ცვაიგი ე.ტ.ა. ჰოფმანზე.

E.T.A. Hoffmann Selbstportrait.jpg

 

Эрнст Теодор Амадей Гофман

ევროპული ბიბლიოთეკა-ცვაიგი  ე.ტ.ა. ჰოფმანზე. დიდი  ე.ტ.ა. ჰოფმანი 240  წლის გახდა, იუბილეა,გილოცავთ.

ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანი (გერმ. Ernst Theodor Amadeus Hoffmann; 24 იანვარი1776კენიგსბერგი — 25 ივნისი1822,ბერლინი) — გერმანელი მწერალი და კომპოზიტორი.

სწავლობდა კენიგსბერგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, ბავშვობიდან მეცადინეობდა მუსიკასა და მხატვრობაში. თხზავდა მუსიკალურ ნაწარმოებებს, იყო დირიჟორი, რეჟისორი, თეატრის დეკორატორი1814 წლიდან ცხოვრობდა ბერლინში. ამ პერიოდში უკვე ცნობილი მუსიკის კრიტიკოსი, კომპოზიტორი და პირველი გერმანული რომანტიული ოპერისუნდინეს“ (1813) ავტორი იყო. ჰპფმანის პირველი ლიტერატურული ნაწარმოები მუსიკასთანაა დაკავშირებული. მისი მოთხრობებიკავალერი გლუკი“ (1809), იოჰან კრაისლერის, „კაპელმაისტერის მუსიკალური ვნებანი“ (1810), „დონჟუანი“ (1813) გაერთიანდა კრებულებშიკალოს სულისკვეთების ფანტაზიები“ (. 1-4, 1814-1815), რომელთა თემა იყო ხელოვნების ბედი და ადგილი თანამედროვე საზოგადოებაში.

ჰოფი იმთავივე წარმოდგა გერმანული რომანტიული სკოლის მნიშვნელოვან მწერლად. შემდგომ მოთხრობაშიოქროს ქოთანი“ (1814) და რომანშიეშმაკის ელექსირი“ (1816) წამყვანი თემა იყო ნათელი და ბნელი ძალების შეჯახება, სამყარო აისახა რეალურ და ფანტასტიურ პლანში. სატირული ინტონაციები გამოჩნდა მოთხრობებშითეატრის ერთი დირექტორის საოცარი ტანჯვა“, „ცინობერად წოდებული პატარა ცახესი“ (ორივე 1819), „ღამის მოთხრობები“ (. 1-2, 1817), კრებულშისერაპიონის ძმები“ (. 1-4, 1819-1821), „უკანასკნელი მოთხრობები“ (1825). ტრაგედიისა და კომედიის, სატირიზმისა და ლირიზმის, გროტესკისა და ხუმრობის ელემენტები შესანიშნავადაა შერწყმული დაუმთავრებელ რომანშიკატა მურის ცხოვრებისეული შეხედულებები“ (1820-1822). რომანშირწყილთა მბრძანებელი“ (1820) ჰოფმანი თავს დაესხა პრუსიის პოლიციურ რეჟიმს, რისთვისაც იგი სასამართლოს წინაშე წარსდგა და სიცოცხლის ბოლომდე პოლიტიკურად არასანდო პიროვნებად იყო მიჩნეული. მისი სატირა მიმართული იყო საერთოდ გერმანული აბსოლუტიზმის წინააღმდეგ, გამოდმებით ებრძოდა ფილისტერებს, პედანტებს, ბურჟუაზიულ უტილიტარიზმს, მაგრამ მისი ბრძოლა ჩაკეტილი იყო მისივე ფანტასტიკის, ზღაპრულ რომანტიულ სამყაროში, თუმცა ამავ დროს არც საკმაოდ ფხიზელი რეალისტური ხედვა აკლდა.

ჰოფმანი ავტორია ორი ოპერისაავრორა“ (1812), „უნდინე“, სიმფონიებისა და კამერული ნაწარმოებებისა. მისი ნაწარმოებებისოსტატი მარტინი და მისი შეგირდები“, „ცინობერად წოდებული პატარა ცახესის“, „პრინცი ქალი ბრამბილასსიუჟეტებზე შეიქმნა ოპერები. ჰოფმანის პოეტური სახეები გამოიკვეთა . შუმანის („კრაისლერიანა“), . ვაგნერის („მფრინავი ჰოლანდიელი“), . ჩაიკოვსკის („მაკნატუნა“), . . ადანის („ჟიზელი“), . დელიბის („კოპელია“) და სხვა. ჰოფმანის შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა . . ვებერზე, . შუმანზე, . ვაგნერზე და სხვა. ჰოფმანი გახდა . ოფენბახის („ჰოფმანის ზღაპრები“) და . ლაჩეტის („ჰოფმანი“) ოპერების გმირი// ვიკიპედია//.

 

 

ევროპული ბიბლიოთეკა, სტეფან ცვაიგის ადამიანები და ბედი//Hommes et destins de Stefan Zweig//

გამოჩენილმა ავსტრიელმა მწერალმა, დრამატურგმა,ჟურნალისტმა და ბიოგრაფოსმა სტეფან ცვაიგმა//1881-1942// დაწერა შესანიშნავი ნაშრომი «ადამიანები და ბედი ». დავაკვირდეთ.

სტეფან ცვაიგი  ე.ტ.აჰოფმანზე. დიდი ე.ტ.ა. ჰოფმანი 240  წლის გახდა, იუბილეა,გილოცავთ.

დიდი ფანტაზიაა აუცილებელი იმის წარმოსადგენად თუ რა უგემური იყო ე.ტ.აჰოფმანის ცხოვრება ბოლომდე.

ახალგაზრდობა პატარა პრუსიულ ქალაქში სადაც საათები მიდიოდა როგორც კომპასით დახაზული. მან უნდა ისწავლოს ლათინური და მათემატიკა, ისეირნოს ან უკრას. მას ძალიან უყვარს მუსიკა.

მოგვიანებით იქნება სადღაც პოლონეთის საზღვართან პრუსიელი მოხელის კაბინეტი.დოსიეები,დოსიეები,ოფიციალური ქაღალდების გაშავება უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.

მერე სასოწარკვეთილებისგან ცოლად ბატივით ტუტუცი ქალის მოყვანა. ამ ქალმა მისი ცხოვრება კიდევ უფრო უაზრო და აუტანელი გახადა.

ერთადერთი პატარა პაუზა :  2 თუ 3 წელი იყო თეატრის ხელმძღვანელი, ხმით და სიტყვით ციური თრობის  შესაძლებლობა.

მაგრამ ეს მხოლოდ 2 წელი გაგრძელდა. ნაპოლეონის კამპანიამ დაანგრია მისი თეატრი და ისევ კაბინეტი,ქაღალდები და აუტანელი პროზა.

მაგრამ ზოგჯერ კარგია ღვინო და ისიც ბევრს სვამს დაბალჭერიან სარდაფებში. და უნდა სვა მეგობრებთან, მგ. მდუღარე ტემპერამენტის და აღმგზნები სიტყვის მქონე მსახიობ დევრიენტთან ან სხვებთან, უბრალო, მდუმარე აპათიურ , შენი მჭერმეტყველების მსმენელ ადამიანებთან ერთად.

 ჰოფმანი ჯდებოდა ბნელ ოთახში მარტო და უკრავდა.

გაბრაზებული, ოფიციალური ფორმულარების მეორე მხრეზე ხატავდა  მწარე კარიკატურებს.

მან მოიგონა პროფესორების, ლეინტანტების, მოსამართლეების, მრჩევლების საზიზღარი რეალობისთვის უცხო არსებები.

ან კიდევ წერდა. წერდა წიგნებს და წერის დროს ოცნებობდა. თავის საზიზღარ ცხოვრებას მან აჩუქა ოცნება და ფანტასტიკური საშუალებები // მოგზაურობა იტალიაში. ლამაზი ქალები, უსასრულოთავგადასავლები//. ან კიდევ ღამ-ღამობით ღრეობის შემდეგ სასტიკი ხილვები რომლებშიც დაბნელებულ გონებაში ჩნდებიან ფანტომები და გროტესკული  ფიგურები.

წერდა საზიზღარი და ბანალური ცხოვრებიდან გასაქცევად.

წერდა ფულის საშოვნელად. ფული კი გადაიქცეოდა ხოლმე ღვინოდ და ღვინო-კი ფერად მომღიმარე ხილვებად.

ასე გახდა ჰოფმანი პოეტი ამის სურვილის,ამის ცოდნის, ამბიციის,ნამდვილი სიამოვნების გარეშე.

ის უბრალოდ  ანთავისუფლებდა მასში, ფუნქციონერში, მცხოვრებ მაგიურ,დიდი ფანტაზიის მქონე არსებას.

ბოლისაგან და ფანტასმაგორიული ფიგურებისაგან შემდგარი ჰოფმანის სამყარო უცხოა ფუნქციონერების და გორბაჩოვის დემოკრატების ამ მიწისთვის.

ეს სამყარო ზოგჯერ არის მხოლოდ სიტკბოება-მომხიბლაობა და  მისი ზღაპრები არის წმინდა,სრულყოფილი ზმანებები.

მაგრამ ზოგჯერ შუა ზმანებაში მას ახსენდება თავისი საზიზღარი ცხოვრება და ის ბოროტდება, იწყებს კბენას.

ის თავის მტანჯველ ტირან უფროსებს აქცევს მონსტრებად…

პრინცესა ბრამბილა ჰოფმანის ნახევრად რეალური ნახევრად ფანტასტიკური ქმნილებაა, ერთროულად  ცქვიტი და მწკლარტე,ფეერიული და ნამდვილი, სავსე უცნაური სიხარულით  რომელსაც ჰოფმანს გვრის ფიორიტურები.

თავის პერსონაჟებს ის უმატებს პატარა კუდს, რაღაც  მოსართავს რომლებიც აოცებენ მოუმზადებელ ადამიანს.

ედგარ ალან პომ გადაიღო ჰოფმანის ფანტომატური მხარე, მრავალი ფრანგი შთაგონებული იყო მისი რომანტიზმით.

მაგრამ მარტო ჰოფმანს ახასიათებს სიამოვნება დისონანსით,მძაფრი,მწვავე ნახევარტონებით, და ვინც კითხულობს. წიგნებს ისე როგორც უსმენენ მუსიკას სამუდამოდ დაიმხსოვრებს ამ ესოდენ განსაკუთრებულ ხმებს.

მისი თხზულებები  გაჟღენთილია უცნობი მტკივნეული რამით, ხმა ბრუნდება და იძენს დაცინვის,ტანჯვის აქცენტებს…სხვა ნაწერებს აქვთ დამსხვრეული ინსტრუმენტის ყურისწამღები დაუვიწყარი ხმა.

ჰოფმანი დაბადებული იყო დიონისური მხიარულებისთვის, მათრობელა გონიერებით ელვარებისთვის, რათა ყოფილიყო გამორჩეული, ხ  შეუდარებელი ხელოვანი,

მაგრამ მისი გული  ნაადრევად დანაყა ყოველდღიურობის ზეწოლამ.

ჰოფმანს არ შეეძლო წლების მიძღვნა დიდი,ბრწყინვალე, მხიარულებით ელვარე ნაწარმოებისთვის.

ის იძულებული იყო დაკმაყოფილებულიყო მოკლე,მაგრამ თავისი განსაკუთრებულობით  დაუვიწყარი ზმანებებით  რომლებიც შთააგონებენ სხვა ზმანებებს იმიტომ რომ ისინი შეფერილებია ისხლის წითლით,ნაღველას ყვითლით და შიშის შავით.

საუკუნეზე მეტი გავიდა და ჩვენს სულიერ სამყაროში ისევ ვხვდებით  ჰოფმანის სიმთვრალის ბურუსიდან თუ მისიფანტაზიის წითელი ღრუბლებიდან  გამოსულ,პერსონაჟებს რომელთაც ის უპირისპირდებოდა თავისი ხელოვნების წყალობით.

ვინც ამდენ ხანს გაძლო გაძლებს მუდამ.

ამქვეყნიურობის პროზაულობაზე ჯვარცმული ბეჩავი ჰოფმანი ეკუთვნის პოეტთა და მეოცნებეთა იმ ძმობას რომელმაც რევანში აიღო სასტიკ ცხოვრებაზე იმით რომ  მატერიალური რეალობა აღწერა უფრო მრავალფეროვნად და უფრო ფერადოვნად ვიდრე მას ხედავს ამ რეალობაში ჩაფლულ-ჩაძირული ადამიანი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s