ჯადოსანი მოცარტი

Description de cette image, également commentée ci-après
       

https://www.olrl.org/misc/mozart.shtml

მსოფლიო დონის ავტორიტეტული სპეციალისტების მტკიცებით მოცარტის მუსიკა ეხმარება ადამიანს ნებისმიერი ფსიქოლოგიური პრობლემის მოშორებაში. ის სუმჯობესებს მეტყველებას და სმენას.
 ევროპელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს რომ სწორედ მოცარტის მუსიკის მოსმენა აძლიერებს უკლებლივ ყველა მსმენელის გონებრივ შესაძლებლობებს მიუხედავად იმისა მოსწონთ მოცარტის მუსიკა მსმენელებს თუ არა.    
        კანადაში საგანგებოდ დაქირავებულ მუსიკოსთა კვარტეტები ქალაქის მოედნებზე უკრავენ მოცარტის მუსიკალურ ნაწარმოებებს. ამ იდეის ავტორების აზრით ეს აწესრიგებს ქუჩის მოძრაობას და ამცირებს ავარიათა რაოდენობას.
//ამან იქნებ საქართველოს ნორმალურ დემოკრატიზაციასაც შეუწყოს ხელი,საცდელია,გ.მ.//.

მთელი მსოფლიოს მეცნიერთა,ექიმთა და ფსიქოლოგთა დამოუკიდებელი გამოკვლევები ამტკიცებენ რომ ავსტრიელი კომპოზიტორი ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის (1756 – 1791 წწ.) ნაწარმოებები სხვა ყველა კომპოზიტორთა ნაწარმოებებთან შედარებით ადამიანებზე ახდენენ ბევრად უფრო ძლიერ გამაჯანსაღებელ ზემოქმედებას.

მეტიც,ამ კომპოზიტორის ნაწარმოებებს შეუძლიათ სრულებით წარმოუდგენელი რაღაცეების გაკეთება სრულებით სხვადასხვა სნეულებათაგან ადამიანების განკურნების თვალსაზრისით.

მოცარტის მუსიკა ახდენს ჩვენი ტვინის ყველა ბუნებრივი შესაძლებლობის მობილიზაციას”. (გორდონ შოუ,ნეირობიოლოგი და ფიზიკოსი ამერიკის შეერთებული შტატებიდან)
მოცარტის ძალა მიუწვდომელია სხვებისთვის.მისი მუსიკა ანთავისუფლებს სულს. მისი მუსიკის სამკურნალო თვისებები ისეთია რომ ისინი მოცარტს გადააქცევენ უდიდეს კომპოზიტორად უდიდეს კომპოზიტორებს შორის”. (ა..ტომატისი, წიგნიდანრატომ მოცარტი?”)

       მაშ რა არის საიდუმლო ამ ადამიანზე  ზემოქმედების უნივერსალური სპექტრის მქონე მკურნალი ენერგეტიკისა რომელიც აქვს მარტო მოცარტის მუსიკასროგორია სწორედ ამ მუსიკის საყოველთაოდ აღიარებული უნიკალური მკურნალი ეფექტისსაიდუმლო მექნიზმები?

ინტელექტის დონის კვლევის სტანდარტული ტექსტები აჩვენებენ რომ სწორედ მოცარტის მუსიკის მოსმენის შემდეგ მსმენელის ინტელექტი ძლიერდება.  

      ამერიკელ მეცნიერთა გამოკვლევებმა აჩვენა რომ მოცარტის მუსიკის მხოლოდ ათწუთიანი მოსმენა  საშუალოდ 8-10 ერთეულით ამაღლებს მსმენელის ინტელექტუალურ დონეს.

             ევროპელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს რომ სწორედ მოცარტის მუსიკის მოსმენა აძლიერებს უკლებლივ ყველა მსმენელის გონებრივ შესაძლებლობებს მიუხედავად იმისა მოსწონთ მოცარტის მუსიკა მსმენელებს თუ არა. 

                  5-წუთიანი მუსიკალური სეანსის შემდეგაც მსმენელებს შესამჩნევად უძლიერდებათ ყურადღების კონცენტრაცია.

           ალცჰეიმერის ავადმყოფობით დაავადებულები თავის ჩვევებს აუმჯობესებენ მოცარტის საფორტეპიანო  კონცერტის//ორი  ფორტეპიანოსთვის დო-მაჟორი//  რეგულარული მოსმენით. 

         მოცარტის მუსიკა როგორც არც ერთი სხვა უზარმაზარ გავლენას ახდენს მთელი რიგი სერიოზული დაავადებების,მათ შორის ეპილეფსიის,მკურნალობაზე. მეცნიერებმა ექსპერიმენტული გზით დაადგინეს რომ მოცარტის სონატების//განსაკუთრებით სონატა  კ 448-ის// ბგერები ამცირებენ ეპილეპტიური შეტევების რაოდენობას. 

              პროფესორი ჯონ ჯენკინსის //აშშ// მიერ ჩატარებულ ერთ-ერთ ექსპერიმენტში სერიოზული ნევროლოგიური დაავადებებით ავადმყოფ ადამიანებს ინდივიდუალურად მოასმენინეს მოცარტის ერთ-ერთი ნაწარმოების მხოლოდ ათწუთიანი ფრაგმენტი რის შემდეგაც პრაქტიკულად ყველა მსმენელს რაღაცა დროით გაუუმჯობესდა ხელების რთული მოძრაობები.

     შვედეთის კლინიკებში მშობიარეებს ასმენინებენ მოცარტის მუსიკას ვინაიდამ შვედი სწავლულები და ექიმები დარწმუნებულები არიან რომ სწორედ ეს მუსიკა დაეხმარა მათ მათ ქვეყანაში ბავშვთა ადრეული სიკვდილიანობის შემცირებაში. 

             მსოფლიო დონის ავტორიტეტული სპეციალისტების მტკიცებით მოცარტის მუსიკა ეხმარება ადამიანს ნებისმიერი ფსიქოლოგიური პრობლემის მოშორებაში. ის სუმჯობესებს მეტყველებას და სმენას. 

                     მრავალი წამყვანი სურდოლოგის//სმენის დეფექტების სპეციალისტების// მტკიცებით ჭამის დროს მოცარტის წყნარი მუსიკის ყოველდღიური მოსმენა ხსნის საჭმლის მონელების მრავალ პრობლემას და მსოფლიო ლოგოპედების აზრით მოცარტის მუსიკაში მაღალი სიხშირის ბგერების არსებობა მას ანიჭებენ ყველაზე უფრო ძლიერ სამკურნალო თვისებებს მთელ კლასიკურ მუსიკაში // მაღალი სიხშირის ჰარმონიზებული ბგერები ამაგრებენ საშუალო ყურის მიკროსკოპიულ კუნთებს. 3000-8000 და მეტი ჰც-ის სიხშირის ბგერები იწვევენ უძლიერეს რეზონანსს თავის ტვინის ქერქში რაც ხელს უწყობს მეხსიერების და აზროვნების გაუმჯობესებას. 

    მოცარტის შემოქმედების დიდ თაყვანისმცემლებს შორის არის სახელგანთქმული ექიმი-ოტოლარინგოლოგი ალფრედ ტომატისი //პარიზი,საფრანგეთი//.

              მისი ერთ-ერთი პაციენტი იყო ახალგაზრდა ჟერარ დეპარდიე-მომავალი სახელგანთქმული ფრანგი კინომსახიობი. მაშინ,1960-ანი წლების შუა ხანებში,სულ უცნობი მსახიობი ჩავიდა პარიზის დასაპყრობად და მას ამისთვის ექნებოდა ყველა შანსი რომ არა მეტყველების სერიოზული პრობლემები //ენის უძლიერესი ბორძიკი,ენაბლუობა// და მეხსიერების სირთულეები.  

        ა.ტომატისმა ჟერარის პირველივე შემოწმებისას დაადგინა რომ მას აქვს მარჯვენა ყურის სერიოზული პრობლემები და ურჩია უახლოესი თვეების მანძილზე ყოველ დღე 2-2 საათი მოცარტის მუსიკის მოსმენა.  
             ამ დამოუკიდებელი სეანსების შედეგი დიდად შთამბეჭდავი იყო. დეპარდიემ მოიშორა მარჯვენა ყურის დეფექტები, ენაბლუობა და მეხსიერების პრობლემები. ამან მას მისცა მსოფლიო დონის კინომსახიობად გახდომის საშუალება.  

    გავიდა წლები მისი სასწაულებრივი განკურნებიდან და დეპარდიემ თქვა :

            “ტომატისთან შეხვედრამდე მე არ შემეძლო არც ერთი წინადადების ბოლომდე წარმოთქმა. ის დამეხმარა ჩემი აზრებისთვის სისრულის მიცემაში, მან მასწავლა აზროვნების პროცესის სინთეზი და გაგება”.

            ცნობილია შემთხვევა როდესაც მოცარტის მუსიკამ სიტყვა-სიტყვით სიცოცხლე აჩუქა ადამიანს.

               78 წლოს მძიმედ ავადმყოფმა მარშალმა რიშელიე ლუი ფრანსუა დე ვინრომ უკვე სიკვდილის სარეცელზე რამოდენიმე წუთით ადრე თავის აშკარა და გარდაუვალ სიკვდილამდე ითხოვა ამქვეყნად თავისი უკანასკნელი სურვილის შესრულება-მისი თანდასწრებით მოცარტის მისი საყვარელი კონცერტის დაკვრა. 

              დაკვრის შემდეგ კი მოხდა ნამდვილი სასწაული !

                       სიკვდილმა უკან დაიხია და მარშალმა დამსწრეთა თვალწინ დაიწყო გამომჯობინება.  

            ამ ადამიანში უცნობია თუ როგორ სწრაფად დაბრუნდა მისი სასიცოცხლო ძალა და მან იცოცხლა კიდევ 14 წელი,92 წლის ასაკამდე.  

              კანადაში საგანგებოდ დაქირავებულ მუსიკოსთა კვარტეტები ქალაქის მოედნებზე უკრავენ მოცარტის მუსიკალურ ნაწარმოებებს. ამ იდეის ავტორების აზრით ეს აწესრიგებს ქუჩის მოძრაობას და ამცირებს ავარიათა რაოდენობას.
//ამან იქნებ საქართველოს ნორმალურ დემოკრატიზაციასაც შეუწყოს ხელი,საცდელია,გ.მ.//. 

        სტრესის საწინააღმდეგო მოცარტი:

  

ბოლო ხანებში ექიმებმა მიაქციეს ყურადღება იმას რომ მუსიკას აქვს სამკურნალო თვისებები და მისი დახმარებით შეიძლება ზოგი სერიოზული ავადმყოფობის მორჩენა. ასეთი მკურნალობის თავისებურებებზე ყვება რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს მოსკოვის უწყებათაშორისი კლინიკური 38-ე საავადმყოფოს თერაპევტი სვეტლანა ნიკოლაევნა შარაია.

   ეს არაა განსაკუთრებული სიახლე,მაგრამ ადრე მუსიკის შესაძლებლობებს იყენებდნენ მხოლოდ ასე ვთქვათ შთაგონებით,ექიმთა ინტუიციის და გამოცდილების შესაბამისად.  კონკრეტული პაციენტისთვის საჭირო მუსიკის შერჩევის ობიექტური კრიტერიუმები არ არსებობდა. 

      ასე მაგალითად ცნობილი ფრანგი კინომსახიობი ჟერარ დეპარდიე ახალგაზრდობაში დაიძრა პარიზის დასაპყრობად,მაგრამ მას ჰგონდა ძალიან სერიოზული სირთული,ის დიდად ენაბორძიკა და ენაბლუ იყო. ექიმმა მას გამოუწერა ყოველ დღე ორ-ორი საათი მოცარტის მუსიკის მოსმენა და და ორი თვის მერე დეპარდიე ნორმალურად ალაპარაკდა.  მარტო თავის ინტუიციაზე დაყრდნობით ექიმმა სწორად განსაზღვრა წამალი.

        დღეს ყველაფერი შეიცვალა,გაჩნდა ახალი და პირველ რიგში კომპიუტერული ტექნოლოგიები. ასეთი შესაძლებლობების მქონე მუსიკათერაპია მართლაც გადაიქცა მკურნალობის ახალ და ეფექტურ საშუალებად.

     ცენტრალურ ფიგურად ისევ ექიმი მუსიკათერაპევტი რჩება. კომპიუტერი ჭკვიანია,მაგრამ მაინც მანქანაა. ის აფართოვებს სპეციალისტის შესაძლებლობებს,იძლევა მრავალი წვრილმანის და დეტალის გარკვევის,პაციენტის ტესტირების საშუალებას,მაგრამ გადაწყვეტილებას იღებს ადამიანი.

               ვერავითარ მექანიზაციაზე ლაპარაკი ვერ იქნება იმიტომ რომ თვითონ მუსიკალური თერაპიის გაჩენა მჭიდროდაა დაკავშირებული კაცობრიობის სულიერ სიმდიდრესთან.,მუსიკასთან,მუსიკის ბგერების და სახეების აღქმის უნართან. 

              ფიზიკური ჯანმრთელობა სულიერი ჯანმრთელობის გარეშე არ არსებობს. 
           მუსიკათერაპიის უნიკალურობა იმაშია რომ ის ერთდროულად კურნავს როგორც პაციენტის სხეულს ისე სულს  და ხელს უწყობს მათ შერწყმას ერთიან ჰარმონიულ მთლიანობად.

            მუსიკათერაპია შველის ნერვიული სისტემის დაავადებებს, ნევროზებს,ნევრასტენიას,გადაქანცულობას,უძილობას. ის შეიძლება კარგი იყოს ზოგი ფსიქიური ავადმყოფობისას,მაგ.შიზოფრენიის და ფსიქოზების ზოგი ფორმისას. ის შველის ჰიპერტონიასაც,გულის იშემიურ ავადმყოფობებს,
გასტრიტებს,  კოლიტებს,წყლულს,ქრონიკულ ბრონქიტს,ბრონქიალურ ასთმას….

              მუსიკალური თერაპია შეუცვლელია იმათთვის ვისაც სტანჯავს ალერგია წამლებზე და პაციენტის ფსიქოემოციურ მდგომარეობასთან მჭიდროდ დაკავშირებული სხვა ქრონიკული დაავადებები. 

   მუსიკის გამოყენების კიდევ ერთი სფეროა ტკივილის გაყუჩება. არსებობს გამაყუჩებელი პრეპარატების მსგავსად მოქმედი მუსიკალური პროგრამები. მათ იყენებენ ტკივილის გასაყუჩებლად,მათ შორის სტომატოლოგიაში.

            მუსიკით მკურნალობა შეუძლია პრაქტიკულად ყველას. ზოგჯერ მუსიკათერაპიას არ უნდა მიმართონ დაავადების მწვავე სტადიაზე,მაგრამ ეს უნდა გადაწყვიტოს ექიმმა. 

             ამას გარდა მკურნალობის შედეგები დამოკიდებულია პაციენტის მუსიკალობაზე. არამუსიკალურ პიროვნებებისთვის მუსიკათერაპიის დანიშვნისას სიფრთხილეა საჭირო.

        სამკურნალოდ მოსული პაციენტი  ავსებს საგანგებო ანკეტას. ეს საჭიროა იმის გასარკვევად თუ მუსიკის რომელი სახეობა და ჟანრია მისთვის უფრო გასაგები,ახლო და სასიამოვნო. შემდეგ დგება გამოკვლევის დრო. ის აუცილებელია მაშინაც როცა პაციენტს აქვს სრული კლინიკური დასკვნა მისი ჯანმრთელობის შესახებ. ექიმი-მუსიკათერაპევტის ამოცანა ცოტა სხვაა-მან უნდა შეაფასოს პაციენტის დღევანდელი ფსიქოემოციური მდგომარეობა და ჩაატაროს ორგანიზმის უმთავრესი სისტემების ექსპრეს-დიაგნოსტიკა. 

              განწყობის ფონს და ფსიქიური აქტიურობის დონეს ამოწმებენ საგანგებო ფერადი ბარათებით. მათ აწყობენ ადამიანის წინ და სთავაზობენ ყველაზე სასიამოვნო ფერის შერჩევას. შემდეგ ამ ბარათს იღებენ მაგიდიდან ან მონიტორის ეკრანიდან და პროცედურას იმეორებენ მანამდე სანამ არ დარჩება მარტო პაციენტისთვის ყველაზე ნაკლებად მიმზიდველი ფერი. 

          არჩევის წესი ახასიათებს ადამიანის სულიერ მდგომარეობას. ამის შემდეგ აკუპუნქტურის წერტილებში ზომავენ ელექტრულ წინააღმდეგობას. ამით ზუსტდება დიაგნოზი.

           მიღებული ინფორმაციის გამოყენებით მუსიკათერაპევტი პაციენტისთვის ადგენს მუსიკალურ პროგრამას. თანაც მნიშვნელოვანია როგორც ნაწარმოებები ისე ის თუ რა ინსტრუმენტები ჟღერს მასში. 

           ასე მაგალითად ღვიძლზე ყველაზე უკეთ მოქმედებს კლარნეტი,ხოლო სიმებიანები განსაკუთრებით მარგებელია გულისთვის. 

                 მკურნალობა ხდება არამჭახედ განათებულ დიდ ოთახში. შესავალი საუბრის შემდეგ პაციენტი მოხერხებულად ეწყობა სავარძელში და იწყებს მუსიკალურ-თერაპიული პროგრამის მოსმენას. ჟღერადობის ძალას არეგულირებენ მისი ინდივიდუალური შეგრძნებების შესაბამისად.

           ერთი სეანსის ხანგრძლივობაა 30-45 წუთი. სეანსების საერთო რაოდენობა დამოკიდებულია კონკრეტულ გარემოებებზე და შეიძლება მერყეობდეს 10-12-დან 15-20-მდე. მკურნალობის პროცესში ადამიანის მდგომარეობა იცვლება და ექიმი მას პერიოდულად აკონტროლებს.

          ჩვეულებრივი აკუსტიკის მქონე სათავსში მუსიკის მოსმენა უკეთესია საყურეების გარეშე. მაგრამ მიკროსაყურეების მეშვეობით მუსიკით შეიძლება ვიმოქმედოთ აკუპუნქტურას წერტილებზე. ამისთვის მათ მიადებენ კანის შესაბამის ადგილებზე და სეანსის დროს მათ ამაგრებენ ჩვეულებრივი პლასტირით. ზოგჯერ ძალიან სასარგებლოა ჩვეულებრივი მოსმენის შეთავსება ამ მეთოდთან. 

                 ადამიანის ყოველ ორგანოს აქვს გარკვეული რხევები,ესე იგი ინდივიდუალური ხმოვანი “პორტრეტი”.

         ეს ბუნებრივი რხევები ეწყობა თავისებურ მელოდიად და საგანგებო მიკროფონებით შეიძლება მისი მოსმენა და გაანალიზება.  როდესაც ორგანოს მუშაობა ირღვევა ირღვევა მისი ჟღერადობაც.

             მუსიკათერაპიის მიზანია ორგანიზმის ხმოვანი პალიტრის აღდგენა.

               ეს ხდება ჩვეულებრივი მოსმენის დროსაც,მაგრამ როდესაც მუსიკა მოქმედებს რეფლექსოგენურ წერტილებზე და ზონებზე მის მიერ გამოწვეული ვიბრაციები უშუალოდ აწყობენ ჩვენი  შინაგანი “ორკესტრის” დაკვრას.

       
           განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს ბავშვის ორგანიზმი. მუსიკალურ თერაპიას ბავშვებისთვის ძალიან აქტიურად იკვლევენ. ეხლახანს მიღებულია ძალიან საინტერესო შედეგები. 

    გაირკვა რომ მუსიკათერაპია ბავშვებს ეხმარება ერთმანეთთან სწორად ურთიერთობაში თუ კი მათ უჭირთ თანატოლებთან კონტაქტის დამყარება.

           მუსიკა კარგად მოქმედებს ინტელექტუალურად და ემოციუეად ჩამორჩენილ ბავშვებზე. 

                   მაგრამ დღეს მუსიკათერაპიით პროფესიულად დაკავებული პედიატრები რუსეთში არ არიან. არის იმედი რომ დაახლოებით ერთ წელიწადში ისინი გამოჩნდებიან.

            მუსიკათერაპიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმის პიროვნებას,ყველაზე დახურულ პაციენტთანაც კონტაქტის დამყარების მისეულ უნარს.  ბავშვებთან მუშაობისას ეს ორჯერ უფრო მნიშვნელოვანია და ამიტომ საჭიროა პიროვნების განსაკუთრებული თვისებები. 

               სერიოზულ დაავადებებთან ბრძოლა ექიმის საქმეა,მაგრამ მრავალ სიტუაციაში სარგებლობის მოტანა შეუძლია მუსიკალურ თვითმკურნალობასაც.

                     რუსეთში დამუშავებულია სამკურნალო-პროფილაქტიკური მუსიკის კასეტების საგანგებო ნაკრებები. 

                           სამსახურიდან სახლში დაღლილი თუ მიხვედით თქვენ გონზე მალე მოგიყვანთ “ანტისტრესული” კასეტა. არსებობს საგანგებო კასეტა უძილობის შემთხვევისთვისაც. 

            არის კასეტები ბრონქიალური ასტმისთვის,კუჭის წყლულისთვის,ჰიპერტონიისთვის. 

                 რა თქმა უნდა,ჩვეული მკურნალობის მუსიკით შეცვლა არ შეიძლება,მაგრამ თავის არიდება გამწვავებისთვის,პრეპარატების დოზის შემცირება სავსებით შესაძლებელია.

            ვიმედოვნებ რომ ყოველ ოჯახში ტრადიციული აფთიაქის გვერდით გაჩნდება მუსიკალური აფთიაქიც. 

       ექსპერიმენტებმა აჩვენეს რომ სასულიერო მუსიკა ააქტიურებს ორგანიზმის უჯრედებს და ხელს უშლის რიგი პათოგენური ბაქტერიების გამრავლებას. ასე რომ ოდესმე ინფექციური ავადმყოფობები შეიძლება განკურნოს ბახის ქორალებმა ან რახმანინოვის  ღამისთავისამ //ვსენოშჩნაია//. და ეს არაა ფანტასტიკა.

              გავიხსენოთ რომ ძველ რუსეთში ეპიდემიების დროს მიღებული იყო ზარების განუწყვეტლად რეკვა. 

            თანამედროვე ცოდნა იძლევა ამ ჩვეულების სამედიცინო მნიშვნელობის შეფასების საშუალებას. 

            ასე რომ მკურნალობის ახალი თანამედროვე ხერხით ჩვენ ვუბრუნდებით ძველ ტრადიციებს// მით უმეტეს რომ მუსიკათერაპიას უკვე მიმართავდნენ პითაგორა და ორფიკოსები,გ.მ.//. 

ესაუბრებოდა ვალერი დომბაევი.

არ გეგონოთ 1001 ზღაპრის ზღაპარი:

თურქული მუსიკათერაპია:
XV საუკუნის ბოლოს სულთანმა ბაიაზიდ მეორემ ედირნეში ააგო საგიჟეთი სადაც გიჟებს და სიგიჟეს მკურნალობდნენ მუსიკით.

ბაიაზიდი ტახტზე 

კონსტანტინეპოლის დამპყრობელი მეჰმეტ მეორის შვილი და მემკვიდრე ითვლება ღვთისმოსავად, მეტიც, მუზმუზელა ფარისევლად.
ისაა ერთდროულად ქველმოქმედი და აღმზრდელობითი დაწესებულების დამფუძნებელი რომელიც მან ააგო 1484-1488 წლებში ედირნეში, ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქში კონსტანტინეპოლის დაპყრობამდე. ეს შთამბედავი აქტი განაპირობა იმან რომ ბაიაზიდ მეორეს სურდა გამორჩევა წმინდა სოფიოს ტაძარში შეყვარებული მეჰმეტ მეორისაგან.
ბაიაზიდმა შექმნა პირველ რიგში თავისი ხალხისთვის სიკეთის მოქმედი სულთანის კონცეფცია.
მას არ უარუყვია დერვიშების მეშვეობით ისლამის გავრცელების თავისი მისია. დერვიშებისთვის მან მიზგითის ორივე მხარეს ააგო ორი სასტუმრო.
მაგრამ ის იყო ღარიბთა, ბეჩავთა მფარველიც. ის აჭმევს ღარიბებს და ავადმყოფებს, განსაკუთრებით გიჟებს მკურნალობს ახლებურად: მუსიკით.
კომპლექსის მათთვის განკუთვნილი ნაწილი უფრო დიდია. მასში არის მედიცინის კვადრატული გეგმის კოლეჯი სადაც გაკვეთილების დარბაზის ირგვლივ არის 18 მოწაფის ოთახები და თავშესაფარი გიჟებისთვის. თვითონ თავშესაფარი იყოფა ორ ნაწილად. ირველ რიგში ესაა სწორკუთხა ეზო რომლის ერთ მხარეს არის სენაკები ავადმყოფებისთვის ვისაც სჭირდებათ იზოლირება, განმარტოება. შემდეგ არის ექვსკუთხა დარბაზი გამოჯანმრთელების გზაზე დამდგარებისთვის ან მსუბუქად ავადმყოფებისთვის ; კამაროვანი ოთახები სტუმართმოყვრულად იხსნება ცენტრალური შადრევნიანი სივრცისკენ.
ამ კომპლექსის ფუნქციონირებას აღწერს XVII საუკუნის მწერალი ევლია ჩელები, ავტორი სახელგანთქმული ნაშრომისა «მოგზაურობის დღიური».
«რაც ვნახე ნამდვილად საინტერესოა: მისი უდიდებულესობა სულთანი ბაიაზიდ მეორის ძღვენი გულისხმობს ათი მომღერლისა და მუსიკოსის აყვანას ავადმყოფთა განსაკურნავად, ტანჯულებისთვის ტანჯვისა და ნაღველის შესამსუბუქებლად.

ბაიაზიდი 

მათ შორისაა სამი მომღერალი, ერთი ფლეიტა, ერთი ვიოლინო, ერთი სალამური, ლითონის თეფში, ქნარი-ლითონის თეფში და ბარბითი. ისინი მოდიან სამჯერ კვირაში და უკრავენ ავადმყოფებისთვის და გიჟებისთვის. მრავალი ავადმყოფი და გიჟი გამხნევებულია ყოვლისშემძლე ღმერთის დახმარებით.
მუსიკის ყოველ ინსტრუმენტს და ყოველ ტონალობას მოაქვს სულიერი საკვები».
დღეს ბაიაზეთის მშვენიერი შენობები ისევაა მდინარე ტუნკას ნაპირზე და მნახველს თან ახლავს ფლეიტების სიმღერა… რაც შეგვახსენებს რომ XV საუკუნის სულთანი განათლებულიც შეიძლება ყოფილიყო (პიერ შოვას ეს მრავლისმთქმელი და დამაფიქრებელი წერილი დაიბეჭდა ფრანგულ ჟურნალში «ისტორია კოლექციები, საგანგებო ნომერში « სიგიჟე, 2011 წლის აპრილი, გვ. 39).

  

http://www.vitaura.com/antistrssovij_mocart.shtml

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s