კრიზისს მიყავს თვითმკვლელობამდე

 

 

2007 წლის ეკონომიკური კრიზისის გამო თავი მოიკლა სულ მცირე ცამეტმა  ათასმა კაცმა. და რა ქნა პროფესორი სიგუას ტანკის ბახაბუხმა?

 

Anne-Laure Lebrun –  13/06/2014

2007 წლის შემდეგ ევროკავშირში და ჩრდილოეთ ამერიკა\ში თავი მოიკლა სულ მცირე ცამეტმა ათასმა კაცმა. ესაა ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების შედეგი.

ხუთშაბათს ეს ამბავი გამოაქვეყნა ბრიტანულმა British Journal of Psychiatry-მ.  ესაა ოქსფორდის უნივერსიტეტის  და London School of Hygiene & Tropical Medicine-ს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტთა სოციოლოგების კვლევის შედეგი.

ბრიტანელმა მკვლევარებმა გაანალიზეს ევროპის 24 ქვეყნის,აშშ-ს და კანადას ციფრები.

მათ დაიანგარიშეს რომ 2007-2010 წლებში აშშ-ში თვითმკვლელობათა რაოდენობა გაიზარდა 4,8 %-ით. ეს გამოიხატა 4750-ით  მეტი თვითმკვლელობით.  2007-2009 წლებში თვითმკვლელობათა რაოდენობა 4,5  %-ით გაიზარდა კანადაში. მანამდე კი ტენდენცია,პირიქით, თვითმკვლელობათა რაოდენობის შემცირებისკენ იყო.

იგივე ხდება ევროპაში, სადაც 2007-2010 წლებში თვითმკვლელობათა რაოდენობა გაიზარდა 6,5 %-ით ანუ დამატებით თავი მოიკლა 7950-მა ადამიანმა.  აქაც ადრე იყო თვითმკვლელობათა რააოდენობის შემცირების ტენდენცია.

ფსიქიატრი და ლეგალური მედიცინის პროფესორი Michel Debout-ს თქმით ეს სულაც არაა საკვირველი ამბავი. ის ამბობს რომ ის უკვე 2009 წლიდან აფრთხილებდა ყველას ეკონომიკური კრიზისის ცუდი ჰუმანიტარული და სანიტარული შედეგების შესახებ.

ბრიტანელი მკვლევარების აზრით ადამიანებს თვითმკვლელობისკენ უმთავრესად უბიძგებს სამუშაოს დაკარგვა, ქონების დაყადაღება, დიდი ვალი.ადამიანებს თვითმკვლელობისკენ შეიძლება უბიძგოს რთულმა ფსიქო-სოციალურმა ვითარებამ.

მაგრამ პროფესორი Michel Debout-ის თქმით თვითონ თვითმკვლელობა არის აისბერგის ხილული ნაწილი .

ეკონომიკური კრიზისი ამძიმებს ზეწოლას მუშამოსამსახურეებზე და ეს ძალიან საშიშია მათი ჯანმრთელობისთვისო ამბობს ფსიქიატრი.

ჯანდაცვის და პროფესიული პათოლოგიების სპეციალისტი პროფესორი Luc Fontana ამბობს რომ კრიზისმა გააფუჭა ადამიანთა ურთიერთობები,  თანამშრომლები,ერთმანეთის გვერდით მომუშავე ადამიანები აღარ ელაპარაკებიან ერთმანეთს, აღარაა ურთიერთობა.

უმუშევრებზე კი არავინ ზრუნავს. მაგრამ მთავარია პროფილაქტიკა,წინასწარ ზომების მიღება, ამბობს პროფესორი

Fontana.

თვითმკვლელობათა რაოდენობის ასეთი ზრდა არ დადასტურებულა ინდუსტრიალიზებულ ახალ ზელანდიაში რომელსაც არ შეეხო კრიზისი.

პროფესორი Michel Debout-ის თქმით თვითმკვლელობა არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მძიმე საკითხი რომელზეც რეაქცია უნდა მოახდინოს ჯანდაცვის და სამედიცინო-სოციალური სექტორის ყველა ფიგურამ

ეს წერილი გამოქვეყნდა დიდ ფრანგულ გაზეთში  Le Figaro.

http://sante.lefigaro.fr/actualite/2014/06/13/22449-moins-13000-suicides-lies-crise-economique-2007

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s