ისინი ართობენ,მაგრამ ხელს უშლიან ნამდვილ აზროვნებას,მათ აღარა აქვთ ღრმა სიმბოლიკა.

აღარაა მემკვიდრეობა, მის მაგივრად არის წინაპრების და შთამომავლების არმყოლ იდენტურ ინდივიდთა გამეორება

მეცნიერება უკვე ცდილობს მამაკაცების დაფეხმძიმებას.

სამაგიეროდ არის თვითმაკონტროლებელი სოციალური სტაბილურობას.

ეგეთი დღევანდელობა კლავს, თაობათა, ინდივიდთა და სქესთა განსხვავებაზე აგებულ ჩვენს კულტურას.

მოდის ხერხთან,კალაშნიკოვის ავტომატთან,მაუზერთან თუ კოლტთან და უზისთან, დრონთან შეჯვარებულ,თავში ტვინის მაგივრად კომპიუტერის მქონე უჟანგავ კიბორგთა და აბსოლუტურად ერთნაირი კლონების ბრბოთა ხანა.

 

————————————————————————–

საკუთარი თავის,თავისი ადამიანური მეობის ესოდენ მოძულე გამოტრანსჰუმანისტებულ კაცობრიობას სძულს ყველაფერი ბუნებრივი,გარემომცველი ბუნებრივი სამყაროც რომელიც მისთვის არის მხოლოდ სასარგებლო ნივთიერებათა საწყობი და მეტი არაფერი….

ასეთი დღევანდელობა იწვევს აპოკალიპტური მასშტაბის კატასტროფას.

«ბუნების სიძულვილი»,2912, წაიკითხეთ თუ კი თავში ჯერ კიდევ ტვინი გაქვთ და არა კომპიუტერი.


« La haine de la nature », Champ Vallon, 2012, collection « L’esprit libre ».

 

ბევრი რამე გვიჩვენებს რომ დღეს სძულთ კულტურა //სკოლა განიცდის კრიზისს, წიგნებს აღარ კითხულობენ,ისტორია არ იციან…//

მაგრამ სძულთ ბუნებაც,

ბუნების მცველებს კი უძახიან ტექნოფობებს და ცივილიზაციის  მტრებს.

ბუნებისა და კულტურის დაპირისპრება არ მოქმედებს ყველა დონეზე.

დღეს კულტურაც და ბუნებაც ერთნაირად შავ დღეშია.

კაცობრიობის ბედზე გავლენის მქონეთა მნიშვნელოვან ნაწილს დღეს ხშირად გაუცნობიერებლადაც ამოძრავებს ნგრევის სურვილი.

ამიტომ არიან ერთნაირად შავ დღეში ბუნებაც და კულტურაც.

დღევანდელი დასავლური საზოგადოებები ძველი საზოგადოებებისგან განსხვავებით ცხოვრობენ  «ღირებულებათა პოლითეიზმის » პირობებში, თუ კი გავიმეორებთ მაქს ვებერის // Max Weber// გამოთქმას.

მაგრამ გაბატონებული ღირეულებებია ტექნო-ეკონომიკური ღირებულებები // სარგებლობა=სარგებლიანობა, ეფექტურობა,სიჩქარე,პირველობა-ჯობნა-დაჯაბვნის უნარი//  და სწორედ მათი სახელით გამოუცხადეს დაუნდობელი ომი ბუნებრივ გარემოს.

ტრუმენმა 1948 წელს პირველად  თქვა რომ მსოფლიოს უდიდესი ნაწილი განუვითარებელია.

ეს იყო საერთაშორისო დახმარების ნიღბის უკან დამალული დიდი სიმბოლური ძალადობა.

ეს იყო ისტორიის აშკარა გამარტივება,ის რასაც ვუძახით დღეს მონდიალიზაციას.

ეს ნიშნავდა იმის თქმას რომ მთელი კაცობრიობის ერთადერთი მიზანი არის ეკონომიკური განვითარება.

რა კონტრ-მოდელიც არ უნდა ყოფილიყო 1948 წელს საბჭოთა კავშირი მასაც და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ჰქონდათ ერთი და იგივე მიზანი. ამიტომ ომი მათ შორის მხოლოდ ცივი შეიძლებოდა ყოფილიყო.

კაპიტალიზმმა მოხიბლა და აცდუნა მთელი კაცობრიობა.

დღეს ვერც ერთი მთავრობა ვერ გაბედავს იმის თქმას რომ  პირადი გამდიდრება და მაქსიმალური მოხმარება არაა უპირველესი და უმთავრესი მიზანი.

საწინააღმდეგო ღირებულებებზე დაფუძნებული ტრადიციული კულტურები ან მოკვდნენ ან მომაკვდავები არიან.

თანამედროვე ცივილიზაციის ევროპაში გაჩენა განაპირობა ჰავამ და ბიოგეოგრაფიულმა ფაქტორებმა.//.ზომიერი ჰავა,მდიდარი ნიადაგი,ცხოველთა და მცენარეთა მრავალფეროვნება…///

ადამიანების საზოგადოებათა დიდი უმრავლესობა ცხოვრობდა უაღრესად რთულ ბუნებრივ პირობებში რამაც შეუძლებელი გახადა ის რასაც მარქსი უწოდებდა კაპიტალის პირველად,თავდაპირველ დაგროვებას.

რა თქმა უნდა არ უნდა უგულვებელყოთ ფსიქოლოგიური და იდეოლოგიური ფაქტორები, მაგრამ დასავლეთის ბატონობა მსოფლიოზე განაპირობა,როგორც აჩვენა Jared Diamond-მა, ბუნებრივმა პირობებმა.

ბუნების პატივისცემა სუსტდება და გაქრობამდე მიდის ადამიანის ტექნიკური-ეკონომიკური გაძლიერება-გაბატონების კვალდაკვალ.  უძლიერესი ცხოველი,ცივილიზებული ადამიანი თხრის მთებს,ჩეხავს და ანადგურებს ტყეებს, ჟლეტს მასზე უფრო სუსტ ცხოველებს და ფრინველებს, აბინძურებს ნიადაგს,წყლებს, ჰაერს….მალე  ადამიანის მიერ გამოხრულ-გამოღრუტნულ დედამიწაში აღარ დარჩება აღარც ნავთობი,აღარც გაზი და აღარც ალმასი…

იქ  სადაც ბუნებას თვლიან უმაღლესად პატივსაც სცემენ  მას.

ინდოეთში,მაგალითად, ყოველ წელს ათობით,ალბათ ასობით ადამიანი,უფრო კი ბავშვები იხოცებიან კობრას ნაკბენის გამო. ეს რომ მომხდარიყო ევროპაში სულ გაჟლეტდნენ კობრებს.

მაგრამ ინდოეთში კობრა არის სამეფო ცხოველი,ღვთაებრივიც კი. ის ჩანს ბუდისტურ და ინდუისტურ იკონოგრაფიაში.

იქაურ სოფლებში ინდოელი გლეხები კობრას სოროს წინ დღესაც დგავენ ხოლმე რძით სავსე ჭურჭელს. ესაა ნამდვილი ძღვენი და არა მხოლოდ საკვები.

ინდოელები მოწიწებით ესალმებიან კობრას როდესაც ხვდებიან მას მინდორში.ისინი შეხვდნენ ღმერთი შივას ცხოველს…

მაგრამ მაიას დიდი ცივილიზაცია დაამხო ეკოლოგიურმა კატასტროფამ.

აფრიკაშიც ხშირად ველურად ეპყრობიან ბუნებას…

 

ცოდნა ძლიერებს.ცნობიერებას,ამიტომაა ის. საჭირო ყველა სფეროში. მაგრამ  ჰუმანიტარული მეცნიერებები  ისტორია,ანტროპოლოგია,სოციოლოგია…არ აძლირებენ უნებრივი გარემოს პატივისცემას.

მაგრამ არის უფრო შემაშფოთებელი და უფრო  მძიმე.

ჟან-პიერ დიუპუიმ// Jean-Pierre Dupuy// თავის ბევრ ნაშრომში გამოავლინა პარადოქსი : ჩვენ არ გვჯერა იმისა რაც ვიცით.

ასე მაგალითად, ჩვენ ინდივიდუალურად ყველას გვჯერა რომ მოვკვდებით, მაგრამ არსებითად ჩვენ ამისი არ გვჯერა.

 ჩვენ უგულვეელვყოფთ,უარვყოფთ, ვივიწყებთ ბუნებრივ უბედურება-კატასტროფებს.

დასავლეთის ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისის გამწვავების შემთხვევაში ბუნების დაცვა გამოჩნდება უსარგებლო ფუფუნებად.

მაშ, კარგად და იმედიანად ვართ თუ კრიზისია და ვრძანდებით უიმედოდ, ბუნება არავის ახსოვს  და უბედური დედამიწის აოხრება გრძელდება.

აუცილებელია ცივილიზაციური რევოლუცია,ცივილიზაციის შეცვლა და არა დეგენეტატული პერესტროიკა თორე ზეადამიანის მოთითხვნის მსურველი ტრანს-პოსტჰუმანისტები სპობენ ადამიანს,სხვები კი ანადგურებენ ირგვლივ ბუნებას.

http://philo-paris.com/2012/09/28/christian-godin-la-haine-de-la-nature/

http://ecolopr.canalblog.com/archives/2013/01/03/26057573.html

http://4emesinge.com/un-regard-sur-notre-epoque-bernard-charbonneau

გადავიაზროთ ხელხლა გავიაზროთ ჩვენი ცივილიზაცია-ბერნარ შარბონო

 

იყო კიდევ ფრანგი მოაზროვნე,გეოგრაფი და პროფესორი  ბერნარ შარბონო// Bernard Charbonneau, 1910-1996//, რომელმაც1973 წელს დაწერა «ნაღვლიანი  სოფლები »  // Triste campagnes//.

ამ ნარკვევში მან აღწერა თუ როგორ სპობდა სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციად წოდებული რაღაცა ბეარნის, სამხრეთ-დასავლეთი საფრანგეთის  გლეხურ საზოგადოებებს ანუ ისტორიულ,ტრადიციულ საფრანგეთს.

ერთი მოცემული რეგიონის ევოლუციის  მეთოდურად შესწავლით  ბერნარ შარბონომ  აჩვენა  პროცესი რომელიც დღესაც სპობს მთელ ისტორიულ საზოგადოებებს,მათ მეობებს, მათ კავშირს ბუნებასთან და ბუნებას როგორც ასეთს.

ფხიზელმა და ნათლად მხვედველმა ბერნარ შარბონომ თქვა რომ მეოცე საუკუნე არის ტოტალიტარიზმების და ბუნების მოსპობა-აოხრების საუკუნე.

ბაბილონელმა სემირამიდამ იცოდა ბაღის და ბუნების ფასი, ეხლა კი  ძველი დესპოტებიც სამაგალითონი გახდნენ.

დღევანდელი,  ბიუროკრატიაზე, წრეგადასულ მომხვეჭელობა-მოხმარებაზე, ამოცანათა დაქუცმაცებაზე,მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, ჯობნა-დაჯაბვნის და კონკურენციის ღირებულებებად გადაქცევაზე დაფუძნებული ინტენსიური სოფლის მეურნეობა და ინდუსტრია ნთქავენ და სპობენ ბუნებრივ რესურსებს და აბინძურებენ, წამლავენ ადამიანის საარსებო სივრცეს.

ეს აღარაა მარტო ეკოლოგია.

ბერნარ შარბონო დაუღალავად გვიმეორებს რომ ბუნების დაცვა განუყოფელია თავისუფლების დაცვისგან,რომ ბუნების დაბინძურება ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას.

პოლიტიკური ეკოლოგიის ერთ-ერთ წინამორბედად მიჩნეული ბერნარ შარბონო თვლიდა რომ დღევანდელობა არის უსვინდისო-უტვინოდ პრაგმატული,უტილიტარისტული და ვიწროდ,შეზღუდულად მატერიალისტური ხანა.

მატერიალისტებად იბადებიან ისე რომ არც კი ესმით ამ ცნების აზრი და მნიშვნელობა.

აგნოსტიკოსი ბერნარ შარბონო თვლიდა რომ თანამედროვე ტექნიცისტური და მატერიალისტურ-ჰედონისტური ჩიხიდან გამოვალთ და გვეშველება თუ კი სამყაროს მივანიჭებთ სულიერი რიგის მნიშვნელობას.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s