აქირავებენ აკროპოლისს,არიქა

 

 

 

http://www.lefigaro.fr/culture/2012/04/09/03004-20120409ARTFIG00400-les-

საბერძნეთის ეროვნული სიმდიდრე საფრთხეშია, ეს წერილი 2012 წლის 9 აპრილს დაიბეჭდა დიდ ფრანგულ გაზეთში Le Figaro

ევროპის ეს უძველესი ქვეყანა განიცდის სასტიკ კრიზისს და ცდილობს თავისი ისტორიული ძეგლების და ხელოვნების ნაწარმოებთა დაცვას. ხელოვნების ასობით ნაწარმოები მოიპარეს.

იანვრის დასაწყისში ხელოვნების ნაწარმოებები მოიპარეს ათენის პინაკოთეკადან. მოიპარეს პიკასოს მიერ 1939 წელს დახატული სურათი, ჰოლანდიელი პიტ მონდრიანის მიერ 1905 წელს დახატული ტილო.  მე-17 საუკუნის Guglielmo Caccia-ს ნახატი. 1 თვის შემდეგ ოლიმპპის არქეოლოგიური მუზეუმიდან მოიპარეს ანტიკური ხანის 63 ქმნილება. კრიმინალებს დღემდე დაეჭებენ.

არქოლოგი და საბერძნეთის არქეოლოგთა კავშირის თავმჯდომარე Despina Koutsoumba ამბობს რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

ის თვლის რომ ბერძნული არქეოლოგიის ყველა უბედურებაში დამნაშავეა საერთაშორისო მონეტარული ფონდი//Fonds monétaire international1//.

« მეტიც, დღეს მხოლოდ 900 უსაფრთხოების აგენტი ადევნებს თვალყურს  19 ათას არქეოლოგიურ ძეგლს და 210 მუზეუმს მთელ ქვეყანაში. მთავრობამ გადაწყვიტა პოლიციელების აღზრდა ყველაზე დაუცველი ძეგლების დაცვის გასაძლიერებლად

კრიზისის დაწყებიდან დაიხურა მრავალი მუზეუმი თუ არქეოლოგიური ძეგლ// მაგ. სიკიონას მუზეუმი კორინთოში, კუნძულები კასოსის და ლეროსის მუზეუმები, ათენის და თესალონიკის მბიზანტიური მუზეუმები თუ კუნძული როდოსის ნეოლითური კოლექცია, და სხვ.//..

 « სახელმწიფო მემკვიდრეობის რენტაბილიზება»

ამას ემატება ხელფასების სიმცირე. არქეოლოგიის დოქტორებსაც უჭირთ.

კერძო პირები ვერაა საშველი. მთელი მსოფლიო უნდა იყოს მობილიზებული ანტიკური საგანძურის გადასარჩენად.

კულტურის სამინისტროს სახელმწიფო მემკვიდრეობის უკეთესი რენტაბელურობისთვის უნდა არქეოლოგიური ძეგლების გაქირავება.  დღეში 1600 ევროდ სულერთია ვინ შეძლებს პართენონზე დაბანაკებას.  მალე იგივე იქნება რომის კოლიზეუმში!  ეს არაა კარგი გადაწყვეტა», აცხადებს Despina Koutsoumba.

არქეოლოგები იბრძვიან სოციალური ქსელებით, ტურისტებს ურიგებენ პროკლამაციებს და აწყობენ მოხსენება-კონფერენციებს თემაზე   «I support Greek Cultural Heritage».

არის 2009 წელს კანის ფესტივალზე დაჯილდოებული და შემდეგ ოსკარებზე წარდგენილი ბერძენი კინორეჟისორი Giorgos Lanthimos,

.

ის ამბობს რომ კრიზისმა ყოფა უტირა არა მარტო არქეოლოგიას.

. « კინოში დღემდე ვმუშაობდით ძალიან ცოტა საშუალებებით, ეხლა კი საერთოდ აღარაფერი გვაქვს. ეს ძალიან ძნელია. ვიღებთ ყოველგვარი დახმარების გარეშე.  კანის პრემიის მიღების შემდეგ ფილმის გადასაღებად მე ფული ვთხოვე მეგობრებს და მსახიობებს ვთხოვე უსასყიდლოდ თამაში

 

ეკონომიკის პერსპექტივა არაა იმედის მომცემი და ბერძენი ინტელექტუალები და ხელოვანები სასწაულს ელოდებიან და არა პლატონის და სოკრატეს, ფიდიასის ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობისთვის გამოყოფილ ბიუჯეტას.

 

http://www.lefigaro.fr/culture/2012/04/09/03004-20120409ARTFIG00400-les-richesses-de-la-grece-en-danger.php?print=true

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s