30-წლიანი ვაი-უბედურება

 
  ლანდსკნეხტები //DDaniel Hopfer, XVI. საუკუნე//
 

ჰანს იაკობ კრისტოფ
გრიმელსჰაუზენი (1621-1676)

რას გადაურჩა ევროპა- 30-წლიანი ომი (1618-1648):

30-წლიანი ომი (1618-1648) იქცა პირველ საერთოევროპულ ომად რომელშიც ჩათრეული აღმოჩნდა ჰაბსბურგთა ესპანეთს და მოსკოვის სახელმწიფოს შორის მოქცეულ ხალხთა და სახელმწიფოთა უმეტესობა.


ომი მიმდინარეობდა რელიგიური ლოზუნგებით მაგრამ მასაც ნებისმიერი სხვა ომის მსგავსად ახასიათებდა ყაჩაღობა, ძალადობა, მაროდიორობა-ქურდობა და არაადამიანობა მოწინააღმდეგის, სამხედრო ტყვეების და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ.

დაუსრულებელი ომის წლებში გამოვლინდა და განვითარდა ადამიანის ბუნების ყველაზე უარესი ნიშნები.

ერთმანეთთან გააფთრებით მეომარი ორი კოალიციის 30-წლიანი ომის დროს ადამიანთა ერთი თაობა შეცვალა ომით აღზრდილმა და მშვიდობიანი ცხოვრების სიამეთა არმცოდნე თაობამ რომლის არსებობაც განუყოფლად უკავშირდებოდა პირქუშ გარემოს, მის წარმომშობ სიკვდილის ატმოსფეროს. ომი ტეხავდა მილიონობით ადამიანის ბედს და ანგარიშს არ უწევდა მათ წარმოშობას, მატერიალურ მდგომარეობას თუ რწმენას.

ზოგი ომით იუმჯობესებდა თავისი არსებობის პირობებს და უმრავლესობისთვის ეს იყო საშინელი, ყოველგვარი იმედების მკვლელი ტრაღედია.

სამხედრო ტაქტიკისა და სტრატეგიის, არმიათა სიდიდით, ბრძოლებში ჩათრეული მშვიდობიან მკვიდრთა რაოდენობის თვალსაზრისით 30-წლიან ომს არ ჰქონია ანალოგი კაცობრიობის მთელ ისტორიაში.

რომის პაპი მხარს უჭერდა ჰაბსბურგთა სახელმწიფოების ბლოკს რომელიც მოიცავდა ავსტრიელი და ესპანელი ჰაბსბურგების ქვეყნებს, კათოლიკურ გერმანულ სამთავროებს და რეჩ პოსპოლიტაიას (პოლონეთს).

ის ეომებოდა ანტიჰაბსბურგულ კოალიციას რომელშიც შევიდნენ პროტესტანტული გერმანული სამთავროები, შვედეთი, დანია, მოგვიანებით) საფრანგეთიც. კოალიციის მხარეზე ირიბად გამოდიოდნენ ინგლისი, ნიდერლანდები და რუსეთი.

ზოგი ისტორიკოსის აზრით 30-წლიანი ომი იყო ნამდვილი პირველი მსოფლიო ომი.

ჩვენ ავღნიშნავთ მხოლოდ იმას რომ ეს იყო ტოტალური ხასიათის მქონე პირველი ევროპული ომი. ომი შეეხო მოსახლეობის ყველა ფენას, მან მთლიანად შეცვალა მვიდობიან მოქალაქეთა ცხოვრების წესი.

30-წლიან ომამდე ევროპული კონფლიქტები მოქმედებდნენ მხოლოდ საზოგადოების სამხედრო ზედაფენის ცხოვრების წესზე. უბრალო ხალხზე ომი მოქმედებდა მხოლოდ მაშინ თუ კი სოფელი ან ქალაქი იყო საბრძოლო მოქმედებების ადგილზე. არმიები რეგულარული არ იყო, ომობდნენ უმთავრესად პროფესიონალი დაქირავებულები. ამასთან ლოკალური შიდაევროპული შეჯახებებისთვის სრულებით საკმარისი იყო მცირე საჯარისო კონტინგენტები.

მშვიდობიან მოსახლეობას უმთავრესად აზარალებდა მის ტერიტორიაზე ჯარების ყოფნა ან გავლა, მაგრამ ეს სამწუხარო ამბები შემოიფარგლებოდა ჯარისკაცთა დაბინავების და ჭმევის აუცილებლობით.

მორიგი სოფლისთვის, ქალაქისთვის თუ პროვინციისთვის მეომარ შუა საუკუნეების ფეოდალს არ სჭირდებოდა ყველაფრის გადაბუგვა :მისი მომავალი ქვეშევრდომების კარგი დამოკიდებულება მის მიმართ უნდა დაფუძნებულიყო ფეოდალის სამართლიან ქცევაზე.

ასწლიანი ომის დროსაც კი გლეხის ერთ-ერთი უდიდესი უბედურება შეიძლებოდა ყოფილიყო გადათელილი მინდვრები და დამწვარი ძნები. 8000 კაციანი არმია (მაგ.შავი პრინცის დესანტი აფრანგეთში) ვერ მიაყენება სერიოზულ ზარალს ერთი პროვინციის გლეხობას.

30-წლიანმა ომმა პირველად აჩვენა ევროპელებს თუ რაა ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები როდესაც მსხვერპლი ბევრია მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში.

ზოგმა გერმანულმა სამთავრომ დაკარგა ომამდელი მოსახლეობის 80-90 %!

ამ წერილის ძირითადი წყაროა მხატვრული ნაწარმოები, გერმანელი მწერალი ჰანს იაკობ კრისტოფ გრიმელსჰაუზენის (1621-1676) სახელგანთქმული რომანი «სიმპლიცისიმუსი» (გამოიცა 1668 წ.).

ნაწარმოები სიუჟეტური ქარგა გვაგონებს ეშმაკური რომანის ტრადიციებს.

მთავარი გმირი სიმპლიციუს სიმპლიცისიმუსის თავგადასავლები ხდება 30-წლიანი ომის დროს. ის უშუალოდ მონაწილეობს ომის მოვლენებში და ეპიზოდებში.

«სიმპლიცისიმუსის» ავტორმა თვითონ გადაიტანა 30-წლიანი ომი, იყო ლტოლვილი, ჯარისკაცი, სამხედრო ტყვე, ქალაქის კომენდანტის მწერალი. ის ომობდა იმპერიის არმიის მხარეს.

ამიტომ შეიძლება ვიფიქროთ რომ გრიმელსჰაუზენმა რომანი დაწერა ავტობიოგრაფიული მასალი გამოყენებით და ამიტომაა «სიმპლიცისიმუსი» ძვირფასი როგორც ისტორიული წყარო.

«სიმპლიცისიმუსი» დაიწერა ხელოვნების სხვადასხვა სახეობაში, მათ შორის ლიტერატურაში ბაროკოს სტილის ბატონობის დროს; ტექსტში არის ამ სტილის დამახასიათებელი ელემენტები: რიტორიკული ხერხები, პათეტიურობა, საჩვენებელი სწავლულობა, მორალიზატორობა ძველთა მაგალითების მოყვანით და ა.შ. მაგრამ ამ ანტურაჟის უკანაც კარგად ჩანს XVII საუკუნის ცოცხალი დრო. ამ რომანის გარდა წერილი იმოწმებს იმ ხანის სხვა თხზულებებსაც.

ლანდსკნეხტები:
30-წლიანი ომის დროს ორივე მტრული მხარე, პროტესტანტული უნია და კათოლიკური ლიგა ძირითადი ძალის სახით იყენებდნენ დაქირავებული ჯარისკაცების, ლანდსკნეხტების მასებს. ანდსკნეხტები წარმოადგენდნენ ჭრელ ბრბოს : მათ შორის იყვნენ ყოფილი გლეხები, ხელოსნები, ვაჭრები, აზნაურები და ა.შ. რომლებიც ომმა გადააქცია მაწანწალებად და ხვადასხვა მიზეზებით გახადა მოხალისე ჯარისკაცებად. ზოგი ლანდსკნეხტი გახდა იმიტომ რომ რაღაცნაირად ერჩინა საკუთარი თავი და ოჯახი, სხვები აპირებდნენ ქურდობა-მაროდიორობით რაღაც ქონების დაგროვებას, მესამენი აპირებდნენ სამხედრო სამსახურში კარიერის გაკეთებას.

ყველანი ერთად «ისინი შეადგენდნენ ყველა ერის თავზე ხელაღებულ არამზადათა ხროვას ყველანაირ უცნაურ ხალხს ქალებითა და ბავშვებით რომლებმაც მიატოვეს ყველაფერი რათა გაყოლდნენ ომს».

ლანდსკნეხტები ხელფასს იღებდნენ სამხედრო სამსახურისთვის. ომი მათთვის იქცა პროფესიად. ლანდსკნეხტები ხშირად ნახევრად მშივრები იყვნენ, თვეობით არ იღებდნენ ხელფასს, ზოგჯერ უპატიოსნო ოფიცრები ჯარისკაცებს უმცირებდნენ ულუფას. სიმპლიცისიმუსს მოუწია სამსახური რაზმში რომლის უფროსი “იყო ძუნწი და ჯარისკაცის ულუფა საშინლად პატარა იყო”. ეს განსაკუთრებით ოჯახიან ლანდსკნეხტებს უბიძგებდა დამატებითი საშოვრის ძიებისკენ.

ანდსკნეხტები ამიტომ ფულის გულისთვის ჩადიოდნენ სხვადასხვა დანაშაულს.

სიმპლიცისიმუსი დაწვრილებით აღწერს იმას თუ როგორ ცდილობდნენ ლანდსკნეხტები თავისი მდგომარეობის შემსუბუქებას და ფულის შოვნას: “ზოგი ამ უბედურებაში იყვანდა ცოლს (თუნდაც ეს  ყოფილიყვნენ გადამდგარი კახპები) მხოლოდ იმიტომ რომ მათ კერვით, რეცხვით, დართვით; წვრილმანი ვაჭრობით; ეშმაკობებით თუ ქურდბაცაცობითაც კი ერჩინათ თავისი ქმრები… იყვნენ ისეთი ქალებიც რომლებიც კატაზე უკეთესად უსაფრდებოდნენ ნადავლს”.

ზოგჯერ ლანდსკნეხტის მიერ ნაშოვნი მთელი ფული მიდიოდა საჭმელზე, სამოსზე, შეიარაღებაზე, ის ხომ თვითონ ინახავდა თავს.

ლანდსკნეხტს ხშირად წარმოიდგენენ იარაღის ხმარების არმცოდნე ლოთად და აზარტული თამაშეებით გატაცებულ უსაქმურად.

მაგრამ მკაცრი დისციპლინა არის არმიის ბრძოლისუნარიანობის უპირველესი პირობა. რომანში “სიმპლიცისიმუს” შეიძლება ვნახოთ მაგალითები იმისა თუ რა მკაცრი იყო დისციპლინარული ზომები 30-წლიანი ომის დროს. სამხედრო ხელმძღვანელობა თვალყურს ადევნებდა ხელქვეითთა ქცევას. სიმპლიცისიმუსი აღნიშნავს რომ ყოველგვარი დუელები აკრძალული იყო ფიზიკური სასჯელის, მეტიც, სიკვდილით დასჯის შიშით.

ისჯებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის ზემდგომებთან შეუთანხმებელი ძარცვაც. აკრძალული იყო ქალაქელთა შევიწროება.

ნაქურდალ-ნაძარცვით დაჭერილ მაროდიორებს ბორკილებს ადებდნენ ან ჩამოახრჩობდნენ ხოლმე. მაგრამ მეთაურების მიერ დისციპლინის განსამტკიცებლად მიღებული მრავალი ზომა სრულებით არაეფექტური იყო, რაზეც მოწმობს მრავალი მოწმობა ბოროტმოქმედებათა და კანონების უგულვებელყოფის შესახებ.

ოფიცრებისგან უფრო მკაცრად მოითხოვდნენ წესიერ ქცევას და უფროსების ბრძანებათა შესრულებას.

საერთო ჯამში შეუძლებელია ლაპარაკი 30-წლიანი ომის ჯარებში დისციპლინის საყოველთაო დაცემაზე ვინაიდან მათი ბრძოლისუნარიანობა საკმაოდ მაღალი იყო.

მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა ერთის მხრივ ძარცვასა და ყაჩაღობას და მეორეს მხრივ “გადამწვარი მიწის” პოლიტიკის გატარებას.

მაროდიორობის წარმოშობა:
დაღუპულ მეომართა და მშვიდობიანი მოსახლეობის ძარცვით ჯარისკაცები რა თქმა უნდა 30-წლიან ომამდეც იყვნენ გატაცებულნი.

მაგრამ მაროდიორობა ევროპაში მარტო ამ ომის დროს გავრცელდა იმდენად რომ მან მიიღო მოსახლეობის ფართო ფენების ცხოვრების სტილის და პროფესიის სახე.

თვითონ სიტყვა მაროდიორი გაჩნდა 30-წლიანი ომის დროს. მისი მეშვეობით მასხრად იგდებდნენ ჯარისკაცებს რომლებიც ყველანაირად თავს არიდებდნენ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას და დაუზარებლად ითვისებდნენ მშვიდობიანი ადამიანების ქონებას.

მეტსახელი ძმა მეროდერი (Merodebruder), თანდათანობით გადაიქცა სიტყვად მაროდიორი და მომდინარეობს ერთი მეთაურის სახელიდან მეროდე, გერმანელი გენერალი გრაფ იოჰან მეროდეს თუ შვედი პოლკოვნიკი ვერნერ ფონ მეროდეს სახელიდან. ასე უძახოდნენ დასუსტებულ ჯარისკაცებს რომლებსაც უჭირდათ მარშების თუ სხვა სიმძიმეთა ატანა, “მეროდერებად” ხდებოდნენ დაჭრილი მუშკეტერები, რეიტარები რომლებმაც დაკარგეს ცხენი და სწორედ ამიტომ შეუერთდნენ “მეროდერთა ძმობას”.

დიდი ოჯახის მყოლი ჯარისკაცებისთვის და მსგავსი სუბიექტებისთვის მაროდიორობა ხშირად ხდებოდა არსებობის ერთადერთ წყაროდ.

მიუხედავად ამისა ჯარში მაროდიორებს მკვეთრად უარყოფითად უყურებდნენ. მათ არ აყენებდნენ ყარაულებად, არ ათხრევინებდნენ სანგრებს, არ უშვებდნენ შეტევაზე და არ აყენებდნენ არანაირ საბრძოლო წყობაში. და ამასთან ისინი სხვების მსგავსად იღებდნენ გასამრჯელოს.

გრიმელსჰაუზენი ამბობს რომ მაროდიორები არიან ის ოხრები რომლებიც ჯობია რომ არაფერს შეადარო.

მშვიდობიანი მცხოვრებლებისთვის კი მაროდიორები კიდევ უფრო უარესები იყვნენ იმიტომ რომ ისინი //მაროდიორები// დაეთრეოდნენ ყველგან და იპარავდნენ ყველაფერს რასაც წააწყდებოდნენ ჯარის წინ, უკან, ირგვლივ, ისინი უნამუსოდ ძარცვავდნენ მოსახლეობას მიწებისა რომლებზეც გაივლიდა ჯარი. გრიმელსჰაუზენის თქმით არავინ იცის თუ რამდენი სოფელი გადაწვეს მაროდიორებმა შეგნებულად და რამდენი -დაუდევრობის გამო.

გლეხები შეძლებისდაგვარად იგერიებდნენ მაროდიორებს და ბევრს ხელებსაც ამტვრევდნენ. სწორედ მაროდიორების გამო იძულებდა ხოლმე ხალხი საერთოდ ლანდსკნეხტებს.

არმიები ცდილობდნენ მაროდიორობასთან ბრძოლას. ყარაულთა უფროსები იჭერდნენ ხოლმე ნამეტანი გატაცებულ მაროდიორებს, ხელ-ფეხზე ადებდნენ ბორკილებს და ზოგს ჩამოახრჩობდნენ ხოლმე.

გადარჩენილთა ბედიც არ იყო სახარბიელო. არმიის არიეგარდში ფეხით მოლასლასე დემორალიზებული ჯარისკაცების დატყვევება იოლი იყო.

სწორედ ეს შეემთხვა მრავალტანჯულ სიმპლიცისიმუსს. ის ტყვედ ჩაიგდეს ვაიმარელებმა.

სისასტიკე და ძალადობა:
Homo sapiens-ის ერთ-ერთი ყველაზე უარესი თვისებაა სისასტიკე რომელიც სადღაც ადამიანის ცნობიერების სიღრმეში იმალება მშვიდ დროს და ამოხეთქავს ხოლმე რაღაც კონფლიქტის დაწყებისას. რაც უფრო გარკევულია და სერიოზულია კონფლიქტის მიზეზები მით უფრო ძნელდება სისასტიკის შეკავება საკუთარი თავის შიგნით.

სწორედ ამიტომაა რომ არაადამიანობა და სისასტიკე-დაუნდობლობა ყველაზე ნათლად ჩნდება ომის მძიმე პერიოდებში როდესაც ფაქტიურად დაუსჯელად შეიძლება არამზადობა, უდანაშაულო ადამიანთა წამება და ხოცვა.

განსაკუთრებით საშინელია მომენტები როდესაც სისასტიკის წარმომშობი სიძულვილი კარგავს თავის რაციონალურ საფუძველს ხელში ჩავარდნილ მსხვერპლს სტანჯავენ და აწამებენ ფხიზელი გონებისთვის გაუგებარი მიზეზებით, როდესაც მორალით დაუფუძნებელი სისასტიკე გადადის აშკარა სადიზმში,როდესაც კლავენ არა მაღალი იდეის გულისთვის არამედ უბრალოდ იმიტომ რომ მოკლან. ამ დროს მკვლელი ტკბება მომაკვდავის აგონიით.

30-წლიანი ომის ისტორიის წყაროები სავსეა მსგავს მხეცობათა ხსენებით. ჯარისკაცები სტანჯავდნენ და აწამებდნენ როგორც ტყვეებს ისე მშვიდობიან მოსახლეობას. სიმპლიციმუსი აღწერს ლანდსკნეხტების მშვიდობიან მცხოვრებლებთან შეჯახების შემთხვევებს. მშვიდობიანი მცხოვრებლები ცდილობდნენ თავისი მეურნეობის დაცვას აოხრება-გატიალებისგან. ბრძოლის შედეგები მეტწილად სამწუხარო იყო მშვიდობიანი მცხოვრებლებისთვის. ჯარისკაცები სოფელს სწვავდნენ, გლეხების ნაწილს ხოცავდნენ, ნაწილს – აძევებდნენ და გლეხების ნაწილი მიჰყავდათ ტყვეს.

გლეხების თავდაცვა კიდევ უფრო ამხეცებდა ჯარისკაცებს და ისინიც ხოცავდნენ ყველა შემხვედრს. ხშირი იყო გლეხების საშინელი ტანჯვა-წამებით დახოცვის მაგალითები.

რომანში “სიმპლიციმუსი” აღწერილია თუ რა უქნეს ჰაბსბურგთა ხორვატულმა ჯარებმა სიმპლიცის მშობლიურ სახლს. გლეხები გაიქცნენ, ჯარისკაცებმა გაწყვიტეს სხვისი პირუტყვი, დაიწყეს ამ პირუტყვის შეწვა და მოხარშვა ისე თითქოს სანადიმოდ ემზადებოდნენ. ჯარისკაცები იტაცებდნენ ყველაფერს რისი გატაცებაც შეეძლოთ და რასაც ვერ იტაცებდნენ ამტვრევდნენ და აოხრებდნენ. მათ გაამტვრიეს ფანჯრები და დაანგრიეს ღუმელები, დაღრიცეს ლითონის ჭურჭელი. საწოლები, მაგიდები, სკამები დაწვეს. დალეწეს თიხის ჭურჭელი.

მერე მოსამსახურე ქალი ბოსელში გააუპატიურეს ისე რომ ის ვეღარ გამოდიოდა ბოსელიდან.

მუშა კი შეკრეს, დააგდეს მიწაზე აჭამეს პირუტყვის ნაკელი.

სხვები საშინლად აწამეს.

სიმპლიციუსი გაუთავებლად ყვება იმაზე რომ ლანდსკნეხტებმა აწამეს მისი მამობილი, დააუპატიურეს ქალები, და ა.შ. მაგრამ ამასთან არ ჩანს თუ რატომ სჩადიოდნენ ლანდსკნეხტები ამას.

ესაა ჯარისკაცების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის უაზროდ და უმიზეზოდ დარბევის და წამების ისტორია.

რომანის ეს ეპიზოდი როგორც ჩანს თარიღდება 1635 წლით, ე.ი. 30-წლიანი ომის ჯარისკაცებს უკვე ჰქონდათ გავლილი არაადამიანობის, მათი გამხეცების დიდი სკოლა. თუმცა მათ უნდა გაეწიათ ანგარიში თავის მხეცობათა სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობისთვის.

ხელმძღვანელობა ხშირად ამართლებდა ჯარისკაცთა ასეთ მხეცობებს ვინაიდან ოფიციალურად ამას ეწოდებოდა ფურაჟირება. ხორვატებთან ტყვეობაში მყოფი სიმპლიცისიმუსი ხშირად მიდიოდა აი ასეთ ფურაჟირებაზე და გულწრფელად აღიარებდა რომ ფურაჟირება არის ხშირად სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხიფათში ჩაგდებით წანწალი სოფელ-სოფელ და ტაცება და პარვა ყველაფრისა რასაც მოიხელთებ, გლეხების გაძარცვა, მათი ცოლების, ქალიშვილების, მსახური გოგოების დაუპატიურება.

და თუ კი უმაღლესი ხელისუფლება კრძალავდა მოსახლეობის ძარცვას ამ ხელისუფლების მოქრთამვა-მოსყიდვა არ ყოფილა პრობლემა.

მოწინააღმდეგის ჯარის მიერ დაპყრობილი ქალაქების მკვიდრნიც გლეხების მდგომარეობაში ვარდებოდნენ.

განსხვავება მხოლოდ იმაში იყო რომ სოფლებში მხეცობდნენ ლანდსკნეხტთა პატარა ჯგუფები და ქალაქებში მხეცობდნენ მძიმე სამხედრო ცხოვრებით გააფთრებული მთელი პოლკები.

ამიტომ ქალაქების ნგრევა უფრო საშინელი და გრანდიოზული იყო.

რომანის ავტორის მშობლიურ ქალაქში მისვლისას სიმპლიცისიმუსმა გაიარა ქალაქის გაღებული და ნაწილობრივ დამწვარი კარებები მაგრამ ვერსად დაინახა ცოცხალი ადამიანი. ქუჩები მოფენილი იყო გვამებით. ზოგი გვამი გატიტვლებული იყო. შემდეგ მან გაიგო რომ იმპერიის ჯარებმა მოულოდნელად მიუსწრეს ვაიმარელებს და მილეწეს ისინი. თანაც გარნიზონთან ერთად მილეწეს ქალაქის მკვიდრნიც.

ასეთი მხეცობების ჩამდენ ლანდსკნეხტებს სულაც არ აწუხებდათ სვინდისი და ისინი მეგობრებთან იკვეხნიდნენ იმით თუ რა “ვაჟკაცურად” აუპატიიურებდნენ ქალებს და აწამებდნენ ადამიანებს.

ომი მუდამ ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე და თრგუნავს მათ სულში საუკეთესო ადამიანურ თვისებებს.

30-წლიანი ომის დროს მომხდარი აუხსნელი წრეგადასული მხეცობები ნაწილობრივ შეიძლება აიხსნას ომის ხანგრძლივობით. თავისი მასშტაბებით საშინელმა ამ ომმა დაამახინჯა ჯერ კიდევ მშვიდობიან დროს დაბადებულთა ფსიქიკა და აღზარდა ახალი თაობა ადამიანებისა რომლებიცთვისაც სისასტიკე და ძალადობა არ ყოფილა არაჩვეულებრივი მოვლენა, რომლებიც დაბადებიდანვე ხედავდნენ სიკვდილს და სწავლობდნენ ოსტატურად მკვლელობის ხელოვნებას.

რელიგიურობა:
30-წლიანი ომის ძირითადი იდეოლოგიური სარჩული იყო კათოლიკების და პროტესტანტების რელიგიური ქიშპი, მაგრამ 30-წლიანი ომის სისხლიან ორგიებში არაა რელიგიური ფანატიზმის კვალი.

თანამედროვეები ძალიან სუსტად განიცდიდნენ და აცნობიერებდნენ მას რელიგიურ ომად. და ის ასეთი არც იყო უკვე 30-ანი წლებიდან.

არ უნდა ვიფიქროთ რომ ლანდსკნეხტები ებრძოდნენ ერთმანეთს რელიგიური რწმენის გამო.

ისინი სამხედრო სამსახურში იღებდნენ გასამრჯელოს და სავსებით ლოღიკურად ომობდნენ იმის მხარეზე ვინც მეტს იხდიდა.

ამიტომ ლანსკნეხტები ხშირად გადადიოდნენ მოწინააღმდეგის მხარეს რასაც მოყვებოდა ხოლმე სარწმუნოების შეცვლაც.

ტყვეობაში ჩავარდნილი ჯარისკაცი ხშირად გადადიოდა მტრის მხარეს. გამარჯვებულები ტყვეებს თითქმის მაშინვე რთავდნენ თავის ჯარებში.

ავიღოთ თვითონ იმპლიცისიმუსის მაგალითი: მისი ოჯახი ამოწყვიტეს ხორვატებმა. ის დიდი ხნის მანძილზე იყო მათთან ტყვედ და შედეგად გახდა ჰაბსბურგთა, იმპერიული არმიის ჯარიკაცი და ოფიცერი. მაგრამ ტყვეობაში ჩავარდნილს მას მოუწია ომი პოლკოვნიკი ხატტშტაინის სარდლობით ვაიმარელთა მხარეს და სვინდისს ის დიდად არ გაუტანჯია.

ასეთი იყო ლადსკნეხტის მორალი: არც მისი ეროვნება, არც ოჯახის სიკვდილი, არც საბრძოლო ძმობა არ მოქმედებდა იმაზე თუ ვის მხარეს დაიჭერდა ის ამა თუ იმ ვითარებაში.

მაგრამ ლანდსკნეხტებს მაინც გამოუმუშავდათ გარკვეული ღირსების, ჯარისკაცული სიტყვის კოდექსი. იგივე სიმპლიცისიმუსმა სხვა დროს ტყვედ შვედებთან მოხვედრისას უარი თქვა მათ მხარეზე გადასვლაზე იმიტომ რომ მან ფიცი მისცა უავგუსტუსეს იმპერატორს და მან უნდა დაიცვას ეს ფიცი. მტრის კომენდანტი ამას დაეთანხმა. დაკითხვაზე კი იგივე სიმპლიცისიმუსი პასუხობდა სწრაფად, მოკლედ და გარკვევით, ზუსტად იმდენს რომ პასუხი არ მოეკითხათ. თავის ასე ვთქვათ კოდექსზე ლანდსკნეხტს ახსოვდა ზუსტად იმდენი რამდენიც მომგებიანი იყო.

ასე ვთქვათ ღირსების კოდექსის მქონე ლანდსკნეხტებს არ ჰქონდათ განსაკუთრებული რელიგიური თუ პოლიტიკური რწმენა და ეს არც მოეთხოვებოდა ლანდსკნეხტებს.

ბევრმა ლანსკნეხტმა არ იცოდა ანაბანა იმ რწმენისა რომელსაც ის ფორმალურად ეკუთვნოდა.

ამ უმეცრების ნიადაგზე იფურჩქნებოდა სხვადასხვა ცრურწმენა. ადამიანები მიმართავდნენ მაგიას და შელოცვებს.

რომანის ერთ-ერთ ეპიზოდში ქურდს სრულებით ოფიციალურად პოულობენ პოლკის ეგზეკუტორის, შეთავსებით ჯადოქრის მიერ ჩატარებული იდუმალი მაგიური მოქმედებების მეშვეობით….

ასეთი ცრურწმენები აჩვენებს ლანდსკნეხტების სრულიად ზედაპირულ რელიგიურობას.

წარმოდგენას იმაზე თუ რა იცოდნენ ჯარისკაცებმა თავისი რწმენის შესახებ გვიქმნის შემდეგი ეპიზოდი:
კათოლიკე ჯარისკაცმა განზე გაიყვანა დატყვევებული გლეხი და უთხრა: “თუ უარს იტყვი შენს ღმერთზე და მის წმინდანებზე მე გაგიშვებ სადაც მოგინდება”. ამაზე გლეხმა უპასუხა რომ მას არასოდეს ჰქონია ურთიერთობა წმინდანებთან და დიდად არ იცნობდა ღმერთს და დაიფიცა რომ თქვა სიმართლე და არ ცის სასუფეველი… მაშინ ჯარისკაცმა ამოიღო ხმალი და უთხრა გლეხს რომ “თუ მას არ უნდა სამოთხეში მაშინ ის მას გაუშვებს ჯოჯოხეთში” და თავი გაუპო კბილებამდე.

ლანდსკნეხტი ამ ნაწყვეტში თავს იმართლებს იმით რომ კლავს პროტესტანტს, ე.ი. ურჯულოს, მაგრამ მკვლელის და მსხვერპლის დიალოგიდან ირკვევა რომ საკმაოდ ბუნდოვნად ესმით მათ კონფესიებს შორის არსებული განსხვავება.

ჯარისკაცები სასტიკად და დაუნდობლად ეპყრობიან ეკლესიის მსახურებსაც:
“ჯარისკაცები პატივს არ სცემდნენ არც ეკლესიის მსახურებს რომელთაც ისევე სასტიკად ეპყრობოდნენ როგორც გლეხებს. ცხენოსნებს მიჰყავდათ თოკზე გამობმული მღვდელი. მრავალი ცხენოსანი მღვდელს მატყუარას უძახოდა და ითხოვდა მის დახვრეტას.სხვებს უნდოდათ მღვდლის გაყიდვა. მღვდელი ითხოვდა დანდობას და ქრისტიანულ მოწყალებას, ახსენებდა საშინელ სამსჯავროს, მაგრამ ამაოდ ვინაიდან ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ის წააქცია და გაუხეთქა თავი, მოკლა”.

ჯარისკაცები ვერ გააჩერა ვერც საშინელი სამსჯავროს ხსენებამ და ვერც მღვდლის პიროვნებამ.

სიხარბის და სისხლის წყურვილის წინაშე რელიგიური რწმენა განზე გასწიეს როგორც დანაშაულის ჩადენისთვის ხელის შემშლელი რაღაც.

ახალგაზრდა სიმპლიცისიმუსი ჩვეულებისამებრ ცდილობდა ჯარისკაცთა დაშოშმინებას სახარებით ან დარიგებით, მაგრამ მას რეგვენად თვლიდნენ”.

ზემოთქმულიდან შეიძლება დავასკვნათ რომ ლანდსკნეხტი ღმერთს იხსენებდა მხოლოდ მაშინ როდესაც ეს მისთვის სასარგებლო იყო, როდესაც ეს როგორღაც ამართლებდა მათ დანაშაულებს. ამიტომ ისინი ჩვეულებისამებრ ამბობდნენ:
“ღმერთთან ერთად ვესხმით თავს, ვძარცვავთ, ვაოხრებთ, ვკლავთ, ვამხობთ, ვწვავთ, მიგვყავს ტყვედ”.

ამასთან ლანდსკნეხტებს, ჯარისკაცებს სჯეროდათ ჯადოსნობისა, კუდიანებისა და სხვა ცრურწმენებისა რაც ლაპარაკობს რელიგიურ უცოდინარობაზე, საკუთარი სარწმუნოებისადმი ზედაპირულ დამოკიდებულებაზე. ყველაფერი ეს ადასტურებს 30-წლიანი ომის ჯარისკაცთა უზნეობას.

მშვიდობიანი მოსახლეობა:
ლანდსკნეხტები თავს ესხმობდნენ სოფლებს,იტაცებდნენ საქონელს,აფუჭებდნენ ინვენტარს, ჟლეტდნენ მკვიდრებს მთელ ოჯახებად, წვავდნენ დასახლებებს და ამიტომ გლეხობა შეუპოვრად და თავდაუზოგავად ცდილობდა ამ ლანდსკნეხტების მოგერიებას.

ბ.ფ.პორშევის თქმით ობიექტურად 30-წლიანი ომი შეიძლება განვიხილოთ როგორც დამსჯელი ომი გერმანელი გლეხების წინააღმდეგ.

გლეხები ვაჟკაცურად ებრძოდნენ ლანდსკნეხტებს და მაროდიორებს და ეს კიდევ უფრო ამხეცებდა ჯარისკაცებს რომლებიც სასტიკად და დაუნდობლად უსწორდებოდნენ უკმაყოფილო გლეხებს…

ჯარისკაცების სისასტიკე იწვევდა საპასუხო სისასტიკეს. ტყვედ ჩავარდნილ ლანდსკნეხტებს გლეხები ისევე საშინლად ექცეოდნენ როგორც ლანდსკნეხტები ტყვედ ჩავარდნილ გლეხებს.

ფაქტიურად მოხდა ისე რომ ორი მტრული კოალიციის ომი გადაიქცა ამ კოალიციების ომად მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

30-წლიანმა ომმა მიიღო საშინელი სადამსჯელო ექსპედიციის, მშვიდობიანი მოსახლეობის დათრგუნვის ფიზიკური და ფსიქიური ტერორის სახე. ამან გააოგნა თანამედროვეები და გრიმელსჰაუზენიც.

30-წლიან ომში ჩათრეულთა და მის მოწმეთა ფსიქიკაში მოხდა გარდატეხა. ამ ადამიანებს აღარ აძრწუნებდა ომის სასტიკი ყოველდღიურობა, ძალადობას ისინი უკვე აღიქვამდნენ ჩვეულებრივ რამედ.

ბ.პ. პორშნევის თქმით მასობრივი ფსიქოლოგიის დამახასიათებელ ნიშნებად ერთის მხრივ იქცა სისასტიკე და მეორეს მხრივ დაუფიქრებელი მორჩილება.

ომის საშინელებებმა მათი სისასტიკით, სრული გაუმართლებლობით, ირაციონალურობით დაამსხვრია რიგითი გერმანელის ძველი მორალური და საზოგადოებრივი აზროვნების ყველა ნორმა.

ეხლა რიგით გერმანელს ეშინოდა არა სასჯელისა რაღაცის გამო,არა სამსჯავროსი სიკვდილის შემდეგ, არამედ უბრალოდ ეშინოდა, ეშინოდა ძალისა. ის თავს იმცირებდა ძალის წინაშე.

ეს იყო გიგანტური ფსიქოლოგიური კატასტროფა.

დროში გაჭიმული ომის პირობებში იშლებოდა საზღვარი ჯარისკაცსა და მშვიდობიან მოსახლეს შორის. გადამწვარი სოფლების და დანგრეული ქალაქების მოსახლეობა იქცეოდა ლანდსკნეხტებად პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.

ცხოვრების ყველა სფეროში შეჭრილმა 30-წლიანმა ომმა შეუძლებელი გახადა ადამიანთა ჩვეულებრივი ცხოვრება, შეცვალა ის.

საკუთარი თავის და ოჯახის სარჩენად მამაკაცები იძულებული იყვნენ გამხდარიყვნენ დაქირავებული ჯარისკაცები, ლანდსკნეხტები და ამის შემდეგ ომი მათთვის იქცეოდა ჩვეულებრივ ყოველდღიურ სამუშაოდ. რომელიც არ ყოფილა იოლი, ლანდსკნეხტებს ცხოვრება და ბრძოლა უხდებოდათ მკაცრ პირობებში…

ლანდკნეხტები იყვნენ პროფესიონალი მეომრები და მხოლოდ ომს შეეძლო მათი რჩენა. მათ უკვე დაავიწყდათ მშვიდობიანი ცხოვრება და ისინი როგორც ჩანს გადაეჩვივნენ გლეხური თუ ქალაქური მეურნეობის გაძღოლას.

30-წლიანმა ომმა შეცვალა მშვიდობიანი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ღირებულებათა სისტემა. ზნეობის დონე მკვეთრად დაეცა.

მარტო ხელფასით ცხოვრება შეუძლებელი იყო და ჯარისკაცები ცადიოდნენ დანაშაულებს მოტყუებიდან მკვლელობამდე.

სამხედრო სარდლობა ცდილობდა ჯარის შიგნით ძალადობის და უხეშობის გაჩერებას. მაგრამ ძირითადად ეს მცდელობები ამაო იყო.

ლანდსკნეხტები კი რწმუნდებოდნენ თავის ძალაში და დაუნდობლად,უმოწყალოდ არბევდნენ და ძარცვავდნენ მშვიდობიან მცხოვრებლებს.

დანაშაულთა დაუსჯელობა აჩენდა საშინელ სისასტიკეს და სასტიკები ხდებოდნენ ბავშვობიდანვე სიკვდილის მეზობლად ცხოვრებას მიჩვეული ადამიანები.

ასეთ ადამიანებს აღარ ჰქონდათ რაიმე რელიგიის,რწმენის მოთხოვნილება. რელიგიას ცვლიდა ცრურწმენები, ჯადოსნობის რწმენა.

გაყაჩაღებულ არმიასთან მუდამ მეომარი მშვიდობიანი მოსახლეობა იარაღდებოდა. წაიშალა საზღვარი მშვიდობიან მოსახლესა და ჯარისკაცს შორის. მათ ცხოვრების წესად იქცა ომი და ომის გარეშე მათ ვეღარც წარმოედგინათ თავისი არსებობა. 

http://www.fido.sakhalin.ru/wayofsword/projects/europe/landsknechte/30war.htm
Тотальная война 1618-1648: насилие и выжженная земля
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s