ევგენიზმ-ტრანსჰუმანიზმი და ვირთხა

 

ევგენიზმ-ტრანსჰუმანიზმი

შუა საუკუნეებში ადამიანი ითვლებოდა ღმერთის შვილად  რომელსაც უნდა ეზრუნა ღმერთის მიერ შექმნილ მშვენიერ სამყაროზე. ადამიანს ევალებოდა ღმერთის და მოყვასის სიყვარული, ყაჩაღების და ცხოვრების მიერ ნაცემ თუნდაც სრულიად უცნობ ადამიანზე  უანგაროდ ზრუნვა

ღმერთს არ უნდა უკანონო ბოროტ მოძალადეთა ძღვენი და მსხვერპლი.არ უნდა ასეთების მიერ რიტუალების შესრულება. ადამიანები უნდა განიწმინდნენ, მათ უარი უნდა თქვან ბოროტებაზე და აკეთონ სიკეთე. მათ უნდა ეძებონ სიმართლე,უშველონ ჩაგრულს,დაიცვან ობოლი და ქვრივი.

ასეთია წინასწარმეტყველი ისაიას ღმერთის ნება!

 

« ცხოვრება მიდის,რა მნიშვნელობა აქვს ამას

ღმერთი მოგვცემს სხვა ცხოვრებას

რა მნიშვნელობა აქვს ეფემერული ცხოვრების გავლას

თუ კი ღმერთი მოგვცემს მარადიულ სიცოცხლეს.

სიყვარულია ცხოვრების, სიცოცხლის წყალი,

ჩაყვინთე ამ წყალში,

ამ ოკეანეს ყოველი წვეთი თვითონ არის სიცოცხლის ოკეანე.

 

ჩემო მეგობარო, მეგობრობა გვაკავშირებს,გვაერთიანებს შენთან.

სადაც არ უნდა დადგა ფეხი ჩვენ ვართ ხმელეთი, მიწა შენს ფეხს ქვეშ

შენს სხეულში არის სული,ეძებე ის.

შენი სხეულის მთაში არის მარგალიტი, ეძებე ის.

,წინ მიმავალო სუფიავ, თუ ეძებ არ ეძებო შენს გარეთ,

შენში ეძებე ის.~

ჩვენ სიმთვრალეს სულ არ სჭირდება ღვინო.

ჩვენს კრებას გასახარებლად სულ არ სჭირდება ქნარი

 

ჩვენ მთვრალები, ტოტალურად მთვრალები ვართ ღვინის, სიმღერის,ლამაზი ბიჭის გარეშეც… »

თუ გიყვარს,ხარ კარგი მეგობარი და გყავს კარგი მეგობრები ღვინის და ნარკოტიკის გარეშეც ხარ მხიარული და მთვრალი.

 

აი ამას ქადაგებდა ერთერთი უდიდესი სპარსი პოეტი მაჰმადიანი  სუფია ჯალალ ედ დინ რუმი//1207-1273//.

  განმანათებებმა ე ხანა ბნე და შავბნე საუკუნეებად გამოაცხადეს.

 

 

გავიდა დრო და ვოლტერმა და მისმა მეგობრებმა დაიწყეს ტრადიციული საზოგადოების მოსპობა.

 

ლენინის საყვარელმა ფრანგმა რევოლუციონერებმა ქვა ქვაზე აღარ დატოვეს ამ საზოგადოებისგან.

ტერორმა, ვანდალიზმმა, ვანდეის მოსახლეობის მხეცურად მოსპობამ გააჩინა უღმერთო, იმორალური, ანგარებიანი,ინდივიდუალისტურეგოისტური საზოგადოება რომლისთვისაც სრულებით უცხოა ჯელალ ედ დინ რუმის მსგავსი სიყვარულით  სავსე კარგი მეგობარი.

რევოლუციურმა მხეცობამ მოსპო ღმერთის და მოყვასის მქადაგებელი და ამის უცილებლობაში დარწმუნებული საზოგადოება.

 

 

 

მოვიდა ჩარლზ  დარვინი ვისი თეორია დარვინიზმის თანახმადაც  ვინ იცის რატომ გაჩენილი ატომების გროვა ადამიანის ცხოვრება და ევოლუცია არის სასტიკი და დაუნდობელი ბრძოლა და ომი არსებობისთვის აუცილებელი იშვიათი რესურსებისთვის.

ვინ იცის რატომ გაჩენილი ატომების გროვა ადამიანები ომობენ და ეჯიბრებიან ერთმანეთს საჭმელ-სასმელისთვის, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლის გულისთვის, და ა.შ.

ვინ იცის რატომ გაჩენილი ატომების ზოგი  გროვა დიდად დაამწუხრა იმან რომ საზოგადოება არსებობის უფლებას აძლევს სუსტებს რაც მათი აზრით აუტანელს ხდის ძლიერების არსებობას და იწვევს ერის, რასის, კაცობრიობის დაკნინებას და გადაგვარებას.

ასე მოვიდა ევგენიზმი რომელიც თვლიდა რომ მას აქვს ამ გადაგვარების არდაშვების მისია.

რაღა დროს ღმერთის და მოყვასის სიყვარულია.

სახელმწიფო ევგენიზმის თანახმად ყოველი სახელმწიფოს მოსახლეობას უნდა ჰქონდეს სხვა სახელმწიფოთა მოსახლეობების დამარცხების უნარი.

ლიბერალურ ევგენიზმად წოდებული რამის თანახმად კი  ადამიანის ცხოვრება არის საყოველთაო  მუდმივი-გაუთავებელი ბრძოლა და კონკურენცია  არსებობისთვის და სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსებისთვის და მშობლებს უნდა ყავდეთ ამ საშინელ, სასტიკ,დაუნდობელ სამყაროში თავისი რანგის და ადგილის მოპოვების და შენარჩუნების უნარის, შესაძლებლობებისდა საშუალებების მქონე შვილი.

ტრანსჰუმანზმი ეწერება ამ ხაზში მაშინაც როდესაც  ის ინიღბება თანაგრძნობით, უძლურების განკურნების ან ბუნებრივ უთანასწორობათა გამოსწორების სურვილით.

 

http://www.genethique.org/fr/le-transhumanisme-ce-nouvel-eugenisme-entretien-croise-entre-deux-philosophes-danielle-moyse-et

 

ტრანსჰუმანზმი რეგულარულად ჩნდება ახალ ამბებში: ნეირომეცნიერებები, ხელოვნური გონიერება, რობოტიკა, გენეტიკური მანიპულაციები, ამდენი «წინსვლა» რომლებიც არის აისბერგის ხილული ნაწილი.

გენეტიკა აკვირდება საფუძვლებს მოძრაობისა რომელიც სულ უფრო და უფრო მეტ ადგილს იკავებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და გავს ევგენისტური აზრის აღორძინებას.

სტორიულად ევგენიზმი გაჩნდა XIX საუკუნეში ჩარლზ დარვინის ბიძაშვილი Francis Galton-ის გავლენით, და მისი მიზანი იყო « ადამიანის გაუმჯობესება »  ესკი არის « ადამიანი გაზრდი  » საწყისი ფორმა.

იყო  ე.წ. პოზიტიური ევგენიზმი და იყო  ე.წ. ნეგატიური ევგენიზმი.

ე.წ. პოზიტიური ევგენიზმის მიზანი იყო სავარაუდოდ საუკეთესო თვისებების  მქონე ადამიანი-ნიმუშების, საჯიშე ადამიანების შეჯვარებით საუკეთესო ადამიანების მიღება.

ე.წ. ნეგატიური ევგენიზმი კი იყო  « უარესთა» მოსპობა განსაკუთრებით სტერილიზაციის მეშვეობით.

უნდა ითქვას  რომ ევგენიზმი არ დაიყვანება ნაცისტებისკრიმინალურ ზრახვებზე და ქმედებებზე, ის არ ყოფილა მარტო ტო ტალიტარული რეჟიმების ჩვეულება და იდეა.

ევგენიზმის აბსოლუტური გაიგივება ნაცისტურ საზიზღრობებთან არ გვაძლევს ევგენიზმის დღევანდელი ფორმების დანახვის საშუალებას.

ნაცისტური ევგენიზმი არის ბევრად უფრო ფართო ფენომენის მხეცური გაზვიადება. 1930-ან წლებში ევგენისტები იყვნენ ცნობილი,მათივე სიტყვით რასიზმის მიმართ მტრულად განწყობილი მეცნიერები,იყვნენ როგორც მემარჯვენე ისე მემარცხენე ევგენისტები.

დღეს როგორც ჩანს აღარ ცდილობენ წინასწარ დადგენილი იდეალის შესაბამისი ბავშვების «კეთებას » წინასწარ დადგენილი იდეალის შესაბამისი ადამიანების შეჯვარებით.

ამერიკაში არის კლინიკები სადაც მშობლებს არჩევენ გენეტიკური ნიშან-თვისებების შესაბამისად, რაც გავს ნაცისტური Lebensborn-ების ექსპერიმენტებს, მაგრამ ეს არაა მასობრივი ფენომენი.

მაგრამ ზოგი პათოლოგიის შემჩნევის შემთხვევაში ზოგი ჯერაც არ დაბადებული ბავშვის მოშორება-მოსპობა ნამდვილად მასობრივია. განსაკუთრებით ეს ხდება trisomie 21-ისდადგენის შემთხვევაში.

ლაპარაკია «ნორმალური »  და არა რაღაც იდეალის შესაბამისი ბავშვის «გაკეთებაზე ».

«ნორმალურობაა» კრიტერიუმი რომლიდანაც  ვითარდება სელექციონიზმი, ცნება რომელსაც ხმარობდა ფრანგი რასისტი სოციალისტი Vacher de Lapouge.

არ უნდათ არაჩვეულებრივი თვისებების მქონე სრულყოფილი ბავშვი, უნდათ არანორმალურად,ავადმყოფად  მიჩნეული ბავშვის  მოშორება მის დაბადებამდე.

კეთილი ბიძია გამოგაცხადებს არანორმალურად და მოგსპობს დაბადებამდე.

ევგენიზმი,ევტანაზია , ტრანსჰუმანიზმი და მსგავსი რამეები შესაძლებელი გახადა შუა საუკუნეების მსოფლმხედველობის,კერძოდ ქრისტიანობის უარყოფამ.

შუა საუკუნეებში ადამიანი იყო «ღმერთის შვილი ».

თანამედრვე ფილოსოფიაში ადამიანი თავის თავს უყურებს როგორც სუბიექტს ისე როგორც გამოიკვეთა ეს დეკარტესთან მანამდე სანამ ამას ღიად გამოაცხადებდა კანტი.

სუბიექტი, sub-jectum, ეტიმოლოგიურად არის საფუძველი, ის რაც არის რაღაცის ქვეშ, რაც არის ამ რაღაცის ბაზისი.  დღევანდელი ადამიანი საკუთარ თავს უყურებს როგორც საკუთარი თავის საფუძველს და არა ღმერთის ქმნილებას. მალე ადამიანი იფიქრებს რომ თვითონ ადამიანია ადამიანის შემქმნელ-შემოქმედი და მოინდომებს საკუთარი თავის გარდაქმნას.

 ტრანსჰუმანისტის აზრით სასურველი და ტექნიკით შესაძლებელია მეტ-ნაკლებად ახლო მომავალში ადამიანის მდგომარეობის,მეტიც, ბუნების გარდაქმნა, ადამიანის დღევანდელი უნარების გაძლიერება, ახალი უნარების განვითარება, უძლურებათა აღმოფხვრა, ტანჯვის, სიბერის, იქნებ სიკვდილის, დაძლევა.

ესოდენ «გაზრდილი » ადამიანები აღარ იქნებიან «უბრალოდ»ადამიანები. ისინი სულ სხვა რიგის არსებები, პოსტადამიანები, ზეადამიანები იქნებიან.

ძველი განცდის თანახმად ადამიანი შუალედური არსებაა პირუტყვსა და ღმერთს შორის.

ტრანსჰუმანიზმის მიზანია ამ შუალედური მდგომარეობის დაძლევა-გადალახვა და ღვთაებრივ მდგომარეობამდე მისვლა ტექნიკური ხერხების გამოყენებით. დაძლევა-გადალახვა არა სულიერი ძალით, როგორც ეს უნდოდათ ძველ ცივილიზაციებს, არამედ მატერიალური საშუალებებით, თანამედროვე ტექნიკით.

თანამედროვე ტექნიკამ იმდენს მიაღწია რომ ის შესძლებს მისი  შემქმნელი ადამიანის გარდაქმნასაც.

მაგრამ არის ტექნიკით იმედგაცრუებაც:  ინვესტიციები ბევრია და შედეგი-ცოტა. უნდა ვაღიაროთ რომ ტექნიკას აქვს თავისი საზღვრები და რომ ადამიანს ვერ სრულყოფს ტექნიკის უსასრულო განვითარება.

მაგრამ ზოგის აზრით ტექნიკა ვერ გვშველის იმიტომ რომ თვითონ ჩვენ ვართ განუვითარებლები და ნამდვილი ამოცანაა თვითონ ადამიანის გარდაქმნა.

დღევანდელ საშუალებათა მქონე ევგენიზმს  შეუძლია ჯერაც არგაჩენილი ბავშვების  ფიზიკური მდგომარეობის,მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა და უფრო ჯანმრთელების,უფრო უნარიანების გადარჩევა მათ დაბადებამდე. ეს საშუალებები არ ქონიათ XIX საუკუნეში….

ევგენისტებიც და ტრანსჰუმანისტებიც დაჯერებული და შეუპოვარი დარვინისტები არიან  და თვლიან რომ ადამიანები პირუტყვი მხეცების მსგავსად ერთმანეთს ეჯიბრებიან და ებრძვიან სიცოცხლის აუცილებელი იშვიათი რესურსების

// საკვები, საწინააღმდეგო სქესის არსება…// დასაუფლებლად.

ბევრ ადამიანს ზარავს და თავზარს სცემს ის რომ თანამედროვე საზოგადოება სიცოცხლის და გამრავლების უფლებას აძლევს სუსტებს, რასაც უნდა მოყვეს კრასის,ერის,კაცობრიობის დაცემა-დაკნინება და გადაგვარება. ევგენისტებმა იკისრეს  სწორედ ამის არდაშვების მისია.

სახელმწიფო ევგენიზმის დახმარებით ერებმა უნდა შეძლონ სხვა ერების დამარცხება.

ცხოვრება საყოველთაო და გაუთავებელი,მძაფრი ბრძოლა და კონკურენციაა და ლიბერალური ევგენიზმის დახმარებით ოჯახებმა უნდა იყოლიონ შვილი რომელიც შეძლებს თავისი რანგის და ადგილის მოპოვებას და შენარჩუნებას.

ტრანსჰუმანიზმი იზიარებს გაუთავებელი ბრძოლა-ჯაჯგურის ამ «ფილოსოფიას »  მაშინაც როცა ინიღბება თანაგრძნობით //უძლურობათა განკურნება, ბუნებრივ უთანაბრობათა გასწორება…//.

ტრანსჰუმანიზმი  ევგენიზმისგან განსხვავდება საშუალებებით.

ევგენიზმი პირველ რიგში  ეფუძნება გენეტიკურ შერჩევას, პოზიტიურს თუ ნეგატიურს.

ტრანსჰუმანიზმი კი სრულებით ახალი შედეგებისაღწევად იყენებს ტექნიკას, გენები მხოლოდ ერთ-ერთი ხერხია. იყენებენ პროტეზებს, იმპლანტებს, ბ=ნანოტექნოლოგიას, ბიოლოგიას, ინფორმატიკას, კოგნიტიურ მეცნიერებებს ადამიანისგან მაქსიმუმის მისაღებად,მეტიც, ყველა საზღვრის გადასალახავად.

დასავლეთის ისტორია ემთხვევა  ბატონობის,მეტიც, ყოვლისშემძლეობის იდეალს, მაგრამ ჩვენ მაინც  შეიძლება შევურიგდეთ ჩვენს სასრულობას მიუხედავად იმისა რომ არსებობს ადამიანის მიერ ადამიანის შექმნის იმედი.

ჩვენ ვხედავთ ამ მოძრაობის საზღვრებს და თანდათანობით ვხედავთ იმასაც თუ რითია ის აგრესიული არა მხოლოდ  უძლური ინვალიდების და ავადმყოფების არამედ ყველას მიმართ.

30-დე წლის ახალგაზრდა ამა წინ მიყვებოდა რომ 40-ოდე წლის დედამისი მუდამ ამბობდა რომ  არ გააჩენდა ავადმყოფ, trisomique შვილს. ეს ხალგაზრდა სულაც არ იყო ამაყი იმით რომ არაა trisomique, ის დარდიანი და ნაღვლიანი იყო. მას გაუჩნდა შთაბეჭდილება რომ მისი სიცოცხლე დამოკიდებული იყო ერთ პირობაზე, არ  უნდა ყოფილიყო ინვალიდი.

პასკალი ამბობდა რომ თუ კი კაცს უყვარს ქალი  მისი სილამაზის გულისთვის მას არ უყვარს ეს ქალი იმიტომ რომ სილამაზე მიდის, ქრება და პიროვნება კი რჩება….

მარტო მეცნიერულად  დადასტურებულად ჯანმრთელი ბავშვების სიყვარული დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია ყველა ადამიანისთვის და არა მარტო ავადმყოფისთვის.

მით უმეტეს რომ ჯერაც არგაჩენილი ბავშვების გამოკვლევა მალე ყველაში იპოვის რაღაც პათოლოგიას!

საუბრობდა  ფრანგი მათემათიკოს-ფილოსოფოს-პროფესორი და მწერალი Olivier Rey, 2014 წლის 12 ნოემბერი.

პროფესორი ვირთხა.

გორბაჩოვის დემოკრატებმა ვირთხებისგანაც უნდა ისწავლონ რაღაც და არა მარტო ჰაიეკისგან.

 

ევგენისტებიც და ტრანსჰუმანისტებიც დაჯერებული და შეუპოვარი დარვინისტები არიან  და თვლიან რომ ადამიანები პირუტყვი მხეცების მსგავსად ერთმანეთს ეჯიბრებიან და ებრძვიან სიცოცხლის აუცილებელი იშვიათი რესურსების

// საკვები, საწინააღმდეგო სქესის არსება…// დასაუფლებლად.

მაგრამ  პრობლემა ისაა რომ მხეცები და პირუტყვები სულაც არ გვანან გადარეულ დარვინისტ ევგენისტებს და ტრანსჰუმანისტებს.

მხეცებს და პირუტყვებს აქვთ თანაგრძნობის და სოლიდარობის უნარი.

არის ფრანგი ბოტანიკოსი, ეკოლოგი,ფარმაცევტ-მეაფთიაქე,ტოქსიკოლოგი, ეკოლოგიის ევროპული ინსტიტუტის დამფუძნებელი ჟან-მარი პელ // Jean-Marie Pelt//.

 

 

 

მან ფრანკ სტეფანთან// Franck Steffan// ერთად 2006  წელს გამოსცა წიგნი  «სოლიდარობა მცენარეებს, პირუტყვ ცხოველებს და პირმეტყველ ცხოველ ადამიანებს შორის“// La solidarité chez les plantes,les animaux, les humains//.

დარვის თეორიის დიდად საკამათო ინტერპრეტაციამ დაამკვიდრა აზრი რომ  როგორც მხეცების ისე ადამიანების ცხოვრების,სიცოცხლის მამოძრავებელი ძალაა შეჯიბრი-კონკურენცია,ჯიკაობა-წიხლაობა და ომი არსებობისთვის.

ბუნება კი,პირიქით, გვეუბნება რომ  ბიოლოგიურ ევოლუციაში გადამწყვეტი როლი შეასრულა სიმბიოზთა და სოლიდარობათა ურიცხვმა სისტემამ და მათ გარეშე შეუძლებელია ეკოსისტემათა ფუნქციონირების გაგება.

ხავსები და მარჯნები არიან ორმაგი არსებები რომელთა ერთი ნაწილი სამსახურს უწევს,ეხმარება მეორეს, სოკოები კი კვებავენ ხეებს რომელთა პარაზიტებიც თითქოს არიან.

სხვადასხვა ჯიშის პირუტყვ-მხეცებში სრულებით ჩვეულებრივი რამეა  ერთმანეთისთვის სამსახურის,დახმარების გაწევა. თევზები და ფრინველები ეხმარებიან ერთმანეთს, თანამშრომლობენ ერთმანეთთან და ავლენენ ნამდვილ ალტრუიზმს.

გორბაჩოვის დემოკრატისგან განსხვავებით მხეცი ალტრუისტია.

ნამდვილმა ადამიანებმა კი შექმნეს ურთიერთდახმარების, თანამშრომლობის, დაზღვევის საზოგადოებები,სოლიდარული ეკონომიკა და არა სიგუა-შევარდნაძის ტანკოკრატია.

მაგრამ თუ გვინდა ადამიანური და ღირსეული ცხოვრება და დედამიწის გადარჩენა,მისი დაცვა ანგარებიანი,ხარბი და გაუმაძღარი კაცობრიობისგან აბსოლუტურად აუცილებელი იქნება ახალ სოლიდარობათა შექმნა.

 

 

 

http://vegane.blogspot.fr/2009/02/solidarite-plantes-animaux-humains-pelt.html
La solidarité chez les plantes, les animaux, les humains, Jean-Marie Pelt, Franck Steffan, Editions Livre de Poche, 2006, 154 pages

 

იაპონელ მეცნიერთა ახალი გამოკვლევების თანახმად ყავისფერ ვირთხებს აქვთ არაჩვეულებრივი სოციალური ნიჭი.მათ დაამტკიცეს რომ ვირთხებს აქვთ თანაგრძნობის, ემპათიის უნარი.

ვირთხებზე ჩატარებულმა მრავალმა ცდამ  აჩვენა რომ ამ პირუტყვებს, ვირთხებს აქვთ საკვირველი სოციალური უნარები.

ვირთხებს თანაგრძნობის გამო  შეუძლიათ ალტრუისტური მოქმედება, გახსენება სიკეთისა რომელიც მათ მიმართ გამოავლინა სხვამ და საპასუხო სიკეთით გადახდა.

ჩატარდა აი ასეთი ცდებიც :

გამჭვირვალე რაღაცით შემოღობეს  ორად გაყოფილი ტერიტორია და ორივე მხარეს დასვეს თითო ვირთხა.

მარცხნივ მყოფი ვირთხა წყალში ჩააგდეს რაც ძალიან არასასიამოვნოა ვირთხისთვის, მარჯვნივ მყოფი კი მშრალ ადგილზე იყო. მშრალ ადგილზე მყოფი 10 ვირთხიდან 9-მ გამოიყვანა წყალში ჩაგდებული ვირთხა.გადარჩენილ ვირთხებსაც გამოყავდათ მშრალ ადგილზე წყალში ჩაგდებული ვირთხები.

კარგად მყოფი ვირთხები უთანაგრძნობდნენ ცუდ მდგომარეობაში მყოფი ვირთხების ტანჯვას და უთანაგრძნობდნენ,შველოდნენ მათ.

დიდი გავეთილია გორბაჩოვ-შევარდნაძის დემოკრატებისთვის.

 

 

Pour les rats, l’entraide passe avant tout

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s