ძველი კავკასიის ხსოვნას

 
ტფილისი,1913,კავკასიის ხალხთა მეორე ყრილობა.
 ხაჯი მურად დონოგოს საიტი
ნიკოლოზ ჯავახიშვილი,კავკასიის პოლიტემიგრანტთა თანამშრომლობის ისტორიიდან
//1921-1940-ანი წლების დასაწყისი//შემოკლებით//:

შესავალი    :

კავკასიის ხალხების სამხედრო-პოლიტიკური,ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები მრავალი საუკუნის მანძილზე ვითარდებოდა სხვადასხვა ინტენსივობით.

რუსეთის იმპერიის მიერ მთელი კავკასიის დაპყრობის შემდეგ კავკასიელ ხალხთა სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა დროებით შეწყდა,

1917 წელს რუსეთის იმპერიის ნგრევის შემდეგ საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა კავკასიის მეზობელ ქვეყნებთან განახლდა.

1918 წლის 26 მაისიდან 1921 წლის მარტამდე არსებულ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მეზობელ ქვეყნებთან.

ქართველები თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ხშირად ეხმარებოდნენ თავის კავკასიელ მეზობლებს.

საქართველოს ისტორიულ არქივში არის საბუთები 1918-1921 წლებში ქართველების და მეზობელი კავკასიელი ხალზების ურთიერთობის შესახებ.

ტფილისი,1913,კავკასიის ხალხთა მეორე ყრილობა.

ბოლშევიკების მიერ მთელი კავკასიის გასაბჭოების შემდეგ კავკასიური სახელმწიფოების მთავრობათა წევრების მნიშვნელოვანი ნაწილი იძულებული იყო წასულიყო ევროპაში.

კავკასიელი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწეები ძირითადად ევროპის ქვეყნებში დამკვიდრდნენ.

კავკასიელი პატრიოტები ვერ შეურიგდნენ ძალით თავს მოხვეულ საბჭოთა რეჟიმს. ამაზე მოწმობენ კავკასიის ცალკეულ რეგიონებში განსაკუთრებით 1920-1924 წლებში მომხდარი სახალხო აჯანყებები.

საოკუპაციო ბოლშევიკური რეჟიმის მოწინააღმდეგეები ინტენსიურად თანამშრომლობდნენ საზღვარგარეთაც.

ისინი აუცილებელს თვლიდნენ ერთიანი ანტიბოლშევიკური ცენტრის შექმნას.

მის შექმნაზე მუშაობდნენ როგორც კავკასიაში ისე საზღვარგარეთ.

ქართველმა პატრიოტებმა  ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი სპირიდონ კედიას ხელმძღვანელობით 1921 წლის მარტში ბათუმში მოლაპარაკებისას გადაწყვიტეს აჯანყების განახლება. მათი მიზანი იყო ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენა. ამ აჯანყების სამხედრო ხელმძღვანელობა შესთავაზეს ქართული არმიის პოლკოვნიკს,თავად ქაიხოსრო //ქაქუცა// ჩოლოყაშვილს //1888-1930//,რომელიც ცნობილი იყო როგორც სიმამაცით გამორჩეული პროფესიონალი.

მან შექმნა “შეფიცულთა” რაზმი, რომელიც სახალხო აჯანყების ჩაქრობამდე//1924 წლის სექტემბერი// გმირულად ებრძოდა ბოლშევიკურ რეჟიმს.

საარქივო დოკუმენტები მეტყველებენ ქართული ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის კავშირზე მეზობელი კავკასიელი ხალხების ლიდერებთან.

საბჭოთა ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო სახალხო გამოსვლები როგორც საქართველოში ისე კავკასიის სხვა ქვეყნებში. დაიწყო სასტიკი რეპრესიები. ათასობით ადამიანი დაეცა ბრძოლის ველზე და დაიხვრიტა აჯანყებაში მონაწილეობის ან აჯანყებულთა მიმართ თანაგრძნობის გამო.

კავკასიელ პოლიტემიგრანტთა თანამშრომლობა:

ემიგრაციაში მოხვედრილი კავკასიელი პატრიოტები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი ერთმანეთთან და განაგრძობდნენ თანამშრომლობას.

1921 წლის 8 მაისს პარიზში შედგა კავკასიელი ემიგრანტების თათბირი. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს,აზერბაიჯანის,სომხეთის და ჩრდილოეთ კავკასიის წარმომადგენლები.

თათბირში მონაწილეობას იღებდნენ ქართველები ევგენი გეგეჭკორი,
ნიკოლოზ//კარლო// ჩხეიძე,ნოე რამიშვილი,გრიგოლ ვეშაპელი,კონსტანტინე საბახტარაშვილი,მიხეილ სუმბათაშვილი: აზერბაიჯანელები-ა.შეიხ-ულ-ისლამოვი,
დ.გაჯიბეკოვი,მ.მაგერამოვი,ა.ტოპჩუბაშევი; სომხები-ა.აგარონიანი,
ა.ხატისიანი,ნ.ბეკზადიანი.ჩრდილოეთ კავკასიას წარმოადგენდა ჩეჩენი ა.ჩერმოევი.

თათბირზე დასახეს ბოლშევიკური რეჟიმის დამხობის,საერთოკავკასიური ბლოკის შექმნის გზები.

10 ივნისს თათბირის მონაწილეები შეთანხმდნენ  კავკასიური რესპუბლიკების კავშირის საბჭოს შექმნაზე. მიზანი იყო ერთიანი ფრონტით ბრძოლა ბოლშევიზმის წინააღმდეგ.

ორ ოქტომბერს სტამბულში შეიქმნა “კავკასიური რესპუბლიკების საერთო ინფორმაციული ბიურო”,რომელსაც დაევალა ერთობლივი მუშაობა შემდეგი მიმართულებებით : კავკასიური რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება,ყველა კავკასიელი ხალხის თვითგამორკვევის უფლების უპირობო აღიარება, ბრძოლის დემოკრატიული პლატფორმის განხორციელება,სახალხო ხელისუფლების დამყარება,მსხვილი მიწათმფლობელობის მოსპობა, მიწების გადაცემა გლეხებისთვის კერძო საკუთრებაში.

Тапа Чермоев

___________

9 ნოემბერს პარიზში შედგა კავკასიელ ემიგრანტთა ახალი თათბირი. სხვა გადაწყვეტილებებთან ერთად დაადგინეს რომ კავკასიური სამხედრო საქმეების შტაბის რეზიდენცია იქნება პარიზში,საერთო ხელმძღვანელობის ბირთვი კი იქნება სადმე ახლოს კავკასიასთან.

1924 წლის ნოემბერში სტამბოლში კავკასიის კონფედერაციის საფუძველზე დაარსდა “კავკასიის განმანთავისუფლებელი კომიტეტი”. ამ მოვლენას პოლიტიკურის გარდა ჰქონდა წმინდა მორალურ-ფსიქოლოგიური მნიშვნელობა.

შესაბამის პაქტს ხელი მოაწერეს საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკების და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელი ხალხების წარმომადგენლებმა. მათ შორის ქართველთა მხრიდან იყვნენ ეროვნულ-დემოკრატიული ოარტიის წევრები მიხეილ წერეთელი,დავით ვაჩნაძე,ალექსანდრე ასათიანი; აზერბაიჯანის მხრიდან იყვნენ ხოსროვ სულთან-ზადე,აბდულა ალი ემირჯანი,შეიხულ ისლამ-ზადე ; ჩრდილო კავკასიის მხრიდან-ხაიტეკ ნამიტოვი//ჩერქეზი//.ვასან-გირეი-ჯაბაგი//ჩეჩენი//.ალიხან კანტემირი//ოსი//.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული კავკასიური ემიგრანტული პოლიტიკური ორგანიზაციებიდან ყველაზე ორგანიზებული იყო 1925 წელს ვარშავაში შექმნილი გაერთიანება “პრომეთე”. 

         ეს პოლიტიკური  მოძრაობა დააარსეს საქართველოს.
აზერბაიჯანის,ჩრდილოეთ კავკასიის,უკრაინის და თურქესტანის ემიგრანტულმა ორგანიზაციებმა.

ამ გაერთიანებაში გამოჩენილ როლს ასრულებდა იმამი შამილის შვილიშვილი მუჰამად-საიდ შამილი. ის იყო თურქეთის და მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნების ჩრდილოკავკასიური დიასპორის აღიარებული ლიდერი და კავკასიის მთიელთა სახალხო პარტიის ერთ-ერთი ინიციატორი და ხელმძღვანელი.

აზერბაიჯანელებთან დაპირისპირების გამო სომეხ ემიგრანტებს ტრადიციულად არ  უნდოდათ მონაწილეობის მიღება კავკასიელი ემიგრანტების პოლიტიკურ თათბირებში.

ძალების გაერთიანების მიზნით გადაწყვიტეს სომეხი ემიგრანტების რაღაცნაირად ჩართვა საერთოკავკასიურ ორგანიზაციაში ქართველების მეშვეობით.

            1933 წელს შეიქმნა “სომხურ-ქართული უნიონი” დავით ვაჩნაძის ხელმძღვანელობით,მაგრამ ამ კავშირმა ვერ იარსება დიდხანს.

1933 წლის მაისში კავკასიის დამოუკიდებლობის კომიტეტმა გამოაქვეყნა კავკასიის კონფედერაციის პროექტი და მიმართვა კავკასიის ხალხებისადმი დამოუკიდებლობის აღდგენის 15 წლისთავთან დაკავშირებით. 

           ამ პროექტს მაღალი შეფასება მისცა ქართველმა ემიგრანტმა მეცნიერმა 
 მიხეილ მუსხელიშვილმა.

        1934 წლის 14 14 ივნისს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ამ პაქტს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის ეროვნული საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ,იმ დროს ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ემინ რასულ-ზადემ,აზერბაიჯანის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა,შემდეგ აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარემ,დელეგაციის ხელმძღვანელმა ალიმარდან ბეკ ტოფჩიბაშევმა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ, საქართველის ყოფილმა სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთში აკაკი ჩხენკელმა, ჩრდილოკავკასიელებმა მამედ გირეი სუნშიმ,იბრაგიმ ჩულიკმა და ტაუსულტან შაკმანმა. 

                 კავკასიის კონფედერაციის პაქტში ჩამოყალიბებული იყო კონფედერაციის ფუძემდებელი პრინციპები. ისინი ეფუძნებოდა ურთიერთთანასწორობის პრინციპებს. 

           კავკასიის ხალხების ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო საგანგებოდ არჩეული კავკასიური საბჭო და მისი აღმასრულებელი ორგანო-პრეზიდიუმი. პაქტში განცხადებული იყო:

                  “აზერბაიჯანის,ჩრდილოეთ კავკასიის და საქართველოს ეროვნული ცენტრები მხედველობაში იღებენ რომ ერების ყოველმხრივი განვითარება შესაძლებელია მხოლოდ მათი სრული დამოუკიდებლობის პირობებში. დარწმუნებული არიან იმაში რომ ამ მიზნის მიღწევა უაღრესად ძნელია საერთო საზღვრებში კავკასიის ყველა ძალის გაერთიანების გარეშე,დარწმუნებული არიან იმაში რომ ასეთი კავშირით კავკასიის ყოველი ერი იღებს ინტელექტუალური და მატერიალური ძალების განვითარებისთვის აუცილებელი მათი სუვერენიტეტის რეალურ გარანტიას. დარწმუნებულები არიან იმაში რომ კავკასიის რესპუბლიკათა კავშირის საფუძვლების მიღებით ისინი ეყრდნობიან ყველა თავისი თვისტომის მხარდაჭერას. ერთსულოვანნი არიან იმაში რომ კონფედერაცია როგორც კავკასიურ სახელმწიფოთა პოლიტიკური ფორმა  ნაკარნახევია ამ ქვეყნების გეოგრაფიული და ეკონომიკური ერთიანობით და აცხადებენ კავკასიის კონფედერაციის შემდეგ პრინციპებს :

    1. კავკასიური კონფედერაცია ყოველი რესპუბლიკის შიგნით ინარჩუნებს ეროვნულ თვითმყოფადობას, საგარეო საქმეებში კი იმოქმედებს ყველა რესპუბლიკის სახელით როგორც უმაღლესი რიგის საერთაშორისო ერთეული. კონფედერაციას ექნება საერთო პოლიტიკური და საბაჟო საზღვარი.

 2. კონფედერაციაში შემავალი რესპუბლიკების საგარეო პოლიტიკას უხელმძღვანელებენ კონფედერაციის შესაბამისი ორგანოები.

              3. კონფედერაციის საზღვრების დაცვა დაეკისრება კონფედერაციაში შემავალი არმიებისგან შემდგარ კონფედერაციის არმიას. მას ეყოლება ერთიანი მთავარსარდლობა რომელიც დაექვემდებარება კონფედერაციის ხელმძღვანელ ორგანოებს.

   4. პრობლემები რომლებიც შეიძლება გაჩნდეს კონფედერაციაში შემავალ რესპუბლიკებს შორის და რომლებიც გადაჭრა პირდაპირი მოლაპარაკებებით შეუძლებელი იქნება უნდა გადაეცეს კონფედერაციაში შესული რესპუბლიკების საარბიტრაჟო ან უზენაეს სასამართლოს. კონფედერაციაში შემავალი რესპუბლიკის ორგანოები  კისრულობენ უზენაესი სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების უცვლელად მიღებას და შესრულებას.

        5. ექსპერტების კომისია უახლოეს დროში დაამუშავებს კავკასიის კონსტიტუციის პროექტს რომელშიც გათვალისწინებული იქნება ზემოთ ჩამოყალიბებული პრინციპები. ეს პროექტი იქნება ყოველი რესპუბლიკის პირველი დამფუძნებელი კრების მუშაობის საფუძველი.

  6. ამ პაქტში დატოვებულია ადგილი სომხური რესპუბლიკისთვის.”

             1934 წელს პარიზში გამომავალ ქართულ გაზეთში “ბრძოლის ხმა” ის წერდა:

                 “კავკასიის კონფედერაციის პაქტი არ არის იმპროვიზაცია,
საზღვარგარეთ გამოგონილი სიახლე, ის მოდის თვითონ კავკასიიდან, იქ მცხოვრები ერების არსებითი ინტერესებიდან.

                  ჩვენ აქ მას მხოლოდ მივეცით იურიდიული ფორმა,ჩამოვაყალიბეთ მისი სტატუსი,წერილობითი საფუძველი მივეცით იმ ბრძოლას თავისუფლებისთვის რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ეწევიან ერთად აზერბაიჯანელი,ქართველი,სომეხი და მთიელი.

          ეს ოთხი ხალხი უხსოვარი დროიდან დასახლდა ერთ ტერიტორიაზე ერთმანეთის მეზობლად. ისინი ერთმანეთთან  დაკავშირებული იყვნენ და ეხლაც დაკავშირებული არიან სასიცოცხლო ინტერესებით. ერთი ვერ წავა წინ სხვათა გარეშე, ერთის წაქცევა წააქცევს სხვებს.

       საქართველოს მიერ თავისუფლების დაკარგვას მე-19 საუკუნეში მოყვა მთელი კავკასიის მიერ თავისუფლების დაკარგვა. კავკასიის მიერ თავისუფლების დაკარგვას მოყვა მეოცე საუკუნეში საქართველოს მიერ თავისუფლების დაკარგვა. 

                 ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მომავალშიც. ან ერთად თავისუფლები ან ცალ-ცალკე მონები.  ისტორიას არ მოუცია მესამე გზა.

                   კავკასიელმა ხალხებმა გააცნობიერეს ეს ჭეშმარიტება. ისინი ხელიხელჩაკიდებული იბრძვიან ტირანიის წინააღმდეგ. 

            ჩვენი პაქტი არის დღევანდელი ბრძოლის და ხვალინდელი გამარჯვების იურიდიული გამოხატულება და მეტი არაფერი…

            პაქტის ნიადაგზე მდგომი კავკასიელი ხალხები მოუწოდებენ საბჭოთა კავშირის ყველა ჩაგრულ ხალხებს და ერებს კომუნისტური ტირანიის დამხობისკენ და ცხოვრების მშენებლობისკენ ერთა და ხალხთა საერთო თანხმობით თავისუფლებისა და კეთილმეზობლობის ნიადაგზე”.  
          1924 წლის 15 სექტემბერს 1924 წლის აჯანყების მეათე წლისთავზე ვარშავას ქართული კოლონიის ინიციატივით ვარშავაში შეიკრიბნენ კავკასიის კოლონიათა წარმომადგენლები და პოლონელები და უკრაინელები.
 
             ქართველებს ხელმძღვანელობდა კოტე იმნაძე,აზერბაიჯანელებს-მირზა ბალა, ჩრდილოკავკასიელებს კი გირეი სუნში.

               კრება გახსნა ქართული კოლონიის და პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარე კ.იმნაძემ. მან პოლონურ ენაზე მოყვა 1924 წლის აჯანყებისა და მისი შედეგების შესახებ. მან განაცხადა რომ კავკასიის ხალხების სწრაფვა თავისუფლებისკენ არაერთხელ დაუთრგუნიათ,რომ კავკასიელები მხოლოდ შეერთებული ძალებით შესძლებენ თავისუფლების მოპოვებას. მისივე განცხადებით სწორედ ამიტომ მოაწერეს პაქტს ხელი კავკასიის ხალხების წარმომადგენლებმა.

          1935 წლის მაისში კავკასიის კოლონიამ აქტიური მონაწილეობა მიიღო კავკასიელი ემიგრანტების მეგობრისა და მფარველის,პოლონეთის ცნობილი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე მარშალი იუზეფ პილსუდსკის დაკრძალვაში.

                  


კავკასიელი ემიგრანტების მეგობარი და მფარველი,პოლონეთის ცნობილი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე მარშალი იუზეფ პილსუდსკი

         15 მაისს მღვდელმა გ.ფერაძემ ვარშავის მართლმადიდებელთა ეკლესიაში ჩაატარა პანაშვიდი მარშალის სულის საოხად.

   იმავე წლის 1 ივნისს კავკასიის კოლონიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს კავკასიის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. პრეზიდიუმში იყვნენ კ.იმნაძე,აზერბაიჯანის წარმომადგენელი მ.ბალა და ჩრდილო კავკასიის მთიელთა წარმომადგენელი მ.გირეი სუნში.

          1936 წლის სექტემბერში შედგა კავკასიის კონფედერაციის სესია. მოისმინეს საქართველოს.აზერბაიჯანის,ჩრდილო კავკასიის და ა.შ. წარმომადგენელთა მოხსენებები.  მათ ერთა ლიგის მე-17 სხდომის თავმჯდომარე საავედრა ლამასს წარუდგინეს საგანგებო დოკუმენტი,28 სექტემბერს კი მემორანდუმი და საქართველოს,აზერბაიჯანის და ჩრდილო კავკასიის წარმომადგენელთა მიერ ხელმოწერილი პაქტი.

         მემორანდუმში აღნიშნული იყო რომ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი კავკასიის ხალხები დარწმუნებულები არიან პროგრესული კაცობრიობის მხარდაჭერაში. 

     კავკასიის კონფედერაცია მჭიდროდ იყო დაკავშირებული ყოფილი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფ სხვა ხალხთა ანალოგიურ ორგანიზაციებთან.

 კავკასიის პოლიტემიგრანტთა პრესა:

      კავკასიელი ემიგრანტები სხვადასხვა დროს ევროპის სხვადასხვა ქალაქში გამოსცემდნენ ჟურნალებს რომლებშიც აისახებოდა საერთოკავკასიური პრობლემატიკა. ეს ჟურნალები გამოდიოდა სხვადასხვა სახელებით,ძირითადად რუსულ ენაზე რათა გასაგები ყოფილიყვნენ ყველა კავკასიელისთვის.

            1929 წელს “კავკასიის მთიელთა სახალხო პარტია” პარიზში რუსულ ენაზე გამოსცემდა ჟურნალს  “კავკასიის მთიელები”. მისი რედაქტორი იყო ტამბიი ელეკხოტი.

                 ამ ჟურნალში თანამშრომლობდნენ ქართველებიც. ჟურნალის 1929 წლის № 2-3-ში დაიბეჭდა ქართველი ეროვნული დემოკრატი გიორგი გვაზავას წერილი “რუსული იმპერიალიზმის მოხალისეები”.

    1929 წელს პარიზში დაარსდა ჟურნალი     ” დამოუკიდებელი კავკასია”. მის ყდაზე ეწერა  “კავკასიური კონფედერალისტური აზრის ორგანო”. 1930 წლის მეორე ნომერში დაიბეჭდა ქართველი ეროვნული დემოკრატი დავით //დათა// ვაჩნაძის წერილი “კავკასიის კონფედერაციის პრობლემა”.

   1930-1931 წლებში რიგაში  გამოიცა ერთჯერადი ძირითადად პროსომხური მიმართულების ჟურნალი “კავკასია”.

           მასში დაიბეჭდა თბილისის ყოფილი გენერალ-გუბერნატორი შალვა მაღლაკელიძის //1894-1976// წერილი “საქართველო//ისტორიული მიმოხილვა და პერსპექტივები//” და ლექსი “საქართველო” ხელმოწერით ა.დ. და ასევე ფოტოგრაფია “მყინვარი ზემო სვანეთში”.
 //შალვა მაღლაკელიძე,ბერლინის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ფილოსოფიის დოქტორი იურისპრუდენციაში, მსახურობდა საქართველოს მთავრობაში 1918-1921 წლებში. 1919-1920 წლებში ის იყო თბილისის გენერალ-გებერნატორი. 1944 წლიდან ვერმახტის გენრალ მაიორი შალვა მაღლაკელიძე
1949-54 წლებში კონრად ადენაუერის სამხედრო მრჩევლად მსახურობდა. 1954 წლის 26 იანვარს ვაჟთან გაიოზ მაღლაკელიძესთან ერთად დააფუძნა ორგანიზაცია “საზღვარგარეთ ქართველ მხედართა დარაზმულობა” მიუნხენში. იმავე წლის აგვისტოში საბჭოთა სუკ-ის აგენტებმა შეიპყრეს,გ.მ.//.

      1934-35 წლებში  “კავკასიის მთიელთა სახალხო პარტია” ვარშავაში თურქულად და რუსულად გამოსცემდა ყოველთვიურ ჟურნალს “ჩრდილოეთი კავკასია”. მისი რედაქტორი იყო ბარასბი ბაიტუგანი.

         ეს ჟურნალი,რომელიც ფაქტიურად იყო ადიღური ემიგრაციის ორგანო,თითქოს ცვლიდა ჟურნალს “კავკასიის მთიელები”. 

მეათე ნომერში//1935 წლის თებერვალი// ჟურნალის რედაქცია იუწყებოდა:

              “ამ ნომერში ჩვენი მკითხველები გაეცნობიან ეხლა შექმნილი კავკასიური კონფედერაციის პრეზიდიუმის ოფიციალურ შეტყობინებას კავკასიური კონფედერაციის საბჭოს შექმნის შესახებ. ესაა კონფედერაციის უმაღლესი ორგანო რომელიც ამიერიდან უნდა გაუძღვეს კავკასიური პოლიტიკის ყველა წამოწყებას.

               ამ ორგანოს შექმნა არის 14 ივლისს ბრიუსელში ხელმოწერილი კავკასიური კონფედრაციის პაქტით განხორციელებული საერთოკავკასიური ერთიანობის განმტიცებისკენ გადადგმული შემდეგი ნაბიჯი .

            ჩვენ ამ ნაბიჯს ვუყურებთ როგორც პატრიოტული გრძნობებით ატაცებულ კავკასიელთა მოქმედებების ერთ-ერთ ლოღიკურ შედეგს.

                   ჩვენ მივესალმებით ახალ საერთოკავკასიურ ორგანოს და ვუსურვებთ ნაყოფიერ საქმიანობას და დასახული ამოცანების გადაწყვეტას”.

Барасби Байтуган

1934-39 წლებში პარიზში რუსულად,გერმანულად,ინგლისურად,იტალიურად და თურქულად გამოდიოდა ჟურნალები “კავკასია” და “კავკასიის გარიჟრაჟი”. ამ ჟურნალების რედაქტორი იყო მთის რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გაიდარ ბამატი// 1890-1965//. ის აქვეყნებდა წერილებს მსოფლიო და კავკასიური პოლიტიკის შესახებ,  თავის მოსაზრებებს კავკასიის და კავკასიური დიასპორის მომავალზე. ისლამის თემატიკაზე დაწერილი მისი წიგნები და წერილები ზოგჯერ გამოდიოდა ფსევდონიმით ჟორჟ რივუარ.

1936 წელს ბერლინში ფრანგულად გამოდიოდა ჟურნალი კავკასიის დამოუკიდებლობა //რედაქტორი-გ.ბამატი/.

1937 წლის ივნისიდან პარიზში ქართულად გამოდიოდა ჟურნალი “კავკასია”//რედაქტორი იოსებ ვარამაძე//. ზოგჯერ ის გამოდიოდა ბერლინში//რედაქტორი დავით საღირაშვილი//. ჟურნალზე მითითებული იყო რომ ის იყო “დამოუკიდებელი ეროვნული აზრის ორგანო”. ამ ჟურნალში თანამშრომლობდნენ ქართველები//ზურაბ ავალიშვილი.შალვა ამირეჯიბი,ვლადიმერ ახმეტელი,რევაზ გაბაშვილი.გრიგოლ დიასამიძე,მიხეილ კედია,გიორგი კვინიტაძე,ალექსანდრე ნიკურაძე და სხვ. აფხაზები//ვლადიმირ ემხვარი და სხვ.//. აზერბაიჯანელები//აზად ბეი,ხასან ბეი ალიევი// და ჩრდილოკავკასიელები//გაიდარ ბამატი,ალიხან კანტემირი// ემიგრანტები,ზოგჯერ კი დასავლეთებროპელი პოლიტიკოსები//ანრიკო ისაბატო და სხვ//.

 

           ამ ჟურნალის პირველ ნომერში გაიდარ ბამატის წერილში 1918 წლის მაისი-1937 წლის მაისი შეიძლება წავიკითხოთ:

                   “კავკასიელი ერების სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა იჭედებოდა და ომის ჭექა-ქუხილში და რევოლუციურ მღელვარებებში. ვთქვათ რომ ხანმოკლე იყო ჩვენი სიხარული,ვაღიაროთ რომ ისტორიული ბედის სურვილით და ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომების გამო კავკასია ისევ აღმოჩნდა რუსეთის მახრჩობელა ციხეში. 

            მაგრამ ვერაფერი გააჩერებს დაუნდობელი ისტორიის მსვლელობას. 

               ვერაფერი მოკლავს ჩვენი ხალხების სულს. ვერაფერი დაადამბლავებს მათ შეურიგებელ სწრაფვას დამოუკიდებლობისკენ. 

          მსოფლიო არაა დაზღვეული ახალი ორომტრიალისგან. მას  ელიან მომავლის რწმენით სავსე კავკასიელი ხალხები.

          კავკასია ისევ მოიპოვებს დამოუკიდებლობას”. 

             ჟურნალის იმავე ნომერში დაბეჭდილ წერილში “პოლიტიკური არაბესკები” ცნობილი ქართველი მეცნიერი ზურაბ ავალიშვილი წერს:

                   “ბალტიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის საკითხი გადაწყდა ისე რომ არ გახდა საჭირო მათი გაერთიანება ერთ სახელმწიფოდ. 

              კავკასიის რესპუბლიკებმა კი ვერ შეინარჩუნეს მათი დამოუკიდებლობა. პოლიტიკურმა,სამხედრო და ეკონომიკურმა დაქსაქსულობამ  მათ დიდი ზიანი მოუტანა…

                რა ფორმაც არ უნდა მიიღოს მათმა გაერთიანებამ ამ გაერთიანების მიზანია კავკასიელი ხალხების საუკეთესოდ დაცვა და მათი გადარჩენა შინაომებისგან და არეულობისგან.

           ამ მიზნით კავკასიელი ხალხები ალბათ გარკვეულ ფარგლებში დაემორჩილებიან საერთოკავკასიური სახელმწიფოებრიობის დისციპლინას”.

             

 1937 წელს “კავკასიის” მეორე ნომერში დაიბეჭდა გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი ვლადიმერ//ლადო// ახმეტელის წერილი “აკციონს-კავკასიელი ერების პროგრამა”.

     მასში მკაფიოდაა განსაზღვრული ჟურნალის პროგრამა და მიზანი-კავკასიელების გაერთიანება და ერთიანი კონფედერატული სახელმწიფოს შექმნა.

მისი ავტორი წერს:

           ” ყველა კავკასიელ ხალხს ახსოვს არაკი რომელიც აღბეჭდილია ქართულ მატიანეში “ართლის ცხოვრება”. 

          ამ არაკის თანახმად ჩვენი ხალხები,კავკასიელი ხალხები მოდიან საერთო წინაპრებისგან. 

მათი სრული გაერთიანების მტკიცე საფუძველია გაეოპოლიტიკური პირობების მიერ განსაზღვრული სართო ისტორიული ცხოვრება,თემური სიახლოვე. 

               რა ხალხები არ მოდიოდნენ ჩვენი საერთო სამშობლოს დასაპყრობად!…

ისინი ზოგჯერ ახერხებდნენ ამას. ისინი დროებით იპყრობდნენ ჩვენს მიწებს და იმონებდნენ მოსახლეობას. მათ უთანხმოებები შეჰქონდათ კავკასიელ ხალხებში. ისინი იწვევდნენ ძმების სისხლისმღვრელ შეჯახებებს.

მიუხედავად ამისა უხსოვარი დროიდან კავკასიაში მცხოვრებმა თემებმა დღემდე შეინარჩუნეს როგორც რასიული თავისებურებები ისე თავისი ენები,ზნე-ჩვეულებები და ტრადიციები.

                 სამშობლოს სიყვარულმა ისინი შეაჩვია აზრს რომ საერთო კავკასიური სახელმწიფოს შექმნა აუცილებელია. 

                 ჩვენმა ბრძენმა ილია ჭავჭავაძემ,რომლის დაბადებიდანაც ას წლისთავს ჩვენ ეხლა ვზეიმობთ, კავკასიელ ერებს მიმართა ჩვენ ან ერთად დავიღუპებით ან ერთად გავიფურჩქნებით.

             ამდენად,ემიგრაციაში გამომავალი კავკასიური პრესის მთავარი ამოცანა იყო კავკასიური პოლიტიკური ორგანიზაციების პოზიციების დაახლოება  და მათი გაერთიანება საერთო მიზნისთვის საბრძოლველად.

მეორე მსოფლიო ომის დაწყება და კავკასიელი პოლიტემიგრანტების პოზიცია:

კავკასიელ პოლიტემიგრანტთა რადიკალურად განწყობილი ნაწილის აზრით კავკასიის განთავისუფლება შესაძლებელი გახდებოდა მხოლოდ გერმანიის მიერ საბჭოთა კავშირის დამარცხების შემთხვევაში. ამიტომ პარიზში და ბერლინში შეიქმნა კავკასიელ ემიგრანტთა პროგერმანული ორგანიზაციები.

უკვე 1937 წლის 30 იანვარს ქართული პატრიოტული ორგანიზაცია “თეთრი გიორგის” საფუძველზე შეიქმნა ორგანიზაცია “საქართველოს ფაშისტური დარაზმულობა” რომელსაც სათავეში ჩაუდგა ვერმახტის პოლკოვნიკი//1944 წლიდან გენერალი// შალვა მაღლაკელიძე. ორგანიზაცია გამოსცემდა ჟურნალს “ქართლოსი”. ორგანიზაციის მოქმედების პროგრამა და მიზნები გადმოცემულია იმავე წელს პარიზში გამოცემულ წიგნში “მოქმედების და ბრძოლის დებულებები”.

მის მე-14 პუნქტში ვკითხულობთ   : ” საქართველო და კავკასია არის ერთიანი მთლიანობა და კავკასიის ხალხთა მჭიდრო კავშირი აუცილებლობაა. დღეს უკვე აღარავინ კამათობს რომ საქართველო და კავკასია ერთიანი მთლიანობაა როგორც გეოგრაფიულად ისე პოლიტიკურად,
ეკონომიკურად და კულტურულად. 

                 ამაზე მეტყველებს კავკასიის როგორც ძველი ისე ახალი ისტორია- აქედანაა შესაბამისი დასკვნა- კავკასიის ხალხთა მჭიდრო კავშირი აუცილებელია”.

კავკასიელ ემიგრანტთა მემარჯვენე რადიკალური ნაწილი მოქმედებდა პრინციპით “ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია” და ის აღფრთოვანებით შეხვდა გერმანიის მიერ ომის დაწყებას საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ.

ზოგ რადიკალს ჰქონდა მათი სამშობლოს ბოლშევიკური რეჟიმისგან განთავისუფლების იმედი და ისინი გერმანელების მხარეზე,მათთან ერთად ომში ჩაებნენ უკვე 1941 წლის 22 ივნისს.

ცნობილი ქართველი ემიგრანტი მიხეილ ქავთარაძის//1906-2008// მოგონებებში აისახა იმდროიმდელ ქართულ და კავკასიურ პოლიტიკურ ორგანიზაციებში გავრცელებული ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებები.

აი რას წერს ამის შესახებ მ.ქავთარაძე:

ომის დაწყებას ქართველები სხვადასხვანაირად შეხვდნენ: ზოგი აღფრთოვანებული იყო,ზოგი ეჭვით უყურებდა ამას და ზოგიც დაიბნა.

გერმანია შეეჯახა ძალას რომლის დამხობაც იყო ჩვენი სამშობლოს თავისუფლების აუცილებელი წინაპირობა.

          იყვნენ ემიგრანტები რომლებიც ოცი წელი იბრძოდნენ  სამშობლოს თავისუფლებისთვის და რომლებმაც ამ ოცი წლის მანძილზე ვერ მოახერხეს ნამდვილი მოკავშირის პოვნა. 

მაგრამ როდესაც რუსეთს შეუტია გერმანიამ რომელიც იყო ჩვენი ერთადერთი შესაძლებელი მოკავშირე,რუსეთის იმპერიის დაშლაში დაინტერესებული ერთადერთი ძლიერი ქვეყანა, ზემოთ  ნახსენებმა ქართველებმა მომხდარი ჩათვალეს ჩვენთვის უარყოფით მოვლენად.

   ამის მიზეზი ის იყო რომ მაშინდელ გერმანიას მართავდა არასიმპატიური რეჟიმი და,ამას გარდა,ეს გერმანია რუსეთის გარდა ეომებოდა ჩვენთვის საკმაოდ სიმპატიურ დემოკრატიულ ქვეყნებს.”

უნდა ითქვას რომ დევნილი მთავრობის წარმომადგენლები და სოციალ-დემოკრატიული პარტიის გამოჩენილი მოღვაწეები კატეგორიულად უარყოფდნენ გერმანელებთან თანამშრომლობას.

               1940 წლის 14 თებერვალს პარიზში ქართველ სოციალ-დემოკრატთა ლიდერმა ნოე ჟორდანიამ  დამოუკიდებელი საქართველოს დევნილი დამფუძნებელი კრების წევრების წინაშე მკვეთრად დაგმო ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის ექსპანსიონისტური პოლიტიკა. მან განაცხადა:

     ” თავისუფალი ერების დამოუკიდებლობის ესოდენ იოლად მომსპობი გერმანული სახელმწიფო ვერ შეუწყობს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ჩვენი მომავალი დაკავშირებული იყო და იქნება დემოკრატიულ სახელმწიფოებთან ვინაიდან მხოლოდ ისინი ეპყრობიან პატივისცემით სხვათა თავისუფლებას.”

               ამ განცხადების გამო ნ.ჟორდანია დააპატიმრეს გერმანელების მიერ პარიზის ოკუპაციის შემდეგ.

            სულ სხვა პოზიცია ჰქონდათ ემიგრაციაში მყოფ გამოჩენილ კავკასიელ მეცნიერებს,პოლიტიკურ და სამხედრო მოღვაწეებს, რომელთა შორის იყვნენ ქართველებიც// ზურაბ ავალიშვილი,შალვა ამირეჯიბი,ვლადიმირ ახმეტელი,ლეო კერესელიძე,გიორგი კვინიტაძე,შალვა მაღლაკელიძე,მიხეილ წერეთელი და სხვ.//.

                  მათ გერმანიაზე ორიენტაცია აიღეს და “გამარჯვებული მესამე რაიხის” შემადგენლობაში ქართული სახელმწიფოს ადგილზე ფიქრი  დაიწყეს მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე.

             ეს ქართველები იმედოვნებდნენ რომ გამარჯვების შემთხვევაში გერმანია დაეხმარებოდა კავკასიის ხალხებს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაში. მაგრამ უნდა ითქვას რომ მაშინ გერმანიაში არსებული ნაცისტური რეჟიმი სამწუხაროდ არ აძლევდა მყარ საფუძველს  ამ იმედს.ი

                      მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირს და სტალინურ რეჟიმს ებრძოდნენ არა მარტო რადიკალურად განწყობილი კავკასიელი ემიგრანტები. იყო რუსეთის განმანთავისუფლებელი არმიაც რუსი გენერალი ვლასოვის ხელმძღვანელობით. ამ რუსებს უნდოდათ ბოლშევიზმისგან თავისუფალი რუსული სახელმწიფოს აღდგენა.

            მაგრამ ეს უკვე ცალკე განხილვის საგანია.

               სამწუხაროდ დავიწყებული დიდად საინტერესო ამბავი// ნაწყვეტი ედუარდ აბრამიანის წიგნიდან “დავიწყებული ლეგიონი”//:

             “საფრანგეთის,ბელგიის და ნიდერლანდების სომხური და ქართული ემიგრაციების ხელმძღვანელებმა 1936 წლის მაისიდან გამოაცხადეს ანტისაბჭოთა სომხურ-ქართული კავშირი რომელსაც ჰქონდა თავისი ორგანო “სომხურ-ქართული უნიონი”. ეს გამოცემა გამოდიოდა პარიზში რუსულ,სომხურ და ქართულ ენებზე. 

             კავშირი აწყობდა ერთობლივ ღონისძიებებს.

                  ასე მაგალითად 1936 წლის 24 მაისს პარიზის სომხურ ეკლესიაში “რიუ გუჟან”,  სომხეთის გარდაცვლილი ეროვნული გმირი მხედართმთავარი ანდრანიკის ხსენების დღეს  ერთობლივი პანაშვიდი გადაუხადეს თავისი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლის ველზე დაცემულ სომეხ და ქართველ მეომრებს. პანაშვიდს დაესწრო  ქართველთა ასკაციანი დელეგაცია ყველა თავისი მიმდინარეობით და ჯგუფებით.

              ლიტურგიის დროს გალობდა შესანიშნავი სომხური გუნდი. 
    
            ამის შემდეგ დაიწყო პანაშვიდი და სომხური გუნდის ადგილი დაიკავა ქართულმა გუნდმა. 

             სომხურ ეკლესიაში ისმოდა სამხმიანი ქართული გალობა. 

           მლოცველ სომხებში გაისმა მოგუდული ქვითინი.

                     ღრმად მოხუცმა ეპისკოპოსმა კიბარიანმა,რომელიც წირვის დროს ხელმძღვანელობდა სომეხ სასულიერო პირებს,მღელვარებისგან ათრთოლებული ხმით თქვა:

            ” უფალო,რა მესმის მე სომხურ ეკლესიაში?!  ჩვენი ძველი ძმები ქართველების ხმა!  რატომ ვიყავით ამდენ ხანს დაშორებულნი ერთმანეთს? რას ვაკეთებდით აქამდე? 

                პანაშვიდის დამთავრების შემდეგ ეკლესიიდან ქუჩაში გამავალ სომეხთა და ქართველთა უზარმაზარი ბრბო დიხანს არ იშლებოდა. სომხები და ქართველები  საუბრობდნენ და განიხილავდნენ ამ შესანიშნავი,პირველი სომხურ-ქართული საეკლესიო შეხვედრის მნიშვნელობას.

         ახალგაზრდობა მათ შორის ავრცელებდა ბიულეტენს სომხურ-ქართული გაერთიანების დეკლარაციით.  

            იმავე დღეს,საღამოს, პარიზის ერთ-ერთ რესტორანში შედგა სომეხ და ქართველ მებრძოლთა ერთობლივი მეგობრული ბანკეტი.

        ორივე მხარემ თქვა მრავალი სიტყვა და წინადადება.

            ყოველთვიური გამოცემა სომხურ-ქართული უნიონი წერდა რომ სომხურ-ქართულ სუფრაზე მეფობდა მარადიული ძმობის,გამორჩეული გამოცოცხლების და კმაყოფილება-სიამოვნების სულისკვეთება.

            1941-1945 წლების მოვლენების მონაწილეთა ძირითადი ნაწილი მოქმედებდა ოკუპირებული აღმოსავლური ტერიტორიების სამინისტროს ეროვნულ კომიტეტებში. თავისი საქმიანობით ისინი ხელს უწყობდნენ სომეხთა და ქართველთა ძმური ურთიერთობების განმტკიცებას საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში.

           კავშირი მოქმედებდა მოკავშირეების მიერ საფრანგეთის განთავისუფლებამდე. 

                აღვნიშნავთ რომ საფრანგეთის სომხური პროგერმანული ორგანიზაცია ვიგენ შანტის ხელმძღვანელობით საფრანგეთის ოკუპაციამდე ქართველებთან ერთად გერმანულ დაზვერვას გადასცემდა ცნობებს ქვეყანაში არსებული ვითარების და სამხედრო ობიექტების შესახებ

           საბოლოო ანგარიშით ეს ჯგუფები //ყოველი 300-400 კაცის შემადგენლობით// მსახურობდნენ სდ-ში და აბვერში.”

         კავკასიის ბუნების უკეთ გასაგებად გავეცნოთ გამოჩენილი კავკასიოლოგის,მრავალი ნაშრომის ავტორი ნატალია გიორგის ასული ვოლკოვას //1931-1997// ზოგ მოსაზრებასაც.

           მის მიერ ჩაწერილი გადმოცემების თანახმად წოვა თუშები არიან ინგუშეთიდან  საქართველოში რელიგიური მიზეზების გამო გადასახლებული ინგუშები. 

          მათ აძალებდნენ ქრისტიანობის უარყოფას და მაჰმადიანობის მიღებას. ისინი არ დათანხმდნენ და გადასახლდნენ საქართველოს მთებში. 

              სხვა ვერსიით ინგუშეთში,სადაც ცხოვრობდნენ წოვა-თუშების წინაპრები,მცირემიწიანობის პრობლემა იყო.  ამიტომ მათ გადაწყვიტეს  ახალი,დასახლებისთვის ვარგისი მიწების ძიება. 

        ადგილს,საიდანაც ისინი წავიდნენ ერქვა ვანი //ვაპი//.

           წოვა თუშების ჩრდილო კავკასიიდან გადასახლების ისტორიას ნ.ვოლკოვა იწერდა საველე ექსპედიციების დროს თვითონ წოვა-თუშების სიტყვებიდან:

          “ჩვენ,წოვები,ქართველები ვართ,მაგრამ წარმოშობით ქისტები ვართ და ჩვენი ენა ენათესავება ქისტურ ენას.  დღეს წოვები ვართ თუშების ნაწილი,მაგრამ სხვა,დასავლეთის მხარიდან,ქვეყანა ღალღაიდან მოსულები.

     ღალღაები საქართველოს მთებში გადასახლდნენ მაშინ როდესაც შაჰ აბასმა მოინდომა ყველა მთიელის გამაჰმადიანება.”  

           ნ. ვოლკოვას თქმით წოვა-თუშების წინაპრები საქართველოში გადასახლდნენ ჯეირახის //ჯარიახის// ხეობაში  სოფელი ერზის ახლოს მდებარე ადგილიდან ვაბი//ვაპი//. 

              რუსი ეთნოგრაფი ნ. ვოლკოვას თქმით ჩეჩნეთის მაისტის საზოგადოების მოსახლეობა ოდესღაც ენით და კულტურით ახლოს იყო ქართველებთან და წარსულში ქრისტიანი იყო. 

             მეტიც,ჩეჩნურ სოფელში როშნიჩუ რესპონდენტთა სიტყვებიდან ნ.ვოლკოვამ ჩაიწერა თქმულება რომლის თანახმადაც საზოგადოება მალხისტის ჩეჩნები არიან ქართველი მთიელების,ხევსურების შთამომავლები. ხევსურეთიდან გადასახლებულ ქართველთა//ხევსურთა// შთამომავლები.

           ხევსურეთიდან გადასახლებულ ხევსურთა შთამომავლებად თვლის ნ.ვოლკოვა ასევე მეცხალის ხეობის ინგუშური სოფელი შუანის მკვიდრებსაც

                 სხვათა შორის ვაინახები //ჩეჩნები// ხევსურთა მეზობელ ფშავებს უწოდებენ “შუო”.  

          ნ.ვოლკოვას მიერ ჩაწერილი ინგუშური თქმულების თანახმად ინგუშეთიდან  საქართველოს მთებში გადასახლებული წოვა თუშები ქართველი ხევსურების ნათესავები იყვნენ. 

                           თითქმის იგივეს ყვება  ძველი ისტორიების და გადმოცემების მცოდნე,1928 წელს დაბადებული ადამ ალექსის ძე ჩახროშვილი.

           ეს თქმულება მან კარგად იცის ბავშვობიდან,ის მას არაერთხელ მოუსმენია მოხუცებისგან:

           6 მწყემსი რამოდენიმე ქართული სოფლიდან//5 ქიზიყიდან და 1 გვარად ტურაშვილი სოფელი მატანიდან// მსუყე საძოვრების ძიებაში წავიდნენ ფშავში,გომეწარის ხეობაში,სადაც გაჩერდნენ კიდეც. ფშავში მწყემსებს შეუერთდა კაცი გვარად შველური რომელმაც მათ მოუთხრო ინგუშეთში,
ჯეირახის ხეობაში მდიდარი საძოვრების შესახებ.

      შვიდმა ქართველმა მწყემსმა თავისი ოჯახებით და ფარებით გადაწყვიტეს ბედის ცდა და გადავიდნენ ინგუშეთში. მათ შეუერთდა კიდევ ერთი ადგილობრივი მკვიდრი.

                  ასე მოხდა რომ ერთ ინგუშურ სოფელში გაჩნდა 8 ახალი გვარი//მათ შორის 7 ქართული გვარი//.

                         მათი წარმომადგენლები მალე ასიმილირებული იქნენ,შეერივნენ ადგილობრივ მკვიდრებს.

             ქართველი მწყემსების შთამომავლებისთვის მშობლიურ ენად იქცა ინგუშური ენა.  მაგრამ ინგუშეთში დიდი ხნის ცხოვრების მიუხედავად ქართველ ემიგრანტთა შთამომავლებს მუდამ ავიწროებდნენ ადგილობრივი მკვიდრები რომლებიც უკმაყოფილოები იყვნენ იმით რომ მოსულები თავისი ოჯახებით სარგებლობდნენ მათი საძოვრებით და დამკვიდრდნენ მათ მიწაზე.

              ამიტომ ქართველი მწყემსები გადავიდნენ ჩეჩნეთში. რამოდენიმე საცხოვრებლის გამოცვლის შემდეგ წოვა-თუშების წინაპრები ბოლოს და ბოლოს დამკვიდრდნენ იტუმ კალეში. 

               რამოდენიმე ხნის შემდეგ კი წოვა-თუშების წინაპრები გადავიდნენ თუშეთის პირიქითა საზოგადოებაში და განსახლდნენ სოფლებში გირევი,ჭონთიო და ჭიღო. შემდეგ ისინი იქიდანაც აიყარნენ და გადავიდნენ წოვათში.        

           მოკლედ საუკუნეების მანძილზე კავკასიელები მოძრაობდნენ მთელ კავკასიაში.  ქართველი მარსაგიშვილების და ინგუში მალსაგოვების ნათესაობა, გვარები ჩერქეზიშვილი, აფხაზი, აფხაზავა, ჩაჩანიძე და ა.შ., აფხაზური გვარი აგრბა ქართულად მეგრელიშვილია// ქართველები აფხაზებს აფსუებს უძახიან და აფხაზები მეგრელს უძახიან აგრუას//, ბალყარეთში ქართული წარმომავლობის გვარი ებზევების არსებობა და ა.შ. მოწმობს იმაზე რომ ისინი ახერხებედნენ დამკვიდრებასაც.  არსებობენ წარმოშობით ქართველი ჩრდილოკავკასიელები და არსებობენ წარმოშობით ჩრდილოკავკასიელი ქართველები. სომეხი ორბელიანები დიდი სომეხი ისტორიკოსი სტეფანოზ ორბელიანის თქმით წარმოშობით გიორგი მესამის დროს//დემნას აჯანყების ჩახშობის შემდეგ// სომხეთში გაქცეული ქართველი ორბელიანების შთამომავლები არიან. არის პირიქით შემთხვევებიც.

   უძველეს კავკასიელთა,პალეოკავკასიელთა, იბერიელ-კავკასიელთა//ქართველები,ჩერქეზები, ჩეჩენ-ინგუშები,დაღესტნელები// და კავკასიელთა ასეთი გადაადგილება მთელ კავკასიაში და შერევა და ამ პროცესების ცოდნა აადვილებდა ფიქრს საერთო კავკასიური გაერთიანების შესახებ.

———————————————————————————————————————————

P.S.

            დიდი კავკასიური გაერთიანების შექმნის ქრონოლოგიურად ბოლო მცდელობა იყო 1992 წელს. ამ წლის დასაწყისში ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ჯოხარ დუდაევმა და საქართველოს პრეზიდენტმა ერთად მოუწოდეს დამოუკიდებელი კავკასიური სახელმწიფოების კავშირის მშენებლობისკემ.

               მაშინ ერთ-ერთმა ჩერქეზულმა რესპუბლიკამ,ყაბარდო-ბალყარეთმა, დაუყოვნებლივ გამოთქვა პროტესტი და განაცხადა რომ სურს დარჩენა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.

             1992 წლის აპრილში გროზნოში ტარდებოდა მოლაპარაკებები აზერბაიჯანის მაჰმადიან მოღვაწეებთან და განიხილებოდა ფართო პანკავკასიური კავშირის შექმნის შესაძლებლობა.

          სექტემბერში გროზნოში ჩატარდა მრგვალი მაგიდა რომელზეც იხილებოდა “ერთიანი კავკასიური სახლის”
  შექმნის საკითხები. მრგვალ მაგიდაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი ზ.გამსახურდია,აზერბაიჯანის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე და აზერბაიჯანის მუფტი. სტუმართა შორის იყო ლიტვის დელეგაცია. მიღებული იქნა შესაბამისი დოკუმენტები.

          ეს რა თქმა უნდა ეწინააღმდეგებოდა მოსკოვის გეგმებს. 1980-ანი წლების ბოლოს გამოქვეყნდა საბჭოთა დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი აკადემიკოსი სახაროვის სახელით შემუშავებული დოკუმენტი-ევროპისა და აზიის საბჭოთა რესპუბლიკების კავშირის პროექტი, საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი მ.გორბაჩოვი და მის უკან მდგომი ძალები მიზნად ისახავდნენ საბჭოთა კავშირის გადაკეთებას სწორედ ევროპისა და აზიის საბჭოთა რესპუბლიკების კავშირად.

             ამ კავშირში რა თქმა არ ყოფილა ადგილი კავკასიური თანამეგობრობისთვის. სამაგიეროდ ადგილი იყო კრემლის სამხედრო მანქანის მიერ დაცული ვითომ დამოუკიდებელი აფხაზეთისთვის,სამხრეთ ოსეთისთვის,ყარაბაღისთვის და ა.შ. გორბაჩოვი სახაროვის პროექტით ანგრევდა კავკასიას და ამ მისი პროექტის განსახორციელებლად კრემლმა მოკლა დუდაევიც და გამსახურდიაც.

          ჩრდილო კავკასიაში ტროას ცხენი იყო ყაბარდო-ბალყარეთის უნივერსიტეტის მეცნიერული კომუნიზმის პროფესორი, კგბს ინფორმატორი და ანალიტიკოსი იური //მუსა//შანიბოვი. 

             ის კგბს თვლიდა დემოკრატიულ და პროგრესულ ძალად და ნალჩიკის უნივერსიტეტში,თავის კაბინეტში მას ეკიდა ანდროპოვის პორტრეტი.

          კგბმ სწორედ ეს ბოდიში პროფესორი  გადააქცია ჩრდილო კავკასიის ერთ-ერთ უდიდეს ფიგურად.

         მისი ხელმძღვანელობით მოქმედებდა მშვიდობიანი ქართველების სისხლს ღვრიდა აფხაზეთში კავკასიის მთიელი ხალხების კონფედერაციად წოდებულ ბანდათა ერთობლიობა რომელმაც თავის დედაქალაქად სოხუმი გამოაცხადა.

         ამან და საქართველოს დიპლომირებული და ზედიპლომირებული წრეების უტვინობამაც დაასამარა კავკასიის ერთიან დამოუკიდებელ ერთეულად გაერთიანების კიდევ ერთი ტიტანური მცდელობა.

                  მაგრამ იმედია რომ ეს მცდელობა კიდევ განმეორდება.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s