ბიბლიოთეკა. Nicholas Goodrick-Clarke

ისტორიაა ესეც-სავიტრი დევი //,ქრისტიანობის მტრებზე

Nicholas Goodrick-Clarke

ბიბლიოთეკა. Nicholas Goodrick-Clarke, January 15, 1953;Died August 29, 2012

იყო  ბრიტანელი ისტორიკოსი,მთარგმნელი,გამომცემელი და უნივერსიტეტთა პროფესორი  Nicholas Goodrick-Clarke ..1953-2012//. ეზოტერულ ტრადიციებზე მრავალი ნაშრომის ავტორი Nicholas Goodrick-Clarke ამავე დროს იყო ეზოტერიზმის კვლევის ცენტრის  დირექტორი. 

2000 წელს ფრანგულადაც გამოიცა  მისი საინტერესო ნაშრომი- «ჰიტლერის ქურუმი -სავიტრი დევი »

რეზიუმე

ნაშრომი ეძღვნება საერთაშორისო ნეო-ნაციზმის ევოლუციას. ნიკოლას გუდრიკ-კლარკი გვიჩვენებს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას.

-სავიტრი დევის გავლენა ნეონაციზმზე  და მისტიკური ფაშიზმის სხვა ჰიბრიდული ნაირსახეობებზე  უწყვეტად ძლიერებოდა 1960-ანი წლების შუა ხანებიდან.

-სავიტრი დევის ნაშრომები ხელახლა გამოსცეს და გაავრცელეს ნეონაცისტურმა ქსელებმა.

-სავიტრი დევი განადიდეს  როგორც ნაცისტური იდეოლოგიის გამოჩენილი წარმომადგენელი.

ის ნეონაცისტებს ხიბლავდა თავისი ატიპიური ორიგინალური აზრით რომელიც არიელების უზენაესობას და ანტისემიტიზმს უზავებს ინდუიზმს, სოციალურ დარვინიზმს,პირუტყვთა უფლებებსდა ფუნდამენტურად ბიოცენტრული არსებობის კონცეფციას. ამან გააჩინა უცნაური,მაგრამ რადიკალური იდეოლოგიის თვალსაზრისით ეფექტური ალიანსები.

-სავიტრი დევი ძალიან ადრე იყო ჰოლოკოსტის რევიზიონისტი.

-სავიტრი დევიმ პირველმა განაცხადა რომ ჰიტლერი იყო ღვთაება ვიშნუს ავატარი-განხორციელება ,რომ ღვთაება ვიშნუ ადამიანი ჰიტლერის  სახით  მოვიდა დედამიწაზე ოქროს ხანის აღსადგენად.

ამ ქალბატონმა თავისი ნამდვილი რელიგიური ენერგიები ჩააყენა განახლებულ-აღმდგარი ფაშიზმის სამსახურში და ასე მოიპოვა წინასწარმეტყველის სტატუსი.

Nicholas Goodrick-Clarke არის გერმანისტი, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა სპეციალისტი. ოქსფორდის დოქტორი. ავტორი ნაშრომისა გერმანულ მისტიკურ სექტებზე თუ მემარჯვენე იდეოლოგიაზე.

http://www.chire.fr/A-131014-savitri-devi-la-pretresse-d-hitler.aspx

მწერალი და გერმანისტი François-Pierre Schneider იგივე -სავიტრი დევი-ზე

-სავიტრი დევი დაიბადა ლიონში 1905 წლის 30 სექტემბერს. მისი სახელი თავიდან იყო Maximiani Portas.

დედამისი ინგლისელი იყო,მამამისი კი ბერძენ-იტალიელი.

-სავიტრი დევი გაიზარდა ბერძენ მართლმადიდებელთა თემში.

მისი ხვედრი იყო ჯანყი და ის უკვე სკოლის ასაკიდან უპირისპირდებოდა საფრანგეთის რევოლუციას და მის თანასწორობის პრინციპს.

მოგვიანებით ის გახდა ვეგეტარიანელი და პირუტყვთა მცველი.

მან თავიდან ლიონში ისწავლა ფილოსოფია და ქიმია,

შემდეგ მან დაიცვა დისერტაცია ბერძენ ფილოსოფოს თეოფილოს კაირისზე //1784-1853//, რომელიც დააპატიმრეს იმიტომ რომ ის დაუპირისპირდა ბერძნულ მართლმადიდებელ ეკლესიას.

სრულწლოვანი Maximiani Portas გახდა საბერძნეთის მოქალაქე.

1929 წელს მან იმოგზაურა პალესტინაში,მაგრამ იგრძნო რომ უარყოფილი იყო როგორც ებრაელების ისე მაჰმადიანების და ქრისტიანების მიერ და იფიქრა რომ ეს არიყო მისი წმინდა მიწა.

1920-1930-ანი წლების საფრანგეთში დომინანტური მიდგომა იყო ანტისემიტიზმი და Maximiani Portas-იც გაიჟღინთა ამით.

ძველ ბერძნულ კულტურაში შეყვარებულმა Maximiani-მ მალე უარყო ქრისტიანობა იმიტომ რომ ის აღიარებს ადამიანის ბატონობას სხვა ცოცხალ ქმნილებებზე.

Maximianiს აღარ უყვარდა კაცობრიობა ისე როგორც ამას გულისხმობს ბიბლია.

 

მას ერჩივნა ნაციონალ-სოციალისტური «ეთიკური ვიტალიზმი » ღირებულებათა კიბით რომლის ცენტრშიც არის სიცოცხლე და არა ადამიანი.

Maximiani მოიხიბლა ნაცისტების მიერ ნაქადაგები «არიული დოქტრინებით».

1930-ან წლებში მან ინდუიზმის შესწავლის მიზნით იმოგზაურა ინდოეთში. მას იზიდავდნენ ინდოეთი და ინდოელები.

მან იგრძნო რომ ის იყო ინდო-გერმანელი,არიელი და არა რომელიმე კონკრეტული სახელმწიფოს მოქალაქე.

მან სახელად დაირქვა -სავიტრი დევი .// ჰინდიზე მზის ქალღმერთი//. ის ინდოეთში უნდა ყოფილიყო 1932-1945,1057-1960,1971-1981 წლებში.

ის ცოლად გაყვა ბენგალიელ ბრაჰმან დოქტორ ასიტ კრიშნა მუკერჯის.

ნაციზმით გატაცება.

-სავიტრი დევი აღფრთოვანებული იყო ინდოეთის კასტათა სისტემით.

ის ამბობდა რომ ინდოეთის კასტათა სისტემა არის არიული უმცირესობის ტრიუმფი საუკუნეთა მანძილზე.

ნაცისტების მსგავსად ისიც ფიქრობდა რომ ჩრდილოეთიდან დაძრული არიელები მიდიონენ სამხრეთისკენ და ერეოდნენ ადგილობრივ მოსახლეობებსა

 პრობლემა იყო ის რომ ინდოევროპულ ენაზე მეტყველი არიელები სამხრეთის მიწების დაპყრობის კვალდაკვალ უმცირესობად ხდებოდნენ.

თავისი მეობის შესანარჩუნებლად მათ მოიგონეს კასტათა სისტემა რომლის იერარქიის მწვერვალზე ხშირად ძალიან თეთრკანიანი ბრაჰმანები იყვნენ დამპყრობელ არიელთა პირდაპირი შთამომავლები.

მეორე მსოფლიო ომის დროს -სავიტრი დევიმ  ღიად დაუჭირა მხარი რომი-ბერლინის ღერძს და ის ინფორმაციას აწვდიდა მაშინ სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის დაპყრობის გზაზე მდგარ იაპონელებს.

 

მე-19 საუკუნის ლინგვისტების მსგავსად -სავიტრი დევიც აიგივებდა ინდოევროპულ ენებს//სანსკრიტს,სპარსულს,ბერძნულს,ლათინურს, გერმანულს,და ა.შ.// ჩრდილოეთიდან მოსულ ჰიპოტეტურ «თეთრ რასასთან ».

რაც არ უნდა იყოს ინდოეთის გაარიელება თეთრკანიანი ხალხების მიერ და მათი ფიზიკური და კულტურული ნიშან-თვისებების შენარჩუნება -სავიტრი დევის აზრით მოასწავებდა ნაცისტებისთვის სასურველი რასიული სამყაროს ხედვას.

არიული შემოსევის თეორია.

 

-სავიტრი დევი თავის აზრს გადმოსცემდა ამ სიტყვებით :

სულ თავიდან ევროპელებმა მათი ბუნებრივი დინამიზმი გამოხატეს შორი მიწებისკენ მოგზაურობით მაშინ როდესაც უდარდელი და ზარმაცი მუქკანიანი ხალხები არ ტოვებდნენ თავის მიწა-წყალს.

შემდეგ ევროპელებმა თავისი უპირატესობა დაამტკიცეს მუქკანიანი აბორიგენების დაპყრობა-დამორჩილებით.

დაბოლოს ჯანსაღი რასიული შეგნებით მათ უნდოდათ კასტათა სისტემის დამკვიდრებით სისხლის სიწმინდის შენარჩუნება.  ეს ამცირებდა არასასურველ ქორწინებათა საფრთხეს.

მაგრამ ინდოეთში არიელები საუკუნეთა მანძილზე მაინც შეერივნენ სხვა რასებს რამაც დააკნინა და ფიზიკურად და ინტელექტუალურად დააუძლურა თერკანიანი არიელი ინდოელები.ა

და რასიული სიწმინდის შემნარჩუნებელმა ბრიტანელმა კოლონიზატორებმა იოლად დაიპყრეს ინდოეთი.

-სავიტრი დევი თვლიდა რომ ნაცისტურმა გერმანიამაც ასევე უნდა დაიპყროს მსოფლიო….

 

მოგზაურობები ომის შემდეგ.

ომის შემდგომ წლებში -სავიტრი დევი მოგზაურობდა ევროპაში მეუღლის წყალობით მიღებული ბრიტანული პასპორტით.

მან მოიარა გერმანიის და ავსტრიის ნაცისტური «წმინდა ადგილები »,მოინახულა ჰიტლერის დაბადების ადგილი, მიუნხენი სადაც 1923 წელს მოხდა წარუმატებელი ჯანყი,და სხვ.

1958 წელს მან ამაზე დაწერა მთელი წიგნი რომელშიც აღწერა თუ როგორ დააპატიმრეს ის ბრიტანელებმა 1949 წლის აპრილში 3 წლით პრო-ნაცისტური პროკლამაციების დარიგების გამო.

// ამის და ამაზე ბევრად მეტის წაკითხვა შეგიძლიათ ფრანგულ ჟურნალში  Dossiers secrets du  III Reich n.13, Racines esoteriques du nazisme//.

 

//თავის პირველ ღიად ნაცისტურ წიგნში «ოქრო  ქურაში »// Gold dans furnaise, Gold in the Furnace : Experiences in Post-War Germany, 1949//.-სავიტრი დევი როგორც მგზნებარე ნაციონალ–სოციალისტი  აღწერს  დამარცხებული გერმანიის მდგომარეობას.

მოკავშირეების მიერ დაუნდობელმა  დაბომბვამ მოკლა მილიონობით სამოქალაქო პირი. კიდევ მილიონობით გერმანელი დაიღუპა ომის შემდეგ,მას შემდეგ რაც რუსებმა,ჩეხებმა,პოლონელებმა გააძევეს გერმანელები მათი სახლებიდან,მილიონზე მეტი გერმანელი ტყვე დაიღუპა  მოკავშირეთა საკონცენტრაციო ბანაკებში. ათასობით გერმანელი ჩაიღუპა მონური შრომის ბანაკებში კონგოდან ციმბირამდე.

.-სავიტრი დევის თქმით იყო დენაციფიკაციაც ანუ ცნობილ ნაცისტთა მკვლელობები,წამება, დაპატიმრება, თეატრალიზებული სასამართლოები. ძარცვა,ძველი ტყეების გადაწვა,ქარხანა-ფაბრიკების დაშლა,ბუნებრივი რესურსების ძარცვა.

მაგრამ -სავიტრი დევის თქმით ეს უბედურება  იყო  ნაციონალ-სოციალიზმის განწმენდა და არა  ბოლო. ცეცხლი ოქროს აშორებს უვარგის-უხარისხო ლითონებს, სწმენდს მას. ესაა ახალი დასაწყისის პრელუდია…

https://www.savitridevi.org/gold_sales.html //

 

-სავიტრი დევის თქმით 1945 წლის უბედურება ნამდვილი ჰიტლერელებისთვის იყო   უბრალო ტესტი და ისინი საბოლოო ანგარიშით გაძლიერდებიან და გაიმარჯვებენ.

 

1960-1962 წლებში -სავიტრი დევი, იგივე მადამ პორტას, იყო დამხმარე პროფესორი ლიონში.

1962 წლიდან და 1970-ან წლებში ის ცხოვრობდა ინდოეთში.

სწორედ ამ როიდან გააქტიურდა ძალიან -სავიტრი დევი, ნეონაცისტურ წრეებში.

ის განსაკუთრებით დაეხმარა WUNSს // World Union of National Socialists ანუ ნაციონალ-სოციალისტთა მსოფლიო კავშირი// ინგლისელ Colin Jordan-თან და  ამერიკეGeorge L. Rockwell-თან ერთად.

ჰიტლერი, «ადამიანი დროის წინააღმდეგ »

ბევრი ინდოელი აღღფრთოვანებული იყო იმით რომ ჰიტლერი დაუპირიპირდა  ბრიტანეთის ბატონობას მსოფლიოზე,რასაც განსაკუთრებით მძიმედ განიცდიდნენ სამხრეთ აზიაში.

-სავიტრი დევი 1938 წლის 9 იანვარს შეხვდა მე-რაიხის ხელმძღვანელთა რასიული პოლიტიკური იდეებით მოხიბლულ-გატაცებულ ინდოელ დოქტორ ასიტ კრიშნა მუკერჯის რომელიც 1935-37 წლებში გამოსცემდა პრონაცისტურ ჟურნალ New Mercury-ს….

-სავიტრი დევიმ განადიდა ჰიტლერი როგორც თავისი დროის წინააღმდეგ შემართული გმირი რომელმაც ზნედაცემულ-გადაგვარებულ სამყაროში სცადა არიულ ღირსება-სათნოებათა დამკვიდრება.

-სავიტრი დევიმ 1956 წელს დაწერა წიგნი The Lithning and the Sun ანუ «ელვა და მზე » , რომელიც დარჩა მის შედევრად.

იქ ის აღწერს ისტორიის თავის ფილოსოფიას და ადამიანთა სამ ტიპს :

  1. ადამიანი დროში, მამაძაღლი რომელიც თავისი დროის ზნე-ჩვეულებებს იყენებს პირადი სარგებლობისთვის. ამის მაგალითებად მოყვანილი არიან ჩინგიზ ყაენი და სტალინი.
  2. ადამიანი დროზე მაღლა, რომელიც ცხოვრობს ოქროს ხანად მიჩნეული წარსული ხანის ღირებულებებით.მაგ. ეხნატონი.
  3. ადამიანი დროის წინააღმდეგ,რომელიც ძალადობას იყენებს საზოგადოების შესაცვლელად,ძველ ღირებულებათა აღსადგენად. ამის მაგალითია ჰიტლერი.

ჰიტლერი,ვიშნუს ავატარი

-სავიტრი დევი ცდილობდა ჰიტლერის ჩართვას ინდურ მითოლოგიაში და აცხადებდა მას ვიშნუს ავატარად, ვიშნუს მეორე ავატარი კალკისთვის  გზის მომამზადებლად,.// ვიშნუ  არის ერთ-ერთი დიდი ღვთაება ინდუისტთა დიდი ღვთაებების სამეულიდან. ბრაჰმა არის სამყაროს შემოქმედი, ვიშნუ  არის სამყაროს მცველი,მფარველი, შივა კი არის მნგრეველი. ვიშნუ   ცნობილია მრავალი ავატარით.

კალკი კი არის ღმერთი ვიშნუს ბოლო ავატარი. თეთრ ცხენზე მჯდომი ელვარე მახვილიანი რაინდი კალკი მოსპობს უწმინდურებს, დემონებს და დაიცავს ბრაჰმანებს. ისაა სამყაროს დასასრულის მომასწავებელი ნიშანი.

ინდუისტური ესქატოლოგიის თანახმად  კალკი მოვა ეხლანდელ მაჰაიუგაში და დაასრულებს კალი იუგას,რომელიც არის ბოროტების ბატონობის ხანა,რითიც დაიწყება სატია იუგას, სიწმინდის ხანა.//.

მოკლედ, -სავიტრი დევის მტკიცებით ღმერთი ვიშნუს მიწიერმა განხორციელება ჰიტლერმა და მისმა ნაცისტებმა უნდა მოამზადონ კაცობრიობის მხსნელი კალკის მოსვლა.

 

მე-3 რაიხის დამხობისა და მისი ფიურერის სიკვდილის შემდეგ მოვიდა აადოლფ ჰიტლერის გაღმერთების დრო.

უკვე ჰაინრიხ ჰიმლერმა დაამკვიდრა გერმანიაში ჰიტლერის კულტი.

გერმანიის ობოლთა სახლებში ობოლი ბავშვები ასე ლოცულობდნენ :

«ფიურერო,ჩემო ფიურერო,რომელიც მომცა ღმერთმა,დამიცავი და მაცოცხლე დიდხანს, შენ გადაარჩინე გერმანია უდიდესი სიბეჩავისგან, შენგან ვიღებ ჩემს ყოველდღიურ პურს.ფიურერო,ჩემო ფიურერო, ჩემო რწმენავ და სინათლევ, არ მიმატოვო ! »

-სავიტრი დევის  დახმარებით 1962 წლის აგვისტოში შეიქმნა WUNSს // World Union of National Socialists ანუ ნაციონალ-სოციალისტთა მსოფლიო კავშირი, რომელსაც აქვს სამმაგი მიზანი :

  1. იუდო-კომუნიზმთან და სიონიზმთან მებრძოლი საერთაშორისო პოლიტიკური ორგანიზმის შექმნა.
  2. არიული რასის და დასავლური ცივილიზაციის დაცვა და განვითარება.
  3. კერძო საკუთრებისა და მეწარმეობის დაცვა კლასთა ბრძოლისგან.

ორგანიზაციის შტაბ-ბინა დამკვიდრდა არლინგტონში//ვირჯინია,აშშ//. იქ გადაასვენეს 1982 წელს სავიტრი დევის ნეშტი //მძინარე სავიტრი დევი მოულოდნელად გარდაიცვალა ლონდონთან მაშინ როდესაც ემზადებოდა ლექციებით მოგზაურობისთვის//.

// ამის და ამაზე ბევრად მეტის წაკითხვა შეგიძლიათ ფრანგულ ჟურნალში  Dossiers secrets du  III Reich n.13, Racines esoteriques du nazisme//.

 

 

                                                                       ვ

Kathleen Harvill-Burton, ჰიტლერი ქრისტიანობის წინააღმდეგ, ნაციზმი როგორც რელიგია//1932-1945//, ლავალის უნივერსიტეტის გამომცემლობები// Le nazisme comme religion, Les presses de l’université de Laval,2006//.

 

Kathleen Harvill-Burton-ის თქმით ნაციზმი იყო მოძრაობა რომელიც მიზნად ისახავდა ტრადიციული ქრისტიანობის მოსპობას და მის შეცვლას ჰიმლერ-ჰიტლერის აზრით პოზიტიური ქრისტიანობით.

ავტორმა, Kathleen Harvill-Burton-მა, თეოლოგიის დოქტორის ხარისხი მიიღო კვებეკის Laval-ის უნივერსიტეტში. ის ასწავლის Connecticut-იBridgeport-ის უნივერსიტეტში.

 ნაცისტური იდეოლოგიის რელიგიური ელემენტები

 

ადოლფ ჰიტლერის Mein Kampf და ალფრედ როზენბერგის «მეოცე საუკუნის მითი »  გვთავაზობენ ქრისტიანობის  თავისებურ ანალიზს და იმოწმებენ ბიბლიის ტექსტებს…

ჰიტლერის მთავარი მიზანი იყო  ქრისტიანობის შეცვლა ნაცისტური იდეოლოგიით და გერმანული რწმენით…

ჰიტლერმა 1933 წელს როზენბერგი დანიშნა თავის დეპუტატად  და დაავალა მას პარტიის იდეოლოგიური და სულიერი ფორმაცია….

როზენბერგი კი აკრიტიკებდა წმინდა პავლეს როგორც  მედროვეს და იუდეოფილს.

ის კათოლიკურ ეკლესიას ბრალად სდებდა ჩრდილოური  აზრის თავისუფლების მოსპობას და უარყოფდა აღმდგარი ქრისტეს განდიდებას და საყოველთაო ხსნის იდეას.

როზენბერგი ბრალად სდებდა ეკლესიას ქრისტეს ნამდვილი სახის დამახინჯებას, უარყოფდა წმინდა პავლეს ინტერპრეტაციას და ხაზს უსვამდა ქრისტეს ბიოლოგიურ არსებობას რომელიც მისი მტკიცებით ეფუძნებოდა ჩრდილოურ სისხლს….

გერმანელი პროტესტანტი თელოგი და მწერალი  Paul Johannes Tillich// 1886-1965// ამბობდა რომ ნაციზმი არის ნეო-წარმართობა რომელიც საკრალურ ფენომენებად თვლიდა სისხლს,ნიადაგს,რასას, ერს, ახდენდა რასის და ერის დივინიზაცია-აბსოლუტიზაციას.

ფრანგმა იეზუიტმა თეოლოგებმა,გერმანისტებმა და ვიზიონერებმა  დაინახეს თუ რა ემუქრებოდა ევროპულ ქრისტიანობას .

Pierre Chaillet არ დაემორჩილა პაციფისტურ ჰიპნოზს. მან მოუწოდა წინააღმდეგობის გაწევისკენ….

კათოლიკეები და პროტესტანტები, რომლებსაც ადრე არაერთხელ უხოციათ ერთმანეთი,, ეხლა ერთად იცავდნენ ქრისტიანობას….

http://clio-cr.clionautes.org/le-nazisme-comme-religion-quatre.html

http://www.seneweb.com/news/International/le-pape-pie-xii-aurait-tente-de-faire-as_n_166483.html

 

ამერიკელი ისტორიკოსი  Mark Riebling წიგნში “Church of Spies: The Pope’s Secret War Against Hitler” ამბობს რომ რომის იტალიელი პაპი პიუს მე-12//Pie XII// აქტიურად ებრძოდა ნაციზმს და  ეხმარებოდა იმ გერმანელებს რომლებსაც უნდოდათ ჰიტლერის მოკვლა.

ნაცისტების პოლონეთზე თავდასხმის შემდეგ  გერმანიის ვერმახტის და გერმანიის გენშტაბის დაზვერვის  სამსახური აბვერის მაღალი რანგის ოფიცრებმა მოაწვეს შეთქმულება ჰიტლერის თავიდან მოშორების მიზნით. ისინი ცდილობდნენ ბრიტანელთა მიმხრობას. ბრიტანეთში დიდად პატივცემული რომის იტალიელი პაპი პიუს მე-12 კი ბრიტანელებს ეუბნებოდა რომ მათ ყური უნდა დაუგდონ გერმანელ ოპოზიციონერებს. პაპი პიუს მე-12 მორალურად და არა მარტო მორალურად ეხმარებოდა ჰიტლერის გერმანელ მოწინააღმდეგეებს.,,,

ამერიკელმა კონსერვატორმა რაბინმა David G. Dalin-მა დაწერა რომ ეს პაპი აქტიურად იცავდა ნაცისტების მიერ დევნილ ებრაელებს…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s