. ნეოფემინიზმის წინაღმდეგ

Description de cette image, également commentée ci-après

Élisabeth Lévy , 2011.

http://www.lefigaro.fr/vox/politique/2015/07/17/31001-20150717ARTFIG00364-elisabeth-levy-contre-le-feminisme-des-dangereuses-ridicules.php

ქალბატონი ელისაბედ ლევი ნეოფემინიზმის წინაღმდეგ

ს არის 1964  წლის 16 თებერვალს მარსელში დაბადებული ჟურნალისტი, ყოველთვიური  ჟურნალი Causeur-ის  რედაქციის ხელმძღვანელი   ქალბატონი ელისაბედ ლევი // Elisabeth Lévy//- აი სწორედ ის ებრძვის ნეოფემინიზმს.უფრო ზუსტად იგერიებს ამათ აგრესიას…

მისი თქმით ნეოფემინისტები არიან რაოდენობრივად არც ისე მრავალრიცხოვანი მაგრამ ხმაურის და აყალ-მაყალის მოყვარული ჯგუფები  რომლებიც ამყარებენ ერთგვარ ტერორს,კიჩ,სასაცილო,კომიკურ,ზოგჯერ სატირალ ტერორს,მაგრამ მაინც ტერორს.

კგბ აქ არაა, ამას რომ ვამბობ არავინ მიჭერს,მაგრამ თუ კი ვიმსჯელებთ ნეოფემინისტი ქალბატონების ისტერიული რეაქციით //მათი პატრონები კი ხშირად მამაკაცები არიან// ისინი დიდად კმაყოფილები იქნებოდნენ ჩემი დაჭერით და ჩაჩუმებით,ამბობს ის.

ამის მოლოდინში ისინი ქადაგებენ რომ ყოველი ქალი მუდამ არის ყოველი მამაკაცის მსხვერპლი, რომ ყოველი მამაკაცი არის პოტენციურად საშიში მოძალადე არსება.

რა თქმა უნდა არიან  მოძალადე მამაკაცებიც და უნდა დაისაჯონ ისინი ვინც ცემენ,იმონებენ, აწამებენ და ხოცავენ ცოლებს და მეგობრებს,მაგრამ კანონით ისჯება მოძალადე ქალიც.

ნეოფემინისტებს სულ სხვა რამე უნდათ.

 

უკვე დიდი ხნის წინ მოგებული ბრძოლებს აგრძელებენ ვითომ და ამ აურზაურით ნიღბავენ თავის ბრძოლას ადამიანთა სულებზე ბატონობისთვის, სექსუალობის,წყვილის,ოჯახის, წადილის სფეროში თავისი წესების დაკანონებისთვის.

სულ უფრო და უფრო მეტ მამაკაცს უკვე ემუქრება კონტრაქტების,სამსახურის, პოზიციების დაკარგვა იმიტომ რომ ისინი იცავენ თავის აზრს პროსტიტუციაზე ან მათთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხზე.

სულ უფრო და უფრო მეტ მამაკაცს ეშინია თავისი აზრის გამოთქმა.

სწორედ ასე იწყება ტერორი.

ნეოფემინისტები ცდილობენ ყველაფრის გაკონტროლებას, სანქციების დაწესებას.ისინი აბეზღებენ,ასმენენ,ნუმერიკულ ტალახს ასხავენ  უბედურებს ვინც ბედავენ მათი ჟინისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

ესაა რევოლუციის ავანგარდი. ამ ჯგუფების გავლენა ბევრად მეტია მათ რეალურ წონაზე და ამიტომ არიან ისინი საშიშები.

მათ მუდამ იწვევენ  მასობრივი ინფორმაციის დიდი საშუალებები სადაც ნეოფემინისტების ტლიკინს სახარების სიტყვაზე მეტად აფასებენ.

ნეოფემიინისტებს უნდათ ინკვიზიციის როლის შესრულება.

   ეს არაფორმალური ლობი გავლენას ახდენს მთავრობის გადაწყვეტილებებზე.

იდეოლოგიური უმცირესობა ბატონობს დაშინებით.

ნეოფემინისტებს უნდათ ვითარების გაკონტროლება,თვალთვალი და დასჯა.

ამავე დროს მათ უნდათ მსხვერპლის როლის თამაში….

ჩვენს დემოკრატიას აქვს მრავალი არასრულყოფილება,მაგრამ ის მაინც დემოკრატიაა. …

რაც არ უნდა თქვას ჟანრ-სქესის ახალმოდურმა თეორიამ  ქალი ქალია და კაცი-კაცი ,ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან და სწორედ ამიტომაა ეს სამყარო ასატანი.

ნეოფემინისტები დაოკდებიან მხოლოდ მაშინ როდესაც მოსპობენ კაცობის და ვაჟკაცობის იდეასაც კი.

ბიჭებს თურმე არ უნდა ვუთხრათ რომ მათ შეეფერებათ თავაზიანი ვაჟკაცის,სუსტების,ქვრივების და ობლების მცველი რაინდის როლი და გოგონებმა უნდა ითამაშონ რაგბი,იჭიდავონ და წიკონ შტანგა.

კაცობრიობა უნდა იყოს ერთნაირად ჩლუნგი და ისტორიული მეხსიერების არმქონე ვიგინდარების რუხი უფერული,იოლად სამართავი მასა,ეგაა ნეოფემინისტთა //და არა მარტო მათი// იდეალი.

ჯერ ჯერობით მაგათ არ გაუმარჯვიათ საბოლოოდ,რაც იძლევა რაღაცის იმედს…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s