მაკედონელიადა

Х. Гелль. Аристотель и его ученик Александр. Гравюра. 1876

ალექსანდრე მაკედონელი და არისტოტელე, 1876 წლის გრავიურა

  წიგნი, კაცობრიობის ისტორიიდან პატარა ევროპელი ბავშვებისთვის-ალექსანდრე მაკედონელის მონდიალიზაცია. არც ესაა ლობიოს ჭამა

  რომის იმპერატორი ავგუსტეს აზრით უკეთესი იქნებოდა ალექსანდრე დაკმაყოფილებულიყო მმართველის და არა დამპყრობლის როლით.

ევროპული ბიბლიოთეკა, ჟან-კლოდ ბარო,გიომ ბიგო//Jean-Claude Barreau,Guillaume Bigot// მსოფლიოს მთელი ისტორია //Toute lhistoire du monde,2007//, ფრაგმენტები//.

 

როდესაც ქვეყანა იშლება ერთმანეთთან დაუნდობლად მებრძოლ დაჯგუფებებად და  ერთეულებად, როგორც ეს იყო საბერძნეთში  პელოპონესის ომების დროს  წესრიგს ამყარებს უცხო ძალა.

აი ეს დაემართათ ბერძნულ პოლისებს.

კაცობრიობის ბედად ეს უცხო ძალა  უკვე ღრმად ელინიზებული იყო.

მაკედონია მაშინ იყო სამეფო რომლის მეფეც იყო ბერძნული კულტურის მქონე ფილიპე. ამ ფილიპემ დაამშვიდა ბერძნული პოლისები და მოაქცია ისინი თავისი პროტექტორატის ქვეშ.  ათენელი დემოსთენეს  ემოციური გამოსვლების მიუხედავად  ძვ.წ. 336 წელს გარდაცვლილი ფილიპეს ადგილი დაიკავა მისმ ა 20 წლის  ვაჟიშვილმა ალექსანდრემ.

ეს ალექსანდრე იყო არაჩვეულებრივი პიროვნება.  მისი აღმზრდელი იყო დიდი ბერძენი ფილოსოფოსი პლატონის მოწაფე და თვითონაც დიდი ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე.

ინტელექტუალი და პოეტი ალექსანდრე კი შესანიშნავი ცხენოსანიც იყო.

ელინიზმის პაროქსიზმი და ჯამი ალექსანდრე მაკედონელი თაყვანს სცემდა ღვინის ღმერთ დიონისეს,  მითოლოგიურ ნახევრადღმერთ გმირ ჰერაკლეს, ტროას ომის გმირ აქილევსს და სპარსეთის იმპერიის დამფუძნებელ კიროს დიდს.

მას, მაშ, ასულდგმულებდა და ამხნევებდა დიონისეს სიმთვრალე, ჰერაკლეს ძალა, აქილევსის  მხედრული სიმამაცე და დიდი მეფეთა მეფე კიროსის პოლიტიკური კულტურა.

//მაგრამ იყო თავისებურებებიც რომლებზეც ხშირად არ ლაპარაკობენ. //http://www.museedelhistoire.ca/cmc/exhibitions/civil/greece/gr3030f.shtml

ძვ. წ. 356 წელს მაკედონიაში დაბადებული ალექსანდრე დიდი არის მეფე ფილიპე მეორის და მისი ერთ-ერთი ქალის,ეპირელი პრინცესა  ოლიმპიას შვილი.

ფილიპემ დიპლომატიით და სამხედრო წარმატებებით დაშლის პირას მყოფი მაკედონია გადააქცია ძლიერ და ცენტრალიზებულ მონარქიად.  მან უდისციპლინო შეიარაღებული ჯგუფები გარდაქმნა გაწვრთნილ სამხედრო მანქანად,შემოიღო ტექნოლოგიური სიახლეები და ახალი ტაქტიკა და ამით აჯობა ყველა თავის მტერს.

ფილიპემ ეშმაკურად გადაკიდა ბერძნული პოლისები ერთმანეთს, გამოიყენა დიპლომატია,ქრთამი და სამხედრო ძალა და ბერძენთა მთავარი პოლისები, აპარტას გარდა, გააერთიანა კორინთოს ლიგაში.

უკვე ფილიპეს უნდოდა სპარსეთის დასჯა  ძვ.წ. 480 წელს საბერძნეთზე თავდასხმის გამო.  მაგრამ საქმე აირია.

საქმე იმაშია რომ  სამხედრო და დიპლომატიური თვალსაზრისით წარმატებულ ფილიპეს მეტისმეტად უყვარდა ქალთა სქესი და ამიტომ ჰქონდა აწეწილი ოჯახური ცხოვრება.

საბერძნეთის ელიტის საწინააღმდეგოდ მაკედონიის ელიტისთვის ჩვეულებრივი რამე იყო პოლიგამია. ალექსანდრე მაკედონელის დედა ოლიმპიას გარდა  ფილიპემ დიპლომატიური მოსაზრებებით ცოლად მოიყვანა თესალიის, სკვითთა,ილირიელთა,თრაკიელთა მმართველი ოჯახების ქალიშვილები.

ბოლოს კი მან გადაწყვიტა კეთილშობილი მაკედონელის ქალიშვილ კლეოპატრასთან დაქორწინება. ეს კლეოპატრაც დაფეხმძიმდა.

ოლიმპიას და ალექსანდრეს ეშინოდათ რომ  ორი მაკედონელის შვილი შეიძლება უფრო მიმზიდველი ყოფილიყო როგორც ტახტის მემკვიდრე. საბედნიეროდ კლეოპატრამ გააჩინა ქალიშვილი// ევროპა//, მაგრამ ვაჟიშვილის გაჩენის შესაძლებლობა ცუდად განიცადეს.

ფილიპემ ცოლად მოიყვანა ბევრად უფრო ახალგაზრდა,მეტიც, მაკედონელი ქალი და ამან ბოლო მოუღო მის ურთიერთობას ოლიმპიასთან.  ოლიმპია გადასახლდა და ალექსანდრე რაღაც ხანი ყავდა თავისთან.

 ფილიპე მოკლეს.

ოლიმპია მზადებდა შურისძიებას.  ზოგი ისტორიკოსის აზრით ოლიმპია და ალექსანდრე გარეულები იყვნენ ამ მკვლელობაში, მაგრამ ყველა არ ფიქრობს ასე.

რაღაც კონფლიქტების შემდეგ ალექსანდრე ავიდა ტახტზე როგორც მაკედონიის მეფე.  ის სულ ოცი წლის იყო და ფილიპეს მტრებს უხაროდათ რომ საქმე აქვთ ბიჭუნასთან.

მაგრამ ეს,ბოდიში,ბიჭუნა  არ ყოფილა ნეოფიტი არც როგორც ხელმძღვანელი და არც როგორც სარდალი. მის ხელქვეით იყვნენ გამოცდილი და ერთგული სარდლები.  ამას გარდა ფილიპემ დატოვა ერთიანი და ძლიერი მაკედონია.  ამის გარეშე ალექსანდრე ვერ გააკეთებდა იმას რაც გააკეთა.

ის საუკეთესოდ იყო მომზადებული მეფობისთვის. სულ პატარა ალექსანდრესთვის ფილიპემ დაიქირავა საუკეთესო აღმზრდელები, მათ შორის არისტოტელე. ფილიპეს უნდოდა რომ მის მემკვიდრეს ჰქონოდა კულტურა რომელიც აკლდა თვითონ მას.  ის თავის მემკვიდრეს აფრთხილებდა რომ გამეფებამდე მას უნდა გაევლო მორჩილების სკოლა. უფლისწულმა ეს კარგად ისწავლა.

საუკეთოსოდ აღზრდილ და ნასწავლ ალექსანდრეს და განსაკუთრებით უყვარდა ჰომეროსის პოეზია.  მას ყოველთვის ჰქონდა თან ჰომეროსის ეპიკური პოემები. ის ოცნებობდა აქილევსის და ჰერაკლეს გმირობათა გამეორებაზე, მათნაირად ცხოვრებაზე.

ალექსანდრე აცხადებდა რომ მამამისის მხრიდან არის ჰერაკლეს და დედამისის მხრიდან კი აქილევსის შთამომავალი.

ამას გარდა ალექსანდრე საუცხოოდ ხმარობდა იარაღს. 18 წლის ალექსანდრეს მონაწილეობა ქერონეასთან ბრძოლაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. მამამისი ფილიპეს მსგავსად ალექსანდრე იყო მამაცი, მანიპულატორი და ქარიზმატული. ის ,ამამისის მსგავსად იბრძოდა ჯარებთან ერთად, რამოდენიმეჯერ გადაურჩა სიკვდილს და ბევრჯერ დაჭრილი იყო.

ფილიპეს და ალექსანდრეს ყავდათ უზომოდ ერთგული ჯარი.  მათ იცოდნენ დამარცხებულ მოწინააღმდეგეთა გადაქცევა მოკავშირეებად და მომხრეებად.  მაგრამ ალექსანდრემ დედისგან მიიღო ფეთქებადი და იმპულსიური ხასიათი.

ალექსანდრეს ტახტზე ასვლის შემდეგ მის წინააღმდეგ აჯანყდა თებე. ალექსანდრემ სასწრაფოდ აიღო,ააოხრა და გაძარცვა თებე და მოკლა მისი 60 ათასი მცხოვრები. მან ხელი არ ახლო მარტო ტაძრებს და პოეტი პინდარეს დამის შთამომავალთა სახლს.

  შემდეგ ალექსანდრემ მეზობელი რეგიონების მკვიდრებს ჰკითხა თუ რა სასჯელი ეკუთვნის თებეს გადარჩენილ მკცხოვრებლებს და მათი თანხმობით 30 ათასი გადარჩენილი თებელი გადააქცია მონად.

ჯანყის ყოველი ნიშანი მაშინვე უნდა ჩაიხშოს.

ასევე სასტიკად დახოცეს კლეოპატრა, მისი ოჯახის ყველა მამაკაცი,მისი პატარა ქალიშვილი და მაკედონიის ტახტის პოტენციური პრეტენდენტი.

ახლად გამეფებული ალექსანდრეს  მთავარი პრობლემს იყო მოუსვენარი ქედმაღალი ბერძნული პოლისების დაშოშმინება-დამორჩილება.  ერთმანეთთან მაჩხუბრების მორიგების საუკეთესო ხერხია საერთო მტრის გამონახვა.

ალექსანდრეს აზრად მოუვიდა ბერძნული ძალის და მაკედონური ფალანგის გაერთიანება  ოდესღაც საბერძნეთთან მეომარი სპარსეთის იმპერიის წინაღმდეგ ომის, შურისძიების იდეით.

მან იცოდა მოვლენათა დრამატიზება, მან ათრია ტაძარში დელფოს ქურუმი ქალი მანამდე სანანამ იმან არ თქვა რომ ალექსანდრე უძლეველია.  და დაიძრა…

პირველი ბრძოლა სპარსელებთან იყო გრანიკის სანაპიროებზე. ალექსანდრემ გასრისა მოწინააღმდეგეები. სპარსელთა მხარეს მყოფმა ბერძენმა დაქირავებულებმა იარაღი დადეს. ისინი დანებდნენ  ალექსანდრე მაკედონელმა ამ ბერძნების ნახევარი გაწყვიტა და ნახევარი კი მონებად გააგზავნა მაკედონიაში. ამით მან განაცხადა რომ ვერ აიტანს ვერავითარ წინააღმდეგობას აზიაში მისი მსვლელობის დროს.

სპარსელებმა დაკარგეს კონტროლი მცირე აზიის ყველა ბერძნულ კოლონიაზე. ამ ქალაქთა დიდი ნაწილი ბერძნების მიერ იყო დაარსებული და არ იყო ძნელი მათი გადაბირება.

ალექსანდრე კარგად ეპყრობოდა თავის ახალ ქვეშევრდომებს. ის ამბობდა რომ მოვიდა მათ გასანთავისუფლებლად და არა დასაპყრობად.  დაპყრობილთა შიშიების საწინააღმდეგოდ მას არ გაუზრდია გადასახადები.

სპარსულ ქალაქებში ალექსანდრემ დანიშნა პროვინციათა მმართველი სატრაპები და გააფრთხილა ისინი რომ მათ აქვთ არჩევანი ერთგულებასა და სიკვდილს შორის.

ფრიგიის დედაქალაქ გორდიონში იყო ურთულესი კვანძით სვეტზე მიბმული ეტლი. ლეგენდის თანახმად აზიის მმართველი უნდა ყოფილიყო ის ვინც გახსნიდა ამ კვანძს.  ალექსანდრემ ხმლის  ერთი დაკვრით გაკვეთა კვანძი და კიდევ უფრო გულდაჯერებულად განაგრძო აზიის დაპყრობა.

სირიაში მიმავალი უღელტეხილების შესასვლელთან  სპარსეთის დიდმა მეფე დარიოს მესამემ დიდი ჯარი განალაგა ალექსანდრეს უკან. მას ეგონა რომ მახეში მოამწყვდია მაკედონელი. ალექსანდრეს კი ეს გაუხარდა იმიტომ რომ მან იცოდა რომ ვიწროებში სპარსელები ვერ გამოიყენებდნენ თავის ყველა ჯარს.

ისოსის გააფთრებული ბრძოლების  შემდეგ ალექსანდრე მაკედონელმა მოიპოვა გადამწყვეტი გამარჯვება.

გაქცეულმა დარიოსმა დამასკოში დატოვა თავისი დედა, ცოლი, ქალიშვილი, სეფექალები და ბევრი ოქრო.

ბარძაყში დაჭრილი ალექსანდრე შევიდა დარიოსის მიერ მიტოვებულ კარავში. ის ქეიფობდა და მკურნალობდა ჭრილობას.

სპარსეთის გულისკენ გზის გაგრძელების მაგივრად ალექსანდრემ გადაწყვიტა  უკვე  დაპყრობილი ტერიტორიების შემომტკიცება. მან საშინელი ძალით შეუტია ფინიკიურ ტირს. ქალაქის აღებისას დაიღუპა ათასობით კაცი. რომაული წყაროების თანახმად ასობით ადამიანი აცვეს ჯვარს.

ამან შეაძრწუნა სიდონელები და ისინი დანებდნენ ალექსანდრე მაკედონელს.  ალექსანდრე მაკედონელმა ასე მოწყვიტა სპარსელები ხმელთაშუა ზღვას, გასრისა ფინიკია. ის მიადგა ეგვიპტეს.

ეგვიპტელებს კი ახსოვდათ რომ მათი დამოუკიდებლობა გააუქმეს სპარსელებმა და მათ ალექსანდრე მაკედონელი მიიღეს როგორც განმანთავისუფლებელი.

მათ ალექსანდრე მაკედონელი გამოაცხადეს ფარაონად და ეპყრობოდნენ მას როგორც ღვთაებრივ არსებას, ერიდებოდნენ კონფლიქტს.

ალექსანდრემ ეგვიპტეში დააარსა სანაპირო ქალაქი ალექსანდრია რომელიც იქცა ხმელ\თაშუა ზღვის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქად.  იქ იყო უნივრსიტეტები, ბიბლიოთეკები, გიმნასიუმები, პირველი მუზეუმი-ყველაფერი საუკეთესო რაბ საბერძნეთმა აჩუქა მსოფლიოს ხელოვნების და კულტურის სფეროში.

შეშინებულმა დარიოს მესამემ ითხოვა მშვიდობა და შესთავაზა ალექსანდრეს სამეფოს გაყოფა, მაგრამ ალექსანდრეს უნდოდა ყველაფერი.  მან ასურეთში გავგამელის ველზე სასტიკად დაამარცხა  სპარსელთა უზარმაზარი ჯარი.

შემდეგ დარიოსის კავალერიის ოფიცერმა და ბაქტრიანის სატრაპმა  ბესსოსმა  მოკლა სპარსეთის დიდი მეფე და თავი გამოაცხადა სუვერენად

    ასე არ უნდაო, ალექსანდრე მაკედონელმა დაიჭირა ეს ბესსოსი, დააჭრა მას ცხვირი და ყურები და მიუგდო ის მის მტრებს. მტრებმა ბესსოსი რა თქმა უნდა მოკლეს.

ალექსანდრე მაკედონელმა კი გამოაცხადა რომ  მან შური იძია და დასაჯა დიდი მეფის მოღალატე.  ამის შემდეგ მრავალი სპარსელი მიემხრო ალექსანდრეს.

    ალექსანდრე მაკედონელმა კი დაიწყო სპარსული ტანისამოსის ტარება და ის მოუწოდებდა თავის ჯარისკაცებს სპარსელ ქალებზე დაქორწინებისკენ.

თვითონ ალექსანდრე მაკედონელი დაქორწინდა  კეთილშობილი ბაქტრიელის ასულ როქსანაზე. ამას გარდა მან ცოლად მოიყვანა კიდევ ორი სპარსელი პრინცესა, მათ შორის დარიოსის ქალიშვილი.

ამ მნიშვნელოვანი ბრძოლის შემდეგ სლექსანდრე და მისი ჯარი ისვენებდნენ და ერთობოდნენ ბაბილონში, სუზაში და პერსეპოლოსში. მათ ხელში ჩაიგდეს უზომოდ დიდი ნადავლი.

პერსეპოლისში ალექსანდრე დიდი გამოიწვია ათენელმა კახპამ და მან დაწვა ქსერქსეს დიდებული სასახლე თან იძახდა რომ ესაა შურისძიება 150 წლის წინ ათენის აოხრების გამო.

მაგრამ გზადაგზა ყველაფრის ძარცვამ ვერ დააშოშმინა ალექსანდრე დიდი. მას უნდოდა მეტი დიდება და ინდოეთი.

საბაბიც იოლად იპოვა. ინდოეთის 2 მეფე ეომებოდა ერთმანეთს.  ალექსანდრე დაეხმარა ტაქსილს პოროს წინააღმდეგ.

ალექსანდრემ პირველად ნახა სპილოები ბრძოლის ველზე, გიდასპის სანაპიროებზე, მაგრამ მისმა ჯარმა სასტიკად დაამარცხა მოწინააღმდეგე. პორო დაიჭრა, მაგრამ მისი ვაჟკაცობა იმდენად მოეწონა ალექსანდრეს რომ მან პოროს დაუბრუნა ყველა მისი ტერიტორია და სხვებიც დაუმატა.

შემდეგ  ალექსანდრემ განაგრძო გზა აღმოსავლეთის ოკეანისკენ. ,აშინ სჯეროდათ რომ ის იყო დედამიწის საზღვარი.

მაგრამ ამოვარდა ქარიშხალი და 70 დღე უწყვეტი წვიმის შემდეგ  ქანცგაწყვეტილი ადამიანები გაჩერდნენ.

ალექსანდრე მაკედონელი 2-3 დღე ბორგავდა თავის კარავში, მაგრამ ბოლოს და ბოლოდ ისიც შეეგუა  გრდაუვალს და ისინი გაჩერდნენ.

 

გადმოცემის თანახმად  ცოცხალი გონების მქონე ცნობისმოყვარე ალექსანდრე მაკედონელმა მოინდომა ინდოელ შიშველ-ტიტველ ბრძენთა, ჰიმნოსოფისტ ბრაჰმანთა გაცნობა და  მიადგა მათ.

« მე ვარ ხალხთა და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადაშლილი  მიწების ბატონი და რა გაქვს შენ ?  ჰკი», ჰკითხა დიდმა ალექსანდრემ ტყეში მცხოვრებ შიშველ-ტიტველ ბრძენ ინდოელ ბრაჰმანს.

« ჩვენ გვაქვს მზე,სინათლე,მთვარე, წყალი და ეს გვყოფნის », უპასუხა მოკრძალებით ბრაჰმანმა.

ალექსანდრემ მოხუც ბრაჰმანს აჩუქა ოქრო,ღვინო, ზეთი.

ბრაჰმანმა გადაიხარხარა.

« ეს საჩუქრები ჩვენთვის უსარგებლოა, მაგრამ  შენი პატივისცემით მივიღებთ ზეთს », უთხრა მოხუცმა შიშველ-ტიტველმა ბრაჰმანმა ალექსანდრე დიდს.

მან მოაგროვა შეშა, კოხტად დააწყო ის,  გადაასხა ყველაფერ ამას ზეთი და ალექსანდრე დიდის თვალწინ დაწვა.

//  Roger-Pol Droit, Jean-Pjilippe de Tonnac, Fous comme des sqges, ანუ ფრანგი მკვლევარები როჟე-პოლ დრუას და ჟან-ფილიპ დე ტონაკის წიგნი « გიჟები ბრძენთა მსგავსად » , პარიზი 2002//.

ზოგი მაკედონელი დაქანცა და გააგიჟა ამდენმა ხეტიალმა, ძალადობამ და სისხლისღვრამ. მათ შეთქმულებები მაწყვეს ალექსანდრეს წინააღმდეგ.

ზოგის თქმით ალექსანდრემ დაუყოვნებლად და მეტისმეტად უზომოდ უპასუხა ამას.  დიდად სერიოზული სამხილების გარეშეც ამოხოცა მან ძველი მოკავშირეები  და დაიწყო ლოთობა.  ერთხელ მთვრალმა და გამხეცებულმა ალექსანდრემ კამათის დროს შუბი გაუყარა  თავისი კავალერიის ოფიცერს რომელმაც ერთხელ სიკვდილისგან გადაარჩინა ის.

როდესაც ერთ-ერთი მისი საუკეთესო კომპანიონი ჰეფესტიონი მოკლა ციებ-ცხელებამ  უზომოდ დაღონებულმა ალექსანდრე მაკედონელმა დიდი ძეგლი დაუდგა თავის მეგობარს  და კითხა სიუაში წინასწარმეტყველს შეიძლება თუ არა ჰეფესტიონის სახსოვრად რელიგიური კულტის დაწესება.

დადებითი პასუხით გახარებულმა ალექსანდრემ უდიდესი სასმისით დალია გაუზავებელი ღვინო.

ზოგის თქმით ალექსანდრე მაკედონელი თითქმის მაშინვე მოკვდა. ზოგის თქმით კი ის მრავალი დღე იტანჯებოდა ისე რომ არ შეძლო ლაპარაკი.  შემდეგ ისიც მოკლა მალარიამ, ციებ-ცხელებამ და,შეიძლება ალკოჰოლურმა ინტოქსიკაციამ // ზოგის თქმით ალექსანდრე მაკედონელი უბრალოდ მოწამლეს//.

სიკვდილის წინ მან მოახერხა იმის თქმა რომ უტოვებს სამეფოს   « უფრო ძლიერს » . 33 წლის იყო ალექსანდრე მაკედონელი, როდესაც გარდაიცვალა.

სლექსანდრე მაკედონელმა დაპყრობებით შექმნა უზომო იმპერია. ისტორიკოსები კამათობენ იმის გამო თუ რა გავლენა მოახდინა ამან მსოფლიოზე.

ალექსანდრე მაკედონელის იმპერია პოლიტიკურად  დაიღუპა მასთან ერთად, მაგრამ მისმა მიღწევებმა კულტურის სფეროში  დაიწყო ელინისტური ხანა. ინდოეთის ბუდისტმა მეფე აშოკამაც კი განიცადა ბერძნული კულტურის გავლენა. ტალიბანის მიერ აფეთქებულ ბამიანის  გიგანტურ ბუდებს უკეთიათ აპოლონის ნიღაბი.

ალექსანდრეს ჯარები ჩინეთსაც დაიპყრობდნენ რომ არ გადაქანცულიყვნენ, მაგრამ ჩინეთი დიდი ხნის მანძილზე, უკვე ბრიტანეთის იმპერიის ზარბაზნების დაქუხებამდე, იზოლირებული დარჩა.

ზოგი ალექსანდრე მაკედონელს უყურებს როგორც ომებით და დაპყრობებით დიდების მაძებარ ბეც გიჟს.

რომის იმპერატორი ავგუსტეს აზრით უკეთესი იქნებოდა ალექსანდრე დაკმაყოფილებულიყო მმართველის და არა დამპყრობლის როლით.

ალექსანდრე მაკედონელის თაყვანისმცემლები კი ამბობენ რომ მან მოამზადა ნიადაგი ახალი პოლიტიკური წესრიგისთვის და რომ სხვებმა უნდა დაამთავრონ ის რაც დაიწყო მან.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s