უსულო სამყაროს წინააღმდეგ

 

Le Symbolisme - Michael Gibson : une résistance artistique

უსულო ავადმყოფი სამყაროს წინააღმდეგ, სიმბოლიზმი როგორც თავშესაფარი და შემოქმედებითი წინააღმდეგობა.

ლამაზი ლოზუნგების ღნავილით გილიოტინის აღმართვის, ტერორის,დექრისტიანიზაციის, ვანდეის აოხრება-გადაბუგვის და ნაპოლეონის ომების შემეგ მოვიდა ინდუსტრიული რევოლუციის, ინდუსტრიალიზაციის დროც და ყველაფერი აირია.

გაჩნდა გარეგანი და შინაგანი ქაოსი და გადარეული მხატვრები დაუპირისპირდნენ ინდუსტრიულ საზოგადოებას.

ასე გაჩნდა სიმბოლიზმი.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში  ინდუსტრიალიზაციამ ზოგი გაამდიდრა,უმრავლესობა კი გააღატაკა და სოფლელები შერეკა ქალაქების ანონიმატში. იყო ეპიდემიები, დაიკარგა სულიერი,სიმბოლური და ტრადიციული ღირებულებები. ამ კულტურულ ქაოსში და არეულობაში წინააღმდეგობის გაწევა შეძლო სიმბოლისტ მხატვართა პატარა ჯგუფმა.მათი საყვარელი თემები იყო რელიგია,მითოლოგია,ეზოტერიზმი,ეგზოტიკური და ანტიკური კულტურა, პოეზია, მოკლედ ყველაფერი რაც გზას გადაუკეტავდა მექანისტურ სიცივეს და ადამიანობის დაკარგვას. ამის გაკეთებით ისინი აგრძელებდნენ მე-18 საუკუნის რომანტიკოსთა ბრძოლას. უკვე რომანტიკოსები პოეზიიით უპირისპირდებოდნენ გონების რაციონალისტ ექსტრემისტებს..

გაჩნდა გარეგანი და შინაგანი ქაოსი და გადარეული მხატვრები დაუპირისპირდნენ ინდუსტრიულ საზოგადოებას.

ასე გაჩნდა სიმბოლიზმი.

სიმბოლისტებს უნდოდათ სილამაზე,მშვენიერება, იდეალი, ტრანსცენდენტურობა და არა რენტაბელობა და კოლონიალური თუ მსოფლიო ომები და რევოლუცია-.პერესტროიკები.

ისინი რა თქმა უნდა გამოაცხადეს დეკადენტებად, მოცნებეებად,რეაქციონერებად…

შეუპოვარმა სიმბოლისტებმა კი ნაწერებით, პოეზიით, მხატვრობით თქვეს რომ პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნების მისაღწევად ყველანაირი ოხრობის ჩამდენი ორფეხა მხეცების ხელში ჩავარდნილი ხილული სამყარო არაა ერთადერთი რეალობა და იმ სხვა რეალობის გამოსახატად და საჩვენებლად მათ გამოიყენეს სიმბოლური ენა.

ხელოვნების ისტორიკოსი მაიკლ გიბსონი // ა Michael Gibson //მბობს :

« ერთმანეთს უპირისპირდება 2 მსოფლმხედველობა:

ერთის მხრივაა მოცემული და უცვლელი, კომერციისთვის და ინდუსტრიიისთვის ხელის შემწყობი, მაგრამ არსებობისთვის, სიცოცხლისთვის გემოს და აზრის, არსის მიმცემი ღირებულებების მიმართ გულგრილი სამყარო.

მეორე სამყარო კი დიალექტიკურ ურთიერთობაშია ტრანსცენდენტურ //რელიგიურ,ვიზიონერულ, პოეტურ// მოდელთან რომელიც მოქმედებს როგორც ფერმენტი  და  გვპირდება მოცემულის შემოქმედებით გარდაქმნას.

მე-19 საუკუნემ ერთმანეთისგან გამოყო სინამდვილესთან ურთიერთობის ჩვენი 2 ნახევარსფერო.

მას შემდეგ სინამდვილე  აღარაფერს აძლევს მეოცნებეს და ოცნება აღარ ასხავს ფრთებს  სინამდვილეს.

ეს 2 სამყარო ამიერიდან ეომებოდა ერთმანეთს.»

სიმბოლისტური მოძრაობა არ ყოფილა ორგანიზებული,მას არ ჰქონია მანიფესტი. ის უფრო იყო სულიერი მდგომარეობა,განწყობა.

მარტოსულ სიმბოლისტებს არასოდეს შეუქმნიათ სკოლა.

 

ეს მარტოსული  სიმბოლისტები ზოგჯერ მთელ ცხოვრებას და ზოგჯერ ცხოვრების ნაწილს უძღვნიდნენ სამყაროს სიმბოლურად გააზრებას, რაც ადრე ღრმად იყო ფესვგადგმული არაცნობიერში და წარმოადგენდა საზოგადოების შემკვრელ ცემენტს.

ფორმის დონეზე  სიმბოლისტები უპირისტებოდნენ რეალიზმს, მათი საყვარელი თემები //ქრისტიანობა,ეგზოტიზმი, ოკულტიზმი,მითოლოგია,  იდეალიზებული ისტორია,განსაკუთრებით შუა საუკუნეების ისტორია, სიზმრები და ზმანებები,ეროტიზმი, მელანქოლია და ზოგადად გრძნობები// მოასწავებენ მოდერნს, სიურრეალიზმს,ფანტასტიკურ ლიტერატურას…

სიმბოლისტური მოძრაობა არის მრავალი სტილის გამაერთიანებელი აზრის მოძრაობა,მაგრამ მისი ნაწარმოებები მუდამ ეხსნებიან კონკრეტული რეალობის მიღმა არსებულ სამყაროებს.

დღევანდელი ფანტასტიკური მწერლობა და კინემატოგრაფი, დიდ ბრიტანელ მეზღაპრეთა და მსგავსთა შემოქმედება დღესაც გვეუბნება რომ ხმელი,რაციონალისტური,ანგარებიანი და საშიში, შემზარავი რეალობის მიღმა არის ულამაზესი სამყარო. ეს ალბათ სიმბოლიზმის გაგრძელებაა. აბსოლუტის და ჭეშმარიტების ძიება არ შემწყდარა და ესაა მთავარი.

http://www.relianceuniverselle.com/2015/07/le-symbolisme-michael-gibson-une-resistance-artistique.html

1Michael Gibson, Le Symbolisme, Taschen, 2006, p22

http://www.relianceuniverselle.com/2015/05/le-symbolisme-5-5-une-quete-de-sens-toujours-actuelle.html

კრიზისი ადამიანებშია,უნდა დავიბრუნოთ წონასწორობა.

კრიზისი ადამიანებშია

თავიდან  უზომოდ დარღვეული წონასწორობა.

 

ჩვენ ვცხოვრობთ შემაშფოთებელ სამყაროში რომლის წონასწორობაც ძალიან დარღვეულია. ეს გაუწონასწორებლობა ვლინდება როგორც შიგნით ისე გარეთ.

 

შიგნით რაც არ უნდა გვქონდეს უკმაყოფილოები ვართ. მუდამ არის სასოწარკვეთილება, მუდამ გვაკლია რაღაცა რისი განსაზღვრაც არ შეგვიძლია. ჩვენ გვაკლია ნდობა საკუთარი თავის მიმართ, საკუთარი თავის რწმენა. ჩვენ არ ვენდობით არც სხვებს, არც სხვებისა გვწამს. და ბუნებრივია რომ  ეს ყოველ  ჩვენგანში იწვევს  უზომო გაუწონასწორებლობას.

 

და გარე  გაუწონასწორებლობის დასანახად გაიხედ-გამოიხედეთ.  ყველგან აფეთქებენ,ანგრევენ,კლავენ.

31  დეკემბერი დღესასწაულია. ხალხი იკრიბება მის აღსანიშნავად, დასასვენებლად, დროის სატარებლად.

არადა მსოფლიოს დიდი დედაქალაქები შიშითაა შეპყრობილი,პოლიცია ყველგან ყალყზეა.

 

ჩვენ გვტანჯავს დიდი გაუწონასწორებლობა  და ჩვენ დავუშვით რომ ეს გაუწონასწორებლობა ძლიერდება.

 

ჩვენ გვინდოდა ტოტალური უსაფრთხოება, ეს იყო დიდი ოცნება, და მივიღეთ ტოტალური დაუცველობა, ესაა დიდი რეალობა.

ჩვენ ძალიან გვაღელვებს ეკონომიკური, პოლიტიკური, რელიგიური კრიზისები,მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელია დღეს ამდენი  ფსიქოლოგიურად,სულიერად და მენტალურად გაუწონასწორებელი ადამიანის დანახვა.

ეს არ ნიშნავს იმას რომ მეტი გიჟი და ავადმყოფია.

ეს ნიშნავს იმას რომ ვცხოვრობთ ავადმყოფ  სამყაროში, ის შემოდის ჩვენში და გვაკარგვინებს სტაბილურობას

 

ქუჩაში პროტესტი და ყვირილი ვერაფერს უშვველის, ესაა წამიერი შვება და მეტი არაფერი.

 

წივილ-კივილის კი არა მოქმედების, რაღაცის კეთების დროა.

 

ეხლა ჩვენ არ შეგვიძლია ყველაფერი საჭიროს გაკეთება,მაგრამ ყოველ ჩვენგანს შეუძლია პროტესტის და ყვირილის გარდა თუნდაც პატარა მაგრამ პოზიტიური რამის კეთება.

 

წონასწორობის, ჰარმონიის დაბრუნება, დაკარგულის დაბრუნება შეიძლება.

 

უნდა მოვახერხოთ დ ჩვენი სამყარო გავხადოთ ჰარმონიული სრულყოფილი თანხმობა რომელიც შეავსებს ჩვენს სულებს და მოგვცემს ამ სიგიჟიდან, სასოწარკვეთილებიდან და შფოთიდან გაღწევის საშუალებას.

 

ჩვენ ძალიან გვაღელვებს ეკონომიკური, პოლიტიკური, რელიგიური კრიზისები,მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელია დღეს ამდენი  ფსიქოლოგიურად,სულიერად და მენტალურად გაუწონასწორებელი ადამიანის დანახვა.

ეს არ ნიშნავს იმას რომ მეტი გიჟი და ავადმყოფია.

ეს ნიშნავს იმას რომ ვცხოვრობთ ავადმყოფ  სამყაროში, ის შემოდის ჩვენში და გვაკარგვინებს სტაბილურობას.

 

ამდენი,ბევრი ახალგაზრდაა ვისაც ჯერ არ დაუწყიათ ცხოვრება და მათ არ იციან თუ რა უნდა უქნან ცხოვრებას.

 

    ესაა კრიზისი,როდესაც აღარ  გვინდა ცხოვრება ან არ ვიცით ცხოვრება.  ყველაფერი დანარჩენი დაიმსხვრევა ჩვენს ფეხს ქვეშ.

 

 ამიტომაა მნიშვნელოვანი წონასწორობის, ჰარმონიის, სილამაზის და მშვენიერების დაბრუნება.

 

ესაა ადამიანური თვისებები, მაგრამ იმედგაცრუებული ადამიანის სამყაროში ბატონობს აბსურდი,ბანალობა,სიმახინჯე და გროტესკი.

 

მიუხედავად ამისა ჰარმონია არსებობს. ყოველ  ჩვენგანს შეუძლია განსხვავებული, თავისებური ხმის გამოცემა, მაგრამ ჩვენ ერთად უნდა მოვხერხოთ ძალიან ლამაზი, თანხმობით და ერთიანობით სავსე  სიმფონიის შექმნა და არა ცალ-ცალკე არეულ-დარეულად ღნავილი.

 

კიდევ ბევრია გასაკეთებელი. აუცილებელია სილამაზე-მშვენიერება, ჰარმონია, სამართალი. ესაა ადამიანობა.

 საერთაშორისო ასოციაცია ახალი აკროპოლისის თავმჯდომარე  დელია სტეინბერგ გუზმანი//Délia STEINBERG GUZMAN, Présidente de l’association internationale Nouvelle Acropole//.

 

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s