ისტორია პატარა ევროპელებისთვის-3

  წიგნი, კაცობრიობის ისტორიიდან პატარა ევროპელი ბავშვებისთვის-3, ხმელთაშუა ზღვა-კრეტელები, ბერძნები, ფინიკიელები, ებრაელები

 

ევროპული ბიბლიოთეკა, ჟან-კლოდ ბარო,გიომ ბიგო//Jean-Claude Barreau,Guillaume Bigot// მსოფლიოს მთელი ისტორია //Toute lhistoire du monde,2007//, ფრაგმენტები//.

 

ეგვიპტელებს, მესოპოტამიელებს,ჩინელებს ეშინოდათ გლეხებისთვის უცხო ზღვისა. ისინი დიდ კონტინენტურ უდაბნოში ოაზისიდან ოაზისამდე დადიოდნ ორკუზიანი აქლემების ქარავანებით. ისინი ნაოსნობდნენ მდინარეებზე// ნილოსზე, ტიგროსზე, ევფრატზე, ინდუსზე, ყვითელ მდინარეზე.

ჩინეთი და ინდოეთი უპირისპირდებოდნენ დედამიწის უდიდეს ოკეანეებს.  ასურელებს და ეგვიპტეს შორის კი არის ხმელთაშუა ზღვა.

ხმელთაშუა ზღვა. არის სამყარო რომელსაც  დიდმა ისტორიკოსმა ფერნან ბროდელმა //Fernand Braudel// მიუძღვნა თავისი შრომა.  მისი  განსაკუთრებული სამყარო არის სახარას და დასავლეთიდან მოსული ოკეანური წვიმების შეხვედრის შედეგი.

ზაფხულში ამ ზღვას ფარავს სახარას ანტიციკლონი. სიმშრალეა და სილამაზე.  ზამთარში ანტიციკლონი უკან იხევს და  ხმელთაშუა ზღვაში უშვებს ატლანტიკურ პერტურბაციებს.  წვიმს და,მთებზე, თოვს.  მაშ არის 2 მკაცრი მაგრამ ნათელი სეზონი. პეიზაჟიც ორია-ყურე და მთა.  ადრიატიკის სიღრმის ყურეები, , სირტის ყურე, კამარგში, ლიგურიის, საბერძნეთის, ლიბანის და ა.შ. მთები.  ა, ორ პეიზაჟში იოლად ვპოულობთ ბუნებრივ პორტებს

. ხმელთაშუა ზღვა იყო და დარჩა სოფლიოს ცენტრად  ჰეგემონურია მხოლოდ ის სახელმწიფო რომელიც ბატონობს მასზე.

რა შორს და ოკეანეების გადაღმაც არ უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატები ისიც მოვიდა აქ როდესაც მოინდომა მსოფლიოს ხელმძღვანელად ყოფნა.

ეგვიპტის სანაპიროდან ჩრდილოეთით არის დიდი კუნძული კრეტა. კრეტელებმა შემოიღეს ზღვაოსნობა ბევრად უფრო ადრე  « ზღვის ხალხებზე »   რომლებიც აოხრებდენ ეგვიპტეს  ძვ.წ. 1200 წელს. 

კრეტელებმა მოიგონეს გემი გალერა რომელიც ბატონობდა ზღვაში აღორძინების ხანამდე.  ეს იყო მენიჩბეთა ფიზიკური ძალით მოძრავი გემი.  მაშინ არ იცოდნენ რომ შეიძლებოდა ქარის წინააღმდეგ ცურვა  და აფრას სწევდნენ მხოლოდ ზურგქარის დროს. . კრეტელები ჩვენნაირად გონიერები იყვნენ, მაგრამ იმის გასაგებად რომ შეიძლება ქარის წინააღმდეგ ცურვა აუცილებელია «ძალთა მექანიკის » ცოდნა. ცოდნა იმისა რომ ძალა შეიძლება გამოიყენო თვითონ მის წინააღმდეგ. ეს კი გაიგეს მხოლოდ აღორძინების ხანაში.  მეცნიერული « ჭეშმარიტება » « ისტორიულია ».

გალერა შესანისნავი გემია,მაგრამ მას არ შეუძლია სანაპიროებისგან მოშორება  არა ქარიშხლების გამო არამედ იმიტომ რომ მას სჭირდება ბევრი მენიჩბე-მეხოფე  რომლებსაც სჭირდებათ ბევრი სასმელი წყალი.გემი ამდენს ვერ ზიდავს.  მაშ, გემი ყოველ საღამოს უნდა აიტანო სანაპიროზე რათა დაღლილმა მეხოფეებმა შეძლონ დალევა.

კრეტელების ხანას ასევე ჰქვია ბრინჯაოს ხანა.  იარაღის დასამზადებლად რკინის და ფოლადის გამოყენება დაიწყეს მხოლოდ ძვ.წ. ათასი წლისთვის.

 

კრეტას მასწავლებელი და აღმზრდელი იყო ეგვიპტე.  დელტადან გამოსული გემი  ღამე  ჩადის კრეტაზე.

კრეტა კი,თავის მხრივ, გახდა საბერძნეთის მასწავლებელი და აღმზრდელი.

კრეტელები იყვნენ  ვაჭრები ხმელთაშუა ზღვის ორ სანაპიროს შორის. ვაჭრობა ,იწათმოქმედებაზე უფრო სწრაფად ამდიდრებს და კრეტელებიც ძალიან გამდიდრდნენ. მათ დიდებული ეგვიპტური არქიტექტურა გადაიტანეს ადამიანურ მასშტაბებში, მათი მეფეებისთვის ააგეს დიდებული სასახლეები. მათ შორის ყველაზე სახელგანთქმულია  მეფე მინოსის სასახლე კნოსოსში.  ჩანს დიდად დახვეწილი ცივილიზაცია მხიარული კაშკაშა ფერებიანი მხატვრობით, ლამაზი და ელეგანტური ქალების გამოსახულებებით.

მეფე მინოსის ემბლემა იყო ორმაგი ცული  labrys. ის გადაიღეს რომაელებმა და დღემდე არის პასპორტებში.

კნოსოსის სასახლე ზღაპრული იყო თავისი კარისკაც-კარისქალებით, ფრესკებით და თამაშებით. ვაჭრობდნენ ეგვიპტური სამკაულებით,როდოსის კერამიკით,კალით. პორფირით,სუნელებით, მონებით, მოდებით.

კრეტელებმა მოიგონეს კორიდაც // მაგრამ თუ ვიმსჯელებთ იქაური ფრესკებით კრეტელები ესპანელებისგან განსხვავებით ახტებოდნენ ხარს და არ კლავდნენ ცხოველს,გ.მ.//.

მაგრამ დახვეწილი ვაჭარი კრეტელები ძვ.წ. პირველ ათასწლეულში დაიპყრეს დაიმორჩილეს მათ მიერ აღზრდილმა ხალხებმა, ბერძნებმა და ფინიკიელებმა.  ალბათ ისინიც გატანჯა კუნძული სანტორინის დიდმა ვულკანურმა ამოფრქვევამ.

ბერძნებს ეკავათ ეგეოსის ზღვა და ფინიკიელებს-ლიბანი.

ტიროსი//Tyr// იყო დიდი ფინიკიური პორტი. ეგეოსის პორტები კი ურიცხვი იყო.

მეზღვაური ბერძნები და მეზღვაური ფინიკიელები კონკურენტები იყვნენ და ეკუთვნოდნენ სხვადასხვა კულტურულ სამყაროს. ბერძნული ევროპული, ინდოევროპული ენაა, ფინიკიური კი სემიტური ენა.

ბერძნებზე უკეთესმა კომერსანტებმა, იმიტომ რომ ისინი მხოლოდ კომერსანტები იყვნენ, ფინიკიელებმა, შექმნეს და გვიანდერძეს ანბანი. ეს იყო უდიდესი გამოგონება.

ეგვიპტური და ჩინური დამწერლობა უაღრესად მოუხერხებელი იყო კომერსანტებისთვის იმიტომ რომ მათში იყო მეტისმეტად ბევრი, ათიათასობით იდეოგრამა.

საქმეთა უკეთესად გასაძღოლად ფინიკიელები იყენებდნენ არა ათასობით პატარა ნახატს, იეროგლიფებს, არამედ ოციოდე აბსტრაქტულ ნიშანს  რომელთაც არ ქონიათ არანაირი საკუთარი მნიშვნელობა.

ანბანური დამწერლობის პრინციპი უკვე ძალიან ძველი იყო.  ის დადასტურებულია ძვ.წ. მე-14 საუკუნის უგარიტულ ტექსტებში, მაგრამ სწორედ ფინიკიელებმა გაავრცელეს კომერციისთვის მოხერხებული ეს დამწერლობა.  ეს ასოები გამოსადეგი იყო ყველა ენისთვის.

ანბანი იყო არაჩვეულებრივი ინტელექტუალური პროგრესი. ანბანური მწერლობის კითხვა მოითხოვს მეტ ძალისხმევას ვიდრე იეროგლიფური ნახატების გაგება, იდეოგრამებისგან განსხვავებით ასოები არაფერს გამოხატავენ, მაგრამ  წერა-კითხვის მცოდნეს აქვს საოცარი ინსტრუმენტი. სამწუხაროა რომ დღეს უბრუნდებიან ნახატებს. წარწერების მაგივრად ხმარობენ ემბლემა-ლოგოებს.

და მიუხედავად ამისა მომავალოი წერა-კითხვის მცოდნეებისაა და არა ნახატების მთვალიერებლებისა.

დღევანდელი ფრანგები,ინგლისელები და სხვები ნაკლებს წერენ ვიდრე მათი წინაპრები და ეს ცუდია.

ჩინელების და იაპონელების გარდა ყველამ მიიღო დღეს ანბანური დამწერლობა.

ხმელთაშუა ზღვაში ფინიკიელები და ბერძნები არ ომობდნენ ერთმანეთთან, არ ჟუჟავდნენ და სპობდნენ ერთმანეთს. ისინი იყოფდნენ გავლენის სფეროებს.

ბერძნებიც და ფინიკიელებიც აარსებდნენ კოლონიებს,მაგრამ არა თანამედროვე გაგებით. ისინი იფანტებოდნენ მსოფლიოში და ყველგან ქმნიდნენ თავის დასახლებებს.

როდესაც რომელიმე ბერძნული პოლისის მოსახლეობა მეტისმეტად მრავალრიცხოვანი ხდებოდა 200-300 ოჯახი მიდიოდა სხვაგან ახალი პოლისის დასაარსებლად. ახალი პოლისი იყო  პირველი პოლისის დამოუკიდებელი შვილი. ისინი არ განიცდიდნენ ამას როგორც ლტოლვილობას ვინაიდან ხმელთშუა ზღვის აუზში, ლიბანში თუ საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე, ყველგან ერთი და იგივე პეიზაჟებია. თანაც მათ თან მიჰქონდათ თავის იარაღი და თავისი კანონები.

ბერძნული კოლონიები უფრო ჩრდილოეთ მხარესაა ..// ეგეოსის ზღვა,შავი ზღვა,ადრიატიკა,იტალია, სამხრეთი საფრანგეთი, სიცილიის აღმოსავლეთი ნახევარი//,  მარსელიც ელინების მიერაა დაარსებული.

სამხრეთით ბერძნები დამკვიდრნენ მხოლოდ  კირენაიკაში.  ყირიმის მსგავსად იქაა მთების დასავლეთ-აღმოსავლეთი ქედი რომელიც არ უშვებს შიდა ცუდ ქარებს.. ბერძნებმა იქ დაარსეს 5 ქალაქები რომელთა ლამაზი ნანგრევები დღესაც არსებობს. 

ფინიკიელთა კოლონიები, კირენაიკის და დასავლეთი სიცილიის გარდა, კი, პირიქით, ხმელთაშუა ზღვის სამხრეთითაა დაარსებული.

ძვ. წ. 800 წელს ტიროსმა დღევანდელ ტუნისში დააარსა კართაგენი, რომელიც გადაიქცა ტიროსზე ბევრად უფრო ძლიერ ქალაქად.

გალერების ტექნიკური უხერხულობების მიუხედავად  ეს დიდი ზღვაოსნები გასცდნენ ხმელთაშუა ზღვის საზღვრებს.  ბერძნებმა გაიარეს ჰიბრალტარის სრუტე, და მიაღწიეს ბრიტანეთის კუნძულებამდე, ბალტიის ზღვამდე.  ფინიკიელები კი მივიდნენ წითელ ზღვამდე, ინდოეთამდე.  ძვ.წ. 600 წლისთვის მათ  ფარაონი ნეშაო მეორეს დავალებით გარს შემოუარეს აფრიკას.

ბერძნები ფინიკიელებისგან განსხვავებით არ ყოფილან  მხოლოდ კომერსანტები. პოლიტიკაში მათ მოიგონეს და გამოსცადეს მმართველობის მრავალი ფორმა // დემოკრატია // ხალხის მმართველობა//, მონარქია // ერთის მმართველობა//, პლუტოკრატია // მდიდართა მმართველობა// , ოლიგარქია // მცირერიცხოვანთა მმართველობა//.

ყველა ბერძნული ქალაქი-სახელმწიფო პოლისი არ ყოფილა კომერსანტთა ქალაქი.  ეგეოსის დიდი პოლისი ათენი იყო საზღვაო დემოკრატია. მაგრამ პელოპონესის მთიან გულში იყო მისი მეტოქე  სამხედრო და კონტინენტური ოლიგარქია სპარტა, დამორჩილებულ მეზობელთა შუაში მყოფ მეომართა ბანაკი.

მაგრამ ხმელთაშუა ზღვის აუზის ათობით ბერძნული პოლისი ლაპარაკობდა ერთსა და იმავე ენაზე, თაყვანს სცემდა ერთსა და იმავე ღმერთებს // ზევსი, აფროდიტა. და სხვ.//.  მათ ჰქონდათ დელფოს მსგავსი საერთო სალოცავები. ჰქონდათ საერთო ისტორიაც., ჯერ მიკენური და შემდეგ ელინური.  მათ ჰქონდათ ერთი დამფუძნებელი ლიტერატურა, ჰომეროსის ილიადა და ოდისეა.

ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ  ბერძნული პოლისები თავის წარმომადგენლებს აგზავნიდნენ ოლიმპიაში რათა მათ მონაწილეობა მიეღოთ ოლიმპიურ თამაშებში. ეს იყო მშვიდობიანი სპორტული შეჯიბრებები. მაგრამ ამას გარდა ეს იყო შეჯიბრი მჭერმეტყველებაში, პოეზიაში, ფილოსოფიაში.  ბერძნები დროს ამ ოლიმპიური თამაშებით ანგარიშობდნენ// მესამე ოლიმპიადის დროს, მე-5 ოლიმპიადის დროს, და ა.შ.//.

ელინური ცივილიზაციის გავლენა ისეთი ძლიერი იყო რომ დღეს ევროპულ ენათა უმეტესობაში  სწავლული ცნებები მოდის ბეძნულიდან // ასეა ჰელიოთერაპია-მზით მკურნალობა, თალასოთერაპია-ზღვით მკურნალობა, გალაქტიკა, ჰიპნოზი და სხვ.//.

ბერძნებმა მოიგონეს გეომეტრია // არქიმედეს და სხვა თეორიები,ესეც ბერძნული სიტყვებია//. მათ აღმოაჩინეს ციფრი პი წრის გარშემოწერილობის დასაანგარიშებლად, და.ა.შ.

ხმელთაშუა ზღვის სამყაროზე საუბრისას ვერ ავცდებით ებრაელ ხალხს.  ებრაელები იყვნენ ეგვიპტესა და შუამდინარეთს შორის მომთაბარე ბედუინები და არა მეზღვაურები.  მათი ისტორია დაიწყო ეგვიპტიდან წასვლით.  ბოლოს ისინი გადაიქცნენ გლეხებად პალესტინაში, ნილოსის და ევფრატის გავლენათა საზღვარზე.

მათ იქ წმინდა ქალაქი იერუსალიმის ირგვლივ დააარსეს პატარა სახელმწიფო რომელიც  ძვ.წ. 588 წელს დაანგრია ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დ რომელიც აღადგინეს მარტო 1948 წელს.

ებრაელი გლეხები განაგრძობდნენ პალესტინაში ცხოვრებას  სხვადასხვა პროტექტორატის პირობებში.

მათი ათობით წმინდა წიგნი დაჯგუფებულია ბიბლიაში რომელშიც იგრძნობა შუამდინარეთის, ეგვიპტის, ფინიკიელთა გავლენები.

ებრაელებმა მოიგონეს ერთადერთი ღმერთის რწმენა, მონოთეიზმი.

ერთადერთი ღმერთის იდეა უკვემრავალჯერ იყო ნახსენები განსაკუთრებით  ეგვპტის ფარაონი ახენატონის// ძვ.წ.1374-1354// დროს, მაგრამ მას არ ჰქონია გრძელვადიანი წარმატება.

ებრაელებმა  უარყვეს კერპთაყვანისმცემლობა, დაამკვიდრეს მონოთეიზმი, განაცხადეს რომ არც ვარსკვლავები და არც ზღვა არ არიან ღმერთები…

ამას მოყვა მრავალი იდეოლოგიური შედეგი.

ბუნება აღარაა ღვთაებრივი. ისაა შექმნილი, ქმნილებაა და ადამიანის მოწოდებაა მასზე ბატონობა.  ესაა ბიბლიის, შესაქმის წიგნის პირველი სიტყვები.

დრო აღარაა ციკლური.ისტორიას აქვს მიმართულება და  აზრი. ეს  მიმართულება და აზრია ხსნა.

შექმნილი სამყარო დაუსრულებელია,მაგრამ ის გაიმარჯვებს.

მომავალი შეიძლება იყოს წარსულზე უკეთესი. დრო აღარაა ბორბალი. ისაა სადღაც მიმავალი ისარი.

ცვლილება აღარაა შჩვენებული, პირიქით, ღმერთის სახელით მეტყველი წინასწარმეტყველები მოუწოდებენ ცვლილებისკენ.

ასე ჩნდება ადამიანთა ისტორიაში პროგრესის იდეა.

იუდაიზმმა აგრეთვე დაამკვიდრა  პიროვნების იდეა. ღმერთი პიროვნებაა. ადამიანიც პიროვნებაა, ინდივიდი აღარაა საზიზღარი ვინმე.

ებრაელთა ღმერთი კეთილი ღმერთია. მას უყვარს თავისი ხალხი და ყოველი ადამიანი ისე როგორც ნამდვილ მამაკაცს უყვარს ქალი.

წავიკითხოთ თუ რას ათქმევინებს წინასწარმეტყველი ისაია ღმერთს :

«  მე ცოტა ხნით გაბრაზებული ვიყავი შენზე. მაგრამ შეუძლებელია სიყმაწვილის ქალის დავიწყება. მაშ,გიბრუნდები უზომო სინაზით. »…

სიყვარული სიკვდილზე უფრო ძლიერია, დიდი წყლები ვერ ჩააქრობენ და ვერ ჩაძირავენ სიყვარულს.

სანამ ბერძენი და ფინიკიელი კომერსანტები  დაცურავდნენ ზღვაში ებრაელებმა შეცვალეს წარმოდგენა სამყაროზე.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s