მხატვარი და ავადმყოფი ხანა

Franz Marc

Franz Marc

Franz Marc

Franz Marc

Franz Marc

Franz Marc

Franz Marc

 

 

 

 

Franz Marc

Franz Marc

Fate of the Animals by Franz Marc

ჩვენი ხანა ავადმყოფია. ის დაავადა რევოლუციებმა,გილიოტინა-მაუზერებმა,გენო-ეთნო-პოპულიციდებმა, მსოფლიო ომებმა,პროფესორ-კინემატოგრაფისტების ტანკით ჭენაობამ შუა თბილისშიც,მოკლედ მხეცურმა  პერესტროიკა-დემოკრატიზაციებმა და მატერიალური კეთილდღეობის ბრმად მაძიებელი  გაუმაძღარი ცივილიზაციის მიერ მთელი დედამიწის აოხრებამ. ეხლა არის ეკოლოგიური-ეკონომიკური,ფინანსურ-დემოგრაფიულ,ეროვნულ,ფსიქიურ.მენტალურ,სულიერი კრიზისები და კატასტროფები. გაუძელით ძვირფასებო.

http://www.espritsnomades.com/artsplastiques/marcfranz/marcfranz.html

აი ამ ავადმყოფ ხანაში მოუწია ცხოვრება  გერმანელ მისტიკოს და უმანკოების მაძიებელ მხატვარ ფრანც მორიც ვილჰე ლმ მარკს // Franz Moritz Wilhelm Marc//. ის ძალიან საინტერესო პიროვნება იყო,გავიხსენოთ.

http://www.espritsnomades.com/artsplastiques/marcfranz/marcfranz.html

ის დაიბადა 1880 წლის 8  თებერვალს მიუნხენში. მამამისი ვილჰელმ მარკი იყო მხატვარი პეიზაჟისტი და მიუნხენის სამხატვრო აკადემიის  მხატვრობის პროფესორი. დედამისი იყო ალზასელი  სოფი მორისი. მას ყავდა 1877 წელს დაბადებული ძმა პაული.

მშობლებს უნდოდათ ფრანც მარკისთვის მკაცრი ლუთერანული და გერმანულ-ფრანგული ორენოვანი განათ ლების მიცემა.

14 წლისამ მან აღმოაჩინა თავისი რელიგიური მოწოდება და სწავლობდა თეოლოგიას რათა გამხდარიყო პასტორი.

მაგრამ 18 წლის ფრანც მარკი გაიტაცა ფილოლოგიამ და მან უარი თქვა რელიგიის შესწავლაზე. შემდეგ ის გაიტაცა ფილოსოფიამ.

მაგრამ მას მოუწია 1 წლის სამხედრო სამსახურმა,რის შემდეგაც მან გადაწყვიტა მხატვრად გახდომა.ჯარში ის გახდა ცხენოსანი, მან შეიყვარა ცხენები…

1900 წელს ის შევიდა მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში,მაგრამ ვერ აიტანა იქ გამეფებული აკადემიზმი და შებოჭილობა 1902 წელს გაიქცა იქიდან.

1903 წელს ფრანც მარკი  რამოდენიმე თვით იყო საფრანგეთში სადაც აღმოაჩინა გუსტავ კურბეს,ეჟენ დელაკრუას,სიმპრესიონისტების ქმნილებები, იაპონური ესტამპები და ა.შ.

1904  მიუნხენთან Schwabingში მან გახსნა თავისი სახელოსნო….

 

1907 წელს მან ისევ იმოგზაურა პარიზში სადაც აღფრთოვანებით აღმოაჩინა გოგენი,ვან გოგი,კუბისტები,ექსპრესიონისტები,შემდეგ ანრი მატისი მიუნხენის 1908 წლის გამოფენის დროს.

 

ამ დროს ფრანც მარკი ხატავდა ცხოველებს და განიცდიდა ვან-გოგის გავლენას.

 

 

 

« ვან გოგი ჩემთვის არის უნამდვილესი, უდიდესი, ყველაზე მტანჯველი. ხატო ცოტა ყველაზე უბრალო ბუნება ბუნებაში მთელი შენი რწმენის და მისწრაფების მოთავსებით-აი უმაღლესი რეალიზაცია.

ეხლა მე ვხატავ მხოლოდ უმარტივეს რამეებს… მხოლოდ მათში შეიძლება დავინახოთ ბუნების სიმბოლიზმი,პათოსი და საიდუმლო.

 

ფრანც მარკზე იმოქმედა 1910 წელს აუგუსტ მაკესთან და 1911 წელს პაულ კლეესთან შეხვედრამ.



  1. წელს ფრანც მარკმა დაარსა ჟურნალი «ლურჯი მხედარი » // Der Blaue Reiter// რომელიც მაკესთან,ვასილი კანდინსკისთან, იავლენსკისთან და გაბრიელა მიუნტერთან ერთად იქცა მხატვრების წრედ.

 

მოძრაობა ჟურნალი «ლურჯი მხედარი»-ს პირველი გამოფენა მოეწყო 1911 წლის 18 დეკემბერს.

 

პარიზში მყოფი ფრანც მარკი დაუმეგობრდა ფრანგ მხატვარ რობერ დელონეს.იტალიელ  ფუტურისტებს და ამან შეცვალა მისი ხატვის მანერა.

ფუტურიზმით და კუბიზმით მოხიბლული ფრანც მარკი მიდიოდა სულ უფრო და უფრო მკაცრი,ღრმა და აბსტრაქტული მხატვრობისკენ,თუმცა განაგრძობდა მისი საყვარელი პირუტყვების,ბუნების ხატვას.

 

1913  წელს ფრანც მარკმა ალფრედ კუბინთან, პაულ კლეესთან, გაბრიელა მიუნტერთან, ერიხ ჰეკელთან და ოსკარ კოკოშკასთან ერთად გამოსცა დასურათებული ალმანახი,

 

1914 წლის გაზაფხულზე ფრანც მარკმა და მისმა მეუღლე მარიამ სოფელში იყიდეს სახლი და უნდოდათ იქ წყნარად ცხოვრება.

 

 

 

 

მაგრამ ამასობაში სულ გაგიჟდა ევროპული კულტურული ელიტის ყველაზე აქტიური ნაწილი.

 

ფრანც მარკის მომხიბლავი ფუტურიზმი იყო ნიჰილისტურ-რევოლუციური მნგრეველი მოძრაობა.

 

«…9. ჩვენ გვინდა ომი,მსოფლიოს ერთადერთი ჰიგიენა ომის,მილიტარიზმის,პატრიოტიზმის,ანარქისტთა დამანგრეველი ქმედების, მკვლელი ლამაზი იდეების და ქალის ზიზღის განდიდება,მათთვის ხოტბის შესხმა.

  1. ჩვენ გვინდა მუზუმების,ბიბლიოთეკების….ნგრევა,,,, »

 

აი ამ საშინელებას ანუ ფუტურიზმის მანიფესტს მოაწერა ხელი იტალიელ ფუტურისტთა ბელადმა ფილიპო ტომაზო მარინეტიმ. ეს უბედურება 1909 წლის 20 თებერვალს გამოაქვეყნა პარიზულმა გაზეთმა «ლე ფიგარომ ».

 

ესეთი ოხერი ნიჰილისტები ამბობდნენ რომ იტალია უნდა განთავისუფლდეს პროფესორებისგან,არქეოლოგებისგან,იმათგან ვინც პატივს სცემენ ციცერონს,მარკუს ავრელიუსს,დანტეს,ბოტიჩელის…

 

მათ უნდოდათ ევროპის ულამაზესი ქალაქები ფლორენციის და ვენეციის დანგრევა და მათ ადგილზე მბოლავი ქარხნებით სავსე ინდუსტრიულ საშინელებათა აგება.

მათ ეს ვერ მოახერხეს  და მადლობა ღმერთს მაგრამ ბოღმით სავსე უინსტონ ჩერჩილმა და თენგიზ სიგუამ დაანგრიეს ულამაზესი დრეზდენი და თბილისი.

 

http://narratologie.revues.org/849?lang=it

 

 


მოკლედ ასეთმა ნიჰილისტებმა აიყოლიეს ნამდვილად კარგი მხატვარი ფრანც მარკი და ისიც ჩაება 1914 წლის აგვისტოში დაწყებულ პირველ მსოფლიო სასაკლაოში.

 

ფუტურისტული ბაცილა-ვირუსით გაგიჟებულს,მას ეგონა რომ ომი იყო ძველი და გარყვნილი ცივილიზაციის განწმენდა,მისი ცოდვების გამოსყიდვა ტანჯვით.

 

მაგრომ ომის მხეცურმა რეალობამ, მისი მეგობარი მაკეს სიკვდილმა, მალე შეაცვლევინა მას აზრი:


«
 ომი არის ყველაზე საშინელი რაცა რისთვისაც ჩვენ გავიწირეთ.». (ფრანცმარკი, 1915)

 

ომის დროს მარკმა დიდებული წერილები მიწერა თავის მეუღლე მარიას.  

1915 წელს ფრანც მარკმა მიიღო რკინის ჯვარი და ის  ლეინტენანტი გახადეს.

 

გერმანიის ინტელექტუალურ საქმეთა და განათლების სამინისტრომ1916 წლის თებერვალში გადაწყვიტა ჯარში მყოფი დამსახურებული მხატვრების დაცვა და მათი გაწვევა ფრონტიდან.

 

 

ფრანც მარკი იყო დასაცავთა და ფრონტიდან გასაწვევთა სიაში,მაგრამ მისი გადაყვანის ბრძანების მისვლამდე მზვერავი ცხენოსანი ფრანც მარკი იყო ვერდენის ბრძოლის ველზე,მას თავში მოხვდა ჭურვის ფრაგმენტი და ის გარდაიცვალა 1916 წლის 4 მარტს…

 

პირველმა მსოფლიო სასაკლაომ მოსპო და გასრისა მრავალი მხატვარი//ვალატონი,მარკი,მაკე,დერენი,ბრაკი,ლეჟე,კოკოშკა,ბეკმანი,კამუა,კირხნერი,შმიდტ-როტტლუფი…//.

 

თავგასულმა ნაცისტებმა 1937 წელს ფრანც მარკი გამოაცხადეს გადეგენერატებულ,გადაგვარებულ მხატვრად და ბრძანეს მისი ქმნილებების გატანა გერმანული მუზეუმებიდან,რაც გაკეთდა კიდეც.

 

2 წლის შემდეგ დაიწყო მეორე მსოფლიო სასაკლაო…

 

 

ცნობილი იტალიელისტორიკოსი ემილიო ჯენტილე // Emilio Gentile//-თანამედროვეობის აპოკალიფსი-დიდი ომი და ახალი ადამიანი.

 

1918 წლის 11 ნოემბერს, როდესაც დამთავრდა ბრძოლათა, მსხვერპლის გაღების და სისხლისღვრის4 წელი, რომლებმაც შესძრეს ევროპა გაშტერებული ადამიანები უყურებდნენ ნანგრევებს.

 

ეს იყო ლამაზი ხანის ნანგრევები.

 

ლამაზი ხანა კი იყო გამარჯვებული მოზეიმე თანამედროვეობის ხანა რომელსაც სჯეროდა პროგრესისა,მეცნიერებისა,კულტურისა,მომავლისა.

აი ამ პროგრესმა,ამ მეცნიერებამ,ამ კულტურამ დაანგრიეს და ჩაახრჩვეს სისხლში ეს  ლამაზი ხანა.

 

ემილიო ჯენტილე გვეუბნება რომ ევროპაში ომზე ფიქრობდნენ ბევრად ადრე 1914 წლამდე.

~

1870-ანი წლებიდან განვითარდა დასავლეთის დაცემა-დაკნინების და ომით ადამიანის აღდგენის თემა.

 

ამ თემას ევროპელი მხატვრები,მწერლები და ინტელექტუალები ავრცელებდნენ თავისი ქმნილებებით.

 

უნგრელმა მწერალმა მაქს ნორდაუმ // Max Nordau ..1892 წელს დიდად ხმაურიანი წარმატება მოიპოვა თავისი წიგნით დასავლელი ადამიანის დეკადანსის შესახებ

 

 

http://www.humanite.fr/10_05_2011-1914-1918-comme-d%C3%A9faite-de-la-culture-l%E2%80%99apocalypse-de-la-modernit%C3%A9-471855

PUBLICIT; le français Le Bon dénonce en 1895 la corruption de la civilisation. Au même moment, les poètes futuristes italiens chantent le progrès et la science régénératrice ; le peintre allemand Franz Marc, ami de Kandinsky, réclame un art nouveau pour l’homme nouveau, simple, authentique, essentiel.
Un livre extrêmement bien écrit, original et personnel, qui dévoile un pan de l’histoire inexploré jusqu’ici : la face sombre de la Belle Epoque.

1914-1918 comme défaite de la culture L’apocalypse de la modernité.

 

1914-1918 როგორც კულტურის მარცხი-თანამედროვეობის აპოკალიპსი

საუკუნის დასაწყისში ადამიანებს სჯეროდათ რომ  ინდუსტრიული და მეცნიერული პროგრესი ადამიანებს მოუტანდა უკეთეს ცხოვრებას, რომ მათი დრო იყო უკეთესი  მომავლისკენ,ახალი სამყაროსკენ გარდამავალი ხანა.

მაგრამ იყო კოლონიალური დაპყრობებიც,  საშინელი ძალადობაც, ბურების,ლიბიის ომები, ჰერეროთა გაჟლეტაც.

ღმერთის და მოყვასის სიყვარულის მქადაგებელი რელიგია უხეშად დათრგუნეს და განზე გასწიეს, გაჩნდა სიმდიდრის და სიამოვნებათა გააფთრებით მაძიებელი ბურჟუაზია.

საფრანგეთის რევოლუციის ძალადობით და ტერორით ისედაც შეძრული ევროპელები ეხლა შეძრა ინდუსთტრიული რევოლუციის მიერ გამოწვეულმა  მკვეთრმა სოციალურმა და ეკონომიკურმა  ცვლილებებმა.

 

ამ  თანამედროვეობამ ადამიანებს გაუჩინა საუკუნის,ხანის, ეპოქის დასასრულის განცდა.

შეეშინდათ საზოგადოდ მომავლისა,კონკრეტულად კი ევროპულ საზოგადოებათა მომავლისა.

გამრავლდა აპოკალიპტური რომანები და ნაწერები. გაჩნდა მიმდინარეობა რომლის  საუკეთესო სიმბოლო ალბათ არის დოსტოევსკი, მაგრამ ის გავრცელდა მთელ ევროპაში.

 

 

იტალიელი ისტორიკოსი ემილიო ჯენტილე  თავის წიგნში //-« თანამედროვეობის აპოკალიფსი-დიდი ომი და ახალი ადამიანი »//  გვეუბნება რომ პირველი მსოფლიო ომი იყო აპოკალიფსის პერიოდი როდესაც დასავლურმა ცივილიზაციამ უარყო თავისი საკუთარი ღირებულებები.ეს იყო მოზეიმე თანამედროვეობის დასასრული.

Aubier-ის გამომცემლობათა მიერ 2011 წელს გამოცემულ ამ წიგნში იდეათა ისტორიის ცნობილი სპეციალისტი ემილიო ჯენტილე  გვიჩვენებს რომ უკვე დიდი ომის წინა ხანის  სიტყვათა, სახე-ხატების,მეტაფორების ნიაღვარი ეუბნებოდა მნახველს და მკითხველს რომ დასავლური ცივილიზაცია არის დეკადენტური და გადაგვარებულ-დაცემული ცივილიზაცია.

ემილიო ჯენტილეს აზრით სწორედ ამ დროს გადაიქცა სხვა რამედ.ქრისტიანობის მიერ აგებული დასავლური ცივილიზაცია.

ბევრმა იგრძნო  რომ ევროპა განიცდის დეკადანსს,დაცემა-დაკნინება-გადაგვარებას და რომ აუცილებელი გახდა მისი აღდგენა.

ნიცშეს და ფუტურისტების ბელადი მარინეტის ნაირებმა კი დაიწყეს ახალ ადამიანზე ფიქრი და აპარაკი.

ბევრმა ინტელექტუალმა//მაგ.ნიცშემ და მარინეტიმ//.. კაცობრიობის აღდგენა-გაჯანსაღების საუკეთესო საშუალებად ყველაზე ხშირად წარმოადგინა ომი, ძალადობა,რომელთა აპოლოგიასაც ეწეოდნენ მთელ ევროპაში და აშშ-ში.

მრავალ თხზულებასა და ნაწერში ხოტბას ასხავდნენ,აქებდნენ და ადიდებდნენ აუცილებელ და განმწმენდ ომს.

ყვნენ სხვანაირად მოაზროვნეებიც,მაგ ჟან დე ბლოში // Jean de Bloch//.

ჟან დე ბლოში ამბობდა რომ ახალი ინდუსტრიული ომი ევროპელებს და ცივილიზაციას დააბრუნებდა პირველყოფილ ველურთა მდგომარეობაში.

მაგრამ ამისთანებს არავინ უსმენდა //მეტიც, რუსეთის იმპერიაში პროგრესისტებმა სადისტურად მოკლეს მღვდელი გრიგოლ რასპუტინი, რომელსაც არ უნდოდა ომი,და დიდად გაიხარეს, ეს ალბათ სიმბოლოა//.

 

და მოვიდა ფუტურისტი  მარინეტისთვისაც სანატრელი და საყვარელი ომი.

აღმდგენელი,განმ წმენდი,სასწაულთმოქმედი გმირული ძალადობის მაგივრად იყო მარნის,ვერდენის და სხვა სასაკლაოები…

ამ მეტამორფოზის შედეგად გაჩენილი ახალი ადამიანი უფრო მანქანა და მხეცი იყო ვიდრე ადამიანობის და ცივილიზაციის უფრო მაღალი დონე, ასკვნის ემილიო ჯენტილე…

ფუტურისტი მარინეტის მიერ ნაქებმა ომმა მოკლა 60 მილიონზე მეტი ევროპელი, ნანგრევებად აქცია თითქმის მთელ დედამიწაზე გაბატონებული ევროპული ცივილიზაცია რომლის ყანყალა ნანგრევები ფეხზე წამოდგა ამერიკული ბანკების და ეკონომიკის დახმარებით. ამაყი და ლამაზი ევროპა ამერიკაზე დამოკიდებული გახდა.

 

http://www.lelitteraire.com/?p=3814

 

L’apocalypse de la modernité ; la Grande guerre et l’homme nouveau

La Grande guerre et l’homme nouveau

Emilio Gentile 

 

აი ამ კატასტროფულმა ხანამ მოკლა კარგი მხატვარი ფრანც მარკი რომელსაც უყვარდა ფოვისტები, ვან გოგი  და გოგენი, სეზანი,რომელიც აქტიურად ეძებდა სულიერს ხელოვნებაში.

ფრანც მარკისთვის მხატვარი არის ბუნების საიდუმლოთა წინაშე შუამდომეგომელი ერთგვარი მარტვილი რომელმაც იცის ბუნების თრთოლასთან შერწყმა.

 

მისტიკოსი და კინაღამ მღვდლად მხატვარი თეოლოგი მხატვარი ფრანც მარკი ავადმყოფმა ხანამ მიიყვანა ბუნებასთან, ცხოველებთან //და არა მხეცებთან// შერწყმამდე.


ავადმყოფ  ხანაში მოხვედრილი ფრანც მარკი გრძნობდა რომ ცხენი,ცხოველი უფრო წმინდაა ვიდრე ომის მეხოტბე კრეტინი ფუტურისტი მარინეტი.

 

ეს დაბრუნება ცხოველურ ხელოვნებასთან რომელიც ადამიანის თანმხლები იყო უხსოვარი დროიდან უნიკალურია გერმანულ ექსპრესიონიზმისთვის.

აფრანც მარკის დიდად სიმბოლურ ხელოვნებას ავსებენ ლურჯი და წაბლისფერი ცხენები,ფურირმები,მელიები,თხები,მგლები,კატები,ცხვრები,სპილოები,ადამიანები კი იშვიათები არიან 1911-1912 წლების შემდეგ.

 

« დღეს ბუნებაში ვეძებთ იმას რაც იმალება ხილულის უკან…ჩვენ ვცდილობთ ბუნების შინაგანი სამყაროს,მისი სულიერი მხარის დახატვას »// ფრანც მარკი//.

 

მისი მეგობარი პირუტყვები მისი ავატარებია,მისი ორეულებია რომელთაც ძალუძთ ბუნებასთან შერწყმა.

ეს სასტიკი და მოძალადე ბუნებაც კი უცნაურად წმინდაა,გავს დაკარგულ სამოთხეს და ჯობია ფუტურისტი მარინეტის სამყაროს.

 

ბუნება გავს შორეთის რიტმებით და პულსაციით სავსე მუსიკას, სფეროთა მუსიკას, ფრანც მარკს აქვს პანთეისტური თანაგრძნობა-ემპათია.

 

 

ფრანც მარკის ერთ-ერთ  ულამაზეს ტილოს ქვია «ცხოველის ხვედრი » :  ის წარმოაგენს წითელ ელვებში გაგლეჯილ ფურირმებს. ერთ-ერთი ფურირემი მიისწრაფის ცისკენ.

 

ასე დაიღუპა ვერდენში თვითონ ფრანც მარკი.

 

ფრონტიდან მან თავის მეუღლეს მისწერა რომ ეს სურათი «არის როგორც ამ საშინელი და შემაძრწუნებელი ომის წინათგრძნობა. მე ძნელად წარმომიდგენია თუ რა დავხატე.»

 

ფრანც მარკმა იგრძნო და დახატა მომავალი ომი, მაგრამ ის უშიშრად უყურებდა სიკვდილის მოახლოებას

 « მე  კარგად მესმის რომ თქვენ ესოდენ იოლად ლაპარაკობთ სიკვდილზე როგორც ისეთ რამეზე რომელიც არ გაძრწუნებთ.

მეც ზუსტად იგივეს ვფიქრობ…არაფერია სიკვდილის მშვიდობის პერსპექტივაზე უფრო დამამშვიდებელი…ერთადერთი საერთო რამე ყველასთვის ის გვაბრუნებს ჩვენი არსის ნორმალურობასთან ».

 

 

დაბადებასა და სიკვდილს შორის არსებული სივრცე  ბევრი საშიში რამით და ტანჯვით სავსე გამონაკლისია,

ერთადერთი ნამდვილი და მუდმივი ფილოსოფიური ძალისხმევა არის გაცნობიერება იმისა რომ ეს განსაკუთრებული მდგომარეობა გაივლის და ჩვენი მუდამ შეშფოთებული და მიუწვდომელი სამყაროს მუდამ მაძიებელი პიროვნული ცნობიერება დაბრუნდება მის დაბადებამდელ საოცარ მშვიდობაში…..

 

ვინც ასე ეცდება გახდება სიწმინდე და ცოდნა, მისთვის სიკვდილი იქნება მხსნელი » // წერილი პაულ კლეეს//.

 

 

                   ფერების მისტიკა~

 

ხელოვნება არის ჩვენი ოცნების გამოხატულება,რაც უფრო მივენდობით მას მით უფრო მივუახლოვდებით საგანთა შინაგან ჭეშმარიტებას. …// ფრანც მარკი//

 

ფრანც მარკს სჯერა ფერთა სულიერი ენისა,მათი ღრმა სიმბოლიკისა,იმისა რომ ფერები მიგვიყვანს ტრანსცენდენტურობამდე, რომ ფერები  ზიდავენ ემოციას,არიან გადასვლა სულიერისკენ.

 

  

ფრანც მარკი ფერებს აძლევდა ემოციურ მნიშვნელობას.

 

ფერი არის სიმბოლური ენა რომლითაც ის თამაშობს როგორც კომპოზიტორი :

 

ლურჯი არის მამაკაცური,მკაცრი,სულიერი, ყვითელი არის ტკბილი,მხიარული,სენსუალური ქალური პრინციპი, წითელი არის უხეში და მძიმე მატერია რომელიც მუდამ უნდა დაამარცხოს ორმა სხვა ფერმა.

ფერის რევოლუცია უფრო მოხდა 1909 წლისთვის,როდესაც ფრანც მარკი გახდა მოძრაობა Neue Künstlervereinigung-ის// ხელოვანთა ახალი ასოციაციის// წევრი.~

 

სწორედ იქ შეხვდა მარკი 1909 წლის აგვისტოში ამ სფეროში მასზე უფრო დაწინაურებულ აუგუსტ მაკეს და განიცადა მისი გავლენა.

 

1910 წელს ფრანც მარკი შეხვდა სულიერი ძიებებით მასთან ძალიან ახლო ვასილი კანდინსკის და მათ 1911 წელს გამოსცეს ჟურნალი Blaue Reiter….

 

სინი უარყოფდნენ აკადემიზმს და რეალიზმს. მათ უნდოდათ სიმბოლისტური მოძრაობის მემკვიდრე ახალი ესთეტიკა რომელიც გაანთავისუფლებდა ინსტინქტს და გამოხატულებად აღიარებდა მხოლოდ «შინაგან აუცილებლობას» ძველი ფორმულებისადმი და ფორმებისადმი მორჩილების გარეშე.

 

კალვინისტური თეოლოგიის მცოდნე და აღმოსავლური ფილოსოფიებით გატაცებული ფრანც მარკი იღებდა კანდინსკის მისტიკურ დებულებებს და ამბობდა რომ ხელოვნებამ უნდა გამოავლინოს ბუნებრივი ფორმების სულიერი არსი და არ უნდა გააკეთოს ამ ფორმათა ასლი.

 

კანდინსკის გავლენით ფრანც მარკი ფიქრობდა რომ საგანთა სულიერი არსი უხილავია და ის უკეთესად გადმოიცემა აბსტრაქციით.ის აბსტრაქცისკენ გადაიხარა.

.

 ფრანც მარკს უნდოდა უხილავი სამყაროს ვიბრაციებთან უფრო ახლოს ყოფნა,მაგრამ ფუტურისტთა ბელადი მარინეტის ნაირი და კიდევ უფრო უარესი დეგენერატების ღრიანცელმა და მხეცობამ მოსპო მთელი ლამაზი სამყარო.

 

 

 

 

:
le site 
Franz Marc et ses peintures
Franz Marc Précurseur de la peinture abstraite par Susanna Partsch

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s