ოლდოს ჰაქსლი დღეს

BraveNewWorld FirstEdition.jpg

Олдос Хаксли

ოლდოს ჰაქსლი  თანამედროვე ინტელექტუალთა თვალით

ამ სახელგანთქმულმა მძიმედ ავადმყოფმა ბრიტანელმა  ვიზიონერმა ისეთი რამე იხილა რომ 1963 წლის 22 ნოემბერს,, ჯ.ფ.კენედის მკვლელობის დღეს, თავი მოიკლა ნარკოტიკი ლსდ-ს ლეტალური დოზის შეშხაპუნებით.

ოლდოს ლეონარდ  ჰაქსლი//Aldous Leonard Huxley//,სახელგანთქმული ინგლისელი მწერალი,,. 26 ივლისი, 1894, გოდლმინგი, სარის საგრაფო. 22 ნოემბერი, 1963, ლოსანჯელესი, კალიფორნიის შტატი

 

ის იყო ომის შემდგომი ბრიტანული ელიტის წევრი, სწავლობდა იტონის კოლეჯში და ოქსფორდის უნივერსიტეტში. თვალის პრობლემამ მას უარი ათქმევინა  მეცნიერულ კარიერაზე და მან არჩია ლიტერატრურა.  ამ  პრობლემის გამო გადასახლდა მოგვანებით უფრო მშრალი და მზიანი ჰავით გამორჩეულ კალიფორნიაში.

 

თვალების პრობლემების მქონე ამ კაცმა დაინახა რომ  ხედვის ჩვენმა მანერამ შეიძლება როგორც გაგვანთავისუფლოს ისე დაგვატყვევოს და დაგვამწყვდიოს.

ის ალბათ უფრო ცნობილია მისი წიგნი საოცარი ახალი სამყარო-ს//Brave New World // წარმატების გამო.

ეს კონტრ-უტოპია აღწერს საზოგადოებას რომელშიც  ტექნიკა-ტექნოლოგიამ დაიმორჩილა დაიმონა,გააუფასურა მორალი.

ორუელის //Orwell რომანი «1984  ის მსგავსად ის გვიჩვენებს რომ ძალაუფლება ეფუძნება  სხვებისთვის საკუთარი მსოფლმხედველობის ჩაგონების და თავზე მოხვევის უნარს და რომ ადამიანთა ცნობიერების უნიფორმიზაცია ფატალურია ადამიანის სულისთვის,კლავს ადამიანის სულს.// იხ.  Tom Butler Bowdon, 50 Spiritual Classics//.

 

 

ეს ღრმად მოაზროვნე ბრიტანელი გვეუბნება რომ ტერორზე,ბირთვულ,ქიმიურ თუ უარეს იარაღზე და დამთრგუნველ მილიტარიზმზე დაფუძნებული ტოტალიტარიზმების გარდა არსებობს ტექნოლოგიური პროგრესით გამოწვეული სოციალური ქაოსიდან გამომდინარე ერთადერთი სუპრანაციონალური,ზეეროვნული ტოტალიტარიზმი.

 

 

ნაწყვეტი:

 

ყველანაირი ჯანყის წინასწარ ჩასახშობად არაა აუცილებელი ძალადობა. საკმარისია  ხალხის  ფსიქიკის ისეთი დამუშავება

// conditionnement collectif// რომ ჯანყის აზრიც კი აღარ მოუვიდეს თავში არავის.

იდეალია ადამიანთა  აღზრდა-ჩამოყალიბება დაბადებიდანვე მათი თანდაყოლილი ბიოლოგიური უნარების შეზღუდვით.

შემდეგ ახალგაზრდობის ფსიქიური დამუშავება გაგრძელდება იმით რომ სწავლა-განათლება დაყვანილი იქნება პროფესიულ სწავლებაზე// სკოლაში ქართველ ბავშვებს შოთას და ვაჟას მაგივრად ასწავლიან ატვიორტკის ხმარებას და ტანკით დემოკრატიის დამყარებას//.

უკულტურო ველურის აზრი შეზღუდულია, და რაც უფრო შეზღუდულია ადამიანის აზრი მით უფრო ნაკლები მოთხოვნილებები აქვს მას.  მით უფრო ნაკლებად მოუნდება მას აჯანყება.

ცოდნის მიღება სულ უფრო და უფრო ძნელი და ელიტისტური უნდა იყოს.  ხალხსა და მეცნიერებას შორის უნდა იყოს უფსკრული. ფართო საზოგადოებისთვის განკუთვნილი ინფორმაციიდან უნდა ამოღებული იყოს ყველაფერი რაც შეიძლება მავნე იყოს მმართველი ელიტისთვის. ყველაზე მეტად უნდა აიკრძალოს ფილოსოფია.

აქაც დარწმუნება ჯობია პირდაპირ ძალადობას:

ტელევიზიით მასობრივად უნდა გავრცელდეს გართობები და გასართობები რომლებიც გააძლიერებენ და განავითარებენ ემოციურს თუ ინსტინქტურს. ადამიანებს გაართობენ უაზრო თამაშებით კარგიაუწყვეტი . ტლიკინი და არასერიოზული ვითომმუსიკალური რახარუხი. ის  არ აძლევს  ადამიანს დაფიქრების საშუალებას// მოცარტი და ფალიაშვილი უნდა აიკრძალოს, მადონა და  ერგემლიძეც საკმარისია//.

 

სექსუალობა როგორც სოციალური დამამშვიდებელ-გამაყუჩებელ-გამაბრუებელ-გამაშტერებელ-ტრანკვილიზანტი //tranquillisant social// უნდა დადგეს ადამიანთა ინტერესების პირველ რანგში, არაფერია ამაზე უკეთესი.

ყველაფერი სერიოზული უნდა გავაძევოთ არსებობიდან, მასხრად უნდა ავიგდოთ ყველაფერი რასაც აქვს მაღალი ღირელება, განუწყვეტლად უნდა იყოს სიმსუბუქის აპოლოგია. რეკლამა უნდა იყოს ადამიანური ბედნიერების სტანდარტი და თავისუფლების მოდელი

 

ადამიანთა ფსიქიურ-ფსიქოლოგიური დამუშავება თვითონ მოახდენს ასეთ ინტეგრაციას. უნდა დარჩეს ერთადერთი შიში-სისტემიდან გარიცხვა-გარიყვის  და ბედნიერებისთვის აუცილებელი კომფორტის დაკარგვის შიში.

ასე დამუშავებული მასობრივი ადამიანი ძროხაა და მას უნდა მოვექცეთ როგორც ძროხას. მას უნდა ვუთვალთვალოთ და მოვუაროთ. ასე დამუშავებული ადამიანების მასა ჯოგია და ნახირი.

სოციალურად კარგია ყველაფერი რაც მიაძინებს მას, მოადუნებს მის ყურადღებას. მასხრად უნდა ავიგდოთ. მოვახრჩოთ  და დავთრგუნოთ ყველაფერი რამაც შეიძლება გააღვიძოს ეს ჯოგი-ნახირი.

 

ყოველი დოქტრინა რომელიც  ეჭვს ქვეშ აყენებს სისტემას უნდა გამოცხადდეს მავნებლურად და ტერორისტულად და  ამ დოქტრინის მომხრეებს უნდა მოვეპყრათ როგორც მავნებლებს და ტერორისტებს. იოლია მავნებელი ტერორისტის გარყვნა. მას უნდა შესთავაზო ფული, თანამდებობა და ყველაფერი კარგად იქნება.

ესაა ოლდოს ჰაქსლის თხზულება საოცარი ახალი სამყარო-ს //1932// ნაწყვეტი

 

ციტატა : ნამდვილად რევოლუციური რევოლუცია მოხდება ადამიანთა სულში და სხეულში და არა გარე სამყაროში.

 

ოლდოს ჰაქსლის თხზულება საოცარი ახალი სამყარო რეზიუმე საფრანგეთის საშუალო სასწავლებლებისთვის

 

Résumé d’oeuvre littéraire Le Meilleur des mondes d’Aldous Huxley

 

ოლდოს ჰაქსლის თხზულება საოცარი ახალი სამყარო რეზიუმე საფრანგეთის საშუალო სასწავლებლებისთვის

 

ამ ბედნიერ მომავალში ადამიანის ემბრიონებს ანუ ბავშვებს აკეთებენ ლაბორატორიებში, ხელოვნურად //bébé-éprouvette //. უკვე დღეს ეს ხერხი შველის სტერილურობა-უნაყოფობის ზოგ შემთხვევას. განაყოფიერება in vitro  ხდება სხეულის გარეთ საგანგებო ჭურჭელში სადაც  ემბრიონის გასაჩენად ათავსებენ  გამეტებს თუ სექსუალურ უჯრედებს// სპერმატოზოიდებს და ჩანასახოვან უჯრედ-ovule-ებს//. ასე და ამგვარად ამ ხელოვნურ საშოში მოზილავენ ემბრიონს რომელსაც შემდეგ ნერგავენ ნამდვილი დედის ან ვინმე ბეჩავი მზიდავი დედის საშოში// მზიდავი დედა ამისთვის აქირავებს თავის მუცელს და იღებს ფულს//.

მეტიც

25 Feb 2016, Mirror, Scientists claim they can create babies without men by injecting eggs with artificial sperm

ჩინელი მეცნიერები აცხადებენ რომ მათ შექმნეს  ხელოვნური სპერმა და ეხლა ქალებს შეუძლიათ შვილის გაჩენა  მამაკაცების გარეშე. ამ ხელოვნურ სპერმას ნემსით შეუშხაპუნებენ ქალს და გაჩნდება ბავშვი.

Slate.fr, 25.03.2011, Des scientifiques réussissent à créer du sperme artificiel fertile

 ი

ამ ჩინელებს არც იაპონიის Yokohama City-ს უნივერსიტეტის მკვლევარები  ჩამორჩნენ.  მათაც გააკეთეს ლაბორატორიაში ნაყოფიერი ხელოვნური სპერმა. ამას ყვება ჟურნალი magazine Nature.

 

 

 

ოლდოს ჰაქსლის ბედნიერ მომავალში ეს იქნება ადამიანების, კაცობრიობის მასობრივი წარმოება ლაბორატორიებში.  ემბრიონებს კი იმთავითვე გენეტიკურად გადაანაწილებენ მოსახლეობის ხუთ კლასად  ყველაზე გონიერი კლასიდან ყველაზე უტვინო კლასამდე. ფაქტიურად ეს იქნება კასტები.

ალფები არიან ელიტა, ბეტები ანუ შემსრულებლები, გამები ხელქვეითი მოსამსახურეები, ,დელტები და მძიმე სამუშაოთა შემსრულებელი ეპსილონები.

 

ეს ბედნიერი სამყარო იქნება სრულყოფილი, დემოკრატიის გარეგნობის მქონე დიქტატურა, ციხე კედლების გარეშე საიდანაც გაქცევა პატიმრებს არ მოუნდებათ.

გააკეთეს ხელოვნური სპერმა. ნეომალთუსიანელთა ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურო გამოთვლის თუ რამდენ და როგორ ადამიანს ადამიანს აიტანს დედამიწა. შეუშხაპუნებენ ქალებს ხელოვნურ სპერმას,გენეტიკურად გადაარჩევენ ნამდვილ დემოკრატებს და ოკეი. დანარჩენი ჰეჩ. გამხნევდით.

Scientists claim they can create babies without men by injecting eggs with artificial sperm

 

ოლდოს ჰაქსლის დიდებულ მომავალში იქნება ტკბილი მონათმლობელობა. მონებს ექნებათ სასმელ-საჭმელი და გასართობი. ამიტომ მათ ეყვარებათ თავისი მონობა. …

ოლდოს ჰაქსლი აღწერს კოხტად აწყობილ საზგადოებას სადაც მძიმე  დიდად უსაქციელო დს უწესო ადამიანად ითვლება ისიც ვინც ვერაა ბედნიერი.

ადამიანები დაყოფილები არიან კასტებად. ალფები ელიტაა,ბეტები-შემსრულებლები,გამები ხელქვეითი მოსამსახურეები, დელტები და ეპსილონები // რომლებსაც აკისრიათ მძიმე სამუშაოები//.

ისინი ამიერიდან იბადებიან ლაბორატორიების სინჯარებში // უფრო დაბალ კასტას კვებავენ ნაკლები ჟანგბადით. პირველ რიგში ზარალდება ტვინი და მერე ჩონჩხი//.

 

 

 

არის საგანგებო ცენტრები სადაც ჰიპნოზით და შთაგონებით ფსიქიურად ამუშავებენ და წვრთნიან ზრდის პროცესში მყოფ ადამიანებს. მათ ექნებათ ამ მშვენიერი საზოგადოების ხელმძღვანელთა აზრით იდეალური ხასიათი და ქცევა. ემოციები შეძლებისდაგვარად განდევნილი უნდა იყოს. სრულყოფილად და ჰარმონიულად მიჩნეული მომხმარებელი და მწარმოებელი საზოგადოებისთვის ყველაზე უარესია პირადი ემოციები და აზრები, მამაშვილურ-დედაშვილური, ქალის და მამაკაცის სიყვარული და ა.შ. სამაგიეროდ დაშვებული და წახალისებულია უგულო ხვევნა-კოცნა მტლაშა-მტლუში ანუ არის სრული და უსაზღვრო სექსუალური თავისუფლება.

ესაა ,დ

მსოფლიო მონდიალისტური ზესახელმწიფო სადაც  მთავარია სტაბილურობა, ერთიანობა,ერთნაირობა-ერთგვაროვნება.

აქ ყველაფერი ემორჩილება ხელმძღვანელების მიერ მოწონებული ცივილიზაციის მიზანშეწონილობას.

მძინარე ბავშვებს ძილში ჰიპნოზით უნერგავენ და აგონებენ ჭეშმარიტებებს რომლებიც რჩება მათ არაცნობიერში.  და უკვე სრულწლოვანი ადამიანი რაიმე პრობლემასთან შჯახებისას  იხსენებს ჯერ კიდევ ჩვილ ასაკში დამახსოვრებულ რაღაც რეცეპტს.

ამ სამყარომ დაივიწყა ისტორია, ის ცხოვრობს დღევანდელი დღით. ისტორია ითვლება უაზრობად, ემოციები,ვნებები კი მხოლოდ ხელის შემშლელ რამედ.

ადრე ყველას ყავდა მშობლები. ყველას ჰქონდა სახლი, ყველა ცხოვრობდა ოჯახში, მაგრამ  ყველას არწმუნებენ იმაში რომ ამას მხოლოდ ზედმეტი ტანჯვა მოჰქონდა.  რა საჭიროა სიყვარული,განცდები და დრამები ?

ამიტომ ბავშვებს აჩენენ ლაბორატორიებში,კოლბა-სინჯარებში და მათ ყველაზე ადრეული ასაკიდანვე ასწავლიან ეროტიულ თამაშებს, ასწავლიან რომ საწინააღმდეგო სქესის არსება სიამოვნების პარტნიორია და არა საყვარელი ადამიანი. და სასურველია პარტნიორების რაც შეიძლება ხშირად შეცვლა, ყველა ეკუთვნის ყველას.

აქ არაა ხელოვნება, არის მხოლოდ გართობის ინდუსტრია. სინთეტური მუსიკა, ელექტრონული გოლფი, პრიმიტიული სიუჟეტის მქონე ფილმები…

მაგრამ თუ კი საუბედუროდ ვინმე უხასიათოდაა მას საჩქაროდ აძლევენ დამამშვიდებელ-ჰალუცინაციების მომგვრელ ნარკოტიკს და ისიც ბედნიერია.

    ჭამა-სმა + ნარკოტიკი-+განუსაზღვრელი უგულო ხვევნა-კოცნა მტლაშა მტლუში+ უფროსების მიერ დადგენილ ადგილზე ფეხის მოუცვლელად ყოფნა== ბედნიერებას. დამაფიქრებელი რამეების ცოდნა და განცდა აკრძალულია.

აი ასეთი ბედნიერი სამყარო მოდის ოლდოს ჰაქსლის აზრით.

მაგრამ ზოგჯერ ხდება გაუთვალისწინებელი რამეებიც.  ალფა კლასის ჩვეულებრივი მოსამსახურე ბერნარდ მარქსის გაჩენის შემდეგ ლაბორატორიაში რაღაც შეეშალათ და ბერნარდ მარქსი სხვებზე ბევრად უფრო მგრძნობიარე და ფხიზელი აღმოჩნდა. ის არ ეთანხმება არც მისი ფიზიკური აღნაგობა ეთანხმება მისი  კლასის ხალხის  ზომის და აგებულება-ხასიათის კრიტერიუმებს.

ამიტომ ის ჩაძირულია ფიქრებში რისი დანახვაც არ შეუძლიათ მის ირგვლივ მყოფებს. მას ვერ წარმოუდგენია ქალის და კაცის ინტიმური ურთიერთობები როგორც კვიცების თამაში. მას ძალიან უჭირს უფროსების მიერ მისთვის განკუთვნილ საზოგადოებაში ყოფნა და ყველაფერი ეს მას ძალიან ტანჯავს.

ბერნარდ მარქსს უყვარს ლენინა კროუნი // Bernard Marx, Lenina Crowne// და გეგმავს მასთან ერთად წასვლას მსოფლიოს  იმ ნაწილში // ახალი მექსიკა//  სადაც ცხოვრობენ ისე როგორც ცხოვრობდნენ კაცობრიობის « დასაწყისში».

ბერნარდი ფიქრობს იქ მის მტანჯველ ეგზისტენციალურ კითხვებზე პასუხების პოვნას. ლენინა ცნობისმოყვარეობის გამო დათანხმდა და ისინიც გაუყვნენ გზას….

თავდაპირველი შოკის და რაღაც პერიპეტიების შემდეგ ბერნარდმა გაიცნო 17 წლის ველური ჯონი რომელიც ისევე იყო უარყოფილი თავისი საზოგადოების მიერ როგორც ბერნარდი ლონდონში.

საქმე იმაშია რომ ჯონი არის ცივილიზებული ქალი ლინდას შვილი. ეს ქალი 20 წლის წინ გაანაყოფიერა და მიატოვა ჯონის მამამ,ქარხნის დირექტორმა, რომელიც არის ბერნარდის იერარქიული უფროსი.

ჯონი წიგნიერია // კითხულობს შექსპირს//, მისტიკოსია, დიდად უკმაყოფილოა იმით რომ ადილობრივი თემი მას და დედამისს ექცევა როგორც პარიებს.

ბერნარდმა ეს ველური თან წაიყვანა. მას უნდოდა ამ უცნაური ჯონის მთელი საზოგადოებისთვის ჩვენება და ამით პატივისცემის დამსახურება და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

ჯონი თავიდან მოხიბლა ოლდოს ჰაქსლის საოცარი სამყაროს ელვარებამ და კომფორტმა, მაგრამ მას მალე გაუცრუვდა იმედები იმიტომ რომ მისი თავდაპირველი ღირებულებები ვერ შეუთავსდა მისი ახალი გარემოს ღირებულებებს.

ჯონი განსაკუთრებით გააღიზიანა იმან რომ შეუძლებელი აღმოჩნდა ლენინასთან პლატონური და ექსკლუზიური ურთიერთობა,რაც მას ძალიან უნდა. ბერნარმაც დაინახა რომ მისი იმედები ამაოა მისი პროტეჟეს საქციელის გამო. ჯონი არ ემორჩილება საზოგადოებრივ წესებს და ორპირობა-პირფერობას.

ველური ჯონის აზრით ბერნარდის სამყარო  არის უუნარო,უაზრო და იმორალური.   მარტო დარჩენილ  სასოწარკვეთილ ჯონს უნდოდა გაქცევა ან რევოლუციის მოწყობა.

ლენინა სულ უფრო და უფრო უახლოვდება ჯონს. ლინდა ლონდონში ჩასვლიდან იღებს  ნარკოტიკი სომას დიდ დოზებს და კვდება საავადნყოფოში  სადაც ის იპოვა მისმა შვილმა ჯონმა.

დარდით გაგიჟებულმა ჯონმა  ბერნარდ მარქსთან და მეორე ალფა მეგობარ ჰელმჰოლც  ვატსონთან ერთად ხელი შეუშალა ნარკოტიკი სომას დარიგებას საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის. პოლიციამ სამივე დაიჭირა და მიიყვანა მუსტაფასთან. მუსტაფამ გადაწყვიტა მარქსის და ვატსონის გადასახლება კუნძულზე  რომელიც თვითონ მათ უნდა აერჩიათ.

ჯონი კი დატოვა. ჯონზე ფაქტიურად ატარებდნენ ცდებს. ჯონი გაიქცა და განმარტოვდა.  ცოტა ხნის შემდეგ ის ისევ დაიჭირეს. მაშინ ჯონმა ჩამოიხრჩო თავი.

 

ინტრიგა

ჰენრი ფორდის დაბადებიდან 632 წელს მონდიალიზებული საზოგადოება ყველაზე მეტად აფასებს პირველობას, წარმოებას, ტექნოლოგიას, უწყვეტ ბედნიერებას და საზოადოებაში ცხოვრებას. მოსახლეობას,ადამიანებს აკეთებენ ხელოვნურად ქარხანაში და წვრთნიან ელიტის მიერ გაკონტროლებული ტექნიკით.

ამ ელიტის წევრ ბერნარდ მარქსს უცნობი მიზეზების გამო აქვს თავისი კასტის წევრებისთვის შეუფერებელი ფიზიკური აღნაგობა. ის მარტოსულია,რაც ითვლება უდიდეს არანორმალურობად.  ბედად  მან ლონდონი აჩვენა ახალი მსოფლიო წესრიგის უარმყოფელთათვის განკუთვნილ რეზერვაციაში მცხოვრებ ჯონს. თავისი ინდივიდუალური თავისუფლების მცოდნე ჯონი შეეჯახა სამყაროს რომელშიც ბატონობს კოლექტივი., სადაც ადამიანი არის წარმოების სამსახურში მდგარი ჯამბაზი.

თავი 1.

ლონდონის ბავშვთა ქარხნის დირექტორი თავის ქარხანას აჩვენებს სტუდენტთა ჯგუფს. ისინი სწავლობენ საზოგადოების ფუძემდებელ პრინციპებს და სოციალურ კლასთა აღნაგობას. არის ალფებისგან და ბეტებისგან შემდგარი ელიტა და მუშახელი, გამები,დელტები,ეფსილონები.

თავი 2

დირექტორი სტუდენტებს უჩვენებს თუ როგორ წვრთნიან პატარა ბავშვებს. მათ მსუბუქად ურტყავენ დენს როდესაც ისინი ეხებიან წიგნს ან ყვავილს.  დირექტორი სტუდენტებს აღფრთოვანებით უყვება ჰიპნოპედიის ძილში ადამიანების ჰიპნოზით გაწვრთნა-გამოთაყვანების შესახებ.

თავი 3

დირექტორი და მისი სტუდენტები ხვდებიან  დასავლეთი ევროპის მსოფლიო მაკონტროლებელ მუსტაფა მონს.

ეს მუსტაფა ლაპარაკობს სტაბილურობის აუცილებლობაზე, ოჯახის საშინელებებზე. ოჯახი ამ ბედნიერ სამყაროში უკვე დიდი ხანია რაც არ არსებობს.

ლონდონის ქარხნის ერთმა თანამშრომელმა ლენინა კროუმ  დაამთავრა სამუშაოს მეოთხედი. ის მეგობარ ფანის ესაუბრება თავის ექსკლუზიურ ურთიერთობაზე ჰენრი ფოსტერთან. ეს ურთიერთობა უკვე მრავალი თვეა რაც გრძელდება. ფანი მწვავედ ტუქსავს ლენინას ამ უწესობისთვის.

ბერარდ მარქსს უნდა ჰენრი ფოსტერის და მისი კომპანიონის ცემა იმიტომ რომ ისინი ლენინაში და სხვა ქალებში ხედავენ უბრალო სექსუალურ ობიექტებს. მაგრამ ბერნარდი ტანმორჩილია ალფას კვალობაზე და ვერ ცემს მათ.

თავი 4

ლენინამ გაატარა საღამო აღლვებულ და შეშფოთებულ  ბერნარდ მარქსთან ერთად. შემდეგ ბერნარდი შეხვდა თავის ერთადერთ მეგობარს, ჰელმჰოლცს, ბეტას რომელსაც ჰქონდა თავისი კლასის ნორმალურ დონეზე მეტი უნარები.

თავი 5

ლინდა დღეს ამთავრებს ჰენრი ფოსტერთან ერთად. ბერნარდი ჩვეულებრივ მუშაობს  სოლიდარობისთვის //(Solidarity Service//. ესაა მაგიდის ირგვლივ 12 ადამიანის შეხვედრა. არის მუსიკა, სურნელება და ლეგალური ,გამაბედნიერებელ-დამამშვიდებელი ნარკოტიკი სომა,. ისინი სვამენ,მღერიან და სახელით უძახიან თავის ღმერთ  ჰენრი ფორდს. ეს საღამო სულ არაა დამაჯერებელი ბერნარდისთვის.

თავი 6

ლენინა ისევ ხვდება ხოლმე ბერნარდს. მან დაპატიჟა ლენინა ახალი მექსიკის ველურთა რეზერვაციის სანახავად.

ლენინას ეშინია,მაგრამ იხიბლება მისი ეგზოტიზმით. ბერნარდი მისთვის არის განსაკუთრებული პერსონაჟი და ამიტომ მიმზიდველია მისთვის.  და მათი რამოდენიმე საღამო მას დააკმაყოფილებს.

მაგრამ ერთხელ ბერნარდი მას თავზარს დასცემს თავისი მკრეხელობებით:  ის ლაპარაკობს თავისუფლებაზე,მარტოობაზე, ინდივიდუალობაზე, თავისი ვერტმფრენით ის ლენინას აჩვენებს მშვიდ ზღვას.

ბერნარდის უფროსი, ლონდონის ბავშვთა ქარხნის დირექტორი, მას მკაცრად დატუქსავს,მაგრამ ბერნარდს არ ეშინია. ის და ლენინა მტოვებენ ლონდონს და მიდიან ახალი მექსიკისკენ.

თავი 7

ლენინას არ მოეწონა რეზერვაცია და ველურები. ბერნარდი ცდილობს იმის ჩვენებას რომ ერთობა.

ის შემთხვევით შეხვდა ლინდას, რომელიც არაა ველური, და მის შვილ ჯონს. ოცი წლის წინ რეზერვაციაში გადასახლებული ლინდა ამბობს რომ კონტრაცეპტიული კონტროლი კარგი იყო, მაგრამ ჯონი ნამდვილად მისი შვილია// ბუნებრივად გაჩენილი და არა ლაბორატორიის კოლბაში მოთითხნილი,რა საშინელებაა//. მისი მამა კი არის ლონდონის ბავშვთა ქარხნის დირექტორი, ბერნარდის უფროსი.

თავი 8

ჯონი ბერნარდს უყვება რეზერვაციაში თავისი ძნელი ცხოვრების შესახებ. ბერნარდი პირდება რომ წაიყვანს მას და დედამისს ლონდონში.

თავი 9

 

ბერნარდი დროებით წავიდა  ლინდას და მისი შვილი ჯონის დაბრუნების მოსამზადებლად.  ეს ჯონი ტკბება ნარკოტიკი სომას დიდი დოზებით ღრმად ჩაძინებული ლენინას სილამაზით.


თავი 10

დაბრუნება ლონდონში. ბავშვების ქარხნის დირექტორი საჯაროდ უცხადებს თავის თანამშრომლებს  რომ ბერნარდის ქცევა მავნებელი და ანტისოციალურია რის გამოც ის არის გადასახლების ღირსი.

აი სწორედ ამ დროს წარუდგნენ მას ლინდა და ჯონი. « ო მამაჩემო ! » დაეცა მუხლებზე  ჯონი. ყველა აქვითინდა, მამობა სულაც არაა ხუმრობა. დამცირებული დირექტორი გაიქცა და აღარ   დაბრუნებულა.

თავი 11

ველური ჯონი პოპულარულია, მისი მფარველი ბერნარდის პრესტიჟი გაიზარდა და ამან მას დაავიწყა სიტყვები თავისუფლებაზე, უკმაყოფილება საზოგადოებით.  ლინდა იტანჯება. მას სიცოცხლეს უნარჩუნებენ ხელოვნურად ნარკოტიკი სომას მეშვეობით.

  ლენინას ძალიან იზიდავს ჯონი,რაც აბნევს ველურს. ჯონმა მიაცილა ლენინა სახლამდე და წავიდა. ლენინა დარჩა უკმაყოფილო.ის არ ელოდა ამას ჯონისგან.

თავი 12

ჯონს აღარ უნდა ტურისტობა და არ მიყვება ბერნარდს ერთ შეხვედრაზე. ველურის პოპულარობა გაქრა,ბერნარდის პრესტიჟი დაემხო.  ბეჩავი ამას ანდობს თავის მეგობარ ჰელმჰოლცს. ჯონი შეუერთდა მათ.  ჯონს და ჰელმჰოლცს ერთმანეთის კარგად ესმით, ბერნარდი კი ძალიან ეჭვიანობს.

თავი 13

ლენინა მიადგა ჯონს სახლში და აცდუნებს,ხიბლავს მას. უხსნის სიყვარულს. ლამის დაიწყო სექსუალური ურთიერთობებიც. ჯონმა უცებ იფეთქა და იყვირა რომ ლენინა კახპაა. ესაა კრიზისი, ლენინა შეძრულია. ვიღაცამ უარი თქვა უგულო ხვევნა-კოცნა მტლაშა-მტლუშზე, კატასტროფაა ამ ბედნიერ სამყაროში.

თავი 14

ჯონის დედა ლინდა გარდაიცვალა.

თავი 15

დედის სიკვდილით დაღონებული  ჯონი წავიდა საავადმყოფოდან.  გზაში მას თავზარი დასცეს  დელტას თითქმის არაადამიანურმა ჯგუფებმა. ბოკანოვსკის საზიზღრობებმა.

ერთმა ალფამ კარი გააღო და გამოაცხადა ნარკოტიკი სომას ყოველდღიური დარიგების შესახებ. სიხარულით გადარეულმა და ექსტაზში ჩავარდნილმა ხალხმა დაიწყო ყვირილი და ოხვრა.  ამით გაგიჟებულმა ჯონმა მოინდომა  ამ პროცედურის ჩაშლა.

მან იყვირა გაჩერდით და იგემეთ თავისუფლებაო, მოსპეთ ეგ შხამი ნარკოტიკი  სომა, გაიღვიძეთო.

ბერნარდთან ერთად მყოფ ჰელმჰოლცს დაურეკეს და უთხრეს თუ რა საშინელება ჩაიდინა ჯონმა. მეგობრები მიცვივდნენ საავადმყოფოში.

ჯონი ისევ ელაპარაკებოდა გამოშტერებულ-გამოტვინებულ ბრბოს.

უცბათ მან სომა-ნარკოტიკი გადააგდო,მოისროლა ფანჯარაში და იყვირა. თავისუფალი! თავისუფალი! ჰელმჰოლცმა გაარღვია ბრბო და მივიდა მეგობართან. მანაც იყვირა. ბოლოს და ბოლოს ადამიანები,კაცები! ორივემ გადააგდეს,მოისროლეს სომა-ნარკოტიკი ფანჯარაში და ცემეს ისინი ვინც ცდილობდნენ მათთვის ხელის შეშლას.

ბერნარდი მეტისმეტად დიდხანს ყოყმანობდა   საკუთარი უსაფრთხოების დაცვასა და მეგობრებისთვის დახმარების გაწევას შორის.

მაგრამ მოვარდა პოლიცია… რეპროდუქტორიდან ისმოდა მოწოდებები მშვიდობისკენ, სიყვარულისკენ,შერიგებისკენ,თან იყო ბაგაბუგი…

 

თავი 16

ჯონი, ჰელმჰოლცი და ბერნარდი ხვდებიან დასავლეთ ევროპის კონტროლიორ მუსტაფა მონდს. ბერნარდი და მისი მეგობარი გადაასახლეს ისლანდიაში.

თავი 17

ველური დიდხანს ელაპარაკა მონდს. ჯონისთვის მიუღებელია სტაბილურობის მიღწევა თავისუფლების უარყოფის ფასად. მონდს ძალიან კარგად ესმის ჯინის, მაგრამ ფეხებზე კიდია.

თავი 18

ჯონს შეზიზღდა ცივილიზაცია და ის ლონდონიდან  გადასახლდა ინგლისის სოფელში სადაც არავინ ცხოვრობს იმიტომ რომ იქ არაფერია სახმარი. საკუთარ თავში ჩაკეტილი ჯონი ჟურნალისტების სასიხარულოდ ისევ გახდა ველური.ჯონი დაუბრუნდა  მონანიებს თავდაპირველ კულტს და მათრახს იცემს, თავს იმათრახებს ყოველთვის როცა კი გაიხსენებს ლენინას.

ის ჩამოიხრჩობს თავს.

http://www.ledevoir.com/societe/le-devoir-de-philo/105216/le-devoir-de-philo-huxley-et-notre-societe-hypersexualisee

 

 

 

კვებეკის ქსავიე გარნოს კოლეჯის პროფესორო ელენ ლაროშელი // Elaine Larochelle//, ფილოსოფიის გაკვეთილი, ჰაქსლი და ჩვენი ჰიპერსექსუალიზებული საზოგადოება, 2006 წლის 25 მარტი

ქალის სხეულის მეტისმეტად გამოფენა, მნიშვნელობას მოკლებული სექსუალობა, ბავშვობის სექსუალიზაცია, როგორ არ უნდა გაგვახსენოს ყველაფერმა ამან ოლდოს ჰაქსლის  წარმტაცი სამყარო ?

ჩვენ ჰიპერსექსუალიზებული საზოგადოება მოქმედებს ადამიანზე, აღიზიანებს მას ყოველი მხრიდან. რეკლამა,მუსიკა,ვიდეოკლიპები,ჟურნალები, ტანისამოსის მოდა,ტელეგადაცემები,კინო,ინტერნეტი, ყველაფერი აღიზიანებს მას.

სექსოლოგი ჟოსელინ რობერი // Jocelyne Robert, Le Devoir, 4 et 5 mars 2006//  ამბობს რომ ყველაფერი საზოგადოებაში  ბავშვებს უბიძგებს ზრდის დაჩქარებისკენ და ეს განსაკუთრებით სექსუალურ პლანში.

მარი-ანდრე შუინარ // Marie-Andrée Chouinard, Le Devoir, 16 et 17 avril 2005//  გვეუბნება რომ სკოლებში მოდაშია fuck friend და რომ  საკოცნაო-საპროშტნაო ამხანაგი შეიძლება არ იყოს ერთადერთი. რომ  ბავშვებს შეიძლება ყავდეთ საკოცნაო-საპროშტნაო ამხანები უბრალოდ გასართობად და სიამოვნებისთვის ყოველგვარი სიყვარულის გარეშე. ამბობენ რომ სამი საკოცნაო-საპროშტნაო ამხანაგის მტლაშა-მტლუში ერთმანეთთან  ჩვეულებრივი რამეა.

9 წლის გოგონა გულუბრყვილოდ კითხულობს კარგი იქნება თუ არა თუ კი ის თავის ახალ პატარა მეგობარს გაუგზავნის თავის საშოს ფოტოს.  ეს ფენომენები რეალობაა და არა ანეგდოტი სპეციალისტების თანახმად.

ქალის სხეულის მეტისმეტად გამოფენა, მნიშვნელობას მოკლებული სექსუალობა, ბავშვობის სექსუალიზაცია, როგორ არ უნდა გაგვახსენოს ყველაფერმა ამან ოლდოს ჰაქსლის  წარმტაცი სამყარო ?

ამ სამყაროში ბავშვთა სექსუალური აქტივობა ითვლება სასურველ და არა მარტო ნორმალურ რამედ.

ჰიპნოზით გაბრუებულ ბავშვებს ჰიპნოპედურად ასწავლიან ბოდიში ელემენტარულ სექსს,  შეხვდები 7 წლის ბიჭუნას რომელიც ბოდიში  რუდიმენტარული სექსუალური თამაშით  უკაცრავად ერთობა 8 წლის გოგონასთან ერთად.

ასობით შეკრებილი ბავშვი ერთობა სექსუალური თამაშებით,და ა.შ.

ჩვენი სამყარო ბავშვს წარმოიდგენს მინიატურულ სექსუალურ უფროსად. ოლდოს ჰაქსლი კი გადააყირავებს ამ წარმოდგენას.

მისი თქმით  ხელოვნურად გამოწვეული ბავშვების  ნაადრევი სექსუალიზაცია,სექსუალობის იოლი ხელმისაწვდომობა, აკეთებს იმას რომ სრულწლოვანები რჩებიან ბავშვებად ემოციურ და მორალურ პლანში.

« სრულწლოვანები სრულწლოვანები არიან ინტელექტუალურად სამუშაო საათებში და პატარა ბავშვებად რჩებიან ყველაფერში რაც ეხება ემოციას და წადილს.»

ნაადრევი სექსუალიზაცია,მაშ,  შეუძლებელს თუ არა ძალიან ძნელ დუაღრესად იშვიათ რამედ ხდის სიმწიფეს და ავტონომიას.

 

ოლდოს ჰაქსლი და მომავალი

ოლდოს ჰაქსლი // Huxley, 1894-1963// დიდად პესიმისტურად უყურებდა ახალი სამყაროს ორგანიზაციას. ის იყო მოხმარების საზოგადოების გაჩენის მოწმე.

ეს მოხმარების საზოგადოება კი ბედნიერებას უკავშირებს კომფორტს და უარყოფს ტრადიციულ ღირებულებებს, დაეძებს ყველანაირ სიამოვნებას.

ინდუსტრიალიზაციის, სერიული პროდუქციის ფაწყებამ, ტექნოლოგიის პროგრესმა მას დაანახა რომ კაცობრიობა ხდებოდა მონა იმისა რისგანაც ელოდა თავისუფლებას.

მეცნიერება ადამიანს აძლევს უზომო ძალაუფლებას და ადამიანმა ეს ძალაუფლება შეიძლება გამოიყენოს თვითონ ადამიანის, ინდივიდთა,ადამიანის ცხოვრების  შესაცვლელად, გასაკონტროლებლად და დასამონებლად.

ოლდოს ჰაქსლიმ 1931 წელს აღწერა გაგიჟებული სამყარო,მან გაიხედა 600 წელზე მეტი ხნის იქით.

15 წლის შემდეგ კი, ახალ წინასიტყვაობაში მან განაცხადა რომ  რომ  სულ უახლესმა ისტორიამ დაადასტურა მისი მთავარი პროგნოზები, მაგრამ მისი მთავარი შეცდომაა თარიღები  და რომ ამ ახალი სამყაროს მთავარი ნიშნები უნდა გამოჩნდეს ასიოდე წელში// ესეც შეცდომა იყო, ეს ნიშნები გამოჩნდა უკვე 1960-ანი წლებიდან,გ.მ.//.

ამ თხზულებაში « შესანიშნავი,დიდებული ახალი სამყარო » // ინგლისურად Brave New World// ადამიანები ბედნიერები არიან. არა იმიტომ რომ ისინი არიან თავისუფლები // მათ უკვე დიდი ხანია უარყვეს იდეა რომლის თანახმადაც თავისუფლებას მივყევართ ბედნიერებამდე //.

პირიქით, ადამიანები ბედნიერები არიან იმიტომ რომ არ არიან თავისუფლები.

სულ პატარა ბავშვობიდან ჰიპნოზითაც დაპროგრამირებული და დამონებული ადამიანებისთვის მონობა ისეთი ტკბილია რომ მათ უყვართ მონობა.

ასეა რომ ეს დამონებულ ნასიამოვნები ბედნიერი მონები ყოველგვარი დაძალადობის დადაძალების  გარეშე  აკეთებენ სწორედ იმას რასაც მათგან მოელიან, აწარმოებენ და  და ხმარობენ ნაწარმს.

ინდივიდებს აღარ აჩენენ ბუნებრივი გზით, მათ სერიულად აწარმოებენ ლაბორატორიებში წარმოების საზოგადოების საჭიროებათა თანახმად. : ინდივიდებს აძლევენ ზუსტად და მხოლოდ იმ უნარებს რომლებიც აუცილებელია მათთვის წინასწარ განკუთვნილ სამუშაოთა შესასრულებლად.

ამ ნაწარმი ადამიანების სტანდარტიზაციის გარდა ბედნიერი საზოგადოების ელიტა წყვეტს ყველა ადამიანურ კავშირს რომელთაც შეუძლიათ ძლიერი ემოციების გამოწვევა. აღარაა ოჯახური,მამა-შვილურ დედა-შვილური, ცოლ-ქმრული ურთიერთობები ანუ აღარაფერი უშლის ხელს ამ ელიტის და საზოგადოების გავლენას ინდივიდზე.

საზოგადოებას მაშინ შეუძლია ინდივიდთა სულის ,ოზელვა ნეო-პავლოვური  წვრთნის მეშვეობით.

მმართველმა ელიტამ ინდივიდებს ჩააგონა ზოგი რამის სიყვარული და სხვა რამეების ზიზღი.

არის ჰიპნოპედია მძინარე ბავშვს ჰიპნოზით ადებილებენ უაზრო სიტყვებით ჩაგონებული ძალიან თავისებური მორალით. ბავშვი მთელი ცხოვრება იმახსოვრებს მაგრამ არ იაზრებს ამ სიტყვებს.

ასე აგონებენ მძინარე ბავშვს აზროვნების რეფლექსებს რომლებიც წარმართავენ უკვე სრულწლოვანი ადამიანის წადილებსაც,განსჯასაც, მოქმედებასაც.

ჰიპნოზით წვრთნა-გამოტვინებას ამთავრებს და განასრულებს წვრთნა და გამოტვინება პრესით, ტელევიზიით, კინოთი,ხმით და მუსიკით პროპაგანდის მეშვეობით.

როდესაც ამ ქვეყნის მკვიდრი არ მუშაობს ის ერთობა. გართობა მოითხოვს მატერიალური ქონების მოხმარებას. მმართველმა ელიტამ შეუძლებელი გახადა უბრალო გართობები რომლებაც შეიძლება ადამიანი დააინტერესოს უაზრო ფაციფუცზე  უფრო მნიშვნელოვანი რამით.

თითქოს იტალიური ფუტურზმის ბელადი მარინეტის განკარგულებით მოსპეს მუზეუმები,ისტორიული ძეგლები, ხელოვნების,ლიტერატურის და ფილოსოფიის ნაწარმოებები ანუ ხალხების ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა. მოსპეს იმიტომ რომ ამ მემკვიდრეობამ ადამიანში შეიძლება გააღვიძოს სილამაზის,ჭეშმარიტების, სიდიადის განცდა და იდეები რამაც შეიძლება ეჭვს ქვეშ დააყენოს არსებული წყობის სამართლიანობა.

« სილამაზე იზიდავს და ჩვენ არ გვინდა რომ ადამიანს იზიდავდეს ძველი რამეები, ჩვენ გვინდა რომ ადამიანს უყვარდეს ახალი რამეები. »

ადამიანი სრულყოფილი მომხმარებელი რომ იყოს ის სხვა ადამიანსაც უნდა უყურებდეს როგორც სახმარ ობიექტებს. გინდა,სტაცე ხელი მოხვეულში ისე როგორც ბავშვი იღებს კანფეტს. მინდა და ვიღებ,ვპროშტნი და ვლოშნი.

მაგრამ ჰაქსლის თანახმად სიმწიფე არის წადილი და ლოდინი. მაშინ იღვიძებს ვნება და ეს მნიშვნელობას აძლევს სექსუალურ აქტს.

ვნება რომ შეუძლებელი გახდეს უნდა შემცირდეს ინტერვალი წადილს და დაკმაყოფილებას შორის ისე რომ არ გაგტანჯოს ძლიერმა ემოციებმა.

ამ საზოგსდოების ბავშვები ჰიპნოზით და სხვანაირად გამოტვინებით დააჩვიეს ბოდიში ელემენტარული სექსით გართობას იმიტომ რომ  ეს გააკეთეს იმიტომ რომ გენიტალური სიამოვნების დაჩვევით ფიქრობენ ბავშვების დაცვას წადილისგან რომელიც ბუნებრივად ჩნდება მხოლოდ მოზარდობის ხანაში.

სექსუალობა ამით ორიენტირებულია, გამრუდებულია,წმინდად გენიტალურია იმიტომ რომ ამოგდებულია სხვა ადამიანით აღფრთოვანება და გატაცება, მღელვარება , სხვა ადამიანის მთლიანად პატივისცემა. უამისოდ შესაძლებელია ადამიანის ცალკეული ორგანოებით გატაცება და არა მთლიანად ადამიანის სიყვარული.

ამას გარდა ინტიმურობა არის 2 შინაგანი სამყაროს შეხვედრა. შინაგან სამყაროს კი იგება სიწყნარეში და მარტოობაში აზრებით და ოცნებებით.

არადა ოლდოს ჰაქსლის მიერ წარმოდგენილ მომავლის სამყაროში  ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ადამიანს არ ჰქონდეს შინაგანი სამყარო. მარტოობა აკრძალულია,აზროვნებაც. ადამიანს გრძნობებიც არ უნდა გქონდეს.

ამიტომ  სექსუალობა დაყვანილია დროისტარებაზე და გართობაზე. სხვაგვარად სოციალური წყობა ჩავარდებოდა საფრთხეში.

ეს სოციალური წყობა რომ გადარჩეს ყველა უნდა დაეთანხმოს იმას რომ ყოველი ადამიანი ეკუთვნის ყველა სხვას.

და თუ კი ვინმე განიცდის სიცარიელეს, სიყვარულის ნაკლებობას, დადარდიანდება და დანაღვლიანდება იქვე მუდამ არის ნარკოტიკი სომა,ბედნიერების წამალი.

ოლდოს ჰაქსლისთვის,მაშ, ჰიპერსექსუალიზაცია არის ადამიანთა გამოტვინება-გაპირუტყვების ისრაღი. ის ადამიანებს აკარგვინებს მეობას, სიახლოვეს სხვასთან ანუ ინტიმურობას, და ადამიანებზე უფრო მოქმედებს რეკლამა რომელიც მათ უბიძგებს უაზრო და უმნიშვნელო რაღაცეების ყიდვისკენ.

და პირიქით, ადამიანების ჰიპნოზით და სხვა რამეებით წვრთნა-გამოთაყვანების მიუხედავად  ინტიმურობის, ადამიანთა ნამდვილი სიახლოვის პერსპექტივა მუდამ ითვლება შესაძლებლად და საშიშად ამ მშვენიერი-გადასარევი სამყაროსთვის.

ცხადია რომ ჩვენ ვცხოვრობთ მოხმარების სამყაროში სადაც  ყველაფერი, რეკლამა ტუალეტშიც კი გვიბიძგებს რაღაც  სისულელის ყიდვისკენ. რეკლამებიც სულ უფრო და უფრო აშკარად სექსუალურია,რაც აადვილებს ამ სისულელის გაყიდვას.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოხიბლვა-ცდუნებას, ფოტოები და რეკლამა ადამიანებს უჩენს მოდური ტანისამოსის და კოსმეტიკის ყიდვის სურვილს.  მამაკაცებიც სულ უფრო და უფრო ზრუნავენ გთავის გარეგნობაზე,მოდურია ესთეტიკური ქირურგია.

გარეგნობაზე გადაყოლილ ადამიანს კი აქვს ღარიბი შინაგანი ცხოვრება, ღარიბდება აზრები, ქრება საკუთარი ღირებულებები და კრიტიკული დისტანცია. გარეგნობაზე გადაყოლილი ადამიანი იცხოვრებს გენიტალურობაში და ვერ იქნება ახლოს ადამიანთან.

გარეგნობაზე გადაყოლილი ადამიანი უფრო სუსტი პიროვნებაა, მას უჭირს მტკიცე და გრძელვადიანი კავშირების დამყარება, მტკიცე და დღეგრძელი ოჯახების შექმნა.

ასეთი ადამიანი ვერ მისცემს თავის შვილებს რეკლამებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ძალას და საშუალებებს.

 

ჩვენი სამყარო ჯერ არაა ოლდოს ჰსაქსლის სამყარო. დედები ისევ ატარებენ და აჩენენ მათ შვილებს // თუმცა სულ უფრო და უფრო მეტი ქალი ითხოვს საკეისროს გაკეთებას რათა არ დაზიანდეს მათი გენიტალური ორგანოები//.  მშობლებს უნდათ და უყვართ თავისი ბავშვები.

მაგრამ სექსუალურმა ლიბერალიზაცია-განთავისუფლებამ  დიდად დაასუსტა ოჯახური უჯრედი, აქცენტი დასვა ინდივიდის, პირველ რიგში მშობელთა ბედნიერებაზე. ოჯახი დაიმსხვრა ადამიანების კავშირმა მიიღო მრავალი ფორმა.

დასუსტდა და დაირღვა  ოჯახი,ბუდე სადაც ჩნდება და იწყებს ჩამოყალიბებას ადამიანი. ორივე მშობელი მუშაობს. ისინი ასე ცდილობენ პროფესიულ აყვავებაში თაბასწორობის შენარჩუნებას.

ბავშვებს ძალიან ადრე ანდობენ გარეშე და სოციალურ გავლენას დაქვემდებარებულ ინსტანციას.

ოლდოს ჰაქსლის დიდებულ საზოგადოებაში ოჯახი,შუამავალი ინდივიდსა და საზოგადოებას შორის, გაუქმებულია. ჩვენს სამყაროში კი ოჯახი სულ უფრო და უფრო სუსტია და არამდგრადი.

მიუხედავად ამისა  ოჯახი ჯერ-ჯერობით მაინც რჩება ძლიერი სიყვარულის განვითარების, ტრადიციების და ღირებულებების მომავალი თაობებისთვის გადაცემის ადგილად. ეს ბავშვს აძლევს მოხმარების საზოგადოებისგან დაშორების  საშუალებას, ასუსტებს ჯგუფის გავლენას. ბავშვი ხდება სრულწლოვანი და სწავლობს თავისი გაუცნობიერებელი მისწრაფებების და წადილების მართვას.

არის გენიტალური ქირურგიები, რომელთა მიზანია სულ უფრო და უფრო მეტი ქალისთვის Playboy-ს მოდელის შესაბამისი ინტიმურობის მიცემა // La Presse, 26 février 2006//.

ინტიმურობა როგორც ორ მეობათა შეხვედრა  როგორც ჩანს გაქრობის გზაზეა…

// საფრანგეთის რევოლუციის დროს იყო დექრისტიანიზაცია და და ვანდალების თარეში რაც ძლივს გააჩერა ვიქტორ ჰიუგოს და პროსპერ მერიმეს ნაირთა ჩარევამ. მერე იტალიეური ფუტურიზმის მამა მარინეტი რომელიც ქადაგებდა ,უზეუმების,ძეგლების ნგრევას და პროფესორების გაწყვეტას. იყო დიდი მსოფლიო მხეცობაც რომლის დროსაც კარგმა ხალხმა კაცმა არ იცის რატომ ნანგრევებად აქცია ულამაზესი დრეზდენი და მერე ატომური ბომბები ურტყა იაპონიას. ცუდებმაც ცუდი ქნეს. //. ამის მერე ოლდოს ჰაქსლის დიდად მომხიბლავი საზოგადოებისგან განსხვავებით ლიბერალურ საზოგადოებებში არ ყოფილა ღია კამპანია წარსულის წინააღმდეგ. არ დაუხურიათ და არ უნგრევიათ მასობრივად მუზეუმები და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა და არ აუკრძალიათ დიდი ლიტერატურა.

ყველაფერი ეს სტიმულს აძლევს აზროვნებას და აუცილებელია რათა დემოკრატია არ გადაიქცეს დემაგოგიად.

მაგრამ დიდი ისტორიული და კულტურყლი მემკვიდრეობის, დიდი ლიტერატურის და ფილოსოფიის გავლენა დღეს  ნეიტრალიზებულია  ტკბილი  და მზაკვრულ-ვერაგული კამპანიით.

ბავშვებს და ახალგაზრდებს  აჩვევენ ძლიერ  და შთამბეჭდავ  სანახაობებს რომლებიც აღაგზნებენ სექსუალურ ინსტინქტს. და ბავშვებს და ახალგაზრდებს აღარ  აინტერესებთ ქმნილებები რომლებიც მოითხოვენ დაფიქრებას,განცდას,ტვინის განძრევას, რომლებიც არ მიმართავენ სხეულს.

ოლდოს ჰაქსლის დიდებული სამყაროს ყველაზე დისიდენტი გმირი ჰელმჰოლცი ტკბება შექსპირის გენიით,მაგრამ მასაც სასაცილო რამე გონია რომეო და ჯულიეტას სასიყვარულო და ოჯახური ტრაღედია და ოტელოს დრამა.

 

დღეს არის ეგრეთ წოდებული ტელე-რეალობის გადაცემები სადაც ურცხვად გამოფენილია ყველას ფსევდო-ინტიმურობა. ეს ნამდვილად მოუხდებოდა ოლდოს ჰაქსლის დიდებულ სამყაროს.

Elaine Larochelle, professeur au Collège François-Xavier-Garneau de Québec

 

http://atheisme.free.fr/Citations/Libre-pensee.htm

 1882 წელს აღშფოთდა დიდი  მიხაილ ბაკუნინი :

«  ღმერთმა ადამს და ევას აუკრძალა მეცნიერების,ცოდნის ხის ნაყოფის ხელის ხლება. მას,მაშ, უნდოდა  რომ ადამიანი დარჩენილიყო უმეცარი პირუტყვი რომელსაც არ ეცოდინებოდა საკუთარი თავი და მუდამ ოთხ ფეხზე ივლიდა მისი შემქმნელი და მისი ბატონი მარადიული ღმერთის წინაშე.

მაგრამ აი მოვიდა სატანა, მარადიული აჯანყებული, პირველი თავისუფლად მოაზროვნე და სამყაროთა განმანთავისუფლებელი. . მან შეარცხვინა ადამიანი მისი პირუტყვული უვიცობის და მორჩილების გამო; მან გაანთავისუფლა ადამიანი და აღბეჭდა ადამიანის შუბლზე თავისუფლება და ადამიანობა იმით რომ უბიძგა დაუმორჩილებლობისკენ და ცოდნის ნაყოფის შეჭმისკენ.”.. მიხაილ ბაკუნინი,1814-1876, ღმერთი  და სახელმწიფო,1882//.

 

[Dieu] leur avait expressément défendu [à Adam et Eve] de toucher aux fruits de l’arbre de la science. Il voulait donc que l’homme, privé de toute conscience de lui-même, restât une bête, toujours à quatre pattes devant le Dieu éternel, son Créateur et son Maître. Mais voici que vient Satan, l’éternel révolté, le premier libre penseur et l’émancipateur des mondes. Il fait honte à l’homme de son ignorance et de son obéissance bestiales ; il l’émancipe et imprime sur son front le sceau de la liberté et de l’humanité en le poussant à désobéir et à manger du fruit de la science.”
(Mikhaïl Bakounine / 1814-1876 / Dieu et l’Etat / 1882)

 

ხოდა  აი ასატანას აყოლის შედეგებიდან.

http://www.universalis.fr/encyclopedie/naissance-du-premier-bebe-eprouvette/.

ლაბორატორიის სინჯარაში გაჩენილი პირველი ბავშვი //Louise Brown,დიდი ბრიტანეთი, 1978//,  ამან დააგვირგვინა ბიოლოგი  Robert Edwards-ს გინეკოლოგ  Patrick Steptoe-სთან მუშაობის წლები. ეს იყო სენსაცია მთელ მსოფლიოში. მაგრამ იყო დიდი  თავშეკავებაც. ლაბორატორიებში ბავშების  ხელოვნურად კეთებას წინააღმდეგობას უწევდნენ ეკლესიები. დღეს კი მარტო კათოლიკური ეკლესია უწევს წინააღმდეგობას ამ უბედურებას.

ბევრი შფოთავდა იმის გამო რომ ხორციელდებოდა ოლდოს ჰაქსლის მიერ აღწერილი კოშმარული სცენარი. მეცნიერებიც უარყოფდნენ  ბრიტანელთა ამ გმირობას. 

 

განაყოფიერება in vitro  // ანუ ლაბორატორიაში,კოლბა-სინჯარაში// და ემბრიონის გადატანა  უკვე ფართოდაა მიღებული. სექსი და უგულო მტლაშა-მტლუში,სიამოვნება  ყოველგვარი სიყვარულის, პასუხისმგებლობის და ბავშვების გარეშე, ეს 1960-ანი წლების ამერიკული კონტრ-კულტურის და დღესაც დიდად პატივცემული ევროპარლამენტარი დანიელ კონ ბანდიტის  თაობის დიდი მიზანი და ოცნებაა.

სექსის გამოცალკევება ბავშვის გაჩენისგან დიდად გავრცელდა უკვე მიხაილ გორბაჩოვის 1980-ან წლებში.

კიდევ უფრო რევოლუციურია ადამიანის კვერცხის გამოღება ქალის სხეულიდან. ეს იძლევა ემბრიონების გადარჩევის .. ანუ ოლდოს ჰაქსლის ბრწყინვალე მომავლის კასტებად მათი დალაგების// , კლონაჟის და ა.შ. საშუალებას.//Jacaques Testar//.

 

 

მოკლედ ყველაფერი მზადაა ადამიანთა მასობრივად ლაბორატორიათა სინჯარებში წარმოებისთვის. სულსაც ჰიპნოპედიით, ძილში ჰიპნოზით ჩაბერავენ და ოკეი. რაღათ უნდათ ღმერთი.

 

კოლბიდან გამოზრილ გოგონებს კი უკვე ზრდიან პორნოვარსკვლავებად.

http://maison-image.fr/app/webroot/csi/2013/10/10/lhypersexualisation-des-petites-filles/

პატარა გოგონების ჰიპერსექსუალიზაცია

 

ჰიპერსექსუალიზაცია არის სექსუალური ხასიათის მიცემა ქცევისთვის ან პროდუქტისთვის რომელიც თავისთავად არაა სექსუალური.

ესაა საზოგადოებრივი ფენომენი როდესაც ახალგაზრდა მოზარდი გოგონები და ბიჭუნები იქცევიან აშკარად სექსუალურად. ეს ბავშვები შთაგონებულები არიან პორნოგრაფიით. მამაკაცი დომინატორი, ქალი-მაცთური და მორჩილი ობიექტი.

ჰიპერსექსუალიზაციაზე შეიძლება ლაპარაკი მაშინ როდესაც გოგონები აღწერილები არიან როგორც სექსუალური ობიექტები ან როდესაც გოგონებს ეპყრობიან როგორც სექსუალურ ობიექტებს.  ესაა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მარკეტინგით თუ გოგონებისთვის განკუთვნილი პროდუქტებით მათთვის სრულწლოვანთა სექსუალური ქცევის ჩაგონება-დაძალება.

 

ბავშვთა ჰიპერსექსუალიზაცია ბოლოდროინდელი ფენომენია. 1970-ან წლებში ფემინისტური მოძრაობის გაძლიერებასთან ერთად გაჩნდა სექსუალური თანასწორობის მოძრაობაც. ჰიპერსექსუალიზაციის გაჩენასთან ერთად ქალები და გოგონები თვლიან რომ იმისთვის რომ ისინი ვიღაცას მოეწონოს ისინი სექსუალიზებული უნდა იყვნენ.

1990-ან წლებში გაჩნდა პორნოგრაფიული ინდუსტრიიდან მომავალი ფიზიკური აღნაგობის და სილამაზის ნორმები.

// ოტავას უნივერსიტეტის პროფესორი Richard Poulin, ავტორი 2009 წელს გამოცემული ნაშრომისა ნაადრევი სექსუალიზაცია და პორნოგრაფია // Sexualisation précoce et pornographie//.

 

ჰიპერსექსუალიზაციას ვერ გაურბის ვერც ერთი თაობა,ჩვილი ბავშვებიც კი! რამოდენიმე წელია რაც არის ტანისამოსი ჩვილებისთვის და ამ ტანისამოსზე არის სექსზე მიმანიშნებელი წარწერები.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ფოტოებს გოგონათა პიროვნება დაჰყავს მათ სექსუალურ მიმზიდველობაზე.

ეს გავლენას ახდენს მთელ საზოგადოებაზე.  ამ მოდის მიღებით მოზარდებმა ასე ვთქვათ გაახალგაზრდავეს ნორმა. ეს გავლენას ახდენს ყველა ასაკის ქალზე. ყველა დაასუსტა მოდამ  რომელიც ფაქტიურად ატიტვლებს ქალს,გოგონას,ბავშვს.

Julien. M ; Maher. I, 2010 – Gazette des femmes

მთავარია სილამაზე

პატარა გოგონები და მოზარდები ყოველდღიურად განიცდიან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების და მათი გარემოცვის ზეწოლას. გოგონებს და მოზარდებს შთააგონებენ რომ ისინი უნდა იყვნენ ლამაზები,სექსუალურები და სექსუალურად ხელმისაწვდომნი., რომ მათი ერთადერთი  ძალა არის მათი გარეგნობა და რომ ისინი ყოველ დღე უნდა ცდილობდნენ  ფიზიკურად სრულყოფილ სექსუალურ ქალებად გახდომას.

მარტო გარეგნობაზე მზრუნველი გოგოები კი სუსტდებიან და ხდებიან სხვათა აზრზე დამოკიდებულები, ეს ცუდად მოქმედებს მენტალურ ჯანმრთელობაზე.

ჯანმრთელობა საფრთხეში.

გარეგნული,ფიზიკური მაცდური და მაცდუნებელი  სილამაზის მიჩნევა მთავარ ღირებულებად  გოგონებს პატარაობიდანვე უბიძგებს კვების გამახდომებელი  მკაცრი რეჟიმებისკენ,რასაც ემატება ნაკოტიკი,სასმელი,თამბაქო, ესთეტიკური ქირურგიის გამოყენება, უწესო სექსუალური ურთიერთობები. ამას მოყვება საკუთარი თავის პატივისცემის დაკარგვა,ფიზიკური ავადმყოფობები,მენტალური პრობლემები.

Poirier. L; Garon. J, 2009, RCALACS.

შეშლილი საზოგადოება უკვე 8-10 წლის გოგოებისთვის აკეთებს ლიფებს რომლებიც ზრდის პატარა გოგონების მკერდის მოცულობას. არის 6 წლის გოგონებისთვის განკუთვნილი სტრინგებიც…

(source : Le réseau canadien pour la santé des femmes).

 

ჯეერ-ჯერობით კიდევ დარჩნენ ნორმალური ადამიანები, მკვლევარები და ორგანიზაციები რომლებიც აუცილებლად თვლიან ჰიპერსექსუალიზაციასთან ბრძოლას.

 

საჭიროა საზოგადოების მობილიზაცია ჰიპერსექსუალიზაციის წინააღმდეგ.

მრავალმა ორგანიზაციამ და მკვლევარებმა გააკეთეს ეს (http://www.ydesfemmesmtl.org/Fr/Jeunes_et_sexualisation.html) და სხვა დიდაქატიკური საშუალებები, მაგ. პროექტი  Outiller ახალგაზრდები ჰიპერსექსუალიზაციის პირისპირ: გაბედეთ თქვენი საკუთარი მეობის გამოვლენა.  (F. Duquet et Al, 2010), ესენი გამოდგება საზოგადოებისთვის საშიშროების საჩვენებლად.

 შეიძლება მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა გამოყენება

ინტერნეტის და სოციალური მედიას გამოყენება ამ ფენომენის გამაანალიზებელი და გადაწყვეტათა შემთავაზებელი ვიდეოების გასავრცელებლად და იმისთვის რომ საზოგადოებამ ყურადღბა მიაქციოს ჰიპერსექსუალიზაციის ცუდ ზემოქმედებას გოგონებზე და ქალებზე.

სოციალური მედია დღეს არის ახალგაზრდათა ურთიერთობის მთავარი საშუალება და მათთან დაკავშირების კარგი იარაღი..

ჰიპერსექსუალიზაციაზე უნდა ველაპარაკოთ ირგვლივ მყოფებს. თავი უნდა ავარიდოთ ჰიპერსექსუალიზაციისთვის რეკლამის გამწევ სექსისტურ და რეკლამირებულ პროდუქტებს.

Poirier. L; Garon. J, 2009)

აქტიურად უნდა ვებრძოლოთ სექსუალურ და სექსისტურ სტერეოტიპებს…

sexuels.» (source : Plamondon.G et al, Conseil du statut de la femme, 2008).

უნდა განვავითაროთ კრიტიკული დამოკიდებულება რეკლამირებული ჰიპერსექსუალიზაციის მიმართ. უნდა დავეხმაროთ გოგონებს და ქალებს ამ კრიტიკული დამოკიდებულების გამომუშავებაში.

Descarries. F, 2009, Y des femmes, 2009

წყაროSou : კანადური ქსელი ქალთა ჯანმრთელობისთვის, Le réseau canadien pour la santé des femmes

 

 

 

FIGAROVOX/LIVRE – Éric Letty-მ და Guillaume de Prémare-მ დაწერეს წიგნი გსვუწიოთ წინააღმდეგობა სამყაროთაგან ააუკეთესოს სადაც ერთმანეთს ადარებენ  ოლდოს ჰაქსლის სახელგანთქმულ რომანს და ანტროპოლოგიურ რევოლუციას რომლის დაწყებასაც ხედავენ დასავლეთში.

უტოპიები უფრო განხორციელებადია ვიდრე ოდესმე ეგონათ. დღეს თავსატეხი ისაა თუ როგორ უნდა გავექცეთ მათ საბოლოოდ რეალიზაციას.  ცხოვრება მიდის უტოპიებისკენ. …

 

ოლდოს ჰაქსლის « სამყაროთაგან საუკეთესო » //Aldous Huxle, Meilleur des mondes//აფრთხილებდა ინტელექტუალებს და მეცნიერებს უტოპიის იდეოლოგიური საფრთხის შესახებ.

1931 წელს დაწერილი ეს რომანი-პროგნოზი აღწერს ბიოლოგიურად სრულყოფილ სამყაროს სადაც გენეტიკა და კლონაჟი გამოყენებულია ინდივიდთა გასაკონტროლებლად და გასაწვრთნელად.

ადამიანებს აკეთებენ ლაბორატორიებში და მათ ეპყრობიან საზოგადოებაში მათი მომავალი პოზიციის შესაბამისად.

ეს საზოგადოება კი დაყოფილია ხუთ მთავარ კასტად.

ისტორია გაუქმებულია, ოჯახი და ქორწინება აკრძალულია და დედამიწაზე დარჩა ერთადერთი ენა. ესაა გამარტივებული ინგლისური ენა.

ამ რაციონალიზებულ და მასობრივი ევგენიზმის მიმდევარ საზოგადოებაში ასე ვთქვათ უმაღლეს ინდივიდთა უმცირესობა  აკონტროლებს მოსახლეობის უმრავლესობას რომელიც თავის ხვედრს იტანს იმიტომ რომ გამოშტერებულია  ჰალუცინაციების მომგვრელი ნარკოტიკი სომას გამოყენებით. მმართველი ელიტა მოსახლეობას აშტერებს და ატვინებს ნარკოტიკით და ძვირი კოლექტიური გასართობებებით.

Pour Eric Letty et Guillaume de Prémare

ოლდოს ჰაქსლი,მაშ, კასანდრა იყო ?  Eric Lett-ს და  et Guillaume de Prémare-ს აზრით ბრიტანელი მწერალი არის ვიზიონერი. მათი თქმით დღევანდელ დასავლურ საზოგადოებებს ბევრი რამე აქვთ საერთო ოლდოს ჰაქსლის მიერ აღწერილ უბედურებასთან.

 

თანამედროვეობა modernité-მ  ვერ შეასრულა დაპირება, ვერ მოუტანა ბედნიერება ადამიანებს და დაიქცა. ეხლა კი პოსტმოდერნული  პოსტთანამედrოვე ხანა postmodernité ცდილობს მდგომარეობის გამოსწორებას ტექნოლოგიით.

 

გაჩნდა ტრანსჰუმანიზმის იდეოლოგია. ტრანსჰუმანისტები უნდა შეადგენდნენ დინამიურ და საერთაშორისო სუპერ-კლასს რომელსაც გააფთრებით სჯერა ტექნოლოგიისა, არ მოსწონს რეალური ადამიანი და უნდა მისი ბოდიში გარდაქმნა-გაძლიერება, ნიადაგისგან, ოჯახისგან, ისტორიისგან ისტორიული და ბიოლოგიური  მემკვიდრეობისგან მოწყვეტა.

თანდათანობით კლავენ ერის იდეას, სკოლა კი არ ასწავლის,ატვინებს,ოჯახი თუ საერთოდ არ ინგრევა სუსტება, ხალხი იქცა ერთმანეთისგან განურჩეველ ატომიზებულ  ინდივიდთა უსახურ ბრბოდ და მასად.

პიროვნება გადაიქცა არსებად რომლის ერთადერთი მიზანია დროისტარება და სიამოვნება სულერთია სად, სულერთია რითი,სულერთია  როდის, სულერთია როგორ და სულერთია რის ფასად.

 

ავტორები მოუწოდებენ ასე ვთქვათ ტკბილი ტოტალიტარიზმისთვის იმედიანი  წინააღმდეგობის გაწევისკენ.

ავტორების თქმით პირველ რიგში საჭიროა კულტურული და პოლიტიკური ბრძოლა ოჯახის, სექსუალური და თაობათა დიფერენციაციის კერის დასაცავად. ოჯახში იქმნება მეუღლეთა, მამაშვილური,დედაშვილური და და-ძმური კავშირები….

უნდა დავიცვათ ადამიანთა  რეალური თავისუფლების კულტურა.

 

Résistance au meilleur des mondes, d’Éric Letty et Guillaume de Prémare est paru aux éditions Pierre Guillaume de Roux en mars 2015

 

მამა აღარაა საჭირო  ქალი მამაკაცის გარეშც ,ოახერხებს შვილის გაჩენას.

37  წლის ანამ ისწავლა, იპოვა სამუშაო, მას ყავდა ურიცხვი პარტნიორი რომელთა შორისაც ვერაფრით ამოარჩია ქმარი. მაგრამ მან იპოვა ვიღაცის სპერმა რომლითაც ესპანურ კლინიკაში გააჩინა ბავშვი.

დანიაში, ესპანეთში, ჰოლანდიაში, ამერიკაში ქალები მამაკაცის გარეშეც აჩენენ ბავშვებს. გაჩნდა სპეციფიური ტურიზმიც, იმ ქვეყნებიდან სადაც ასეთი რამეები აკრძალულია მარტოხელა ქალები მანდ დადიან უმაო ბავშვების გასაჩენად.

 

მოკლედ…

r Corine Goldberger

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s