აი ხალხი, მედიჩები

 

 

ევროპის სიმდიდრეა მედიჩების ნაირი ადამიანები და არა ოქრო-1

მხეცი თუ ხარ მედიჩი მაინც უნდა იყო.

ასეთებმა შექმნეს ევროპა და ევროპელთა კულტურები, მედიჩები

 

 

 

შუა საუკუნეების ფლორენციაში მედიჩები ბანკირთა ერთ-ერთი დინასტია იყო.

მე-15 საუკუნეში // იტალიურ «Quattrocento»-ში// მათ როგორც სიმდიდრით,ისე ძალაუფლებით, დაიკავეს პირველი ადგილი.

მას შემდეგ  სამ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილხე, რა მხეცებიც არ უნდა ყოფილიყვნენ,  მედიჩებმა თავისი სიმდიდრე ჩააყენეს ხელოვნებათა ანუ სილამაზის  და მეცნიერებათა  ანუ გონების სამსახურში.

მედიჩებს ჰქონდათ თანამედროვეთა შორის გენიოსთა გამორჩევის უნარი.  მათ გამოარჩიეს დიდი მოაზროვნე მარსილიო ფიჩინო, მხატვრები ფილიპო ლიპი, სანდრო ბოტიჩელი ან კიდევ ასტრონომი გალილეი. მედიჩები მფარველობდნენ ამ გენიოსებს, იცავდნენ მათ მტრების შემოტევებისგან.

 

 

მედიჩები იტალიის და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ოჯახად აქცია  კოზიმო დე მედიჩიმ // კოზიმო უფროსმა,1389-1464//.

მან გაზარდა ოჯახური ქონება და მოიპოვა ძალაუფლება ოლიგარქიულ რესპუბლიკაში თავის მომხრეთა მნიშვნელოვან , მთავარ თანამდებობებზე დანიშვნით.

ფლორენციის უმდიდრეს ვაჭრად გადაქცეული კოზიმო დე მედიჩი უხვად ხარჯავდა თავის ქონებას კულტურულ მეცენატში.

 

.კულტურული მეცენატი ჩვეულებრივი ამბავი იყო ფლორენციის მდიდარი ოჯახებისთვის მე-12 საუკუნიდან.

ამ მდიდარი მეცენატების წყალობით  შეიძინა ფლორენციამ კულტურული მემკვიდრეობა რომელიც განსაკუთრებული იყო უკვე  კოზიმო უფროსის დროს როგორც  ხუროთმოძღვრების // San Miniato del Monte, Ponte Vecchio…// ისე მხატვრობის //ჩიმაბუე,ჯოტო…// და ლიტერატურის // დანტე,პეტრარკა, ბოკაჩო…// თვალსაზრისით.

მამა-შვილი მეცენატები

კოზიმომ თავის ირგვლივ შემოიკრიბა მხატვრები და ფილოსოფოსები. ახალი იდეებით დაინტერესებულმა კოზიმომ  სხვადასხვა ერუდიტ ჰუმანისტს სთხოვა ბერძენ კლასიკოსთა ნაშრომების თარგმნა იმ დროისთვის უნივერსალურ, საყოველთაო ლათინურ ენაზე.

მას უნდოდა დარწმუნება იმაში რომ ანტიკური ხანის ბერძნული აზრი ეთანხმებოდა ქრისტიანულ თეოლოგიას // ქრისტეს წინა მოაზროვნეები ქრისტიანები იყვნენ ამის უცოდნელად//.

სწორედ ამ თვალსაზრისით დაიწყო პლატონის თარგმნა 1462 წელს სახელგანთქმულმა ჰუმანისტმა მარსილიო ფიჩინომ.

კოზიმო მედიჩიმ ამის გასაკეთებლად მარსილიო ფიჩინო  დააბინავა ფლორენციის პერიფერიაზე არსებულ villa de Careggi-ში. იქ მარსილიო ფიჩინომ შეკრიბა თავისი მეგობრები და მოწაფეები და შექმნა ნეო-პლატონური აკადემია.

კოზიმო მედიჩიმ შეაგროვა ხელნაწერთა გამორჩეული კოლექცია რომელიც საფუძვლად დაედო Bibliothèque Laurentienne-ს. ის მფარველობდა ფრა ანჯელიკოს ,სგავს მხატვრებს, მან ააგო სასახლე Via Larga-ში //ფართო ქუჩა//.

კოზიმო უფროსის შვილიშვილმა ლორენცო ბრწყინვალემ მიიღო ჰუმანისტური განათლება და განაგრძო ოჯახის მეცენატური ტრადიცია. მან თავი გამოიჩინა როგორც პოეტმაც // « მთავრის სულზე დამყნობილი ხელოვანის სული »//.

მანაც შემოიკრიბა თავის ირგვლივ მხატვრები და ჰუმანისტები. ის ატარებდა დღესასწაულებს და ეხმარებოდა სტამბას. ისიც მფარველობდა მხატვრებს და ჰუმანისტებს ბოტიჩელიდან მიქელანჯელომდე, პიკო დე ლა მირანდოლადან მარსილიო ფიჩინომდე. მან გაამდიდრა ხელნაწერთა და ხელოვნების ნაწარმოებთა მამამისის და პაპამისის კოლექცია //ანტიკური ხანის ნაკეთობები,  ჩინური ფაიფური,მაგარი ქვის  ლარნაკები…//.

1492 წელს ლორენცო ბრწყინვალის გარდაცვალების შემდეგ ფლორენციაში იყო არეულობები. მედიჩები მრავალჯერ გააძევეს. მაგრამ ისინი ამზადებდნენ დაბრუნებას რომში, სადაც ლორენცო ბრწყინვალის მეორე ვაჟი აირჩიეს პაპად ლეონ მეათის სახელით.

 იტალიის ომების დროს ფლორენციამ დაკარგა მისი რესპუბლიკური ინსტიტუტების არსებითი ნაწილი/

1537 წელს ფლორენციაში ისევ დამკვიდრდა მედიჩითა უმცროსი შტო, კოზიმო უფროსის ძმის შთამომავლობა. მისი წარმომადგენელი კოზიმო პირველი გახდა ფლორენციის ჰერცოგი, შემდეგ კი ტოსკანას დიდი ჰერცოგი.

თავისი ძალაუფლების და პრესტიჟის საჩვენებლად ის 1555 წელს დასახლდა ქალაქის გულში, სინიორიის მოედანზე,მთავრობის ძველ სახლში, Palazzo Vecchio-ში.

სიკვდილამდე // 1574 წ.// ის მუდამ ზრდიდა თავის კოლექციებს და ბევრს უკვეთავდა მხატვრებს.

ის გაიტაცა ეტრუსკების ხელოვნების ნაწარმოებთა და ნაკეთობათა შეგროვებამ. ის ამტკიცებდა რომ ტოსკანა // ფლორენციის რეგიონი// არის ეტრუსკების ქვეყნის, ძველი ეტრურიის შვილი.

უფრო ცნობისმოყვარე ჰერცოგი კოზიმო პპირველი დაინტერესებული იყო ამერიკიდან და სხვა შორეული მხარეებიდან ჩამოტანილი რამეებითაც.

დროზე ადრე ანტროპოლოგი, ის აგროვებდა ჩინურ ფაიფურსაც და ბენინის //დღევანდელი ნიგერია// სპილოს ძვლის ნაკეთობებსაც.

სლბათ პორტუგალელი მეზღვაურების მიერ ჩამოტანილი ეს ნაკეთობები უნდა შეეძინა მის მეუღლე ელეონორა ტოლედოელს.  მასვე უნდა ეყიდა წითელი იბისის ფრთების მანტო, რომელიც ადრე ეკუთვნოდა ბრაზილიელ წარჩინებულს.

ელეონორა ტოლედოედოელმა 1549 წელს მდინარე არნოს მარცხენა სანაპიროზე იყიდა წინა საუკუნეში ვიღაც ფლორენციელი ბანკირის მიერ აგებული  სასახლე პიტტი, რომელიც ელეონორას დაკვეთით გადააკეთა და გაადიდა ჯორჯო ვაზარიმ.

სასახლე და მისი ბაღები განკუთვნილი იყო დიდი ჰერცოგის დღესასწაულებისთვის.

ამ სასახლემ შთააგონა მარია მედიჩი რომელმაც 1615 წელს გადაწყვიტა პარიზში ლუქსემბურგის სასახლის აგება სალომონ დე ბროსის // Salomon de Brosse// გეგმებით.

კოზიმო პირველის შვილმა და მემკვიდრე ფრანსუა პირველმა მედიჩიმ თავისი ინტერესები განავრცო მეცნიერებებზეც.

მე-16 საუკუნის ბოლოს ინტელექტუალური ელიტები დაიღალნენ სიძველეთა შესწავლით და და მათ დაიწყეს ბუნების კვლევა.

დიდი ჰერცოგი  მეცნიერული ინტერესით მხატვრებს უკვეთავდა მცენარეების და ცხოველების დახატვას. მან პალაცო ვეკიოში გსხსნა საოცრებათა კაბინეტად წოდებული მუზემის მსგავსი რამ.

მაგრამ მან არ მიატოვა არც სახვითი ხელოვნება და 1580 წელს მან გახსნა Galeria degli Uffizi. იქ დღესაც არის მედიჩების ულამაზესი კოლექციები.

აღვირახსნილი და ტირანული დიდი ჰერცოგი ფრანსუა მოწამლეს.

მისი მემკვიდრე დიდი საჰერცოგოს სათავეში იყო მისი ძმა, კარდინალი ფერდინანდი.  მან უარი თქვა კარდინალობაზე და დაქორწინდა.  ის თავის ძამაზე უფრო პატიოსანი, უფრო გულითადი და უფრო თავაზიანია, მაგრამ მასაც უყვარს ხელოვნებები და მეცნიერებები.

მან რომში დატოვა ბრწყინვალე კოლექციებით სავსე დიდებული ვილა რომელსაც  ჰქვია მედიჩის ვილა, villa Médicis. იქ 1803 წლიდან არის საფრანგეთის აკადემია რომში.

ფერდინანდ პირველი ეხმარებოდა გალილეის რომელმაც მადლობის ბიშნად იუპიტერის ოთხ თანამგზავრს დაარქვა მედიჩების თანამგზავრები-«satellites médicéens».

გალილეის სიცოცხლის ბოლოს მფარველობდა ფერდინანდ პირველი მედიჩის შვილიშვილი ფერდინანდ მეორე მედიჩი.

მეცნიერებებს დიდ ყურადღებას აქცევდა დიდი ჰერცოგის ძმა, კარდინალი ლეოპოლდ დე მედიჩი //1617-1675//. მან გალილეის დაკვირვების და ექსპერიმენტების მეთოდებისთვის პატივის მისაგებად  1657 წელს ფლორენციაში დააარსა l’Accademia del Cimento, ექსპერიმენტის აკადემია.

ესაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა პირველი აკადემია ევროპაში. ის  მოწმობს მე-16 საუკუნის მეცნიერებათა არაჩვეულებრივ წინსვლაზე.

კარდინალმა 1664 წელს მოაგროვა სახელგანთქმული მხატვრების ავტოპორტრეტების არაჩვეულებრივი კოლექცია. ეს კოლექცია მან განათავსა ვაზარის დერეფანში რომელიც პალაცცო ვეკიოს აკავშირებს პალაცცო პიტტისთან. დღესაც ყველა ცნობილი მხატვრისთვის დიდი პატივია იქ მისი ავტოპორტრეტის გამოფენა. იქ ორასზე მეტი ავტოპორტრეტია.

შემდეგმა დიდმა ჰერცოგმა მედიჩებმა ბევრი ვერაფერი გააკეთეს გაღარიბებულ და მეორეხარისხოვან ქვეყნად გადაქცეულ იტალიაში, მაგრამ მათ დაიცვეს და შეინარჩუნეს მონაპოვარი, რაც ასევე არაა ცუდი.

მედიჩების დინასტიის უკანასკნელმა უშვილო  წარმომადგენელმა Anne Marie-Louise-მ // 1671-1737// 1737 წლის 31 ოქტომბერს  დაწერა  « ოჯახის პაქტი » რომლის თანახმადაც ყველა კოლექცია უანდერძა ქალაქ ფლორენციას რათა ეს კოლექციები დარჩენილიყო « ყველა ერის განკარგულებაში » .

ამიტომაა დღემდე ფლორენცია დასავლური ხელოვნების არაჩვეულებრივი საცავი.

http://www.herodote.net/Les_Medicis-synthese-576.php

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s