კონსტანტინეპოლის უბედურება

 

 

ევროპელთა მეხსიერებიდან, კონსტანტინეპოლის უბედურება

ანრი ტანკ// Henri Tincq//, ფრანგული გაზეთი LE MONDE, 01.08.2007, კონსტანტინეპოლის აოხრება, ბიზანტიის ოქრო

ბიზანტიის რელიგიურ გულში, წმინდა სოფიოს ეკლესია Hagia Sophia-ში პატრიარქის ტახტზე მოზეიმე გამარჯვებულის პოზაში მჯდომი კახპა უშვერად და უწესოდ ყვირის. დიდი კანკელის გატეხვით დაკავებული ჯვაროსნები პატივს მიაგებენ სხვა კახპებს.

1204 წლის 13 აპრილია, მახევარი კონსტანტინეპოლი,წმინდა ქალაქის ნახევარი იწვის. სასახლე აიღეს ვენეციის დოჟმა დანდოლომ,რომელიც კინაღამ დაბრმავდა ბიზანტიელებთან შორეული ჩხუბის შემდეგ და მე-4 ჯვაროსნული ლაშქრობის ბელადებმა- ფლანდრიის გრაფმა Baudouin-მა, მონფერას// Montferrat// მარკიზმა ბონიფასმა, ბლუას გრაფმა ლუიმ. დიდება გამარჯვებულებს, ისინი სამ დღეს აძლევენ თავის ჯარისკაცებს კონსტანტინეპოლის საძარცვავად.

ოქროთი და სისხლით მთვრალი ჯარისკაცები კი მოედვნენ ქალაქს. ისინი ხოცავენ შემხვედრებს, შეურაცხყოფენ და აუპატიურებენ ქალებს, ცემენ მოხუც ბერებს.

მათ ვერ გადაურჩა კონსტანტინეპოლის არც ერთი ეკლესია. ისინი ამსხვრევენ და მიწაზე ყრიან ხატებს. წმინდა ადგილებში იღვრება სისხლი.

გამხეცებული მეომრები ძარცვავენ ბიბლიოთეკებსაც. მათ დაწვეს ტონობით ანტიკური ხანის ხელნაწერები, გაძარცვეს სასახლეები, სახელმწიფო შენობები, გაიტაცეს მოედნებზე გამოფენილი ხელოვნების შედევრები. დაიკარგა ამდენი საუკუნის მანძილზე ნაგროვები საგანძური.

თავის «კონსტანტინეპოლის დაპყრობაში»   მემატიანე რობერ დე კლარი // Robert de Clari, Conquête de Constantinople// ამბობს რომ ჯვაროსნებმა შეტევამდე დაიფიცეს სახარებაზე რომ ხელს არ ახლებდნენ,არაფერს დაუშავებდნენ და არ გაძარცვავდნენ ბერებს,მღვდლებს,სასულიერო პირებს,ეკლესიებს,მონასტრებს.

მაგრამ როგორ უნდა გაუძლო იოლად ხელში ჩასაგდები უდიდესი სიმდიდრის და სილამაზის დანახვით გამოწვეულ სიხარბეს ? რელიქვიები,ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი, ძვირფასად ნაქარგი უძვირფასესი ქსოვილები,ხატები, ყველაფერი ან დაილეწა და დაიხა ან აღმოჩნდა მათი ნადავლის ბარგში. ყველა ითბობდა ხელს.

წმინდა და მდიდარი კონსტანტინეპოლი ბატონობდა ევროპაზეც და აზიაზეც და მუდამ იზიდავდა დამპყრობელ ბარბაროსებს,მაჰმადიანებს,ეხლა კი ლათინებს.

მემატიანეები Villehardouin და de Clari გაცხარდნენ:

სამყაროს შექმნის შემდეგ, წერს Robert de Clari, არც უნახავათ და არც ხელში ჩაუგდიათ ასეთი სიმდიდრე, არც ალექსანდრეს და არც კარლოს დიდის დროს და კონსტანტინეპოლში უნდა იყოს მეტი სიმდიდრე ვიდრე მსოფლიოს ორმოც უმდიდრეს ქალაქში. კონსტანტინეპოლში არის 500-ოთახიანი სასახლეები, ყველა დაფარულია მოზაიკით.

ქალაქის ყველა სვეტი მარმარილოსია, პორფირის თუ ძვირფასი ქვების..

მერე გამარჯვებულებმა გაიყვეს ნადავლი. ოქრომჭედლობის შედევრები გადაადნეს მონეტების გასაკეთებლად.

კონსტანტინეპოლის მეოთხედი მისცეს ახალ იმპერატორს, ფლანდრიის ბოდუენს, დანარჩენი გაიყვეს ჯვაროსნული ლაშქრობის ბელადებმა და ვენეციელებმა…

მაგისტრალური ნაშრომი « ჯვაროსნულ ლაშქრობათა ისტორია»-ს ავტორმა Steven Runciman-მა, დაწერა რომ კონსტანტინეპოლის გაძარცვა არის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი მოვლენა.

 

წმინდა მიწის მაჰმადიანებისგან განთავისუფლების მაგივრად მეოთხე ჯვაროსნულმა ლაშქრობამ გზიდან გადაუხვია და თავს დაესხა სხვა ქრისტიანებს.

ამის მიზეზებს შორის იყო ვენეციელთა თაღლითობა-მამაძაღლობა, ჯვაროსანთა გულუბრყვილობა// მათ სჯეროდათ რომ მიდიოდნენ ახალგაზრდა პრინცი ალექსის დასახმარებლად// და თვითობ ბიზანტიელთა ინტრიგანობა.

ბიზანტიის იმპერატორი ისააკ ანგელოსი// d’Isaac l’Ange// ტახტიდან გადააგდო და თვალებდათხრილი ციხეში ჩააგდო მისმა საკუთარმა ძმამ და მისი ძე ალექსი გაბოროტებისგან გონებადაბნელებული იყო და ფენომენალურ რაღაცეებს პირდებოდა ჯვაროსნებს თუ კი ისინი გაანთავისუფლებდნენ მამამისს.

ის პირდებოდა ბევრ ოქროს, ათ ათას კაცს ჯვაროსნული ლაშქრობისთვის, პალესტინაში 500 რაინდის შენახვას და იმას რომ ბერძენი ქრისტიანები დაემორჩილებოდნენ რომის პაპს რითაც დამთავრდებოდა აღმოსავლეთ-დასავლეთის განხეთქილება.

შეუსრულებელი,შეუსრულებადი დაპირებები.

 

ვენეციელებმა პირველად გაარღვიეს კონსტანტინეპოლის კედლები და ბიზანტიის იმპერატორის ტახტის სუსტი და აღვირახსნილი უზურპატორი გაიქცა.

ისააკ ანგელოსი ტახტზე დააბრუნეს 1203 წლის 17 ივლისს. მისმა შვილმა ალექსიმ ჯვაროსნებს და ვენეციელებს მოსთხოვა ალყის მოხსნა. ვენეციელებმა და ჯვაროსნებმა თქვეს რომ ისინი წავიდოდნენ თუ კი ალექსი გამოცხადდებოდა თანაიმპერატორად და შეასრულებდა დაპირებებს. კარგი ხრიკი.

Robert de Clari-ის თქმით მოიტანეს 2 ტახტი. ერთზე დაჯდა ისააკ მეორე და მეორეზე ალექსი მეოთხე. მაგრამ თაფლობის თვე არ გაგრძელდა. იმპერიის ხანა ცარიელი იყო და ისააკს არ შეეძლო თავისი შვილის დაპირებების შესრულება.

ვენეციის დოჟი ანდრეა დანდოლო გამხეცდა . მან უყვირა ბიზანტიის იმპერატორს : « ჩვენ ამოგიყვანეთ განავლიდან და ჩვენ დაგაბრუნებთ განავალში».

აჯანყდა გადასახადებით გასრესილი მოსახლეობაც რომელსაც არ უნდოდა თავისი ხატების გადადნობა და გაყიდვა ლათინებისთვის ფულის გადასახდელად. ბერძენმა სამღვდელოებამ არ მოინდომა რომისადმი მორჩილება.

ოკუპაციით გააფთრებულმა ბრომ 1204 წლის იანვარში დაამხო ისააკიც და ალექსიც,დაამწყვდია ისინი დონჟონში, ყვირილით მოითხოვა უცხოელთა წასვლა და იმპერატორად გამოაცხადა ვინმე მურზუფლი.

ამ მურზუფლმა პირველ რიგში შხამი დაალევინა ალექსის და შემდეგ საკუთარი ხელით დაახრჩო ეს ალექსი.

ასეთი დაუნდობელი იყო ბიზანტიის სამყაროც.

ცოტა ხნის შემდეგ ცუდი მოპყრობის და სასოწარკვეთილების გამო მოკვდა ალექსის მამაც,მოხუცი იმპერატორი ისააკი რომელიც მეტისმეტად ბევრს დადიოდა ასტროლოგებში.

ომი გარდაუვალია. ახალი იმპერატორი ალექსი მურზუფლი სულაც არ თვლის აუცილებლად წინამორბედთა მიერ მიცემული დაპირებების შესრულებას და ბიზანტიელთა მართლმადიდებლობის თავისუფლების უარყოფას.

ვენეციის დოჟმა მაშინ წააქეზა ჯვაროსნები კონსტანტინებოლის ასაღებად. მან მოხიბლა ისინი ბიზანტიის დანგრევის და მისი ლათინური იმპერიით შეცვლის იდეით. დოჟის თქმით კონსტანტინეპოლის პატრიარქი იქნებოდა ვენეციელი და იმპერატორი კი ჯვაროსანი მთავარი. არც ლათინ მღვდლებს არ არ მოსვლიათ აზრად სქიზმატიკოსთა დაცვა. სქიზმათიკოსები ამბობენ რომ კათოლიკები ძაღლები არიან და ჯანდაბას ამ სქიზმატიკოსთა თავიო.

 

6 აპრილს ვენეციელებმა შეუტიეს კონსტანტინეპოლს. მათ შეაღწიეს ქალაქში. მაგრამ მურზუფლის გმირულმა წინააღმდეგობამ ისინი უკუაგდო სამ დღეში.

Robert de Clari ყვება რომ ბერძნები ადიოდნენ გალავანზე, იხდიდნენ ნიფხვებს და ჯვაროსნებს უჩვენებდნენ თავის უკანალს. სიძულვილი მძაფრდებოდა გამხეცებული ჯვაროსნები პასუხობდნენ რომ ბერძნები ებრაელებზე უარესები არიან.

12 აპრილს ვენეციელებმა მიაღწიეს კონსტანტინეპოლის პორტამტე. მურზუფლის ჯარისკაცების ზურგში გაჩნდა ხანძარი. ეს ჯარისკაცები გაიქცნენ რამაც გზა გაუხსნა ჯვაროსნებს და ვენეციელებს.

დაიწყო კონსტანტინეპოლის აოხრება და სასაკლაო.

აღმოსავლეთის ქრისტიანებს არ დავიწყებიათ და არც უპატიებიათ ეს.

1095 წლის პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის მიზანი იყო წმინდა მიწის განთავისუფლება მაჰმადიანებისგან. 1204 წლის მეოთხე ჯვაროსნულმა ლაშქრობამ დაღვარა ქრისტიანთა სისხლი. …

 

ტიკინა ლათინური იმპერიის შექმნა, პატრიარქად ვენეციელი ტომაზო მოროზინის// Thomas Morosini// დასმა და ბიზანტიის დაყოფა ლათინურ სამთავროებად-ნიკეაში, ტრაპიზონში, ეპირში. ყველაფერმა ამან გააღრმავა სქიზმა.

 

რომის პაპი ინოკენტი მესამე ყოყმანობდა. ის გმობდა ჯვაროსანთა გზიდან აცდენას, ძალადობას და წაბილწვებს, მაგრამ ამავე დროს ყველაფერ ამაში ხედავდა უფლის ხელს, ქრისტიანთა ერთიანობის აღდგენის შესაძლებლობას მაშინ როდესაც თურქები ემუქრებოდნენ ევროპას.

მან თქვა რომ უფლის ნებით ბიზანტიის იმპერია აჯანყებულების,სქიზმატიკოსთა,ბერძნების ხელიდან გადადის შვილების, კათოლიკეთა,ლათინთა ხელში.

მან დაადასტურა ლათინი პატრიარქის დანიშვნა, ბიზანტიელებს მოუწოდა პაპობის ერთგულ მოქალაქეებად გახდომისკენ და საფრანგეთის სამღვდელოებას ენციკლიკით გიჟურად მოუწოდა აღმოსავლეთის გალათინურებისკენ.

დარჩნენ ერთადერთი ფარა და ერთადერთი მწყემსი. მაშ პარიზის უნივერსიტეტის პროფესორებმა გაანათლონ აღმოსავლეთი, ასწავლონ მას კანონიკური სამართალი და სქოლასტიკა. ლათინმა ბერებმა შეცვალონ ბერძენი ბერები.

მაგრამ ბერძენი სამღვდელოება არ დანებდა, პატრიარქმა და ეპისკოპოსთა უმეტესობამ თავი შეაფარეს ნიკეას დს შერიგების ყველა მცდელობა ჩაიშალა. აქ ერთმანეთს უპირისპირდება ენების,კულტურების და ლეგიტიმურობის 2 სფერო.

ბერძნები თავს თვლიდნენ დიდი მართლმადიდებლური ტრადიციის მემკვიდრეებად და მათზე არ ახდენდა შთაბეჭდილებას პაპობის წონა.

აღმოსავლეთი არის პირველი ბერების // ანტონი, მაკარი//, « უდაბნოს მამების » ;პირველი დიდი თეოლოგების // ბასილი კესარიელი,გრიგოლ ნაზიანზელი,იოანე ოქროპირი…//, ქრისტიანობის მთავარი დოგმების დამდგენი კონსტანტინეპოლის,ნიკეის,ეფესოს,ქალკედონის პირველი კრებების სამშობლო. ბიზანტიის წყალობით ეკლესია გავრცელდა მცირე აზიაში,ბალკანებში, სლავურ ევროპაში.

ამ დიდი მემკვიდრეობით დღესაც ამაყობენ აღმოსავლეთის ეკლესიები.

ბერძნების აზრით ლათინები უკულტურო ველურები არიან. მეხუთე საუკუნიდან ბარბაროსებმა წალეკეს დასავლეთი და კონსტანტინეპოლი კი დარჩა და აგრძელებდა რომის იმპერიას. კონსტანტინეპოლის სკოლები და კულტურა აგრძელებდნენ ანტიკური ხანის სკოლებს და კულტურას.. ბიზანტია მუდამ ზრუნავდა თავის საერო პირთა და იმპერიის ფუნქციონერთა განათლებაზე და კულტურაზე.

ფრანგი თეოლოგი Yves Congar-ის თანახმად აღმოსავლეთს არ განუცდია არც საეკლესიო ძალის ზრდა, არც მწვავე საერო კრიტიკა და ანტიკლერიკალიზმი რომლებიც გაჩნდა დასავლეთში.

ლათინები კი არ ენდობოდნენ ბერძენთა დახვწილობას რომელსაც თვლიდნენ ვერაგობა-მუხანათობად.

რომის პაპები კი ამტკიცებდნენ რომ რომში მოციქულები პეტრეს და პავლეს საფლავების არსებობა მათ აძლევდა პირველობის უფლებას. მეტიც, ისინი არ სცემდნენ პატივს აღმოსავლეთის ინდივიდუალობას და მოითხოვდნენ მისგან სრულ მორჩილებას.

პაპების ხელისუფლების ავტორიტარული და პირამიდული კონცეფცია უპირისპირდებოდა კოლეგიალობას რომელიც ჭარბობს ბერძნულ ქრისტიანობაში.

პირველი ათასწლეულის მღელვარებები, უთანხმოებები ხატებზე თუ სულიწმინდის გამომავლობაზე//ფილიოკვე//, გაყრამ იფეთქა 1054 წლის 16 ივლისს. როდესაც პაპის ლეგატმა კარდინალმა Humbert de Moyenmoutier-მა კონსტანტინეპოლის წმინდა სოფიოს საკურთხეველზე ხმაურით დადო კონსტანტინეპოლის პატრიარქი მეხეილ კერულარესის განკვეთის ბულა.

კონსტანტინეპოლის პატრიარქმა კი საჩქაროდ მოიწვია კრება და განკვეთა ლათინები,ამ ურჯულო ქარტიის ავტორები.

მას შემდეგ ბიზანტიელები ითვლებიან აჯანყებულ სქიზმატიკოსებად.

მაგრამ კონსტანტინეპოლის დარბევა-აოხრებამდე ჩხუბი და ქრონიკული ეჭვი არ გადაქცეულა ურთიერთობათა საბოლოოდ გაწყვეტის საბაბად.

 

1204 წელს კონსტანტინეპოლის დარბევა და აოხრება იყო საუკუნეების მანძილზე დაგროვილი სიძულვილის ამოფეთქვა-განმუხტვა.

60 წლის შემდეგ ბერძნებმა დაიბრუნეს ქალაქი და მთელ ბალკანურ, სლავურ თუ არაბულ აღმოსავლეთში გავრცელდა მოთხრობა ვენეციელების,გენუელების, ფრანკთა, კატალონელების მიერ ჩადენილ საშინელებათა შესახებ. ბერძნები კატალონელებით დღესაც აშინებენ ბავშვებს. ყველას ახსოვს ეგ უბედურება.

 

მე-13 საუკუნე იყო თომა აქვინელის, ფრანჩესკო ასიზელის, დანტეს და ჯოტოს ნაირ გენიოსთა, უნივერსიტეტების და კათედრალების ხანაა. ეს იყო ერთ-ერთი უდიდესი ხანა.

მაგრამ ეს აგრეთვე იყო კონსტანტინეპოლის აოხრების და ლათინური და ისლამური კოლონიზაციის ხანაც. ხანმოკლე მაგრამ კატაკლიზმის მსგავსი საუკუნე.

 

ბიზანტიელი ისტორიკოსი,მეწერალი, დიდმოხელე ნიკიტა წონიატე//1155-1213// რომელიც 1204 წელს ჯვაროსნების მიერ კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ გაიქცა მიკეაში შემდეგნაირად ადარებდა ერთმანეთს ლათინურ და მაჰმადიანურ კოლონიზაციებს :

 

« მაჰმადიანები სულ მცირე არ აუპატიურებდნენ ჩვენს ქალებს, არ აღატაკებდნენ მცხოვრებლებს, არ ძარცვავდნენ და არ დაატარებდნენ მათ ქუჩებში ტიტვლებს, არ კლავდნენ შიმშილით და არ წვავდნენ ცეცხლში…აი როგორ მოგვექცნენ ლათინები რომლებიც პირჯვარს იწერდნენ ქრისტეს სახელით

კონსტანტინეპოლო, რომელიც იყავი ყველა ქალაქის ბრწყინვალება და სამყაროს სინათლე, ეკლესიათა დედა, მართლმადიდებლობის დედოფალი, მეცნიერებათა კერა,შენ დალიე რისხვის თასი ».

Contemporain de ce désastre, Nicetias Choniatès comparait ainsi les colonisations latine et islamique : “Eux du moins (les musulmans) ne violaient pas nos femmes, ne réduisaient pas nos habitants à la misère, ne les dépouillaient pas pour les promener nus à travers les rues, ne les faisaient pas périr par la faim et par le feu… Voilà pourtant comment nous ont traités ces peuples latins qui se croisaient au nom du Seigneur. Byzance, cité qui fus la splendeur de toutes les cités et la lumière du monde, mère des Eglises, maîtresse de l’orthodoxie, siège des sciences, tu as bu la coupe de la colère” (in L’Essor du christianisme oriental, d’Olivier Clément).

 

და რა გასაკვირია რომ ბერძენმა, ბულგარელმა, სერბმა, ლიბანელმა თუ სირიელმა ქრისტიანებმა, რომლებიც 5 საუკუნის მანძილზე იყვნენ ოსმალთა უღელქვეშ, თურქული ტიურბანი აირჩიედ და არა ლათინური ქუდი.

 

ბიზანტიური მართლმადიდებლობისთვის 1204 წელს მიყენებულმა დარტყმამ მოსპო კულტურის და მეცნიერების ის კერა რომელიც იცავდა ქრისტიანობას ისლამისგან, შექმნა სიცარიელე რომელმაც ბალკანელი ხალხები ერთმანეთის მიყოლებით ჩაუგდო ხელში ოსმალო დამპყრობლებს.

 

 

ამ აოხრებამ აქცია ბერძნები, სერბები. აღმოსავლეთ ევროპის და მახლობელი აღმოსავლეთის ქრისტიანები მჭვრეტელობითი და ლიტურგიული ტრადიციის დღემდე მიმდევარ ტრადიციონალისტებად რომლებიც რომის ყოველ ინიციატივაში ხედავენ პროზელიტიზმის საფრთხეს. მათი ეკლესიები იქცა ეროვნულ მეობათა თავშესაფრებად. ამას კი ჰქონდა როგორც საუკეთესო ისე ყველაზე უარესი შედეგები.

Henri Tincq

ქრისტიანები, მაჰმადიანები გადაეკიდნენ ერთმანეთს და ეხლა რელიგიას როგორც ასეთს, კათოლიკობასაც,მართლმადიდებლობასაც, მაჰმადიანობასაც უტევს და სპობს უტვინო და უნამუსო აგრესიული მატერიალისტური ჰედონიზმი. იქნებ ვინმემ ისწავლოს ჭკუა…

 

 

À LIRE

Histoire des croisades, Steven Runciman, Taillandier 2006.

Le Schisme d’Orient, Steven Runciman, Les Belles Lettres 2005.

900 ans après. Notes sur le schisme oriental, Yves Congar. Ed. Chevetogne.

Unité de l’Empire et division des chrétiens, Jean Meyendorff, Cerf 1993

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s