სტეფან ცვაიგის ადამიანები და ბედი

 

8726247464_68b43011be_o

1.

ევროპული ბიბლიოთეკა, სტეფან ცვაიგის ადამიანები და ბედი//Hommes et destins de Stefan Zweig// ხელოვნება მუდამ ერთია  და ყველაფერი რასაც ის აძლევს ფორმას მუდამ მოქმედებს, მუდამ ახლოა, მკვდარიც კი არ ქრება საბოლოოდ და რომანტიზმის მუსიკა ისევ გვხიბლავს. მარატ რობესპიერის მხეცობების მიერ გაგიჟებულ პოეტთა სწრაფვა ისევ აქტუალურია…

 

გამოჩენილმა ავსტრიელმა მწერალმა, დრამატურგმა,ჟურნალისტმა და ბიოგრაფოსმა სტეფან ცვაიგმა//1881-1942// დაწერა შესანიშნავი ნაშრომი «ადამიანები და ბედი ». დავაკვირდეთ.

ხელოვნების მაღალ დონეზე, უფრო კი მწვერვალზე აღარაა სუბიექტი, ობიექტი, შიგთავსი და შინაარსი, არის  მხოლოდ აბსოლუტური ოსტატობა  რომლის პირისპირაც აღარა აქვს მნიშვნელობა  ყველაზე ბანალური რამეა დახატული თუ ყველაზე რაფინირებული.

ხელოვანის ოსტატობას ყველაზე ბანალური  მატერიალური რამეც აყავს უმაღლეს, სრულყოფილების სფეროში // რაც ერთი და იგივეა ყველაფრისთვის//.

ვან გოგის მიერ დახატული გლეხის დახეული ჩექმა, ობზემას ხე, დიურერის ია, სეზანის ვაშლი, ყველაფერი გამსჭვალულია დინამიზმით, ჩვენ ვხედავთ ტრივიალურობის გარდაქმნის სასწაულს და არა ტრივიალურობას.

ცვაიგმა  სახელგანთქმული ნოველების და რომანების გარდა დაწერა ნაკლებად ცნობილი მაგრამ ასევე წასაკითხი წერილები, წინათქმა-წინასიტყვაობები, მოხსენებები, ნეკროლოგები და ა.შ.

მან დაწერა ბიოგრაფიებიც ადამიანებისა რომელთაც პირადად იცნობდა ან არა. სამწუხაროდ არ არიან ბოდლერი და ქალები,მაგრამ მაინც დიდი დოკუმენტია.

ეს წიგნი ფრანგულად 2000 წელსაც გამოიცა, გავიცნოთ ფრანგულიდან თარგმნილი ზოგი ბიოგრაფია….

 

 

http://leschroniquesculturelles.com/2013/05/11/hommes-et-destins-de-stefan-zweig/

ევროპელები ფრანსუა რენე დე-შატობრიანი // François-René de Chateaubriand.1768-1848//, ფრანგიწერალი და პოლიტიკოსი, ითვლება ფრანგული რომანტიზმის ერთ-ერთ წინამორბედად, ფრანგული ლიტერატურის ერთ-ერთი დიდი სახელი//ვიკიპედია//.

   ყოველი დიდი ძვრის,ომის თუ რევოლუციის დროს ხელოვანი იოლად აყვება ხოლმე ბრბოს ენთუზიაზმს.

მაგრამ საერთო ოცნების დაკონრეტება-განხორციელების კვალდაკვალ ამ ოცნების მქონე პიროვნება აწყდება რეალობას და ფხიზლდება.

ევროპელმა პოეტებმა მე-18 საუკუნის ბოლოს დაინახეს პირველად თუ რა ემართება სოციალურ თუ ეროვნულ იდეალს როდესაც ადამიანები ახორციელებენ მათ.

ინტელექტუალი ახალგაზრდობა და მწიფე ასაკის ადამიანებიც თავდავიწყებით გადაეშვნენ საფრანგეთის რევოლუციაში.ნაპოლეონის ეპოპეაში, გერმანულ ერთიანობაში, ქურებში, სადაც ჩადნა ხალხის მგზნებარე ნება.

კლოპსტოკი,შელი, ბაირონი  გახარებულები არიან.

ბოლოს და ბოლოს განხორციელდება რუსოს ოცნება ადამიანთა თანასწორობაზე, ტირანიის ნანგრევებზე გაჩნდება ახალი საყოველთაო-უნივერსალური რესპუბლიკა, ციდან ჩამოფრინდება და ფრთებს გაშლის ბრწყინვალე თავისუფლება…

მაგრამ რეალობასთან შეჯახებამ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო მეოცნებეები .

განმანთავისუფლებლები გადაიქცნენ მკვლელ ტირანებად,ხალხი გადაიქცა ბრბოდ და ძმობა გადაიქცა გასისხლიანებულ ხმლად.

საუკუნის ამ პირველი იმედგაცრუებიდან გაჩნდა რომანტიზმი.

ძვირად გიჯდება ოცნებით დაკმაყოფილება როდესაც იზიარებ სხვათა იდეებს.

ეპოქას ქმიან ამ იდეების განმახორციელებელი რობესპიერები,ნაპოლეონები, გენერლები, დეპუტატები.ისინი იპყრობენ ძალაუფლებას.

სხვები კი გმინავენ და მოთქვამენ ამ ტირანების უღელქვეშ.

ბასტილია შეცვალა გილიოტინამ.

იმედგაცრუებულები ქედს უხრიან დიქტატორულ ნებას და სასტიკ სინამდვილეს.

აზრსა მოქმედებას შორის მოლაყლაყე რომანტიკოსებს, ჰამლეტის შვილიშვილებს,  არც  სხვების დაჩოქება უნდათ და არც ქედის მოხრა.

მათ უბრალოდ უნდათ ოცნების გაგრძელება, განუწყვეტლად ოცნება სამყაროზე სადაც სიწმინდე ხელუხლებელი დარჩა, სადაც იდეები იღებენ გმირულ ფორმას.

და ასე ისინი სულ უფრო და უფრო  შორს გაურბიან თავის ხანას.

და.მიუხედავად ამისა, როგორ უნდა გაექცნენ და საით უნდა უნდა გაიქცნენ ?

ნახევარი საუკუნით ადრე  რევოლუციის მამა რუსო წინასწარმეტყველურად მოუწოდებდა ბუნებასთან დაბრუნებისკენ.

მაგრამ ბუნება რუსოს თანახმად, და მისმა მოწაფეებმა ეს ისწავლეს, არის მხოლოდ წარმოსახვითი კონცეპტი, სულის კონსტრუქცია.

მისი ბუნება,იდეალური მარტოობა, მოსპო საფრანგეთის რესპუბლიკურმა დაყოფამ დეპარტამენტებად.

რუსოსთვის სასურველი უმანკო ხალხი უკვე დიდი ხანია რაც გადაიქცა სისხლიან ტრიბუნალთა ბრბოდ.

ევროპაში აღარ არსებობენ აღარც ბუნება და აღარც მარტოობა.

რომანტიკოსები ისევ გაურბოდნენ დარდს და უბედურებას.

მარადიულად მეოცნებე გერმანელებმა თავი შეაფარეს ბუნების ლაბირინთებს // ნოვალისი//, ზმანებებს, ზღაპარს//ე.ტ.ა. ჰოფმანი//, მითიურ საბერძნეთს// ჰიოლდერლინი//.

ნაკლებად  ეგზალტირებულმა ფრანგებმა და ინგლისელებმა არჩიეს ეგზოტიზმი. რუსოს «ბუნებას » ისინი დაეძებდნენ ზღვების და ოკეანეების გადაღმა,ცივილიზაციისგან  შორს. კარგ ადამიანს ისინი დაეძებდნენ ღმერთის დიდ ტყეებში, ინდიელ  იროკეზებში და ჰურონებში.ლორდი ბაირონი 1809 წელს საფრანგეთთან მეომარი თავისი სამშობლოდან წმინდა გმირობის საძებნელად გაიქცა ალბანელებში და ბერძნებში. შატობრიანმა თავისი გმირი გააგზავნა კანადას ინდოელებში, ვიქტორ ჰიუგომ განადიდა აღმოსავლეთი.

იმედგაცრუებულები, ისინი გარბოდნენ და თავისი რომანტიული იდეალის გახარებას ცდილობდნენ ხელუხლებელ მიწაზე.

მაგრამ მათ ყველგან მიქონდათ თავისი იმედგაცრუება. მათ ყველგან ჰქონდათ განკიცხულ ანგელოზთა ბნელი და ტრაღიკული გამომეტყველება. უბნელეს მელანქოლიაში ჩაფლულები,ისინი გაურბოდნენ მოქმედებას და იკეტებოდნენ ამაყ, ზიზღით სავსე მარტოობაში.

სინამდვილემ იმდენად გადარია რომანტიკოსები რომ ისინი ტრაბახობდნენ რომ  ჩაიდინეს ინცესტები და დანაშაულები რომლებიც არასოდეს ჩაუდენიათ.

ისინი იყვნენ ლიტერატურის პირველი ნევრასთენიკოსები და გრძნობის პირველი კომედიანტები.მათ უნდოდათ რომ  საინტერესოები ყოფილიყვნენ ლიტერატურის თვალსაზრისით და დგებოდნენ ნორმებს გარეთ.

მათმა პირადმა იმედგაცრუებამ,დადამბლავებულმა და მეოცნებე ხასიათმა გამოსცა შხამი რომელმაც დააავადა ახალგაზრდა ვაჟთა და ქალიშვილთა მთელი თაობა.

გაჩნდა საუკუნის ავადმყოფობა, დარდი, ნაღველი, მელანქოლია რომელიც მრავალი ათეული წლის შემდეგაც ტანჯავდა გერმანელ, ფრანგ, ინგლისელ ლირიკოს პოეტებს.  

ამ ემფატურმა გმირებმა განავითარეს მათი გრძნობა და მისცეს მას კოსმიური განზომილება.

ახალგაზრდობას ძალიან უყვარდა იმედგაცრუებული,განხიბლული,მელანქოლიური გმირები რენე,ელოიზა,ობერმანი, ჩაილდ ჰაროლდი, ევგენი ონეგინი რომლებიც არ ყოფილან და არ იქნებიან ნამდვილები მაგრამ რომელთა დეკლამაციური ლირიზმიც ესოდენ საამოდ ამაღლებს ვნებიან სულებს.

რამდენი ცრემლი დაიღვარა რენეს და ატალას სახელების გამო,რამდენმა უთანაგრძნო მათ მელანქოლიურ ბედს.

ჩვენ ყველაფერ ამას ვუყურებთ შორიდან,თითქმის ღიმილით, კრიტიკულად. ჩვენ ვგრძნობთ რომ ისინი აღარ შეადგენენ ჩვენი მეობის,ჩვენი ცხოვრების ნაწილს.

მაგრამ ხელოვნება მუდამ ერთია  და ყველაფერი რასაც ის აძლევს ფორმას მუდამ მოქმედებს, მუდამ ახლოა, მკვდარიც კი არ ქრება საბოლოოდ და რომანტიზმის მუსიკა ისევ გვხიბლავს. მარატ რობესპიერის მხეცობების მიერ გაგიჟებულ პოეტთა სწრაფვა ისევ აქტუალურია…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s