ჩერჩილი და ევროპა

ზოგი რამე კარგია და ზოგიც ცუდი.შარლ დე გოლს საფრანგეთის სახელმწიფო უნდოდა და არა შტატი და მას ფაშისტო ფაშისტოს ღნავილით გამოეკიდნენ.

1945 წლის 13-15 თებერვალს მოკავშირეთა, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის ავიაციამ  ნანგრევებად აქცია მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი, გერმანიის ქალაქი დრეზდენი. … დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ უინსტონ ჩერჩილს უნდოდა გერმანიის დიდი ცენტრების, სამსახურების, ტრანსპორტის დაბომბვა.

 

http://global.britannica.com/event/bombing-of-Dresden

http://www.universalis.fr/encyclopedie/dresde-bombardement-de/

 

მეორე მსოფლიო ომის წინ ელბაზე მდებარე ფლორენციად წოდებული მისი ხელოვნების და არქიტექტუის საგანძურის გამო  დრეზდენი ითვლებოდა მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად. მანამდე კონფლიქტისგან განზე დარჩენილი დრეზდენი იყო დიდებული სამიზნე კამპანიისთვის რომლის მიზანი იყო  სიფხიზლე დაკარგული მოსახლეობის შეძრწუნება,ტერორიზება.

1945 წლის 13 თებერვალს ღამით ბრიტანულმა დაბომბვის ძალამ 800 თვითმფრინავი მდრეზდენზე.  ამ თვითმფრინავებმა 2700 ტონა ბომბები დააყარეს ქალაქს. ბევრი ბომბა ცეცხლის გამჩენი იყო.  ატყდა გიგანტური ხანძარი. დაიღუპა ათიათასობით მშვიდობიანი ადამიანი.  მეორე დღეს აშშ-ს მე-8 საჰაერო ძალამ დააყარა დრეზდენს 400 ტონა ყუმბარა თუ რაკეტა და მოაწყო ახალი შეტევა რომელშიც მონაწილეობდა 210 ბომბდამშენი.

15 თებერვალს დაბომბვათა გამო უნდა დაღუპულიყო 25-35 ათასი ადამიანი, უმთავრესად ქალები,ბავშვები და მოხუცები. მაგრამ ამავე დროს დრეზდენს თავს აფარებდა ომის მხეცობისგან გაქცეული  უამრავი ლტოლვილი და ამიტომ ზოგი ფიქრობს რომ დაიღუპა 250 ათასი კაცი.

ასეთ რამეებს,ნაცისტურ-ანტინაცისტურ არამზადობებს ჩადის გამხეცებული  ორფეხა ბრძენი ცხოველი ადამიანი  და არა ოთხფეხა პირუტყვი ნადირი მგელი და პითონი კაა.

აი ამის მერე…

უინსტონ ჩერჩილის სიტყვა ციურიხში, 1946 წლის 19 სექტემბერი

ბატონო პრეზიდენტო, ქალბატონებო და ბატონებო, მე დღეს  პატივი მცა და მიმიღო თქვენმა უნივერსიტეტმა და მე მინდა გელაპარაკოთ ევროპის, ამ დიდებული და დედამიწის ულამაზესი და ყველაზე ცივილიზებული ნაწილების მომცველი კონტინენტის ტრაღედიაზე.აქაა ზომიერი  და სასიამოვნო ჰავა.

ევროპაა დასავლეთის ყველა დიდი მონათესავე ხალხის სამშობლო.

ევროპა ამავე დროს არის ქრისტიანობის და ქრისტიანული მორალის აკვანი.

ევროპა არის ძველი და დღევანდელი  კულტურის, ხელოვნებათა, ფილოსოფიის, მეცნიერებათა უდიდესი ნაწილის საწყისი ადგილი.  ევროპელებმა რომ გაუგონ ერთმანეთს რათა ისიამოვნონ საერთო მემკვიდრეობით  არ ექნებოდა საზღვარი ევროპის ბედნიერებას, კეთილდღეობას, დიდებას რითაც ისარგებლებდა 300-400 მილიონი ევროპელი.

// ნარცისიზმით შეპყრობილ დიდ და ქედმაღალ  მოღვაწეს დაავიწყდა რომ გილგამეში,  ბიბლია, ავესტა,ვედები არ დაუწერიათ ლონდონში და რომ პირამიდები საბედნიეროდ ეგვიპტეშია და არა ჩერჩილის ავიაციით დანგრეულ დრეზდენში.  მას დაავიწყდა რომ იერუსალიმი,ბეთლემი,გალილეა აღმოსავლეთშია და არა დასავლეთში, დაავიწყდა რომ მარკუს ავრელიუსის ნაირი დიდი  ევროპელების თქმით  Ex Oriente Lux !!!   ანუ აღმოსავლეთიდანაა სინათლე.  ვაპატიოთ ესეც. დიდ მოღვაწეებს დიდი საქმეები აქვთ და არ სცალიათ ისტორიის და გეოგრაფიის შესასწავლად. ვასწავლოთ ყველაფერი ეს იმ ევროპელებს ვინც ჯერ არ არიან დიდი მოღვაწეები,ედროზე,  თორე შავადაა საქმე, გ.მ.//.

სამაგიეროდ არის ევროპაც  რომელიც  არის ხელისუფლებაში მოსული ტევტონების მიერ დაწყებულ საშინელ მღელვარებათა ნაწილი. ეს უბედურებები ჩვენ ვნახეთ მეოცე საუკუნეში. 

მშვიდობა დაირღვა და მთელი კაცობრიობის პერსპექტივები იქცა არარაობად. და რა მოუვიდა ევროპას? ზოგმა პატარა სახელმწიფომ მიაღწია გარკვეულ კეთილდღეობას, მსგრამ ევროპის დიდი რეგიონები სავსეა ნატანჯი,დამშეული,აქვითინებული და უბედური ადამიანების მასებით რომლებიც ცხოვრობენ მათი ქალაქების ნანგრევებში და ხედავენ ახალი ღრუბლების, ტირანიის და ტერორის გამოჩენას. გამარჯვებულებში აურზაურია, დამარცხებულებში კი დუმილი და სასოწარკვეთილებაა.

აი რა ქნა ტერორის შორს გამავრცელებელმა გერმანულმა რასამ// ისევ ქედმაღლობა. გერმანელები იყვნენ გოეთეც და ნოვალისიც, ვაპატიოთ ესეც ბატონ ჩერჩილს,გ.მ.//.

ატლანტიკის დიდმა რესპუბლიკამ დროთა მანძილზე გაიგო რომ ევროპის დანგრევა ან დამონება საფრთხეში ჩააგდებდა თვითონ მის ხვედრს და მაშინ გამოგვიწოდა დახმარების ხელი, ამის გარეშე იქნებოდა ბნელი პერიოდი მთელი თავისი საშინელებებით.  მაგრამ საშინელებები შეიძლება განმეორდეს.

მიუხედავად ამისა არის საშველი.

თუ კი მრავალი სახელმწიფოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მოინდომებს სცენა ჯადოსნურად გარდაიქმნება  და მალე ევროპა, ან სულ მცირე კონტინენტის მთავარი ნაწილი იცხოვრებს ისე თავისუფლად და ბედიერად რა თავისუფლად და ბედნიერად ცხოვრობენ დღეს შვეიცარიელები.

რ არის ეს წამალი?    ესაა ევროპული ოჯახის შეძლებისდაგვარად  აღდგენა, შემდეგ მშვიდობიანი, უსაფრთხო და თავისუფალი განვითარებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა.

ჩვენ გვჭირდება ერთგვარი ევროპის შეერთებული შტატების შექმნა. მხოლოდ ასე ექნება ღირსეული ცხოვრება ასობით მილიონ ადამიანს.  ამის მიღწევა ადვილია, უბრალოდ ასობით მილიონმა მამაკაცმა და ქალმა უნდა გადაწყვიტონ სიკეთის კეთება და არა ბოროტების ჩადენა.  ასე ისინი იქნებიან დალოცვილები და არა შეჩვენებულები.

 

ქალბატონებო, ბატონებო,

პანევროპულმა მოძრაობამ ბევრი გააკეთა ამ მიზნის მისაღწევად და ის დიდადაა დავალებული გრაფისგან Coudenhove-Kalergi და ფრანგი დიდი პატრიოტი და სახელმწიფო მოღვაწე Aristide Briand-ისგან.  იყო აგრეთვე დოქტრინის და პროცედურის კოლოსალური ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა პირველი ომის შემდეგ, და რომელზეც ამყარებდნენ ამდენ იმედს. მე  მინდა ლაპარაკი ერთა ლიგაზე.

თუ კი ერთა ლიგამ  ვერ იყო წარმატებული ეს არ ყოფილა მისი პრინციპების ბრალი.  ის წარუმატებელი იყო იმიტომ რომ მისმა შემადგენელმა სახელმწიფოებმა უარყვეს ეს პრინციპები.

მან  ,მარცხი განიცადა იმიტომ რომ მაშინდელმა მთავრობებმა ვერ გაბედეს რეალობისთვის თვალებში შეხედვა.

ეს აღარ უნდა განმეორდეს. ჩვენ მწარე ფასად შევიძინეთ გამოცდილება შენების გასაგრძელებლად.

2 დღის წინ დიდი კმაყოფილებით წავიკითხე პრესაში რომ  ჩემი მეგობარი პრეზიდენტი ტრუმენი დაინტერესდა ამ გრანდიოზული იდეით და  მან მოიწონა ის.  ევროპული ორგანიზაცია არ დაუპირისპირდება გაეროს მსოფლიო ორგანიზაციას. პირიქით, მწამს რომ საერთო ორგანიზაცია იარსებებს მხოლოდ მაშინ თუ კი დაეყრდნობა ბუნებრივად ნაჭედ დაჯგუფებებს.

დასავლეთ ნახევარსფეროში უკვე არსებობს სახელმწიფოთა ასეთი დაჯგუფება,. ჩვენ,სხვებს, ბრიტანელებს, გვაქვს თანამეგობრობა. მსოფლიო ორგანიზაცია არ დასუსტებულა,პირიქით, გაძლიერდა და სინამდვილეში ნახა მთავარი საყრდენები.

და რატომ არ უნდა იყოს ევროპული გაერთიანება რომელიც  ერთმანეთისგან დაშორებულ ხალხებს მისცემს უფრო ფართო პატრიოტიზმის განცდას და ერთგვარ საერთო ეროვნებას?

და რატომ არ უნდა დაიკავოს ევროპულმა დაჯგუფებამ  თავისი კუთვნილი ადგილი სხვა დიდ დაჯგუფებებს შორის და რატომ არ უნდა შეიტანოს მან თავისი წვლილი კაცობრიობის ხომალდის მართვაში?

ამ მიზნის მისაღწევად მილიონობით ოჯახმა უნდა ითანამშრომლოს შეგნებულად,. მათ უნდა ჰქონდეთ აუცილებელი რწმენა. …

ჩვენ ვიცით რომ ჩვენს მიერ გადატანილი ორი მსოფლიო ომი  მოხდა იმიტომ რომ ახლად გაერთიანებულ გერმანიას უნდოდა მსოფლიოზე ბატონობა. ბოლო ომის დროს ჩადენილი საშინელებები შეედრება მე-13 საუკუნეში მონღოლების მიერ ჩადენილ საშინელებებს. .// საინტერესოა რომ ხდება მთელი ქვეყანა გერმანიის დიაბოლიზაცია. ესაა ბრძოლა ქვეყანა გერმანიასთან და არა ნაციზმთან, ვაპატიოთ ესეც,გ.მ.//.

დამნაშავე უნდა დაისაჯოს, გერმანიას არ უნდა ჰქონდეს ხელახლა შეიარაღების და ახალი აგრესიული ომის დაწყების შესაძლებლობა.

და როდესაც ეს გაკეთდება, და ეს იქნება, უნდა იყოს ის რასაც გლადსტონი ოდესღაც უძახდა დავიწყების დალოცვილ აქტს. ჩვენ ზურგი უნდა შევაქციოთ ჩვენს მიერ წარსულში გადატანილ საშინელებებს და უნდა გავიხედოთ მომავლისკენ.

მომავალ წლებში ჩვენ აღარ უნდა ვზიდოთ წარსულის უსამართლობებიდან გაჩენილი სიძულვილი და შურისძიების სურვილი.

თუ კი გვინდა გადავარჩინოთ ევროპა სიღატაკე-სიბეჩავისგან  უნდა გვწამდეს ევროპული ოჯახისა და უნდა დავივიწყოთ წარსულის ყველა სიგიჟე  ფა ყველა დანაშაული.

გეტყვით ისეთ რამეს რაც გაგაკვირვებთ.  პირველი ნაბიჯი ევროპული ოჯახის შექმნისკენ უნდა იყოს საფრანგეთის და გერმანიის პარტნიორებად გადაქცევა. მარტო ეს მისცემს საფრანგეთს ევროპის ხელმძღვანელობის საშუალებას.

ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ ევროპის აღორძინებას ინტელექტუალურად დიდი საფრანგეთის და ინტელექტუალურად დიდი გერმანიის გარეშე.

 თუ კი გვინდა ევროპის შეერთებული შტატების კარგად და გულწრფელად აწყობა მისი სტრუქტურა უნდა იყოს ისეთი რომ ყოველი სახელმწიფოს მატერიალურ ძალას ჰქონდეს მხოლოდ მეორეხარისხოვანი როლი. პატარა სახელმწიფოებს ისევე უნდა ეწეოდეს ანგარიში როგორც დიდებს, პატივი უნდა ეცეს მათ წვლილს საერთო საქმეში.

ევროპის შეერთებულ შტატებში თავისი ადგილი შეიძლება ნახონ ურთიერთთანხმობით ფედერატულ სისტემაში გაერთიანებულმა გერმანიის ძველმა სახელმწიფოებმა და სამთავროებმა.

მერ არ მინდა  დეტალური დამუშავება პროგრამისა ასობით მილიონი ადამიანისთვის რომლებსაც უნდათ ბედნიერად და თავისუფლად ცხოვრება გაჭირვებისა და საფრთხის გარეშე, ვისაც უნდათ 4 თავისუფლება რომლებზედაც ლაპარაკობდა დიდი პრეზიდენტი რუზველტი და რომლებიც მოითხოვენ ატლანტიკური ქარტიის პრინციპების შესაბამისად ცხოვრებას.

თუ კი ესაა მათი სურვილი  მათ უნდა თქვან ეს და ნამდვილად მოინახება ამ სურვილის განხორციელების საშუალება.

მაგრამ მინდა გაგაფრთხილოთ. ჩვენ არა გვაქვს ბევრი დრო. ეხლა არის  შესვენების მომენტი. სროლა და ბრძოლები შეწყდა,მაგრამ საფრთხეები არ გამქრალა.

თუ კი გვსურს ევროპის შეერთებული შტატების  შექმნა უნდა დავიწყოთ ეხლა. შეიძლება ითქვას რომ დღეს ჩვენი მფარველია ატომური ყუმბარა.

ატომური ყუმბარა ეხლა აქვს სახელმწიფოს და ერს რომელიც მას გამოიყენებს მხოლოდ სამართალისთვის და თავისუფლებისთვის.  მაგრამ რამოდენიმე წელიწადში  ნგრევის უზომო ძალის მქონე ეს იარაღი შეიძლება გავრცელდეს და ის შეიძლება გამოიყენონ მეომარმა ხალხებმა.  ეს კი იქნება მთლიანად დედამიწის ნგრევა და არა მარტო ჩვენი ცივილიზაციის გაქრობა.

და ეხლა დასკვნისთვის. მუდმივი მიზანი უნდა იყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, გაეროს გაძლიერება. უნდა შევქმნათ ევროპული ოჯახი, მივცეთ მას რეგიონალური სტრუქტურა რომელიც დაექვემდებარება გაეროს.

ამ ოჯახს მაშინ შეიძლება დავარქვათ  ევროპის შეერთებული შტატები. პირველი ნაბიჯი ამ გზაზე არის ევროპის საბჭოს შექმნა.  თუ კი თავიდან ყველა ევროპულ სახელმწიფოს არ უნდა ან არ შეუძლია  ევროკავშირში შესვლა ჩვენ მაინც უნდა გავაერთიანოთ ის ევროპული სახელმწიფოები ვისაც ეს უნდათ და შეუძლიათ.

ყველა რასის და ყოველი ქვეყნის ქუჩის კაცის ხსნას და  დაცვას ომისგან  თუ მონობისგან სჭირდება სოლიდური საფუძვლები. მამაკაცებს და ქალებს ტირანიისადმი მორჩილებაზე მეტად უნდა უნდოდეთ სიკვდილი. //სიკვდილი და უბედურება ღმერთის და სიცოცხლის მტერს,გ.მ.//.

ამ ამოცანის შესასრულებლად აუცილებელია საფრანგეთის და გერმანიის კავშირი და თანამშრომლობა, დიდი ბრიტანეთი, ბრიტანელი ხალხების ოჯახი,  ძლიერი ამერიკა, მაქვს ნდობა, რუსეთიც, ყველა უნდა იყვნენ მეგობრები და ახალი ევროპის მხარდამჭერები, უნდა დაიცვან მისი სიცოცხლის და კეთილდღობის უფლებები. ყველაფერი უკეთესად იქნება. ამ პერსპექტივაში გეუბნებით რომ ევროპა აღდგა!

 

https://clio-texte.clionautes.org/Discours-de-Winston-Churchill.html

Winston Churchill (Zurich, 19 September 1946)

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s