ალბერტ შვაიცერი მხეცურ სამყაროში

Portrait de Albert Schweitzer

ალბერტ შვაიცერი აფრიკაში,გაბონში, ლამბარენეში

ალბერტ შვაიცერი მხეცურ სამყაროში

ევროპული ბიბლიოთეკა, სტეფან     ცვაიგი  ალბერტ შვაიცერზე  //ფრაგმენტი//

// ალბერტ შვაიცერი, 1875-1965, გერმანელი და ფრანგი პროტესტანტი თეოლოგი, კულტურის ფილოსოფოსი და ექიმი, ვიკიპედიიდან//.

მისი ცხოვრება  ნამდვილად არის გმირული ბიოგრაფიის ღირსი. მან მთელი თავისი პიროვნება შესწირა იდეას და ესაა მორალური გმირობა.

ისაა ორი ქვეყნის, გერმანიისა და საფრანგეთის, შვილი.მისი თხზულებების ნაწილი გერმანულადაა დაწერილი  და წილი კი ფრანგულად.

პასტორის შვილი ალბერტ შვაიცერი იზრდებოდა გუნსბახში. 1899 წლიდან ის მსახურობდა სტრასბურგის წმინდა  ნიკოლოზის ეკლესიაში. ორი წლის  შემდეგ ის გახდა თეოლოგიის დოქტორი სტრასბურგის უნივერსიტეტში.ამავე დროს, არდადაგებზე, ის უსმენდა ვაგნერის, სეზარ ფრანკის და ბიზეს მეგობარი მოხუცი Widor-ის გაკვეთილებს. ის გაიტაცა როგორც თეოლოგიამ ისე მუსიკამ. მან დაწერა «იესოს ცხოვრების გამოკვლევათა ისტორია»  და იოჰან სებასტიან ბახის დღემდე სწორუპოვარი მონუმენტური ბიოგრაფია.

ორღანოს ნამდვილი ვირტუოზი, ის დადიოდა ქალაქიდან ქალაქში, უკრავდა და ცდილობდა ორღანოთა მკეთებლების ძველ, ნხევრად დაკარგულ საიდუმლოთა აღმოჩენას.მას შეეძლო მშვიდად და წყნარად ცხოვრება.

მაგრამ მან უეცრად მიიღო სრულებით მოულოდნელი გადაწყვეტილება.

მან გადაწყვიტა ევროპის დატოვება, წასვლა ეკვატორიულ აფრიკაში და იქ თავისი საკუთარი ფულით უღარიბესებისათვის განკუთვნილი საავაადმყოფოს დაარსება. იქ უნდა ემკურნალათ ათასობით მიგდებული,ბეჩავი, ტროპიკული ავადმყოფობებით მომაკვდავი ზანგისთვის.

ღრმად მორწმუნე ალბერტ შვაიცერს უნდოდა   თავისი ცივილიზებულობით ქედმაღალი ევროპელების მიერ აფრიკა ში საუკუნეების მანძილზე ჩადენილი საშინელი უსამართლობების და ცოდვათა პირადად გამოსყიდვა ურთულეს პირობებში.

ცუდად იმოქმედებდა ჩვენზე  გაგება იმისა თუ რა დანაშაულები ჩაიდინეს ევროპელებმა აფრიკაში,როგორ გატანჯეს, გაძარცვეს და გაჟლიტეს მათ უბედური აფრიკელები.

ამის აღმწერი წიგნი  ერთ-ერთი ყველაზე შემარცხვენელი იქნებოდა ჩვენი რასისთვის. ნაკლებად ვიტრაბახებდით ჩვენი ცივილიზაციით, უფრო თავმდაბლები და მოკრძალებულები ვიქნებოდით.

და აი ღრმად მორწმუნე ალბერტ შვაიცერმა მოინდომა საკუთარი შესაძლებლობებით ამ კოლოსალური ვალის თუნდაც უმნიშვნელო ნაწილის გასტუმრება უღრან ტყეში მისიის საავადმყოფოს დაარსებით.

ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა ვიღაც ვინც აფრიკაში ჩავიდა არა საშოვარზე ან ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად არამედ საშინელ დღეში ჩავარდნილი ადამიანებისთვის დახმარების გასაწევად.

 ალბერტ შვაიცერი არ იყო ექიმი მაგრამ უკან მას არ დაუხევია.

30 წლის თეოლოგიის პროფესორი, ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ორღანისტი 18  წლის ღლაპებთან ერთად სწავლობდა მედიცინას.

36 წლის ალბერტ შვაიცერმა 1911 წელს მიიღო ექიმის დიპლომიც. კიდევ 1 წელი იყო კლინიკური პრაქტიკა, მერე დისერტაცია და თითქმის 40 წლის ალბერტ შვაიცერი გაუყვა გზას აფრიკისკენ.

მას არ უთხოვია დახმარება საფრანგეთის მთავრობისგან. საჭირო ფულის მოსაგროვებლად მან გამართა კონცერტები, ფული გაიღეს თანამოაზრეემაც.

1913 წლის ზაფხულში მან მიაღწია მდინარე ოოგუეზე მდებარე ლამბარენემდე და დაიწყო საავადმყოფოს მშენებლობა, რასაც მოანდომა 4,5 წელი.

მერე დაიწყო ომი. სამხედრო ბიუროკრატიამ ის დააბრუნა უკან და დააპატიმრა. ომით დაბმულმა ალბერტ შვაიცერმა  მაინც არ მოისვენა და დაწერა  «ცივილიზაციის დეკადანსი და აღდგენა»  და « ცივილიზაცია და ეთიკა »,დაამთავრა ბახის თხზულებათა გამოცემა.

მერე 5 წლის მანძილზე კონცერტების ჩატარებით ისევ მოაგროვა ფული და 1924  წელს დაბრუნდა ლამბარენეში სადაც ნახა რომ მის მერ აგებული საავადმყოფო იქცა ნანგრევებად.

ალბერტ შვაიცერმა  სხვა ადგილას დაიწყო ახალი და უფრო დიდი საავადმყოფოს მშენებლობა.

ამჯერად მას დაეხმარა მისი რეპუტაცია და ღვაწლის რენომე.

ძლიერი მორალური ენერგია ახალისებს  და გზას უჩვენებს მსხვერპლის გაღებისკენ მიდრეკილ ადამიანებს.

უზომო იდეალიზმი ამოძრავებთ ახალგაზრდებს რომლებიც ელიან დიდი მიზნის სამსახურში ჩადგომის მომენტს. პოლიტიკური პარტიები ხშირად იყენებენ ამას თავის სასარგებლოდ. მაგრამ ზოგჯერ ახალგაზრდები ენთუზიაზმით ებმებიან ჰუმანიტარულ მოღვაწეობაში.

უამრავმა ადამიანმა გაიზიარა ალბერტ შვაიცერის იდეა და აყვა მას.

მათ უნდოდათ მუშაობა ალბერტ შვაიცერის ხელმძღვანელობით და მის გვერდით და შენობა გამოვიდა სოლიდური როგორც არასდროს.

1927-1928  წლებში ალბერტ შვაიცერი ისევ აგროვებდა ფულს ევროპაში თავისი კონცერტებით. ამ ფულს ის ხარჯავდა თავისი საავადმყოფოს საჭიროებებისთვის.  ასე ხან ევროპაში იყო ალბერტ შვაიცერი და ხან აფრიკაში….

http://www.buddhachannel.tv/portail/spip.php?article1246

ამ წლებში ალბერტ შვაიცერმა განავითარა თავისი ფილოსოფიის ცენტრალური იდეა- სიცოცხლის პატივისცემა.

ომი არის მოწმობა იმისა რომ ადამიანებს არ ანაღვლებთ ინდივიდის ბედი// ეთიკა// და მათ არ უნდათ საზოგადოების პრობლემათა გადაწყვეტა ერთობლივად //კულტურა// როგორ უნდა დაარწმუნო ადამიანები ეთიკის და კულტურის აუცილებლობაში?  ადამიანი თავის გარემოში უნდა მოიქცეს როგორც პასუხისმგებელი არსება.

ეთიკა არის აღიარება იმისა რომ პასუხისმგებელი ხარ ყველაფერი ცოცხალის წინაშე.

სიკეთე არის სიცოცხლის შენარჩუნება,მისთვის ხელის შეწყობა/

ბოროტება არის სიცოცხლის მოსპობა, მისთვის ხელის შეშლა.

1923 წელს ალბერტ შვაიცერმა დაწერა “Kulturphilosophie”, რომელშიც გადმოსცა თავისი აზრები ცივილიზაციის შესახებ.

მისი ფილოსოფია, სიცოცხლის პატივისცემა, მას აახლოებს ინდოეთის დიდ მოაზროვნეებთან, რომლებსაც მან მიუძღვნა ერთი ნაშრომი.

აფრიკაში მეორე მოგზაურობის დასაფინანსებლად ალბერტ შვაიცერმა მთელ ევროპაში გამართა კონცერტები. ის მთელ ევროპაში გამოდიოდა მოხსენებებით.

1924 წელს ლამბარენეში დაბრუნებულმა ალბერტ შვაიცერმა აღადგინა მთლიანად დანგრეული საავადმყოფო და 1927 წლის დიზენტერიის ეპიდემიის შემდეგ მან ააგო მესამე საავადმყოფო. მას ეხმარებოდნენ ევროპელი ექიმები და ექთნები.

აღიარებული მუსიკოსი ალბერტ შვაიცერი 1928-1932  წლებში ევროპაში მართავდა კონცერტებს, ის განსაკუთრებით კარგად ასრულებდა ბახის ნაწარმოებებს. ის გამოდიოდა მოხსენებებით.

მეორე მსოფლიო ომის დროს  ალბერტ შვაიცერი დარჩა აფრიკაში. მას უკვე ამერიკელებიც ეხმარებოდნენ.  1948 წელს ალბერტ შვაიცერი დაბრუნდა ევროპაში, 1949  წელს კი წავიდა აშშ-ში,სადაც ითვლებოდა საუკუნის უდიდეს ადამიანად.

მან მიიღო მრავალი პრემია, 1951 წელს ალბერტ შვაიცერი აირჩიეს საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრად.

1953 წელს მან მიიღო ნობელის პრემია.

მიღებული ფულით მან დაამთავრა კეთროვანებისთვის განკუთვნილი სოფლის, «სოფელი სინათლის » მშენებლობა.

1957 წელს ალბერტ შვაიცერმა მოუწოდა კაცობრიობას ატომურ ყუმბარათა გამოცდების შეწყვეტისკენ. მას მხარი დაუჭირეს Norman Cousins-მა, Nehru-მ და Albert Einstein-მა.

წელს ალბერტ შვაიცერი გარდაიცვალა  აფრიკაში, ლამბარენეში, 1965  წლის 4 სექტემბერს, დაკრძალულია თავისი სახლის გვერდით.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s