პიკასოს მეგობარი შერვაშიძე :

არდავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა : პიკასოს მეგობარი ალექსანდრე შერვაშიძე :

ალექსანდრე შერვაშიძის
პორტრეტი. მხატვარი
ვლადიმირ როსინსკი,

დათრგუნული საქართველოს ღირსეული შვილი, ალექსანდრე კონსტანტინეს ძე შერვაშიძე (1867-1968) :
 მამამისი კონსტანტინე გიორგის ძე შერვაშიძე იყო ქართველი თავადაზნაურობის 1832 წლის შეთქმულების მონაწილე. 
საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის მსურველთა ამ შეთქმულების მოსპობის შემდეგ რუსეთის გააფთრებულმა იმპერატორმა ბრძანა რომ კონსტანტინე გიორგის ძე შერვაშიძეს ეკრძალება კავკასიაში ცხოვრება და შეუძლია ცხოვრება რუსეთის იმპერიის ნებისმიერ ადგილას კავკასიის გარდა.
კონსტანტინე გიორგის ძე შერვაშიძე აღმოჩნდა ყირიმში სადაც მას გაუჩნდა უფროსი შვილი ალექსანდრე. ბიჭს ელოდა სამხედრო კარიერა. მანაც ისწავლა ნიჟეგოროდის კადეტთა კორპუსში რომელიც ატარებდა გრაფი არაკჩეევის სახელს.

მაგრამ მისი სამშობლოსა და მთელი კავკასიის დამთრგუნველი რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახური ალექსანდრე კონსტანტინეს ძე შერვაშიძეს რბილად რომ ვთქვათ დიდად არ იზიდავდა. და მან აირჩია მხატვრის გზა. 

 
კადეტთა კორპუსის შემდეგ ის სწავლობდა კიევის რეალურ სასწავლებელში და შემდეგ მოსკოვის ფერწერის,ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში.
ის გახდა პარიზის “რუსული მხატვრული წრის” წევრი და მიმიდინარეობა “ხელოვნების სამყაროს” (“მირ ისკუსსტვა”) მონაწილე.
ალექსანდრე კონსტანტინეს ძე შერვაშიძე გახდა პეტერბურგის იმპერიული თეატრების მხატვარი. სხვა დადგმებთან ერთად მან გააფორმა “ფაუსტი”, “ჰამლეტი”, “რომეო და ჯულიეტა”, “მააკბეტი”, “ტრისტანი და იზოლდა”. მისი დეკორაციები სპექტაკლებისთვის მუდამ იყო გამოფენილი “ხელოვნების სამყაროს” გამოფენებზე.

რუსეთის საზღვრებს გარეთ ის აღმოჩნდა 1920 წლის შემდეგ, როდესაც ის მიიწვია “დიაგილევის რუსული საბალეტო დასის” ხელმძღვანელმა. ასე გაექცა ის ბოლშევიკებს.

ფრანგებს ის წარუდგებოდა როგორც  პრინცი ალექსანდრე შერვაშიძე (Prince Alexandre Chervachidze).
ის მეგობრობდა პიკასოსთან, ბრაკთან,დერენთან. სამართლიანად ითვლებოდა დიაგილევის მრავალი ჩანაფიქრის თანაავტორად.
ალექსანდრე კონსტანტინეს ძე შერვაშიძე ცნობილი იყო პარიზში,ლონდონში,ბერლინში.
  ალექსანდრე კონსტანტინეს ძე შერვაშიძემ გააფორმა შვეიცარელ-ფრანგი კომპოზიტორი არტურ ონეგერის ბალეტი « შოთა რუსთაველი » (1945).


   ეს ასეთი ერთადერთი ბალეტია და არც საქართველოში და არც საფრანგეთში სამწუხაროდ არავის ახსოვს.

დიდი რუსი პოეტი მაქსიმილიან
ვოლოშინის დედის პორტრეტი.
მხატვარი ალექსანდრე შერვაშიძე.
შვეიცარელ ფრანგი
კომპოზიტორი არტურ ონეგერი
.
არტურ ონეგერი

ალექსანდრე კონსტანტინეს ძე შერვაშიძე დაიბადა ალექსანდრე მეორის რუსეთის იმპერიაში და გარდაიცვალა 101 წლისა შარლ დე გოლის მეხუთე რესპუბლიკის დროს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s