დღევანდელობა გვაგიჟებს,გავუძლოთ

Description de cette image, également commentée ci-après

Whitney Houston

 ფსიქ ოლოგი და ჟურნალის ელოიზ ჟუნიე// Héloïse Junier//,დღევანდელობა გვაგიჟებს,05.01.2012  

 

ამბობენ რომ მონდიალიზაცია ადამიანებს აგიჟებს,აავადებს მენტალურად იმით რომ ასუსტებს სოციალურ კავშირებს.

რომელ პათოლოგიებს იწვევს მონდიალიზაცია, რომელ ქვეყნებში და რომელ ინდივიდებში ?

ამას წინ ლიონში ჩატარდა 5 კონტინენტის კონგრესი, გვპასუხობს ამ კონგრესის თავმჯდომარე,ფსიქიატრი ჟან ფურტო.. //Jean Furtos//

 

თქვენ ფიქრობთ რომ მონდიალიზაციამ შეიძლება გამოიწვიოს მენტალური პათოლოგიები, რომლები ?

 

-კოლექტიურ პლანზე მონდიალიზაციამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი მარტოობა, უნდობლობა მომავლის მიმართ რომელიც შეიძლება მივიდეს მასობრივ დეპრესიამდე, პარანოიამდე.

ეს,მაგალითად,შეიძლება გამოვლინდეს როგორც რასიზმი რომელიც სხვას ხედავს რადიკალურად განსხვავებულ და საშიშ არსებად.

დღევანდელი პრობლემატიკა უმთავრესად მასის პრობლემატიკაა.

ასეა სამსახურში სტრესის საკითხიც, მიუხედავად იმისა რომ მას შეიძლება ვუმკურნალოთ ინდივიდუალურად.

ამ პათოლოგიების მხოლოდ ინდივიდუალური კუთხით განხილვა შეცდომაა ინდივიდს ვერ ამოაგდებ კონტექსტიდან.

 

რომელ ინდივიდებს ემუქრება ეს ყველაზე მეტად ?

 

ეს ემუქრება ყველას ვინაიდან მონდიალიზაცია გლობალური ფენომენია.

მენტალური ჯანმრთელობის ცნებებში საფრთხე შეიძლება იყოს ორ უკიდურეს მხარეს: უღარიბესებში და უმდიდრესებში.

 

ზოგი სოციალურად გარიყული და მარგინალიზებულია სიღარიბის გამო. ასეთებს უჭირთ სწავლა,სამსახურის,ბინის ნახვა.

 

მაგრამ უმდიდრესებს ევალებათ საუცხოობა, საუკეთესოობა,ჯიბრში,შეჯიბრში, კონკურენციაში მუდამ გამარჯვებულის როლში ყოფნა.

ამ გაგებით ინდივიდი გარიყულ-მარგინალიზებული შეიძლება იყოს ზევითაც და ქვევითაც.

 

ბუნებრივ მდგომარეობაში ადამიანები ერთმანეთზე არიან დამოკიდებულები. ადამიანს არ შეუძლია სხვის გარეშე არსებობა. სხვის გარეშე ის მკვდარია.

ესაა ბუნებრივი გაჭირვება.

 

დღეს ფინანსური ნეოლიბერალიზმი ამსხვრევს სწორედ ამ კარგ და ჯანმრთელ გაჭირვებას რომელიც გვაკავშირებს ჩვენ ერთმანეთთან.

 

და ეს უბედურება,ცუდ გაჭირვებაში გადავარდნა, ხდება სწორედ მაშინ როდესაც ადამიანები კარგავენ პოლიტიკოსთა, სხვათა, მომავლის იმედს და ამიტომ მარტონი, იზოლირებულნი რჩებიან.

 

 

რომელ ქვეყნებში აქვს მონდიალიზაციას ყველაზე უარესი ფსიქოსოციალური შედეგები ?

,მონდიალიზაცია ცუდია ყველასთვის,როგორც მდიდარი ისე  ღარიბი და განვითარებადი ქვეყნებისთვის.

განსაკუთრებით ცუდია მონდიალიზაცია აფრიკის ქვეყნებისთვის, სადაც ოჯახების დეზორგანიზაცია წყვეტს და ამსხვრევს კლანურ კავშირებს,აღარიბებს  თემებს,რის გამოც ბავშვები და მოზარდები მუშაობენ და ცხოვრობენ აფრიკული მეგაპოლისების ქუჩებში.

ვითარება კრიტიკულია ინდოეთშიც,მაგრამ აგრეთვე ჩინეთშიც, სადაც თვითმკვლელობათა დონე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში.

თეორიულად მაინც უკეთესად არიან  და საზოგადოების დამღუპველ ატომიზაცია-დაქუცმაცებას უფრო ძლიერ წინააღმდეგობას უწევენ ქვეყნები სადაც არის ძლიერი,სოლიდური კოლექტიური სტრუქტურები…

 

1990-ან წლებში თავიდან დავინტერესდით ფინანსურად გაჭირვებული მარგინალებით, უსახლკაროებით, დიდი ხნის მანძილზე უმუშევრებით.

შემდეგ დავინტერესდით დამაკმაყოფილებელ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფებით, მაგრამ სამსახურის და მენეჯმენტის გამო პრობლემების მქონეებით.

 

სიღარიბე უნდა განვასხვავოთ მერყევი,არამყარი  მდგომარებისგან.

 

ღარიბს აქვს ცოტა.

მაგრამ არამყარ მდგომარეობაში მყოფებს ეშინიათ თავისი ფულის, სამსახურის,ბინის,ოჯახის, სტატუსის დაკარგვისა.

უფრო ღარიბსაც აქვს პრობლემები, მაგრამ  ამ კონტექსტში ყველანაირი სოციალური სტატუსის მქონეებს შეიძლება აწუხებდეთ ერთი და იგივე რამის ნაკლებობა და მანკი.

 

ჩვენთვის მთავარია მონდიალიზაციის მიერ მთელ მსოფლიოში გამოწვეული ფსიქოსოციალური უბედურებები.

 

იყო გარკვეული უთანხმოებები იყო  განსაკუთრებით ლიონის დეკლარაციის თაობაზე. ზოგ ამერიკელს ის მეტისმეტად მძაფრად მოეჩვენა. სხვები კმაყოფილები იყვნენ  მართალია რომ ტექსტი დაიწერა ლათინური სულისკვეთებით, მაგრამ დაიწერა ანგლო-საქსებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

ჩვენი აზიელი კოლეგები როგორც წესი იზიარებდნენ ჩვენს იდეებს.

აზრთა სხვადასხვაობა მოგვცემს ჩვენი იდეების გამოთქმის დახვეწის საშუალებას რათა ისინი დადებითად გაიგონ  ეკონომიკურ გადაწყვეტილებათა მიმღებებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ.

 

ჩვენ გვინდა ადამიანური, სოციალური თუ კიდევ ფსიქოლოგიური კაპიტალის ცნების შემოღება.

გაბატონებული აზრის დამახასიათებელი ეს ჟარგონი უფრო გასაგები იქნება. ამას ალბათ უფრო დადებითად მიიღებენ.

 

მრავალნაირად შეიძლება სოციალური კავშირის განმტკიცება, მაგალითად ავიღოთ ქალაქთა განახლება,ბუნებრივი,კოლექტიური  კატასტროფები.

ამ კონტექსტებში პოლიტიკოსები ყოველ ადამიანს ცალკე გადაასახლებენ ხოლმე, არადა ანგარიში უნდა გაეწიოს მეზობლობას. მეზობელთა თანაარსებობა აჩენს სოციალურ და ემოციურ კავშირებს რომლებიც უნდა შევინარჩუნოთ, რომლებსაც უნდა გავუფრთხილდეთ.

 

ჩვენი ერთ-ერთი მიზანია მათ შორის ასეთ გადასახლებათა ჰუმანიზაცია,მუშაობა არა მარტო ინდივიდთან ან ოჯახთან არამედ ჯგუფთანაც, უკეთესი წინააღმდეგობა-გამძლეობის იმედით.

 

http://heloisejunier.com/2012/01/05/jean-furtos-quand-la-mondialisation-nous-rend-fous/

http://www.andlil.com/theorie-sur-le-capital-humain-155115.html

რა არის ადამიანური კაპიტალი ?

ინვესტიცია ერთდროულად ეხება  მანქანებსაც,ქარხნებსაც და ადამიანურკაპიტალსაც.

ადამ სმიტის//Adam Smith// თანახმად ადამიანებს თავისი წვლილი შეაქვთ ეკონომიკურ ზრდაში,საზოგადოების გამდიდრება-გაძლიერებაში.

უმაღლესი განათლების მქონე მუშაკებს აქვთ მნიშვნელოვანი კულტურული და ინტელექტუალური სიმდიდრე და ისინი უფრო პროდუქტიულები არიან. მათი შრომა უფრო ნაყოფიერია.ისინი მეტ სიახლეებსაც იგონებენ.

ასე რომ ადამიანურ კაპიტალში, სწავლა-განათლებაში ინვესტიცია გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მომგებიანია ვიდრე ინვესტიცია მანქანებში და ქარხნებში.

=

 

 

http://www.psychologueindustriel.com/2010/12/le-capital-psychologique-positif/

პოზიტიური ფსიქოლოგიური კაპიტალი.

ლიდერები მოქმედებენ როგორც მოდელები მათი გარემოცვისთვის. მაშ,შეიძლება ვიფიქროთ რომ მათი პოზიტივიზმი გარკვეულად გადამდები იქნება.

პოზიტიური ლიდერის თანამშრომლები თვითონაც  პოზიტიურები და,ამდენად,უკეთესი მუშაკები უნდა გახდნენ.

პოზიტიური ფსიქოლოგიური კაპიტალი.განისაზღვრება 4 განზომილებით :  ნდობით, იმედით,ოპტიმიზმით და გაძლება-წინააღმდეგობის უნარით.

ეს უფრო გარემოსთან ურთიერთქმედებაა ვიდრე პიროვნების დამახასიათებელი ნიშანი.

მაგ. შეიძლება ნდობით სავსე იყო შენი სამუშაოს და არა ცხოვრების სხვა ასპექტების მიმართ.

ამას გარდა, პიროვნების საწინააღმდეგოდ ლაპარაკია მართვა-გამგეობის კომპეტენციაზე,რომლის განვითარებაც შეიძლება.

 

საწყალმა უიტნი ჰუსტონმა // Whitney Houston// ვერ გაუძლო  აუტანელი დღევანდელობის ზეწოლას.

ის popის და soulის სცენაზე  ბატონობდა 1980-90-ან წლებში.,მან გაყიდა 170 მილიონამდე ფირფიტა.

აწყალ უიტნი ჰუსტონს ჰქონდა კოკაინის,გულის პრობლემები. ის დაიხრჩო.

ლოს ანჟელესის ლეგისტი ექიმის ბიუროს თანახმად კოკაინით და გულის პრობლემებით გატანჯული 48  წლის ვარსკ ვლავი უიტნი ჰუსტონი შემთხვევით დაიხრჩო ბევერლის  სასტუმროს აუზში 2012 წლის თებერვალში.

ვეღარ შველის დღეს ადამიანებს ვეღარც ნიჭი,ვეღარც სახელი-პოპულარობა,ვეღარც სიმდიდრე-ფული…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s