ტრადიცია დღევანდელობის საშველად

 

გეიშა კიოტოში იღებს ამერიკელ ბიზნესმენს

Geiko Kimiha.jpg

გეიშები 1800-1900 წლებში

ესეც გეიშები არიან

იაპონია-ტრადიცია დღევანდელობის საშველად

ატომური ბომბებით მოდერნიზებულ-დემოკრატიზებული იაპონიის დღევანდელობიდან,  Agnes Redon , 07.09.2015,

ატომური ბომბებით მოდერნიზებულ დემოკრატიზებულ იაპონიაშიც ცხოვრება არაა ადვილი. მარტოობას რომ გადაურჩნენ სულ უფრო და მეტი იაპონელი ქირაობს «მეგობრებს ».

იაპონური სააგენტოები მათ კლიენტებს რამოდენიმე საათით სთავაზობენ  მათთვის შესაფერის კომპანიონ-თანამოსაუბრეებს.

იაპონიაში სულ უფრო და უფრო მეტ იაპონელს ტანჯავს მარტოობა.

31 წლის ინფორმატიკის ინჟინერი იოში  თვეში ორჯერ გამოყოფს დროს ამ პატარა სიამოვნებისთვის. შაბათობით  სადილის დროს  ის ტოკიოს კარაოკეში ხვდება საკურას და შიაკის. ეს ორი მეგობარი ქალიშვილი მასთან ერთად მღერის, მიირთმევს გემრიელ კერძებს და საუბრობს. ეს იოშის დაუჯდება ასიოდე ევროდ.  იოში  დაქირავებულ მეგობარ ქალიშვილებს გაუზიარებს თავის პირად დარდებს., განსაკუთრებით კი დარდს  ბაბუის ეხლახანს გარდაცვალების გამო.

 «  უკვე 4 თვის წინ დავიწყე მეგობრების დაქირავება იმიტომ რომ მომაკვდავი ბაბუისთვის მეჩვენებინა რომ მე მყავს მეგობრები. ეს მას ამშვიდებდა. მისი გარდაცვალების შემდეგ მე გავაგრძელე მეგობრების დაქირავება იმიტომ რომ შევხვდე ხოლმე ადამიანებს რომლებიც განსხვავდებიან ჩემი თანამშრომლებისგან და პროფესიონალი კოლეგებისგან», ხსნის ის.

იოშის შემთხვევა სულაც არაა ერთადერთი და განსაკუთრებული რამ ტოკიოში ცხოვრობს 30 მილიონი ადამიანი და მარტოობა ტანჯავს სულ უფრო და უფრო მეტ იაპონელს. იაპონელ მკვლევართა და დამკვირვებელთა თქმით 2020 წლისთვის მარტოობა იაპონიაში იქნება ნორმა.

ყველაზე საშინელია როდესაც თავისი კარიერით მეტისმეტად დაკავებული შვილები  აღარ მოინახულებენ ხოლმე თავის  მშობლებს და მშობლებიც ცხოვრობენ მარტო და მარტოობაში კვდებიან.

 « ჩემი სააგენტოს დაარსებამდე ვმუშაობდი სილამაზის სალონში და შევამჩნიე რომ ადამიანებს უნდოდათ ლაპარაკი,საუბარი. ბევრმა გამიმხილა რომ  მათ არ ყავთ მეგობრები. ამიტომ გამიჩნდა მეგობრების გამქირავებელი სააგენტოს აზრი»,  ხსნის  მეგობრების გამქირავებელი გაფურჩქნულ-აყვავებული სააგენტოს დამფუძნებელი, 32 წლის  მეგუმი ფურუკავა.

ამ სააგენტოს ერთ-ერთი ეფემერული მეგობარი, 39 წლის ჰარუ უთანაგრძნობს თავის კლიენტებს.

ეს ბიზნესი სიმპტომატური ჩანს ამ საზოგადოებაში რომელიც უკრძალავს ადამიანებს გულღიად ლაპარაკს თავის პრობლემებზე მეგობრებთანაც კი.

 ეს საზოგადოება ჰგავს ცხვრების ფარას, ყოველდღიური კონკურენცია და ჯიკაობა ველურია, ამიტომ ყველა ყველას უნდა გავდეს და უნდა მალავდეს თავის  ნაკლებს და სისუსტეებს»,ამბობს ის»« ამ ადამიანებს აკლიათ საკუთარი თავის რწმენა და ისინი მძაფრად განიცდიან სხვათა აზრს» .

ესაა თავისუფლების გარკვეული ფორმა. იყო 35 წლის კლიენტი რომელიც ვერ ბედავდა ეკითხა თავისი მეგობრებისთვის საყვარლის ყოლის შესახებ. დაქირავებულ დროებით მეგობარ ქალთან კი მას შეეძლო თავისუფლად ლაპარაკი მამაკაცების და ქალების ურთიერთობის შესახებ უხერხულობის გარეშე.

მაგრამ მარტოსულები არ ეძებენ მარტო თანამგრძნობ მსმენელებს. მათ უნდათ ხოლმე უფრო მსუბუქ თემებზე. საუბარიც. 70 წლის ღვინის მოყვარულ მარტოსულს უნდოდა ღვინოზე ლაპარაკი. მის ახლობლებს ეს არ მოსწონდათ და ამიტომ ის კვირაში ერთხელ რამოდენიმე საათით ქირაობდა ხოლმე დროებით ეფემერულ მეგობარს.

ნამდვილი მეგობრობა ძნელია. ესაა სხვათა პრობლემებით დაკავება და მხარში დგომა. მეგობრობა გულისხმობს გარკვეულ პასუხისმგებლობას რაც ადამიანებს დღეს  არ უნდათ.  ისინი ეძებენ ყურადღებიან მსმენელს ან სასიამოვნო მომენტს მომავლის გარეშე. მეგობრის დროებით დაქირავება ბევრად უფრო ადვილია, ამბობს მეგუმი ფურუკავა.

ამ ეფემერულ ურთიერთობებს ნამდვილი ურთიერთობებისგან კიდევ უფრო განასხვავებს მკაცრი წესები.  არ შეიძლება უბრალო ამხანაგური ურთიერთობების ფარგლებს გარეთ გასვლა. კონტრაქტი კრძალავს ამას.

დაქირავებულ მეგობრებს არა აქვთ კლიენტებთან შეთანხმებული დროის გარეთ შეხვედრის უფლება. მათ აკრძალული აქვთ კლიენტთან სახლში მარტო მისვლა, კლიენტის მანქანაში ჩაჯდომა.  კლიენტებს და დაქირავებულ მეგობრებს აკრძალული აქვთ ერთმანეთის შეხება. დაქირავებული მეგობარი არ უნდა გახდეს დამქირავებლის საყვარელი.

მეგუმი ფურუკავა ცდილობს რომ მისი სააგენტო არ დაემსგავსოს საროსკიპოს და სასიყვარულო შეხვედრების სააგენტოს.

ესაა იაპონური ტრადიციაც. ძალიან დიდი ხანია რაც იაპონელები დიდ ფულს უხდიან ახალგაზრდა ქალებს რათა ესაუბრონ მათ სექსუალურ ურთიერთობათა გარეშე. ეს განსაკუთრებით იყო გეიშათა სამუშაო. 1660 წლისთვის გაჩენილი ეს გეიშები განათლებულები უნდა ყოფილიყვნენ. ელეგანტურად ჩაცმულ თავაზიან და ზრდილ გეიშებს  უნდა სცოდნოდათ მუსიკაც,სიმღერაც, პოეზიაც… არიან დიასახლისებად წოდებულებიც რომლებიც სთავაზობენ სასმელს და ესაუბრებიან მათ მამაკაც კომპანიონებს.

ასე იმსუბუქებენ ხოლმე დრო და დრო თავის მარტოობას იაპონელები დღეს.

http://madame.lefigaro.fr/societe/japon-comment-jai-loue-un-ami-280815-97930

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s