სექსუალური კონტრრევოლუცია

George-W-Bush.jpeg

სექსუალური კონტრრევოლუციის ბელადი

დემოკრატიული სამყაროა ესეც

მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშამტლუში.

მეტისმეტი სექსი, სექსუალური რევოლუცია კლავს სექსს, 2012  წლის 27 აგვისტო

მრავალი ექსპერტის თქმით 70 მილიონი პიროვნება მსოფლიოში,ე.ი. მსოფლიო მოსახლეობის 1 პროცენტი ასექსუალია.

ხომ არ კლავს სექსს საზოგადოების ჰიპერსექსუალიზაცია?

Gérard Leleu // ჟერარ ლელე :…. ცხადია რომ მეტისმეტი ლაპარაკი,ყბედობა სექსუალობაზე,მისი გაუთავებლად და თანაც უტიფრად,ქალისთვის დამამცირებლად ჩვენება  ბევრს საერთოდ შეაზიზღებს სექსს.

 

ასექსუალები ყოველთვის იყვნენ, არის ხალხები რომლებშიც მამაკაცთა თუ ქალთა მეტისმეტი სიმრავლის ანუ დემოგრაფიული მიზეზების გამო წყვილები არ იქმნება. ზოგან და ზოგჯერ არის,მაგ. რელიგიური არჩევანიც.

 

სიახლე ისაა რომ ეხლა სექსზე უარს ამბობენ ზიზღით და გაჯერება-მოყირჭება-გატყვრომით.

 

სექსუალობა როგორადაც წარმოგვიდგნენ და გვაძალებენ მას  შეიძლება არ იყოს მისაღები ყველასთვის.

უაზრო,საკრალურის არმცნობი, განსაკუთრებით ქალის დამამცირებელი სექსუალობა შეიძლება უარყოს ბევრმა და ეს გასაგებია.

 

ყველგან თვალშისაცემი პორნოგრაფია ქალებს წარმოადგენს მამაკაცთა  დაკმაყოფილების ობიექტად და არა სულიერ არსებად. ძალიან ბევრი ქალი ვერ იღებს ამას.

 

პორნოგრაფიამ სექსი შეიძლება შეაზიზღოს მამაკაცებსაც.

 

რამოდენიმე წლის წინ მოდაში იყო უმანკოება. ზნეობრივი სიწმინდე. დღეს ცნება შეცვალა ცნებამ ასექსუალობა,მაგრამ რეალობა იგივეა.

 

მამაკაცები სექსისგან შეიძლება ჩამოაშოროს იმანაც რომ განთავისუფლებული ქალი უფრო მომთხოვნია და მამაკაცმა უნდა ისწავლოს თავის სიმაღლეზე ყოფნა,თავისი პირველყოფილი ბუნების დაძლევა,ადამიანურად და არა მამლის მსგავსად ქცევა

სიყვარულმა,რომელზეც ოცნებობს ქალი შეიძლება შეაშინოს მამაკაცი.

 

 

http://www.atlantico.fr/decryptage/trop-sexe-tue-sexe-t-epidemie-asexualite-gerard-leleu-455912.html

 

ამერიკის შეერთებული შტატები აფინანსებს უმანკოება-უბიწოებას,მოდის ამერიკული სექსუალური კონტრ-რევოლუცია,2002 ლის 12 ივლისი.

აშშ-ს მთავრობამ გამოყო 30 მილიონი დოლარი იმისთვის რომ ამერიკელი ახალგაზრდობა წაახალისოს ქორწინებამდე  სექსუალური თავშეკავებისკენ.

თავის კამპანიის დროს აშშ-ს პრეზიდენტმა George W.Bush-მა დადო პირობა რომ წლიურ ბიუჯეტად გამოყოფს 135 მილიონ დოლარს სექსუალური თავშეკავების მასწავლებელი პროგრამებისთვის.

ამ პროგრამებს, რომელთა მიზანიცაა არასრულოვანთა დაფეხმძიმების რაოდენობის შემცირება, აკრიტიკებს ოპოზიცია რომესაც მოსწონს მტლაშამტლუში+კონტრაცეფცია. მაგრამ George W.Bush არ იხევს უკან.

ჯანმრთელობის მდივანმა Tommy Thompson-მა თქვა რომ ფული გამოეყოფათ ეკლესიებს,სკოლებს თუ ჯანმრთელობის ცენტრებს და დაფინანსების მეორე ტალღა იქნება 2002 წლის შემოდგომაზე.

ორგანიზაციებმა რომლებსაც ექნებათ სახელმწიფოს მხარდაჭერა უნდა ასწავლონ და იადაგონ რომ სექსუალურ აქტივობას ქორწინების გარეთ შეიძლება ჰქონდეს მაცნე შედეგები.

Tommy Thompson-მა თქვა რომ მხოლოდ  სექსუალური თავშეკავებით თუ ავიცილებთ თავიდან ავადმყოფობებს რომლებიც გადაეცემა   სექსუალური გზით, ნაადრევ ფეხმძიმობებს, ქორწინების გარეთ სექსუალურ აქტივობასთან დაკავშირებუსოციალურ თუ პიროვნუსირთულეებს.

ვარაუდობენ რომ 15-19 წლის ამერიკელთა ნახევარს აქვთ სექსუალური ცხოვრება, ამერიკული Planning familial-ის თანახმად  არასრულოვანთა დაფეხმძიმება აშშ-ში ყველაზე მეტია განვითარებულ ქვეყნებს შორის,2-ჯერ მეტია ვიდრე ინგლისში, 4-ჯერ მეტია ვიდრე გერმანიაში, 6-ჯერ მეტი ვიდრე საფრანგეთში, 8-ჯერ მეტია ვიდრე ჰოლანდიაში.

აშშ-ში ყოველიურად ფეხმძიმება მილიონი არასრულოვანი.

სამოქალაქო თავისუფლებათა დაცვის ორგანიზმმა ACLU განაცხადა რომ კონტრაცეპტივების დარიგება ჯობია იმიტომ რომ ბაღნები მაინც არ დაუგდებენ ყურს ლაპარაკს მორალურ სიწმინდეზე და ჯიუტად იმტლაშამტლუშებენ.

ფედერალური კანონის თანახმად ვაშინგტონის მიერ გამოყოფილი ფული არ უნდა დაიხარჯოს კონტრაცეპტივებზე სატლიკინოდ.

მოზარდები უნდა დაარწმუნონ იმაში რომ ქორწინების გარეშე  სექსუალურ ურთიერთობებს აქვს ცუდი შედეგები.

ჯანმრთელობის მდივანმა Tommy Thompson-მა თქვა რომ თავშეკავების მასწავლებელი პროგრამები შექმნიან ატმოსფეროს რომელიც მოზარდებს დააჯერებს იმაში რომ ისინი ქორწინებამდე თავშეკავებულები უნდა იყვნენ.

ფედერალური მთავრობის პოლიტიკა გამომდინარეობს სულ უფრო და უფრო ფართოდ გავრცელებული საზოგადოებრივი აზრიდან.

სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ამერიკელი ქორწინებამდე იკავებს თავს სექსუალური ურთიერთობებისგან.ისინი ქმნიან სხვადასხვა ასოციაციებს.

თავშეკავების მქადაგებელ მოზარდთა და ახალგარდათა რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზდება.

ატლანტას ცენტრმა რომელიც იკვლევს სექსუალური გზით გადაცემულ ავადმყოფობებსდაადგინა რომ საშუალო სასწავლებლების უფროს მოწაფეთა ნახევარი დიპლომის აღებისთვის ქაწულები იყვნენ.

ამ სექსუალური კონტრრევოლუციის მედროშე უნდა იყოს პოპ მუსიკის ხორციანი პრინცესა Britney Spears

ამ სექსუალური კონტრრევოლუციის ასოციაციები გაჩნდა კანადაშიც….

 

http://www.libertepolitique.com/Actualite/Decryptage/Les-USA-financent-la-chastete-la-contre-revolution-sexuelle-americaine-est-en-marche

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s