პროფესორი ვირთხა.

 

rat-noir-rattus-rattus

პროფესორი ვირთხა.

მხეცები და პირუტყვები სულაც არ გვანან გადარეულ დარვინისტ ევგენისტებს და ტრანსჰუმანისტებს.

მხეცებს და პირუტყვებს აქვთ თანაგრძნობის და სოლიდარობის უნარი.

გორბაჩოვის დემოკრატებმა ვირთხებისგანაც უნდა ისწავლონ რაღაც და არა მარტო ჰაიეკისგან.

 

ევგენისტებიც და ტრანსჰუმანისტებიც დაჯერებული და შეუპოვარი დარვინისტები არიან  და თვლიან რომ ადამიანები პირუტყვი მხეცების მსგავსად ერთმანეთს ეჯიბრებიან და ებრძვიან სიცოცხლის აუცილებელი იშვიათი რესურსების

// საკვები, საწინააღმდეგო სქესის არსება…// დასაუფლებლად.

მაგრამ  პრობლემა ისაა რომ მხეცები და პირუტყვები სულაც არ გვანან გადარეულ დარვინისტ ევგენისტებს და ტრანსჰუმანისტებს.

მხეცებს და პირუტყვებს აქვთ თანაგრძნობის და სოლიდარობის უნარი.

არის ფრანგი ბოტანიკოსი, ეკოლოგი,ფარმაცევტ-მეაფთიაქე,ტოქსიკოლოგი, ეკოლოგიის ევროპული ინსტიტუტის დამფუძნებელი ჟან-მარი პელ // Jean-Marie Pelt//.

 მან ფრანკ სტეფანთან// Franck Steffan// ერთად 2006  წელს გამოსცა წიგნი  «სოლიდარობა მცენარეებს, პირუტყვ ცხოველებს და პირმეტყველ ცხოველ ადამიანებს შორის“// La solidarité chez les plantes,les animaux, les humains//.

დარვის თეორიის დიდად საკამათო ინტერპრეტაციამ დაამკვიდრა აზრი რომ  როგორც მხეცების ისე ადამიანების ცხოვრების,სიცოცხლის მამოძრავებელი ძალაა შეჯიბრი-კონკურენცია,ჯიკაობა-წიხლაობა და ომი არსებობისთვის.

ბუნება კი,პირიქით, გვეუბნება რომ  ბიოლოგიურ ევოლუციაში გადამწყვეტი როლი შეასრულა სიმბიოზთა და სოლიდარობათა ურიცხვმა სისტემამ და მათ გარეშე შეუძლებელია ეკოსისტემათა ფუნქციონირების გაგება.

ხავსები და მარჯნები არიან ორმაგი არსებები რომელთა ერთი ნაწილი სამსახურს უწევს,ეხმარება მეორეს, სოკოები კი კვებავენ ხეებს რომელთა პარაზიტებიც თითქოს არიან.

სხვადასხვა ჯიშის პირუტყვ-მხეცებში სრულებით ჩვეულებრივი რამეა  ერთმანეთისთვის სამსახურის,დახმარების გაწევა. თევზები და ფრინველები ეხმარებიან ერთმანეთს, თანამშრომლობენ ერთმანეთთან და ავლენენ ნამდვილ ალტრუიზმს.

გორბაჩოვის დემოკრატისგან განსხვავებით მხეცი ალტრუისტია.

ნამდვილმა ადამიანებმა კი შექმნეს ურთიერთდახმარების, თანამშრომლობის, დაზღვევის საზოგადოებები,სოლიდარული ეკონომიკა და არა სიგუა-შევარდნაძის ტანკოკრატია.

მაგრამ თუ გვინდა ადამიანური და ღირსეული ცხოვრება და დედამიწის გადარჩენა,მისი დაცვა ანგარებიანი,ხარბი და გაუმაძღარი კაცობრიობისგან აბსოლუტურად აუცილებელი იქნება ახალ სოლიდარობათა შექმნა.

 

 

 

http://vegane.blogspot.fr/2009/02/solidarite-plantes-animaux-humains-pelt.html
La solidarité chez les plantes, les animaux, les humains, Jean-Marie Pelt, Franck Steffan, Editions Livre de Poche, 2006, 154

 

 

იაპონელ მეცნიერთა ახალი გამოკვლევების თანახმად ყავისფერ ვირთხებს აქვთ არაჩვეულებრივი სოციალური ნიჭი.მათ დაამტკიცეს რომ ვირთხებს აქვთ თანაგრძნობის, ემპათიის უნარი.

ვირთხებზე ჩატარებულმა მრავალმა ცდამ  აჩვენა რომ ამ პირუტყვებს, ვირთხებს აქვთ საკვირველი სოციალური უნარები.

ვირთხებს თანაგრძნობის გამო  შეუძლიათ ალტრუისტური მოქმედება, გახსენება სიკეთისა რომელიც მათ მიმართ გამოავლინა სხვამ და საპასუხო სიკეთით გადახდა.

ჩატარდა აი ასეთი ცდებიც :

გამჭვირვალე რაღაცით შემოღობეს  ორად გაყოფილი ტერიტორია და ორივე მხარეს დასვეს თითო ვირთხა.

მარცხნივ მყოფი ვირთხა წყალში ჩააგდეს რაც ძალიან არასასიამოვნოა ვირთხისთვის, მარჯვნივ მყოფი კი მშრალ ადგილზე იყო. მშრალ ადგილზე მყოფი 10 ვირთხიდან 9-მ გამოიყვანა წყალში ჩაგდებული ვირთხა.გადარჩენილ ვირთხებსაც გამოყავდათ მშრალ ადგილზე წყალში ჩაგდებული ვირთხები.

კარგად მყოფი ვირთხები უთანაგრძნობდნენ ცუდ მდგომარეობაში მყოფი ვირთხების ტანჯვას და უთანაგრძნობდნენ,შველოდნენ მათ.

დიდი გავეთილია გორბაჩოვ-შევარდნაძის დემოკრატებისთვის.

 

 

Pour les rats, l’entraide passe avant tout

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s