after-birth abortion

 

Francesca Minerva

პროფესორი  FRANCESCA MINERVAფრთხილად თორე გიკბენს და მოგაჭამს რამეს,მაგარი ჯანმრთელი კბილები აქვს.

after-birth abortion ასეთი რამე არ უნდოდsთ ლევიათანს, დრაკულას, ყარაბას-ბარაბასს და ბაყბაყ დევს.მარტო დღევანდელ პროფესორს თუ მოუვა თავში ასეთი რამე და ტანკით თბილისის დანგრევა.

იყო ევგენიზმი, კონცეფცია  და პოლიტიკა. დიპლომირებული კრეტინები სუსტების, ავადმყოფების, საშიშებად, ცუდებად ,უუნაროებად გამოცხადებულების მოსპობით ცდილობდნენ  საზოგადოების, ერის, რასის განწმენდას და გაჯანსაღებას. ესაა ევგენიზმი. ჰიტლერმა და მისმა ნაცისტებმა ასე უვარგისებად გამოაცხადეს და  გაწყვიტეს 11 მილიონი მამაკაცი, ქალი და ბავშვი.

სრულწლოვან დიპლომირებულ ადამიანს აქვს ადამიანების გადარჩევის და თუ ვინმეს ჩათვლის უუნაროდ, ავადმყოფად,ცუდად,უვარგისად  მისი მოკვლის უფლება ესაა ევგენიზმი.

კაი. სტალინმა დაბომბა ბერლინი, ჩერჩილმა დაბომბა დრეზდენი, ჰიტლერი მორჩა.  ეხლა უფრო წინ წავედით.

ეხლა პროგრესისტი ექიმები აცხადებენ რომ სრულწლოვან ადამიანს აქვს ახალშობილი ბავშვის, ახალშობილი ადამიანის მოკვლის უფლება და ცდილობენ ამ უფლების დაკანონებას.  2012 წლის 35 დეკემბერი

მელბურნის და მილანის უნივერსიტეტების ბიოეთიკის მკვლევარებმა  ფრანჩესკა მინერვამ // Francesca Minerva// და ალბერტო გიუბილინიმ //Alberto Giubilini//  დიდად პატივცემულ საერთაშორისო  სამედიცინო ჟურნალში  Journal of Medical Ethics-ში  გამოაქვეყნეს წერილი რომელშიც ამბობენ რომ  შეიძლება მოკლა ახალშობილი ბავშვი სამედიცინო თუ სოციალურ-ეკონომიკური მოსაზრებებით და არაფერია ამაში ცუდი.   აბორტის გაკეთება ხოა დაშვებული, აი ასევე უნდა იყოს დაშვებული ახალშობილი ადამიანის მოკვლა.

 ახალშობილი ბავშვის მოკვლა ეთიკურად დაშვებული უნდა იყოს იგივე გარემოებებში რომლებშიც დაშვებულია აბორტი. ეს  გარემოებები გულისხმობენ შემთხვევას როდესაც ახალშობილი ბავშვი შეიძლება იყოს საფრთხე მისი ოჯახის კეთილდღეობისთვის // თუ ახალშობილი შვილი ჭყავილით ხელს გიშლის თამადობაში-მოკალი, გაქვს ამის უფლება, გ.მ.//.  ბიოეთიკის ეს ბოდიში სპეციალისტები ამას ამბობენ ძალიან სერიოზულად.  მათი მტკიცებით მშობლებს აქვთ თავისი ხალშობილი შვილის მოკვლის უფლება მაშინაც როდესაც ისინი თვლიან  რომ შვილის შენახვა მათთვის ძვირია სოციალურად,ფსიქოლოგიურად თუ ეკონომიკურად. და ეს მაშინაც როცა ბავშვი ჯანმრთელია. ასეა აბორტის დროსაც.

თუ კი აბორტით კლავ ერთი თვის ჯანმრთელ ჩანასახ-ნაყოფს ბარემ მოკალი ახალშობი;ლი ბავშვიც.  დიდი პროგრესია.

ისინი ვინც 1968 წლის მაისში პარიზში ქრისტიან შარლ დე გოლს დასდევდნენ ფაშისტო-ფაშისტოს ღნავილით // დღეს პატივცემული ევროპარლამენტარი დანიელ კონ ბანდიტი და მისი ამხანაგები// ამბობდნენ რომ ადამიანს აქვს დაუბრკოლებლად და უსაზღვროდ სიამოვნების უფლება.  ესაა მატერიალისტური ჰედონიზმი. ,მისი დღევანდელი მწვერვალი კი ესაა- ისიამოვნე და თუ ნერვებს მოგიშლის ახალშობილი შვილის ღნავილი მოკალი  შვილი,გაქვს ამის უფლება.  მიდი, ცოტა ხანში ახალშობილი ბავშვების ხოცვის და კლონირების მოწინააღმდეგეებს დაუძახებენ ფაშისტებს,პროვინციელ ფაშისტებს, მძულვარებით სავსე ობსკურანტისტ რეაქციონერებს და ჰეჩ….

Hp://24heuresactu.com/2012/09/25/des-medecins-progressistes-soutiennent-lavortement-post-natal/

 

ფილოსოფიიური სიახლე-უკვე გაჩენილი ბავშვის თავიდან მოშორება აბორტით- l’avortement post-natal, Florian Cova, 2012 წლის 1 მარტი.

ყველამ იცის რომ  ფილოსოფია უწინარეს ყოვლისა არის კონცეფციის შექმნა. და აი Alberto Giubilini-ს და Francesca Minerva-ს მიერ გამოგონებული ახალი კონცეფცია- ახალშობილი ბავშვის თავიდან მოშორება აბორტით

(after-birth abortion)

ოქსფორდის ფილოსოფოსმა და ექიმმა  Francesca Minerva-მ  The British Medical Journal group-ში გამოაქვეყნა წერილი რომელშიც ამტკიცებს რომ ექიმებს უნდა ჰქონდეთ ახალშობილი ბავშვების დახოცვის უფლება.

პროფესორი ფრანჩესკა მინერვას მტკიცებით სიცოცხლისუნარიანი ახალშობილი ბავშვიც კი  ჯერ არაა ნამდვილი პიროვნება. ამ პროფესორის მტკიცებით  დედამისის მუცლიდან ახლახან გამოსულ ადამიანს ჯერ არა აქვს იმედები, მიზნები,პროექტები,ოცნებები და ამიტომ მისი მოკვლა იგივე აბორტია და მეტი არაფერი. არც ჩანასახი და არც ახალშობილი ადამიანი არ არიან ნობელის პრემიის ლაურეატი სახაროვი  და ამიტომ შეიძლება აბორტიც და ახალშობილი ადამიანის მოკვლაც ამ პროფესორის აზრით.

2 არგუმენტი:

  1. \ჩანასახი-ნაყოფიც და ახალშობილი ადამიანიც დებილები არიან,მათ არა აქვთ გეგმების და პროექტების შექმნის უნარი. სიკვდილი ვერ წაართმევს მათ მათი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას.

მათ შეიძლება იგრძნონ ტკივილი, მაგრამ შეიძლება მათი დახოცვა მათი გატანჯვის გარეშე.

ამ პროფესორის მეორე არგუმენტი ისაა რომ არც ჩანასახი -ნაყოფი  და არც ახალშობილი ადამიანი არ არიან პიროვნებები და ამიტომ მათი დახოცვა არაა ბოროტება.  ისინი არიან პოტენციური პიროვნებები და შექმნიან პროექტებს თუ კი განვითარდებიან.  მათი მოკვლა, მაშ არის პოტენციური პიროვნების არსებობის არდაშვება.  ეს არაა ცოცხალი პიროვნების მკვლელობა და ამიტომ დასაშვებია.

ცოცხალი, რეალური პიროვნების ინტერესები  უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პოტენციური პიროვნების ინტერესები. და ამიტომ დედას აქვს საკუთარი შვილის მოკვლის უფლება.

http://blog.philotropes.org/post/2012/03/01/Une-nouveaut%C3%A9-philosophique-%3A-l-avortement-post-natal

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s