მსოფლიოს მთელი ისტორია-2

წიგნი,მსოფლიო ისტორიიდან-2

Ris_1_Gor_305_350_72_W

ძველ ეგვიპტელთა ღვთაება ჰორუსი კლავს ურჩხულ ნიანგს. ლუვრი

 

ევროპული ბიბლიოთეკა, ჟან-კლოდ ბარო,გიომ ბიგო//Jean-Claude Barreau,Guillaume Bigot// მსოფლიოს მთელი ისტორია //Toute lhistoire du monde,2007//, ფრაგმენტები//.

 

მკვებავი მდინარეები, პირველი სახელმწიფოები, რელიგიები

 

ალბათ მკაცრმა კლიმატურმა პირობებმა გარდაქმნა ზოგი პრიმატი ადამიანად. მანვე გადაიყვანა ისტორიამდელი ხანა ისტორიაში

 

ბოლო გამყინვარება დამთავრდა დაახლოებით 40 ათასი წლის წინ. ყინულებმა უკან დაიხიეს, ზღვის დონე ამაღლდა, სახარა გაჩნდა.

 

გამყივარებათაშორის პერიოდს ახასიათებს დედამიწის უდაბნოები.

ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არის ამერიკული უდაბნოები. ატლანტიკის გაღმა დიდი კონტინენტალური უდაბნო იწყება მავრიტანიაში და მთავრდება ჩრდილოეთ ჩინეთში.

აფრიკაში მას უძახიან სახარას, მახლობელ აღმოსავლეთში არაბულ უდაბნოს,ირანში-ირანულ უდაბნოებს, ინდოეთში დასავლეთ ინდოეთის უდაბნოს, გობის უდაბნოს, მაგრამ ყველაფერი ეს ერთი და იგივე უდაბნოა…

 

ბოლო გამყინვარების დროს ადამიანები ნადირობდნენ ბალახით დაფარულ და მდინარეებით დასერილ სახარაში. ეს ვიცით იმიტომ რომ მონადირეებმა დატოვეს მღვიმეთა მოხატულობები სადაც არის უხვი მცენარეულობა და პირუტყვი. გაუდაბურება იწვევდა შიმშილს

 

საბედნიეროდ კონტინენური უდაბნოს ოთხ ადგილას მიედინება მდინარეები,წყალუხვი მდინარეები იმიტომ რომ მათი სათავე არის უდაბნოს გარეთ,მთებში.

 

ამ მდინარეთაგან ყველაზე სახელგანთქმულია ნილოსი რომლის სათავეც არის უგანდაში,ვიქტორიას ტბაში. მასში ჩაედინებიან მდინარეები ეთიოპიის მაღლობებიდან, რეგიონებიდან სადაც წვიმს. წყალუხვი ნილოსი გაივლის სახარას სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ და ჩადის ხმელთაშუა ზღვაში.

 

 

წყალუხვი მდინარეებით გამოირჩევა მესოპოტამია-შუამდინარეთიც. იქ 2 მდინარეა-ევფრატი დასავლეთით და ტიგროსი აღმოსავლეთით. ისინი ერთდებიან და ჩადიან სპარსეთის ყურეში. ქურთისტანის მორწყული მთებიდან მომავალი ტიგროსი და ევფრატი მოედინებიან ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ.

 

ინდოეთის უდაბნოს ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ რწყავს ჰიმალაებში შენაკადებთან ერთად დაბადებული ინდუსი. .

 

ჩინეთის ტრამალები გვალვისგან გადაარჩინა მთებიდან მომავალმა და წყნარ ოკეანეში ჩამავალმა ყვითელმა მდინარემ

 

წინაისტორიული ისტორიამდელი ხანის მონადირეები მოგროვდნენ ამ მდინარეებთან.

მაგრამ მდინარეთა სანაპიროებზე არაა საკმარისი სივრცე და მათ აღარ შეეძლოთ ნადირობით ცხოვრება.

 

მაშინ მათ მოიგონეს მიწათმოქმედება, ფანტასტიკური რევოლუცია რომელსაც ნეოლითურ რევოლუციას უწოდებენ.

 

ამ მდინარეებთან იზრდებოდა ველური მარცვლეულ-ხორბლეული. წინაისტურიული მონადირეები უკვე ჭამდნენ მცენარეებს. გაჩნდა გენიალური აზრი-გადაარჩიეს საუკეთესო მცენარეები და ისინი დათესეს, სხვები კი დაგლიჯეს. ამავე დროდ ნადირობის ნაცვლად დაიწყეს მესაქონლეობა,პირუტყვის მოშენება.

ამას ჰქონდა დიდი დადებითი შედეგები.

მიწათმოქმედება იდენტურ ტერიტორიაზე კვებავს ასჯერ მეტ ადამიანს ვიდრე ნადირობა. მაგ. საფრანგეთის დღევანდელ ტერიტორიაზე ცხოვრება შეუძლია ბევრი ბევრი   ას ათას მონადირეს და იგივე ტერიტორია კვებავს ოცდაათ მილიონ გლეხს.

 

ამან მკვეთრად გაზარდა ადამიანთა რაოდენობა.

 

ამ ნეოლითური რევოლუციის შემდეგ კაცობრიობა უკვე იყო გარემოსთვისაც საშიშ არსებათა და არა საფრთხეში მყოფ არსებათა სახეობა. დაბინძურების დიდი ნაწილის მიზეზი სზორედ მიწათმოქმედება დამესაქონლეობაა.

 

ეს არ მომხდარა ერთ დღეში, მაგრამ კულტურული გადაცემის წყალობით ძალიან მალე.

აღნიშნული 4 რეგიონის გარეთ წინაისტორიული ცხოვრება გრძელდებოდა. ამ რეგიონებში კი კაცობრიობა შეიცვალა,მაგრამ ორგანიზაციის და არა ფსიქოლოგიის თვალსაზრისით.

 

წინაისტორიული ტომი არის 200 კაცი //მონადირეები,ქალები,ბავშვები, მოხუცები//. ეს ტომი მუდამ მოძრაობს, იცვლის ადგილს.

 

 

ეგვიპტეში ეს ხალხი ძალიან მალე გადაიქცა სახელმწიფოს მილიონობით გლეხად.

 

სახელმწიფო გაჩნდა ეგვიპტეში პირველ რიგში წყლის განაწილების მიზეზით. იქ პრაქტიკულად არ წვიმს და კულტურები მთლიანად დამოკიდებულია მორწყვაზე. ცხადია რომ დიდებულებს უნდოდათ მთელი წყლის მოხმარება მდაბიოთა საზარალოდ. ისინი იბრძოდნენ წყლისთვის. შემდეგ მათ იფიქრეს რომ ჯობდა წყლის სამართლიანად განაწილებაზე მზრუნველი მეფე-ფარაონის არსებობა.

 

მეორე მიზეზი ისაა რომ გლეხებს აუცილებლად სჭირდებოდათ მშვიდობა.

 

ისტორიამდელი ხანის მონადირე იყო მეომარი. გლეხს კი აღარა აქვს საკმარისი დრო ომისთვის. ის თავის დროს იყენებს მიწის მოსახნავად,მცენარეთა დასათესად, მოსავლის ასაღებად. ასეთ მუშაობას უნდა დრო.

ამასთა მას სჭირდება დაცვა. თუ კი მომთაბარეები და ბანდიტები შეჭამენ მის პურს და პირუტყვს ის მოკვდება შიმშილით.

ამიტომაა აუცილებელი წესრიგის უზრუნველმყოფელი სახელმწიფო.

 

მიწათმოქმედება იძლევა იმდენს რომ შესაძლებელი ხდება მეფის და სამხედროების კვება.

სახელმწიფოსთვის გადასახადების გადახდა ჯობია ბანდიტებთან გაუთავებელ ომს.

 

მოსაზრებები ეგვიპტეზე არაა ავადმყოფური ფანტაზია. ისინი დღედაც აქტუალურია.

შიმშილი მსოფლიოში დღეს დაკავშირებულია უწესრიგობასთან, ყაჩაღობასთან, სახელმწიფოთა გაქრობასთან. ასეა მაგალითად სამოქალაქო ომებით აოხრებულ აფრიკაში. წესრიგის აღდგენის შემდეგ გლეხი ისევ იღებს მოსავალს,მაგრამ ანარქია გლეხობის მკვლელია.

 

სახელმწიფო არის შეიარაღებული სპეციალიზებული ძალა, მაგრამ ადმინისტრაციაცაა რადგანაც აუცილებელია საწყობებზე,მარაგზე ზრუნვა, ცუდი წლების მოლოდინში მარცვლეულის შენახვა ბეღლებში. გაიხსენეთ ბიბლიური იოსები ეგვიპტეში, მსუქანი და გამხდარი ძროხების დროები.

აუცილებელი ხდება მოსავლის და მარაგის ანგარიში და ჩაწერა, წერა-კითხვა.

 

დამწერლობის გამოგონების შემდეგ შევდივართ ისტორიაში. იმიტომ რომ ჩვენ შიძლება ვენდოთ როგორც არქეოლოგიას ისე ძველ წიგნებს.

 

დამწერლობა არის ტექნიკური კრიტერიუმი რომელიც ისტორიას განასხვავებს წინაისტორიისგან, ისტორიამდელი ხანისგან.

დამწერლობა ბუნებრივად გაჩნდა პატარა სტილიზებული ნახატებიდან რომელსაც ვუწოდებთ იდეოგრამებს // ეგვიპტური იეროგლიფები//.

იდეოგრამების აღქმა იოლია, მაგრამ არსებობს ათასობით იდეოგრამა რაც მოითხოვს ძლიერ მეხსიერებას. ამან გააჩინა მწერალთა კასტა.

დამწერლობა გაჩნდა ეგვიპტეში ძვ.წ. 3 თუ 4 ათასი წლისთვის. ჩინელებმა და იაპონელებმა დღესაც შეინარჩუნეს ასეთი დამწერლობა.

 

პირველი სახელმწიფოს შემქმნელი ძველი დამოუკიდებელი ეგვიპტე არსებობდა 25 საუკუნე.

7-8 მილიონ ეგვიპტელს მართავდა ძალიან ორგანიზებული სახელმწიფო. ძველი ეგვიპტის ისტორია იოლია გასაგებად :

სიუხვე მაშინაა როდესაც სახელმწიფოა ძლიერი. სახელმწიფოს დასუსტება-დაშლის დროს იწყება ანარქია და მოდიან დამპყრობლები, მაგალითად უდაბნოს ბედუინები, აღმოსავლეთიდან მოსული ჰიქსოსები.

 

არის ძალის, ძლიერების 4 პერიოდი : ძველი იმპერია,2800 წლისთვის ; საშუალო იმპერია, 2000 წლისთვის; ახალი იმპერია, 1500 წლისთვის, და ე.წ. საისური დინასტია,ძვ.წ. მე-7 საუკუნისთვის.

 

დამოუკიდებელი ეგვიპტის ისტორია დამთავრდა იმით რომ ძვ.წ. 525 წელს ის დაიპყრეს სპარსელებმა.

დამოუკიდებელი ეგვიპტის ისტორია განახლდა მხოლოდ ა.წ.1950 წელს ნასერთან ერთად.

 

ძლიერების ამ ეპოქებს შორის იყო ანარქიის 3 ხანგრძლივი პერიოდი.

 

ძველი იმპერიის პირველი ფარაონი იყო მენესი და მისი დედაქალაქი იყო მემფისი, ქაიროსთან ახლოს. ამ ძველმა იმპერიამ ააგო პირამიდები, ფარაონები ხეოფსის,ხეფრენის და მიკერინოსის აკლდამები.

 

მათ წინაშე დგომისას თვალნათლივ ვხედავთ თუ რა საოცრება იყო მიწათმოქმედების გამოგონება.

საკვების ნამატი იძლევა მწერლების,ჯარისკაცებისხელოსანთა და მეფეების შენახვის საშუალებას.

მას შემდეგ რაც არის სახელმწიფო,ადმინისტრაცია და არმია შეიძლება მეფეთა სადიდებლად პირამიდების აგება.

ჩნდება ქალაქიც იმიტომ რომ მეფეს უნდა ადმინისტრაცია და სასახლე.

 

ეგვიპტის აპოგეა იყო ახალი იმპერია რომლის დედაქალაქიც იყო თებე,სამხრეთში…

 

ეგვიპტის ბოლო დამოუკიდებელმა დინასტიამ დედაქალაქი გადაიტანა დელტაში, საისში…

 

ძველი ეგვიპტის ზღაპრული მემკვიდრეობა

კრისტიან დეროშ ნობლკურის წიგნი “ეგვიპტის ზღაპრული მემკვიდრეობა”

 

© Desroches-Noblecourt Ch. Le Fabuleux Héritage de l’Égypte. Editions Telemaque. Paris.

 

წიგნში ,,ეგვიპტის ზღაპრული მემკვიდრეობასახელგანთქმული ფრანგი სწავლული გვეუბნება რომ ძველმა ეგვიპტემ მსოფლიოს უანდერძა აგური, ანბანიკალენდარიეზოპეს და ლაფონტენის ცხოველები, ტესტი ფეხმძიმობაზეთვალის ავადმყოფობათა და თავის ტკივილის წამლებიციხესასახლეების მოდელი და აღდგომის და ევქარისტიის ქრისტიანული სიმბოლოები. თანამედროვე მეცნიერება, მედიცინატექნოლოგია და თეოლოგია არის ძველ ეგვიპტელ სწავლულთა მემკვიდრე. ეგვიპტემ უზომო გავლენა მოსახდინა დასავლეთზე. უკვე ძვ.წ. მე-4 ათასწლეულის ბოლოს ჩამოყალიბდა იქ ცენტრალიზებული სახელმწიფო. ეგვიპტეში უფრო ადრე ვიდრე სადმე სხვაგან ყვაოდა ლიტერატურა, ფილოსოფია, ხელოვნება, მეცნიერება, მედიცინა. აქაა საბერძნეთის და კრეტას ცივილიზაციათა ფესვები. ევროპელებს ეგვიპტელები ხვდებოდნენ ფინიკიის სანაპიროზე ბიბლოსში, გზაზე შეივლიდნენ ხოლმე კრეტაზე, კვიპროსზე, როდოსზე, კარპატოსზე, კითერაზე. კითერაზე ნახეს თაბაშირის ლარნაკი ეგვიპტის მე-5 დინასტიის //2465-2323// ფარაონის სახელით. ძვ.წ. მეორე ათასწლეულის დასაწყისში საშუალო სამეფოს ეგვიპტე გაცხოველებით ვაჭრობდა კრეტასთან რაზეც მოწმობს კრეტაზე ნაპოვნი მრავალი ეგვიპტური ნივთი //ჭურჭელი, პატარა ქანდაკებები, საბეჭდავები და ა.შ.//. მსოფლიო კულტურაში ეგვიპტელთა წვლილის შესახებ შოტლანდიელი მაკენზი ნაშრომში ,,ძველი ცივილიზაციები” //1927// წერდა: “ჩვენ დღემდე ვსარგებლობთ ეგვიპტური კალენდარით, რომელიც პირველად გაჩნდა ნილოსის ველის პირველ მიწათმოქმედებში, ჩვენ ჩვენს დროსა და სივრცეს ვზომავთ ბაბილონელთა სისტემით და უნდა ვაღიაროთ რომ საბერძნეთი და რომი ვერ გაჩნდებოდნენ მდინარეთა ველების მიერ კაცობრიობისთვის მიძღვნილი ცივილიზაციების გარეშე. ჩვენს ხელოვნებათა და მეცნიერებათა, სოციალურ ინსტიტუტთა, ეკონომიკის და ვაჭრობის ისტორია ვერ იქნება სრულად შესწავლილი უძველესი ცივილიზაციის მონაპოვრებისკენ მიმართვის გარეშე”. ძვ.წ. მე-7 საუკუნიდან ბერძნები და რომაელები სულ უფრო და უფრო ინტერესდებიან ეგვიპტით. მაშინ ეგვიპტე მოინახულეს გამოჩენილმა ბერძნებმა სოლონმა, თალესმა, პითაგორამ, ჰეკატეოს მილეთელმა, გელანიკმა, პლატონმა, არისტაგორ მილეთელმა და სხვებმა.  აგლაოფმა პითაგორა აზიარა ორფეოსის მიერ ეგვიპტიდან ჩამოტანილ მისტერიებში. გადმოცემით კეკროპსმა პირველმა გადაიტანა ეგვიპტის ცივილიზაციის ნაყოფი საბერძნეთში და დააარსა სახელგანთქმული ქალაქი ათენი.  ძველი ბერძნებისთვის ეგვიპტე იყო “საიდუმლო სიბრძნის აკვანი”.  სოლონმა გადაიღო ეგვიპტური კანონები რომელთა თანახმად ყველას უნდა განეცხადებინა თავისი შემოსავლის შესახებ და ყოველწლიურად მიეცა გადასახადი პროვინციის მმართველისთვის. ამასთან თაღლითობაში შემჩნეულ ყოველ ეგვიპტელს სჯიდნენ სიკვდილით. ეს სოლონმა გადაიღო თავისთანაც, ათენში.  დიოდორე სიცილიელის თქმით ეგვიპტური კანონმდებლობით აქტიურად სარგებლობდა სპარტას მეფე ლიკურგი. ეგვიპტელების სიბრძნეს ეწაფებოდა პლატონი.  მრავლისმთქმელია პლატონის შემდეგი ნაწყვეტი //”ტიმეოსი”//. ეგვიპტის ერთ-ერთი ქურუმი ეუბნება მეფე სოლონს:  ახ სოლონ, სოლონ! თქვენ, ელინები, მუდამ რჩებით ბავშვებად, არაა თქვენში ასაკოვანი! რატომ ამბობ ასე?- იკითხა სოლონმა. “თქვენ მოზარდები ხართ გონებით ვინაიდან თქვენი გონება არ ინახავს ოდითგანვე გვარიდან გვარში გადამავალ გადმოცემებს და დროისგან გაჭაღარავებულ მოძღვრებას“-იყო პასუხი.

ძველ ეგვიპტური რაინდი ღვთაება ჰორუსი კლავს ურჩხულს,პარიზის ლუვრში დაცული ძველეგვიპტური შედევრი ამ თემამ ჩვენი წმინდა გიორგის სახეზეც მოახდინა გავლენა.

ლექსანდრიაში გაჩნდა პლოტინის ფილოსოფიაც. პლოტინმა იქ იცხოვრა 11 წელი. ნეოკესარიის ეპისკოპოსი წმინდა გრიგოლი ახალგაზრდობაში ფილოსოფიას და მედიცინას სწავლობდა ალექსანდრიაში. “წმინდანთა ცხოვრებაში” ნათქვამია რომ ჯერ კიდევ ყმაწვილი გრიგოლი ყველა ქვეყნიდან ალექსანდრიაში ჩასულ ახალგაზრდებთან ერთად სწავლობდა ფილოსოფიას და საექიმო ხელოვნებას. მისმა უმანკო ცხოვრებამ აღძრა მის თანატოლთა სიძულვილი. ეს თავშეუკავებელი და ვნებებს დამონებული ახალგაზრდები წარმართი ახალგაზრდებისთვის ჩვეულებრივად უწმინდურად ცხოვრობდნენ და დადიოდნენ კახპათა სახლებში. ქრისტიანი ყმაწვილი წმინდა გრიგოლი კი არ აყვა მათ,თავს არიდებდა დამღუპველ გზას,ერიდებოდა უწმინდურობას და ვერ იტანდა უკანონობას. ის თავისი სიწმინდით ანათებდა როგორც თეთრი შროშანი სარეველას შორის. ეგვიპტიდან //თებედან// იყო წმინდა ანტონიც. ეგვიპტელების გავლენა განსაკუთრებით იგრძნობა ბერძენთა ხელოვნებაში და ზოგ ტექნიკურ გაუმჯობესებასა და მოწყობილობაში.  ეგვიპტური მხატვრული ფორმები აისახა მიკენის კულტურის ცენტრებში მოქანდაკეებისა და მხატვრების მიერ “ფრონტალურობის კანონთა” გამოყენებაში //არქაული აპოლონი//. ბერძნებმა თავის მხრივ ბევრი გააკეთეს ეგვიპტეში წესრიგის დასამყარებლად და, მეტიც, ქვეყნის ერთ სახელმწიფოდ გასაერთიანებლად. ქვემო ეგვიპტის ქალაქი საისის მეფე ფსამეტიქი ებრძოდა ნომთა სხვა მფლობელებს ქვეყნის გაერთიანების მიზნით.მისი კონკურენტები და მოწინააღმდეგეები გაერთიანდნენ და გააძევეს ის ეგვიპტის ყველაზე მოშორებულ ნაწილში,ნილოსის დელტაში მდებარე დაჭაობებულ ადგილში. იქ ის მივიდა მისანი ქალღმერთის ტაძარში და იკითხა თავისი მომავლის შესახებ. ჰეროდოტეს თანახმად ქურუმების ინტერპრეტაციით ქალღმერთმა უთხრა რომ დაელოდოს ზღვიდან რკინის ადამიანების გამოსვლას და ისინი დაეხმარებიან მას.  მეფე გარკვეულ ხანს გაკვირვებით ფიქრობდა თუ რას ნიშნავს ასეთი წინასწარმეტყველება. მაგრამ ერთხელ მას შეატყობინეს რომ ნაპირს მიადგნენ გემები რომლებზეც ჩანან რკინით და სპილენძით შეაბჯრული ადამიანები. ესენი იყვნენ ბერძნები რომლებიც თავს ირჩენდნენ ყაჩაღობით ხმელთაშუა ზღვაში. ფარაონმა ისინი გაიცნო, დაააფასა მათი ძალა და სიმამაცე და დაითანხმა მის სამსახურში ჩადგომაზე. მეფემ ბერძნების დახმარებით დაამარცხა მოწინააღმდეგეები. ბერძნებისგან შედგებოდა მისი პირადი გვარდია. ფსამეტიქმა თავისუფლად შეუშვა ბერძენი ვაჭრები ეგვიპტის ქალაქებში, მისცა მათ ქვეყანაში თავისუფლად დასახლების უფლება, მეტიც, მისცა მათ ქალაქი ნავკრატისი //”გემთა დედოფალი”// ალექსანდრე დიდის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი გახდება ეგვიპტის მეფე და დააარსებს ლაღიდთა დინასტიას. თავის ნაშრომში ის უფრო აქებდა ალექსანდრე მეომარს ვიდრე ალექსანდრე პოლიტიკოსს. მისი ნაშრომი სანდოა იმიტომ რომ მისი მეფობისას არიანის თქმით “მისთვის ტყუილის თქმა უფრო სირცხვილი იყო ვიდრე ვინმე სხვისთვის”.  ბერძნებს იზიდავდა ეგვიპტის სიმდიდრე და არა ეგზოტიკა.ამიტომ ეგვიპტეს დაქირავებულებთან ერთად მიაწყდნენ ბერძენი ვაჭრებიც. იონიელებმა პირველებმა მე-7 საუკუნეში დააარსეს კირენა,ძლიერი კოლონია ლიბიის სანაპიროზე და აავსეს ნილოსის დელტა სხვა ფაქტორიებით და კოლონიებით. ისინი ბევრნი იყვნენ და მათი და ადგილობრივი მკვიდრების ურთიერთობათა გასაიოლებლად ჩნდება მთარგმნელთა მთელი კასტა. ფარაონი ამაზისის დროს //ძვ.წ.570-526// ნილოსის დასავლეთ მკლავზე, ფარაონის რეზიდენციასთან ახლოს,გაჩნდა ძლიერი სავაჭრო ცენტრი ნავკრატისი სადაც თავმოყრილი იყო ეგვიპტის მთელი ექსპორტი. ნავკრატისი წმინდა ბერძნული ქალაქი იყო და სარგებლობდა ავტონომიური თვითმმართველობით.          ჰეროდოტეს თქმით მეფე ამაზისის დროს ეგვიპტემ მიაღწია უდიდეს აყვავებას. მდინარე ასაჩუქრებდა მიწას და მიწა-ადამიანებს. ამბობენ რომ მაშინ ეგვიპტეში იყო ოცი ათასი ქალაქი           ამაზისმა დაადგინა რომ ყოველ ეგვიპტელს ყოველწლიურად ოლქის მმართველისთვის უნდა შეეტყობინებინა თავისი შემოსავალი. იმას ვინც ამას არ გააკეთებდა და ვერ შესძლებდა კანონიერი შემოსავლების ჩვენებას ემუქრებოდა სიკვდილით დასჯა.                სოლონმა გადაიღო ეს კანონი და შემოიღო ათენში სადაც ის მოქმედებდა ჰეროდოტეს ხანაში.              ამაზისი //ამასისი// ეგვიპტეში აგებდა ბერძენთა ღმერთების და ქალღმერთების სალოცავებს. საისში მან დადგა ათენას ულამაზესი მონუმენტი. ის ელადაში აგზავნიდა საჩუქრებს//ათენას მოოქროვილი ქანდაკება,ორი ქვის ქანდაკება,თავისი პორტრეტული ხის ქანდაკებები ჰერას ტაძარში სამოსზე და სხვ.//…              ნავკრატისში თავისი წარმომადგენლები ჰყავდათ ბერძენ ტომებსა და მათ ქალაქებს, ეგინელებს, სამოსელებს, დორიელებს როდოსიდან და კნიდიდან,იონიელებს ქიოსიდან, თეოსიდან, ფოკეიდან თუმცა გაბატონებული მდგომარეობა ეკავათ ფსამეტიქის დროს ეგვიპტეში დამკვიდრებულ მილეთელებს.

ამ პირობებში არაფერია გასაკვირი იმ გადმოცემებში რომელთა თანახმადაც ეგვიპტეში ნამყოფები იყვნენ იონიელი ფილოსოფოსები//თალესი და პითაგორა//.                  ფარაონმა ამასისმა კირენელებთან დადო თავდაცვითი და შეტევითი კავშირიც და ცოლად მოიყვანა კირენელი ასული ლადიკა…            ეგვიპტის სიმდიდრეები იზიდავდა სპარსელებს, ბერძნებს, რომაელებს და ებრაელებს. ბერძნები ცდილობდნენ აღმოსავლეთის და დასავლეთის ბეღლის ხელში ჩაგდებას და სპარსელების მიერ ეგვიპტის დაპყრობამ დიდი დარტყმა მიაყენა ელინური სახელმწიფოების ვაჭრობას. მაგრამ სპარსელებმაც შეიტანეს რაღაც ღირებული ეგვიპტის და საბერძნეთის ცხოვრებაში. ამაზე მოწმობს ერთ-ერთი პაპირუსის ტექსტი რომელშიც ლაპარაკია იმაზე თუ როგორ იყო აწყობილი ძვ.წ.225 წელს მემფისთან ახლოს არსებული საფოსტო სადგურის მუშაობა,აღირიცხებოდა კორესპონდენცია,წერილები,გზავნილები, შემდეგ ხდებოდა მათი გადარჩევა და დაგზავნა ზემო და ქვემო ეგვიპტის სხვადასხვა რაიონში ეგვიპტელთა ხასიათის ყველა თვისება და მათი ყველა შეხედულება არ ყოფილა მისაღები დასავლური კულტურისთვის,ბერძნებისთვის და რომაელებისთვის. ეგვიპტელთა ეროვნული ხასიათი ბერძნებს და რომაელებს ეჩვენებოდა წინაღმდეგობრივი მეტწილად არასასიამოვნო და ცუდი თვისებების უცნაურ ნარევად.                  მაგრამ საარაკო გახდა ეგვიპტელთა გონიერება და გონებამახვილობა. მათი ხუმრობები ზუსტი და მახვილი,ზოგჯერ კი უწესო იყო. რომაელები უმაგალითოდ თვლიდნენ ეგვიპტელთა თავხედობას და თავგასულობას,ურცხვობას //თუმცა ნერონმა და კალიგულამ ალბათ გადააჭარბეს ყველაფერ ამას,გ.მ.//.        ეგვიპტელები წინააღმდეგობრივები,მამაცები და განებრივებულები არიან,მაგრამ იტანენ მონობას და წამებებს. ასე დაახასიათეს ეგვიპტელები კლასიკურმა მწერლებმა და ეს დახასიათება ეკუთვნის გვიანდელ ხანას, იმ დროს როდესაც რომმა გააერთიანა მთელი იმ დროისთვის ცნობილი მსოფლიო და ავრცელებდა მასში ბერძნულ-რომაული კულტურის ელემენტებს….           რომაელთა ყურადღება მიიპყრეს იდუმალმა იეროგლიფებმაც. პლუტარქეს თქმით ეგვიპტურ დამწერლობას აქვს სიმბოლური ხასიათი….        ეგვიპტური კულტურული მონაპოვრების გარდა რომმა ეგვიპტისგან შეითვისა მისი პოლიტიკური მოწყობილობის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი-იმპერიის და და იმპერატორის ხელისუფლების ღვთაებრივი ხასიათის იდეა.  ფარაონს ამსგავსებდნენ მზეს. ძველი რწმენის თანახმად ეგვიპტოს მეფეები მზე-რას შთამომავლები იყვნენ და ყოველი მმართველის სული იყო მზე-ჰორის ორეული-მაცნე.          ეს იდეა ძალიან მოეწონა ძველი სამყაროს მმართველებს,ყველას,ექნატონიდან  და აქემენიდებიდან პტოლემეებამდე და რომის იმპერატორებამდე…. უკვე ა.წ. პირველ საუკუნეში რომის იმპერატორის შინაურები,მხევალ-მოსამსახურეები და კანცელარია მას უწოდებდნენ deus noster-ს, ჩვენ ღმერთს. რომის იმპერატორების ეს ამალა კი სანახევროდ აღმოსავლეთიდან გამოსულებისგან შედგებოდა.              მაგრამ მაშინ რომის იმპერატორები ვერ ბედავდნენ ამ წოდების ოფიციალურ წოდებად გამოცხადებას.                ამ პერიოდიდან მოყოლებული კალიგულას და ნერონის ნაირი კეისრები უკვე ოცნებობდნენ იმაზე რომ მათ ღმერთებად ჩათვლიდა მთელი მსოფლიო და რომში ისინი დაიკავებდნენ იმ ადგილს რაც თავის სამეფოში ეკავათ პტოლემეებს.                        რომის იმპერატორების აზრით ნებისმიერი ღმერთი შეიძლებოდა აღორძინებულიყო მათში. განათლებული რომაელები აღშფოთებულები იყვნენ მათ იმპერატორთა ასეთი უცნაურობებით, მაგრამ ყველა იმპერატორი ოცნებობდა რომ მათთვის ისევე ეცათ თაყვანი როგორც სცემდნენ თაყვანს სპარსელ მეფეებს თუ ეგვიპტელ ფარაონებს,მათ სურდათ ისევე ფუფუნებაში და განცხრომით ცხოვრება.                    ავრელიანმა 274 წელს დააწესა დაუმარცხებელი მზის კულტი და დიოკლეტიანეს კარი მსახურების იერარქიით და საჭურისთა ბრბოებით საყოველთაო აზრით იყო სასანიდთა სპარსული სამეფოს ასლი….        ძველად ეგვიპტე ითვლებოდა მეცნიერებათა,განსაკუთრებით მათემატიკის აკვნად,… ყველაზე სახელგანთქმული თანამედროვე ფრანგი ეგვიპტოლოგი კრისტიან დეროშ-ნობლკურის აზრით თანამედროვეობა დიდადაა დავალებული ეგვიპტური ცივილიზაციისგან. მეტიც,ჩვენს კულტურას შეიძლება ეწოდოს ეგვიპტურ-ქრისტიანული კულტურა //იხ. მისი ერთერთი უკანასკნელი მონოგრაფიაეგვიპტის ზღაპრული მემკვიდრეობა“//.

ყველა ძველი ხალხი მისდევდა მთვარის კალენდარს და მხოლოდ ეგვიპტელები იყენებდნენ 12 30-დღიანი თვისგან შემდგარ მზის კალენდარს რომელსაც შუა ივლისში უმატებდნენ 4 “ეპაგომენალურ” დღეს და ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ერთ მთლიან დღეს.  ეს კალენდარი აიღო იულიუს კეისარმა და შეინარჩუნა ეკლესიამ რომელმაც შეცვალა მხოლოდ ახალი წლის დაწყების თარიღი რომელიც თავიდან დადგენილი იყო ნილოსის ადიდებისთვის.

 

ეგვიპტელები ლოღიკოსები იყვნენ და მათ ჰქონდათ დაკვირვების გამძაფრებული უნარი. მათ დაიწყეს წყალდიდობების და წყლის კლებათა თვლა,და დაყვეს ისინი სამ ოთხთვიან სეზონად. დღეების ამ დაყოფამ უზარმაზარი როლი შეასრულა ეგვიპტელების ცხოვრებაში, კულტურაში, რწმენებში. ეგვიპტელებმა დაიწყეს აგურების კეთება. მთელ მახლობელ აღმოსავლეთში აღიარებული იყო ეგვიპტური მედიცინის საოცარი მიღწევები. ეგვიპტელმა სწავლულებმა შექმნეს წყლის საათი. ეგვიპტელმა ექიმებმა აღმოაჩინეს პულსის გაზომვის მეთოდი, ტესტი ფეხმძიმობაზე,კატარაქტას დამუშავება,თვალის ავადმყოფობათა მკურნალობის მრავალი საშუალება. ისინი იკვლევდნენ შაკიკის მოვლენას.

დეროშ ნობლკურის აზრით ანბანი შეიქმნა სინას მთაზე ფირუზის საბადოებში მომუშავე ბედუინების და ეგვიპტელი მუშების კონტაქტისას. ის თვლის რომ ბედუინებმა თავის ენას მიუყენეს აკროფონიის პრინციპი რომელსაც ემორჩილება იეროგლიფთა უმეტესობა. შემდეგ მათ გადაიღეს წერის ეს,ლურსმულ დამწერლობაზე უფრო პრაქტიკული,სისტემა და გადასცეს ის სხვა ხალხებს პელოპონესამდე.  დიდად მნიშვნელოვანია ნათესაობა და გამოცანები სულიერ სფეროში. მნიშვნელოვანია იოსების ბიბლიური ისტორია. რაში დასჭირდებოდა ეგვიპტის ფარაონს ახალგაზრდა უცხოელი შვიდი მსუქანი და 7 გამხდარი ძროხების შესახებ სიზმრის ასახსნელად თუ კი უკანასკნელმა ფელაჰმაც კი იცოდა ნილოსის კარგი და ცუდი ადიდებების ამ რიტმის შესახებ? საფიქრებელია რომ ეს ფარაონი იყო ჰიკსოსი ანუ სემიტი რომელმაც არაფერი იცოდა ჰავაზე და ქვეყანაზე და რომელმაც ალბათ ბევრი თავისი სემიტი ნათესავი მიიყვანა თვითონ მის მიწაზე ბევრად უფრო ნაყოფიერ და განათლებულ ეგვიპტის მიწაზე.

//ჩანართი ვიკიპედიიდან: ჰიქსოსებმა ანუ მომთაბარე ტომთა ჯგუფმა ძვ.. მე-17 საუკუნეში ხელში ჩაიგდო ძალაუფლება ქვემო ეგვიპტეში. ძვ..1650 წლისთვის მათ შექმნეს ეგვიპტის მმართველთა თავისი დინასტია. იოსებ ფლავიუსი ჰიქსოსებს უწოდებს მწყემს მეფეებსანუ ჰიქსოსთა მიერ ეგვიპტის დაპყრობა და მათი გაბატონება ეგვიპტეში იყო მომთაბარეების მიერ განვითარებული მიწათმოქმედი ცივილიზაციის დამარცხება და დაპყრობა//.  მეორე სერიოზული საკითხია თუ რატომ გაიქცნენ მარიამი,იოსები და მათი შვილი იესო სწორედ ეგვიპტეში როდესაც იქვე სულ ახლოს იყო სირია. ბიბლიური ტექსტი არაფერს ამბობს ამის შესახებ მაგრამ იუდეველი ბავშვი უნდა გასცნობოდა ეგვიპტის მაღალგანვითარებულ მეცნიერებას და ხელოსნობას.       ფრანგი ეგვიპტოლოგის აზრით ქრისტიანობის საფუძველი არსებობდა ეგვიპტეში და იძლევა ამის დამადასტურებელ მრავალ ფაქტს.              ის ახსენებს სცენას ნილოსზე,რომელიც ხშირად გვხვდება დასაკრძალ კონტექსტში, ადამიანი //ან ერთ ხაზზე მყოფი ორი ფიგურა// იჭერს ორ სულ ერთსა და იმავე თევზს,ტილაპიას და ლატესს.

ეს თევზები დეროშ-ნობლკურის აზრით ნარის გუშინდელი და მომავალი სულის,ა მქვეყნიური სულის და სხვა სამყაროს სულის სიმბოლოები.          ჩვენ კარგად ვიცით თევზის სიმბოლო პირველ ქრისტიანებთან და ქალბატონი დეროშ-ნობლკური  იგივე სიმბოლოს ხედავს ვეზელეს ბაზილიკის ნარტექსის ზოდიაქოში.        კიდევ ბევრია იკონოგრაფიის და დოგმატთა მსგავსება.          მკვლევარის აზრით გველის დამთრგუნველი წმინდა გიორგის ხატი უნდა მომდინარეობდეს  ბოროტების ემბლემა ბეჰემოტის დამრთგუნველი ღმერთი ჰორუსის ეგვიპტური ხატიდან. მოგზაურთა მფარველი წმინდა ქრისტოფორის  წინამორბედი კი უნდა იყოს დიდი მოგზაურობისთვის მომზადებული სულების მეგზური ანუბისი.. ასეთი მაგალითი ბევრია, ახალი პაპისთვის “ბაგეთა და თვალების გახსნის” რიტუალიდან ეგვიპტელების მიერ თავისი მეფის საიქიოში გასტუმრების თითქმის იგივე რიტუალამდე.                   მკვლევარის თქმით არაა საჭირო ეგვიპტური პანთეონის ღმერთების სიმრავლის სიტყვა-სიტყვით გაგება. მისი აზრით დედოფალმა ხატშეფსუტმა ეხნატონამდე იგრძნო რომ უზენაესი ღვთაება იყო ერთადერთი ძალა,მზიური ღმერთისა და დედა-ქალღმერთის, ეგვიპტური მსოფლმხედველობის ორი შემოქმედი შემადგენელი ნაწილის კავშირის ძალა. თეოგამია, ღმერთისა და მოკვდავი ქალის კავშირი,რომელსაც ხატშეფსუტი ახსენებს დეირ-ელ-ბაჰრის ტაძარში,ამენჰოტეპ მესამე ლუქსორის ტაძარში და რამზეს მეორე რამესეუმში მათი ღვთაებრივი არსის გასამართლებლად,არის ხარება და მარიამი არის მთელ რომის იმპერიაში გალიამდე,თანამედროვე საფრანგეთამდე გავრცელებული და საუკუნეთა მანძილზე არსებული დიდი ისიდას კულტის და საიდუმლოთა გამოძახილი.            კვლევის თემით გატაცებული მკვლევარი რა თქმა უნდა შეიძლება ზოგ რამეში აჭარბებდეს მაგრამ ათი მცნების მიღების უნარის მქონე მოსეს აღმზრდელი და დევნილი იესოს თავშესაფარი ეგვიპტის წვლილი მსოფლიო ცივილიზაციაში ნამდვილად უზომოა და ეს გავლენა დღესაც იგრძნობა…ეს თემა ნამდვილად იმსახურებს სერიოზულ კვლევას და სერიოზულ მკვლევარს.

—————————————

© Desroches-Noblecourt Ch. Le Fabuleux Héritage de l’Égypte. Editions Telemaque. Paris.

 

ეგვიპტის შემდეგ სახელმწიფო გაჩნდა მესოპოტამია-შუამდინარეთში, თავიდან ძვწ. 2600 წლისთვის სამხრეთსი, შუმერში, შემდეგ , ბსბილონის ძველ იმპერიასთან ერთად, რვფრატის შუა წელზე,სდადაც 1730 წლისთვის მეფობდა თავისი კანონმდებლობით სახელგანთქმული ჰამურაბი. შემდეგ ზემო ტიგროსზე,სადაც დღევანდელ მოსულთან მდებარე მათი დედაქალაქი ნინევიიდან ბატონობდნენ სამხედრო და დამპყრობელი ასურელი მეფეები…

დღევანდელ ბაღდადთან, მაგრამ ევფრატზე იყო საოცსრი ქალაქი ბაბილონი. მის მეფე ნაბუქოდონოსორს შეაჩვენებს ბიბლია იმიტომ რომ მან პალესტინიდან გადაასახლა ებრაელები.

 

შუამდინარეთის სახელმწიფოებშიც იყო დიდებული არქიტექტურა. ოღონდ ეგვიპტისგან განსხვავებით იქ აგებდნენ აგურით და არა ქვით. ერაყი ეგვიპტეზე ნაკლებად მდიდარია მონუმენტებით, აგური ცუდად ინახება. მაგრამ პარიზის მუზეუმ ლუვრშიც დატკბებით მესოპოტამიური ფრთოსანი დრაკონებით.

 

ეგვიპტის და შუამდინარეთის სახელმწიფოები ერთმანეთს ხვდებოდნენ პალესტინაში. იყო მშვიდობაც,მაგრამ ხშირი იყო ომებიც.

უფრო აღმოსავლეთით და 15 საუკუნის შემდეგ მდინარე ინდუსის ირგვლივ ვხედავთ არიულ სამეფოებს. რატომ 15 საუკუნის შემდეგ ? იმიტომ რომ ინდუსის რეგიონში უდაბნოა, თუმცა მაინც წვიმს. ბუნება,მაშ, ნაკლებად ახალისებს სახელმწიფოთა გაჩენას.

არიული სახელმწიფოები ყველაზე მეტად სახელგანთქმულები არიან მათი რელიგიური სპეკულაციებით. ინდოეთის უძველესი რელიგიაა ბრაჰმანიზმი.

ადამიანს იმთავითვე უყურებდნენ როგორც სამყაროსკენ გახსნილ ცნობიერებას და თვალს. ადამიანმა თავიდან ყველაფერში დაინახა ღვთაებრივი. მონოთეიზმზე ადრე იყო პოლითეიზმი. პოლითეიზმი არ გაქრა. ის გადარჩა ინდოეთში.

 

კიდევ უფრო აღმოსავლეთით, იმავე ხანისთვის,ყვითელი მდინარის ირგვლივ გაჩნდნენ ჩინური სახელმწიფოები.

 

ძვ.წ. 1000 წლისთვის,მაშ, იყო 4 ცივილიზაცია // ეგვიპტე, შუამდინარეთი, ინდოეთი და ჩინეთი//. ყოველი მათგანი აერთიანებდა მილიონობით ადამიანს. ისინი ურთიერთობდნენ ერთმანეთთან. უფრო მჭიდროდ ურთიერთობდნენ ეგვიპტე და შუამდინარეთი. ინდოეთს ჩინეთისგან გამოყოფდა უზარმაზარი სივრცეები და მათ არ უომიათ უშუალოდ ერთმანეთთან. მაგრამ იყო ინტენსიური ვაჭრობა.

 

ჩინური სახელმწიფოები, სამაგიეროდ, დაუნდობლად ომობდნენ ერთმანეთთან // ამოტომ უწოდებენ მათ მეომარ სახელმწიფოებს//. ისინი ბეცრად უფრო გვიან ,ძვ.წ. 220 წელს, გააერთიანა პირველმა იმპერატორმა ციში-ხუანძიმ //ძვ.წ.246-216// და რომელმამ მისცა თავისი სახელი , ჩინეთი არის ცინის ქვეყანა.

 

მის შემდეგ, ძვ.წ.202 წელს, ავანტურისტმა ლიე პანგმა პირველი ჩინური დინასტია, ჰანთა დინასტია.

 

ჩინეთის ისტორია გავს ეგვიპტის ისტორიას. იყო ჩინეთის ძლიერების და ერთიანობის პერიოდები // ჰანთა იმპერია ძვ..წ. 200-ა.წ.300 წლებში, იმპერია ტანგი ა.წ. 1000 წლისთვის,იმპერია სონგი შუა საუკუნეებში, მონღოლთა იმპერია 1206-ში, ჩინური აპოგეა იმპერია მინგი მე-14-მე-16 საუკუნეებში, მანჯურთა იმპერია 1644 წლიდან მეოცე საუკუნემდე. ამ პერიოდებს შორის კი იყო დაშლა-დაქუცმაცების და ანარქიის პერიოდები.

 

მაგრამ ჩინეთს ეგვიპტეზე ბევრად უფრო მეტად ემუქრებოდა ჩინეთის დიდი კედლის გარეთ მცხოვრები, წინაისტორიულ ხანაში ჩარჩენილი მეომარი ტომების შემოსევები. ეს მომთაბარეები ხშირად იპყრობდნენ და აოხრებდნენ ყველაფერს.

მაგრამ ჩინეთს აქვს შთანთქმის უზომო ძალა. ძალით და ხმლით ტახტის დამპყრობელი ბარბაროსი მალე ჩინელდებოდა.

ასე იყო- მომთაბარეთა ყოველი დიდი შემოსევის დროს.

 

გაჩნდა ჩვენთვის ნაცნობი კაცობრიობა. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ პირველ სახელმწიფოთა მიწათმოქმედ სამყაროსთან. ჩინეთი. ინდოეთი, მახლობელი აღმოსავლეთი ისევ მოვლენათა ცენტრში არიან. სამაგიეროდ ჩვენი იდეები აღარაა იგივე.

 

ისტორია გვასწავლის რომ ეკონომიკა მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანს ამოძრავებენ სწორედ იდეები,ადამიანის არსი მეტაფიზიკურია.

 

 

ამ ცივილიზაციებში პროგრესი არ არსებობს, თვითონ ეს ცივილიზაციებია უზომო პროგრესი.

 

მაგრამ სამიწათმოქმედო რევოლუციის შემდეგ მათ აღარ უნდათ შეცვლა. დრო მათთვის არის მბრუნავი ბორბალი, მარადიული დაბრუნება. სვასტიკა ინდური სიმბოლოა. ჰიტლერმა ის აიღო ბრაჰმანებისგან. ესაა დროის მუდამ მბრუნავი ბორბალი.

ტრადიციული ინდოელისთვის ცვლილება ერთგვარი ცოდვაა.

 

ეგვიპტელებმა, შუამდინარელებმა, ინდოელებმა, ჩინელებმა ბევრი რამ გამოიგონეს მათ მოიგონეს ნოლი,დენთი,კომპასი და ა.შ.

 

მაგრამ მათ არ უნდოდათ ამ გამოგონებებით მსოფლიოს გარდაქმნა. აქედანაა ამ ცივილიზაციების არაჩვეულებრივი უძრავობა.მათ ცვლიდა მხოლოდ შემოსევათა გარედან მოსული შოკი. მაგრამ ჩინეთისთვის ბარბაროსთა შემოსევები იყო სუსტი შოკი. ჩინეთი მუდამ ახერხებდა ბარბაროსთა ასიმილაციას. იქ მდგომარეობა შეცვალა მხოლოდ ევროპელთა გამოჩენამ.

 

არ არსებოდა ჯანყიც,სულ მცირე ინდივიდუალური.

 

ძველ ეგვიპტელებს ჰქონდათ გამორჩეულად ეთიკური რელიგია.

 

მათი რწმენით სიკვდილი არის გრძელი და რთული მოგზაურობის დასაწყისი. ყველა ღვთისმოსავ ეგვიპტელს სურდა ღმერთ მზე რესთან შეხვედრა და სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ. მაგრამ ამისთვის აუცილებელი იყო მრავალი ინიციაციური ეტაპის გავლა და ღმერთების სასამართლოს მიერ გასამართლება.

 

ღვთაება ოსირისის სასამართლოზე 42 მოსამართლე წონის მიცვალებულის გულს. მიცვალებულმა უნდა დააამტკიცოს რომ მიწიერი სიცოცხლის დროს ის არ ყოფილა ურჯულო ღვთისმგმობელი, რომ ის არ ყოფილა მოძალადე მატყუარა ყაჩაღი და თაღლითი ან ქურდი, რომ მას არ დაუმშევია და არ დაუჩაგრია სუსტი, რომ მას არ აუტირებია არავინ, და ა.შ.

თუ მოსამართლეები დაინახავენ რომ მიცვალებული არ ტყუის ის მიაღწევს საწადელს. საწინააღმდეგო შემთხვევაში მას ელის სასჯელი.

ძველ ეგვიპტურ «მიცვალებულთა წიგნში» წარმოდგენილი ეს მსოფლმხედველობა გვიჩვენებს თუ როგორ მოამზადა ფარაონთა ეგვიპტემ ადამიანები იუდაიზმის და შემდეგ ქრისტიანობის მისაღებად.

 

ინდოელი ბრაჰმანის აზრით  ამქვეყნად უბედური ისაა ვინც წინა ცხოვრებაში ოხერი და ცოდვილი იყო. დღეს ოხერი და ცოდვილი უბედური იქნება მომავალ ცხოვრებაში.

 

ჩვენ როგორც პირველი ჯანყი გვახსოვს ბუდას//ძვ.წ. 560-480// ცხოვრება.

ის, დაბადებით უფლისწული სიდჰარტა გაუტამა იყო. მამამის მეფეს არ უნდოდა რო მის შვილს სცოდნოდა არსებობის ტრაღედიები. ამიტომ უფლისწული სიდჰარტა ცხოვრობდა ჩაკეტილი სასახლეში, ფუფუნებაში მცხოვრები უფლისწული გარშემორტყმული იყო სილამაზით.

მაგრამ ერთხელ ის აჯანყდა და გაიქცა სასახლიდან. ქალაქში სეირნობისას ის გადააწყდა მკვდარს, ღატაკს და ავადმყოფ მოხუცს.

 

უფლისწული სიდჰარტა გაუტამა მიხვდა რომ ტრაღიკულ სამყაროში არსებობა არის ტანჯვა-მწუხარება და სიკვდილი.

 

ის წავიდა მამის სასახლიდან და დაიწყო განდგომილი,ლოცვით და ჭვრეტით სავსე ცხოვრება. მას არ უნდოდა რევოლუციები და პერესტროიკები. ის ქადაგებდა რომ ტრაღიკულ და მტანჯველ არსებობას უნდა დაუპირისპირო უბოროტო, ყველაფერი ცოცხალის მიმართ კეთილგანწყობილი,სიყვარულით სავსე და მართალი ცხოვრება.

 

ის არ ემუქრებოდა სოციალურ წყობას და ამიტომ მას არ მოექცნენ ისე როგორც მოექცნენ სოკრატეს და იესოს. ბუდამ იცხოვრა დიდხანს.

 

მაგრამ ბუდიზმი ემუქრებოდა ტრადიციულ ბრაჰმანიზმს და ამიტომ ის გააძევეს ინდოეთიდან. ბუდიზმი ბატონობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s