ბიბლიოთეკა ავადმყოფ პლანეტაზე

ევროპული ბიბლიოთეკა ავადმყოფ პლანეტაზე

მოწამლული დედამიწა, როგორ უნდა იყო ჯანმრთელი ავადმყოფ პლანეტაზე?

საყოველთაო ქიმიურმა დაბინძურებამ  მოწამლა დედამიწა და მოგვწამლა ჩვენ.  ისაა დღეს საფრანგეთში და მთელ მსოფლიოში  ქრონიკულ ავადმყოფობათა და ავადმყოფობა კიბოს საშინლად, ექსპონენციურად გავრცელების// progression exponentielle// მიზეზი. ეს მოქმედებს ფსიქიკაზეც.

André Cicolella თავის ბოლო ნაშრომში  გვიხსნის თუ რატომაა  ჩვენი სამყარო სულ უფრო და უფრო შხამიან-ტოქსიკური და გვეუბნება თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი და დედამიწის ჯანმრთელობა.

საფრანგეთში გამოიცა André Cicolellaს ნაშრომი «ტოქსიკური პლანეტა,ქრონიკულ ავადმყოფობათა უხილავი სკანდალი »

// Toxique planète, le scandale invisible des maladies chroniques” de André Cicolella, chez Seuil//.

Info+ INERIS-ი // ინდუსტრიული გარემოს და ხიფათთა ეროვნული ინსტიტუტის//  მკვლევარი და მეცნიერული მრჩეველი, ქიმიკოსი, ტოქსიკოლოგი, Science Poს პროფესორი ანდრე სიკოლელა ამავე დროს არის ქსელი გარემო ჯანმრთელობის  თავმჯდომარე,

თავის ახალ წიგნში ის გველაპარაკება ჯანმრთელობის და ბუნებრივი გარემოს კავშირზე ჯანმრთელობასთან…მოწამლული გარემო ხელს უწყობს გულ-სისხლძართვთა დაავადებების კატასტროფულ გავრცელებასაც.

 

ქრონიკულ ავადმყოფობები-ჩვენი საუკუნის ახალი უბედურება.

დღეს მსოფლიოში 3 გარდაცვლილიდან 2 მოკლა  ქრონიკულმა  ავადმყოფობებმა // გულ-სისხლძართვთა თუ სუნთქვითმა დაავადებებმა,კიბომ,დიაბეტმა…//.

თარეშობს კიბო, საფრანგეთში ყოველ 24 საათში ჩნდება კიბოს 1.000 ახალი შემთხვევა. ავადაა ყოველი მე-2  მამაკაცი და 5 ქალიდან 2.

საფრანგეთში ქრონიკული  ავადმყოფობები ვრცელდება დემოგრაფიულ ცვლილებაზე 5-ჯერ უფრო სწრაფად. ესაა სიკვდილიანობის პირველი მიზეზი, საზოგადოებას ეს მილიარდები უჯდება…

ავადდებიან ახალგაზრდებიც და ბავშვებიც.  მკერდის კიბო ემართება  სულ უფრო და უფრო მეტ ქალიშვილს….

 

ქრონიკული  ავადმყოფობები კატასტროფულად ვრცელდება მთელ მსოფლიოში და არა მარტო საფრანგეთში.

მთელ მსოფლიოში გარდაცვლილი 100 კაციდან 63 მოკლა ქრონიკულმა  ავადმყოფობებმა // გულ-სისხლძართვთა თუ სუნთქვითმა დაავადებებმა,კიბომ,დიაბეტმა…// 37 კი მოკლა ინფექციურმა დაავადებებმა.

 

როგორ უნდა იყო ჯანმრთელი ავადმყოფ პლანეტაზე?

ქრონიკული  ავადმყოფობები არაა დაბერების უბრალო შედეგი ან ფატალურობა.მიზეზია ჩვენი თანამედროვე გარემო.

ჩვენი სამყარო სულ უფრო და უფრო მოწამლული და შხამიანია, ქიმიური მოლეკულები //პესტიციდები, ენდოკრინული დამრღვევები, წვრილი ნაწილაკები…// ყველგანაა. ისინი წამლავენ ჰაერს,მიწას, წყალს, საკვებს, გვწამლავენ ჩვენ.

სანიტარული კატასტროფაა და რეაგირების დროა.

დღეს გამოჩნდა რომ ჩვენი ცივილიზაცია მოწამლავს მომავალ თაობებსაც და მეცნიერები მოითხოვენ ჯანდაცვის ახალ პოლიტიკას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

სხვანაირად უნდა ვიცხოვროთ, სხვანაირად უნდა მოვიხმაროთ, სხვანაირად უნდა ვიშრომოთ.

თავის წიგნში André Cicolella არ კმაყოფილდება მოწამლული და საშიში დედამიწის აღწერით. ის გვთავაზობს განვითარების  დღევანდელი მოდელის უარყოფას

დედამიწის და ადამიანთა პატივისმცემელი მეცნიერი გვთავაზობს გადაწყვეტებს…

ის ამბობს რომ ეკოლოგიურად და სოციალურად პასუხისმგებელი საზოგადოების ახალი მოდელის შექმნისთვის გადამწყვეტი იქნება  სამოქალაქო საზოგადოების მობილიზაცია.

ერთ-ერთი რჩევაა ნაკლები ხორცის ჭამა.

კიბოთი დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევაა ახალ ზელანდიაში და ავსტრალიაში, სადაც ყველაზე მეტად ჭამენ ხორცს.ინდოეთში, სადაც რელიგიური თუ სოციალური მიზეზებით  ნაკლებად ჭამენ ხორცს ეს უბედურებაც ბევრად უფრო ნაკლებია.

 

ის ასევე ლაპარაკობს ბიო პროდუქტების, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოხმარების მნიშვნელობაზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ// L’OMS// 2011 წელს ქრონიკულ ავადმყოფობათა ეს მსოფლიო ეპიდემია გამოაცხდა გარდაუვალ კატასტროფად. ეს წიგნი ადასტურებს ამას და გვიჩვენებს გზას.

“Toxique Planète, le scandale invisible des maladies chroniques”, de André Cicolella, publié aux éditions du Seuil (320 pages, prix indicatif : 19€). Acheter le livre sur livre.fnac.com

Jeanine Czech

http://www.bioaddict.fr/article/toxique-planete-comment-vivre-en-bonne-sante-sur-une-planete-malade-a4202p1.html

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s