სპარსულ და ბერძნულ სამყაროებზე

მხეცური ბუნების მომთვინიერებელი ორფეოს-ქრისტე

 

or1

ათნის მუზეუმი, ქნარზე დამკვრელი ორფეოსი,ქრისტეს ალეგორია.

or8

ჯვარცმული ორფეოსი, ცილინდრული საბეჭედავი, 300 წლისთვის

ევროპული ბიბლიოთეკა, კაცობრიობის ისტორიიდან პატარა ევროპელებისთვის-4

 ჟან-კლოდ ბარო,გიომ ბიგო//Jean-Claude Barreau,Guillaume Bigot// მსოფლიოს მთელი ისტორია //Toute lhistoire du monde,2007//, ფრაგმენტები//.

   სპარსეთის იმპერია და ბერძნული სამყარო

ძვ წ. მე-6 საუკუნისთვის  ადამიანი ბატონობდა ხმელეთზე ეგვიპტეში,შუამდინარეთში,ინდოეთში და ჩინეთში, ის ბატონობდა ევრაზიის სანაპირო ზღვებზე.

ამ დროით თარიღდება მონდიალიზაციის პირველი მცდელობა.

ანატოლიის ხეთებმა სცადეს მახლობელი აღმოსავლეთის დაპყრობა. ფარაონმა ისინი დაამარცხა ქადეშთან 1299 წელს.

მაგრამ სპარსელები გაიმარჯვებენ და გადაიქცევიან ამ უნივერსალიზაციის ინსტრუმენტად.

ინდოევროპელმა მომთაბარე სპარსელებმა გააბატონეს ცხენი და ცხენოსანთა ჯარი, კავალერია. ეგვიპტელებიც და შუამდინარელებიც იყენებდნენ ეტლში შებმულ ცხენს. მათ არ მოსვლიათ აზრად ცხენზე შეჯდომა.

სკვითები, მიდიელები და სპარსელები კი ცხენოსნები იყვნენ.

მათი მეზობლების მიერ ცივილიზებულმა სპარსელებმა ამ კავალერიის მეშვეობით  იმპერატორები კიროსის //ძვ.წ. 550-530// და მისი შვილი კამბიზის // ძვ.წ. 530-522//   ხელმძღვანელობით დაიწყეს დაპყრობები და ბოლო მოუღეს შუამდინარეთის, ინდური სახელმწიფოების და ეგვიპტის დამოუკიდებლობას.

უნდა ითქვა რომ ამ ცივილიზაციებს არ ჰქონიათ პატრიოტული გრძნობა.  სპარსელთა მეფეები,მაშ, იოლად მიიღეს.

ტიგროსის ინდუსისგან გამომყოფ ვრცელ სპარსეთის ზეგანზე მდებარე მათი დედაქალაქებიდან // ეკბატანა,პერსეპოლისი// სპარსეთის მეფეებმა გაიყვანეს გზები მათი მაცნეებისთვის და ააგეს ქალაქები რომლებიც ყველაზე მეტად მეფეთა სასახლეები იყო. …

ამ სპარსელებს ჰქონდათ თავისი რელიგია ზოროასტრიზმი რომელმაც გავლენა მოახდინა იუდაიზმზეც და ქრისტიანობაზეც.

სპარსელებში გაჩნდა პირველი ეთიკური მონოთეისტური რელიგია ზოროასტრიზმი.

ბედნიერია ის ვისაც ბედნიერება მოაქვს სხვებისთვის. ასეთია ზოროასტრიზმის პრინციპი.

 

 

ძვ. წ. მე-7  საუკუნისთვის სპარსეთს მართავდნენ მეომარი არისტოკრატიული ოჯახები. იყო  ქურუმთა ბატალიონები რომელთა რელიგია და საკრალური ენა იმდენად რთული და ძვირი იყო რომ ხალხს მისი არაფერი ესმოდა.

აი ამ ატმოსფეროში, ძვ.წ.  მეცხრე-მეშვიდე საუკუნეებს შორის უნდა გაჩენილიყო კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი რელიგიური რეფორმატორი ზოროასტრე-ზარატუსტრა.

   დასავლეთი მას იცნობს ანტიკური ხანიდან.  მის უძველეს ხსენებას ვხვდებით ლიდიელ ქსანთოსთან ძვ.წ.  მეხუთე საუკუნეში. ბერძნები მას ახსენებდნენ როგორც ჯადოსან-მოგვთა მთავარს  და პითაგორას მასწავლებელს.

ზოროასტრე ითვლება რელიგია ზოროასტრიზმის დამფუძნებლად წმინდა წიგნი ავესტას უძველესი ნაწილი გათების ავტორად.

და,  ყველაზე მეტად, ერთადერთი  ცხადად დასახელებული და პერსონალიზებული  ღმერთის კულტის შემქმნელად.

ყველა ნიშნით ღთისმსახურთა წრიდან გამოსულმა ზოროასტრემ კარგად იცოდა მაშინ საერო პირებისთვის მიუწვდომელი თეოლოგია და მაფიური ფორმულები.

ის გახდა ქურუმი. ზოროასტრიზმის საკრალური ტექსტები აზუსტებენ რომ ზოროასტრე იყო ზაოტარი, ე.ი. მსხვერპლის შემწირველი, ერთ_ერთი უმაღლესი რანგის ქურუმი.

მაგრამ მან უარყო ოფიციალური, ქურუმების მიერ გაკონტროლებული რელიგია.

სპარსეთის სხვა ასკეტების მსგავსად  ზოროასტრეც განმარტოვდებოდა ხოლმე ეგზისტენციალურ საკითხებზე  დასაფიქრებლად.

ტრადიციის თანახმად სწორედ ერთ-ერთი ასეთი მედიტაციის დროს  მას ჰქონდა პირველი ხილვა.

მან იხილა სიკეთის  და ბოროტების ჯარების ტიტანური ბრძოლა. თეთრ და მანათობელ კაშკაშა სამოსიანმა სიკეთის მეომრებმა  დაამარცხეს ბოროტების ბნელი,შავი ჯარები. 

უდაბნოს სიღრმეში მღვიმეში ყოფნისას ზოროასტრემ იხილა  ადამიანზე 9-ჯერ უფრო დიდი მანათობელი არსება. ის იყო წმინდა სული, მთავარანგელოზი, რომელმაც ზოროასტრე წაიყვანა ცაში  და ზოროასტრე დადგა აჰურამაზდას // სიტყვა სიტყვით ბრძენი უფალი// პირისპირ…10 წლის მანძილზე ეს შეხვედრა განმეორდა 7-ჯერ.   აჰურამაზდასთან ურთიერთობისას  გაიგო ზოროასტრემ ცხოვრების აზრი, რელიგიის რეალობა, ადამიანის და სამყაროს მომავალი. ზოროასტრემ ეს ჩაიწერა თავის 17 გათაში.

ზოროასტრეს გამოცხადების არსი არის ერთადერთი ღმერთის იდეის რადიკალიზაცია…

ზოროასტრელთა წმინდა წიგნ ავესტაში, რომელიც შეიცავს გათებს, წერია რომ კარგმა და წმინდა სულმა, ერთადერთმა ღმერთმა  ბრძენმა უფალმა მარტო აზრით შექმნა არაფრისგან სამყარო.  ისაა ერთადერთი, ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთი. ის ერევა სამყაროს საქმეებში, აჯილდოებს და სჯის როგორც ამქვეყნად ისე საიქიოში არა რაღაც რიტუალის შესრულებისთვის არამედ ყოველი ადამიანის მოქმედებისთვის.

ესაა ძალიან პიროვნული ღმერთი რომელიც კარგად  იცნობს თავის ყოველ ქმნილებას. ყველა ადამიანს შეუძლია მას მიმართოს თხოვნით.

ზოროასტრიზმი არის არაორაზროვნად განცხადებული მონოთეიზმი.

სამყაროს შემოქმედი აჰურა მაზდა იყო მრავალი არსების მამაც. ამ არსებებს შორის იყვნენ ტყუპები  სპენტა მაინიუ და ანგრა მაინიუ. ამ არსებებს, ისევე როგორც ყველა ქმნილებას  მიეცათ არჩევანის თავისუფლება სიკეთესა და ბოროტებას შორის.

სპენტა მაინიუმ // სპენტა ნიშნავს წმინდას,საკრალურს, და მაინიუ-სულს//  აირჩია სიკეთე და სიცოცხლე. ანგრა მაინიუმ // ანგრა ნიშნავს ბოროტებას,ქაოსს, ნგრევას // კი აირჩია ბოროტება და სიკვდილი.

მას შემდეგ ანგრა მანიუ იბრძვის ქმნილების გასარყვნელად.  ის ამით გავს  სატანას რომელიც ბიბლიის ღმერთმა შექმნა ანგელოზად, თანაც საუკეთესო ანგელოზად, მაგრამ რომელიც ქედმაღალი იყო და აჯანყდა, უარი თქვა მორჩილებაზე. ამიტომ ის დაეცა სწორედ თავისი ცუდი არჩევანის შედეგად. ასე რომ არც ანგრა მანიუ, ქმნილება, არაა  შემოქმედი ღმერთი აჰურა მაზდას სწორი. ასეა სატანა იუდაიზმშიც და ისლამშიც. შემოქმედი ღმერთი არაა ბოროტების წყარო. ბოროტების წყაროა ქმნილების ქედმაღლობა,მისი არასწორი არჩევანი.

ზოროასტრემ მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენა როგორც ვედების ისე ძველ სპარსულ რწმენას რომლებისთვისაც   დევები //deva, daeva.// ღმერთებია.

ზოროასტრესტრემ განაცხადა რომ ესენი არიან ბოროტების გზაზე დამდგარი  ქმნილება ანგრა მანიუს მომხრე ქმნილებები და არა ღმერთები და მათ არ ეკუთვნით კულტი.

ზოროასტრეს ცა არ ეკუთვნის მარტო ერთადერთ შემოქმედ ღმერთ აჰურა მაზდას და მის ტყუპებს.  ეს ცა სავსეა  ამ ერთადერთი ღმერთის ემანაცია-არსებებით  რომლებიც ქმნიან მის სამსახურში მდგარ იერარქიას.

ჰურა მაზდას  მიერ არარობიდან გამოწვეული არსებების პირველ რიგშია   6 სიკეთის მოქმედი,ქველმოქმედი ამეშა სპენტა რომლებიც უშუალოდ უდგანან მხარში ღმერთს და  უძღვებიან ადამიანებს სიკეთის გზზე.

ყოველ ამეშა სპენტას აქვს ჩარევის და მოქმედების ორმაგი სფერო-ერთი მორალური და მეორე მატერიალური. კარგი,კეთილი აზრი და ნახირები, ღვთისმოსაობა და მიწა, უკვდავება და ქმნილება, მთლიანობა-პატიოსნება-მოუსყიდაობა და წყალი,  ძალა და ცეცხლი, სამართალი და ლითონები.

ამეშა სპენტებს. რომლებსაც ზოროასტრელები ჩვეულებრივად მთავარანგელოზებს უწოდებენ, ეხმარება 40 იაზატა.

დაბოლოს, იერარქიის ბოლო საფეხურია  ფრავაშები, მფარველი ანგელოზები, რომლებიც თვითონ ირჩევენ ინდივიდებს რომლებსაც  მფარველობენ დაბადებიდან სიკვდილამდე, იცავენ მათ ბოროტებისგან და ეხმარებიან მათ სულიერ სრულყოფაში.

                              სიკეთე  და ბოროტება

 

უდიდესი და ფუნდამენტური სიახლე ის იყო  რომ  ზოროასტრემ წინ წამოსწია პიროვნების თავისუფლება.  ის ამ ბობდა რომ ყოველი ადამიანი თავისუფალია, რომ ყოველ ადამიანს შეუძლია არჩევანის გაკეთება სიკეთესა და ბოროტებას შორის, რომ ყოველმა ადამიანმა უნდა გააკეოს არჩევანი სიკეთესა და ბროტებას შორის  და ეს არჩევანი უნდა გამოჩნდეს როგორც წმენაში ისე ყოველდღიური ცხოვრების მორალში. არჩევანი არაა დავალება. ყოველი ადამიანი პასუხისმგებელია თავის არჩევანზე და ადრე თუ გვიან აგებს კიდეც პასუხს თავისი არჩევანის გამო.

ზოროასტრეს თქმით სიკეთე არის სამართლიანობა ყველა ადამიანის მიმართ, სიმართლე, პირუტყვზე ზრუნვა, ცრუ,ყალბი ღმერთების უარყოფა, ლოცვა. მართალი  ცხოვრება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რიტუალები და მსხვერპლშეწირვა.

  « მიეცი საუკეთესო ნაწილი პატიოსნად მცხოვრებ.მართალ უძლურს», თხოვს ზარატუსტრა აჰურა მაზდას // იასნა 53,9//. და ზარატუსტრა გმობს იმათ ვინც დაადგნენ ბოროტების გზას, მოძალადეებს  რომლებიც ცუდად ექცევიან პირუტყვზე მზრუნველ მწყემსს.  აღატაკებენ და აოხრებენ, ანგრევენ ოჯახს,ტომს, ქვეყანას //იასნა 31,18//, ვინც არ აძლევს ხელფასს იმათ ვინც იმსახურებენ  ამას, ვინც არ ასრულებს მიცემულ სიტყვას //იასნა 44,19.

კარგი, კეთილგანწყობილი აზრი, კარგი, კეთილგანწყობილი სიტყვა, კარგი,კეთილგანწყობილი ქმედება, ასე ჯამდება ზოროასტრიზმის ეთიკური დოქტრინა.

ბოროტების გზაზე დამდგარი ქნილება-ემანაციები ებრძვიან  იმ ქმნილება-ემანაციებს რომლებმაც აირჩიეს სიკეთის გზა და სამყაროს შემოქმედი ერთადერთი ღმერთი აჰურა მაზდა,ბრძენი უფალი, დაჰყურებს ამ ბრძოლას,. ის დგას ამ ბრძოლაზე მაღლა.

 

მაგრამ ბოროტება არ იჭაჭანებს უზომოდ დიდხანს.  ზოროასტრეს თქმით საკმაოდ ახლო მომავალში იქნება სიკეთის და ბოროტების ძალების უკანასკნელი,დაუნდობელი და გადამწყვეტი ბრძოლა.  დამდნარი ლითონის იაღვარი მოსპობს ბოროტებას და უწმინდურობას,ანგრა მანიუს და მის ავსულებს.

ზოროასტრემ გამოაცხადა რომ ამის შემდეგ სამყარო გარდაიქმნება, გამეფდება სამართალი.

ზარატუსტრამ მრავალჯერ თქვა რომ ის გამოაგზავნა სამყაროს შემოქმედმა ბრძენმა უფალმა  აჰურა მაზდამ რათა მან გააფრთხილოს ადამიანები და დააყენოს ისინი ხსნის გზაზე.

                     ინდივიდუალური ხსნა

დიდმა სწავლულმა მირჩა ელიადემ // Mircea Eliade//  აჩვენა ზოროასტრეს ქადაგებათა გავლენა იუდაიზმზე,ქრისტიანობაზე, დასავლეთის აზრზე.

ზოროასტრემ შექმნა ოპტიმისტური ესქატოლოგია რომელიც აცხადებს სიკეთის საბოლოო გამარჯვებას, საყოველთაო ხსნას და აღდგომას მკვდრეთით.

მას არ გამოუგონია სამოთხის იდეა რომელიც არსებობდა უკვე ღრმად მოაზროვნე ძველ ეგვიპტელებში

ზოროასტრე ქადაგებდა რომ ის ვინც დაადგება სიკეთე-გულმოწყალება-დიდსულოვნების გზას არა მარტო მიწიერი ანაზღაურების მოლოდინში  არამედ სულის, სულიერი ხსნის პერსპექტივაში ანუ მართალი  მარადიულ ნეტარებაში იცხოვრებს სამოთხეში.

ზოროასტრიზმის აი ამ მოტივს განავითარებენ გვიანი იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი. ყოველ ადამიანს აქვს თავისი ხვედრი და ხსნა შეიძლება ერთადერთი ცხოვრების ბოლოს.

ზოროასტრემ საიქიო დაყო სამოთხედ და ჯოჯოხეთად.

ძველი ზოროასტრული ტექსტების თანახმად  მიცვალებულის სული გარდაცვალებიდან 3 დღის მანძილზე მიმოიხილავს განვლილ ცხოვრებას.  შემდეგ მას  მის მოქმედებათა შესაბამისად  მეტ-ნაკლებად ახალგაზრდა დალამაზი ქალის სახით ეცხადება მისი სვინდისი  რომლის თანხლებითაც ის მიდის  სამ მოსამართლემდე. მოსამართლეები სულს აგზავნიან თვალუწვდენელ უფსკრულზე გადასროლილი ხიდი შინვაისკენ რომელიც თავიდან  საკმაოდ ფართოა,თანდათანობით წვრილდება და ბოლოს ხდება სამართებლის პირის სიფართოვისა.

ცოდვებით დამძიმებული სულები მალე ცვივიან თვალუწვდენელ უფსკრულში და იღუპებიან. მართალთა სულები კი მიდიან საკმაოდ შორს  და ყველაზე ღირსეულთა სულები  გადადიან უფსკრულის მეორე მხარეს და ხვდებიან pairidaeza-ში // სიტყვა-სიტყვით შემოღობილი თუ ბაღი. აქედანაა ევროპული  სიტყვა paradis-სამოთხე//,  აჰურა მაზდას გვერდით.

უფრო ცოდვილები კი ჩაცვივდნენ აქოთებულ, მყრალ სიბნელეში,ნაკლებად ცოდვილები ნაკლებად ისჯებიან….//.Frédéric Lenoir, Petit traité d’histoire des religions , ანუ ფრანგი სწავლული ფრედერიკ ლენუარის წიგნაკი რელიგიათა ისტორიის მოკლე ნარკვევი//.

 

http://mythologica.fr/perse/saoshyant.htm

 

ზოროასტრიზმში კიდევ არის უმაღლესი მხსნელი საოშიანტის ფიგურა.

მისი გამოჩენა აღნიშნავს ბოლო დღეებს და Frashkan-ს, უკანასკნელ, უმაღლეს განახლებას.

ზოგჯერ ამბობემ რომ საოშიანტი გაჩნდება ზარატუსტრას სპერმიდან რომელიც მოხვდება ტბაში მობანავე ქალწულის სხეულში.

ტრადიციის თანახმად სამყაროს ციკლი იყოფა ოთხ ხანად. ყოველი ხანა გრძელდება 3000 წელს.

პირველი ხანა იყო სულიერი შესაქმის ხანა. აჰურა მაზდამ მაშინ \სექმნა სიკეთის მოსურნე,კეთილგანწყობილი სულები, მფარველი ანგელოზები ფრავაშები.

მეორე ხანაში აჰურა მაზდამ შექმნა მატერიალური სამყარო, თავდაპირველი ადამიანი გაიომარტი და თავდაპირველი ხარი ურვანი. მაგრამ იბოროტა ანგრა მანიუმ, რომელმაც შემოიტანა ბოროტება და ნგრევა.

მესამე ხანა იყო  სიკეთის და ბოროტების ბრძოლის ხანა, როდესაც ანგრა მანიუ ავსებდა სამყაროს ავსულებით.

მეოთხე და ბოლო ხანის დასაწყისი, რომელიც მოიცავს დღევანდელ ხანასაც, არის რელიგიური რეფორმატორი  ზარატუსტრას გამოჩენის მოწმე.

ამ ბოლო ხანაში მოვა მხსნელი  საოშიანტი რათა  განაახლოს სამყარო და აღადგინოს მიცვალებულნი.

დედამიწას ბოროტებისგან განწმენდს და ანგრა მანიუს მოსპობს გამდნარი მხურვალე ლითონის ნიაღვარი რომელიც ადამიანებში ამოწვავს მათ ნაკლებს და ბოროტებას.  მართალი ადამიანები გადარჩებიან  და იცხოვრებენ  სამყაროს შემოქმედ ღმერთთან, ბრძენ უფალ აჰურა მაზდასთან ერთად.

საოშიანტი მსხვერპლად შეწირავს ხარს და მის ქონს შეურევს ჯადოსნურ სასმელს, ჰაომას. ის შექმნის უკვდავების სასმელს

და დაალევინებს მას ყველა ადამიანს.

ამ სპარსელებმა მოუღეს ბოლო შუამდინარეთის, ინდოეთის სახელმწიფპთა და ეგვიპტის დამოუკიდებლობას.

 ამ სპარსელთა მეფეები არ აძალებდნენ  დაპრობილ ხალხებს თავის კულტურას.  ისინი პატივს სცემდნენ დაპყრობილ ხალთა წეს-ჩვეულებებს.  ისინი ავლენდნენ შემწყნარებლობას.  მათ დააბრუნეს პალესტინაში ბაბილონის მიერ გადასახლებული ებრაელები. ირანის მეფთა სატრაპები კრეფდნენ ,ხოლოდ მსუბუქ გადასახადებს.

 

https://www.reseau-canope.fr/cndpfileadmin/pour-memoire/rene-cassin-et-la-declaration-universelle-des-droits-de-lhomme/la-declaration-universelle-des-droits-de-lhomm

 

British Museum-ში  დაცულია ძვ.წ. 539 წლის თიხის პატარა ცილინდრი.

ესაა სპარსეთის მედე  კიროს დიდის განცხადება. ტექსტი ჯერ აღწერს  კიროსის მიერ ბაბილონის აღებას ძვ.წ. 539 წელს  და წარმოადგენს მიღებულ ზომებს.

კიროსმა გამოაცხადა რელიგიის თავისუფლება და აკრძალა მონობა.  ეს დოკუმენტი ითვლება ადამიანის უფლებათა პირველ ქარტიად  და გაერომ ის 1971 წელს თარგმნა ყველა ოფიციალურ ენაზე.

ttp://iipdigital.usembassy.gov/st/french/inbrief/2013/03/20130314144111.html#axzz471MURx00

კიროსი მართავდა ანტიკური ხანის უძველეს მულტიკულტურულ იმპერიას და ის პირველი მიაგებდა პატივს მის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხთა რელიგიებს და კულტურებს.

ვაშინგტონის არქეოლოგიურ საგანძურში არის ბერძენი მწერალი ქსენოფონის მიერ დაწერილი « კიროპედიის » ასლი რომელიც ეკუთვნოდა პრეზიდენტ ტომას  ჯეფერსონს.

კიროსი იყო პირველი ხელმძღვანელი რომელმაც მის მიერ მართულ ტერიტორიებზე გავრცელებულ ენებში და კულტურებში შეიტანა რელიგიის თავისუფლება და შემწყნარებლობა.

მისმა იდეებმა შთააგონა მრავალი ევროპელი მოაზროვნე და აშშ-ს მამა დამფუძნებლები რომელთაც  რელიგიის თავისუფლება ჩართეს  ამერიკის კონსტიტუციის უფლებთა დეკლარაციაში.

 

22,86 სანტიმეტრის კიროსის ცილინდრი 1879 წელს იპოვეს ბაბილონში, მესოპოტამია-შუამდინარეთში.  ძვ.წ. დაახლოებით 539-538 წლით დათარიღებული ეს ცილინდრი  კასრის ფორმისაა.

le cylindre de Cyrus, 539 av. JCReadmore: http://iipdigital.usembassy.gov/st/french/inbrief/2013/03/20130314144111.html#ixzz471ZeG0aL

 

 

 

http://bibletude.free.fr/messager/01022010/CYRUS.htm

 

სპარსელთა უდიდესი მეფე, მიდიელთა და სპარსთა მეფე კიროსი, იეჰოვას ცხებული

იზრაელის მეფეთა არონიკების წიგნი მთავრდება  წინასწარმეტყველური დასკვნით იმის შესახებ რომ ქალდელთა მეფე ნაბუქოდონოსორი ჩავიდოდა იერუსალიმში და დაანგრევდა ქალაქს და ტაძარს , რომ გადაასახლებდა  და დაატყვევებდა ბაბილონში იერუსალიმის მკვიდრებს და საგანძურს.

ეს წინასწარმეტყველება ახდა იზრაელის ბოლო მეფე სედეკიასის დროს.

აი რას ამბობს ბიბლიური წინასწარმეტყველი ისაიას პირით მისი ღმერთი  //44.28 და 45. 3,4//.

 

 « მე ვთქვი კიროსზე: ისაა ჩემი მწყემსი და ის შეასრულებს მთელ ჩემს ნებას, ის აღადგენს იერუსალიმს და დააარსებს ტაძარს! ასე ელაპარაკება მარადიული თავის ცხებულ კიროსს რომელსაც უმართავს ხელს რათა დაამარცხოს ერები მის წინაშე, მოუშვას მეფეთა ქამრები, გააღოს კარები რათა ისინი აღარ იყვნენ დახურული; მე ვივლი შენს წინ,გავასწორებ აღმართებს, გავარღვევ ფოლადის კარებს, დავამსხვრევ რკინის კლიტეებს, მოგცემ დამალულ განძს, დამარხულ სიმდიდრეებს რათა იცოდე რომ მე ვარ მარადიული, რომელიც მოგმართავ სახელით, იზრაელის ღმერთი»

ბიბლიის ისტორიული წიგნები // ქრონიკები,ეზდრა,ისაია და დანიელი// ახსენებენ სპარსეთის მეფე კიროს დიდის სახელს, ამბობენ რომ ისაა ღმერთის მიერ ჩაფიქრებული განმანთავისუფლებელი და აღმდგენელი.

 

ისაიას ტექსტის 45-ე თავში მეფე კიროსს ეწოდება იაჰვეს ცხებული. იზრაელის ისტორიიდან ვიგებთ რომ მისი მეფეები და ქურუმები იყვნენ ცხებულნი ზეთით . მეფეები ამ ცხებას თვლიდნენ ნიშნად იმისა რომ მათ ეძლევათ  იაჰვეს ტახტზე ასვლის და დავითის მემკვიდრეობაზე მეფობის უფლებას. ასე ხდებოდა მეფე სედეკიასამდე. ეს უფლება წაერთვა სედეკიასს მაგრამ პირობით რომ ის მიეცემოდა მამდვილ მესიას,ღვთის ცხებულს,ქრისტეს მისი მეორედ ყოფნის დროს//ეზეკიელი 21.30-32//.

 

https://www.herodote.net/Cyrus_le_Grand_580_av_J_C_530_av_J_C_-synthese-227.php

კიროს დიდი // ძვ.წ. 580-530//

პირველი « მეფეთა მეფე »

ძვ.წ. 539 წელს პრესტიჟული ბაბილონის დაპყრობის შემდეგ სპარსთა და მიდიელთა მეფე კიროს მეორე დიდმა დაარსა კაცობრიობის ისტორიაში პირველი უნივერსალური,საყოველთაო მოწოდების იმპერია. არა და სულ 20 წლის წინ ის იყო ირანის ზეგნებზე მყოფ სპარსთა მეფუკა, მისი მეზობელი მიდიელების ძლიერი მეფის მორჩილი.

 

Jean-François Zilbermann 

 

თავდაპირველად სპარსები  ცხოვრობდნენ პერსიანაში, თანამედროვე ირანის პროვინცია ფარსში. კიროსი კი იყო სპარსთა მეფუკა კამბიზის შვილი. დედამისი მანდანი იყო მიდიელთა ძლიერი მეფე ასტიაგის ასული. სპარსები ემორჩილებოდნენ ასტიაგს.

კიროსი თავისი პატარა სამეფოს ტახტზე ავიდა ძვ.წ.559 წლისთვის. შემდეგ მან გააერთიანა სპარსები და აჯანყდა თავისი ბაბუა ასტიაგის წინააღმდეგ. ბაბილონის მეფე ნაბონიდმა მხარი დაუჭირა მისი აზრით სუსტ კიროსს ძლიერი ასტიაგის წინააღმდეგ.

კიროსმა ძვ.წ. 549 წელს დაამარცხა ასტიაგი ,დაიპყრო მისი დედაქალაქი ეკბატანა და გააერთიანა სპარსები და მიდიელები. აღმოსავლეთის დაპყრობისას მან დაამარცხა ასტიაგის მომხრე კრეზუსი,ლიდიის მეფე.

ლიდია იყო მცირე აზიის ძალიან მდიდარი სამეფო რომელიც ბატონობდა ეგეოსის ზღვის ბერძნულ პოლისებზე. იქ გამოიგონეს მონეტა.

კიროსმა დაამარცხა ლიდიელებიც, რომელთა მეფე კრეზუსმა თავი შეაფარა თავის დედაქალაქ სარდს. სარდი კიროსმა აიღო ძვ.წ. 546 წელს.

მაგრამ მიდიელების და სპარსთა დიდსულოვანმა მეფე კიროსმა დამხობილი მეფე დანიშნა მიდიის მმართველად.

კიროსის სარდლებმა დაიპყრეს მცირე აზიის ბერძნული პოლისები,რომელთა შორისაც უდიდესი იყო მილეთი და იქ დანიშნეს თავისი ერთგული მმართველები.

კიროსმა კი განაგრძო დაპყრობები აღმოსავლეთისკენ და მივიდა მდინარე ინდუსამდე და მდინარე სირ-დარიამდე შუა აზიაში საიდანაც მიდიოდნენ ქარავანები ჩინეთში.

კიროსმა დღევანდელი ტაშკენტის ახლოს ააარსა ქალაქი კიროპოლისი.

საშუალო აღმოსავლეთის გასაერთიანებლად კიროსს დარჩა ბაბილონის დაპყრობა და მან ბაბილონი დაიპყრო ერთი გასროლის გარეშე.

ბაბილონში შესვლის შემდეგ მან ტახტიდან გადააგდო ნაბონიდის შვილი ბალთაზარი რომელიც დანიშნა მმართველად მიდიაში. ნაბუქოდონოსორის ნეობაბილონური იმპერიის ამბავი დამთავრდა.

კიროს მეორე დიდის წოდება იყო დიდი მეფე ან მეფეთა მეფე, რაც ნიშნავდა იმას რომ ის იწყნარებდა გვერდით სხვა სუვერენების არსებობას. გამარჯვებული კიროს დიდი მოხერხებული და ადამიანური იყო.

მან გაანთავისუფლა ნაბუქოდონოსორის მიერ ბაბილონში გადასახლებული ებრაელები, და მისცა მათ დიდი სახსრები იერუსალიმში მათი ტაძრის აღსადგენად.

ბიბლია მას ასხამს ხოტბას. საუკეთესო რეკლამაა.

კიროს მეორე დიდი საზოგადოდ პატივს მიაგებდა  მის მიერ დამორჩილებული ხალხების რწმენას და ტრადიციებს.

ბაბილონში ის პატივს მიაგებდა ღმერთ მარდუკს,ფინიკიაში ბაალს და, რა თქმა უნდა, თაყვანს სცემდა ბრძენ უფალ აჰურა მაზდას. ამიტომ მას ყველგან ან თითქმის ყველგან იღებდნენ როგორც განმანთავისუფლებელს.

ძნელი მემკვიდრეობა

 

ფინიკიური ქალაქების დამორჩილების შემდეგ საშუალო აღმოსავლეთში  კიროს დიდის ხელისუფლებას გადაურჩნენ მარტო ეგვიპტე და საბერძნეთის მთავარი პოლისები.

მაგრამ კიროსს თავისი იმპერია უნდა დაეცვა  ზემო აზიის მომთაბარეთა შემოსევებისგან. ის ძვ.წ. 530 წელს დაეცა მასაგეტებთან ბროლაში.

აქემენიდთა დინასტიის დამფუძნებელი კიროს დიდი დაკრძალეს პერსიანას შუაგულში, მისი დედაქალაქი ფასარგადიდან რამოდენიმე კილომეტრის მოშორებით, მოკრძალებულ აკლდამაში.

მისმა შვილმა კამბიზმა დაიპყრო ეგვიპტეც და კიროს დიდის იმპერიამ არსებობა განაგრძო ალექსანდრე მაკედონელის გამოჩენამდე.

მაგრამ ზოროასტრელ ირანელთა რბილი და შემწყნარებელი ,ონდიალიზაცია გადააწყდა ბერძნებს.

მესამე იმპერატორი დარიუსის საექსპედიციო კორპუსი  მარათონთან დაამარცხეს ათენის ჯარისკაცებმა.

სპარსთა დიდი მეფის ჯარში მოტივირებული იყვნენ მარტო სპარსელები.  დაპყრობილი ქვეყნებიდან გამოსულ ჯარისკაცებს არ ჰქონიათ არანაირი მოტივაცია.

თავისუფალი მოქალაქე ბერძნები უკეთესად იბრძოდნენ.

დარიუსის შვილი ქსერქსე // ძვ.წ.486-465//  გაბრაზდა. მან მოახდინა  თავისი არმიის და ფლოტის მობილიზაცია და შეუტია საბერძნეთს ხმელეთით და ზღვით. ძვ.წ. 480 წელს დაიწყო სპარსეთ-საბერძნეთის მეორე ომი. 

ერთმანეთს გადაკიდებულმა  ბერძნულმა პოლისებმა ათენმა და სპარტამაც კი შეკრეს კავშირი. თერმოპილებთან სპარტელებმა რამოდენიმე დღით შეაკავეს სპარსელთა შეტევა და  შემდეგ წაილეკნენ.

იქ ამოკვეთეს შმდეგი წარწერა : «  «გამვლელო, უთხარი სპარტას რომ მისი შვილები დაიღუპნენ იმიტომ რომ დარჩენილიყვნენ მისი კანონების ერთგულნი .».

სპარსელებმა აიღეს და გადაწვეს ათენიც, რომლის მთავრობამაც  მოსახლეობა გახიზნა კუნძულებზე.

 მაგრამ ათენის ფლოტმა თემისტოკლეს სარდლობით დაამარცხა სალამინში სპარსული ფლოტი და გადაარჩინა საბერძნეთი სპარსელთა მიერ დაპყრობისგან.. ..

 ესქილემ ეს ბრძოლა აღწერა  თავის  თხზულებაში « სპარსელები ».

// მაგრამ ამ გამარჯვებამ ვერ დაიცვა ათენი სპარსეთიდან მომავალი საფრთხისგან. ნიჭიერმა სტრატეგოსმა თემისტოკლემ დაიცვა ათენი თავისი საზღვაო პოლიტიკით.  სპარტას წინააღმდეგობის მიუხედავად მან ააგო გრძელი კედლები რომლებიც ათენს აკავშირებდა პირევსთან. თემისტოკლე იცავდა ათენს პელოპონელებისგან რომლებიც სახმელეთო ჯარებით ჯობნიდნენ ათენს.  მას მიაჩნდა რომ სპარტელები უფრო საშიშები იყვნენ ათენისთვის ვიდრე სპარსელები. ძვ. წ. 479 წელს თემისტოკლე წავიდა სპარტაში მოსალაპარაკებლად. სპარტელებმა ბოლოს და ბოლოს პატივი მიაგეს თემისტოკლეს და ქედი მოუხარეს მას.

მაგრამ დიდ სტრატეგოსი თემისტოკლეს გამარჯვებებმა  შეაშფოთა აგორაზე ორატორობით გამორჩეული ბერძნები. მას დააბრალეს ფუფუნებით გატაცება, ტირანული ქედმაღლობა, სახელმწიფო ხაზინის გაფლანგვა. თემისტოკლე მოღალატედაც გამოაცხადეს და ძვ.წ. 471 წელს ოსტრაკიზმით  გააძევეს ათენიდან.

თემისტოკლემ თავიდან თავი შეაფარა არგოსს, მაგრამ მას იქაც ემუქრებოდა დიდი საფრთხე.

 

ისტორია სავსეა ტრაღიკული პარადოქსებით.

საბერძნეთიდან განდევნილი დიდი ბერძენი თემისტოკლე  შეიფარა მის მიერ დამარცხებული სპარსეთის მეფე ქსერქსეს შვილმა, სპარსეთის მეფე არტაქსერქსე პირველმა რომელმაც თემისტოკლე დანიშნა მცირე აზიის ბერძნული პოლისების მმართველად.  თემისტოკლე ამ მოვალეობას ასრულებდა ძვ.წ. 459 წელს მაგნეზიაში მის გარდაცვალებამდე.

65 წლის თემისტოკლე შეიძლება  მოკლა ავადმყოფობამ ან ასაკმა, მაგრამ თუკიდიდე და პლუტარქე ყვებიან რომ მან შეიძლება თავი მოიკლა იმიტომ რომ ვერ შეასრულა მეფისთვის მიცემული დაპირებები და არ უნდოდა საბერძნეთის წინააღმდეგ სპარსელთა მორიგი ლაშქრობის სათავეში ჩადგომა.

შემდეგ ირანი აღორძინდა  პართთა და სასანიდთა იმპერიების სახით.

ირანი დღესაც იცავს თავის მდიდარ ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას.  მისი ენა დღემდე არის სპარსული ენა,ფარსი, და იცავს თავის სპეციფიურობას.

 

ათენი კი იყო დემოკრატია.   ყველა 18 წლის ვაჟი მოქალაქე იკრიბებოდა აგორაზე კრება ბულეს ასარჩევად.

ათენის ყველაზე სახელგანთქმული ხელმძღვანელი პერიკლე //ძვ.წ.495-429//  « სტრატეგოსად »  დარჩა 30 წლის მანძილზე. მას მუდამ ირჩევდნენ.

პერიკლემ უზომოდ განადიდა ათენი.  მან დაამშვენა ათენი,ააგო დიდებული აკროპოლისი. მის დროს იყო დიდი მოქანდაკე ფიდიასი.

ათენის მოქალაქეებმა იცოდნენ წერა-კითხვა. ახალგაზრდა ჭაბუკები იყვნენ ათლეტები და გადიოდნენ სამხედრო სამსახურს. ბერძნები ინტელექტუალურ საქმიანობას არ გამოყოფდნენ ფიზიკური აქტივობისგან.

საბერძნეთის მოქალაქეებს უყვარდათ დისკუსიები. მათ მოიგონეს თეატრი და ფილოსოფია.

როდესაც უდიდესი ბერძენი ფილოსოფოსი სოკრატე //ძვ.წ. 470=399//   მიდიოდა თეატრში მის გვერდით იყვნენ გენიოსები სოფოკლე, ევრიპიდე, არისტოფანე, თუკიდიდე…

კაცობრიობის ისტორია სავსეა ტრაღედიებით და საშინელებებით, მაგრამ არის დიდებული მომენტებიც როდესაც მიწის პატარა ნაჭერზე ერთდროულად არის ბევრი გენიოსი// ასეთი რამე განმეორდა  აღორძინების ხანაში. ფლორენციაში გვერდიგვერდ იყვნენ მიქელანჯელო, ლეონარდო და ვინჩი, მაკიაველი…//.

ბერძნებმა მოიგონეს ჰუმანიზმი.  ისინი ამბობდნენ რომ საკუთარი თავის შეცნობა არის სამყაროს და ღმერთების შეცნობა, რომ ადამიანია ყველაფრის საზომი.

ბერძნებამდე სამყარო იყო მონსტრების თავიანი ღმერთებით სავსე შემზარავი რამ. იყო ადამიანთა მსხვერპლად შეწირვა.

ბერძნების აღმზრდელი კრეტას გარდა ყველგან იყო დამთრგუნველი არქიტექტურა.

ბერძნული პანთეონი მხიარულებაა. ბერძნებმა  გაიაზრეს ადამიანის ყველა ვნება. ოიდიპოსის მითი გვეუბნება რომ ბერძნებმა პირველებმა გაიარეს ფსიქოანალიზი.

ბერძნები კაცობრიობას უყურებენ კეთილგანწყობით. ბერძნებმა პირველებმა შეიყვარეს საკუთარი თავი // ნარცისი//. ბერძნებმა პირველებმა ირწმუნეს რომ ლამაზები არიან. ბერძნები დაუპირისპირდნენ ღმერთებს // პრომეთე//.

ბერძნებს აღარ ეშინიათ სამყაროსი. ისინი ცდილობენ მის საიდუმლოთა ამოხსნას  და პითაგორასთან, ევკლიდესთან, თალესთან ერთად ხსნიან ბევრ საიდუმლოს.

ათენში, ხმელთაშუა ზღვის  აუზის ამ პატარა კუთხეში ადამიანი ბოლოს და ბოლოს გრძნობს რომ საკუთარ სახლშია ამ მიწაზე.

     პერიკლეს სიტყვა, რომელსაც გადმოსცემს ისტორიკოსი თუკიდიდე, არაჩვეულებრივია, თანამედროვეა, კანონიერად ამაყია. ესაა « მიმართვა პოლისის მიცვალებულებისადმი » :

   « ჩვენი კონსტიტუცია მისაბაძი მაგალითია. სახელმწიფო ჩვენში იმართება უდიდესი  უმრავლესობის და არა უმცირესობის ინტერესების შესაბამისად. ამიტომ ქვია ჩვენს რეჟიმს დემოკრატია

კერძო საქმეებში კანონები უზრულვეყოფენ ყველას თანასწორობას. კანონები იცავენ სუსტებს.  კანონთა დამრღვევი ეზიზღება ყველას.

საზოგადო საქმეებში არავის ბოჭავს სიღარიბე ან  ცუდი სოციალური  მდგომარეობა თუ კი მას შეუძლია სამსახურის გაწევა პოლისისთვის.

ჩვენ სწავლის სიყვარული შევარიგეთ ენერგიასთან და სილამაზის სიყვარული უბრალოებასთან.

ჩვენი პოლისი არის საბერძნეთის და მსოფლიოს სკოლა.

ყველაფერი შეიძლება გადაგვარდეს, მაგრამ თქვენ ეგიძლიათ ჩვენზე თქვათ რომ ჩვენ ავაგეთ ყველაზე სახელგანთქმული და უბედნიერესი სახელმწიფო ».

   25 საუკუნის შემდეგაც შეიძლება ვთქვათ რომ პერიკლე სწორი იყო.

ათენის ქალღმერთი ათენას დევიზი იყო  « სიმამაცე და კულტურა » : ამ დევიზს დღესაც უნდა ვიაზრებდეთ. დღევანდელობა ხომ

დიდად არ აფასებს არც ფიზიკურ სიმამაცეს და არც კულტურას.

გავიხსენოთ რომ სოკრატეს მოწაფე იყო პლატონი, რომლის მოწაფეც იყო  ალექსანდრე დიდის აღმზრდელი არისტოტელე.

მაგრამ ამ დიდებულ სურათს აქვს ბნელი მხარეც.

ათენში იყვნენ მონები. არისტოტელესაც კი უჩნდებოდა ეჭვი აქვთ თუ არა სული მონებს.

ბერძნული უნივერსალიზმი არ ეხებოდა ყველას. ის განსაკუთრებით არ სცნობდა ქალს. ათენი იყო პოლისი ქალების გარეშე.

სწავლა სავალდებულო იყო ბიჭებისთვის გოგოების უმეტესობამ,კურტიზანების //მაღალი რანგის კახპების// გარდა, არ იცოდა კითხვა.  ქალებს აძლევდნენ დედობის როლს და კეტავდნენ გინეკეუმში.

ამ პირობებში ახალგაზრდა მამაკაცები ვერ შეიყვარებდნენ  გოგონებს რომლებსაც ცოლად სთავაზობდა მათ ოჯახი,თანაც ძლივს მომწიფებულებს.

ტრადიცია რომელსაც იცავდა ხმელთაშუა ზღვის აუზის მრავალი მკვიდრი ჩანს ისლამში.

ანტიკური სამყარო უქალო სამყაროა // გამონაკლისია ებრაელი ხალხი//.

სამაგიეროდ სიყვარული ძველ ბერძნებში ჰომოსექსუალური იყო //იხ. პლატონის « ნადიმი »//  და პედერასტია ჩვეულებრივი ამბავი იყო. უფროსებს უყვარდებოდათ ახალგაზრდა ბიჭები. ბერძნული  // და არა ეგვიპტური// თებეს  ჯარის ერთ ნაწილს  ერქვა « საყვარელთა ნაწილი » .

ასე გაგრძელდა იუდეო-ქრისტიანობის გამარჯვებამდე.

იულიუს კეისარი ბისექსუალი იყო.  მისი ტრიუმფის დროს რომში ლეგიონერები მღეროდნენ : « აი ჩვენი მელოტი სარდალი, ყველა ქალის და ყველა მამაკაცის საყვარელი ».

ეს არაა არავითარი მორალური შეფასება.  უბრალოდ ცხადია რომ ქალების ანუ კაცობრიობის ნახევარის უარმყოფელი

ასეთი საზოგადოება ვერ იქნება ჰარმონიული.

მამაკაცები თუ პედერასტები იყვნენ განვითარებული ქალები //მაგ. პერიკლეს მეგობარი // იყვნენ მაღალი რანგის კახპა-კურტიზანები  ან ლესბოსელები // ეს სიტყვა მოდის ბერძნული კუნძული ლესბოსის სახელიდან//.

ასე რომ იმპერიათა ქვეშევრდომებზე ბევრად უფრო განათლებულ ბერძენთა საზოგადოებასაც ჰქონდა თავისი უარყოფითი მხარე.

ბერძნული პოლისები  მხოლოდ დროდადრო და ეპიზოდურად თუ ახერხებდნენ გაერთიანებას.

ძვ.წ. 431 წელს დაიწყო საშინელი ომი ბერძნულ პოლისებს შორის, პელოპონესის ომი, რომელიც დამთავრდა მხოლოდ ძვ.წ. 401 წელს.

ათენიც დაადგა უხამს-უშვერი იმპერიალიზმის გზას. სპარტაც ვერ განთავისუფლდა თავისი მილიტარიზმისგან.

ბერძნული პოლისები ბევრ რამეს გვეუგნებიან დემოკრატიების დაკნინების შესახებ.

პლატონმა  ჩვენთვის საყურადღებო ბევრი რამე თქვა თავის «რესპუბლიკაში »

მაგრამ მიუხედავად ჩრდილებისა ანტიკურმა საბერძნეთმა გაანათა მსოფლიო ისე როგორც მზემ.

მონათმფლობელობის და ქალთა ჩაკეტილობის სიბნელემ არ უნდა დაგვავიწყოს აკროპოლისის დიდებულება.

ამ ხანაში დაიბადა 2 ძალა საიდანაც მოდის თანამედროვე ცივილიზაცია- ბერძნული ჰუმანიზმი ათენში  და ებრაული მონოთეიზმი იერუსალიმში/

// გიმეორებთ რომ ბერძნებზე ეს დაწერეს თანამედროვე ფრანგმა მოაზროვნეებმა კლოდ ბარომ და გიომ ბიგომ თავის მშვენიერ წიგნში « მსოფლიოს მთელი ისტორია» //Claude Barreau Guillaume Bigot, Toute L’histoire du monde de la préhistoire à nos Joues, Fayard, 2005//.

 

დიდმა ძველმა ბერძენმა ისტორიკოსმა,ჯარისკაცმა, დაქირავებულმა,ფილოსოფოსმა ქსენოფონმა //ძვ.წ. 430-354// პატივი მიაგო სპარსეთის,ანშანის,მიდიის, ბაბილონის, შუმერისა და აქადის, მსოფლიოს 4 მხარის დიდ მეფე კიროს დიდს  რომელიც თავის ქვეშევრდომებს ეპყრობოდა პატივისცემით, როგორც თავის საკუთარ შვილებს. და ქვეშევრდომებიც მას უყურებდნენ როგორც მათ მამას…

   he ancient Greek historian, soldier, mercenary, philosopher Xenophon (430 – 354 BC) said of Cyrus The Great King, King of Persia, King of Anshan, King of Media, King of Babylon, King of Sumer and Akkad, King of the four corners of the World “And those who were subject to him, he treated with esteem and regard, as if they were his own children, while his subjects themselves respected Cyrus as their ‘Father’ … What other man but ‘Cyrus’, after having overturned an empire, ever died with the title of ‘The Father’ from the people whom he had brought under his power? For it is plain fact that this is a name for one that bestows, rather than for one that takes away!”

http://www.thecultureconcept.com/circle/the-cyrus-cylinder-in-usa-human-rights-an-ancient-concept

 

http://geza.roheim.pagesperso-orange.fr/html/chaman.htm

 

აპოლონიდან დიონისემდე

ჩვენ ხშირად ვაიდეალებთ გონების ბერძნულ ფესვებს და გვავიწყდება რომ  საბერძნეთი არ ყოფილა მარტო დასავლური რაციონალიზმის აკვანი. საბერძნეთში იყო ირაციონალურიც.

ჩვეულებრივი სიგიჟე, ღვთაებრივი სიგიჟე

პლატონთან და სოკრატესთან არის სიგიჟის, გახსენების და სულთა გადასახლების საკითხიც.

პლატონი გლობალურად ჩვეულებრივ სიგიჟეს განასხვავებს ღვთაებრივი სიგიჟისგან.

ეს ხდის გასაგებს სოკრატეს შემდეგ ფრაზას :  « უდიდეს სიკეთეს ჩვენ ვიღებთ სიგიჟისგან ».

ღვთაებრივ სიგიჟეს პლატონი ყოფს ოთხ ფორმად :

  1. წინასწარმეტყველური სიგიჟე აპოლონის მფარველობით.
  2. რიტუალური თუ ტელესტური სიგიჟე დიონისეს მფარველობით.
  3. მუზების მიერ შთაგონებული პოეტური სიგიჟე.
  4. აფროდიტეს და ეროსის მიერ შთაგონებული ეროტიული სიგიჟე.
  5. თანამედროვე ფსიქიატრების თქმით არის შამანური ტიპის « საკრალური » ფსიქიური უწესრიგობები.

დღეს შამანიზმი დიდად მოდაშია. 30-ოდე წელია რაც კალიფორნიელი ნეო-შამანები შეესივნენ ევროპას.

ბიბლიოთეკების და წიგნის მაღაზიების თაროები ილეწება შამანიზმისადმი მიძღვნილი წიგნების წონისგან.

ეს ნეოშამანები ატარებენ სტაჟებს და ყველას პირდებიან რომ რამოდენიმე ასეული ევროს ფასად რამოდენიმე შაბათ-კვირაში გადააქცევენ მათ ნამდვილ შამანებად.მათი რეკლამებით სავსეა ფართო საზოგადოებისთვის განკუთვნილი პრესა.

ცნება შამანი მომდინარეობს აღმოსავლეთ ციმბირში მცხოვრები  ევენკი  ხალხის ენიდან. ევენკები ეკუთვნიან ტუნგუსთა მთლიანობას.

შამანი არის პიროვნება, ერთდროულად ჯადოსანი,მისანი და მკურნალი, რომლის მისიაცაა უხილავი სამყაროს სულებთან ურთიერთობით, მისი ხალხის თუ კონკრეტული თვისტომის მდგომარეობის გაუმჯობესება.

მრავალ და მძიმე,ხშირად ცხოველთა ტყავისგან შეკერილ და სხვადასხვა ობიექტებით შემკულ სამოსში გამოწყობილი შამანი მეტ-ნაკლებად სიმბოლური ნიშნებით დაფარულ დაფდაფზე დაკვრით და მათრობელა სასმელის დალევით  შედის ტრანსში,ექსტაზში   და ისე ამყარებს ურთიერთობას უხილავ სულებთან. ისაა შუამავალი ხილულ,მატერიალურ სამყაროსა და უხილავ სამყაროს შორის.

შამანიზმი გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის, ავსტრალიის და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკათა საზოგადოებებში. შამანიზმის ელემენტებს ვხედავთ ბევრგან.

ზოგი შამანის თქმით ტრანსის თუ ექსტაზის დროს მათ სხეულს ეუფლება დამართავს უხილავი სული ისე როგორც ცხენს მიაჭენებს ცხენოსანი.

სხვები სხვა და ჩვეულებრივი ადამიანისთვის უხილავ სამყაროთა სანახავად ცდილობენ ტრანსში შესვლას.

შამანიზმის ელემენტები და მსგავსი მოვლენები ჩანს ძველ საბერძნეთშიც. ის ჩანს პინდარეს ნაწერებში,მაგრამ არაა უფრო ძველი ავტორების ტექსტებში.

ცენტრალური ელემენტია სული,ფსიქე,რომელსაც უყურებენ როგორც ავტონომიურ,ფენომენს, ღვთაებრივი წარმოშობის მეობას.

ესაა შამანიზმის არსებობისთვის ფუნდამენტური პირობა.

ეს სული შეიძლება დაუპირისპირდეს სხეულს. ეს სული უფრო თავისფალია როდესაც სხეულს სძინავს ან როდესაც სხელი კვდება.  ამ კონცეფციის თანახმად შამანი არაა პითიის ან თანამედროვე მედიუმის მსგავსად შეპყრობილი უცხო სულით. მისი საკუთარი სული სტოვებს სხეულს და მოგზაურობს შორეულ სამყაროებში, ყველაზე ხშირად კი სულთა სამყაროში.

სწავლული  Dodds-ის თქმით- ბერძნებმა სკვითებთან და,ალბათ, თრაკიელებთან ურთიერთობისას შეითვისეს შამანისტური ელემენტები.

შამანების ნიშან_თვისებებები ჰქონდათ ცნობილ პერსონაჟებს  აბარისს,არისტეასს, ჰერმოტიმ კლეზომენელს, ეპიმენიდს, პითაგორას, ემპედოკლეს, ორფეოსსაც კი.  ისინი შეიძლება შამანებიც იყვნენ.

დეტალების სერიაზე დაკვირვება  გვაძლევს ბერძნულ შამანიზმზე წარმოდგენის შექმნის საშუალებას.

ჩამოთვლილი პერსონაჟების ბიოგრაფიებს ნამდვილად აქვთ შამანიზმის მსგავსი თავისებურებები

სწავლული  Dodds-ის დემარშის საჩვენებლად შევჩერდებით ეპიმენიდ კრეტელის ერთადერთ მაგალითზე.

ფილისოფიის ძველი ბერძენი ისტორიკოსი დიოგენე ლაერტელი //ა.წ. მეორე საუკუნის ბოლო-მესამე საუკუნის დასაწყისი//  ამ უკანასკნელის ბიოგრაფიაზე წერს:

«  ეს იყო კრეტელი კნოსოსიდან რომელმაც შეიცვალა სახე და თმები.

მამამისმა ერთხელ ის გააგზავნა ველად ბატკნის საძებნელად.  შუადღისას მას გზა დაებნა, დაკარგულმა ეპიმენიდმა დაიძინა გამოქვაბულში და იძინა 57 წელი.  გაღვიძებულმა ეპიმენიდმა განაგრძო ბატკნის ძებნა. მას ეგონა რომ ეძინა ცოტა ხანი.  მან ბატკანი ვერ მონახა და ველზე დაბრუნებულმა ნახა რომ  ყველაფერი შიცვალა, რომ მიწა იყიდა სხვამ.

დაბნეული და აღელვებული ის დაბრუნდა  სახლში. გზაში ის შეხვდა ხალხს რომელთაც ჰკითხეს თუ ვინაა. მან ბოლოს და ბოლოს ნახა თავისი უმცროსი ძმა,რომელიც უკვე მოხუცი იყო და გაიგო მთელი სიმართლე.

ამბავმა მიაღწია ბერძენთა ყურამდე და მათ დაიჯერეს რომ  ეპიმენიდ კრეტელი იყო ღმერთების საყვარელი ადამიანი. ათენელებს მაშინ ტანჯავდა და სპობდა შავი ჭირი. პითიამ მათ ურჩია ქალაქის განწმენდა. ათენელებმა  ეპიმენიდის ჩასაყვანად გემით კრეტაზე გააგზავნეს ნიკერატოსის შვილი ნიკეტასი.

ეპიმენიდი ათენში ჩავიდა 48-ე ოლიმპიადაზე და მან განწმინდა ქალაქი. აი როგორ ,მოუღო მან ბოლო შავ ჭირს :

მან აგორაზე მოაგროვა თეთრი და შავი ბატკნები და შემდეგ გაუშვა ისინი თავის ნებაზე.

მან ურჩია ათენელებს გაყოლოდნენ ბატკნებს და შეეწირათ ისინი  სათითაოდ იმ ადგილის ღვთაებისთვის სადაც ისინი გაჩერდებოდნენ.

ასე მოეღო ბოლო ბოროტებას. ბევრს არ სჯერა რომ ეპიმენიდს ეძინა ამდენ ხანს. ისინი ამბობენ რომ  მან უბრალოდ იმოგზაურა, აგროვებდა სამკურნალო ბალახებს… ». // დიოგენე ლაერტელი, გამოჩენილ ფილოსოფოსთა ცხოვრებები, დოქტრინები და გამონათქვამები, თარგმანი 1933 წლის ფრანგული გამოცემიდან//.

Dodds-ის თქმით  ძველი ბერძნული ტექსტები გვაფიქრებინებენ რო ძველმა ბერძნებმაც იცოდნენ რომ შამანად ანუ უხილავ სულიერ სამყაროსთან შუამავლად გასახდომად აუცილებელი იყო ხანგრძლივი განდეგილობა რომლის დიდი ნაწილიც ხშირად გადის ძილში ან ტრანსში.

ამას უნდა დავუმატოთ კვების ვეგეტარიანული რეჟიმი, სხეულის ტატუირება, იდუმალი მოგზაურობები და ზოგი სხვა დეტალი.

ყველაფერი ეს ლაპარაკობს შამანიზმის გარკვეულ ფორმაზე რომელიც  მდიდრდება  ადამიანი ღმერთის, theios aner-ის ტრადიციული ბერძნული წარმოდგენის ზოგი ახალი საყურადღებო ნიშნით.

მსგავსი ნაწერები ანიჭებენ შამანურ თვისებებს უკვე დასახელებულ პერსონაჟებს.

Dodds-ის აზრით  ეს კულტურული სტრუქტურა პასუხობს ახალ ,ოთხოვნებს :

« შამანური ტიპის გამოცდილება ინდივიდუალურია და არა კოლექტიური და ამდენად უფრო მომხიბლავი იყო ეპოქისთვის როდესაც დიონისეს კოლექტიური ექსტაზები აღარ იყო საკმარისი ».

მაგრამ დიონისეც ჰგავს შამანს. ისიც უცხოელია //ბერძნებისთვის//, ისიც ორჯერაა დაბადებული, მისი სხეულიც იყო დაფლეთილი, მანაც განიცადა სიკვდილი და აღდგომა, მანაც ჩაიცვა ქალის სამოსი, ისიც იყენებს მუსიკას, მანაც იცის თუ რაა ტრანსი,და ა.შ.

ბევრი ინიაცია ხდება განმარტოებაში, ბევრი ადეპტი ყოფილი ავადმყოფია….

 

http://bcs.fltr.ucl.ac.be/FE/08/mytho.html#chamaniques

ისტორიის დოქტორი Michaël Martin, Le matin des Hommes-Dieux : Etude sur le chamanisme grec : I. Elements chamaniques dans la mythologie grecque ანუ ადამიან-ღმერთთა დილა, ნარკვევი ბერძნულ შამანიზმზე, 1. შამანური ელემენტები ბერძნულ მითოლოგიაში.

ბერძნული მითოლოგია მეტ-ნაკლებად პირდაპირ გვიჩვენებს პორტრეტებს არსებებისა რომ;ლებსაც ბევრი საერთო აქვთ შამანთან.  შეიძლება ლაპარაკი იყოს ღმერთებზეც, მაგალითად ჰეფესტოზე.

ჰეფესტო ანუ ტექნიკური მაგია.

შამანთან  ბევრი საერთოს მქონე ღვთაებებს შორის პირველი როლი ნამდვილად ეკუთვნის ჰეფესტოს. განსაკუთრებით დავაკვირდეთ მისი მითის შემადგენელ სამ ელემენტს // რიტუალური ტანჯვა, ინიციაცია, ცივილიზატორი ღმერთის თემა//.

რიტუალური ტანჯვის თემა

ტანჯვის თემა  ხანათა და ვერსიების თანახმად  მრავალჯერ ჩანს ჰეფესტოს მითში იზოლირებულად ან  ასოცირებულად.

როგორც არ უნდა იყოს ის განაპირობებს მისი მაგიის მოპოვებას.

ტანჯვა ხშირად დაკავშირებულია მის ყველაზე ახალგაზრდა ასაკთან.

ჰეფესტო იყო ბერძენთა უპირველესი ღვთაება ზევსის და ქალღმერთი ჰერას ვაჟიშვილი, მაგრამ მითის ზოგი ვერსიის თანახმად ჰერამ ის გააჩინა მამაკაცის სპერმის ჩაურევლად და ჰეფესტო იყო მახინჯი. ის ორჯერ მოისროლეს ოლიმპოდან. ერთხელ მოისროლა დედამისმა ჰერამ რომელსაც არ უნდოდა რომ მისი ვაჟიშვილი მასხრად აეგდოთ სხვა ღმერთებს.

მერე მამამისი ზევსი ვინ იცის მერამდენედ წაეჩხუბა თავის ცოლ და დედამის ჰერას. ჰეფესტომ დედას დაუჭირა მხარი.

ამით გაბრაზებულმა ზევსმა მოისროლა თავისი ვაჟიშვილი ოლიმპოდან. ეს ძვირად დაუჯდა ჰეფესტოს. მან მოიტეხა ორივე ფეხი. ის სამუდამოდ დაკოჭლდა.

 

დაბადებითაა ხეიბარი თუ დაცემის შედეგად, ჰეფესტო მისი მითის მრავალ მომენტში ტანჯული ღმერთია.

დაბადებით სიმახინჯე  შეიძლება აღვიქვათ როგორც ჰეფესტოს რჩეულობის, მისი განსაკუთრებული სტატუსის ნიშანი. დაცემით დახეიბრება კი არის ცოდნის მიღებისთვის გაღებული საფასური.

ეს სიმახინჯე მუდამ უკავშირდება ზღვაში ჩავარდნას.  ტანჯული ღმერთი ჰეფესტო დაცემული ღმერთიცაა.  ბერძნულ მითებში ბევრია ასეთი შემთხვევა. დიონისე ჩამოვარდა ფერდიდან. იკაროსი ჩამოვარდა იმიტომ რომ მეტისმეტად მაღლა იფრინა…

ყველა ამ მითში როგორც ჩანს შამანური ინიციაციისთვის ჩვეულებრივი თემა, გადაყლაპვის,შთანთქმის თემა, რომელიც არის რიტუალური სიკვდილის სიმბოლო.  ამას მოყვება აღდგომა,აღორძინება.

საზღვაო ვერსია ყველა სხვა ვერსიაზე მეტად მიუთითებს ემბრიონულ გარემოში დაბრუნებაზე. ინიციაციური გამოქვაბული ასრულებს როლს რომელსაც ზოგჯერ ასრულებს მშთანთქმელი მონსტრი // როგორც ეს ზოგჯერ არის იასონის შემთხვევაში// და ამას გარდა ახდენს დედის წიაღის მატერიალიზაციას.

დაცემა, შთანთქმა ძირითადად არის სრულწლოვანების ინიციაციათა სახასიათო ნიშანი. ჯოჯოხეთში ჩასვლა კი იქნება შამანის ინიციაციის დამახასიათებელი ნიშანი.

ჰრფესტოს შემთხვევაში მოტივის მთლიანობა ერთიცაა და მეორეც.

ინიციაციის თემა

ჰეფესტოს სიმახინჯე,რომელიც  ზოგჯერ წარმოდგენილია როგორც ნამდვილი დასახიჩრება, ექცევა ინიციაციის ფარგლებში.  ხელისუფლებისთვის მებრძოლ ღმერთ ზევსს, აპოლოდორის თანახმად, პითონმა დააჭრა მყესები. ზევსის დასახიჩრება  და გამოქვაბულში ჩაკეტვაც  ინიციაციის ელემენტები იყო.

შამანი ხედავს თავის დაფლეთილ სხეულს და ორგანოთა განახლებას რათა დაუბრუნდეს სიცოცხლეს.  ზევსიც ჰერმესის და ეგიპანის მოქმედების წყალიბით იბრუნებს ძალას და სიმტკიცეს.

მაგრამ სკანდინავურ ედაში ვხედავთ ჰეფესტოს ზუსტ პარალელს ჯადოსან ვოლუნდთან რომელმაც 8 წელი გაატარა ტბის სანაპიროზე ვალკირიასთანერთად და ამზადებდა სამკაულებს და ბეჭდებს.

მეფემ მოპარა ვოლუნდს ოქროს ბეჭედი რამაც უძრავი გახადა ჯადოსანი. მას ხელ-ფეხი შებოჭილი ჰქონდა.  მეფემ ვოლუნდს გადაუკვეთა მუხლების მყესები და გადაასახლა ის კუნძულზე.  ამ კუნძულზე ვოლუნდი მჭედელი იყო.

ვოლუნდმა ბოლოს და ბოლოს დახოცა მეფის შვილები, დააძინა დედოფალი თავის ტახტზე, გამოსჭედა ჯადოსნური სამოსი და გაფრინდა.

მჭედელ ღმერთთან პარალელი დამაფიქრებელია.

ორივე შემთხვევაში ინიციაცია იწვევს დაბრუნებას ჩანასახოვან მდგომარეობაში ფიზიკური და მორალური ტანჯვით და შემდეგ ცოდნით ძლიერ აღდგომა-აღორძინებას.

დაცემის შემდეგ ინიციირებულს ელის სწავლის და საიდუმლოთა გამჟღავნების მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი პერიოდი რისი საფასურიც ჰეფესტოსთვის იყო მისი ხეიბრობა. ამის თაობაზე არის მრავალი,მაგრამ ერთმანეთთან ახლო ვერსია.

ორფიკული ვერსიის თანახმად ჰეფესტოს აღმზრდელი შამანის როლს ასრულებდნენ  ციკლოპები და ათენა.

უფრო გავრცელებული 2 სხვა ვერსიის თანახმად ჰეფესტოს აღმზრდელები იყვნენ ან დახელოვნებული მჭედელი ჯუჯა სედალიონი ან ევრინომე და თეტისი.

თითქოს ჰერამ მიანდო ჰეფესტო სედალიონს, რომლის სახელიც ნიშნავს ფალოსს.

ისევე როგორც არესი თითქოს აღზრდილი იყპ ეფიატეს ან პრიაპის მიერ. აქ გარკვევით ჩანს სექსუალური განზომილება.

ეფიალტი,პრიაპი და სედალიონი ასე ქმნიან ერთგვაროვან სერიას სადაც იხილება სექსუალური პრაქტიკები.

ცნობილია რომ ზოგ ინიციაციაში სექსი არის ჯგუფში ჩართვის რიტუალი.

მაგრამ ჰეფესტო დახელოვნებული მჭედელი ჯუჯა სედალიონისგან მის მიწისქვეშა სამჭედლოში არსებითად სწავლობს მჭედლის ხელოვნებას.

არა და მჭედელთა სამყარო დაკავშირებულია შამანთა სამყაროსთან. მჭედლის ინიციაცია ახლოა შამანის ინიციაციასთან.

დიონისოს მიყავს ჰეფესტო ცისკენ.

ბერძნები ყვებიან რომ ჰერამ ოლიმპოდან მოისროლა ახალშობილი ჰეფესტო და გადაგდებულს არ დავიწყები ასეთი ცუდი მოპყრობა. მან ჰერას საჩუქრად გაუგზავნა ტახტი უხილავი საბელებით და მასზე დამჯდარი ჰერამაშინვე დაბმულ-დაბორკილი აღმოჩნდა.

ვერც ერთმა ღმერთმა ვერ დაარწმუნა ჰეფესტო იმაში რომ საჭირო იყო დედამისი ჰერას განთავისუფლება. მაგრამ დიონისემ, ვისაც უფრო ენდობოდა ჰეფესტო, დაათრო ის და ისე წაიყვანა ცაში // პავსანიასი, I,20,3//.

ჩვენთვის საინტერესოა რომ  ოლიმპოზე ამაღლებისას. ჰეფესტო იყო მთვრალი, ექსტაზში მყოფი შამანებივით გათიშული, პიროვნების ცვლილების პროცესში.

სახელგანთქმული მკვლევარი მირჩა ელიადეს თქმით  შამანობის შემსწავლელმა  უნდა გადაიტანოს ინიციაციის გამოცდები  რომლებიც გულისხმობს სიმბოლურ სიკვდილს და აღდგომას.

ითვლება რომ ამ ინიციაციის დროს შამანობის შემსწავლელი მოგზაურობს ცაში და ჯოჯოხეთში.

ცხადია რომ შამანის ფრენა უდრის რიტუალურ სიკვდილს :  სული სტოვებს სხელს და მიფრინავს ცოცხლებისთვის მიუწვდომელი რეგიონებისკენ.

თავისი ექდტაზით შამანი უტოლდება ღმერთებს, მიცვალებულებს და სულებს // M. Eliade, Chamanisme,1968, გვ. 372-373)//.

ჰეფესტო გადაგდებულია. ის ასე ერთგვარად ჩადის ჯოჯოხეთში, უფრო ზუსტად კი ბრუნდება utero-ში რომლის სიმბოლოებიცაა ზღვა და გამოქვაბული.

ამ ვარდნამ ჰეფესტო დაახეიბრა.  ხეიბრობა არის მისი ინიციაციის ფასიც და ამაღლების ნიშანიც.

ჰეფესტოს გაეხსნება საიდუმლოებები რომლებიც მაგიის ცოდნას უკავშირებენ მეტალურგიის და ოქრომჭედლობის ცოდნას.

დაბოლოს, ჯორზე შემჯდარ მთვრალ ჰეფესტოს ოლიმპოზე დააბრუნებს დიონისე რათა მან გაანთავისუფლოს დედამისი ჰერა.

ცივილიზატორი ღმერთის თემა

ჰეფესტოს შამანის ფიგურასთან აახლოვებს კიდევ ის რომ მას აქვს ცივილიზატორი ღმერთის როლი.

ჰეფესტო არის შემოქმედი,ხელოვანი მჭედელი ღმერთი.  ეს ფუნქცია ჰეფესტოს რთავს მისტიკურ ურთიერთობებში რომლებიც   ერთმანეთთან აახლოებენ  მჭედლის, შამანის და მეომრის ფუნქციებს.

ზღვის მღვიმეებში ინიციაციის დროს  ჰეფესტომ გააკეთა თილისმათა მნიშვნელობის მქონე სამკაულები.

მჭედელმა ჰეფესტომ გააკეთა მხოლოდ თავდაცვითი იარაღი // ფარი, მუზარადი, ჯავშანი, ფეხების მცხველი ფილები….//

ჰეფესტოს სხვა ქმნილებებს აქვს მაგიური მნიშვნელობა. ესაა ეგიდა, რომელიც  გარკვეული აზრით შეიძლება ჩაითვალოს ფარად.

ჰეფესტოს ჰქონდა ხუროთმოძღვრის ნიჭიც.

მან თავის დედა ჰერას აუშენა ოთახი.

აპოლონიოს როდოსელი თავის « არგონავტიკაში »// III,37-250// ამბობს რომ ჰეფესტომ ააფო აფროდიტეს და აიეტის სასახლეები.

ჯადოსანი ჰეფესტოს ყველა ქმნილების ფუნქციაა დაცვა,მფარველობა,საფრთხის მოგერიება. არაა აგრესიულობის არავითარი ნიშანი. პირიქით,ჩანს ერთგვარი მაგიური დაცვა.

ჰეფესტო აგრეთვე არის ცოცხალ არსებებთან ახლო სულიერი არსებების შემოქმედი.

http://www.deepspirits.com/ancient-sages/pythagoras/

 

   ძველ ბრძენთა სიბრძნე, პითაგორა, სულის ღვთაებრივი ბუნების ძიება

პითაგორას შესავალი

პითაგორას //ძვ.წ. 570-495// ცხოვრება

ლეგენდები გვიყვებიან რომ ღმერთი ზევსი იუპიტერის შთამომავალმა ანკევსმა იონიური კუნძული კეფალონიიდან სხვებთან ერთად პითიას რჩევების თანახმად მოახდინა კუნძული სამოსის კოლონიზაცია.

ნათქვამია რომ პითაგორა არის სწორედ ამ ანკევსის ანუ ბერძენთა უდიდესი ღვთაება ზევსის შთამომავალი.

სხვა ლეგენდის თანახმად პითაგორა იყო ღმერთი აპოლონის შვილი.

ახალგაზრდა პითაგორამ მიიღო იმ დროისთვის საუკეთესო განათლება. მამამისის სიკვდილის შემდეგ კი მან იმოგზაურა და ისწავლა მცირე აზიაში. მან იმოგზაურა ეგვიპტეში სადაც ქურუმებისგან ისწავლა გეომეტრიაც.  ფინიკიაში მან ისწავლა არითმეტიკა, ბაბილონში და ქალდეაში-ასტრონომია. მან იმოგზაურა ინდოეთშიც მისტიკის პრინციპების გასაცნობად.

40 წლის პითაგორა გაექცა სამოსელი პოლიკრატეს ტირანიას და მან სამხრეთი იტალიის ბერძნულ პოლის კროტონში დაარსა ფილოსოფიის სკოლა რომელმაც გაიჩინა ბევრი მოწაფე და მიმდევარი.  ისინი ფილოსოფოსობის და მეცნიერებათა შესწავლის გარდა მისდევდნენ წმინდა ცხოვრებას, თავს იკავებდნენ სექსუალური ურთიერთობებისგან და ზოგი რამის ჭამისგან// ვეგეტარიანელები იყვნენ//.

პითაგორას სკოლის მოწაფეებს და მის მიმდევრებს ეცვათ თეთრი სამოსი.

 

ცხოვრების ასეთმა წესმა გააღიზიანა ბერძენი ჰედონისტები. მათ გააძევეს პითაგორაც<მისი მოწაფეებიც და მიმდევრებიც.  პითაგორა გარდაიცვალა სხვა ერძნულ ქალაქში, მეტაპონტუმში.

ოითაგორას  არ დაუტოვებია დაწერილი ნაშრომები, მაგრამ მისმა მოწაფეებმა შექმნეს მეცნიერული,ფილოსოფიური და რელიგიური მიმდინარეობა პითაგორევლობა // Pythagoreanism//.

პითაგორევლობა ეფუძნება 6 მთავარ პრინციპს რომლებიც ეხება მეცნიერებას, კვლევას და განვითარებას :

  1. მუსიკის,ასტრონომიის მათემატიკური ბუნება და რიცხვების და რეალობის მეტაფიზიკური კონცეფცია.
  2. სულიერი მიღწევები, განწმენდა და ამაღლება ფილოსოფიით.
  3. ღვთაებრივი ბუნების სულს აქვს მის ღვთაებრივ წყაროსთან კავშირის უნარი.
  4. ტეტრაქტის მსგავსი მისტიკური სიმბოლოების გამოყენება, სფეროთა ჰარმონია და ოქროს კვეთა.
  5. პითაგორას თეორემის გამოყენება და
  6. საიდუმლოს დაცვა, მისი სკოლის წევრთა ერთგულება.

პითაგორა და მისი მოწაფეები დაინტერესებულები იყვნენ მეტაფიზიკით და სულის ღვთაებრივი ბუნების ძიებისას იყენებდნენ მეთოდებს რომელთა ნახვაც შეიძლება მხოლოდ მისტერიათა რელიგიებში. ასე იყო ძველ ორფიზმშიც.

პითაგორიზმმა დიდი წვლილი შეიტანა დასავლურ კულტურაში.

პითაგორეველთა მთავარი რწმენა იყო სულთა გარდასახვა-ტრანსმიგრაცია. თვითონ პითაგორა ამბობდა რომ მას შეუძლია წინა გარდასახვა-ინკარნაციათა გახსენება.

შამანური ძალების მქონე პითაგორა ქადაგებდა სულის განწმენდას მუსიკით და ზოგი მენტალური აქტივობით.

პითაგორას მოწაფეები ამბობდნენ რომ მას შეეძლო მიწისძვრათა წინასწარმეტყველება და აღელვებული ზღვისა და ადიდებული მდინარეების დამშვიდება. მათ სწამდათ რომ პითაგორას შეეძლო ფრენა და ამით ხსნიდნენ იმას რომ მას შეეძლო ერთმანეთისგან დაშორებულ სხვადასხვა ქალაქში მყოფ მოწაფეებთან ერთდროულად საუბარი.

მეტაფიზიკასთან იყო დაკავშირებული რიცხვთა კვლევა და კონცეფცია რომლის თანახმადაც ყველაფერი პროპორციულია რიცხვთა ცნებებში. ამ იდეას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დასავლური ცივილიზაციისთვის.

პითაგორეველები ამტკიცებდნენ რომ სამყაროს,კოსმოსის ჰარმონიაც ეფუძნება მათემატიკას.

საგანთა წყობას წარმოადგენს ტეტრაკტისი, სრულყოფილი სამკუთხედი და მისი გამოყენება მუსიკაში ავლენს ხმათა ფარულ წყობას. პითაგორა ამბობდა რომ მას ესმის ცათა მუსიკა…

პითაგორევლობა მეცნიერულიც იყო და არა მარტო მეტაფიზიკური. მან დიდი წვლილი შეიტანა ასტრონომიის, არითმეტიკის, გეომეტრიის, ზოგადად მეცნიერების, მუსიკის განვითარებაში.

პითაგორას დაპირისპირებულთა დოქტრინა შეიძლება დავინახოთ როგორც ხიდი მათემატიკას და ფილოსოფიას შორის.

პითაგორეველები რიცხვების გარდა ხედავდნენ ნათელი-ბნელის,კარგი-ცუდის, მამაკაცური-ქალურის ნაირ ათ დაპირისპირებულებს და თვლიდნენ რომ ჰარმონია არის ამ დაპირისპირებულთა წონასწორობა. ასეა როგორც კოსმოსში ისე ინდივიდუალურ მიკროკოსმოსში.

 

ორფეოსი

ორფეოსის მითის შემადგენელი მრავალი ელემენტი აახლოებს მას შამანის ფიგურასთან .  ის წარმოშოვით თრაკიელია…  მისი მუსიკა  და მისი ხმის ძალა.

ორფეოსი,მაშ,მუსიკოსია და მის ხელოვნებას აქვს რეალური მაგიური ძალა.;

როგორც ხაზი გაუსვა W.K.C. Guthrie-მ (Orphée, 1956, p. 51):

« ბერძნებისთვის მაგია მჭიდროდ იყო დაკავშირებული მუსიკასთან. ზოგისთვის კი ორფეოსის სახელი იყო ხიბლის, ჯადოსნობის და შელოცვათა სინონიმი, სულ მცირე ათასი წლის მანძილზე ორფეოსის სახელს ჰქონდა მაგიური მნიშვნელობა.».

ეს განსაკუთრებით აშკარაა როლში რომელსაც ორფეოსი ასრულებს  არგონავტთა ლაშქრობაში როგორც ამას გვიყვება აპოლონიოს როდოსელი(Argonautiques, I, 494-515, trad. F. Vian-E. Delage).

არა და შამანიზმი მუდამ მიმართავს მუსიკას. მუსიკას შამანების  აზრით აქვს მაგიური ძალა და მნიშვნელობა.  ბევრი შამანი იყენებს დაფდაფებს,მაგრამ შეიძლება იყოს სხვა ინსტრუმენტებიც.

ორფეოსის საკრავი იყო ქნარი რომელსაც ზოგი წყარო უკავშირებს მოკლული ორფეოსის თავს.

თავისი ხმის წყალობით ორფეოსი ძალიან მჭიდროდ ურთიერთობდა ცხოველებთან. ძალიან ბევრი ნაწარმები წარმოგვიდგენს პირუტყვებს შორის მჯდომ ორფეოსს რომელიც ხიბლავს მათ თავისი ქნარით და სიმღერით.

ოვიდიუსმაც გადმოსცა ფართოდ გავრცელებული რწმენა :

« შენს გამო,ორფეოს,  გლოვობენ და ტირიან დარდიანი ფრინველები, ველური პირუტყვები, მტკიცე კლდეები და ტყეები რომლებიც ესოდენ ხშირად მოხიბლა და მიიზიდა შენმა გალობამ »   (Ovide, Métam.,XI, 44-46, trad. G. Lafaye) :

შეიძლება ფრინველების და პირუტყვების მოხმობა  ურთიერთგაგების დასამყარებლად.

გავიხსენოთ ჩინეთის იმპერატორი  ფუ-ჰი, რომელმაც დაადგინა მუსიკის წესები  «გააფთრებული მხეცების  დასაწყნარებლად და ჩინოვნიკებს შორის თანხმობის დასამყარებლად » :

პრიმიტიული შელოცვები იქნება, შორეული ხალხების  მაგიური საგალობლები თუ ჩვენთან უფრო ახლოები, ბერძენთა პოეზიის და მუსიკის  ზოგი მითიური ასპექტი, ყველგანაა რწმენა იმისა რომ  მუსიკა მოქმედებს საშიშ მხეცებზე, ადამიანებზე და ნახირზე.

ეს იცოდნენ ლეგენდარულმა ციმბირელმა შამანებმაც.  შამანები  მათი სეანსების დროს ირგვლივ აწყობენ ფრინველების და პირუტყვების ქანდაკებებს. ესაა აგრეთვე ნიშანი იმისა რომ ზოგს შეუძლია  მოგზაურობა სამ კოსმიურ ზონას, ჯოჯოხეთს, მიწას და ცას შორის, რომ ზოგს ძალუძს მისვლა მხოლოდ ღმერთებისთვის და მიცვალებულებისთვის მისაწვდომ ადგილებში.

ორფეოსი იყო ცივლიზატორიც. მან ადამიანებს მუსიკისა და პოეზიის გარდა მისცა სამკურნალო მაგიაც.  ასეთ პრაქტიკებს ახსენებს პლინიუსი. მუსიკა კურნავს კიდეც.

მეტიც, ორფეოსი  უწინარეს ყოვლისა არის ერთგვარი რელიგიური რეფორმატორი, როგორც ამას აღნიშნავს დიოდორე სიცილიელი. მის  თანახმად სწორედ ორფეოსმა პირველმა შემოიღო საბერძნეთში ინიციაციები და მისტერიები. ითვლება რომ ორფეოსმა ასწავლა ადამიანებს მიწათმოქმედება და ამით უარი ათქმევინა კანიბალიზმზე.

მოკლედ. ორფეოსმა მოიტანა ცივილიზაცია, კულტურა, ხელოვნებები და მშვიდობა.

 

ჰეფესტოც იყო ცივილიზადორი, ჯადოსანი ოსტატი ღმერთი.

ორფეოსი იყო გმირი ამ ცნების განსაკუთრებული მნიშვნელობით და არა ღმერთი და მისი გავლენა მოქმედებდა სულ  სხვა დონეზე, მაგრამ ამ გავლენასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა კაცობრიობისთვის და ცოცხალი არსებებისთვის.

 

ორფეოსი და ევრიდიკე

გმირის მიერ მეუღლის ძიება საგიჟეთში იმდენად გავრცელებული თემაა რიმ შეიძლება ლაპარაკი ორფეოსის მოტივზე.

სხვადასხვა ბერძენი და ლათინი ავტორი გამოეხმაურა ამ განსაკუთრებული ტიპის ჩასვლას ჯოჯოხეთში.

ის მონაწილეობდა არგონავტთა ექსპედიციაში. მან მეუღლის სიყვარულით გააკეთა დაუჯერებელი რამ, ჩავიდა ჰადესში. მან მოხიბლა იქ  თავისი მუსიკით პერსეფონე და სხვა დიონისეს მსგავსად მოახერხა თავისის მიღწევა, დააბრუნა მისი მიცვალებული მეუღლე ჯოჯოხეთიდან. // დიოდორე სიცილიელი, Diodore de Sicile, Bibl. hist., IV, 25, trad. F. Chamoux//.

აღსანიშნავია რიმ ორფეოსის მოტივის პარალელები გავრცელებულია ყველა კონტინენტზე.

ასე მაგალითად საიანის ტრამალში  გავრცელებული ისტორიის თანახმად ქალიშვილი კუბაიკო  ჩავიდა ჯოჯოხეთში მონსტრის მიერ მოკლული  ძმის თავის, ე.ი. მისი სულის, უკან დასაბრუნებლად.  მრავალი თავგადასავლისა და სხვადასხვა ცოდვის გამო წამებათა ნახვის შემდეგ კუბაიკო შეხვდა ჯოჯოხეთის მეფე ირლ-ხანს.

მეფემ უთხრა კუბაიკოს რომ გაატანდა ძმის თავს თუ კი ის  მიწიდან ამოთხრიდა ღრმად დამარხულ 7-რქიან თხას.

კუბაიკომ რქებით მოქაჩა და ამოთხარა ვერძი. ის დაბრუნდა ძმის თავით და სასწაულთმოქმედი წყლით რომელიც ღმერთმა მისცა მას ძმის გასაცოცხლებლად. (იხ M. Eliade, Chamanisme, 1968, p. 177).

მანჯურთა პოემა Nisan saman-შიც არის მსგავსი ისტორია.  ორივე შემთხვევა შამანიზმია. მანჯურთა გმირი ნისანი, რომელიც ჩავიდა ჯოჯოხეთში, შამანია.

შამანებმა მათი გამოცდილებით პირველებმა გააცნეს ცოცხლებს ჯოჯოხეთის გეოგრაფია.

კიდევ უფრო მრავლისმთქმელია მაორითა გმირი ჰუტუს ამბავი.

ისიც ორფეოსის მსგავსად ჩავიდა ჯოჯოხეთში რათა უკან დაებრუნებინა თავისი საყვარელი,მისი გულისთვის თვითმკვლელი  პრინცესა პარის სული.

მოგზაურობისას გმირი შეხვდა  ჯოჯოხეთის დედოფალ ღამის დიდ ქალბატონს, მან გაიგო გზადა იშოვა საჭმელი.  ჰუტუმ ბოლოს და ბოლოს იპოვა თავისი საყვარელი ჩრდილებს შორის და ამოიყვანა მისი სული ჯოჯოხეთიდან.

ამ საერთო მოტივში ბატონობენ შამანური კონცეფციები.  მის უკან კი ჩანს მოპარული სულის დაბრუნება // E.R. Dodds (Irrationnel, 1977, გვ. 151//.

მოპარული სულის დაბრუნება კი ყველაზე  უკეთ  შეუძლია სწორედ შამანს.

მრავალი გამოკვლევის თანახმად  შამანის ერთ-ერთი  ფუნქციაა მიცვალებულთა სულების თანხლება ჯოჯოხეთში, იქ მოგზაურობა.

ორფეოსი შემთხვევაში ხდება  ჩვეულებრივი ცერემონიების საწინააღმდეგო პროცესი, რაც გამართლდება მხოლოდ სიყვარულით.

ამითაცაა  ორფეოსის მოტივი უნივერსალური, საყოველთაო.

ორფეოსის სიკვდილი და სიკვდილის შემდგომი ხვედრი.

ორფეოსის მითის  სხვა პუნქტი რომელიც მას გარკვეულად უახლოებს შამანის ხვედრთან არის ორფეოსის სიკვდილი და სიკვდილის შემდგომი ხვედრი.

აი ძვ.წ. პირველი საუკუნის დასასრულის ისტორიკოსი კონონის ვერსია :

ორფეოსი ნაწილ-ნაწილ დაგლიჯეს თრაკიელმა და მაკედონელმა ქალებმა იმიტომ რომ ის არ აძლევდა მათ თავის რელიგიურ ცერემონიებში მონაწილეობის მიღების უფლებას, ან შიძლება სხვა მიზეზითაც იმიტომ რომ ამბობენ რომ მისი ქალის თაობაზე თავს დატეხილმა უბედურებამ მას შეაძულა საერთოდ ქალის სახსენებელი, ის გადაიქცა ქალთა მტრად.

არა და ზოგ დღეებში შეიარაღებულ  თრაკიელ და მაკედონელ მამაკაცთა მასები  იკრიბებოდნენ ლიბეთრაში და ერთად შედიოდნენ დიდ შენობაში რათა მონაწილეობა მიეღოთ ინიციაციის რიტუალებში.  და შენობაში შესვლისას მამაკაცები კარებთან აწყობდნენ თავის იარაღს.

მათ კი უთვალთვალებდნენ შეურაცხყოფისგან გაცოფებული ქალები. ამ ქალებმა აიღეს იარაღი,დახოცეს ისინი ვინც მათ უწევდა წინააღმდეგობას, დაგლიჯეს ორფეოსი და მისი სხეულის ნაწილები გადაყარეს ზღვაში.

ქალები არავის დაუსჯია და ქვეყანაში გავრცელდა შავი ჭირი.

წინასწარმეტყველმა შეშინებულ ადამიანებს უთხრა რომ მათ ეშველებათ თუ კი ისინი იპოვიან და დაკრძალავენ ორფეოსის თავს.

ბევრი წვალების შემდეგ ერთი მეთევზის წყალობით მათ იპოვეს ორფეოსის თავი მდინარე მელესის შესართავთან.

ორფეოსის თავი ისევ მღეროდა ის სულაც არ იყო დაზიანებული ზღვაში ყოფნის გამო და მას არ დამართვია ის რაც ემართებათ ხოლმე უსიცოცხლო სხეულებს.  (Conon, Fab., 45, trad. S.M. Guillemin).

ნახსენებია 2 მოტივი.

  1. ორფეოსის მიერ დაწესებული კულტი არ მიიღო მოსახლეობამ,სულ მცირე მოსახლეობის ნაწილმა.
  2. მეორე მოტივი სექსუალურია. ევრიდიკას სიკვდილის შემდეგ მას შესძულდა ქალები.

მეტიც, ზოგის აზრით ორფეოსი ჰომოსექსუალი იყო.

გადმოცემით ორფეოსმა აუკრძალა ქალებს ლიბეთრას სალოცავში შესვლა.

ჩვენთვის უფრო საინტერესო შეიძლება იყოს ორფეოსის თავის თემა.  ითვლებოდა რომ მკვდარი ორფეოსის თავსაც ჰქონდა ჯადოსნური თვისებები.

ამ თემამ დიდად შთააგონა ანტიკური ხანის ხელოვანები.

სარკეებზე, ლარნაკებზე თუ  ქვებზე გამოსახვდნენ ორფეოსის თავს წინასწარმეტყველების პროცესში.

ფილოსტრატეს თქმით ორფეოსის თავმა სახელი გაითქვა თავისი წინასწარმეტყველებებით და ის გააჩუმა შურიანმა და ეჭვიანმა აპოლონმა.

ორფეოსის პერსონაჟი, მაშ, ახლოა შამანთან.

როგორც ამბობს E.R. Dodds-ი ორფეოსი არის პოეტიც, მუსიკოს-მგალობელიც, ჯადოსანიც, რელიგიური მოძღვარიც, წინასწარმეტყველიც

// E.R. Dodds (Irrationnel, 1977//.  ციმბირის ზოგი ლეგენდარული შამანის მსგავსად ისიც იზიდავს ცხოველებს და ფრინველებს თავისი მუსიკით და ასე ურთიერთობს მათთან.

ორფეოსიც ყველა შამანის მსგავსად ჩადის ჯოჯოხეთში. ორფეოსის და შამანების ჯოჯოხეთში ჩასვლის მიზანი ერთია- მოპარული სულის დაბრუნება.  და ბოლოს, ორფეოსის ჯადოსნური პიროვნება გადარჩა  მგალობელ თავში რომელიც წინასწარმეტყველებას განაგრძობს მრავალი წლის მანძილზე  სიკვდილის შემდეგაც.

დიდად საინტერესოა ისიც რომ პირველმა ქრისტიანებმა  რომის კატაკომბებში ქრისტეს გამოსახეს ორფეოსის სახით.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s